შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როგორ მოვარჯულოთ ჭირვეული ანუ შენ ჩემი გახდები !! ( 12 თავი)


20-04-2015, 20:16
ნანახია 4 332

#12
დილით სასიამოვნო სუნმა გამაღვიძა, ალექსანდრეს საროჩკა გადავიცვი და სამზარეულოში გავედი. ალექსანდრე სამზარეულოში ფუსფუსებდა. დამინახა რომ მივედი და თვალი ჩამიკრა.
-როგორ გეძინა?
-კარგად.
გავუღიმე.
-გიხდება ჩემი საროჩკა.
-ის კი არ მიხდება მე ვუხდები..
გამიღიმა და მაკოცა.
-რას აკეთებ? (მე)
-ნამცხვარს გინდა?
-აუუ კი.
-დამეხმარები?
-აჰამ.
მივედი და ვეხმარებოდი, ფქვილში ამოვიგუნგლე, ყველგან ფქვილი მეყარა.
-საყვარელი ხარ.
მითხრა და სიცილი აუტყდა.
-რატო დამცინი.
გავიბუტე და ზურგი შევაქციე. ის ჩამეხუტა და კოცნა დამიწყო, მე ამ დროს მოვასწარი და ერთი მუჭა ფქვილი თავზე დავაყარე.
-ცუდი გოგო ხარ.
მითხრა და უფრო ვნებიანად დამიწყო კოცნა. მეც ავყევი და ნამცხვარი ვიღას ახსოვდა, მერე საძინებელში ავედით, საროჩკა კი არ გამხადა შემომახია, მე ზურგზე ვფხაჭნიდი ფრჩხილებით, ამაზე უფრო გიჟდებოდა და მთელ სახლში ჩემი კვნესის ხმა ისმოდა. ის ისევ იმეორებდა:
-ჩემი ხარ, ჩემი ხარ....


მერე გადავწყვიტეთ ისევ თბილისში დავბრუნებულიყავით, არადა როგორ მიყვარდა ჩვენი ხის სახლი.
-აუ, არ მინდა აქედან წასვლა.
დამწუხრებული სახით ვთქვი.
-ისევ მოგიყვან.
ნუ, მოგვიწია თბილისში დაბრუნება, ალექსანდრეს სამსახურის გამო.
სახლში რომ მივედით ალექსანდრეს ისევ ნამცხვრის გაკეთება ვთხოვე, მან გახდა დაიწყო.
-შე დებილო მართლა ნამცხვარი მინდა.
-ეგეც იქნება ჯერ ეს!!
-არა, ჯერ ნამცხვარი მერე სიამოვნება.
ეს ვუთხარი და დავეჭყანე.
-აუუ, ნერვებს მიშლი.
-ვიცი.
მერე მართლა დავიწყეთ ნამცხვრის გამოცხობა, სხვათაშორის გემრიელი გამოგვივიდა. მერე ალექსანდრეს მობილურმა დაურეკა.
-გისმენთ
-.............
-და რამდენი ხნით?
-.............
-კარგით ნახვამდის.
ტელეფონი გათიშა და უკმაყოფილო სახით მომიბრუნდა.
-რა ხდება? (მე)
-შვებულებაში მაგზავნიან ორი თვით.
-რაა? ორი თვე რა ამბავია.
-ხო. არადა რა დროს ეგ იყო, ძლივ ჭირვეული მოვარჯულე.
-ეეეე.
-რა არა?
-ხო, კაი ვაღიარებ.
-რას?
-იმას რომ ჭირვეული მოარჯულე იმას. (ჩამეცინა)
-მიყვარხარ სალი.
-მეც.


სამწუხაროდ ალექსანდრე შვებულებაში წავიდა, მე საბასთან და ნინისთან გადავედი დროებით, დიდ სახლი გვაქ და მარტო ყოფნა არ მინდოდა. მათ სიხარულით მიმიღეს.
-ვაიმე, სალიტა, როგორ მიხარია ჩვენთან რომ იქნები.(ნინი)
-ხო, მეც, სულ ჩემ ნათლულს უნდა ვეთამაშო.
-იცი ახალი ამბავი უნდა გითხრათ! (აღტაცებულმა საბამ სიხარულით მომახალა)
-რა ამბავი?
-რადა, მალე მეორე შვილი მეყოლებაა (ნინი)
-ვაიმე, როგორ გამახარეთ. (მე)
-მეც გამიხარდა, მალე დაიკო ან ძამიკო მეყოლება. (გახარებულმა იკივლა ანასტასიამ)
-ისე შენ და ალექსანდრემ როდის უნდა გაგვახაროთო? (ეშმაკურად გამომხედა საბამ)
-ოოო, ეგ არ ვიცითოოო.
ასე გადიოდა დრო, მე ალექსანდრეს ველოდი, საბა კი ნინის ხუშტურებს ასრულებდა. ერთი თვე უკვე გასული იყო, ალექსანდრეს სულ ველაპარაკებოდი სკაიპში.
ერთხელ ქალბატონმა ნინიმ შემწვარი თევზი მოინდომა.
საბა გიჟივით გავარდა მაღაზიაში ამოიტანა და შეწვა დაიწყო, მე ძალიან მიყვარს თევზი, მაგრამ როგორც კი მისი სუნი მომივიდა გული ამერია და ტუალეტში გავვარდი. ნინი გაოცებული მიყურებდა.
-ვაიმე, მაპატიეთ, არ ვიცი რა დამემართა.
-არაუშავს.
მაგრამ ოპაა მერე ისევ გავვარდი ტუალეტში.
ასე გავიდა ერთი კვირა, საჭმელს ვეღარ ვეკარებოდი სულ გული მერეოდა.
-გოგო ექიმთან მიდი ანალიზზე იქნებ და რა გჭირს. (ნინი)
-აუ ხო რავი წვალ ხვალ.
-ხვალ კი არა ეხლავე წავალთ.
წამიყვანა და სისხლის ანალიზი ამიღო.
-ქალბატონო სალომე დაახლოებით სამ საათში მობრძანდით და პასუხსაც გაიგებთ. (ექთანი)
-კარგით.
და მე და ნინი სახლში დავბრუნდით. ძალიან ვნერვიულობდი პასუხზე, ალექსანდრეს ს არაფერს არ ვეუბნებოდი, არ მინდოდა ენერვიულა, როგორც იქნა სამი საათი გავიდა.
-ნინი, მე წავალ პასუხებზე და მოვალ მალე. (მე)
-კაი, მიდი.
წავედი, გზაში უამრავი რამ გავიფიქრე, სულ ცუდზე ვფიქრობდი, იქნებ და რამე უკურნებელი მაქ, ვნერვიულობდი. ფეხებს ძლივს ვადგავდი, მალე მივედი. ექიმთან კანკალით შევედი. პასუხის მოლოდინში.
-ქალბატონო სალომე, ნუ ნერვიულობთ, ეგ არაა კარგი თქვენთვის.
-ექიმო ვკვდები?
ამაზე სიცილი დაიწყო, მგონი გიჟია გავიფიქრე და მეც სიცილი დავიწყე.
-გილოცავთ გილოცავთ.
-კი, მაგრამ რას?
-რას და იმას რომ მალე დედა გახდებით.
-დედა?
გაოცებულმა შევძახე.
-დიახ, დედა, თქვენ ერთი თვის ორსული ხართ.
-მეეეე...
-დაბნეულობა გასაკვირია.
ისევ სიცილი.
-წადით და მამას გააგებინეთ, გაახარეთ.
-კარგით. ნახვამდის.
-კარგად, გახსოვდეთ არანაირი ნერვიულობა !!
წამოვედი, გზაში ვფიქრობდი. მე? დედა? რა სასწაულია, ჩემში პატარა არსებაა.. ვაიმე... ალექსანდრეს ვუთხრა? თუ რო ჩამოვა მერე ვუთხრა?
ბოლოს გადავწყვიტე ყველასთვის დამემალა და ალექსანდრე, რომ ჩამოვიდოდა ყველასთვის მაშინ მეთქვა. სახლში რომ მივედი ნინი შემეგება.
-ჰა, კვდები?
-არა მე რა მომკლავს გოგო. (გამეცინა, არადა როგორ მინდოდა მიმეხარებინა)
-აბა? რაო ექიმმ?
-არაფერი ისეთი. გაგივლისო სერიოზული არაფერიაო.
-აა, კაი.
-მე ოთახში შევალ დავისვენებ.
-კაი მიდი.
ოთახში შევედი და ისევ ის მახსენდებოდა. ის პატარა არსება რომელიც ჩემში იყო და ცხრა თცის მერე გავიცნობდი. ნეტა ალექსანდრე აქ იყოს ეხლა, გავახარებდი. მერე ჩემს მუცელს დავადე ხელი, ჯერ ისევ სწორი იყო, მაგრამ ხომ ვიცოდი რომ იქ ვიღაც იყო რომელიც უკვე მიყვარდა..
-მიყვარხარ ჩემო პატარავ..



№1  offline წევრი cancara

Male getyoba apireb damtavrebas magram ar daamtavro ra

 


№2  offline წევრი ninee

gaagrdzelee kaiaa sa male dade shemdegi tavii

 


№3  offline წევრი lamazmani

ვაიმე ბლუჩუნ პირველი ნაწილი ზევითა რა ველურული იყო ძაან მაგარია მალე დადე

 


№4  offline წევრი NataShka()()()

ძალიან კარგია ოღონდ თუ შეძლებ ცოტა დიდი თავები დადე <3
--------------------
ნ.ორბელაძე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent