შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფულზე ღირებული 13 თავი


4-04-2015, 00:38
ავტორი ელი
ნანახია 4 291

ყველაზე სანუკვარი გრძნობაა,როდესაც შენში სხვა არსება ცხოვრობს...როდესაც ხვდებო რომ შენში პატარა არსება ცოცხლობს...რომ ის შენი ნაწილია...შენი სხეულის და სულის ნაწილი... დღითი დღე რომ იზრდება შენში...გებერება მუცელი და შენში იზრდება შენი ნაწილი...რომ ემზადები დედობისათვის...
უბედნიერესია ქალი რომელსაც უფალმა დედობის ბედნიერება არგუნა...რომ შენში პატარა ანგელოზი დაბადა...
უხაროდა ეკოსაც... ყოველ დილით ესალმებოდა მის პატარას...მოეფერებოდა ნაზად და შემდეგ საღამურებში გამოწყობილი სარკის წინ რომ დადგებოდა და აკვირდებოდა მის მუცელს... მილიმეტრებშიც კი უხაროდა მისი გაზრდა... ყოველ ღამით ძილის წინ ესაუბრებოდა თავი ანგელოზს და მერე ტკბილად იძინებდა საყვარელ მამაკაცზე აკრული.
უბედნიერესი იყო დათოც... ყოველ დილით ეფერებოდა საყვარელ ქალს და მის პატარა ანგელოზს... ყოველ დილით განრგის უდგენდა საყვარელ ქალს რომ კარგად ეჭამა მის შვილსა და მეუღლეს.უყურებდა მეუღლის მზარდ მუცელს და უბედნიერესი იყო... ერთი სული აქვს როდის გაჩნდება მისი პატარა რომ გულში მაგრად ჩაიკრას და ბევრი ეფეროს და აკოცოს...ერთი სული აქვს გულზე როდის დაიწვენს მის შვილს... როგორ აჟრიალებს სიტყვებზე "ჩემი შვილი"... ყოველ ღამით ეფერება მუცელს და ფრთხილად კოცნის,შემდეგ კი ეკოს გულზე იკრავს და მის სურნელში ეძინება.
სულაც არაა ჭირვეული ფეხმძიმე...უბრალოდ ბევრ ტკბილეულს ჭამს... აქამდე თუ სანდროს და თინანოს მხოლოდ ცოტაოდენი ტკბილეული მოქონდათ ახლა ორი დიდი პარკით ხელდამშვენებულნი მოდიან... უამრავი ტკბილეულობითა და ხილით სავსენი.
გაგიჟებულია სანდრო...სულ იმას გაიძახის საუჯეთესო ბიძა უნდა ვიყო და მაგრად უნდა გავანებივრო ჩემი ძმიშვილიო,რაზეც ეკო სულ თვალებს უბრიალებს,მაგრამ გულის სიღრმეში მაინც ძალიან ახარებს სანდროს ასეთი სიხარული...
თინანო ეკოს ყველაფერში ეხმარება... ძალიან კარგი სარძლოა მეტი რომ არაფერი ვთქვა.სახლის საქმეებშიც ეხმარება და თანაც ნელ-ნელ პატარას ფაჩუჩებს უქსოვს...ეკო სულ გადარია თინანომ,ის ისეთი კარგია...
მაისის მზის სხივები მოეალერსა ეკოს სახეზე...სიხაულით გაახილა
თვალები და მაშინვე დათოს მზერას წააწყდა რომელიც მარჯვენა ხელს დაყრდნობოდა და მძინარე ცოლ-შვილს ღიმილით დასცქერის...
-დილამშვიდობისა ჩემო ლამაზებო-ჯერ ეკოს შემდეგ კი მის პატარას აკოცა დათომ.თითქოს იგრძნო პატარამაც მამის ამბორი და მაშინვე მოარტყა მუცელზე რომელიღაცა კიდური... გადაირია დათო.
-ეკო... ეკო მომარტყა... იგრძნო მამიკომ რო აკოცა...-თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა დათო-მამა გენაცვალოს შნ ჩემო ანგელოზო...-მეუღლეს მუცელზე მოეფრეა დათო.
ეკოს ბედნიერების ცრემლები მოადგა თვალებზე... ერთი ხელი მუცელზე დაიდო,მეორე კი დათოს დაადო თავზე და ფერება დაუწყო მის ორ უზვირფასეს ადამიანს...
-ეკო... აუ ეკო წავიეთ რა და გავიგოთ სქესი... გული აღარ მითმენს...-საწყალი თვალებიტ შეხედა დათომ...
-დათო უკვე მეშვიდე თვეში ვარ სულ ორი თვე დარჩა და გავიგებთ გოგოა თუ ბიჭი-სიცილით უთხრა ეკომ.
-ეკო რო ვერ ვითმენ?-დათო.
-მაშინ წავიდეთ და გავიგოთ-ეკო.
-მართლა? ვაიმე მართლა ჩემო ლამაზო?-დათო.
-აჰამ...-ეკო.
-კარგი მოდი მოგეხმარო წამოდგომაში ჩაიცვი მეც უცებ ჩავიცვამ და წავიდეთ...-საწოლიდან გადახტა დათო მეორე მხირდან მოუარა და ეკოს მოხვია წელზე ხელი და წამოაყენა... უკვე ისეთი დიდი ღუპუცა აქვს რომ სიარულშიც ასე თუ ისე უშლის ხელს... ეკოს ეცინებოდა დათო სასეთ ბავურობაზე და უკვე საგონებელში იყო როგორ უნდა მოეარა ორი ბავშვისთვის... თუმცა რა ორი... ოთხი...
ელასტიკი და ზემოდან თინანოს ნაცუქარი საყვარელი ზედა ჩაიცვა და სარკეში მისი დიდი ღიპუცა რომ დაიინახა ორვე ხელი ნაზად მოხვია მუხელს და გაეღიმა...
ამ სანახაობას შემსწრე დათო ცოლისაკენ წავიდა და ზურგიდან მოხვია ხელები...ღიპუცაზე ჩამოადო ხელები და ეკოს ყელში აკოცა.
-ყველაზე ლამაზი ცოლი მე მყავს და ყველაზე მაგარი შვილი ხო მა...-თითები გაამოძრავა დათომ და აი ისევ მოარტყა პატარამ ეკოს მუცელზე-შენ გენაცვალოს მამიკო...ხედავ ეკო რა შვილი გვყავს? უკვე ცნობს მამას და ყველაფერზე ეთანხმება...მა...მამას სიხარულო... ოღონდ მანდედანაც მალე გამოძვერი და მეტი არაფერი მინდა მამას ანგელოზო...-მის ხელებში მონავარდე ანგელოზი რომ წარმოიდგინა თვალები დახუჟა და მაგრად გააჟრიალა.
-დათო წავიდეთ-ოდნავ წევრიან ლოყაზე აკოცა ეკომ და მაშინვე სახე მოჭმუხნა-მამიკო წვერი გაიპარსე თორემ მე და დედიკოს გვჩხვლეტს-ენის ჩლიფინი
თ უთხრა ეკომ და თან გაიცინა...
-თქვენ სულ გადამრევთ-ახლა დატომ აკოცა ცოლს, ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო და სამახსოვრო ფოტოც გადაიღო... მერე ცოლს მოშორდა და ახლა ცალკე მას გადაუღო-ამ თვეში არ გადაგვიღია-დათო.
-ნეტავ გამაგებინა ამდენი ფეხმზიმობის ფოტო რათ გინდა?-ეკო.
-რატ მინდა და მერე ჩვენი ანგელოზის საძინებელში უნდა გავაკეთო მთელ კედლებზე თვეების თანამიმდევრობით...აი ოატარა რომ გაჩნდება მასაც ყოველ თვე და ყოველ წელს გადავუღებ და სულ კედლებზე უნდა გავუკრა მამას სიხარულს-თავისი იდეით კმაყოფილმა თავი დააქნია და ოცნებებში წავიდა.
-ყველაზე მაგარი მამიკო ხარ-კისერზე ჩამოადო ეკომ ხელები და საკოცნელად სცადა მიწევა,მაგრამ მეუღლის ბაგეებს ვერ მიწვდა...იმხლეა ღიპუცა ქონდა რომ ვერ მიწვდა. ამაზე ორივეს გაეცინათ...
-წავიდეთ უნდა გავიგო ერთი მანდ მამს კაცუნა ზის თუ მამას პრინცესა...-წარბები აათამაშა დათომ.
ეკომ სიცილით ჩასჭიდა დათოს ხელი და სახლიდან გავიდნენ... სასაცილოდ გადააკრა დამცავი ღვედი ეკოს გაბერლ მუცელს და ერთი გემრიელადაც აკკოცა...
ყოველ შუქნიშანზე გაჩერებისას ეფერებოდა მუცელზე და ტკბილ სიტყვას ეუბნებოდა მის ოჯახს...
სულ ფეხის კანკალით სეიყვანა საავადმყოფოში და ნაცნობი გინეკოლოგის დანახვისას სახეზე ღიმილი მოეფინათ ორივეს...
-დათო,ეკო... ხომ მშვიდობაა-გაკვირვება ვერ დამალა ქალბატონმა ქეთიმ.
-დიახ... უბრალოდ გადავწყვიტეთ ბავშვის სქესი გავიგოთ-დათო.
-აჰამ... ვეღარ მოგითმინათ ხო გულმა?-გაექცინა ქალბატონ ქეთის.
-მამიკოს ვეღარ მოუთმინა გულმა-გაეცინა ეკოს და ლოყაზე აკოცა მასზე აკრულ მეუღლეს.
-კარგი წამოდით აბა ვნახოთ ერთი გოგოა თუ ბიჭი-ოთახში შეუძღვა წყვილს ქალბატონი ქეთი.
გულის ფანცქალით ელოდებოდნენ ორივე გინეკოლოგის სიტყვებს...მაგრად უჭერდა დათო ეკოს ხელს და თან თვალს არ აშორებდა ქალბატონ ქეთის.
-დედიკო და მამამიკო პატარა კაცუნა ყოფილა...-სიცილით უთხრა ქალბატონმა ქეთიმ.
ორივეს სუნთქვა შეეკრათ... მართალია მათთვის მნიშვნელობა არ ქონდა გოგო იქნებოდა თუ ბიჭი,მაგრამ მაინც სულ სხვა გრძნობაა რომ იცი რომელი გეყოლება.
-მამას კაცუნა ყოფილა...-ცრემლით აევსო თვალები დათოს...-ეკო პატარა კაცუნა გვეყოლება-ხელზე აკოცა ცოლს და თვალებში შესციცინა.
-ჰო დათ... პატარა ბიჭი გვეყოლება...-ტუჩზე ოდნავ იკბინა თვალცრემლიანმა ეკომ.
მანქანაში კი არ ჩასვაა დააფრინა ეკო. ისევ სათუთად გადაუჭირა ღვედი და ისევ ეამბორა მის ვაჯკაცს...
სულ ფრენა ფრენიტ მიიყვანა ცოლ-შვილი სახლში და მაშინვე ტელეფონს ეცა.
-ალო სანდრო... ბიჭო პატარა კაცი მეყოლება... -თავზე ხელი გადაისვა დათომ..
-რა? ვახ ჩემი ბიძას კაცუნაა ეგ... მაგას ენაცვალოს ბიძა...-გაყვიროოდა სანდრო.
მეორე ოთახში ეკო იგდა სარკის წინ ტელეფონით ხელში და მუცელს ფრთხილად ეფერებოდა
-თინანო... თინანო პატარა ბიჭი მეყოლება... დედას პატარა ბიჭუნა მეყოლებაა-ცრემლი ვეღარ შეიკავა ეკუნამ...
-რა? ვაიმე ბიჭია? ვაიმე რა მაგარია ეკუნა...-ყვიროდა თინანო...
-ჩვენთან მოდით...-ორივემ ერთდროულად უთხრა წყვილს და ერთმანეთისაკენ გაემართნენ....
15 წუთსი კარზე ზარია და თვალებ გაბრწყინებული წყვილი შემოდის...
მაშინვე ორივემ ეკოს მუცლეს დაუწყოო ფერება...
სანდრო უკან გაბრუნდა და დიდი ჩასაჯდომი მანქანა შემოაგორა სახლში...
ეკოს და დათოს კისკისი აუტყდათ.
-რა გაცინებთ? ბიძას კაცს ყველაფერი უნდა ქონდეს...-სანდრო.
-მე რეები მოვუტანე წამოდი განახო...-თინანომ ჩაკიდა ხელი ეკოს და დივნისაკენ წაიყავანა...
დათო ძმას მიუბრუნდა და მაგრად მოხვია ხელები...
-პატარა კაცი მეყოლება სანდრო...-უდიდესი ბედნიერება იგრძნობოდა დათოს ხმაში.
-პატარა ვაჯკაცი ძმაო...-სანდრო.
ეკოს უფრო მოადგა ცრემლები თინანოს საჩუქრები რომ ნახა... უამრავი და ულამაზესი ფაჩუჩები... ზუდები... ზედები,პაწაწუნა შარვლები... ბოდეები.... საწოვარა...თინანოს ყველაფერი ის უყიდია რაც აუცილებელია პატარასათვის თანაც ყველაფერი ვაჟკაცურ ფერებში.
ეკომ გულში ჩაიკრა პატარს ერთიანი სამოსი და ღრმად შეისუნთქა მისი სურნელი. სულ გააჟრილა იმის წარმოდგენაზე რომ სულ რაღაც ორ თვეშ ამ ტანსაცმელში მისი ბიჭუნა იქნებოდა გამოწყობილი.
ისევ ღამე და ისევ გულაღმა(ვერ ვიტან ამ სიტყვას,მაგრამ აუცილებლად უნდა გამოვიყენო) მწოლიარე ეკო... მის ღიპუცაზე დათოს და ეკოს ხელები...
-მამი... მალე გაჩნდი ხო?... იცი როგორ გელოდებით მეც,დედიკო,სანდრო მიძიაც და თინანო დეიდაც? არ აწვალო ხო დედიკო... ჩემი კაცუნა ხარ მა... ძალიან მიყვარხარ. ახლა კი დაიძინე... ტკბილი ძილი მა... -ნელა შეეხო ტუჩებიტ ეკოს მუცელს და ზემოთ აიჩოჩა... მარჯვენა ხელი ეკოს თავქვეშ ამოუდო,მარცხენა კი ეკოს მუცელზე შემოხვია...
-დავიძინოთ ჩემო პრინცესავ-თავზე აკოცა ცოლს და თვალები დახუჭა...
დილით ისევ ქმრის ამბორმა გამოაღვიძა... საუზმე გაუმზადა და შემდეგ სამსახურში გაისტუმრა... ცოტა იფუსფუსა შემდეგ კი ტუჩების ცმუცნა საიწყო,
-მოგშივდა დედიკოს ღორმუცელა ბიჭუნა?-მოეფერა მუცელს...სამზარეულოში გავიდა და მაცივრში შეიჭყიტა... სავსე იყო იქაურობა,მარცხენა ხელის საჩვენებელი თითი ტუჩთან მიიტანა და მუცელს დაუგდო ყური თუ მის პატარას რა უნდოდა...
-მარწყვი დედიკო? ძალიან კარგი არჩევანია, მაგრამ ვფიქრობ ამას შოკოლადის კარაქიც ძალიან მოუხდება...-ნერწყვი გადაყლაპა და მაცივრიდან მარწყვით სავსე თასი გამოიღო... ხელს შოკოლადის კარაქიც გამოაყოლა და მისაღებში დივანზე მოკალათდა... ტელევიზორი ჩართო და გერმრიელად დაიწყო ჭამა... გემრიელად ავლებდა უზარმაზარ მარწყვებს შოკოლადში და გემრიელად შეექცეოდა.
თასიგან ბოლო მარწყვიც შესანსლა და უკვე სოკოლადის კარაქზე გადავიდა.კოვზი არ წამოუღია და ამიტომ გულმა რო ვეღარ მოუთმინა ნატიფი თითი ამოუსვა ქილას და უცებ გაიქანა პირისაკენ. უცებ კარზე ზარის ხმა გაისმა. გაუკვირდა... იცოდა რომ ამ დროს სანდროც და დათოც სამსახურში არიან, თინანო კი სასწავლებელში... გაჭირვებით წამოდგა დივნიდან და ჩუსტების ფლატუნით წავიდა კარისაკენ... ფრთხილად გაარო და მაშინვე გააცია. კარსი იდგა შუახნის ქალი. საოცრად სევდიანი თვალებით... ნატანჯი სახით...თითქოს სადღაც ენახოს ეკოს ეს ქალი... მისი თმა... უწინ ეს თმა ეკოს თმასავით ცეცხლისფერი უნდა ყოფილიყო... ახლა კი. ახლა ჭაღარა შერეოდა... მაგრამ ქალის თვალის ფერი... ქალის ცისფერი თვალები... ზუსთად ეკოს ცალი თვალისფერის ფერი იყო... გულში რაღაც სხვანაირი გრძნობა დაეუფლა ეკოს...ცრემლები მოაწვა...
-გამარჯობა ეკატერინე-გაისმა ქალის მთრთოლვარე ხმა.
-გამარჯობა...-ეკო.
-მე... მე ნინო ვარ...მე შენი....-სიტყვებს მძლივს ამოთქვამდა ქალი და იგრძნოო როგორ გადმოუგორდა მომჭკნარ სახეზე ცრემლი,რომელიც უწინ უმშვენიერესი უნდა ყოფილიყო.აღარ დააცადა ეკომ სიტყვის თქმა.
-თქვენ უცხო ადამიანი ხართ ჩემთვის-გაუჭირდა ეკოს ამ სიტყვები ამოთქმა,მაგრამ მაინც თქვა. განა ვერ ხვდება ქალის ვინაობას... მაშინვე... ქალის დანახვისთანავე გაახსენდა მამის მონაყოლი... მამის თითოეული სიტყვა გაახსენდა.
-მე უბრალოდ პატიების თხოვნა მინდა...-
-გვიანია... ძალიან გვიანია...-ისეთი გაჭირვებით წარმოთქვამდა თითოეულ სიტყვას.
-შვილო...-ცრემლები წასკდა ქალს. რაღაცის თქმას აპირებდა,მაგრამ ეკომ არ დააცალა.
-მე ობოლი ვარ... ობოლი ვარ ჩვილობიდან დედით და ობოლი ვარ 15 წლიდან მამით.-მტკიცედ ჩაილაპარაკა ეკომ და ღმერთს სთხოვდა რომ ცრემლები არ წამოსვლოდა.
-მე ხომ დედაშენი ვარ...-ტიროდა კარში მდგარი ქალი.
-მე დედის საფლავიც კი არ მაქვს...-ეკო.-კარგად.
უკანასკნელად შეხედა ქალის ტკვილიან თვალებს და კარი მიხურა. მიხურა და მაშინვე იხეთქეს მისი თვალებიდან ცრემლებმა. მუცელს ხელები შემოაჭდო და უხმოდ აქვითინდა... ტკიოდა... გული და სული ტკიოდა,მაგრამ არ შეეძლო. არ შეეძლო პატიება... უყვარს,ენატრება,მაგრამ არ შეუძლია.

--------------------------------------------------------------
იმედია მოგეწონებათ,მაგრამ მინდა გითხრათ რომ ძალიან გულზე მხვდება თქვენი ასეთი პასიურობა...გული მწყდება რომ ორი სიტყვა გენანებათ ჩემთვის...



№1  offline წევრი saliii

dzaan patara tavi iyoo ise kargad wer

 


№2  offline წევრი Eternity8

ეგრე უნდა ეგეთ დედას))) ზუკა (მამის საპატივცემულოდ) დაარქვას რა დათომ, როგორ გაუხარდება ეკოს <3 ლამაზი თავი იყო <3

 


№3  offline მოდერი ელი

Eternity8
ეგრე უნდა ეგეთ დედას))) ზუკა (მამის საპატივცემულოდ) დაარქვას რა დათომ, როგორ გაუხარდება ეკოს <3 ლამაზი თავი იყო <3

დიდი მადლობა ჩემო ძვირფასო <3

 


№4  offline მოდერი MyLove

ისე უხასიათოდ ვიყავი კომენტარის დაწერაც არ მინდოდა არაფერზე.. მოვედი მგონი ხასიათზე და ამოვისუნთქე რა..
საშინელი დღე მქონდა, გავსკდი ტირილით დღეს!
ხო და რაც შეეხება ისტორიას.. მეც ასე მოვიქცეოდი ეკოს ადგილას.. ამდენი ხანი იტანჯა ეს ბავშვი,რამდენი რამე გადაიტანა და ახლა მოადგა კარს დედამისი?!
ჰო კიდე, არ ვიცი მე დაგვიანება და ერთი კვირა, ხომ ხედავ რამდენი კითხულობს არა?! უნდა გააგრძელო აუცილებლად. არ აქვს მნიშვნელობა ვინ დაწერს და ვინ არა კომენტარს, მთავარია კითხულობენ!
ველოდები შემდეგსს.. love
--------------------
''პოეტი ვარ და ჩვეულებრივი ვერ მეყვარები''

 


№5  offline მოდერი ელი

MyLove
ისე უხასიათოდ ვიყავი კომენტარის დაწერაც არ მინდოდა არაფერზე.. მოვედი მგონი ხასიათზე და ამოვისუნთქე რა..
საშინელი დღე მქონდა, გავსკდი ტირილით დღეს!
ხო და რაც შეეხება ისტორიას.. მეც ასე მოვიქცეოდი ეკოს ადგილას.. ამდენი ხანი იტანჯა ეს ბავშვი,რამდენი რამე გადაიტანა და ახლა მოადგა კარს დედამისი?!
ჰო კიდე, არ ვიცი მე დაგვიანება და ერთი კვირა, ხომ ხედავ რამდენი კითხულობს არა?! უნდა გააგრძელო აუცილებლად. არ აქვს მნიშვნელობა ვინ დაწერს და ვინ არა კომენტარს, მთავარია კითხულობენ!
ველოდები შემდეგსს.. love




უბრალდო ხომ ვამბობ რომ მკითხველის აზრი მნიშვნელოვანია ჩემთვის?! ისინი კი არად მაგედებენ და არც კი წერენ... აბა რომ დავაგვიანო მაშინ ხომ კარგად წერენ :D ხო და შემდეგ თავს როცა დავდებ მერე ნახე კომენტარები :D ცუდი-მე <3

 


№6  offline მოდერი MyLove

ელი
MyLove
ისე უხასიათოდ ვიყავი კომენტარის დაწერაც არ მინდოდა არაფერზე.. მოვედი მგონი ხასიათზე და ამოვისუნთქე რა..
საშინელი დღე მქონდა, გავსკდი ტირილით დღეს!
ხო და რაც შეეხება ისტორიას.. მეც ასე მოვიქცეოდი ეკოს ადგილას.. ამდენი ხანი იტანჯა ეს ბავშვი,რამდენი რამე გადაიტანა და ახლა მოადგა კარს დედამისი?!
ჰო კიდე, არ ვიცი მე დაგვიანება და ერთი კვირა, ხომ ხედავ რამდენი კითხულობს არა?! უნდა გააგრძელო აუცილებლად. არ აქვს მნიშვნელობა ვინ დაწერს და ვინ არა კომენტარს, მთავარია კითხულობენ!
ველოდები შემდეგსს.. love




უბრალდო ხომ ვამბობ რომ მკითხველის აზრი მნიშვნელოვანია ჩემთვის?! ისინი კი არად მაგედებენ და არც კი წერენ... აბა რომ დავაგვიანო მაშინ ხომ კარგად წერენ :D ხო და შემდეგ თავს როცა დავდებ მერე ნახე კომენტარები :D ცუდი-მე <3

ჩემი ხათრით დაწერე რა... ამდენი ხანი არ დააგვიანო!!
--------------------
''პოეტი ვარ და ჩვეულებრივი ვერ მეყვარები''

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent