შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფულზე ღირებული 16 თავი


18-04-2015, 00:39
ავტორი ელი
ნანახია 3 234

კვლავინდებურად დაასწრო მზის სხივებს ეკომ ამოსვლა ,მაგრამ იმ განსხვავებით რომ ახლა ვერ ხედავდა თუნდაც ამოსულ მზის სხივებს...საყვარელი მამაკაცის მკერდიდან თავი ფრთხილად აწია და ცხვირით დათოს ლოყას გაეხახუნა.
-ჩემ პრინცესას გაუღვიძიაო?- სახე დაუკოცნა დათომ და კვლავ გულზე მიიხუტა ეკო.
-დათ...ნუ ზარმაცობ ადექი გაბრიელი თინაოს უნდა გავუყვანოთ და გიორგისთან წავიდეთ...-მოუტმენლად ჩაილაპარაკა ეკომ და ქვედა ტუჩი კბილებ შუა მოიქცია ემოციების დასამალად.
მის შემყურე დათოს სიცოცხლე უხაროდა. მთელისახე დაუკოცნა გოგონას და წამოდგომაში დაეხმარა.
-დათ გაბრიელი შეგიზლია გამოიყვანო?-ეკო.
-ახლავე საყვარელო...-კვლავ კოცნა დაუტოვა ეკოს ყელში და გაბრიელი ოთახისაკენ სიხარულიტ გაემრთა. ცოტა ხანში კი მამა-შვილი ერთად დაბრუნდნენ... პატარას საყვარლად გაებუსხა სახე... როგორც ჩანს დიდი ხნის გაღვიძებული იყო და დედაზე და მამაზე ნაწყენიც კი ჩანდა.
-დედიკო მოვედით-თავზე აკოცა დათომ გაბრის...
-აბა სადაა დედას სიხარულო?-ხელები წინ გაიწვდინა ეკომ და შვილის ძებნა დაიწყო. როგორც კი ხელი სასურველ პუტკუნა ფეხებს შეახო ჟრუანტელმა დაუარა,ხელები ზემოთ ააცოცა და პატარა გამოართვა დათოს.გულზე დიდი სიყვარულით მიიხუტა და მისი სურნელი ღრმად შეისუნთქა.გაბრიელი უკვე სამი თვის იყო შესაბამისად უკვე ცნობდა დედიკოს... იქვე იდგა დათო და ტკბებოდა ამ სანახაობით. ულამაზესი იყო ეკო... მისი თითოეული ნაკვთი რაღაც გასაოცარი იყო... მერე საერთოდ ეხმძიმე იყო ქალღმერთი... ამბებენ ქალი ორსულობის პერიოდში ყველაზე ლამაზიაო. მეც ვეთანხმები და ვამატებ რომ ფეხმძიმობის პერიოდში ქალი ყველაზე ლამაზი და ბედნიერია...რა არის იმ შეგრძნებაზე უფრო მაგარი როცა იცი რომ შენში სხვა ცოცხლობს... რომ ის შენში იზრდება... ეს ღვთიური საჩუქარია და არც კი ვიცი რა ვთქვა... დედობა ღვთისაგან ნაბოძები უდიდესი პატივია. არ მინახავს ეკოსნაირი ლამაზი ფეხმძიმე ქალი...ის ერთ დროულად ბავშვცაა, გოგონაცაა... ქალიცაა,დედაცაა, ეკო?! ეკო თვით საოცრებაა...ახლლა კი ისე ლამაზია მის ანგელოზთან ერთად... ისეთი საყვარლები არიან. ბრმაა,მაგრამ მაინც ისეთი დიდი სიხარული უნათებს თვალები,თითქოს მთელ მზის სხივების კონას მის თვალებში მოეყარათ თავი.გაბო... ჩვენი ღიპუცა... ის კიდევ უფრო საოცრებაა... მაში ერთადაა თავმოყრილი დათოს და ეკოს სიმშვენიერე და ეს ყველაფერი უიშვიათეს შედეგს იძლევა... გაბრიელი საოცრებაა... ისეთი ლამაზია ბიჭის ტანსაცმელი რომ არ ეცვას გოგო გეგონება... დედასავით გრძელი შავი წამწამები,რომლებიც საოცარ იერს მატებენ მუქ მწვანე,საუცხოო ფერის მამის თვალებს... დიდი ლამაზი წითელი ტუჩები-დედისაგან და ასევე ლამაზი... უნიკალური მოყვანილობის კურნოსა ცხვირილი. დედიკოს ნატიფი ხელები... მამის საოცარი გამოხედვა... დათოს ბავშობის ფოტოები რომ დაათვალიერეს კოპიო მამაა,მაგრამ სანდრო ძალაზე დგას მე ვარ,მე მგავს ბიძიას ვაჟკაციო. მართლაც გავს ბიძასაც გაბრიელი.
სიცილ-კისკისით ჩააცვეს გაბრიელს... შემდეგ დათოს დახმარებით ეკომაც ჩაიცვა. ისეთი საყვარელი სანახავები იყვნენ როგორ აყოფინებდა ჯერ ერთ შემდეგ კი მეორე ხელს მაისურის სამკლაურში... როგორ ამოაცვა ფეხებზე შარვალი,როგორ შეუკრა ქამარი... როგორ დავარხნა თმა და შემდეგ როგორ ჩაუწნა... გაბრიელიც მშობლების საწოლზე გატრუნული იწვა და უყურებდა მათ. გეუბნებიტ ეს ბავშვი საოცრებაა თქო. გაბრიელი გამოკვებეს თავადაც ყავა დალიეს და შემდეგ სახლიდან გავიდნენ.შემდეგი გაქჩერება თინაოს და სანდროს სახლი იყო... ღიმილიტ სეეგება თინანო მატ და პატარა მასინვე ხელი დან გამოსტაცა დათოს.
-თინ მიხედე კაი? ჩანთაშია ყველაფერი... ერთი ხელი ტანსაცმელიც ჩავუწყე ყოველი შემთხვევისათვის, თუ ტირილი დაიწყო საწოვარა მიეცი... არ იჯუჯღუნებს კია ვაჭამე წამოსვლამდე... აუ თუ რამეა დამირეკე და წამში აქ ვართ კაი?-პირველად ტოვებდა ეკო გაბრიელს დაცოტა ნერვიულობდა თორე თინანოს საკუთარ ნთავზე მეტად ენდობა.
-კაი ეკო რა ნუ ნერვიულობ მასე...-ხელი ჩაჭიდა ეკოს.
-ხო იცი რა როგორი ვარ, კარგი აბა წავათ თორემ დავაგვიანებთ...-ის-ის იყო უნდა დამშვიდობებოდა თინანოს და გაბრიელს რომ უკნიდან სანდროს ხმა მოესმა.
-ვინ ყოფილან ჩემთანო...-ტაში შემოკრა სანდრომ.
ეკომ ლოყაზე ცხელი ტუჩები და მხრებზე ძლიერი მკლავები იგრძნო-სან სამსახურში არ უნდა იყო შენ?-კითხა ეკომ.
-ჰმ... თავად მოგიყვანიათ ბიძიას კაცი,თქვები ნებით და ახლა მე სამსახურში გამაჩერებდნენ?-აკისკისდა სანდრო.
ახლა იგრძნო როგორ მიიკრა მკერდზე სანდრომ და როგორ აკოცა თავზე.
-ჩემო ლამაზო,ნუ ნერვიულობ და თითების წვალებას შეეშვი,ყველაფერი მაგრად იქნება...ხომ გჯერა ჩემი-სანდრო.
-მჯერა სან...-ახლა ეკომ მოუსვა სახეზე ხელები შემდეგ კი გემრიელად აკოცა და ხელების ცეცებით წავიდა დათოსაკენ. მალე მოვალთო დაუბარა ეკომ და დათოსთან ერთად კარს მიღმა გაუჩინარდა.
მანქანაში ისხდნენ და საავადმყოფოსაკენ მიდიოდნენ... დათომ ეკოს გადახედა,რომელსაც მთელი სხეული უცახცახებდა.
-ჩემო პატარავ გთხოვ ასე ნუ ნერვიულობ რა...-ეკოს მარცხენა ხელი თავსი ხელში მოიქცია და ნახად ეამბორა.
-მეშინია...-ჩაიჩურჩულა ეკომ.
-მე შენთან ვარ გესმის?! ხო იცი რო შენ გამო შეუძლებელს შევძლებ. კარგად იქნება ყველაფერი გაბოს სუნთქვას გეფიცები-კვლავ აკოცა დათომ.
საავადმყოფოდან კარგი ამბებით წამოვიდნენ... 2 დღეში ოპერაცია დაინაიშნა,საშიში ოპერაცია არ იყო როგორც გიორგიმ თქვა,მაგრამ მთავარი პრობლემა ისაა,რომ შეიძლება ოპერაციამ არ გაამართლოს,სწორედ ამის ეშინია ეკოს,მას იმედგაცრუების ეშინია... ის ორი დღე ცდილობდა რომ დაესვენა და არაფერზე ენრევიულა... აი ახლაც ღამეა... მარჯვენა მხარესაა გადაბრუნებული და პირდაპირ თვალებში უყურებს მის პირისპირ მწოლ ეკოს...შუაში უშფოთველად სძინავს გაბერილ გაბრიელს... ანგელოზი უწევთ შუაში... გაბოს მაგრად ჩაუჭიდავ ორივე მშობლისათვის საჩვენებელ თითებზე ხელები... არავითარი სიტყვები.სიჩუმე,შიში და იმედი...უყურებს დათო და ფიქრობს ეკო. ახლა ამოვა მზე... სინათლე მოეფინება ქვეყნიერებას და... და დადგება ის გადამწყვეტი დღეც!...
დილიდან ფუსფუსია ეკოს და დათოს სახლში. თინანო გაბრიელის ნივთებს ალაგებს, დათო ეკოსებს... სანდროს გაბრიელი უკავია ხელში... ეკო ლოცულობს.„
ფეხების კანკალით გაიარა დათოს თქმით თეთრი კოლიდორი რომელსაც ბოლო არა და არ უჩანდა... მერე იყო მზადების პროცესი... ოპერაციის დაწყებამდე ნახევარი საათი იყო დარჩენილი ეკომ რომ განაცხადა დონორის ნახვა მინდაო... ნახვა?! მასთან საუბარი.მისი მოთხოვნის შემდეგ 5 წუთში მედდამ განახცადა რომ დონორი მხოლოდ ეკოს შეხვდებოდა სხვა ვერავის,ეკომაც მაშინვე თანხმობა განაცხადა და მალე ეკო სხვა პალატისაკენ წაიყვანა იმავე მედდამ. გაიგო კარი შეღების ხმა შემდეგ სკამზე ჩამოსვეს და ისევ კარის ხმა. სიჩუმემ დაისადგურა. მთელი არსებით გრძნოდა,რომ წინ ვიღაც ეჯდა.ერთი ღრმად ჩაისუნთქა
-გამარჯობა-დაიჩურჩულა ეკომ.
-გამარჯობა-გაისმა ქალის ჩახლეჩილი ხმა.
მერე ისევ სიჩუმე...
ეკომ ვეღარ გაუძლო და ისევ მან დაარღვია ეს სიჩუმე.
-ამას რატომ აკეთებთ? ხომ იცით რომ თქვენ ამ ოპერაციის შემდეგ მხედველობას დაკარგავთ? -გაჩუმდა ეკო პასუხის მოლოდინში ,მაგრამ ისევ სიჩუმე...-იცით...როდესაც გავიგე ,რომ დონორი ოპერაციის შემდეგ ბრმავდება გადავწყვიტე,რომ რომც გამოჩენილიყო დონორი არ დავთანხმებოდი ოპერაციას,მაგრამ...-ცრემლი მოიწმინდა ეკომ-მაგრამ მე როდესაც დავბრმავდი,სწორედ იმ დროს შემეძინა შვილი. ჩემი გაბრიელი,მე მას ისე ძალიან ველოდებოდი. ისე მკლავდა მისი ნახვის სურვილი,მაგრამ ვერ ვნახე... 3 თვისაა უკვე ჩემი ბიჭი. ის მცნობს,მაგრამ მე მხოლოდ შეხების შემდეგ შემიძლია ვიცნო ის... ჩემი ქმარი... როცა ვუსმენ მას ვხვდები,მესმის მის წარმოთქმულ თითოეულ ბგერაში ტკვილი. არ უნდა რომ მაგრძნობინოს,მაგრამ მე ვგრძნობ. არ მინდა რომ ჩემი ოჯახი დავტანჯო,მე მინდა რომ ჩემ შვილს ვუყურო სულ...სულ... იცით როდის გადავწყვიტე ოპერაციაზე დავთანხმებბოდი?! ერთხელ სახლში ისე მოხდა რომ მე და გაბრიელი დავღჩით მხოლოდ...როცა თინანო წავიდა გაბრიელს ეძინა და ამიტომ არ ვნერვიულობდი,მაგრამ მოულოდნენლად მან ტირილი დაიწყო... გაბრიელი მის საძინებელში იწვა მე კი მისაღებში ვიყავი... ის ტიროდა მე კი არ შემეძლო მასთან მისვლა... დაახლოებით ნახევარი საათი მე იქ ვტიროდი გაუჩერებლდა გაბრიელი კი თავის საძინებელში,აი მაშინ ჩემ თავს გამოვუცხადე,რომ თუ მე შანსი მომეცემოდა აუცილებლად გავიკეთებდი ოპერაციას და აი ახლა აქ ვარ...ძალიან მინდა რომ მხედველობა დამიბრუნდეს,მაგრამ თქვენც ქალი ხართ... ალაბთ გყავთ შვილები,მე კი ისევე როგორც ჩემი შვილი მენანება ბრმა დედის საყოლებლად,ისევე თქვენნი შვილები მენანება ასე,რომ სანამ დროა შეგიძლიათ წახვიდეთ...-ჩაილაპარაკა ეკომ და ცრემლები მოიწმინდა. უცებ ხელზე შეხება იგრძნო და მთელი სხეული გაუთბა.
-მე შვილი მყავდა... მაგრამ მე ის ვერ შევინარჩუნე... ასე რომ ახლა არავინ მყავს შენ კი სიცოცხლით სავსე ჩანხარ და მინდა რომ ჩემი მხედველობა შენ დაგითმო რომ ჩემსავით არ განიცადო შვილის ვერ ნახვის ტკივილი. ასე რომ შენ არ ინაღვლო არაფერზე. მე ეს მინდა და გავაკეთებ კიდეც,იცოდე რომ მე ის გამახარებს,რომ შე ბედნიერად გააგრძელებ ცხოვრებას და ღრმა სიბერეში სიკვდილამდე თვალმოუშორებლად უყურებ შენ გაბრიელს,მეუღლეს და ოჯახის წევრებს...-ბოლოჯერ გადაუსვა ქალმა მისი გაუხეშებული თითები ეკოს სპეტაკ კანს და შემდეგ სულ შეუშვა ხელი.
-მადლობა...-დაიჩურჩულა ეკომ.
ბოლოს დათოს ცხელი ტუჩები ახსოვს შუბლზე და შემდეგ არაფერი...
ფოიეში ნერვიულად ბორგავდნენ ძმები ყიფიანები... ყოველ წამს რეკავდა თინანო... დრო ისე ისეწლებოდა დათო აღარ იცოდა რა ექნა... როგორც იქნა გავიდა 2 საათი და ექიმიც გამოვიდა. ოპერაცია წარმატებით დასრულდა. ყიფიანებმა შვებით ამოისუნთქეს,მაგრამ როდესაც დაინახეს როგორ გამოიყვანეს საოპერაციოდან ეკო და მისი დონორი,რომელთაც თვალებზე სახვევები ქონდათ იქ გაშეშდნენ როვე, შეეკრათ სუნთქვა და საერთოდ გადაეკეტათ ფილტვები... იდგნენ ყიფინაები ორ საწოლს შორის და ვერაფერს ამბობდნენ. ერთ საწოლზე იწვა ეკო... ლამაზი წითელი დალალები წინ გადმოეყარათ მისთვის... ტუჩები ლამაზად დაბერვოდა... მისი ნატიფი თითები თეთრ ზეწარზე გაუნძრევლად ეწყო...მშვიდად შუნთქქავდა ეკო.მეორე საწოლზე კი ხანში შესული ქალი იწვა... ერთ დროს ისეთივე ჟღალი თმის პატრონი... დაბაერებული ხელებით... მომჭკნარი ტუჩებითა და... და უბრალოდ ყიფიანებმა იხილეს ორი ეკო... ერთი დღევანდელი და ერთიც სიბერეში მყოფი.
მერე?! მერე ერთ პალატაში განათავსეს ორივე საწოლი... დონორი?! ხო ზუსტად ისაა ვინც თქვენ გაიფიქრეთ... ყიფიანები ისევ დუმდნენ. იდგა დათო ეკოს თავთან და ნაზად ეფერებოდა თმაზე დათან უსველებდა მას ცრემლით. იცის როგორ ეტკინება ეკოს,როდესაც მომხდარის შესახებ გაიგებს.
2 საათში გამოვიდა ნარკოზიდან ეკოც და მისი დონორიც...
-დათ...ჩახლეჩილ ხმით ამოილაპარაკა ეკომ. როგორ მონატრებია ეს ხმა დათოს,როგორ გააკანკალა მის გაგონებაზე ისევ.
-ხო პატარა,აქ ვარ-თავზე აკოცა ეკოს.
-დათ... კარგადაა ყველაფერი?-ეკო.
-კი ჩემო პატარა კარგადაა ყველაფერი,შენი დონორიც შენ გვერდით წევს-ჩაილაპარაკა დათომ და გვერდთ საწოლზე მწოლიარეს გახედა.
-ქალბატონო როგორ ხართ?-მზრუნველი ხმით კითხა ეკომ "დონორს"
-მადლობა ეკო კარგად ვარ შენ როგორ ხარ?-გაისმა ქალის წართმეული ხმა.
-კარგად...-ჩაილაპარაკა ეკომ.ცოტა ხანს სიჩუმე ჩამოვარდამაგრამ კვლავ ეკომ დაარღვია-მე თქვენი სახელიც კი არ ვიცი.
-ლია...-გაპარული ხმით თქვა ქალმა.
იგრძნო დათომ როგორ აკანკალდა მის ხელებში მოქცეული ეკოს ხელი.დაიხარა და ნაზად ეამბორა ცოლს.
გადაღლილ ეკოს მალევე ჩაეძინა.ყიფიანებმმაც დრო იხელთეს და ქალბატონ ლიას გაესაუბრნენ.
-ქალბატონო ლია,მე დათო ვარ ეკოს ქამრი... აქ კიდევ არის ჩემი ძმა სანდრო.-დათო.
-შასიამოვნო თქვენი გაცნობა. ვიცი რომ უკვე მიხვდით სიმართლეს და ერთი თხოვნა მაქვს თქვენთან,გთხოვთ სახვევების მოხსნამდე არაფერი უთხრათ ჩემ შესახებ, მთელი გულით გთხოვთ ამას,ხომ იცით რომ მისთვის ოდნავი განერვიულებაც საშიშია.-დიდი მზრუნველობა იგრძნობოდა ქალის ხმაში.
-გასაგებია...ასეც მოვიქცევი.ეკოს კარგად ყოფნა ჩემთვის უმთავრესია.-დათო,
-მხოლოდ ის მყავს შვილო. მხოლოდ მისი იმედი მაქვს. იმედი მაქვს რომ ოდესმე შეძლებს და მაპატიებს დკარგულ წლებს-ხმა აუკანკალდა ქალს.
-ის გელოდებოდათ. -დათო.
-მე მეშინოდა-ლია.
-ახლა აქ ხართ-სანდრო-აქ ხართ და მისთვის უძვირფასესი ერამ გაიმეტეთ,ის ამას არასოდეს დაივიწყებს.
-ვიცი...-ჩაილაპარაკა ქალმა.
უკვე 2 კკვირა გავიდა ოპერაციიდან. ეკო და ლია კვლავ ერთ პალატაში არიან.
ვერ ხვდება ეკო რატომ,მაგრამ ამ ქალთან თავს ძალიან კარგად გრძნობს. მთელი მისი ცხოვრების შესახებ უამბო ლიას... გააცნო თინანოც და გაბრიელიც... ლია 2 კვირის მანძილზე მისი ყოველდღიურობა გახდა. ისე კარგად გაუგეს ერთმანეთს რომ ეკო ამას ვრც კი წარმოიდგენდა. გადაწყვიტა,რომ როდესაც ყველაფერი ჩამთავრდებოდა ლია ყოფიო გაბრიელის ერთ-ერთი ნათლია,ეს ლიასაც უთხრა,მაგგრამ მისგან პასუხად მხოლოდ ის მიიღო რომ ყველაფერი მოვლენების განვითარებაზე იყო დამოკიდებული.
გაბრიელი? მართალია დედას ყოველ დღე სტუმრობს,მაგრამ მაინც ენატრება დედა. ის ლამაზი თვალები ენატრება პატარას რომლითაც დედას ცნობდა.
ყველა ნერვიულობს რა იქნება ხვალ...ხვალ ხომ სახვევების მოხსნის დღეა.
მძლივს დაითანხმა დათო რომ სახლში წასულიყო,მანაც ბოლოს ტკბილი კოცნა დაუტოვა ცოლს და ბუზღუნით წავიდა სახლში.
მთელი ღამე ვერ ისვენებდა საწოლში. ბოლოს ამოიხნეშა და ჩუმი ხმით დაიჩურჩულა.
-ლია გღვიძავს?-ეკო.
-კი ძვირფასო მღვიძავს-გაისმა ქალის მოსიყვარულე ხმა.
-იცით ვერ ვიძინებ ვერაფრთი ხვალინდელ დღეზე ფიქრში.-ეკო.
-ნუ ღელავ ყველაფერი კარგად იქნება.-დააიმედა ქალმ არა და მის ხმაშიც იყო შიში.
-ძალიან მეშინია რომ სახვევებს მომხსნიან და ისევ ვერაფერს დავინახავ... რომ იმედები გამიცრუვდება,რომ თქვენც ტყულად დაგაკარგვინოთ მხედველობა.-სრუტუნებდა ეკო.
-ჩუ... ამაზე ფიქრიც კი არ გაბედო,ყველაფერი კარგად იქნება,მოისვენე ახლა,ხვალ შენ გაბრიელს ნახავ...-ლია.
ისევ სიჩუმე....
-ეკო შვილო რაღაც უნდა გთხოვო-წართმული ხმით საუბრობდა ლია.
-რაც გინდათ... თქვენთან სიკვდილამდე ვალში ვარ-ეკო.
-გთხოვ ხვალ როდესაც გაიგებ რაღაცას...-ღრმად ამოისუნთქა ლიამ-გთხოვ რომ ხელი არ მკრა და ეს ურთიერთობა არ გააფუო კარგი? მპირდები?-ლია.
-რა თქმა უნდა... მე მთელი ცხოვრება თქენს გვერდით ვიქნები... რაც არ უნდა მოხდეს არ მიგატვოებთ-ხელი გადაყო ეკომ საწოლიდან და მალე შეახო ლიას ხელს...ორივეს გააჟრიალა... ორვიე დადუმდა და...გადაეშვნენ ძილის სამყაროში ასე ხელი-ხელ ჩაკიდებულნი.
ისევ ამოვიდა მზე... ელოდება მზის აღზევებას... ხო ნამდვილი მზის,ქალღმერთის...
პალატაში სიჩუმეა... შიში და იმედი... აქვეა სანდროზე აკრული მონერვიულე თინანო... ეკოს საწოლის ბოლოზე დათო დგას და ხელში გაბრიელი უკავია სახით დედისაკენრომელიც საოცრად გასუსული შესცქეის მოფუსფუსე ექიმს...
ლიას საწოლთანაც ექიმი დგას და აი სამ თვლაზე დაიწყეს სახვევის მოხსნა. უკვე უკანასკნელი ნახვევი დარჩა... აი ახლა აქეთ წამოიღებს ხელში დაგროვილ ბინტის კონას ორივე ექიმი,ეს ბოლო ფენაც მოეცლება და... უფრო მაგრად ჩაჭიდა ლის ხელი ეკომ და სუნთქვა შეწყვიტა.

სიჩუმე...იმედი... სიყვარული... შიში და მოლოდინი!...
პატიების იმედი...
შვილს ნახვის დაუცხრობელი სურვილი და... და ბოლოს სახვევის ფენა...

------------------------------------------------------------------------------------------------
დღეს მინდოდა დასრულება,მაგრამ ვერ ვახერხებ, ახლაც ძალიან დაღლილი ვწერ ამთავს... იმედია მოგეწონებათ. ხვალ დავდებ ბოლო თავს... მიყვარხართ და იმედი მაქვს რომ ხვალ მაინც დააფიქსირებთ შეჯამებულ აზრს... მიყვარხართ!... თქვენი ელი



№1  offline წევრი saliii

au ra dros gawyvite weraa :) :) velodebii axal tavss :*

 


№2  offline მოდერი MyLove

რა ადგილზე შეწყვიტე ახლა?
მაგის დრო იყო? ისსედაც აღელვებული დავდივარ მთელი დღეა lol
ველოდები შემდეგს.. მიუხედავად იმისა რომ დასრულება გინდა და ცოტა არ მეხამუშება, ამ ისტორიის დასასრული... მაინც მიხარია ყოველი სიტყვის კითხვა , რომელიც შენი დაწერილია!
--------------------
''პოეტი ვარ და ჩვეულებრივი ვერ მეყვარები''

 


№3  offline აქტიური მკითხველი terooo

ჩემი გოგო, ჩემი ლამაზი არსება ხარ, მიხარია რომ გიპოვე... არ ვიცი რას გიზამდი ეს თავი აქ რომ არ დაგემთავრებინა და რომ არ შეგეწყვიტა, ალბათ მანდ ფეხით ჩამოვიდოდი, არა მარლა გეუბნები, მოლოდინის რეჟმი, რაგაც ახლის დ იმედის მომტანი, სამი თავი ერთად წავიკითხე, იმდენი ემოციით ვარ გაჟღენთილი რომლით დავიწყო არ ვიცი. აამ ციცქნას, გულჩვილ, ლამაზ არსებას ამდენი გრძნობა გულში როგგორ გევა მითხარი. ამის ზერელედ დაწერა შეუძლებელი, დწერო ის რასაც არ გრძნობ და ესეთი სულის შემძვრელი და გამაოგნებელი გამოვიდეს? არა ეს შეუძლებელია. ყველა ემოცი მძინვარებს ახლა ჩემში. მოლოდინის რეჯიმი ცართულია ახალი თავის მოლოდინში. მიყვარხარ ცემო ლამაზო.... ოგონდ გთხოვ ისევ არ მითხრა რომ ჩემმა სიტყვებმა ცრემლები მოგგვარა.

 


№4  offline მოდერი ელი

terooo
ჩემი გოგო, ჩემი ლამაზი არსება ხარ, მიხარია რომ გიპოვე... არ ვიცი რას გიზამდი ეს თავი აქ რომ არ დაგემთავრებინა და რომ არ შეგეწყვიტა, ალბათ მანდ ფეხით ჩამოვიდოდი, არა მარლა გეუბნები, მოლოდინის რეჟმი, რაგაც ახლის დ იმედის მომტანი, სამი თავი ერთად წავიკითხე, იმდენი ემოციით ვარ გაჟღენთილი რომლით დავიწყო არ ვიცი. აამ ციცქნას, გულჩვილ, ლამაზ არსებას ამდენი გრძნობა გულში როგგორ გევა მითხარი. ამის ზერელედ დაწერა შეუძლებელი, დწერო ის რასაც არ გრძნობ და ესეთი სულის შემძვრელი და გამაოგნებელი გამოვიდეს? არა ეს შეუძლებელია. ყველა ემოცი მძინვარებს ახლა ჩემში. მოლოდინის რეჯიმი ცართულია ახალი თავის მოლოდინში. მიყვარხარ ცემო ლამაზო.... ოგონდ გთხოვ ისევ არ მითხრა რომ ჩემმა სიტყვებმა ცრემლები მოგგვარა.



და არაფერი ეს ცრემლი უდიდესი სიყვარულისა და სიხარულისაგან რომაა გამოწვეული?! არ ვიცი რა გითხრა. შენ იცი ვინ ხარ? ტკივილამდე რომ მენატრები ჯერ არ ნახული... ისე მჭირდები. მჯერა,მწამს გულში რომ ჩაგიკრავ სუნთქვაც შემეკვრება და იმ ნაწილს შემივდებ ცარელა რომ იყო და ვიღაცას ელოდა, ელოდა აქ ჩემ ახლოს,მაგრამ საქართველოს მეორე მხარეს გიპოვე. ხო ჩვენ ერთმანეთი ვიპოვეთ და ეს ყველაზე ძალიან მაგარია. ჩემო ტერო... ჩემო უფროსო დაიკო. ჩემო ნაწილო. <3

MyLove
რა ადგილზე შეწყვიტე ახლა?
მაგის დრო იყო? ისსედაც აღელვებული დავდივარ მთელი დღეა lol
ველოდები შემდეგს.. მიუხედავად იმისა რომ დასრულება გინდა და ცოტა არ მეხამუშება, ამ ისტორიის დასასრული... მაინც მიხარია ყოველი სიტყვის კითხვა , რომელიც შენი დაწერილია!



ჩემი ლიკუ...ჩემი პატარა გოგო,როგორ მიყვარხარ!... მე შენი თვლაები რომ მიყვარსო? ჩემი გადარეული გოგო ხარ. საჭიროა უკვე დასერულება სიხარულო და დავასრულებ. მასე არ გეხამუსჰებოდა და ავიყვანა 32 თავზე ვარდისფერ პერანგიანი. :D

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent