როგორ მოვარჯულოთ ჭირვეული ანუ შენ ჩემი გახდები !! ( 9 თავი)
#9 დრო გადიოდა. მე ისევ თაბაშირში ჩასმული ვიყავი. ალექსანდრე სულ ჩემს გვერდზე იყო, არ მშორდებოდა ერთი წამითაც კი. საჭმელსათ თვითონ, თავისი ხელით მაჭმევდა და სულ მიღიმოდა. ხმას არ იღებდა. ასე ჩუმად იყო სულ, რაც მე მაკვირვებდა. -რატომ ხარ სულ ჩუმად? (მე) -არა, არ ვარ ჩუმად. (ალექსანდრე) -ხარ, ადრინდელივით აღარ მელაპარაკები. -ხო, ალბათ. -რა მოგივიდა? -რავი არაფერი. -ვიცი, რაღაც გჭირს. ნუ მიმალავ!! -ჩემი ბრალია. -რა არის შენი ბრალი? -რაც გჭირს. -ეეს? რა სისულელეა. -არაა სისულელე. არ უნდა გამეში იმ დღეს. უნდა დამეტოვებინე. -ხო იცი მაინც წავიდოდი. -ვიცი, მაგრამ უნდა მეცადა. დავინახე ცრემლი ჩამოუვარდა თვალიდან, მაგრამ მალევე მოიწმინდა. ალბათ არ უნდოდა დამენახა. მეც არ შევიმჩნიე. -კარგი, არ ინერვიულო, ხო ცოცხალი ვარ. -ხო, მაგრამ რანე რომ მოგსვლოდა? ჩემ თავს არ ვაპატიებდი. თავი დაღუნა. ისეთი საყვარელი იყო სიცილი ავტეხე. -რა გაცინებს? გაოცებულმა ამომანათა შავი თვალებით -საყვარელი ხარ. -მგონი მართლა დაშავდი ავარიისას? -რატომ ამბობ მაგას. -რავი ადრე ასეთ სიტყვებს არ მეუბნებოდი. გამეღიმა. -კარგი, გავალ მე დაისვენე. -კარგი. უკვე კარისკენ გადიოდა. -ალექსანდრე!! -რა? -მადლობა. -რისთვის? -რომ არ დამტოვე და მივლიდი. -არაფერს. გამიღიმა. -მიყვარხარ. მივაძახე. ამას ნამდვილად არ ელოდა და გაოცებული მიყურებდა. -მეც. მხოლოდ ეს თქვა და გავიდა. ისეთი საყვარელი იყო. ცოტახნით მასზე ვფიქრობდი. მერე ექიმი შემოვიდა რაღაც ნემსი გამიკეთა, მთელი ადგილი ძლივს ნახა ისეთი დამსხვრეული ვიყავი და მალევე ჩამეძინა. ალექსანდრე: სულ მასთან ვარ, მინდა მალე გამოჯამრთელდეს და დამიბრუნდეს. მაგრამ ამჯერად აღარსად აღარ გავუშვებ. მოტოციკლეტს გამოემშვიდობოს. აღარ დავსვავ მასზე. ლამის მისი წყალობით დავკარგე. რომ გავიგე მისი ავარიის ამბავი ლამის გავგიჟდი, სავაადმყოფოში გავიქეცი, დამსხვრეული, უგონო სალიტა რომ დავინახე, გული მეტკინა. სულ მის გვერდზე ვიყავი. დღეს რომ გამოვედი პალატიდან მომაძახა, მიყვარხარო, ეს სიტყვა სასიამოვნოდ ჟღერდა.. ჩემი გოგოა სალიტა.. მუდამ ჩემი იქნება. ჩემი ჭირვეული გოგო. როგორ ძალიან მიყვარს.. !! ********* თაბაშირში საკმაოდ დიდხანს ვიყავი. დაახლოებით ერთი თვე. ამ დროის მანძილზე ჩემტან ყველა მოდიოდა. მარტო ერთი წამითაც კი არ მტოვებდნენ. ალექსანდრეს მიმართ ვთბებოდი, მაგრამ ეს დროებითი იყო. მე ისევ ჭირვეული ვიყავი, რომელსაც ჯერ ვერ არჯულებდა. -ჩემი გოგო, როდის გამოგწერენ?(ნინი) -არ ვიცი ზუსტად. (მე) მერე ალექსანდრე შემოვიდა. -ნინი როგორ ხარ? -კარგად შენ? -მეც. მოვიდა და საწოლზე ჩამომიჯდა ჩემი ხელი დაიკავა. -ალექსანდრე, შენ თუ იცი როდის გამოწერენ სალიტას? -მგონი ერთ კვირაში. ექიმმა ეგრე მითხრა. -კარგია. -ხო, წავიყვან ჩემ გოგოს სახლში და მე მოვუვლი. ბედნიერი სახით გადმომხედა. ერთმა კვირამ მალე გაიარა. უკვე გამოწერის დღე იყო. -სალიტა. დღეს სახლში მივდივართ.(ალექსანდრე) -კარგია, მომბეზრდა უკვე ყველაფერი. წამლების სუნი უკვე ყელში ამომივიდა. -ხო. გაიღიმა და წამოდგომაში დამეხმარა. მალე ექიმიც ემოვიდა. -სალომე როგორ ხარ? -გმადლობ კარგად. -კარგია. ანუ დღეს გწერთ. -დიახ. -ალბათ ერთი სული გაქ სახლში როდის მიხვალ. -დიახ. მერე საბუთები შეავსო, გამსინჯეს, ნუ როგორც ხდება რა. მერე მითხრეს რომ ჩემი დიდიხნით ფეხზე დგომა არ შეიძლება და ძირითადად უნდა ვიწვე. -და, როდიდან შევძლებ წოლას თავი დავაღწიო? -ნუ, მაქსიმუმ ერთი თვე, თან შენ მძიმე შემთხვევა გქონდა და უმჯობესი იქნება ერთი თვე იწვე. -კარგით. როგორც თქვენ იტყვით. (გავუღიმე ექიმს) -ისე გული მწყდება რომ მიდიხართ (მოწყენილმა მითხრა ექიმმა) -რატომ? -ერთი ლამაზი პაციენტი მგვყავდით და თქვენც გვტოვებთ. (გაიცინა) -ხო, აბა რას ვიზამთ. (მეც ავყევი "ხუმრობაში") -კარგით, მალე გამოჯამრთელებას გისურვებთ, თავს გაუფრთხილდით. -მადლობა. ნახვამდის. დავეშვიდობე ექიმს და საავადმყოფოს და მე და ალექსანდრემ სახლისკენ გავწიეთ. გზაში ჩუმად იყო არაფერი უთქვამს. მალე სახლშიც მივედით. მანქანიდან ხელში აყვანილმა გადმომიყვანა და სახლში შემიყვანა. სახლში რომ შევედით ყველას იქ მოეყარა თავი. დახვედრა მომიწყეს. ტორტიც იყო. ყველაზე მეტად ტორტი გამიხარდა, მონატრებული მქონდა. სავაადმყოფოში ისეთი რაღაცეები იყო გახსენებაც არ მინდა. -ჩვენი სალიტაააა (ნინი გამოქანდა და ჩამეხუტა) -ფრთხილად გოგო, ლუვს ამაწყეს და ეხლა შენ აპირებ ჩემს დაშლას? -უი სულ დამავიწყდა. -სად არის ჩემი პატარა ნათლული? -აქ ვარრ (ანასტასია ნინის და საბას შვილია) -ჩემი ტკბილი გოგოო, მოდი ჩემთან. ანასტასია ისე მომენატრა რო რავი, ჩავეხუტე მოვეფერე და ბევრი, ბევრი ვაკოცე. -ვაიმე, სალიტა ბავშვი გიხდება (საბა) -გმადლობ. -იმედია მალე შენ და ალექსანდრეც გაგვახარებთ. და ალექსანდრეს გადახედა. დებილს სახეზე სიამოვნება შევატყვე. -მალე მალე, (ალექსანდრე) -მაგის იმედით იყავი (ჩავიბუტბუტე) იმ საღამოს გავერთეთ. როგორ მომენატრა ჩემი ხალხი. სასიამოვნო დღე იყო. ყველა რომ წავიდა ალექსანდრემ ხელში ამიყვანა და საძინებელსი შემიყვანა. დამწვინა. -დღეს მეც აქ დავიძინებ. -რატომ? (მე) -იმიტომ. ღამე რომ რამე დაგჭირდეს ხომ უნდა დაგეხმარო. -ხო. ვერ ევეწინააღმდეგე. მართალიც იყო. რამე რომ მდომნოდა მე ვერაფერს გავაკეთებდი. ადგომა მიჭირდა. ამიტომ დავთანხმდი დარჩენაზე. მე საწოლში დავიძინე, მან იქვე დივანზე. ღამე გამეღვიძა, წყალი მონდოდა. ვიფიქრე გავაღვიძებ თქო, მაგრამ რომ გავხედე ისე საყვარლად ეძინე ხმა არ ამოვიღე, ადგომა დავაპირე რომ მაშინვე თავზე დამადგა. -შენ გგონია ვერ გავიგებდი? რატო არ გამაღვიძე. -რავი... -კარგი არაუშავს, რა გინდა მითხარი და მოგიტან. -წყალი.. -კარგი. სამზარეულოში ჩავიდა და ჭიქით წყალი ამომიტანა. -გმადლობ. -არაფერს, თუ კიდევ რამე მოგინდა გამაღვიძე. -კარგი. -მართლა გამაღვიძე წეღანდელივით არ მოიქცე. -კარგი. -ძილინებისა. წავიდა და ისევ თავის დივანს დაუბრუნდა. მეც მალე მიმეძიბა. აშკარად მომნატრებია ჩემი საწოლი. მეორე დღეს თორმეტ საათზე გამეღვიძა, საშინლად მშიოდა. -ალექსანდრეეეეეე!!! ვიყვირე. მალევე ამოვიდა -რა იყო? -მშია. (დავეკრიჭე) -ეხლავე მოგიტან რანე კარგს. -კარგი. დაახლოებით ათ წუთში ალექსანდრე სინით შემოვიდა. -ყველაფერი მე გავაკეთე. რომ გავსინჯე უუუგემრიელესი იყო, მომნატრებია ჩემი ალექსანდრეს გაკეთებული შედევრები. -გემრიელია. (მე) -სიყვარულით გავაკეთე. გაიღიმა. მომენატრა მისი ღიმილი ერთიანად რომ მაჟრიალებდა. რომ დავასრულე ჭამა. შუბლზე მაკოცა. -ჩემი ყოჩაღი გოგო. მესიამოვნა მისი კოცნა. -კარგი, ეხლა მე კომპანიაში წავალ, შენ კი დაიძინე. მალე ექთანი მოვა და ის მოგივლის. შევეცდები მალე მოვიდე მეც. -ექთანი? -ხო, ექთანი სულ დამავიწყდა შენთვის მეთქვა. მოსავლელად აგიყვანე. მე სამსახურში უნდა ვიარო ამიტომ ის დაგეხმარება. -კარგი. წავიდა, არ მინდოდა წასულიყო, მაგრამ არაფერი მითქვამს. მალევე ჩამეძინა. როცა გავიღვიძე ოთახში ფანჯარასთან მდგომი თეთრებში ჩაცმული ქალი დავინახე. -უკაცრავად. (მე) -გაიღვიძეთ? -დიახ. გაუგებარი სახით ვუყურებდი, მიხვდა რომ ვერაფერი გავიგე და თვითონ გამეცნო. -მე ექთანი ანა ვარ, დამიქირავეს რათა თქვენ მოგიაროთ. და გაიღიმა. ძალიან მომეწონა ეს გოგონა. დაახლოებით 26-27წლის იქნებოდა. ქერათმით და დიდი ცისფერი თვალებით. ლამაზი გოგო იყო. -სასიამოვნოა ანა. მე სალომე ვარ. შეგიძლია სალიტა ან სალი დამიძახო. -კარგით სალიტა. ისევ გამიღიმა. კარგი გოგო იყო, საქმესაც კარგად აკეთებდა, მუდამ ჩემთან იყო და მივლიდა. სასიამოვნო მოსაუბრეც იყო. მალე ალექსანდრე მოვიდა. -აბა როგორ არის ჩემი გოგო.? -კარგად (გავუღიმე) -ანა, თავისუფალი ხართ. შეგიძლიათ სახლში წახვიდეთ. ხვალ ისევ იგივე დროს მობრძანდით. -კარგით. ნახვამდის. -ნახვამდის ანა. ისევ ღიმილი და ჩუმად გავიდა ოთახიდან. p.s.დაგვიანებისთვის ბოდიში ინტერნეტი არ მქონდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.