შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნაყიდი სილამაზე [19 თავი]


20-04-2015, 21:46
ავტორი tamro
ნანახია 9 418

დილიდან რაღაც უცნაურად იქცეოდა. ვერაფრით გაეგო ევას ასეთი ცვლილების მიზეზი. ჯერ კიდევ გუშინ, სახლში მოსულს კისერზე, რომ ჩამოეკიდა გაკვირვებისგან თვალები ლამის შუბლზე აუვიდა. რა თქმა უნდა ესიამოვნა მაგრამ მაინც ვერაფერი გაეგო.
საბუთები მაგიდაზე გაეშალა მაგრამ ვერაფრით ახერხებდა კონცენტრირებას. ათჯერ მაინც გაიარ-გამოიარა ევამ მის წინ. ხან სარკეში ჩაიხედავდა და რამოდენიმე წუთი საკუთარ ანარეკლს უღიმოდა, ხან მის წინ სავარძელში დაჯდებოდა და ორიოდე წუთში ისევ ფეხზე წამოხტებოდა, ხანაც ბუბუს არ ასვენებდა და პატარა ბავშვივით კუდში დასდევდა. ვერაფერს ხვდებოდა.
მალე ერეკლემ დაურეკა და იძულებული გახდა სამსახურში წასულიყო.
-ევა, მე ცოტა ხნით უნდა გავიდე.
-რატომ? _წამში მოიღუშა
-სამსახურში ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვაქვს. აუცილებლად უნდა წავიდე.
-როდის მოხვალ? _ცოტა არ იყოს ეუცნაურა გოგონას ეს კითხვები მაგრამ ესიამოვნა კიდეც.
-მალე. _გაეღიმა.
-კარგი. _მოღუშულმა ჩაილაპარაკა. ისეთი საყვარელი იყო ამ წუთას, რომ ალექსანდრემ თავი ვერ შეიკავა, გოგონასთან მივიდა და მაგრად აკოცა ლოყაზე. შეამჩნია როგორ წამოწითლდა სახეზე და ტუჩის კუთხეში ჩაეღიმა.
-რამე ხომ არ გინდა, რომ წამოგიღო?
-არა, არაფერი.
-კარგი. _გასასვლელისკენ წავიდა.
-ალექსანდრე...
-გისმენ
-მალე მოდი. _ჩუმად ამოილუღლუღა. საოცრად ესიამოვნა ევას სიტყვები. მისი ნება, რომ იყოს საერთოდ არ წავიდოდა არსად და მთელი დღე გოგონას გვერდით იქნებოდა. მაგრამ... რას იზამს. თბილად გაუღიმა და სახლიდან გავიდა.
*********
-ახლა რა ვქნათ დე? _ ჩუმად ამოვილუღლუღე. საშინელი სიცარიელე ვიგრძენი. დივანზე შემოვაწყე ფეხები და სივრცეს გავუშტერე თვალი. დილიდან ვცდილობდი როგორმე დამეწყო საუბარი და ალექსანდრესთვისაც მეთქვა ახალი ამბავი, მაგრამ ვერადავერ მოვიფიქრე როგორ უნდა მეთქვა. ასე უბრალოდ ხომ ვერ ავდგები და ვეტყვი ორსულად ვარ მეთქი. რა ვიცი როგორი რეაქცია ექნება. ცოტა არ იყოს ეგ მაფიქრებს კიდეც.
ფეხზე წამოვდექი და სამზარეულოში შევედი. რამე გემრიელის მომზადება გადავწყვიტე.
-შენც გშია ხო დე? _ ფრთხილად გადავისვი მუცელზე ხელი. საკუთარ საქციელზე გამეცინა. მაცივრიდან საჭირო ინგრედიენტები გამოვიღე და საჭმლის მომზადება დავიწყე. თან დაბალ ხმაზე ვღიღინებდი.
კარზე ზარის ხმის გაგონებისას გამოვფხიზლდი. საჭმელი გაზქურაზე დავადგი და კარის გასაღებად წავედი.
-რა ქენი?! _ გამარჯობის თქმაც კი არ მაცადა ისე შემოვარდა ანა სახლში.
-არაფერი. _მხრები ავიჩეჩე.
-რას ქვია გოგო არაფერი?! შენ ნორმალური ხარ?! ხომ თქვი აუცილებლად ვეტყვიო!
-ხო მაგრამ, ვერ მოვახერხე. დღეს დილით ვაპირებდი თქმას მაგრამ დაურეკეს და სამსახურში წავიდა, რაღაც მნიშვნელოვანი შეხვედრა გვაქვსო.
-მერე მანამდე რას ელოდებოდი?! _ხელები გაასავა ანამ.
-ანა შენ რა, გგონია ასე ადვილია ვუთხრა ორსულად ვარ მეთქი?!
-როდის ეტყვი?
-დღეს... ან ხვალ.
-ევა!! _დაიყვირა.
-რა?
-ადამიანო ნუ გამაგიჟე! იცოდე შენ თუ არა მე ვეტყვი!
-თუ დამაცდი ვეტყვი! _ენა გამოვუყე. -ერთი რაღაც მაფიქრებს. _შეპარვით დავიწყე.
-რა?
-იქნებ... მას არ უნდა ბავშვი...
-რას ქვია არ უნდა?! უთხარი და გითხრა არ მინდაო?
-არა, მაგრამ იქნებ...
-ევა!
-იქნებ არ უნდა, რომ მისი შვილის დედა მე ვიყო...
-ევა მეთქი!! _ ფეხზე წამოხტა ანა. -რაღაც სისულელეების როშვას მოეშვი და დროზე გააგებინე ადამიანს სიმართლე!
-იცი ტასო როგორ უყვარს?
-ტასო ვინაა?
-ერეკლეს შვილი.
-ერეკლე ვინღაა?
-ალექსანდრეს მეგობარი. ძალიან საყვარელი შვილი ყავს. ალექსანდრეს ნათლულია. ერთი შეხედვითაც მიხვდები, რომ ბავშვზე გიჟდება.
-ხოდა მითუმეტეს. ნათლული თუ ეგრე ძაან უყვარს, წარმოიდგინე შვილი როგორ ეყვარება.
-ჯანდაბა!! _ფეხზე წამოვვარდი და გიჟივით გავიქეცი სამზარეულოსკენ.
-რა ხდება ევა? _ანაც უკან გამომყვა.
-დამეწვა! ჯანდბა! _სწრაფად ჩავაქრე გაზქურა.
-აბა რა იქნებოდა, რომ ჩამომისკუპდი გვერდით და გამიბი ბაასი. _ისე მეუბნებოდა თითქოს ცოტა ხნის წინ თვითონ არ შემოვარდნილიყო სახლში უამრავი კითხვით.
-ფუ რა სუნი აქვს.. _ცხვირზე ხელი მოვიჭირე. -გული მერევა. _ სამზარეულოდან გამოვედი და სააბაზანოსკენ გავიქეცი.
უკან დაბრუნებულს, სამზარეულოში მოფუსფუსე ანა დამხვდა. მთელი მონდომებით ამზადებდა რაღაცას.
-რას გვიკეთებ? _ გავეკრიჭე.
-სალათს. შენ თუ გიყურე მოკვდები ეგრე მშიერი._ გაეცინა - ისევ გული გერევა?
-ხო. ექიმმაც მითხრა, რომ პირველი სამი თვე ასე გაგრძელდება.
-ისე აქამდე, როგორ ვერ შეამჩნიე...
-არ ვიცი. ყურადღება არ მიმიქცევია. მეგონა ნერვიულობის და გადაღლის ბრალი იყო. რას ვიფიქრებდი, თუ ორსულად ვიქნებოდი _გამეცინა.
-ევა ხომ იცი ექიმთან მომდევნო კვირას უნდა მიხვიდე.
-კი ვიცი.
-ხოდა, რომ იცი დროზე უთხარი ალექსანდრეს და ექიმთანაც ერთად მიხვალთ. ისე ნეტა გოგოა თუ ბიჭი?
-ჯერ ადრეა მაგის გაგება. ისე, მეც ძალიან მაინტერესებს.
-სახელი შერჩეული გაქვს?
-ანა, გუშინ გავიგე, რომ ორსულად ვარ, ჯერ ისევ შოკში ვარ, ამას გარდა ისიც არ ვიცი ბიჭია თუ გოგო, არ ვიცი ალექსანდრეს როდის და როგორ ვუთხრა ამის შესახებ და შენ მეუბნები სახელი თუ შეარჩიეო? _ წარბაწეულმა შევხედე.
-მგონი შენზე მეტად მე მაინტერესებს. _ჩაიცინა.
****
-არ მეგონა ამ საქმეს ასე ადვილად თუ მოვაგვარებდით. _კმაყოფილმა ჩაიცინა.
-ახლა მთავარია მივლინების საქმეები მოვაგვაროთ.
-კვირის ბოლოს მივდივართ.
-ხო მაგრამ...
-ევას დატოვება არ გინდა ხო?
-ახლა უკეთ არის მაგრამ, მაინც არ მინდა, რომ მარტო დავტოვო. თანაც ორი კვირით.
-მესმის შენი. ხომ იცი სანდრო, შესაძლებელი, რომ იყოს მხოლოდ მე წავიდოდი მაგრამ...
-ვიცი ერეკლე ვიცი.
-თუ გინდა გვანცას ვთხოვ და ეს ორი კვირა ევასთან დარჩება.
-კარგი აზრია.
-ხო ისე, ახალი არაფერია? _თვალები ეშმაკურად აათამაშა ერეკლემ.
-არა. _გაიცინა -უბრალოდ... ეს ორი დღე რაღაც სხვანაირად იქცევა, თითქოს ყველაფერი კარგად არის, მაგრამ ვერ ვხვდები რა შეიცვალა. თითქოს ახლა უფრო ბედნიერია. რაღაც ჭირს მაგრამ ვერ ვხვდები რა.
-არაპირებ თქმას, რომ გიყვარს?
-არ ვიცი. მგონი ჯერ მაგის დრო არ არის.
-რა არის კაცო! შენ არ თქვი ახლა ყველაფერი კარგად არისო?
-ხო მაგრამ...
-ნუ სულელობ სანდრო. უთხარი რომ გიყვარს და ყველაფერი მოგვარდება.
-არ ვიცი...
******
სახლში მისულს დივანზე ჩაძინებული ევა დახვდა. პატარა ბავშვივით აწითლებოდა ლოყები და ტუჩები საყვარალად გამოებურცა. ფრთხილად მივიდა გოგონასთან და მადისაღმძვრელ ტუჩებს ნაზად შეეხო. გული გამალებით აუჩქარდა, როგორ მონატრებია თურმე მისი ალერსი. მანამდე უყურებდა მძინარეს სანამ არ გაიღვიძა. თვალები მოისრისა და დივანზე წამოჯდა.
-როდის მოხვედი?
-ცოტა ხნის წინ. _თბილად გაუღიმა.
-რატომ არ გამაღვიძე.
-ახლა ხომ გაიღვიძე. დღემ როგორ ჩაიარა?
-ჩვეულებრივად. _მხრები აიჩეჩა. -ანა იყო მოსული.
-საჭმელი ჭამე? _ გამომცდელი მზერა მიაპყრო გოგონას.
-კი. _ თავი დაუქნია. -შენ არ გშია?
-კი. რა გვაქვს?
-მე და ანამ რაღაცეები გავაკეთეთ. _ სწრაფად წამოდგა დივნიდან და სამზარეულოში შევარდა. ხუთ წუთში გაშალა მაგიდა. ალექსანდრე სახეგაბადრული უყურებდა. ვერ ხვდებოდა რა იყო გოგონას ასეთი ცვლილების მიზეზი.
ვახშმობისასაც კი ამჩნევდა როგორ ცქმუტავდა გოგონა ერთ ადგილას.
აშკარად ეტყობოდა, რომ რაღაცის თქმა უნდოდა. თავიდან იფიქრა, რომ თვითონ ეკითხა, მაგრამ მერე გადაიფიქრა. რამის თქმა თუ უნდა თავისი ნებით მეტყვისო და ჭამა განაგრძო.
-გემრიელია. _კმაყოფილმა ჩაილაპარაკა და თბილად გაუღიმა გოგონას.
-მართლა მოგეწონა?
-კი. _ პატარა ბავშვივით ესიამოვნა შექება. სახლში მოსვლის შემდეგ სულ დაავიწყდა ევასთვის მივლინების შესახებ ეთქვა.
მაგიდის ალაგებაში მიეხმარა გოგონას. ევა ჭურჭელს რეცხავდა თვითონ ამშრალებდა.
ცოტა ხნით კაბინეტში შევიდა და მნიშვნელოვანი საბუთები მოაწესრიგა.
ეს პერიოდი რაც სამსახურში არ დადიოდა უამრავი საქმე დაუგროვდა. კიდევ კარგი ერეკლე ეხმარებოდა, თორემ ამდენ რამეს მარტო კიდევ დიდხანს ვერ გაუმკლავდებოდა.
საძინებელში ასულს სარკესთან მომღიმარი ევა დახვდა. საკუთარ ანარეკლს უღიმოდა. ცოტა არ იყოს ეუცნაურა კიდეც ასეთი ქცევა. დივანზე დაწვა და დროდადრო გამოხედავდა ხოლმე გოგონას.
კვდებოდა ისე უნდოდოა მისულიყო და ჩახუტებოდა, მისი სურნელი შეეგრძნო და მასთან ერთად დაეძინა, მაგრამ მაინც იკავებდა თავს.
გვერდი იცვალა და თვალები დახუჭა. დროდადრო თვალს გაახელდა და გოგონას გახედავდა, რომელიც კვლავ უჩვეულოდ კარგ განწყობაზე იყო. საკმაოდ დიდ ხანს ტრიალებდა სარკის წინ. ბოლოს, როცა შენიშნა, როგორ აკვირდებოდა ალექსანდრე თავი დახარა და სწრაფად შეძვრა საწოლში.
გოგონას ამ საქციელზე ჩუმად ჩაიფხუკუნა.
მთელი ნახევარი საათი ცდილობდა დაძინებას. ვერაფრით ვერ მოხუჭა თვალი. თანაც არ უნდოდა ზედმეტი შრიალით ევა გაეღვიძებინა.
-ალექსანდრე... გძინავს? _გოგონას ჩურჩულის გაგონებაზე წამში გაახილა თვალები.
-არა. რა იყო?
-გთხოვ, ჩემთან დაიძინე. _ დივნიდან წამოდგა და საწოლში გადაინაცვლა. გოგონა ტკიპასავით მიეწება. ხელები შემოხვია და გულზე მიიხუტა. ღრმად ჩაისუნთქა ევას სურნელი და კიდევ უფრო მჭიდროდ შემოხვია ხელები.
-ძილი ნებისა. _ შუბლზე ნაზად აკოცა და თვალები დახუჭა. აი თურმე რა აკლდა.
*****
ცხოვრებაში პირველად გამეღვიძა ღამით შიმშილის გამო. ჩემი პატარა აშკარად „ამუშავდა“. ფრთხილად გამოვძვერი ალექსანდრეს მკლავებიდან, რომ არ გამეღვიძებინა და საწოლიდან წამოვდექი.
ფეხაკრეფით ჩავედი სამზარეულოში და მაცივარი გამოვაღე. დამშეულმა გავილოკე ტუჩები, რაც კი ხელში საჭმელი მომყვა ყველა მაგიდაზე გადმოვალაგე. დაეჭვებით დავხედე ყველაფერს. ამდენის შემჭმელი ნამდვილად არ ვიყავი, თანაც ზოგიერთს ისეთი სუნი ასდიოდა, (ყოველ შემთხვევაში მე ასე მეჩვენებოდა) რომ მაშინვე მაცივარში დავაბრუნე.
მაგიდას მივუჯექი და ის იყო ჭამა უნდა დამეწყო, შიშისგან ადგილზე შევხტი.
-ევა! _ აქოშინებული ალექსანდრე შემოვარდა სამზარეულოში. ჩემი დანახვისას შვებით ამოისუნთქა. - შენ ჩემი გაგიჟება გინდა?! ლამის ჭკუიდან გადავედი საწოლი, რომ ცარიელი დამხვდა!_ ხმას აუწია.
-მე უბრალოდ... _ ჩუმად ავლუღლუღდი.
-რას აკეთებ აქ? _შედარებით მშვიდი ხმით მკითხა.
-მშია. _მხრები ავიჩეჩე და მაგიდაზე გადმოლაგებულ საჭმელზე მივუთითე.
-ახლა? _საათს გაკვირვებულმა დახედა.
-ხო. რა იყო?
-ა..არა არაფერი, _დაბნეული მიყურებდა. -ჩემთვის გეთქვა და რამეს მოგიმზადებდი.
-არ მინდოდა შენი გაღვიძება _ სამზარეულოში მოფუსფუსე ალექსანდრეს წამოდგენისას თავი ვერ შევიკავე, რომ არ გამცინებოდა.
-იცინე, იცინე. ნახავ როგორი მზარეულიც ვარ. _მიხვდა ჩემი სიცილის მიზეზს. მაცივარი გამოაღო და საჭირო ინგრედიენტები გამოიღო. -ძალიან გშია?
-კი.
-ე.ი სწრაფად უნდა ვიმოქმედო. _თავისთვის ჩაილაპარაკა.
-არ არის საჭირო. რაც არის იმას შევჭამ.
-ხუთი წუთი მადროვე.
-კარგი. _ჩავიცინე. ჩემი ამგვარი ქმედება აშკარად აბნევდა. დროდადრო ეჭვის თვალით გამომხედავდა, მერე თავს გააქნევდა და ისევ თავის საქმეს მიუბრუნდებოდა.
მალე მაგიდასთან ვიჯექი და გემრიელად შევექცეოდი ალექსანდრეს მომზადებულ კერძს. უნდა ვაღიარო მშვენიერი მზარეულია.
-ეგრე, თუ განაგრძე გასუქდები. _ თვალებგაფართოებული მიყურებდა
-არ გავსუქდები. _დარწმუნებით ჩავილაპარაკე.
-შენ ყოველ ღამე ამ ტემპით განაგრძე ჭამა და ნახავ თუ უფრო არ გაიბერები. _ ჩაიფხუკუნა.
-გინდა თქვა რომ მსუქანი ვარ? _ ტანზე დავიხედე.
-ჯერ არა, მაგრამ როგორც ვატყობ მალე იქნები. _გაიცინა
-არაფერიც _ენა გამოვუყე.
-ევა, რაღაც უნდა გითხრა. _ყოყმანით დაიწყო.
-მეც...
-გისმენ, მითხარი.
-არა, ჯერ შენ.
-კარგი. _ჩაისუნთქა -მოკლედ, მე და ერეკლე მივლინებაში მივდივართ და მინდოდა, რომ გცოდნოდა. _მისი სიტყვების გაგონებისას წამში მოვიწყინე და ტუჩები სატირლად დამებრიცა.
-რამდენი ხნით?
-ორი კვირით.
-სად?
-პოლონეთში
-როდის მიდიხარ?
-კვირის ბოლოს.
-ანუ სამ დღეში. _ჩუმად ამოვილუღლუღე, ფეხზე წამოვდექი და სწრაფად გავედი სამზარეულოდან.
-ევა მოიცადე. _მკლავში ჩამავლო ხელი და თავისკენ მიმატრიალა. -თავი დავხარე, რომ ჩემი ცრემლები არ შეემჩნია. -შენ რა ტირი? _თავი ამაწვინა და თვალებში ჩამხედა.
-არ მინდა, რომ წახვიდე. _ჩუმად ამოვისლუკუნე და ცრემლები ხელის ზურგით შევიმშრალე. -მე.. არ მინდა, რომ... _სიტყვის დასრულება აღარ მაცალა. ჩემი სახე ხელებში მოიქცია და ვნებიანად დაეწაფა ჩემს ტუჩებს.
მთელ სხეულში სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა. როცა მისი ტუჩები მოშორდენენ ჩემსას მაშინღა მოვედი გონს.
-ევა... მე.. _ახლა უკვე მე აღარ ვაცადე არაფრის თქმა. კისერზე ხელები შემოვხვიე და მის ბაგეებს დავეწაფე.
******
ვიცი ძალიან ცუდი ბავშვი ვარ ამდენი ხანი, რომ გალოდინებთ. მე თვითონაც საშინლად არ მიყვარს ლოდინი და თქვენიც ძალიან კარგად მესმის. უბრალოდ ამაზე ადრე მართლა ვერაფრით ვერ მოვახერხე დადება. ძაან დიდი ბოდიში. იმედია მოგეწონებათ.
პ.ს. ერთ-ორ თავში ალექსანდრესაც ყველაფერს გავაგებინებთ.



№1  offline წევრი NA NO

რლგოორც იქნაააა არადააა ვერ მოვითმინე და მოგწერეეეეე

 


№2  offline წევრი S.likuna

rogorc iqna dade ra magariaa male dadee raaa ai magalitad xval tore vegar vitmen an es bolos rom gawkvite cudi xar da kide didi tavi dade shemdegi :D <3 mainc mikvarxar da ai dzalian magrad wer

 


№3  offline წევრი EiLuL♥

უნამუსო ხარ (((( ეს თავი შენ გქონდეს ,,გაგებუტეეეეეეეეეეეეეეეეეეე ://///
--------------------
elene

 


№4  offline წევრი Queen

მაგარიი იყოოო♥♥♥

 


№5  offline წევრი human

მევასები შენი ისტორიებიანად :***

 


№6  offline წევრი Annee

ძალიან მაგარია.. ამ ისტორიაზე შეყვარებული ვარ *_*

 


№7  offline წევრი bichinashvili ))

shen raxarr ar vici,ra vtqva sityvebic ki zedmetia iseti kargi xarr !! ubralod miyvarxarr :))) meshvide tavis mere me agar shemovsulvarr da aq reebi damxvdaa . evas dedis sikvdili dzaan mewyinaa ((( saboloo jamshi umagresiaa :))
--------------------
mariam 13

 


№8  offline აქტიური მკითხველი aanamaria

Ra sasiamovno tavi iyo

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent