შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იასამნის ქუჩა [3]


18-04-2015, 21:21
ავტორი პირველი
ნანახია 3 771

* * *
საერთოდ, როცა ადამიანს რაღაცის გაკეთება გინდა, არასდროს არ უნდა იფიქრო შედეგზე, თორემ ვერასდროს, ვერაფერს გაბედავ!
შედეგზე კი არა, საერთოდ არაფერზე არ ვფიქრობდი იმ წამს. ტვინგათიშული ვიჯექი სასიამოვნო სურნელით გაჟღენთილ, შავ ჯიპში და 220 ით მივქროდი სადღაც ... ღმერთმა იცის, სად.
რომ მახსენდებოდა, რას იზამდნენ ჩემი მშობლები, როცა გაიგებდნენ, რომ მათი საამაყო ქალიშვილი მიტასაობდა იმ ადამიანთან ერთად, რომელთანაც საუბარიც კი კატეგორიულად აუკრძალეს.

ძალიან მშვიდი, ჩვეული გამომეტყველებით იჯდა ლუკა საჭესთან და მუსკიკას აყოლებდა თავს. ზოგჯერ, ისე იჭრებოდა ემოციებში, რომ ვიგუდებოდი სიცილით. პარტნიორობას ჩარკვიანის გერმანული ნაგაზი, ანუ ავჩარკა რექსი გვიწევდა. უკანა "სიდენიაზე" იწვა, გატრუნული და ინტერესით მათვალიერებდა.

ლუკა ხარდახან გადმომხედავდა ხოლმე, გამიღიმებდა და მერე ისევ გზას გაუშტერებდა, ყავისფერ თვალებს. მე საკუთარ თავზე მიტყდებოდა ისტერიული სიცილი. რა ჯანდაბამ გამაგიჟა?! რომელი ნორმალური გაყვება ბიჭს, რომელსაც არც კი იცნობს და რომელთან ურთიერთობასაც უკრძალავენ, გაურკვეველ ადგილას?! არც არავინ. ფაქტიურად თვადახუჭული მივდიოდი, არავინ იცის სად ...

–ანა, ახლა სად გინდა, რომ იყო? – დუმილი ლუკამ დაარღვია და გვერდიდან გადმომხედა.

–არ ვიცი ... – მოულოდნელი კითხვისგან დაბნეულმა, სასაცილოდ ავიჩეჩე მხრები. ჩემს ბავშვურ ქცევაზე ისე გაეცინა, ხუთად მოიკეცა ჩარკვიანი.

–როგორ არ იცი ... – ისევ გაეცინა და თვალი ჩამიკრა. მგონი გავაფრინე, მაგრამ აშკარად ვიცი, რომელ თვალს მიკრავს ხოლმე ჩარკვიანი მუდმივად.

–იცი, სად?! – გახარებულმა შემოვკარი ხელი ხელს – ყვავილებით სავსე ეზოში, მეგობრულ გარემოში და პოზიტიურ ხალხში! – საკუთარი გამოსვლით კმაყოფილმა, რამდენჯერმე დავაქნიე თავი და ფეხები "სიდენიაზე" ავკეცე.

–მოიცა, რესტორანს რა დაუწუნე?! – კოპები შეკრა ლუკამ და ტუჩის კუთხეები შესამჩნევად ჩატეხა. ვითომ არ იცოდა, რა დავუწუნე იმ უბედურ რესტორანს.

–ასეთ სიტუაციებში , სულ მეძინება! – განვაცხადე გულწრფელად და გზას გავხედე.

–ხო და, ახლა ისეთ ადგილას წაგიყვან, ერთი კვირა არ დაგეძინება! – გამიღიმა და თმა პატარა ბავშვივით ამიჩეჩა.

მზე ჩადიოდა უკვე, მაგრამ ისეთ ადგილას ვიყავით, ძალიანაც რომ მდომოდა, ლურჯ ცაზე აბრიალებულ, წითელ ბურთს თვალს ვერსად მოვკრავდი.

–მზის ჩასვლას მივუსწრებთ. – კვლავ გამიღმა ჩარკვიანმა და სიჩქარეს ისე უმატა, ლამის მანქანიდან გადავფრინდი. მგონი, ჩემს აზრებს კითხულობს ...

5წუთში, მანქანა უზარმაზარ, შავ ჭიშკართან შეაჩერა და წავედითო, თვალებით მანიშნა. მეც გახარებული გადმოვხტი მანქანიდან და საოცრად დიდი გალავნის წინ ავისვეტე. ამხელა გალავანმა, ოდნავ შემაშინა და გაფართოებული თვალებით გადავხედე მომღიმარ ლუკას. არ ვიცი შიგნით რა ხდებოდა, მაგრამ ძალიან გარკვევით მესმოდა, როგორ ხარხარებდა დაახლოებით 5–6 ბიჭი, თანაც ერთდროულად. ჩემს გაოგნებულ სახეზე, ჩარკვიანს სიცილი აუტყდა და სულ ხარხარით ჩასჭიდა ხელი ჩემს წვრილ მაჯას. საოცარი პოზიტივი მოდიოდა ამ ბიჭისგან ... დაბღვერილი, კოპებშეკრული არასდროს მინახავს. აი, მაშინ, სულ პირველად რომ ვნახე აივანზე, ხომ არაფერი ხდებოდა, მაგრამ მაინც მომღმარი, კმაყოილი გამომეტყველებით ათვალიერებდა სივრცეს.

შავ ჭიშკარს რომ მივადექით, უფრო გარკვევით გავიგონე სასაცილო როხროხი ... ჩემი მეგობრები გამახსენდა და უნებურად გამეღიმა. ლუკას არაფერი უთქვამს, ისე შეაღო მძიმე, რკინის კარი და შიგნით შემიყვანა. ხმაური სწრაფად მიწყდა. ჩემს პირდაპირ, იასამნის ხის ძირას გაწოლილი, 6 ახმახი პირდაფჩენილი მომაშტერდა და რაღაცის მოლოდინში, გაინაბა ...

მე – გამოვშტერდი:)
უზარმაზარი, აბიბინებული ბალახი, ყვავილებითა და იასამნის ხეებით გადაპენტილი. ყველანაირ ყვავილს შეხვდებოდით, საერთოდ! ყველაფრის სუნი ერთმანეთში ირეოდა და სურნელი ტრიალებდა, საოცარი ... იასამანს მაინც თავისებურ, სპეციფიურ სუნზე მიჰყავდა ყველაფერი ... არ ვიცი რა დამემართა, მაგრამ მოზღვავებული ემოციებისგან თვალები ისე ამემღვრა, რომ ძლივს შევაკავე გუგებთან მომდგარი ცრემლები. ასეთ სანახაობას, ალბათ ვერც ვერასდროს ვიტანრებდი.
ამდენი იასამანი ...
ღმერთო, რა ლამაზი იყო!
თან ეს ბიჭები ... მომღიმარი, პოზიტიური ...

–ანა, ტოოოოოო! – დაიღრიალა ერთ–ერთმა, იასამნის ძირას გაწოლილმა ახმახმა და ფეხზე ისე წამოიჭიმა, ოდნავ შევკრთი და უკან დავიხიე. მათგან არც–ერთი არ მეცნობოდა, თუმცა მათი რეაქციებით თუ ვიმსჯელებთ, ამ ბიჭებისთვის უცნობი ნამდვილად არ ვყოფილვარ. ექვსივე ერთდროულად წამოვიდა ჩვენსკენ და დასჯილი ბავშვებივით აგვესვეტნენ წინ. ისეთი საყვარლები იყვნენ, უაზროდ გამეღიმა და ჩარკვიანს ავხედე.

–ძმა ხარ ლუკიჩ, ეე! – აზრზე ვერ მოვედი, ისეთი სისწრაფით შეახტა ერთ–ერთი ლუკას. ჩარკვიანს სიცილი აუტყდა და წვალებით მოიცილა მხრებზე შეწებებული ძმაკაცი.

–ანა, ესენი არიან სანდრო, პაპუნა, კოკი, დათა, ნიკო და სანდორა. – მიყოლებით გამაცნო ყველა და ბოლო, სანდორაზე ისე გაეცინა, სამად მოიკეცა. "სანდორამ" კოპები შეკრა და ჩემსკენ გამოემართა.

–რა სანდორა, ბიჭო! – შეუბღვირა ჩარკვიანს, მერე, გამომეტყველება სწრაფად შეცვალა და ჩემსკენ შემობრუნდა – ანდრო! – გამიღიმა და გვერდით ამომიდგა.

სიამოვნებისგან, უნებურად მეღიმებოდა. ადამიანს, სახეზევე ეტყობა პოზიტივი და შინაგანი სამყარო! ეს 7, სულ სხვა განზომილება, ამ სამყაროსგან ძალიან შორს მყოფი, მუდმივად მოცინარი და იუმორით გაჟღენთილი ბიჭები. წამიერად, ისინი იასამნის ქუჩაზე მცხოვრებ ზღაპრის გმირებად შევრაცხე და სიამოვნებისგან შემაჟრჟოლა.

–აბა, იასამნის ქუჩა არ არისო?! – გამახსენდა ლუკას სიტყვები და ისტერიული სიცილი ამიტყდა. "იასამნის ქუჩა" რომ ახსენა, ისე გამიკვირდა, მაშინვე ვიკითხე ეგ სად არის მეთქი და არ არისო, ასეთი პასუხი გამცა. არა და, არის!
ამ უზარმაზარ, ფერად–ფერადი ყვავილებით სავსე ეზოშია!
ლუკამ გამიღიმა და ნელი მოძრაობით წამიყვანა იასამნის ძირში გაფენილი პლედისკენ. ბიჭები ზედ "დაეყანრნენ", მეც ჩამოვჯექი და გაბადრული მზერა მოვავლე იქაურობას.

–ულამაზესია! – აღმომხდა ბუნებრივად.

–მოგწონს, ანა?! – გამიღიმა კოკიმ და ჩემს მხარეს ჩამოჩოჩდა.

–მეხუმრებით? სასწაულია! – სრულ აგონიაში ვიყავი მე:) გაოგნებული ვაცეცებდი თვალებს აქეთ–იქეთ და ვერაფერს ვუხერხებდი ბაგეზე თავისთავად მოციმციმე ღიმილს.

–რა ქნეს ოჯახში, ჩაგიტარეს ლექციები, ლუკა ასეთი და ისეთიო? – ისე გადაიხარხარა სანდრომ, რომ ცოტა ხანში მოსაბრუნებელი გაგვიხდებოდა, სავარაუდოდ. მე ოდნავ შევკრთი და ლუკას ავხედე. გამომეტყველება არ შეცვლია, კვლავ მომღიმარი და კმაყოფილი ... აი, ამ სახის გარეშე, ვერ წარმომიდგენია!

–ჩაუტარეს, აბა მაგას გამაზავდნენ?! – თავი დარწმუნებით დააქნია პაპუნამ და ძმაკაცს ისე დაარტყა მხარზე ხელი, რომ სავარაუდოდ ძვლები ჩაუმტვრია.

არ მინდოდა ახლა, ამ თემაზე საუბარი და ყველანაირად ვეცადე, თავი ამერიდებინა. მერე მიხვდნენ, საშინლად რომ მოქმედებდა ჩემზე ეს საკითხი და სულ სხვა რაღაცებზე ალაპარაკდნენ.

–სად ვართ?! ან, ვისი სახლია?! – დავსვი შეკითხვა, რომელიც ამდენი ხნის მანძილზე მაწუხებდა. სახლს არა, ედემის ბაღს უფრო მივამსგავსებდი აქაურობას, პატარა, აგურისფრად შეღებილი შენობა რომ არა.

–ჩვენი, ყველასი! – ხელები გაშალა კოკიმ და სასაცილოდ გადაიკისკისა.

–ანუ?! – აზრზე ვერ მოვედი მე.

–ერთად ვიყიდეთ, რა... – განმიმარტა ლუკამ და ჩემს პირისპირ ჩამოჯდა.

სუფთა, ყვავილების სურნელით გაჟღენტილი ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე და წელში გავიმართე. ჯერ კიდევ მეგონა, რომ მესიზმრებოდა და ეს არანორმალურად საყვარელი, მომღმარი ბიჭები და ედემის ბაღი, ჩემი ფანტაზიის ნაყოფი იყო.

–ხო გითხარი, მოიყვანე დაევასება მეთქი! – მხარი გაკრა ლუკას ანდრომ და მერე ისევ მე გამეკრიჭა.

–ხო და მოვიყვანე, შემეშვი ეხლა! – გაეცინა ლუკასაც და პლედზე უფრო კომფორტულად მოკალათდა.

–აქედან ვეღარ გამაგდებთ! – ხელი ხელს შემოვკარი მე და ბალახზე გავწექი. ისე მომწონდა აქაურობა, მართლა წიხლით თუ გამაგდებდნენ, თორე ისე, არსად წამსვლელი არ ვიყავი!

–დარჩი ვაფშე, რა?! – გამიღიმა დათამ.

დარჩენა კი არა, ახლაღა გამახსენდა რესტორანში მიტოვებული მშობლები და თიკას დედამთილ–მამამთილი. როგორ არ მინდოდა მათზე ფიქრი და საერთოდ, არსად არ მინდოდა ახლა!
მზის ჩასვლის სცენას უხმოდ რომ ვუცქირეთ და ბოლომდე მივიღეთ სიამოვნება, მერე ისევ სხვადასხვა თემებზე ავლაპარაკდით. რამდენჯერაც გავიხედე ჩარკვიანისკენ ისევ ის, ძველებური, მომღმარი და უფრო მეტად ლაღი ადამიანი შემრჩა ხელში. ვხედავდი თუ არა ასეთ ლუკას, მაშინვე მიჩნდებოდა უამრავი შეკითხვა, რომელთა გაჩენასაც ჩემმა მშობლებმა შეუწყვეს ხელი!

–მწვადი არ გინდათ?! – საკუთარი იდეით კმაყოფილი ნიკო წამოიჭიმა და პასუხი არ გვქონდა გაცემული, რომ უკვე შესაწვავად ემზადებოდა.

–აუ, რა გაასწორებდა! – ტუჩები მოილოკა პაპუნამ და ისიც ფეხზე წამოფრინდა.

–ან, შენც ხო გინდა?! – მომლოდინე თვალებით გადმომხედა კოკიმ და წამწამები სასაცილოდ ააფახურა.

–ძალიან! – დავუქნიე თავი და მის ბავშვურობაზე გამეღიმა.

ძალიან მალე, უგემრიელეს, ჩვენი ხელით შემწვარ, დაბრაწულ, შესანიშნავ მწვადებს ვაგემოვნებდით. საერთოდ არაფერი არ მაწუხებდა ახლა, უბრალოდ ელენეს აქ არ ყოფნა მიქმნიდა დისკომფორტს და საშუალება რომ მქონოდა, დაუფიქრებლად მოვიყვანდი ამ ღირსშესანიშვან ადგილას.

–მინდა, რომ ქალაქში ყველა ქუჩა ასეთი იყოს! – კბილებს შორის გამომცრა მე და თავი ჩავხარე.

–ხომ იცი, როცა მოგინდება, მაშინ შეგიძია მოხვიდე ... – გამიღიმა ლუკამ და მეორე ნაჭერი გაიქანა პირისკენ.

–გასაღები გადამრავლებული გაქვს, ერთი შენც გერგება! – განმიცხადა პაპუნამ და კმაყოფილი მიუბრუნდა მწვად.

–არა, რას ამბობთ! – ისტერიულად დავიკივლე მე.

–რატო, ე? – ისე გაუკვირვა ნიკოს, თითქოს რაღაც საოცრება ვთქვი.

რად მინდოდა გასაღები მე, ან საერთოდ, რატომ მაძლევდნენ მაშინ, როცა სულ ერთხელ ვყავდი ნანახი ამ ბიჭებს!

–აი, ლუკას ვეტყვი და მომიყვანს ხოლმე ... – თავი ვიმართლე მე და გაოცებული სახეები ისევ ღმილით რომ შეეცვალათ, ისე გამეცინა, ცოტაც და გადავბჟირდებოდი.

–ასე უკეთესია! – თვალი ჩამიკრა ჩარკვიანმა და თავის მწვადებიანად გადმოჯდა ჩემს მხარეს. მე ჟრუანტელმა დამიარა. ო, ეს რაღაც ახალია!

ჭამას რომ მოვრჩი, მაშინ გადავწყვიტე ჩემი გათიშული ტელეფონის ჩართვა და სიტუაციის დაზვერვა. ზუსტად 145 გამოტოვებული ზარი და უფრო მეტი მესიჯი რომ დამხვდა, თავი წინასწარ გამოვიტირე. მესიჯების გახსნა ვერც მოვასწარი, ისეთი სისწრაფით აწკრიალდა მობილური და ეკრანზე ამოვარდნილი ელენეს ფოტო რომ დავლანდე, დაუფიქრებლად მივიტანე ყურთან.

–ანა, დროზე მითხარი, სად ჯანდაბაში ხარ?! – იმხელა ხმაზე იკივლა, ცოტა შემეშინდა.

–ედემის ბაღში, ელუ. – გამეცინა მე და ბიჭებს გადავხედე.

–რა მოწიე? – გამოშტერდა ელენე. დაახლოებით, წარმოდგენილი მქონდა რა მიმიკებით იჯდა ახლა პუფში და როგორ ცდილობდა, მწყობრიდან არ გამოსულიყო:)

–არაფერი, საერთოდ! – გადავირიე მე.

–აბა რა ედემი?! კიკვიძის ბაღში ხარ?! – დამისვა კითხვა სრული სერიოზულობით და პასუხის მოლოდინში, დადუმდა. მე ისეთი სიცილი ამიტყდა, აქეთ ბიჭები გადავბრიე, იქით ელენე. ღმერთო, რა იდიოტია ეს გოგო, რა კიკვიძის ბაღი?! რა ჯანდაბა მინდა კიკვიძის ბაღში, ცხოვრებში არ ვარ ნამყოფი! :)

–რა კიკვიძის ბაღში ელენე, მანდ რა მინდა? – ვერ ვწყნარდებოდი მე და ვატყობდი, ცოტაც და სიცილისგან გავიხეოდი შუაზე.

–აბა, ედემის ბაღში რა გინდა? – გადაირია ელენე.

–ვაიმე ელენე, რა შტერი ხარ! – სიცილს არ ვწყვეტდი მე – აგაფეთქა ეკამ? – სწრაფად დავსერიოზულდი და დაქალის დაკითხვას შევუდექი, გამახსენდა თუ არა დედაჩემი თავისი მკვლელი გამოხედვით.

–ეკა კი არა, თიკაც კი კვდება ტირილით!

–თიკას რა ატირებს? – გადავირიე მე.

–არ ვიცი ანა, ჰოლში დავტოვე და აორთქლდაო, წივის და კივის! ცოტაც და დამაჯერებს, რომ უცხო პლანეტელებმა მოგიტაცეს! – ისეთ ემოციებში იყო ელენე, რომ სიცილს ვერც ახლა ვიკავებდი – შენთან ვარ მე, დროზე მოდი, თორემ გადავიდნენ ესენი ჭკუიდან!

–ვინ და ვინ ხართ?!

–მაკა, კახა, თიკა და პლიუს აჩი! – ჩამკივლა ელენემ.

–აჩი?!

–ხო, ნუ გააგიჟე ხალხი, საწრაფოც გვყავდა, თიკა გაგვიხდა ცუდად! – მიუხედავად იმ სიმკაცრისა, რომელიც ელენეს ხმას ჯერ კიდევ ჰქონდა შენარჩუნებული, მშვენივრად გავიგონე, როგორ აუტყდა სიცილი და სავარაუდოდ, ყურმილი ოდნავ გასწია.

–კარგი,მოვდივარ!

ყურმილი სწრაფად გავუთიშე და არავისთვის არაფერი მითქვამს, ისე წამოვიჭერი ფეხზე.

–რა ხდება?! – დაინტერესებული მზერა მესროლა ლუკამ და ისიც წამოდგა.

–რაც მოსალოდნელი იყო, ის ... – თავი დავხარე და წარმოვიდგინე, როგორ აკივლდებოდა დედაჩემი ჩემი დანახვისას და როგორ გავუცრუვებდი იმედებს ჩემს საყვარელ მამიკოს!

–ან, ხო კიდევ მოხვალ?! – წამოფრინდა ანდრო და ცხვირწინ ამესვეტა.

–აუცილებლად, და ელენესაც მოგიყვანთ! – გამეცინა მე და წასასვლელად გავემზადე.

–ველოდებით, ელენეს! – გადაიხარხარა ყველამ ერთად.

საოცრად მერთულებოდა ამ სამოთხის დატოვება და ქალაქში დაბრუნება, მაგრამ მშვენივრად ვიცოდი, ეს ყველაფერი გარდაუვალი რომ იყო ... თითქმის ცრემლებით დავემშვიდობე ბიჭებს და ლუკას ჩავუხტი მანქანაში.

–ხვალ გელოდებით! – მოგვაძახა პაპუნამ და ბიჭები სულ წიხლით შეყარა ეზოში.

ეს ის შემთხვევა იყო, როცა მიუხედავად აპოკალიფსის მოლოდინისა, მე მაინც საოცარი ემოციით დამუხტული ვბრუნდებოდი სახლში. როგორ უაზროდ დაიწყო დღე და როგორ დასრულდა ...
ფიქრი იმაზე, თუ რა იქნებოდა ხვალ,
როგორ გადამერეოდნენ მშობლები,
მომიწევდა თუ არა ლუკასთან და ბიჭებთან სამუდამო გამომშვიდობება,
სრული სისულელე იყო ...

იმ დღემ საბოლოოდ დამარწმუნა,რომ რაც არ უნდა ეთქვათ ლუკა ჩარკვიანზე, მე მაინც დაზუსტებით მეცოდინებოდა, რომ ის არ იყო არც სერიოული მკვლელი, არც ბანდიტი და არც ყველაფერი ასეთი.

–ხომ არ ნერვიულობ? – გვერდიდან გადმომხედა ლუკამ და გამამხნევებლად გამიღმა.

–არ ვნერვიულობ. – განვაცხადე და გულწრფელი ღიმილი შევაგებე.

–ხომ მოგეწონა, ანა? – რათქმაუნდა დღევანდელი დღე იგულისხმა და პასუხის მოლოდინში, გაინაბა.

–უკეთესს ვერც ვინატრებდი! – დაუფიქრებლად წამოვიყვირე მე და ამას ლუკას ისტერიული სიცილი მოყვა. რატომღაც, გამიჩნდა სურვილი, რომ მისი ხარხარი ჩამეეწერა და მაშინ მომესმინა, როცა ცუდ ხასიათზე ვიქნებოდი. მსგავსი გულწრფელი სიცილი, მე არსად მომისმენია ... არც ასეთი ლაღი, ბუნებრივი ადამიანები შემხვედრიან სადმე. – მადლობა, ლუკა! – თავი დავხარე მე და თვალები ცრემლებით ამევსო.

–რისთვის, ანა?!

–იმ გისოსებს რომ მომაშორე და საერთოდ, ყველაფრისთვის ... – ხმა გამებზარა მე და სახე სწრაფად გავატრიალე. ცოტაღა მაკლდა და ვიტირებდი, ალბათ. თუმცა რა მატირებდა, ეს ნამდვილად არ ვიცი!

–შემომხედე ...

სიჩქარეს უკლო და საბოლოოდ, სადღაც, ხესთან შეჩერდა.

–შემომხედე, რომ გელაპარაკები ... – ეღიმება ჩარკვიანს და ხმის ტემბრი შესამჩნევად ეცვლება.

მე არაფერი მითქვამს ... არც შემიხედავს, უბრალოდ თავი შევაბრუნე მისკენ.

–რაც არ უნდა გითხრან, ძალიან მაგრად და*კიდე! – განმიცხადა და ჩემს ნიკაპს ორი თითი გამოსდო. თავი რომ ამაწევინა და მის მეტყველ თვალებს შევეფეთე, სული უჩვეულოდ დამიმშვიდდა ... წეღანდელი აფოქიარება უკვალოდ გაქრა და მოვდუნდი. საოცრად მოქმედებდა ეს თვალები ჩემზე. პირველი ნახვიდანვე ავიკვიატე და ზუსტად ვიცოდი, ცხოვრებაში რომ არ ამომივიდოდა გონებიდან.

–რა უნდა მითხრან ლუკა ... რამე ცუდი გავაკეთე იმით, რომ იმ ციხეს მოვშორდი?! რომ თავიდან ავიცილე გულისამრევი ოფიციალურობა?! რამე უცნაურია იმაში, რომ მათთან ერთად ჯდომას და ყალბ ღიმილს, თქვენთან ერთად ყოფნა ვარჩიე?! რომ სულის შემძვრელი დაძაბულობა, გულწრფელი სიცილით შევცვალე?! – მზერა ავარიდე და გზას გავუშტერე – იცი, რაზე მწყდება გული?! – ისევ დაინტერესებული თვალებით მომზირალ ჩარკვიანს გავხედე – ჩემს ერთადერთ დას არ აქვს საშუალება, გაიგოს რას ნიშნავს გულწრფელობა, სიხარული, ბედნიერება ... რომ არ შეუძლია, გადაწყვეტილება თავისით მიიღოს და ვერ ხვდება, რა „მუღამი“ აქვს ცხოვრებას! – ამოვიოხრე და სახე ხელებში ჩავრგე. „ედემის ბაღში“ ყოფნის პერიოდში, არაერთხელ ჩავფიქრდი თიკაზე და გული შემეკუმშა, საშინლად ... იქ, იმ ბაღში რომ დამეჯინა ჩემი და, გულგახეთქილი გამოვარდებოდა, რა დროს ყვავილებიაო და რა ვიცი, კლუბში გაიქცეოდა, ალბათ ... ან კიდევ რომელიმე პრესტიჟულ რესტორანში.

–მისმინე, ანა! – ჩემი სახე ხელებში მოიქცია ჩარკვიანმა – ეს შენ გგონია, რომ თიკა ვერ ხვდება რაშია ბედნიერება ... ვერ აღიქვამს, რომ ბედნიერება ტყეში მდგარი, პატარა , ხის ქოხი, კოცინი და მეგობრებია ... ის სიხარულს ოფიციალურობასა და კოჭებამდე დაშვებულ კაბებში ეძებს ... ვერ ხვდება, რომ სხვა არ უნდა უგეგმავდეს ცხოვრებას ... რომ ერთხელ ეძლევა საშუალება იცოცხლოს და ეს წლები ისე უნდა გამოიყენოს, როგორც მას „გაუსწორდება“... ეს შენ გაწუხებს, ანა , თორემ მას არა. შეეშვი, იცხოვროს ისეთი ცხოვრებით, როგორიც მოსწონს ... ჩვენ არაფერი შეგვიძლია, ჩვენ ხომ ვერ შევცვლით არა, ადამიანებს?! უბრალოდ ვიმედოვნებთ, რომ ჩემს ძმასთან იპოვის იმ ბედნიერებას,რომელსაც მთელი ცხოვრებაა ეძებს! – მონოლოგი დაასრულა ლუკამ და და შუბლზე ხმაურიანად მაკოცა.

მე გამეღიმა, ბედნიერებისგან, კმაყოფილებისგან ... ემოციებით დატვირთული დღისგან და უბრალოდ გამიხარდა, რომ ეს ბიჭი არსებობს!

არ ვეკითხბეოდი, არაფერს...
რატომ მითხრეს, რომ ქალაქში არ იყო,
რატომ მიშლიდნენ მასთან ურთიერთობას,
რატომ ... რატომ ... რატომ და კიდევ ერთხელ რატომ!
არ მინდოდა ზედმეტი მცოდნოდა. არ მინდოდა, რომ ამ კითხვებისთვის პასუხი მომეძებნა, მე უბრალოდ ძალიან მომწონდა ეს გაურკვევლობა და თავს უჩვეულოდ კარგად ვგრძნობდი.

–მიხარია, რომ არსებობ, ლუკა ჩარკვიანო! – მივაძახე მომღმარ ჩარკვიანს და სახლის კიბეები, საოცარი სისწრაფით ავირბინე.

_ _ _ _ _ _ _ _ _ _
დიდი ბოდიში მინდა მოგიხადოთ, დღეს ამის მეტი ვერ დავწერე, რაღაც ვერ ვარ ხასიათზე და არ მინდოდა ყველაფერი გამეფუჭებინა, თუ უკვე არ გავაფუჭე ... მაგრამ სულ არ დადებაც არ ივარგებდა.
სამან ქვემოთ ჩამოვიდე ხოლმე დაკომენტარები წავიკითხო, უცნაურად მივფრთხიალებს გული ... საოცრად ვნერვიულობ ხოლმე და თქვენ წარმოიდგინეთ, მეშინია კიდეც ...
მინდა გითხრათ, რომ ვაფრენ თქვენზე!



№1  offline წევრი Mkitxveli

ძალიან კარგი იყო და არც არაფერი გაგიფუჭებია. )

 


№2  offline წევრი mbella

რა კარგი გოგო ხარ შენ <3 <3 ძალიან ძალიან მომწონს, განსხვავებული, გამართული, საინტერესოა, სასიამოვნო წასაკითხია :***

 


№3  offline წევრი Ce Ce

აწწ რა მაგარი გოგო ხარ <33
მთელი დგეა ამას ველიი
ჩარკვიანი შემიყვარდააა

 


№4  offline წევრი EiLuL♥

იასამანი შემიყვარდაა ❤❤ არ ვიცი რა დავწერო მართლა ,,ყველა კომენტარში კითხულობ ამას... ძალიან ძალიან მომწონს... მეც მინდაა ასეთი გარემიო ეეჰ ❤)))
--------------------
elene

 


№5  offline წევრი Tini Gadrani

Chvenc gvinda iasamnis kuchaze! dzaankai gogoxar!!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent