შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როგორ მოვარჯულოთ ჭირვეული ანუ შენ ჩემი გახდები !! ( 10 თავი)


10-04-2015, 00:16
ნანახია 4 864

#10
დრო გადიოდა. ანი ჩვენთან ყოველდღე დადიოდა. მისი წყალობით დღითიდღე კარგად ვხდებოდი, ძალიან კარგო გოგონა იყო სულ კარგ ხასიათზე მაყენებდა. ამ დროის განმავლობაში ჩემთან ბევრი სტუმარი მოდიოდა მარტო არ მტოვებდნენ, მომწონდა მათი ყურადღება. მეც მალე კარგად გავხდი, სამწუხაროდ მალე ანა უნდა წასულიყო ჩვენი სახლიდან რადგანაც მე მომვკელი აღარ მჭირდებოდა.
-ანი, ჩემო კარგო ძალიან მწყდება გული რომ გვტოვებ. (მე)
-მეც სალიტა, ძალიან.
-იმედია კონტაქტს არ გავწყვეტთ. ძალიან კარგი აფამიანი ხარ.
-გმადლობ. შენც კარგი ხარ. მიხარია მალე რომ გამოჯანმრთელდი. მე წავალ ეხლა.
-კარგად ანა.
-კარგად. სასიამოვნო იყო თქვენთან მუშაობა.
გამიღიმა და სამუდამოდ წავიდა სახლში ისევ მე და ალექსანდრე დავრჩით.
-კარგო გოგო იყო. (ალექსანდრე)
-ხო.
-მოდი რამე კინოს ვუყუროთ.
-კარგი. აარჩიე რამე.
ბოლოს რაღაც კინო, საშიში ჟანრი აარჩია. ქალი შავებში თუ რაღაცას ერქვა. დავსხედით და ვუყურეთ. სიმართლე გითხრათ ასეთი ჟანრის ფილმების ძალიან მეშინოდა, მაგრამ არაფერი ვთქვი. ვისხედით და ვუყურებდით. ყოველი დაძაბული მომენტი ჩემი სიცოცხლის განახევრებას უდრიდა. თან მეტი სიმძაფრისთვის ამ გამოტვინებულმა ოთახში შუქი ჩააქრო.
-ასე ჯობია. (დაიკრიჭა)
-ხო რავი. (გაფითრებული სახით ვუპასუხე)
-ხო არ გეშინია?
-არრა..
-კარგი.
არადა ჯანდაბა მე. მეშინია კი არა რა ავიფარო სახეზე არ ვიცი. ვკანკალებდი დაძაბულ მომენტებში თან რა მუსიკა ადევს ასე მეგონა ტელევიზორიდან ვინმე გადმომიხტებოდა. ვერ მივხვდი როდის ადგა ალექსანდრე დივნიდან და სამზარეულოში გავიდა. წვენი უნდა მოეტანა.
-სალიტა. (წაიჩურჩულა)
ვაიმეე აი ეხლა დამერხა.. თავიდან ვერ მივხვდი ალექსანდრე, რომ იყო. უკან მივიხედე და გაკრეჭილი დავინახე უეცრად რაღაც საშინელი სახე წარმომიდგა თვალ წინ და იმხელაზე ვიკივლე ალექსანდრეს წვენით სავსე ჭიქები ხელისან გაუვარდა.
-აააააააააააააა
-რა იყო გოგო?
-ვინ ხარ?
-ალექსანდრე ვინ უნდა ვიყო.
-უი.
-შენ რა კინომ შეგაშინა?
-არაა (ვიუარე არადა რომ მითხრა ალექსანდრე ვარო ლამის ჩავეხუტე)
-ჰაჰაააა. (დაცინვა დამიწყო)
უცბად კარზე კაკუნი გაისმა და ამჯერად მე და ალექსანდრემ ერთად ვიკივლეთ. მერე კარს ორივე ფეხის კანკალით მივუახლოვდით. ეს დებილი მე მეფარებოდა. თითქოს მასზე ნაკლებად მეშინოდა, თან ორივე ისე გამოვშტერდით სინათლის ანთება დაგვავიწყდა.
-ვინ არის?
ძლივა ამოვუშვი ხმა.
-ნინი ვარ გოგო რა ხმა გაქ.
-აა შენ ხარ.
ორივემ შვებით ამოვისუნთქეთ.
-რა მშიშარა ხარ. (ალექსანდრე)
-მე ვარ მშიშარა ბიჭო?
-ხო შენ აბა მე?
-შენ ხარ, აბა ზურგს უკან რატო მეფარებოდი.
-ოეე იკამათებთ თუ გამიღებთ კარს?
თავი შეგვახსენა ნინიმ
-ვაღებბ.
ნინიც შემოვიდა.
-რა სახეები გაქვთ?
-ჩვეენ?
-ხო.
-საშიშ ფილმს ვუყურებდით და. (ალექსანდრე)
-აუ რა ბატები ხართ.
სიცილი ატეხა ნინიმ. მერე სამივე დავსხედით და ამჯერად კომედია ჩავრთეთ.

ღამე ბატონმა ალექსანდრემ გამომიცხადა
-ქალბატონო, დღეს ჩემ ცოლთან ვწვები და ქორწილის ღამე უნდა გავიმეოროთო.
-არც იოცნებო.
-არ ვიოცნებებ, ეს მოხდება.
-კარგი.
მაშინვე ტანსაცმლის გახდა დაიწყო.
-ეე, სტოო სტოპ.
-რა იყო. ?
-აუ მიდი აივანზე გადი ტანსაცმელი დამრჩა ჩამოსახლსნელი და მგონი წვიმას აპირებს.
-ღადაობ გოგო? ასე გავიდე?
ბატონი ალექსანდრე საცვლის ამარა იდგა ჩემს ოთახში.
-ეე, ღამეა ვინ დაგინახავს.
-ხო კარგი.
დავითანხმე და აივანზე გავიდა, მე დრო ვიხელთე და აივნის კარი დავკეტე.
-ეეე, აქ არაა ტანსაცმელები.
და მობრუნდა რომ ოთახში შემოსულიყო. და უუფსს.. კარი დაკეტილი დახვდა.
-სალიტაააა
კივილი დაიწყო. მე მეორე მხრიდან ვანიშნე რომ მისი არ მესმოდა. არადა ისე კარგად მესმოდა რო რავიცი.
-გააღე დაიკეტა.
მე ხელებს ვიქნევ ვითონ ვერ გავიგე.
მან მინიშნებებები დაიწყო.
-არ მესმის რას მანიშნებ.
მერე იქვე სკამზე ჩამოჯდა და კივილი დაიწყო. მე ამაზე გამეცინა. გადავწყვიტე ტელეფონით ვიდეო გადამეღო.წარმოიდგინეთ აივანზე საცვლის ამარა მდგარი ბიჭი, გარეთ კი სიცივეა რადგანაც მარტია. ბოლოს შემეცოდა არ გაიყინოს მეთქი და კარი გავუღე.
-ვაიმე ძლივს.
-კიდევ გინდა?
-რა?
-ქორწილის ღამის გამეორება.
-არა
-რატომ.
-გავიყინე გოგო მაგის თავი აღარ მაქ.
-კარგი.
და კმაყოფილი სახით დავწექი ჩემს საწოლში. ისიც მომიგორდა.
-ეეე, ბიჭი.
-რა იყო?
-სხვა ოთახში გადი.
-რაატო?
-იმიტომ, არ მინდა ჩემთან იყო.
-როდოდან.
-დღეიდან
-არ გადავალ.
-გადახვალ.
-არა.
-კარგი.
მივვარდი და საწოლიდან გადავაგდე.
-მაბრაზებ.
-ვიცი.
-კარგი. ამჯერად გავალ.
-კარგია.
-მაგრამ მეორედ ვეღარ იზამ ამას.
-მაგასაც ვნახავთ.!!
ხმა აღარ ამოუღია. უკმაყოფილო სახით გავიდა ჩემი ოთახიდა.

***************
დილით გემრიელმა სუნმა გამაღვიძა. ნამცხვრის უგემრიელესი სუნი იყო. სამზარეულოში ჩავირბინე ალექსანდრე ნამცხვარს აცხობდა.
-ვაიმეე რა გემრიელად გამოიყურებაა. მინდააა.
-არაა შენთვის.
-რატო?
-ჩემთვის გავაკეთე.
-მატყუებ.
-არ გჯერა?
-არა.
მან ნამცხვრის ჭამა დაიწყო.
-ღორო.
-მნია მნია. რა გემრიელიააა. (ალექსანდრე)
ისე მინდოდა ნამცხვარი გავბრაზდი რომ არ მაჭამა და იქვე მდგარი ჯამი ავიღე რომელშიც ფქვილი იყო და თავზე დავაყარე.
-რას შვრები გოგო?
-არაფერს ისეთს.
-ომი გინდა?
-არა, ნამცხვარი.
-კარგი.
მიბრუნდა და წყლით სავსე გრაფინი დამაცალა თავზე.
-ბიჭი გაგიჟდი?
-კი.
ამის საპასუხოდ თეფში ვესროლე.
-გოგო, ნუ სულელობ.
-არ ვსულელობ.
თეფშს ლარნაკი მივაყოლე.
-ომი გინდა?
-კი.
მანაც საოასუხოდ ნამცხვრიანი თეფში სახეში შემაზილა.
-ააააააა
ვიკივკე. და თმებში ვწვდი.
-ასე გამამელოტებ გოგოო.
მერე კრემიანი ჯამი დავინახე და მალე კრემი ალექსანდრეს თმებზე აღმოჩნდა. ბოლოს იმდენი ვქენით სახლში ყველაფერი დავლეწეთ. ამ დროს კარზე ზარი გაისმა. ალექსანდრემ გაიხედა და ცივი სახით მობრუნდა
-რა გჭირს? (მე)
-დედაემია.
ვაიმე, მისის უნაკოება მოვიდა.
-ალექსიკო შვილო კარი გამიღე.
-ვაღებ.
როგორც კი ალექსანდრემ კარი გააღო ქალბატონი შემოვიდა და ნაომარი ადგილის დანახვაზე კივილი ატეხაა.
-აქ რა მოხდა?
-მე და თქვენმა შვილუკამ ვიჩხუბეთ.
-ვაიმე, გული.
მერე დივანზე წამოვაწვინეთ რომელიც გადარჩა.
-ხო ვამბობდი ეს გოგო არ მომწონს თქო.
-დედა! (ალექსანდრე)
-არც მე მომწონდა ქალბატონო თქვენი ვაჟი მაგრამ მკითხა ვინმემ?
-ვაიმე, აქეთ რომ მეპასუხება. გამიშვით უნდა გავწეწო.
-ოხ ქალო შენ მაკლიხარ ეხლა.
ამის ნერვები არ მქონდა და საძინებელში ასვლა დავაპირე. გზაში კი მწარე სიტყვა მომაძახა.
-უზრდელი.
-ვაიმე სწერვაა.
და ავვარდი ჩემს ოთახში. დავიბანე გამოვიცვალე და ნინის დავურეკე.
-ნინი, შენთან მინდა მოსვლა გცალია?
-კი მოდი.
-კაი ნახევარ საათში მანდ ვარ.
მერე დაბლა ჩავედი ქალბატონი იქ იყო.
-ალექსანდრე მე ნინისთან წავალ.
-კარგი.
-რა კარგი ამას ვინ მიალაგებს. (ალექსანდრეს დედა)
-ნუ დარდობ ქალბატონო მერე მივხედავთ.
-უზრდელო.
-ალექსანდრე ეს ალქაჯი რონ წავა შენც იქ მოდი და ნივთები ვიყიდოთ ახალი.
-კარგი სალიტა.
და წამოვედი, არ მქონდა იმ დამჭკნარის ნერვეი. ნინისთან მივედი და ყველაფერი ვუამბე, ლამის სიცილით გაიგუდა.
-რა გიჟები ხართ გოგო.
-ხო, ნუ იტყვი.
ასე ვიცინოდით მერე ალექსანდრე მოვიდა საბაც, მერე ოთხივე ვერთობოდით, პიცა მივირთვით, მერე მე და ალექსანდრემ სახლის ნივთები ვიყიდეთ და ყველაფერი დავალაგეთ.



№1  offline წევრი talaxadze133

Kargi iko <33 velodebi shemdeg tavs

 


№2  offline წევრი ruti

kargii iyoooo uhhh bevriii vicine :)))

 


№3  offline წევრი lamazmani

ვაიემ ბლუჩუნ რა კაი თავი იყო ბევრი ვიცინე ძაან მაგარი იყო ძაან მიყვარხარ love love love

 


№4  offline წევრი gobozashvili

კაია გააგრძელეეეეეეე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent