ყვავილების გამყიდველი (დასასრული)
დავიწყებ მადლობების მოხდით. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის ,რომ ამ დროის განმალობაში მხარში მედექით და მიუხედავად დაგვიანებისა მაინც არ მივიწყებდით.ბოდიშის მოხდაც მინდა ამდენი ,რომ გალოდინეთ.იმედი მაქვს ჯერაც არ დაგვიწყებივართ არც მე და არც ჩემი ისტორია.გამიხარდება თუ მოგეწონებათ და თქვენს საბოლოო შეფასებას წავიკითხავ ამ თავზე.ახალი ისტორიის დაწყებასაც ვფიქრობ,მაგრამ არ ვიცი რამდენად შევძლებ.არა დაწერას კი შევძლებ უბრალოდ არ მინდა დავაგვიანო ხოლმე.ნუ არ ვიცი ვნახოთ რა იქნება .ძალიან მინდა მოგეწონოთ . *** -გაბრიელ რა მაგარი ადგილია -ვერ დავმალე გაოცება და შესანიშნავ გარემოს თვალი მოვავლე -არ მეგონა ასე თუ მოგეწონებოდა -ჩაილაპარაკა კმაყოფილმა -მომეწონა რომელია.გამაოცე პირდაპირ -ძალიან მიხარია-მითხრა ღიმილით -საერთოდ სიმაღლეები არ მიყვარს , მაგრამ ამ ადგილს რაღაც მიზიდულობა აქვს -ხო გამშვიდებს -მეგონა სადმე რესტორანში წამიყვანდი და გულში ვიცინოდი.არასდროს მყვარეია მდიდრულ ადგილებში სიარული , რესტორანში ჯდომა და ღვინის დაგემოვნეა-ჩავილაპარაკე სიცილით.-ამ ყველაფერს ბევრად მირჩევნია სეირნოა, ადგილების დათვალიერება , თუნდაც უბრალო ,მაგრამ მყუდრე კაფეში ჯდომა -სასიამოვნოა გაბრიელი -სიცილით გამომიწოდა ხელი -არ მითხრა ,რომ შენც მასე ხარ -გავიკვირვე მე -რატო გაგიკვირდა არ შეიძლება ? -გამირაზდა გაბრიელი -როგორ არა . უბრალოდ პირველივე დღეს ისეთი შთაბეჭდილება დატოვე ჩემზე რომ.. -რომელ პირველ დღეს -მეტროსთან ,შავი ჯიპით ,რომ მომადექი.ყვავილებს ყიდი და არ იცი რაღირსო ? -ხელების ქნევით გავაჯავრე „ჩემი უფროსი“ და იქვე მოზრდილ „ქვაზე“ ჩამოვჯექი -შენც რა ამპარტავნულად ამომხედე -მე ? ამპარტავნულად ? -ხოხო შენ -არაფერიც .მაგრამ აწი გაითვალისწინე 27 ლარში გვირილები არსად არ იყიდო .-ჩავილაპარაკე სიცილით -შენც იცოდე ,რომ აღარასდროს შეფუთო ყვავილები.არ გამოგდის უბრალოდ-ამიღო აბაროტი -შენ რა არ მოგეწონა ? პირველად შევფუთე მაგ დღეს ყვავილები -აბა ვმუშაობდიო ? -შემთხვევით ვმუშაობდი .პირველი კლიენტი იყავი და უკანასკნელი -რა ვიყავი ? როგორი კლიენტი ვიყავი ან რისი -გადაბჟირდა გაბრიელი -უზრდელო .-ავწითლდი საგრძნობლად -საუზრდელო რა ვთქვი-არ წყვეტდა ის -აწი შენც იცოდე ,რომ მაგიდაზე და თანაც კაბინეტში „იმ საქმით“ ნუ დაკავდები.მითუმეტეს მაშნ როცა გასაურება გაქვს -რა საქმით -გაიკვირვა ვითომ -შენ უკეთესად მოგეხსენეა მაგ საქმის.მე როგორღა აგიხსნა-გავიკრიჭე ჩემებურად და ხელები გულ-მკერდზე გადავიჯვარედინე. *** ჩვენი „პირველი“ ოღონდ არ ჩაშლილი პაემანი საგრძნობლად კარგად დამამახსოვრდა. ბევრი ვიცინეთ ,ვისეირნეთ და ერთმანეთი დავგესლეთ. საგრძნობლად ,რომ მოგვშივდა იქვე ახლოს მდებარე საოჯახო რესტორანში დავსხედით. ბოლომდე ვერ მოგიყვებით რა როგორ იყო ... მაგრამ საბოლოოედ ერთ რაღაცას გეტყვით. გადატვირთული ემოციებით და დასამახსოვრებელი დღით დავბრუნდი სახლში. გაბრიელზე საბოლოოდ შემეცვალა შეხედულება და მივხვდი. რომ მთლად ისეთიც არ ყოფილა ,როგორიც მეგონა . *** ჩვენი პირველი არ ჩაშლილი პაემნის შემდეგ სამი კვირა გავიდა. უფრო სწორად სამი კვირა და ერთი დღე. ამ დროის მანძილზე ხშირად დავდიოდით სასეირნოდ. რამოდენიმეჯერ დილასაც კი წამომაგდო ვივარჯიშოთო ,მაგრამ საბოლოო ჯამში შემეშვა. რომ მიხვდა ,რომ ჩემგან მოვარჯიშე ვერ დადგებოდა და ძილს ვერ გამოვემშვიდებოდი დამნებდა. მეც კმაყოფილი ვაგრძელებდი ძილს დილაობით. გაბრიელის მეგობრებთანაც ასე თუ ისე ჩამომოყალიბდა ურთიერთობა. თანუც წავათრიე ერთ დღეს მათთან. როგორც ყველა სამეგობროში ხდება ნუ ალბათ ყველაში... თანუს და ერეკლე ერთმანეთთან კატა ძაღლივით იყვნენ. სულ ვიცინოდი და დავცინოდი თანუს რა გემართება მეთქი , მაგრამ ისე დამიბღვერდა მეც კი მეშინოდა. მე და გაბრიელი ჩუმად ვიცინოდით კარგი წყვილი იქნებიანო ,მაგრამ როგორც კი მათ ჩხუბს ვუყურებდით „არარსებობს დაანგრევენ სახლსო „ გადავულაპარაკებდით ერთმანეთს ხოლმე და ერთდროულად ვიცინოდით. *** ზრრრ....ზრრრრ.ზზზრრრრრრრრრრ. გამაღვიძა საშინელმა ხმამ და შეძლებისდაგვარად „დავიყვირე“ მოვდივარ მეთქი. ძლივს წამოვდექი საწოლიდან და ფრატუნით გავემრათე მისაღებისკენ. კარები თვალებდახუჭულმა გავაღე და „გისმენთთქო“ მივახალე მაშინვე. -ნახევრად შიშველმა ,რომ არ უნდა გააღო კარები რამდენჯერ გითხრა ? -გაბრიელის მკაცრმა ხმამ მაშინვე გამომაფხიზლა და ადგილზე შემახტუნა. -დამელოდე -ჩავილაპარაკე ჩუმად და უკვე „ჩვევად“ ნაქცევი მოქმედება განვახორციელე.კარები მივუხურე და მთელი სისწრაფით გავიქეცი ოთახისკენ. იქვე მიგდებული ტანსაცმელი იღლიაში ამოვიჩერი და ერთი მეორის მიყოლებით ვიცვამდი. ჩაცმას ,რომ მოვრჩი და სარკეს წინ ერთი ორჯერ დაბზრიალებაც მოვასწარი ნელი ნაბიჯით გავემართე კარებისკენ და მიკეტილი კარი გამოვწიე. -გამარჯოა-ჩავილაპარაკე ღიმილით -ეს ჩვევა რით ვერ მოგაშლევინე-ჩაილაპარაკა ბუზღუნით. -შემოდი-ვუთხარი სიცილით და კარები ფართოთ გავაღე. -როგორ გეძინა? -თუ არ ჩავთვლით იმას ,რომ ერთმა ბიჭმა სახლი რამის ამიფეთქა და ზრრრრ. ზრრრრრ-მ ყურები დამიხშო შეიძლება ითქვას ,რომ მშვენივრად -ტასო დღეს სხვაგან უნდა წავიდეთ-გადაიტანა თემა გაბრიელმა -ესეთი დაკონკრეტება რად გინდოდა -დავიწყე სიცილი -მიდი ჩაიცვი-ხელით ოთახისკენ მიბიძგა -რა ჩავიცვა-ჩავილაპარაკე გაკვირვებულმა -რაც გინდა -ანუ ჯინსი ,რომ ჩავიცვა არ შევრცხვები ხომ ? -არა არა , დროზე გვეჩქარება -კაი დამელოდე *** უცბათ შევირბინე ოთახში და ჩემი შავი „გამახდუნებელი“ ჯინსი ამოვიცვი სპორტული ჟაკეტი ჩანთაზე გადავკიდე და თხელი თეთრი მაიკა გადავიცვი. ძალიან კარგი ამინდებია ამ ბოლო დროს და ვიცი გავცივდები ერთ დღეს მე. თმა მაღლა „შპილკებით“ დავიმაგრე და ოთახიდან სახეზე ღიმილ აკრული გავედი. -მზად ვარ-შევძახე საკუთარი თავით კმაყოფილმა -წავიდეთ ანუ -კი კი წავიდეთ-თავის ქნევით წავედი კარისკენ და უკან მომავალ გაბრიელს დროზე გამოდითქო ხელით ვანიშნე. კარები ორჯერ გადავკეტე და უკვე კიბეზე ჩასვლას ვაპირებდი გაბრიელის ხმამაღალი სიცილი,რომ მომესმა -რა მოხდა ? -დავიბღვირე მე -საყვარელი ფაჩუჩებია-მითხრა სიცილით და ფეხებზე მიმანიშნა მერემდენედ.. მერამდენედ უნდა დამემართოს ასე. როდემდე უნდა მავიწყდებოდეს ფეხსაცმლის ჩაცმა და როდის უნდა გადავეჩვიო ჩუსტებით სიარულს ჯერ კიდევ არ ვიცი. *** -სად მიგყავარ გაფიცებ -ვიკითხე შეწუხებულმა და თვალებზე წაკრულ ნაჭერს ხელით წავეტანე -ფრთხილად ტალახია -დამიყვირა გაბრიელმა -აააა-დავიყვირე შეშინებულმა და უკან მთელი სისწრაფით გავიწიე -გეხუმრე , რა ტალახი რის ტალახი-მითხრა სიცილით -გაბრიელ არ გამაბრაზო იცოდე -დავემუქრე მე -არ გაბრაზებ ტასო არა -დროზე მიმიყვანე უკვე ათი წუთი ესე უპრაგონოდ დამატარებდა ,ბოლოს ყელში ,რომ ამომივიდა და უნა მეყვირა „მოვედითო“ ჩამძახა ყურში. -გაბრიელ მაგრად დაგცინებ რამე სასაცილო ,რომ დავინახო -მოემზადე-მითხრა ღიმილით -ვემზადები -გავიჯგიმე მეც თვალებზე სახვევი ,რომ მომხსნა ჯერ კიდევ ვერ გავახილე . ნელა მოვისვი თვალებზე ხელები და ფრთხილად გავახილე იმ იმედით ,რომ რამე სასაცილო არ დამხვდებოდა. ჩვენი მეგობრები ,რომ დავინახე უკლები შემადგენლობით , ტასო და ერეკლე ერთმანეთს ,რომ უბღვერდნენ , ბევრი ბუშტი და ლამაზი ფერებით მორთული გარემო ,გრძელი მაგიდა და გვერდზე გაბრიელი... წონასწორობა ძლივს შევინარჩუნე. არადა გულში უკვე დაცინვას ვგეგმავდი და ახლა მე ტასო სამხარაძე ასე დაბნეული ვუყურებდი ყველას. სიხარულით გული ,რომ არ გამისკდა ეხლაც მიკვირს. ის დღე ,რომელიც ოცნებად მქონდა გაბრიელმა შემიქმნა. დღე სადაც ყველა ჩემი საყვარელი ადამიანი იქნებოდა გაბრიელმა გამომიძერწა და მაჩუქა. არ ვიცი .. ფაქტი ერთი ,რომ უსაზღვროდ აი უზომოდ ბედნიერი ტასო სამხარაძე იდგა და ბედნიერი თვალებით შესციცინებდა გაბრიელ არღვლიანს. *** -გაგიხარდა ? -გვერდზე მომიჯდა ლიკა და ფეხზე ხელი დამადო -კი ძალაინ ძალიან -უფრო დიდი სურპრიზი გელის -ჩამჩურჩულა ჩმად -რა სურპრიზი -მაგას ვერ გეტყვი -მითხრა თითის ქნევით და გამეცალა. საგონებელში ჩავვარდი რაღ სურპრიზითქო. რამის ფრჩხილები დავიკვნიტე ვერაფერი ,რომ ვერ გამახსენდა. უკვე მივიდოდი ლიკასთან და ვეტყოდი „მითხარი რა სურპრიზითქო“ გაბრიელი ,რომ მოვიდა და ფეხზე ამაყენა. -რა ხდება ?-ვკითხე ღიმილით -სურპრიზის დროა -გადმომძახა ლიკამ -ლიკა-თვალები დაუბრიალა გაბრიელმა და ჩემკენ შემობრუნდა -რა ხდება გაბრიელ -დავიძაბე მე -მოკლედ რაღაც უნდა გითხრა -მითხრა ღიმილით -გისმენ -ცოლად უნდა მოგიყვანო „ცოლად უნდა მოგიყვანოო“ ,რომ გავიგე ერთი ათჯერ დატრიალდა გონებაში გაბრიელის სიტყვები. ნერწყვი რამის გადამცდა და იქვე დავიხრჩვე. ენაჩავარდნილი ვიდექი და ვერაფერს ვამბობდი. ვუყურებდი გაბრიელის მომლოდინე თვალებს და ჩემ თავს ვერ ვაწყნარებდი. „ცოლობა...ცოლობა.. ეს სულ სხვაა“ მიმეორებდა გონება -ტასო-ხელი მომკიდა გაბრიელმა -მე არ ვიცი რა გითხრა -რაუნდა მითხრა-ჩაიცინა .ალბათ სიმწრით -ჯერ ადრეა...ჯერ ძალიან ადრეა -ვთქი ჩუმად -გასაგებია -მითხრა ისევ ღიმილით და ხელი ცივად გამიშვა -გაბრიელ შენ ვერ გამიგე -არა ანასტასია ეს შენ ვერ გამიგე -მითხრა საოცრად შეცვლილი თვალებით . ვეღარ დავინახე ის მომლოდინე თვალები ასე ,რომ შემიჩვია. მერე არ მახსოვს კარგად რა და როგორ იყო.. სახლში ,რომ მომიყვანეს და საწოლზე გაორებული ,რომ ჩამოვჯექი ვიცი. თეთრი კედლები ,რომლებიც აქამდე მიყვარდა გულს ,რომ მიწუხებდა ეგეც ვიცი . ოთხად მოვიკეცე საწოლზე და ვინანე. ცხოვრებაში პირველად ვინანე ჩემი პასუხი . რა იქნებოდა არ მეფიქრა მომავალზე. რა იქნებოდა ერთხელ ცხოვრებაში პირველად სპონტანურად მეთქვა კი. რომელიც შეცვლიდა ჩემ ცხოვრებას. *** ორი კვირის შემდეგ ათასჯერ ,რომ დავურეკე დათოს და რას შვრებათქო ,რომ ვკითხე. მარიამმა ,რომ დამირეკა და სულ ნასვამი დადის ამ ბოლო დროს სამსახურშიო. გოგოების შეწუხებული სახეები ,რომ დავინახე. და ჩემი გულის ცემა ,რომ ვეღარ გავიგონე გადავწყვიტე ,რომ გამებედა . მისვლა მასთან. მე ვიყავი დამნაშავე და მევე უნდა გამომესყიდა დანაშაული. და აი ასე ორშაბათ დილას . ძალაინ სადად გამოწყობილი წავედი გაბრიელთან . ისევ ისე ავიარე კიბეები როგორც პირველად .ისევ ისე დაძაბული მივუახლოვდი მის კარებს და ისევ ისე დაუკაკუნებლად ჩამოვწიე სახელური. მაშინ გაოცება ვიგრძენი და სასწრაფოდ ავიფარე თვალებზე ხელები. ეხლა ტკივილი და ისევ ისე მივიფარე ხელები ,რომ არ ენახა ჩემ თვალებს. რმ არ დამენახა და უფრო არ მტკენოდა. უკან რამოდენიმე ნაბიჯით დავიხიე და გაკვირვებით ნათქვამი „ტასოო“ გავიგონე. ცრემლები,რომ არ წამომსვლოდა ტუჩებზე მთელი ძალით ჩავასე კბილები. „წავალთქო“ ჩავილაპარაკე ჩუმად და ისევ ნელა შევბრუნდი. გასვლასაც ვაპირებდი მაჯაში,რომ ჩამავლო ხელი. -გთხოვ არ გინდა -ვუთხარი უკვე გულატკიებულმა -ანასტასია გთხოვ. -რა გავაკეთო -მომისმინე -გისმენ -ჩავილაპარაკე საოცრად შეცვლილი სიმშვიდით.ალბათ იმ სიმშვიდით უკან ქარიშხალს ,რომ მალავს. -მე უბრალოდ ვერ ვიაზრებდი,არვიცი რა დამემართა.სასმელმა გამთიშა.გთხოვ ანასტასია. -ნუ მთხოვ ნუ.ისევ იგივე განმეორდა.ის ქალი , შენ და მე.მაშინ მეცინებოდა და გლანძღავდი.ახლა მეტირება და ვერც გლანძღაც.უბრალოდ გამიშვი. -ანასტასია არ გინდა -მერე ვილაპარაკოთ-ვუთხარი ღიმილით და დღემდე არ ვიცი .. როგორ ვიპოვე იმ ღიმილისთვის ძალა. კიბეებით არ ჩავსულვარ.ალბათ მინდოდა უფრო მტკენოდა და გაღებულ ლიფტში შევაბიჯე. ვერ ვიგრძენი უჰაერობა. უფრო სწორად ჟანგბადს მანამდეც ვეღარ ვგრძნობდი სანამ ლიფტში შემოვიდოდი. ფრთხილად მივეყუდე ლიფტს და თვალებამღვრეული დავაკვირდი ჩემს გამოსახულებას. გარეთ ისე გავედი ვერ მივხვდი. ა ვ ტ ო მ ა ტ უ რ ა დ. წვიმდა. საშინელი ამინდი ჩემთვის .კაპიშონი ისევ წამოვიმხე და გზას ფეხით დავუყევი. ისევ მძულდა ეს ამინდი. ისევ ვერ გამეგო წვიმაში მოსეირნე შეყვარებულებისთვის. ისევ ცუდად ვიყავი და დეჟავუს გრძნობა მქონდა. ყველაფერი განმეორდა .თითქმის ყველაფერი. *** -ტასო სად ხარ -ჩამძახა ყურმილში თანუმ -სხვაგან -გასაგებია სხვაგან ,რომ ხარ.ერთი კვირაა დაგეძებ.გაბრიელი ყოველდღე მეკითხება .მე მაინც მითხარი სად გაუჩინარდი. -ჩემ მეგობართან ვარ -რომელ მეგობართან ხომ ვერ მეტყოდი-დაეტყო გაღიზიანება ხმაში -თინა ბებოსთან -ვინაა გოგო თინა ბებო -თანუ უნდა წავიდე . კიდე რაღაც მითხრა მაგრამ ვერ გავიგე.გავთიშე. ისევ ცუდად ვიყავი .ოღონდ დაწყნარებული. ჩემი გულის ნაწილი გაბრიელს ამართლებდა კიდევაც. ცოტათი. სულ ცოტათი. მაგრამ მთავარია ამართლებდა და ეს უფრო ცუდად მხდიდა. არ ვიცი .გული მეუბნებოდა აპატიეო. აპატიეო. მე კიდე ჯიუტად ვიჯექი თინა ბებოსთან . ქალთან ,რომლის წყალობითაც პირველად ვნახე გაბრიელი. შემიფარა ცოტა ხნით და მეც ვეხმარები ჩემებურად. მის მაგივრად ვყიდი ყვავილებს. მარტო ცხოვრობს .უფრო სწორად უკვე ერთი კვირაა აღარ. როდემდე უნა ვიყო ასე „დამალული“ არ ვიცი . მაგრამ ფაქტია . მომიწევს გადაწყვეტილება მივიღო. *** -თინა ბებო წნევა გაქვთ , დარჩით თქვენ სახლში მე წავალ . -რას ამბობ შვილო .წვიმს და ცივა .როგორ დაგაყენო ამ ყინვაში გარეთ. -თქვენ მე მეხმარებით და მე უფლება არ მაქვს დაგეხმაროთ ? -ტასუნა სახლში დარჩი ძვირფასო. -არა წავალ და მალე მოვალ -ვუთხარი ღიმილით და კაპიშონ გადმოფარებული გავედი გარეთ. ისევ მეტროს წინ ვიდექი და ისევ წვიმდა. ტელეფონში ჩამძვრალი ვიჯექი პატარა სკამზე და ვფიქრობდი. რათქმაუნდა ისევ გაბრიელზე. -უკაცრავად-გამომაფხიზლა ფიქრებიდან საშინლად ნაცნობმა ხმამ და რამის ადგილზე მივიყიდე. -ყვავილებს არ ვყიდით -ვუთხარი გაპარული ხმით და თვალები ერთ ადგილს მივაშტერე. -ყვავილების ყიდვა არ მინდა -აბა რა გინდათ -მინდა ,რომ ერთმა გოგონამ მაპატიოს.ერთი არაკაცი გამოუსწორებლად მოიქცა.ისე რომ იმ გოგონას გული ატკინა .ძალიან ატკინა.არ ვიცი,მაგრამ უნდა მაპატიო.ეს გამოუსწორებელი ნაძირალა უნდა შეცვალო.სახლში უნდა წავიყვანო და ცოლად უნდა მოვიყვანო.აუცილებლად თორემ კიდევ ერთხელ ,რომ გამექცეს გავგიჟდები. -მაინც ვერ გავიგე რა გინდათ -ჩავილაპარაკე მოგუდული ხმით და თვალები ერთმანეთს ძლიერად დავაჭირე. -გვირილების გვირგვინი მინდა წითელცხვირა ,წვიმას ,რომ ვერ იტანს ისეთი გოგოსთვის.ცოლად ,რომ გამომყვეს ისიც მინდა და შეგიძლია თხოვო ,რომ მაპატიოს? -ჯერ ,რომ ცოლობა არ გითხოვია ? -ძლივს ამოვილუღლუღე და ღიმილით ავხედე წვიმაში მდგარ გაბრიელს -შენ უკვე ჩემი ცოლო ხარ.ცოლი რომელიც სახლში უნდა წავიყვანო და სახლი დავათვალიერებინო. -სახლი ხო -ჩავილაპარაკე სიცილით -ჩვენი საძინებელი -მითხრა და თვალი ჩამიკრა. *** ბედნიერებაა ,როდესაც შეგიძლია აპატიო და საპასუხოდაც იმავე მიიღო. მე ღმერთმა მაჩუქა გაბრიელი და ჩვენი ორი წლის გოგონა . პატარა თეკლე. ზოგჯერ ვერ ვხვდები ამდენი ბედნიერება რისთვის დავიმსახურე. მიკვირს და ვფიქრობ „მე რატომ,ღმერთო? მე რისთვის?..“ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.