შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაურკვეველი ქორწინება (7 თავი)


18-04-2015, 15:10
ავტორი MyLove
ნანახია 7 232

მეორე დილას ტელეფონის ხმამ გამოაღვიძა. ზლაზვნით წამოყო თავი საწოლიდან და ცოლის მხარეს გადაიხედა, თუმცა მზერა მხოლოდ აფუმფულებულ ბალიშს მიაწვდინა. მზერა რომ გაიწმინდა, აზუზუნებულ ტელეფონს გამოფხიზლებული დაწვდა და ურეაქციოდ უპასუხა.
-ალო,-ძილისგან ჩახლეჩილი ხმა ძლივს ჩაიწმინდა და თვალები დაჭყიტა.
-გძინავს, შე**მა?-ტელეფონში ჩაყვირა ერთ-ერთმა მეგობარმა, ლევანმა, რომელიც დადა მაჩხოშვილის წინააღმდეგ სამხილებს ეძებდა.
-დილის შვიდ საათზე უნდა ვმღეროდე აბა, კილაძე?-ამოიზმუვლა მობეზრებულმა და თვალები გადაატრიალა,-აბა მითხარი მამალო, რამ შეგაწუხა!
-სამხილები ნაპოვნია, ბაქრაძე!
-ისეთი ზარ-ზეიმით წარუდგინა მეგობარს ეს ამბავი, თითქოს დედამიწაზე ახალი კონტინენტი აღმოაჩინეს, რომელიც კოსმოსური სივრციდან არ ჩანდა და მან დაინახა პირველად. პრინციპში, კილაძისთვის ამდენხნიანი ძებნა და შედეგის გამოღება, დიდად მნიშვნელოვანი იყო. ეს მნიშვნელოვანი იყო გეგასთვისაც, მაგრამ რას წარმოიდგენდა, ასე თუ ეწყინებოდა და გულს ატკენდა იმ ადამიანის წინააღმდეგ სამხილების პოვნა, მთელი გულით რომ ძულდა.
დადას დაპატიმრება და გეგასთვის თავისუფლების, სუნთქვის უფლების აღკვეთა ერთი და იგივე იყო. კარგად იცოდა, ყველა შემთხვევაში რომ მოუწევდა მაკალათიას გაშვება. კარგად იცოდა, მარტოდ მარტოს დიდხანს რომ მოუწევდა ცხოვრება, იქნებ სამუდამოდაც. იმდენად უსიამოვნო გრძნობა დაეუფლა იმის გახსენებისას, რომ სამსახურიდან დაბრუნებული ცარიელ სახლში შეაბიჯებდა, რომელშიც არავის გული არ ცემდა, არავინ ელოდა, გაყინულ სახლში მარტო მას მოუწევდა სუნთქვა.
სიცარიელის წარმოდგენისთანავე უსიამოვნო გრძნობა დაეუფლა. ტკივილმა დაუარა უკვე დაცარიელებულ სულში.. ამაზე ცუდი არაფერი უგრძვნია არასოდეს, ტკივილმა მთელი სხეული გაუკვეთა, წინასწარ იგრძნო ცარიელი, უვარგისი ბოთლივით სანაგვეზე გადასაგდებად რომ აქვს გამზადებული პატრონს.
-გესმის ჩემი?-მეგობრის ხმამ კიდევ ერთხელ ჩაყვირა ყურმილში, თუმცა ის კარგა ხანია ყვიროდა, უბრალოდ ფიქრებში გაქცეული გეგა ვერ ახერხებდა მის მოსმენასა და აღქმას.
-მესმის,-მძიმედ გადააგორა ნერწყვი საყლაპავ მილში და ისიც ლამის გულზე დაეცა,-ჩავიცვამ და ახლავე გამოვალ.-პასუხს არც კი დალოდებია, ისე გამორთო ყურმილი და საწოლიდან ლოკოკინასავით წამოდგა.
სააბაზანოსკენ ზლაზვნით წავიდა. დიდხანს იდგა წყლის ჭავლის ქვეშ თვალდახუჭული და რაზე ფიქრობდა თვითონაც არ იცოდა. საფიქრალი იმდენი ჰქონდა, ვინ მოთვლიდა, მაგრამ ამდენი არეული აზრისგან ტვინი აუდუღდა უკვე. თავს საშინლად გრძნობს, იმაზე ფიქრიც კი არ უნდა, თუ როგორ იქნება გოგონას გარეშე, მისი წიკვინი და რეპლიკები რომ არ გაიგოს, ალბათ გაგიჟდება.. ჭკუიდან შეიშლება, სამზარეულოში მჯდარმა კიდევ ერთხელ რომ არ გაიგონოს გოგონას შენიშვნები, რომ ბევრ მარილს ნუ აყრის საჭმელს, ის ორგანიზმისთვის არასასარგებლოა, მითუმეტეს მის ასაკში.
ამ ყველაფერზე ფიქრს, ადეკვატურად გადაყავს ჭკუიდან. თავს ვერაფრით იიმედებს, ხელჩასაჭიდი არაფერი აქვს... შეუძლია, კონცენტრირება მოახდინოს მხოლოდ ელენაზე, ან მაკალათიაზე, ან ნენაზე, ან ისევ ელენა მაკალათიაზე. მასზე, ერთხელ მაინც რომ არ იფიქროს, სერიოზულად დაფიქრდება მის ჯანმრთელობაზე.. იმ გეგმას, "მაკალათიას მორჯულება" რომ ერქვა ისე სწრაფად უსვამდა წერტილს, ისე წინდაუხედავად ყრიდა ნაგავში, გააზრებას ვერ ასწრებდა.. იყო ერთი გამოსავალი, არსებობდა ერთადერთი შვება მისთვის, რაც მაკალათიას აშკარა ტანჯვასა და გულისტკივილს მოუტანდა, მას კი ამისთვის არ ემეტებოდა გოგონა. ამას ერჩია, თვითონ დამწვარიყო მონატრების ქარცეცხლში, ვიდტე ელენა ჩაკვდომოდა ხელში, უსიყვარულობის გამო.
* * *
სამზარეულოში ჩასულს ყველა გაღვიძებული დახვდა. მშვიდად მიუჯდა სუფრას, თუმცა ერთი ლუკმა არ გადასცდენია პირში. მოღუშული იჯდა ერთ ადგილას და ამოჩემებულ წერტილს თვალს არ აშორებდა.
-გეგა, რამე მოხდა?-გაიგონა მაკალათიას ხმა, ბავშვები ჩანთის ასაღებად რომ წავიდნენ.
-საღამოს ვილაპარაკოთ, ახლა სამსახურში უნდა გავიდე..-მშვიდად უპასუხა, თუმცა მაკალათიას არ გამორჩენია ის ფარული მღელვარება, თვალებს რომ უმღვრევდა ბიჭს.
-როგორც გინდა,-უთხრა მშვიდად,-ბავშვებს შენ გაიყვან ხომ?
-კი, მე გავიყვან.-ნაღვლიანმა ჩაილაპარაკა.
რა მოხდებოდა, მასაც რომ ყოლოდა შვილი? ისიც ყოფილიყო ბედნიერი ელენასთან ერთად? მასაც რომ შეექმნა თბილი ოჯახი, ვის რა უშავდებოდა? საკუთარ თავს კიცხავდა მგზავრობის დროს და ბავშვებს ნაძალადევად უღიმოდა.
***
-რა მოხდა აბა? რა იპოვეთ?-სწრაფად შევარდა ლევანის კაბინეტში აღელვებული ბაქრაძე და მინის მაგიდას ორივე ხელით დაეყრდნო.
-აღმოჩენილია, რომ 39 წლის დადა მაჩხოშვილს, ჰყავდა ორი ცოლი, რომელთაგანაც ერთ-ერთი გარდაიცვალა, მეორე კი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში წევს.. შვილი არ დარჩენია არც ერთისგან, რადგან შეუღლებიდან სამი დღის თავზე გარდაეცვალა პირველი ცოლი, ხოლო მეორე _ სამი კვირის შემდეგ გაგზავნეს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში.. ასევე, მაჩხოშვილმა ორჯერ შეიცვალა ეროვნება...
• -ოცდაცხრამერტი წლისაა?-გაკვირვებულმა ისე წამოიყვირა, თითქოს მხოლოდ ეს გაეგოს კილაძის ნალაპარაკებიდან,-ორი ცოლი? სასწრაფოდ მაინტერესებს ორივეს სახელი და გვარი,ან რომელ სამხილებზე მელაპარაკებოდი დღეს დილით?
-მაცადე ახსნა?-უკმაუოფილოდ გადაატრიალა თვალები ლევანმა.-სამხილი ის არის, რომ მისი ცოლი მოკლა ვინმე სოსო მაჩხოშვილმა, დადას ძმამ, რომელიც არ არსებობს, ანუ ვიღაცას თხოვა მისი ძმის როლი ეთამაშა, მას კიდევ მერე გარდაცვლილად გამოაცხადებდნენ და ის "სათამაშოც" მაგარ მაყუთს იჯახებდა.. ჩვენ დავკითხეთ მისი მეორე ცოლი, რომელიც სრულ ჭკუაზე იმყოფება, ამ ქალს გიჟის როლის მორგება მოუხდა, მხოლოდ იმიტომ რომ წინა ცოლივით ისიც არ მოეკლა დადას. დედისერთა, ე.წ უპატრონო ქალისათვის საგიჟეთი არც თუ ისე კარგი თავშესაფარია, თუმცა დანარჩენ ადგილას ყველგან მიაგნებდა მაჩხოშვილი. ვიპოვეთ სოსო მაჩხოშვილად შერაცხული, შუახნის მამაკაციც, რომელმაც თავი დადას თანამზრახველად პირველივე კითხვის შემდეგ აღიარა. მაჩხოშვილს დილით ხუთ საათზე დავადექით თავზე, წამლებით იყო გაჭყეპილი, მოწეულიც ჰქონდა.. ახლა კი ბრალი ედება, ადამიანის სიცოცხლის ხელყოფასა და არალეგალიზებული წამლის, ე.წ ს, გამოყენებასა და გავრცლებაში, ასევე მეორე ცოლის ფიზიკურ და მორალურ ზემოქმედებაში. ამ ყველაფერში მინიმუმ 40 წელი მიუსაჯონ, ანუ თავისუფლების აღკვეთა სიკვდილამდე. შეგიძლია პატიმარი მოინახულო!
***
გამწარებული გამოვარდა კაბინეტიდან და დასაკითხ პალატაში უკითხავად შევარდა.
-ბატონო გეგა, თქვენი აქ ყოფნა არ შეიძლება.-უთხრა ერთ-ერთმა პოლიციელმა.
-გამატარე ახლა და მეორედ არ გამამეორებინო!-დაიღრიალა გამწარებულმა. პოლიციელიც, შეშინებული და გაკვირვებული სახით ჩამოეცალა გზიდან თვალებში ცეცხლაგიზგიზებულ ბაქრაძეს, რომელიც გამწარებისაგან ორთქლს აფრქვევდა ცხვირიდან. მუშტები მაგრად შეკრა, კონცენტრაცია რომ დაეცვა, თორემ გამწარებისგან შეიძლება ყველაფერი დაელეწა.
წინასწარი დაკავების იზოლატორი სწრაფად შეამტვრია და მაგიდის წინ, სკამზე მჯდომ დადას, "ამჩემფეხება" სახე რომ მიეღო, წინ დაუჯდა.
-მე ყველაფერი ვიცი,-დაიწყო ნერვებმოშლილმა, სიტყვებს ძლივს რომ წარმოთქვამდა გამწარებისგან,-შენს წარსულზე, აწმყოზე და მომავალზეც ყველაფერი ვიცი!
-ჰმ.. ექსტრასენსობას "აწვები"?-კაცის გაღიზიანება სცადა მაჩხოშვილმა და ეშმაკივით ალივლივებული თვალები სახეზე შეაყინა გეგას.
-მორჩი ლაზღანდარობას, ბაბუაჩემის ტოლა ყოფილხარ, ასე ხალხს როგორ ატყუებ?! არ გრცხვენია მაინც ამხელა კაცს?-დაუღრიალა წყობიდან გამოსულმა, სახეზე ძარღვები დაბერვოდა, ადამიანს აღარ გავდა,-შენ... შენ ელენასაც მსგავსად უნდა მოპყრობოდი? გეგონა, ვერავინ მოისმენდა შენს შეთქმულებას, იმ ავაზაკებთან, მაკალათიას მოტაცებას რომ ისახავდა მიზნად? ასე ადვილი გეგონა კიდევ ერთი ადამიანის გაუბედურება? ვინ მოგცემდა მაგის უფლებას?
-ჰმ,-ჩვეული სიეშმაკე და სიველურე შეინარჩუნა,-მაგას რაღა მნიშვნელობა აქვს ამ წამს, გეგა?! კარგად ვიცი, ელენა რომ გიყვარს, ამიტომ მისთვის სიმართლის დამალვა მოგიწევს! თუ ეტყვი ყველაფერს, მაშინ კარგად იცი, მასთან გაშორება რომ მოგიწევს. თქვენ ხომ არც კი დაქორწინებულხართ, სამწუხაროა, მალევე რომ შორდებით! ალბათ შენი სიყვარულისთვის ყველაფერს გააკეთებ!
-მოკეტე, შე ნაბი*ვარო! ვინ მოგცა უფლება ჩემს პირადზე ასე ისაუბრო?-სწრაფად წამოვარდა სკამიდან და კედელზე მიანარცხა მაჩხოშვილის სხეული,- მე რასაც გავაკეთებ, ეს ჩემი საქმეა და შენ არ გეხება გესმის?! იმას გავაკეთებ რაც ელენასთვის იქნება უკეთესი, რაც მას ენდომება, შენ არაფრის უფლებას მოგცემ! მოგკლავ, შე ა*ვარო და დავასვენებ ნახევარ საქართველოს!
-მე კითხვა გაგიშიფრე,-დაუყვირა დადამაც და მის ხელებს დაეჯაჯგურა,- ან ელენასთან ყოფნა, ან მასთან დაშორება, თანაც სამუდამოდ!!!
______________________________________________________
ბოდიშს ვიხდი ასეთი პატარა თავის გამო, მაგრამ მეტი ვერ მოვახერხე. love
ისედაც, ძალიან გადატვირთული გრაფიკი მაქვს, ახლაც გაქცეულად დავწერე ეს თავი, იმდენი სამეცადინო მაქვს... შაბათ-კვირა ჩემთვის არ არსებობს! sad
მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას!
ფეისბუქ-მკითხველებსაც დიდ მადლობას ვუხდი, თანადგომისათვის, გამახარა თქვენმა კომენტარებმა.
ასევე, ყველა მომხმარებელსაც, ვისაც არ დაგეზარათ, ორი სიტყვით მაინც გადმოგეცათ თქვენი ემოცია, ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს.
ღამ-ღამობით დავწერ და ორშაბათს უფრო დიდ თავს დავდებ..
ბოდიში ძალიან დიდი.
ამ თავში ბევრი რამის ჩატევა მინდოდა, მაგრამ არ გამოვიდა.



№1  offline წევრი nuki-nuka

პერველი ვარ wink
პატარა კი იყო მაგრამ არაუშავს, თუ ხვალაც დადებ.
ძალიან, ძალიან კარგი - არ დააშორო ერთმანეთს, ან ელენე დატოვე ამასთან.

 


№2  offline წევრი ninonino7500

მალე დადე რა :*

 


№3  offline წევრი anna777

ძალიან კარგია!
--------------------
სიყვარული ხანძარი არ არის, მაგრამ მის ცეცხლს ვერავინ ჩააქრობს

 


№4  offline მოდერი MyLove

nuki-nuka
პერველი ვარ wink
პატარა კი იყო მაგრამ არაუშავს, თუ ხვალაც დადებ.
ძალიან, ძალიან კარგი - არ დააშორო ერთმანეთს, ან ელენე დატოვე ამასთან.

მადლობა რომ კითხულობ love
ninonino7500
მალე დადე რა :*

აუცილებლად.
anna777
ძალიან კარგია!

მადლობა love
--------------------
''პოეტი ვარ და ჩვეულებრივი ვერ მეყვარები''

 


№5  offline წევრი Annee

ეს დადა რა უნამუსო ყოფილა. :@@ აუ ახლა ისა საინტერესო გეგა როგორ მოიქცევა .. ჩემო ლუცი კაი ინტრიგანი ვიღაცა ხარ რა!! პატარა თავი კი დადე მარა იმხელა ინტრიგა ჩააქსოვე შიგ. რა მოითმენს ახლა ახალ თავამდე ..

 


№6  offline წევრი killer

აიიი მესმისს იტრიგაა უხხ ეს დადა მოაშორე რაააა ნერვებს მიშლის ძაან აიიი ძაან მიყვარხარ love love

 


№7  offline წევრი Just give me a Hand . . .

ველოდები შემდეგსსსს love

 


№8  offline მოდერი MyLove

მადლობა, მადლობა და კიდევ ერთხელ მადლობა ვინც კითხულობთ!
--------------------
''პოეტი ვარ და ჩვეულებრივი ვერ მეყვარები''

 


№9  offline წევრი human

დღეს წავიკითხე ყველა თავი და აღფრთოვანებული ვარ , გამოგივიდა ჩანაფიქრი და მართლაც განსხვაებული და ემოციურია ყოჩაღ ველი შემდეგს და იმედია თავებს არ დააპატარავებ :***

 


№10  offline წევრი masu

ძაან მაგარი იყო <3 ასე გააგრძელე <3

 


№11  offline მოდერი MyLove

მადლობა დიდი ყველას !! love
--------------------
''პოეტი ვარ და ჩვეულებრივი ვერ მეყვარები''

 


№12  offline წევრი lamazmani

Dzaan magari ito dzaan momewona

 


№13  offline აქტიური მკითხველი aanamaria

Eeee raxdeb neta

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent