შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნაყიდი სილამაზე [14 თავი]


8-04-2015, 17:50
ავტორი tamro
ნანახია 10 634

სახეგაბადრული უყურებდა მძინარეს. საშინელი სურვილი გაუჩნდა ევას სისხლისფრად შეღებილი ბაგეები დაეკოცნა. ნერწყვი მძიმედ გადაუშვა სასულეში. გოგონას სახის ნაკვთებს დიდხანს აკვირდებოდა, გულის სიღრმეში უხაროდა კიდეც, რომ ეს სიფრიფანა არსება მხოლოდ მას ეკუთვნოდა. საკუთარ თავზე გაეცინა. ბოლო დროს უცნაური შეგრძნებები და ფიქრები დაყვება თან, რომელიც რაც არ უნდა გასაკვირი იყოს მისთვის ევას უკავშირდება. მის გონებაში აქამდე არსებული სიმშვიდე ახლა თითქოს სადღაც დაიკარგა. ფიქრებიდან ტელეფონის ზარმა გამოაფხიზლა. ოთახიდან გავიდა, რომ ევას არ გაღვიძებოდა.
-გისმენ ერეკლე.
-სანდრო, წეღან ლაშამ დამირეკა...
-მერე? მოხდა რამე?
-შაკო ჩამოდის!
-რა? მართლა? როდის? _ ახალი ამბის გაგება ძალიან გაუხარდა. შაკოც მათი ბავშვობის მეგობარი იყო. სამი წელია რაც ამერიკაში იყო. ახლა კი ამდენი ხნის შემდეგ ისევ შეხვდებოდა ძველ მეგობარს.
-ხვალ დილით ჩამოდის. მოკლედ ხვალ ბიჭები აეროპორტში მივალთ და დავხვდებით. თვითონ ჯერ არაფერი არ იცის. „ბიჭს“ თურმე ჩუმად ჩამოსვლა ქონია გადაწყვეტილი, მაგრამ ვერ მივართვით. _ კმაყოფილმა ჩაიხითხითა ერეკლემ.
-მოიცა, და ლაშამ საიდან გაიგო როდის ჩამოდიოდა. _ თვითონაც გაეცინა.
-კაი რა გჭირს, რა კითხვებს სვამ? არ იცოდე მაინც მაგის ამბავი. ვინ რას გამოაპარებს.
-ხო, ეგეც მართალია. _გაეცინა
-კარგი, მოკლედ ხვალ დილით ყველა აეროპორტში ვართ.
-კარგი.
-ხო ისე, შენ სად ხარ? სახლში დაგირეკე მაგრამ ტელეფონს არ პასუხობდი.
-ევასთან ვარ. ცუდად არის.
-რატო? რამე სერიოზულია?
-ავად არის. გაციებულია. გუშინ მაღალი სიცხე ჰქონდა.
-ახლა როგორ არის?
-შედარებით უკეთ.
-იმედია მალე გამოჯანმრთელდება. კარგი წავედი და ხვალ გელოდები.
-კარგი. _ტელეფონი გათიშა და ოთახში დაბრუნდა. ევას გაეღვიძა და საწოლზე წამომჯდარი იყო. ლოყები აწითლებოდა და ტუჩები საყვარლად გამოებურცა. გოგონას დანახვზე ღიმილი ვერ შეიკავა.
-როგორ ხარ? _ საწოლთან მივიდა და შუბლზე ნაზად აკოცა
-კარგად _ჩახლეჩილი ხმით ამოილუღლუღა. -ანა სად არის?
-სასტუმრო ოთახშია. ჩაეძინა.
-რომელი საათია?
-ორი. დაიძინე.
-ახლა არ გავიღვიძე. შენ?
-რა მე?
-მთელი ღამეა აქ ხარ...
-მაგაზე ნუ ფიქრობ. სიცხე გაიზომე.
-კარგად ვარ. _გოგონას ნათქვამისთვის ყურადღება არ მიუქცევია, თერმომეტრი ხელახლა გაუწოდა.
-წყალი მინდა.
-მოგიტან. _ ოთახიდან გავიდა და რამოდენიმე წუთში უკან დაბრუნდა. ერთ ხელში წყლით სავსე ჭიქა ეჭირა მეორეში ჩაი.
-აღარ მინდა ჩაი. _ამოიბუზღუნა.
-გკითხე რა გინდა მეთქი? დალიე. _ჭიქა გაუწოდა.
-წეღან ვის ელაპარაკებოდი?
-მეგობარმა დამირეკა.
-ამ დროს?
-ერეკლესთვის დრო პრობლემას არ წარმოადგენს. მთავარია მისი სათქმელი გითხრას. _ჩაიცინა.
-მეტს ვერ დავლევ. _ჭიქა გვერდით გადადო.
-ევა..
-ნახე სიცხეც აღარ მაქვს. _ თერმომეტრი გაუწოდა.
-ძალიან კარგი. _კმაყოფილმა გაიღიმა. _ხოდა ახლა დაიძინე.
-პატარა ბავშვი არ ვარ!
-არ ხარ მაგრამ ზოგჯერ პატარა ბავშვივით იქცევი. _საწოლზე ჩამოჯდა და პლედი გადააფარა.
-ვეღარ ვსუნთქავ! მასე ხომ გავიგუდები...
-არ გაჩუმდები?
-არა! _მამაკაცის მშვიდი ტონი კიდევ უფრო აღიზიანებდა. რაღაცის თქმას კიდევ აპირებდა მაგრამ ალექსანდრემ აღარ აცალა. ფრთხილად შეეხო გოგონას გამობურცულ ტუჩებს და წამში დაადუმა.
-ახლა ხომ გაჩუმდები. _ ტუჩის კუთხეში ღიმილი გაუკრთა.
*****
ფანჯრიდან შემოსულმა მზის სხივებმა თვალი მომჭრა. ნაცნობი სურნელის შეგრძნებისას თვალები ვჭყიტე. ალექსანდრე ჩემს გვერდით იწვა. თავი მის მკერდზე მედო, მისი ხელები კი წელზე მჭიდროდ მოხვეული მქონდა. მისი მკლავებიდან თავის დაღწევას შევეცადე, თუმცა ეს უფრო კლდესთან ჭიდილს გავდა. როგორც კი წამოდგომა დავაპირე ხელები უფრო მაგრად შემომხვია და თვალები მაშინვე გაახილა.
-რა მოხდა? ცუდად ხარ?_ შეწუხებული სახით მომაჩერდა.
-არა. უბრალოდ ადგომას ვაპირებდი. არ მინდოდა შენი გაღვიძება... _ ზურგსუკან ვიღაცამ ჩაახველა. სწრაფად შევაბრუნე თავი და კარებში ატუზულ ანას შევეჩეხე. ალექსანდრემაც ხელები შემიშვა და ფეხზე წამოდგა.
-სიცხე ისევ გაქვს? _ საწოლთან ახლოს მოვიდა ანა.
-არა. უკვე კარგად ვარ. ყელი მტკივა ცოტათი. _ალექსანდრე უხმოდ დაიძრა კარისკენ
-მიდიხარ? _ საბნიდან თავი წამოვყე.
-კი. ჯერ ისევ ავად ხარ, არ ადგე. _საბოლოო მითითებები მომცა და ოთახიდან გავიდა.
-ეს მთელი ღამე თავთან გეჯდა? _ გაკვირვება ვერ დამალა ანამ.
-ხო.
-უყურე შენ ბიჭს. კარგი, მოდი ვისაუზმოთ.
-არ მშია, მე საავადმყოფოში უნდა წავიდე _საწოლიდან ადგომა დავაპირე.
-ე..ეე! გოგო შენ ნორმალური ხარ?! გუშინ თვალს ძლივს ახელდი და ახლა კიდევ ასეთ ამინდში გარეთ უნდა გახვიდე?!
-ანა...
-ნელი დეიდაზე არ ინერვიულო. ლაშას დავურეკე და მითხრა ყველაფერი კარგად არისო. ასე, რომ შენი ხმა არ გავიგო! იწექი, საუზმეს აქ მოგიტან.
-გუშინ მე, რომ დავიძინე იმედია თქვენ ერთმანეთი არ შეგიჭამიათ.
-შენ წარმოიდგინე და არა. _ენა გამომიყო ანამ და ოთახიდან გავიდა.
********
-სად ხარ ბიჭო ამდენი ხანი?!
-თვითმფრინავი ჩამოფრინდა უკვე?
-კი. სადაცაა გამოჩნდება...
-აი იქ არის! _წამოიძახა ლაშამ და მათ წინ მომავალ შავგრმან მამაკაცზე მიუთითა. ბიჭებმა ერთხმად წამოიყვირეს და მეგობრისკენ დაიძრნენ. შაკო წამით თვალებგაფართოებული უყურებდა ამ ყველაფერს. ბიჭების დანახვაზე ლამის გადაირია. ისეთი ყვირილი ატეხეს, ყველა მათ უყურებდა.
-თქვენ აქ საიდან? როგორ გაიგეთ? მოიცა მე ხომ არავისთის არ მითქვამს. _სათითაოდ გადაეხვია ყველას.
-ჩვენს შესაძლებლობებს სათანადოდ ვერ აფასებ. _მხარზე ხელი დაკრა ლაშამ მეგობარს.
-მოღალატე ხარ! მეგობრები ერთელაც არ გაგხსენებია!
-სამაგიეროდ ამის შემდეგ არსად აღარ ვაპირებ წასვლას. _ აეროპორტიდან ხმაურით გავიდნენ. შაკოს სახლში მისვლა და დასვენებაც კი არ აცადეს, მაშინვე ყველანი ალექსანდრესთან წავიდნენ. სახლში ისეთი ხმაური იყო, თითქოს ოთხი კი არა ასი კაცი იყოო. ყველა ერთდროულად ლაპარაკობდა.
-ერეკლე გვანცა სადაა? ან ტასუნა. რამდენი ხანია არ ინახავ ეგ ციცქნა. ახლა უკვე დიდი გოგოა.
-დავურეკავ და მოვლენ. _ტელეფონი მოიმარჯვა ერეკლემ.
-თქვენ ბატონო სანდრექს?
-რა მე?
-ისევ ეულად დაბორიალობ?
-შენ ვისზე რას ამბობ?!
-ლაშუკი შენ?
-გაგალაშუკებ ეხლა, თუ ავდექი! _ შაკოსკენ გაიწია ლაშა. შაკოს ყოველთვის უყვარდა მეგობრების სახელების ათასნაირად გადაკეთება. განსაკუთრებით ლაშა ღიზიანდებოდა ამაზე, მაგრამ ვინ აქცევდა ყურადღებას.
-ამათ არაფერი არ ეშველებათ. _ხელი ჩაიქნია ერეკლემ და შაკოს გვერდით მიუჯდა.
-ჩვენ, რომ გვიტევ შენ რას გვეტყვი აბა?
-ჩემი საქმეები იმაზე უკეთ მიდის ვიდრე წარმოიდგენთ და სულ მალე გაგცნობთ იმ ბედნიერს.
-ბედნიერს თუ უბედურს? _ ჩაიფხუკუნა ალექსანდრემ.
-ისე შენისთანა ჭკუამხიარულს ვინ დაადგა თვალი საინტერესოა. _ლაშაც მაშინვე აყვა.
-ჩემისთანა „ჭკუამხიარულს“ ეგ ერთი „უბედური“ მაინც უყურებს, მაგრამ თქვენისთანა ხისთავიანებს ვინ შეხედავს ეგ უფრო მაინტერესებს. _არც შაკო ჩამორჩა.
-ეგრეც არ არის საქმე. ჩვენს სანდრინიოს....
-ერეკლე! _თვალები დაუბრიალა ალექსანდრემ
-რა? რაო? რა ხდება? ამას ვინმე მოწონს? უყვარს? ვინაა? სად გაიცნო? აუ მითარით რა... _ პატარა ბავშვივით შეეხვეწა შაკო.
-ნუ ბოდიალებ! არაფერიც არ ხდება.
-რას ქვია არ ხდება! _მაინც არ ჩერდებოდა ერეკლე. -აბა ის ლეკვი რისთვის აჩუქე? _იქვე მწოლიარე ლეკვზე მიუთითა.
-რა? _ვერც ლაშამ დამალა გაკვირვება.- მოიცა სანდრო მართლა? ვინაა?
-ე..! ეხა გაჩუმდით ყველა, თორე მოგიწევთ ფანჯრიდან ხტომა! _ხმას აუწია ალექსანდრემ.
-ოღონდ ახლა გამაგებინა ვინაა ის გოგო და თუ გინდა პირდაპირ თავით გადავეშვები აქედან. _აივნისკენ დაიძრა შაკო.
-ერეკლე, სანდრო დროზე თქვით თორე ამას მეტი ჭკუა ნამდვილად არ აქვს თავში, მართლა გადხტება.
-ევა ქავია და... _ერეკლეს თავში ბალიში მოხვდა და კარკვეული პერიოდით გაჩუმდა.
-იცოდეთ ყველას გარეთ გაგიძახებთ! _მაქსიმალურად ცდილობდა მკაცრი ტონი შეენარჩუნებია მაგრამ დროდარო მაინც ეცინებოდა. შაკომ ერთი ისკუპა და პირდაპირ დივანზე დახტა.
-შეიარაღებული ძალებიც, რომ დამაყენო თავზე აქედან ფეხის გამდგმელი არ ვარ, მანამდე სანამ დაწვრილებით ინფრომაციას არ მივიღებ.
-ეს რა მოუშორებელი ჭირია რა! _ მიხვდა, რომ ჩხუბით მაინც ვერ გააჩერებდა ვერცერთს.
-მოკლედ არაფერიც არ ხდება. უბრალოდ ერთი გოგო გავიცანი და...
-შაკო _დაიწყო ლაშამ - შენ გჯერა ახლა ამ ზღაპრების?
-კი ბიჭო, აბა არ მჯერა. მიდი მიდი სანდრო განაგრძე, ცოტაც და ჩამეძინება. _თვალები დახუჭა შაკომ.
-ე...! თქვი რა დროზე! _ ხვდებოდა, რომ მეტი გზა არ ქონდა და იძულებული იყო მცირე ინფორმაცია მაინც გაეცა. ის იყო რაღაცის სათქმელად გააღო პირი, კარზე ზარის ხმა გაისმა. წამში მოწყდა ადგილს და კარს მივარდა.
-დედა! მამა! თქვენ არ იცით როგორ გამახარეთ! ე.. გვანცა ტასუნა თქვენაც აქ ხართ? _ყველას სახლში შეუძღვა.
-ალექსანდრე რა წესია ეს?! _შემოსვლისთანავე აქოთქოთდა ხათუნა. -არ უნდა გეთქვა ბავშვი, თუ ჩამოდიოდა?! შაკო, შვილო, როგორ ხარ?
-კარგად ვარ ხათუნა დეიდა. თქვენ როგორ ხართ? _ თბილად გადაეხვია ქალს. -ზაზა ბიძია, როგორ გიკითოთ.
-მე კარგად ვარ, მაგრამ შენ სად დაგვეკარგე. ასე გაქრობა შეიძლება?
-ამის შემდეგ არსად წასვლას არ ვაპირებ, აქ ვრჩები.
-ძალიან კარგი.
-რძალო! როგორ ხარ? _ხელებგაშლილი წავიდა გვანცასკენ და მაგრად გადაეხვია. ამის შემდეგ სახლში ისეთი ამბავი იყო ბიჭების საუბარი არავის გახსენებია. ალექსანდრემაც შვებით ამოისუნთქა. იფიქრა გადავრჩიო, მაგრამ როგორც კი შაკოს მზერას გადააწყდა მაშინვე მიხვდა, რომ ეს „მოუშორებელი ჭირი“ ჯერ არ მოეშვებოდა.
**********
ძალიან დიდი ბოდიში დაგვიანებისთვის. იმედია ეს თავი მოგეწონებათ. ხვალაც აუცილებლად დავდებ ახალ თავს. დიდი მადლობა ყველა მკითხველს. <3



№1  offline წევრი talaxadze133

Dzan kargi ikoo tu shedzleb 12 mere dade <333

 


№2  offline წევრი nestanuka13

რა იყო ახლა?? ისე უცბად დამთაცვრდა ვერც გავიგეე :))

 


№3  offline წევრი Annee

ძალიან მაგარი იყო. შემიყვარდა ეს ისტორია.. ^_^ უკვე ველოდები ხვალინდელი დღის დადგომას: *:*:*

 


№4  offline წევრი Sweetiko

ძალიან კი მომწნს ეს ისტორია,მაგრამ რა პაწაწუნა თავი იყო,თანაც დაგვიანებული..

 


№5  offline წევრი S.likuna

vaimeeee gvegirsaaa shemovedi davinaxe tu ara ise gamexarda rom ravici da exla daviwkeb wakitxvas <3

 


№6  offline წევრი tamro

talaxadze133
Dzan kargi ikoo tu shedzleb 12 mere dade <333


თორმეტის მერე არამგონია მაგრამ ხვალ საღამოსთვის აუცილებლად დავდებ smile

 


№7  offline წევრი Queen

ძალიანნ მაგარიააა ♥♥
ყველა თავი დღეს წავიკიტხე და მაგრად მომეწონაა♥♥

 


№8  offline აქტიური მკითხველი aanamaria

Ra kargia ifiifi

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent