შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როცა სიამაყე საკმარისი არ არის [8]


18-04-2015, 22:15
ავტორი Bero)))
ნანახია 4 868

სამი თვე გავიდა და ანას ცხოვრებაში არაფერი შეცვლილა, გარდა იმისა, რომ მუცელი უფრო და უფრო ეზრდებოდა...ძალიან პრიკაზიანი ორსულია, თუმცა იმის გამო რომ გვერდით არავინ ყავს და თან ნინიც უკვე ორი კვირაა გიგასთან ერთად დუბაიში საქორწილო მოგზაურობაშია, თვითონ უწევს თავისი პრიკაზების დაკმაყოფილება...
ერთხელ, ღამის ორ საათზე გამოეღვიძა და სამზარეულოში შევიდა, მთელი კარადები და მაცივარი გადაატრიალა, თუმცა ვერაფერი იპოვა, ისეთი რაც მის სურვილს დააკმაყოფილებდა...მთელი ერთი საათი იტრიალა, თავისი ბედიც გამოიტირა, მაგრამ მაინც ვერ დამშვიდდა, ბოლოს მანქანის გასაღებს დაავლო ხელი და სუპერმარკეტში წავიდა...მართლაც რომ ბედი დასცინის ანას, წესით, ახლა საჭესთან დემეტრე უნდა იჯდეს და მისთვის ნაყინებით სავსე პარკი მოჰქონდეს...შეიძლება მოეტანა კიდეც, რომ სცოდნოდა თავისი შვილის არსებობის შესახებ..მე თუ მკითხავთ სწორედ აქ ცდება დვალი. ხომ შეიძლება დემეტრემ გაიგოს მისი საიდუმლო, მერე კი მის საწინააღმდეგოდ შემოატრიალოს... სწორედ ასეც მოხდა...

დეკემბრის ერთ დღეს, ნინი ანასთან ავიდა:
-როგორ ხართ?_თბილად მოიკითხა და ხელი მუცელზე გადაუსვა.
-ძალიან ცელქობს და მთელი ღამე არ მასვენებს..._წაიბუზღუნა დვალმა და ნელა დაჯდა დივანზე...
-გოგო, ბავშვებმა გადავწყვიტეთ, გუდაურში წასვლა და არ წამოხვალ?
-ამხელა მუცლით როგორ წამოვიდე? საშიშია მაინც..
-ექიმს დავურეკოთ და ვკითხოთ, თან ჰაერის შეცვლაც ხომ გირჩია...
-საშიშია ნინი, იქ რომ ფეხი დამიცდეს, მერე რა ვქნა? ან გავცივდე.
- აბა აქ მარტომ რაღა უნდა გააკეთო? გთხოვ წავიდეთ რაა...
მთელი საღამო ეხვეწა ნინი, ბოლოს დაიყოლია და ექიმთანაც დარეკეს....ქალბატონმა ეკამ კი უთხრა, რომ თუ ფრთხილად ივლიდნენ საშიში არაფერი იყო, თუმცა კარგი იქნებოდა თუ 5 დღეში დაბრუნდებოდა, რადგან მაინც მთის ჰაერი იყო და ასე უცბად ცვლილებას შეიძლება ცუდად ემოქმედა...ექიმმა კიდევ ბევრი დარიგება მისცა და ბოლოს მშვიდობიანი მგზავრობა უსურვა...
ნინიმ და ანამ ბარგი მალევე ჩაალაგეს და პირველ სართულზე ჩავიდნენ ნინისთან... იმ საღამოს ბავშვებიც მოვიდნენ და დავითიც მოიყვანეს....პატარა მაშინვე ანასკენ გამოექანა და მუცელზე ჩაეხუტა...იმ საღამოს ბევრი ისაუბრეს, მერე ანამ დაღლა მოიმიზეზა და სახლში წავიდა...

დილით ნინის ზარმა გააღვიძა, უთხრა გაემზადე და წავიდეთო...მგზავრობამ ძალიან დაღალა, მთელი გზა სულ ეძინა და მხოლოდ ჩასვლის შემდეგ გაიღვიძა. სასტუმროში ბიჭებმა ყველაზე მყუდრო და თბილი ოთახი აუღეს, ისიც შევიდა და საქმე არაფერი, რომ არ ქონდა მივიწყებული facebook გახსნა, მთელი დღე მაგით გაიყვანა დრო, ახალი ფოტოებიც ატვირთა და საღამოს ნინის მიაკითხა...გოგოებმა ცოტა ხანი სასტუმროსთან ახლოს ისეორნეს, მერე კი ანას შესცივდა და ნომრებში დაბრუნდნენ... იმ ღამეს ძალიან მშვიდად ეძინა, მერე კი დილით სასაუზმოდ ჩავიდა...აი ეს იყო საბედისწერო მომენტი დვალისთვის...
კუთხეში მდგომ მაგიდასთან დემეტრე და მისი ძმაკაცები ისხდნენ, თუმცა ანას ეს სულაც არ შეუმჩნევია, მათგან მოშორებით ჩამოჯდა და სხვებს დაელოდა...ბავშვებიც მალე გამოჩნდნენ...მშვიდად მიირთმევდნენ, თუმცა ანა ფეხზე წამოდგა და აივანზე გასვლა დააპირა...ბიჭებთან მოლაპარაკე დემეტრემ თვალი ოფიციანტს გააყოლა, როცა ნაცნობი სილუეტი შეამჩნია, ჯერ სახეზე შეხედა, მაგრამ მიხვდა, რომ რაღაც ისე ვერ იყო და როცა ტანს ჩააყოლა მზერა, თვალში მოხვდა გაბერილი მუცელი...აი აქ დემეტრეს მგონი გულმა დაარტყა, თვალები გაუფართოვდა და გული აუჩქარდა...ბიჭებმაც შეამჩნიეს მისი სახის ცვლილება და მის მზერას გააყოლეს თვალი...დიტო კარგად არც დაკვირვებია ანას, ისე წამოხტა და გახარებული მისკენ გაექანა.
-ანა_შორიდან დაუძახა და მობრუნებულ გოგონას გაეკრიჭა...დვალს სახეზე ფერი ეცვალა და ნატრობდა, რომ აქ მხოლოდ დიტო ყოფილიყო, მაგრამ როცა მის უკან ბიჭები დაინახა, თვალებში დაუბნელდა, თუმცა თავს სისუსტის უფლება არ მისცა და მისკენ მომავალ დიტოს გაუღიმა, მაგრამ როგორ გამოუვიდა ეგ სხვა საკითხია...
-რას შვრები ანუშკი?_ მოიკითხა დიტომ და მოეხვია, მაგრამ "რაღაცამ" არ მიუშვა და როცა ამ "რაღაცას" დახედა თვალები შუბლზე აუვიდა...
-რავი არაფერს დიტო შენ რას შვრები?_უპასუხა ანამ და "ახლა არ გინდა"ს თვალებით შეხედა.
-მეც ეგრე_ამოიბლუყუნა დიტომ და თვალი ანას მუცელს გაუშტერა...
-კარგი დიტო, მე წავალ მელოდებიან_უთხრა, ისევ გაუღიმა და უკან ნომერში დაბრუნდა....მთელი დღე არ გამოდიოდა იმის შიშით, რომ დემეტრე არ გადაყროდა.
რას აკეთებდა ამ დროს დემეტრე?
იჯდა და ერთ წერტილს მიშტერებული ფიქრობდა...ყურადღებას არ აქცევდა ბიჭების მოსაზრებებს და რჩევებს, რომ გოგო არ შეეშინებინა და ყველაფერი მშვიდად გაეკეთებინა...მაგრამ დამერწმუნებით, რომ ადვილი არ არის ასე უცბად იგებდე, რომ მამა ხდები და არ გაბრაზდე იმაზე, რომ ამდენი ხანი გიმალავდნენ...თუმცა მიხვდა, რომ პრობლემა მასში იყო და არა ანაში. მისგან მეტის მოლოდინი არც უნდა ქონოდა, ბოლოსდაბოლოს შეარცხვინა ყველას წინაშე და ხალხის საჭორაო გახადა...როცა წარმოიდგენდა რის გადატანა უწევდა ანას, უნდებოდა, როცა წარმოიდგენდა რომ არავინ უსრულებდა პრიკაზებს შუა ღამით, გაგიჟებამდე მიდიოდა...მიხვდა, რომ ეს შემთხვევა რომ არა თავის შვილს ვერასდროს ნახავდა...აი აქ გადაეკეტა ყიფიანს და ფეხზე წამოვარდა, დერეფანი გაირბინა და მიმღებში ჩავიდა, უნდოდა გაეგო რომელ ნომერშია ანა დვალი, მაგრამ ვერც ფულმა და ვერც მისმა სახელმა ვერ გაჭრა, გამობრუნებას აპირებდა, როცა კარებში ნინი შემოვიდა, გიგასთან ერთად...ბიჭი მაშინვე იცნო და მათკენ წავიდა... ნინიმ შეამჩნია თუ არა, სახეზე ფერი ეცვალა და გიგას ხელს ჩაეჭიდა...
-სად არის ანა?_გაბრაზებულმა იკითხა დემემ და მკვლელი თვალებით შეხედა წყვილს.
-ანა აქ არაა._უნიჭოდ მოიტყუა ნინიმ, რადგან ჯერ კიდევ ჰქონდა იმედი, რომ ყიფიანმა არაფერი იცოდა...
-ნინი სად არის ანა?_დაუყვირა დემემ, რაზეც გიგამ მისკენ გაიწია, რომ დაერტყა, თუმცა ნინი გადაეღობა და დამშვიდება სთხოვა...
-ბიჭო, ჩემს ცოლთან ხმას აღარ აუწიო, თორე ცოცხლად დაგმარხავ._არანაკლებ უღრიალა გიგამ-და საერთოდ შენ ანასთან რა საქმე გაქვს? მგონი ყველაფერი დაასრულეთ და მის ცხოვრებაში შენი ცხვირის ადგილი აღარ არის.
-მაგის ცხოვრება მაგარი , პროსტა ჩემ შვილს ვერ წამართმევს გესმის? მაგის დამალვას არ ვაპატიებ და ჯობია სანამ არ დავწყნარდები არ გადამეყაროს, თორემ ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ..._უთხრა დემეტრემ და გარეთ გავარდა.
****************************
ანამ მთელი საღამო ოთახში გაატარა და გარეთ ცხვირიც კი არ გაყო, საჭმელი ნინიმ აუტანა დაროცა მოსაღამოვდა ისიც წავიდა...დვალი ძალიან ნერვიულობდა, იცოდა რომ დემე ასე ადვილად არ დაანებებდა თავს და მისი ეს დუმილიც კარგ არაფერს მოასწავებდა...მთელი ღამე აქეთ-იქით იარა, ნერვიულობდა და ისეთი შეგრძნება ქონდა, რომ ყიფიანი კართან ელოდებოდა და ამის გამო გარეთ ვერ გადიოდა, არადა ოთახში ჰაერი არ ყოფნიდა და ხვდებოდა, რომ თუ მალე არ გავიდოდა ჰაერზე, ცუდად გახდებოდა და ვეღარავინ უშველიდა...
-ჯანდაბა ყიფიანო_გემრიელად შეაკურთხა და ქურთუკი მოიცვა, ფეხზეც ჩაიცვა და სასტუროდან გავიდა...იქვე ბილიკს მიუყვებოდა და ლამპიონზე აბრჭყვიალებულ თოვლს უყურებდა... აი დემეტრე კი აივნიდან აკვირდებოდა მოსეირნე ანას და ყურებამდე გაღიმებული უყურებდა მის გაბერილ მუცელს...ჯერ კიდევ არ სჯეროდა, რომ დვალს მისი შვილი უნდა გაეჩინა და თითქოს შერცხვა კიდეც, რომ ისიც არ იცოდა გოგოა თუ ბიჭი, ან როგორი ორსულობა ქონდა ანას...ცნობისმოყვარეობამ იმდენად შემოუტია, რომ ნომრიდან გავიდა და სასტუმროს გასასვლელისკენ წავიდა...დვალს გვერდში ამოუდგა და ისე გააგრძელა გზა, რომ მისთვის არც შეუხედავს, თუმცა არ გამორჩენია მისი აჩქარებული გულისცემა...
-გოგოა თუ ბიჭი?_ყველაზე მეტად რა კითხვაც აინტერესებდა, ის კითხვა დაუსვა დემემ და პასუხს დაელოდა.
-ექიმმა თქვა, რომ ბიჭია_ხმისკანკალით უპასუხა ანამ და ხელი მუცელზე დაისვა....დემეტრეს თვალები გაუბრწყინდა და დვალის წინ დადგა.
-ჩემი არ შეგეშინდეს რაა..._თვალებში ჩახედა ყიფიანმა და რამდენიმე წუთი ასე უყურა.-ანა ვიცი, რომ ბევრი შეცდომა დავუშვი, მაგრამ ნუ წამართმევ ამ ბედნიერებას, მინდა ვუყურო როგორ გაიზრდება ჩემი შვილი და შენ, რომც უარი თქვა მე ამას მაინც გავაკეთებ..._ანა ხმას არ იღებდა, გვერდი აუარა დემეს და გზა განაგრძო.
-და საერთოდ შენ ახლა აქ რა გინდა? ხომ იცი, რომ საშიშია?_ისევ განაგრძო ყიფიანმა.
-დემეტრე მომეშვი გესმის? დამანებე თავი...გაქრი ჩემი ცხოვრებიდან_დაუყვირა ანამ და სასტუმროს შესასვლელისკენ გაიქცა და დემეტრეც გაეკიდა...
-ანა ფრთხილად..._სიტყვა არ ქონდა დასრულებული, რომ დვალს ფეხი აუცურდა და დემეტრე, რომ არა ნამდვილად დიდი ტრაგედია დატრიალდებოდა...დვალმა დემეს ახედა და მის თვალებში გაბრაზება დაინახა...თვალებს, რომ ტყვიის სროლა შეეძლოს, ანას უკვე დიდი ხანია შუბლი ექნებოდა გახვრეტილი...
-შენმა ეგოისტობამ კინაღამ ჩემი შვილი დაღუპა_კბილებში გამოცრა დემემ, მაგრამ ანას მისი გაბრაზებისთვის იმხელა ყურადღება არ მიუქცევია, რამდენადაც მისი სიტყვებისთვის...გული ეტკინა, რომ დემეს მხოლოდ ბავშვი ანაღვლებდა და ის საერთოდ არ აინტერესებდა...დვალი მაშინ გამოერკვა, როცა ყიფიანმა ხელი დაავლო და ავტოსადგომისკენ წაიყვანა.
-სად მიგყავარ?_ შეშინებულმა იკითხა ანამ.
-სახლში.
-დემეტრე ხომ არ გაგიჟდი? ღამეა...თანაც ბავშვები ინერვიულებ....არ გინდა გთხოვ, რამე რომ დაგვემართოს?_ანა ყველანაირად ცდილობდა მის გადარწმუნებას, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ყიფიანმა მანქანის კარი გამოუღო და თითქმის ძალით ჩასვა, მერე კი თვითონ დაჯდა და თბილისისკენ მიმავალ გზას გაუდგა...მთელი გზა ანას ხელი მუცელზე ედო და თითქოს ამით ანერვიულებულ პატარას აწყნარებდა... რაღაც მომენტში დემემ ინანა კიდეც თავისი საქციელი, მაგრამ სვანმა მაინც არ გადათქვა თავის სიტყვა და ჯიუტად უცქერდა გზას, თუმცა ხანდახან ანერვიულებულ დვალს გადმოხედავდა და მისი დამშვიდების სურვილს გულში იკლავდა...
როგორც იქნა ჩამოაღწიეს ქალაქშიც...როცა დემემ მანქანა კორპუსის წინ გააჩერა, ჯერ თვითონ გადავიდა და ანას კარი გაუღო. დვალიც ფრთხილად გადმოვიდა მანქანიდან, თუმცა თავბრუ დაეხვა და ყიფიანს ხელზე დაეყრდნო...
-ანა ცუდად ხარ?_შეშფოთებულმა კითხა დემემ და ისევ სავარძელზე ჩამოსვა-გინდა წყალს მოგიტან?_ანამაც საპასუხოდ თავი დაუქნია და ხელი შეუშვა, დემეც იქვე ღია მარკეტში შევარდა და იქიდან წყლის ბოთლით დაბრუნდა...
-ახლა როგორ ხარ?_კითხა მას შემდეგ რაც დვალმა წყალი დალია და ფეხზე წამოდგა.
-უკეთესად, ნერვიულობის ბრალია...
-მაპატიე, არ მინდოდა შენი ნერვიულობა, მაგრამ იქ რომ რამე მოგსვლოდათ ჭკუიდან გადავიდოდი...
-დემეტრე მისმინე... შეიძლება ახლა გამოგყევი, მაგრამ მინდა იცოდე, რომ მე შენთვის არაფერი მიპატიებია...და საერთოდ მეეჭვება ამის პატიება შევძლო...
-ანა მესმის შენი...მაგრამ ჩემ შვილს ვეღარ დამიმალავ და ვერც წამართმევ...
-იქნებ შენი არაა?_კითხა ანამ და მოუთმენლად დაელოდა მის პასუხს.
-შენს თავს ნუ აკადრებ ისეთ რამეს, რაც მე არ მიკადრებია...იმ წუთიდანვე, რაც დაგინახე, ზუსტად ვიცოდი, რომ ეს ბავშვი ჩემია... ახლა კი სახლში ავიდეთ, აქ ცივა._დემეტრეს პასუხი დვალს ესიამოვნა და სადარბაზოსკენ მიმავალს უკან აედევნა... სახლში, როცა შევიდნენ ანამ ქურთუკი გაიხადა, დემეს კი მის დიდ მუცელზე გაეღიმა და მიუახლოვდა.
-შეიძლება მოვეფერო?_ მორიდებით კითხა და თვალებში ჩახედა, ანამ თავი დაუქნია და მის შეხებას დაელოდა...დემემ ნელა აუწია სვიტერი და თავისი ცივი ხელი ნელა გადაუსვა მუცელზე... ყიფიანმა ცრემლები ვერ შეიკავა, როცა პირველად გამოძრავდა მისი შვილი და ამით მამას თავისი არსებობა აგრძნობინა...
პ.ს ძალიან მრცხვენია თქვენი...ძალიან მინდოდა დადება, მაგრამ ვერანაირად ვერ ვახერხებდი...დღესაც "რა? სად? როდის?"-ზე ვიყავი და იქიდან თავატკიებული დავბრუნდი...რაღაცეები ვიცოდვილე და მგონი რაღაც გამოვიდა... შეცდომები მაპატიეთ... იმედია მოგეწონებათ...



№1  offline წევრი vighaca

Aii Dzalian Magaria Sheecade Xshirad Dado Xolme

 


№2  offline წევრი Sexy Mädchen

ალილუიააა...ახალი თავი <3
--------------------
:)

 


№3  offline წევრი nuki-nuka

ძალიან კარგი და მალე დადე... love

 


№4  offline წევრი teona))

Magaria veli shemdegs

 


№5  offline წევრი lika

dzalian kargiyo ise visiamovne kitcvisas.. dzan momewona ...ragac mepatarava es tavi dzan gtxov gazarde ro armyofnis ..

 


№6  offline წევრი ana-stasia

აიი ისეთი საყვარლობა იყო ბოლოში იმ ერთ სიტყვაზე ამიტყდა ტირილი და რასაც ქვია დავიცალე,ძალიან მიყვარს ეს ისტორია და ესე ნუ გვტანჯავ რა love

 


№7  offline წევრი SaLoOme

❤❤❤ Saocari gogo xar saocari istoooriiiit❤❤❤velodebi shemdeg taaavs ❤❤

 


№8  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

Auu dzaliann momeconaa malee dadee axalii tavii mainteresebs :*

 


№9  offline მოდერი aleqsandra

Dges dade ra..... Kaia :-* demetre ki gaamware magrad gtxov!!! Eg martla satana,bichi!!! Egetebi shvilebs da colebs ar imsaxureben!!!

 


№10  offline წევრი Bero)))

aleqsandra
Dges dade ra..... Kaia :-* demetre ki gaamware magrad gtxov!!! Eg martla satana,bichi!!! Egetebi shvilebs da colebs ar imsaxureben!!!

მიხარია თუ მოგწონს love დღეს არ ვიცი რამდენად, მაგრამ ხვალ აუცილებლად დავდებ love

 


№11  offline წევრი Annee

ახლა წავიკითხე მთლიანად. ძაან მომწონს ^_^ დემეტრე ნერვებს მიშლის ხანდახან, მაგრამ მისი დათბობა იგრძნობა.

 


№12  offline წევრი tatiko:)

Male dadee raa :)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent