შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყვავილების გამყიდველი (ნაწილი მეთექვსმეტე)


3-04-2015, 21:43
ავტორი Girlfromlondon
ნანახია 4 893

ჯერ მინდა გითხრათ ,რომ ალბათ ჩემზე უნამუსო ადამიანი არ არსებოს.
ჩემი პატარა მაწვალებს და შესაბამისად ვერ ვახერხებ წერას.არ მინდა ჩემ ორსულობას "გადაგაყოლოთ" ,მაგრამ რა ვქნა.
მგონია ,რომ ჩემმა ამ დაგვიანებებმა თქვენც დაგავიწყათ ჩემი მოთხრობა.
თუ ასეა ეს მარტო ჩემი ბრალია.
უბრალოდ მინდა ვიცოდე რამდენი კითხულობთ კიდევ.რამდენს გჭირდებათ ,რომ წერა "გავაგრძელო".
თქვენი არი ,თქვენი თითოეული სიტყვა შექება თუ კრიტიკა ჩემთვის ძალაა.ველოდები თქვენს შეფასებას .იმედია ისიამოვნებთ



***
-ტასო დაწყნარდი -ღიმილით მითხრა გაბრიელმა და იქვე მდგარ სავარძელზე ჩამოჯდა.
-როგორ დავწყნარდე.ლოგინში როგორ გავჩერდები ამდენი ხანი
-ფრთხილად გევლო და არაფერი მოგივიდოდა.
-დღეს ,რომ უნდა მეთქვა პასუხი . რომ მინდოდა გამეხარებინე მაშინ დამემართა ასე .-წამოვიყვირე მოულოდნელად და რომ გავიაზრე რა ვთქვი ღირსი ვარ მეორე ფეხიც მომტყდესთქო გავიფიქრე.
-რა მითხარი ?-ღიმილით მომიახლოვდა გაბრიელი
-რა გითხარი
-წეღან რა თქვი ტასო -უკვე სიცილით მელაპარაკებოდა
-თავი დავარტყი და რაღაცეებს ვბოდავ.
-თავი დაარტყი და ფეხი მოიტეხე -გადაბჟირდა გაბრიელი
-სახლში მინდა -შევცვალე თემა
-ექიმს ვეტყვი და წავიდეთ
-კარგი გელოდები -ვუთარი და ხელები გულ-მკერდზე გადავიჯვარედინე.

***
-ხელში აყვანა რა აუცილებელია ? -გავიგიჟე თავი და მანქანის სავარძელს უფრო მჭიდროდ მივეყუდე.
-კარგი მაშინ ადი შენით -მითხრა ღიმილით გაბრიელმა და კარი გამიღო „გადადი მიდიოს“ ნიშნად
-ნუ ფეხით არა მარა დაგეყრდნობი.
-და კიბეებზე ჩემზე დაყრდნობილი ახვალ ? -სიცილით გამომეპასუხა ჩემმი ვერ გარკვეული ურთიერთობის პარტნიორი.
-ხელში უნდა აგეყვანე ხო ? -ვუთხარი სიცილით და ხელები წინ გავწიე
-რა რომანტიული პაემანი გვქონდა -მითხრა გაბრიელმა მაშინვე როგორც კი მის ხელებში აღმოვჩნდი.
-რა გინდა მშვენიერი.შენ რა წარმოგედგინა ,რომ მე ფეხსმოვიტეხდი?-სიმართლე გითხრა მაგას უფრო წარმოვიდგენდი ვიდრე იმას ,რომ ხელში აყვანილი მიგიყვანდი სახლში
-ხომ ხედავ აუხდენელი ოცნებებიც ხდება -ვუთხარი და ენა გამოვუყავი
-ნუთუ ?
-მოვედით -გადავიტანე საუბარი უცებ და თითები კარებზე ავათამაშე
-გასაღები ?
-ჩანთაშია -ვუთხარი ღიმილით
-და ჩანთა ?
-ჩანთა მანქანაში
-და აქამდე ვერ მითხარი ? -გამიჯავრდა გაბრიელი
-კაი ხო რას ბრაზობ ,ხალიჩის ქვეშაა
-დღემდე ვერ გამირკვევია, როგორ გავხართ ეს ჩემი დიშვილი და შენ
-მართლა ? რამდენი წლისაა ? -გამიხარდა მე
-სამი წლის .ისიც შენსავით ცუღლუტი ბავშვია
-გასაღები აიღე -ვუთხარი გაბრაზებულმა და დაბლა დავიხედე
-ცოტა ხნით ჩამოგსვავ -მითხრა ჩემი გაბრაზებით კმაყოფილმა და ფრთხილად ჩამომსვა ძირს .



***
-ტასოს ნომერი მომეცი დავურეკავ და მოვა-მითხრა გაბრიელმა უკვე კარგად შებნელებული ,რომ იყო
-არა -წამოვიყვირე უცებ .-არ დაურეკო , ტასო მეგობრებთან ერთადაა
-აბა რა ვქნათ
-რა და წყალი მომიტანე და აქ დამიდგი -ხელით ტუმბოზე ვანიშნე.-მერე საჭმელიც რამე მსუბუქი აქვე დადე ,წადი და კარები მომიხურე.ხვალამდე გავძლებ -ჩავილაპარაკე ჩემი იდეეით უკვე კმაყოფილმა
-კარები ღია დავტოვო ?
-ხო რა მოხდა.მანიაკს ალბათ ამ ღამით არ მოუნდება ჩემთან სტუმრობა-ვუთხარი სიცილით
-ცუდად ხუმრობ ტასო-გამიბრაზდა გაბრიელი
-კარგი რა , არაუშავს .შენ ის გააკეთე რაც გითხარი
-კარგი დამელოდე -მითხრა ყოყმანით
ცოტა ხანში წყლით და პატარა ბრუტერბრუტით დაბრუნდა გაბრიელი.
მე გავუღიმე და ხელით ვანიშნე აქ დამიდგითქო.
-შნ ძალიან ძალიან შეგაწუხე.
-ჩვენ ხომ ახალი ურთიერთობა დავიწყეთ.შესაბამისად ვალდებულები ვართ ერთმანეთის გამო შევწუხდეთ.
-ხომ ხედავ ბედი მე არ მაქვს .პირველ პაემანზე ფეხი მოვიტეხე -ვუთხარი სიცილით
-პირველი პაემანი იმაზე უკეთესი იყო ვიდრე შეიძლება ყოფილიყო-მითხრა სიცილით
-ძალიან დაგაგვიანე.შეგიძლია წახვიდე.
-არ მეტოვები მარტო
-კარგი რა.პატარა ბავშვი ხომ არ ვარ.
-კარგი წავალ
-დროებით -ჩავილპარაკე სიცილით
-დაგირეკავ-მითხრა ღიმილით და თმებზე ტუჩები ოდნავ შემახო.
მერე ღიმილით დატოვა ჩემი ოთახი.
ხელით ტუმბოზე დადებულ წყალს გადავწვდი.
ოდნავ წავბორძიკდი და ტყლაპ.
წყლიანი ჭიქა იატაკზე აღმოჩნდა.
თვალები ერთმანეთს მაგრად დავაჭირე და წონასწორობის შასანარჩუნებლად საწოლს ორივე ხელი ჩავავლე.
-ტასო -მომესმა შეშინებული გაბრიელის ხმა
-ჭიქა გატყდა -ჩავილაპარაკე პატარა ბავშვივით და მხრები უდანაშაულობის დასამტკიცებლად ზევით ავწიდე
-პირველივე დღეს უნდა მოგიარო -ჩაილაპარაკა სიცილით გაბრიელმა და საწოლზე ჩამომიჯდა.



***
მთელი ღამე ვერ დავიძინე.უფრო სწორად მოტეხილმა ფეხმა არ მომასვენა და ვერ შევძელი დამეძინა.
ნუ რა თქმა უნდა იქვე სავარძელზე მჯდარი გაბრიელიც არ დავაძინე.
მაინც არაკომფორტულია ეგ დივანი და ვერ დაიძინებ მეთქი.
ხან რაზე დავიწყე ლაპარაკი ხან რაზე .გამიჭირდებოდა თუ რა ?
მე ,რომ ლაპარაკი მიყვარს .უუფფფ
გაბრიელსაც დავაცდევინე ორიოდე სიტყვა.
ჩუმად ჩემი ტაქტიკით ..ბოლოს ერთ დამთქნარებას მეორე ,რომ მოყვა.
მეორეს მესამე.
მესამეს მეოთხე
და უკვე თვალებიც ,რომ მომელულა.
გაბრიელს ღიმილით გადავხედე და ხომ არ დავიძინოთთქო შევთავაზე.
მანაც ღიმილით მიპასუხა დაიძინე ტასოო.
მეც თვალები დავხუჭე და ძილის სამყაროში გადავეშვი.
სიმართლე ,რომ გითხრათ მძინარეს არც მოტეხილი ფეხი გამხსენებია და არც ჩემივე ოთახში ,სავარძელზე მჯდომი მძინარე გაბრიელი.



***
„ტასოოოო..ტასოოოო“ მომესმა ძილში თანუს გამაწვნიკებელი ხმა .
თვალები ზანტად დავაცილე ერთმანეთს და ჩემ გადახვეულ ფეხს შევხედე.
მერე იქვე მიძინებულ გაბრიელსაც გადავხედე და კარგად გავიაზრე უკვე მომხდარი.
ნელა წამოვიწიე საწოლზე და კარებზე ატეხილ „აურზაურს“ ვუგდე ყური.
ეს გოგო გადამრევსთქო ჩავილაპარაკე ჩემთვის და ისევ გაბრიელს გავხედე.
მერე ტელეფონს დავუწყე თვალებით ძებნა მაგრამ სადღაც ჯანდაბაში,რომ ეგდო და ჩემი მოტეხილი ფეხით ,რომ ვერ მივწვდებოდი ბოლო გზას მივმართე.
„თანუ ვერ გაგიღებ კარეეებს“-დავიყვირე მეც და სმენა დავძაბე
„რატო ვერ გამიღებ ?“ მომესმა კარს იქით ანერვიულებული დაქალის ხმა
მერე გაღვიძებულ გაბრიელსაც მივაშტერდი და „ბოდიში რომ გაგაღვიძეს თვალებით შევხედე“.
-რა ხდება ? -ჩაილაპარაკა დაბოხებული ხმით
-დაქალი მესტუმრა და კარები უნდა გაუღო.
-აჰაამ.-ჩაიბურდღუნა და თვალები ხელებით მოისრისა.
მერე ჩემი ოთახიდან გაბრატუნდა და მეც საწოლის საწურგეს მაგრად მივეყუდე.
საკეტის ხმა ,რომ გავიგე სმენა უფრო დავძაბე.
-რა ხდება აქ ? -გავიგე დაქალის ნათქვამი.
ნუ ნათქვამი რა .უფრო წამოძახილს გავდა.
-გაბრიელი -ჩაილაპარაკა ჩემმა „მომვლელმა“ ახალგაღვიძებული ხმით.
-ტასო სადაა?
ისევ წამოიყვირა ჩემმა დაქალმა და უკვე კარგად გავიგე ფეხსაცმლის კაკუნი.
სავარაუდოდ თანუს მწვანე მაღალქუსლიანების მა უნდა ყოფილიყო.
მერე ჩემ ოთახში შემოფრინდა თანუ.
-ტასო რა ხდება ?-დაიყვირა თანუმ და გაკვირვებულმა მოავლო თვალი ჩემ ფეხს.
-რა ხდება და ფეხი მომტყდა
-მე ეხლა უნდა მეუბნებოდე? -გამიჯავრდა დაქალი
-გუშინ ხომ წასული იყავი-ჩავილაპარაკე ტუჩმოკვნეტით
-მერე შენზე მნიშვნელოვანი რა არის ? -შემომჩივლა ისევ გაბრაზებული ხმით
-თანუ ეს გაბრიელია -გადავიტანე თემა და ახალგაღვიძებულ გაბრიელს გადავხედე
-მე თანუ ვარ -მიუბრუნდა უფრო დაწყნარებული ხმით და სახეზე ღიმილი მოედო.
-გაბრიელი დამეხმარა გუშინ
-ხო დაგეხმარა და ღამეც მოგიარა ალბათ -ჩაიჩურჩულა ჩუმად და ეშმაკურად ააფახუნა თვალები
რაღაცის თქმას ვაპირებდი გაბრიელიმა ,რომ გამაწყვეტინა.
-მე წვალ ტასო -მითხრა ღიმილით და ჩემკენ წამოვიდა
-მე დაგტოვებთ და ხუთ წუთში შემოვალ -გამაფრთხილა თანუმ
მეც გავუღიმე და კარები ,რომ მოკეტა გაბრიელს შევხედე
-უღრმესი მადლობა
-მადლობა შენ ასეთი ორიგინალური პაემნისთვის



№1  offline წევრი salomee

კარგი გოგო ხააარ!

 


№2  offline წევრი varduka

ძალიან მაინტერესებს ეს ისტორია როგორ დამთავრდება და არ გაწყვიყო თორე გავგიჟდებიი:O:O:O

 


№3  offline წევრი Tako_Latibashvili

Megiraa ^_^
Dzalian kargia, nu geshinia ar dagvaviwydeba es istoria mtavaria shen da sheni patara iyooot magrad <3

 


№4 სტუმარი Likuna123

Arasdros armombezrdeba am istoriis wakitxva. Sauketeso xar da dzalian mikvarxar. Sheni istoriebit dzalian gvaxareb da es dagvianebebic gepatieba ise kargad wer da mtavaria sheni patara ikos kargad <3

 


№5  offline წევრი kurt cobain

ძალიან ძალიან ძალიან.პოზიტიური ადამიანი ხარ .❤

 


№6  offline წევრი gaomao

მაგ ბასასოს უთხარი დედიკოს ნუ აბრაზებს <3

 


№7  offline წევრი Tini Gadrani

mikvars es istoria)))

 


№8 სტუმარი Nuun

Gaagrdzelee uechvelii magaariaa❤️❤️❤️

 


№9  offline მოდერი ლილიანა

მე ველოდები იმიტომ რომ მომწონს
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№10  offline წევრი Annee

რა დამავიწყებს ამ ისტორიას.. სულ პოზიტივით მმუხტავს კითხვისას. :* შენც და შენც პატარასას ჯანმრთელობას გისურვებთ: **:*:*

 


№11  offline წევრი aleksandra

მე ვარ გაბრაზებული, განრისხებული, ნერვებმოშლილი შენზე!!! უნამუსოვ შენ, ასე როგორ შეიძლება დაგვიანება! სულაც არ გამართლებს ეგ მიზეზიი...
კაი ჰო ვხუმრობ:დდდ შენ ყველაზე მაგარი ორსული ხარ, ყველაზე მაგარი ქმრით და საშინლად მოუსვენარი ღლაპით:დდდ საკმარისია მაგ გამობზეკილ მუცელს შევხედო და სულ მავიწყდება, რომ ლოდინით ნერვებს მაწყვიტავ:დ აბა შენ იცი, ტასოსაც ისე მოუწყე ყველაფერი,როგორც შენ გაქვს(რა გენაღვლება რა.. ქმარი, შვილი,თბილი სახლი და საუკეთესო მეგობრები(აქ ვიცინი) ) ტასო არ დამიჩაგრო! :დ <3

 


№12  offline წევრი Girlfromlondon

aleksandra
მე ვარ გაბრაზებული, განრისხებული, ნერვებმოშლილი შენზე!!! უნამუსოვ შენ, ასე როგორ შეიძლება დაგვიანება! სულაც არ გამართლებს ეგ მიზეზიი...
კაი ჰო ვხუმრობ:დდდ შენ ყველაზე მაგარი ორსული ხარ, ყველაზე მაგარი ქმრით და საშინლად მოუსვენარი ღლაპით:დდდ საკმარისია მაგ გამობზეკილ მუცელს შევხედო და სულ მავიწყდება, რომ ლოდინით ნერვებს მაწყვიტავ:დ აბა შენ იცი, ტასოსაც ისე მოუწყე ყველაფერი,როგორც შენ გაქვს(რა გენაღვლება რა.. ქმარი, შვილი,თბილი სახლი და საუკეთესო მეგობრები(აქ ვიცინი) ) ტასო არ დამიჩაგრო! :დ <3


შენ გირჩევნია ახალი თავი დაწერო თორე სახლში აღარ შემოგიშვებ :D შესაამისად ჩემ მოუსვენარ მუცელსაც ვეღარ მოეფერებიი :D ^_^

 


№13  offline წევრი aleksandra

Girlfromlondon
aleksandra
მე ვარ გაბრაზებული, განრისხებული, ნერვებმოშლილი შენზე!!! უნამუსოვ შენ, ასე როგორ შეიძლება დაგვიანება! სულაც არ გამართლებს ეგ მიზეზიი...
კაი ჰო ვხუმრობ:დდდ შენ ყველაზე მაგარი ორსული ხარ, ყველაზე მაგარი ქმრით და საშინლად მოუსვენარი ღლაპით:დდდ საკმარისია მაგ გამობზეკილ მუცელს შევხედო და სულ მავიწყდება, რომ ლოდინით ნერვებს მაწყვიტავ:დ აბა შენ იცი, ტასოსაც ისე მოუწყე ყველაფერი,როგორც შენ გაქვს(რა გენაღვლება რა.. ქმარი, შვილი,თბილი სახლი და საუკეთესო მეგობრები(აქ ვიცინი) ) ტასო არ დამიჩაგრო! :დ <3


შენ გირჩევნია ახალი თავი დაწერო თორე სახლში აღარ შემოგიშვებ :D შესაამისად ჩემ მოუსვენარ მუცელსაც ვეღარ მოეფერებიი :D ^_^

ჩემი შენ გითხარი, ეგ პონტია რა:დდ მე კი დავწერე და დავდებ კიდეც, მაგრამ შენ სად დაიკარგე? კი ვიცი სადაც, მაგრამ...:DDD უსაქმური ხარ, მთელი დღე წევხარ, მახინჯი დემეტრე გეფერება იმ მახინჯი ხელებით(მამკლავს:D:D) და აქ ხალხს ატყუებ რომ ვერ წერ 3:) არ დაუჯეროთ ფიფაალ:დ აფერისტიაა, აფერისტი!:DDDD

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent