შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როცა სიამაყე საკმარისი არ არის [9]


21-04-2015, 01:10
ავტორი Bero)))
ნანახია 4 413

იმ საღამოს დემეტრემ ანას ოთახი აჩვენა და ტკბილი ძილი უსურვა, ანაც როგორც კი საწოლში ჩაწვა, მაშინვე ნინის გადაურეკა:
-გოგო ნორმალური ხარ? სად ხარ ამ დროს?_ტელეფონს ჩაყვირა ნინიმ.
-თბილისში_მშვიდად უთხრა დვალმა და ნინის პასუხს დაელოდა, რომელიც იგვიანებდა...
-რა თქვი?_იმხელა ხმაზე იკივლა გოგომ , რომ ანას სერიოზულად შეეშინდა და ტელეფონი გვერდზე გაწია.
-ხო... დემეტრემ წამომიყვანა_ისევ მშვიდად განაგრძო დვალმა.
-შენ მე ინფაქტს ამკიდებ._მთელი სერიოზულობით უპასუხა კვარაცხელიამ (ანუ ნინიმ).
-რომ ჩამოხვალ, მერე მოგიყვები...არ ინერვიულოთ.
-რას ქვია არ ვინერვიულო? სად ხარ ახლა?_აფორიაქებული ეკითხებოდა ნინი და თან აქეთ-იქით დადიოდა, გაოცებული გიგა კი ყბაჩამოვარდნილი აყოლებდა თვალს.
-დემეტრესთნ სახლში...ნინი კარგად ხარ?_კითხა ანამ, მას შემდეგ, რაც კვარაცხელიამ პასუხი არ გასცა.
-ახლავე მოვდივარ_მკაცრად ჩაილაპარაკა გოგონამ და მართლა წასასვლელად დაიწყო მზადება.
-ხომ არ გაგიჟდი? რას ქვია მოდიხარ? ახლა მაგაზე უნდა მანერვიულო? ისედაც ისე მეშინოდა... არ გაბედო გესმის? აქ რომ ჩამოხვიდე ხმას აღარ გაგცემ...ბოლომდე დაისვენეთ და მერე, რომ ჩამოხვალ მშვიდად ვილაპარაკოთ..._ძლივს დაარწმუნა ანამ, რომ არ ღირდა ჩამოსვლა და სამაგიეროდ ყველაფრის დეტალებში მოყოლას შეპირდა... მეორე დღეს, როცა ანამ სამზარეულოში მოფუსფუსე დემეტრე დაინახა, ღიმილი ვერ შეიკავა...
-დილამშვიდობის_ჩუმად ჩაიჩურჩულა და მაგიდასთან ჩამოჯდა.
-დილამშვიდობის._გაუღიმა დემემ.-რამეს შეჭამ?
-არა იყოს, მაინც მივდივარ და სახლში შევჭამ.
-ანა... იქნებ ჯობია დარჩე?_შეპარვით ჰკითხა ყიფიანმა და მისკენ მოტრიალდა.
-არა დემე, მე უნდა წავიდე._დემემ სევდიანი მზერა შეავლო მის მუცელს და ისევ საჭმელს მიუბრუნდა.
-კარგი აღარ მოგაცდენ, წავალ._წამოდგა დვალი და კარებისკენ წავიდა, ყიფიანიც უკან გაყვა.
-სახლში ვისთან ერთად ცხოვრობ?_ჰკითხა დემემ და კარის სახელურს დაწვდა, რომ გაეღო, გამოაღო კიდეც კარი, მაგრამ ანას პასუხზე "მარტო" ისევ დაკეტა.
- და შენ ახლა აპირებ წახვიდე სახლში და იქ სულ მარტო დარჩე? მითუმეტეს ნინიც არაა აქ..._იკითხა გაოცებულმა დემემ და თვალებში ჩააშტერდა.
-ხო... რა მოხდა მერე?
-შანსი არაა..._თქვა კატეგორიული ტონით ყიფიანმა და ხელებგადაჯვარედინებული მიეყუდა კარებს.
-რას ნიშნავს შანსი არა?_იკითხა გაოცებით დვალმა და გაბრაზებისგან თვალები გაუფართოვდა.
-იმას, რომ შენ ახლა იქ მარტო არ დარჩები და შენი ძალით დაკავებაც, რომ მომიწიოს, იქ მაინც არ გაგიშვებ._ბევრი იჩხუბეს დემემ და ანამ, მაგრამ საბოლოოდ გაბრაზებული ანა თავის ოთახში შევიდა, დემე კი გამარჯვებული ღიმილით მისაღებში მდივანზე ჩამოჯდა...
მთელი ერთი კვირა ერთად ცხოვრობდნენ ყიფიანი და დვალი... დემეტრე ყურადღებას არ აკლებდა ანას და რა შეიძლებოდა მოეთხოვა, რომ მისთვის არ მიეტანა...
ანას ამ ერთ კვირაში ოცნებაც აუხდა...ერთ ღამეს, უფროსწორად შუაღამეს, დვალი ფეხშიშველი გატანტალდა სამზარეულოში და როგორც ჩვევია, მთელი მაცივარი გადაატრიალა... მაგრამ ვერც მარწყვს მიაგნო და ვერც შოკოლადებს. გაბრაზებული მაგიდასთან ჩამოჯდა და გაბუტულმა ტუჩები გაბუსხა, როცა დემეს ხარხარი შემოესმა... ბიჭი კარებს იყო აყუდებული და გულიანად იცინოდა. დვალი ამაზე უფრო გაბრაზდა და ფეხზე წამოდგა, რომ გასულიყო, თუმცა კარებში დემემ დაიჭირა და წინ დაიყენა...
-აბა რა უნდა ჩემს ჩემპიონს, მამამ რომ მოუტანოს?_ ისეთი თბილი ხმით და ღიმილით კითხა ყიფიანმა, რომ ანა მალევე მოლბა და თავისი სურვილების სია ჩამოურაკრაკა...
-კაი, მე მაშინ წავალ და შენ ოთახში ადი, ფეხზე არ გაცვია და გაცივდები_მუცელზე მოეფერა და მისაღებისკენ წავიდა სადაც მანქანის გასაღები ედო...
მაღაზიიდან დაბრუნებული დემეტრე ანას ოთახისკენ წავიდა და კარი ნელა შეაღო, თუმცა შიგნით საბანში გახვეული, ჩაძინებული დვალი დახვდა და ყიფიანსაც სასიამოვნოდ გაეღიმა...მისკენ წავიდა და პარკი ტუმბოზე დადო, საბანი ფრთხილად გადაუწია და მუცელს მოეფერა...
-რაო მამი? ასე უნდა აწვალო ხოლმე დედა?_როცა პატარა ყიფიანი საპასუხოდ გამოძრავდა, დემემ ფართოდ გაიღიმა და კიდევ ერთხელ მიეფერა მუცელს..._ჩემი ცელქი ბიჭი...დაიძინე მა და მოასვენე დედა..._ფრთხილად აკოცა და ოთახიდან გამოვიდა.
*******************************************
დილით, დემეტრემ როგორც კი გაიღვიძა, მაშინვე წამოდგა და სარკეში თავისთავს გაუღიმა...
-მე მამა...ის დედა...ჩვენი შვილი_ გაღიმებული ბუტბუტებდა და თავი ამ ქვეყანაზე ყველაზე ბედნიერი კაცი ეგონა... ახლა მხოლოდ ანას ბედნიერებაზე და ბავშვის ჯანმრთელობაზე უნდა ეფიქრა... თავის ფიქრებზე თვითონვე გაეცინა... მის საძინებელს, რომ ჩაუარა შეჩერდა და კარის სახელური ჩამოსწია... ჩუმად შეიხედა, თუმცა ანას უკვე ეღვიძა და დემეს მოტანილ სასუსნავებს გემრიელად შეექცეოდა, კარის გაღების ხმაზე კი ყიფიანს შეხედა.
-დილამშვიდობის... როგორ ხარ?_კითხა დემემ და თბილად გაუღიმა.
-კარგად._ასევე ღიმილით უპასუხა ანამ.
-მე სარბენად მივდივარ და შენ თუ რამე დაგჭირდება დამირეკე, კარგი?
-კარგი.
დემეტრემ კარები გამოხურა და გარეთ გავიდა...ანა კი გაღიმებული უყურებდა თავის მუცელს და ჯერ კიდევ ვერ იაზრებდა სიტუაციას... შეიძლება ფიქრობდა, რომ დემეტრეს ვერ იტანდა, მაგრამ როგორც ჩანს ეგრე არ აღმოჩნდა, მშვენივრად უღიმის ყიფიანს დვალი და ერთი შეხედვით ბედნიერი ოჯახის შთაბეჭდილებას ტოვებს...
8 საათზე დემეტრეც დაბრუნდა სახლში, პარკებით დატვირთული...პროდუქტი სამზარეულოში შეიტანა, მერე კი მისაღებში ანას გვერდით ჩამოჯდა და თავის პატარას მშვიდობიანი დილა უსურვა...
-ამდენი რაღაც რად გინდოდა?_კითხა ანამ მას შემდეგ, რაც პროდუქტი გადაახარისხა და მისაღებში დემეს წინ ჩამოდგა...
-დღეს ბიჭები ჩვენთან მოვლენ და დამშეულები იქნებიან..._ანას სიტყვა "ჩვენ" სასიამოვნოდ მოხვდა ყურში...დემეს გაუღიმა და დივანზე მის გვერდით ჩამოჯდა.
ბიჭების მოსვლამდე დემემ და ანამ ბევრი ისაუბრეს, თუმცა სიტყვაც კი არ დასცდენიათ მათ ურთიერთობაზე და მომავალზე...ვიცი ანას ყველაზე უთავმოყვარეო ქალად შერაცხავთ, რადგან იმ დამცირების შემდეგ ისევ დემეზე ფიქრობს, მაგრამ მოდით ერთი წუთით მის ადგილზე დავაყენოთ ჩვენი თავი... სიყვარული რომ ბრმაა ეს ყველას მოეხსენება, ხოდა არც დვალი ყოფილა გამონაკლისი, სიყვარულს დაემონა და არც შედეგებზე იფიქრა და არც მომავალზე...თქვენ არ იცით რა ბედნიერი იყო, როცა დემეს სითბოს გრძნობდა, ან როცა გაიგო, რომ მის შვილს გააჩენდა... ეგონა, რომ ეს ბავშვი მათ ოჯახს გაამყარებდა, მაგრამ ყველაფერი იმ ღამეს დაინგრა და ანაც ფიქრობდა, რომ აღარასდროს აღდგებოდა, თუმცა აქაც შეცდა და ახლა როცა ისმენდა დემეს ბოდიშს და მასთან დაბრუნებას სთხოვდა, თანახმა იყო ყიფიანთან მთელი ცხოვრება გაეტარებინა...მაგრამ შიშიც კაი ოხერია, ხოდა როგორც კი დემემ ეს შიში ამოიკითხა ანას თვალებში, სევდიანად გაეცინა.
-გეფიცები, აუცილებლად აგიხსნი იმ მიზეზს, თუ რატომ მომიწია შენი დატოვება... მაგრამ ახლა მინდა ყველაფერი თავიდან დავიწყოთ..._ანამ გაუბედავად დაუქნია თავი და ამით დემეს მეორე შანსი მისცა... აი ზუსტად ეს არის ის მომენტი, როცა სიამაყე საკმარისი არ არის...დიახ, არ ეყო სიამაყე და არც ნანობს, ადრეც ავღნიშნე, რომ არც მაშინ ნანობდა სიამაყის ნაკლებობას...მაშინ რომ "ესწერვა" ვერ განიცდიდა იმ ბედნიერებას, რასაც შვილი ქვია და ახლაც, რომ თავი გამოედო, იცოდა დაკარგავდა ყიფიანს და ხახამშრალი დარჩებოდა, ასე რომ ძველი ტაქტიკა ამჯობინა, სახელად "იყავი ბედნიერი დღეს" და მიუხედავად იმისა, რომ ამ ფრაზას მისთვის მთლად ბედნიერი მომავალი არ მოქონდა, დვალმა მაინც დაიტოვა იმედი ბედნიერი დასასრულისთვის და ჩასახუტებლად ხელგაშლილ დემეს მთელი ძალით მოეხვია..."უყვართ იმიტომ, რომ უყვართ, სიყვარულს ახსნა არ სჭირდება." გამახსენდა კოელიოს სიტყვები, რომლებიც, სრულიად ზუსტად აღწერს სიტუაციას...ანამ, მთავარია ყიფიანის თვალებში სინანული და სიყვარული დაინახა და სხვა დანარჩენი მისთვის მეორეხარისხოვანი გახდა...თავიდანვე შეამჩნევდით დვალის მიამიტობას და სიკეთეს, ხოდა ამის გამო ვერ გაიმეტა დემეტრე, იმისთვის, რომ შვილი წაერთმია და ამით შური ეძია, ან რა შურისძიებაზეა ლაპარაკი, როცა ღამეებს ათენებდა იმაზე ფიქრით და ტირილით, რომ ბავშვს მამა არ ეყოლებოდა და თვითონაც ვერ შეძლებდა სრულფასოვნად აღეზარდა თავისი შვილი და ახლა, როცა ასეთი სიტუაციაა, ვერ იეგოისტა და გადაწყვიტა შეექმნა თბილი ოჯახი, როგორც ბავშვის, ასევე მათი ბედნიერებისთვის...

პ.ს გამარჯობათ... ესეც ახალი თავი, იმედია კარგი გამოვიდა...ძალიან დიდი მადლობა ყველას კომენტარებისთვის და იმისთვის, რომ კითხულობთ... ძალიან მიყვარხართ...
პ.ს.ს იმედია ეს მრავალწერტილი არ გაღიზიანებთ...ძალიან მიყვარს და უბრალოდ წერტილს ვერ ვეგუები :დ



№1  offline წევრი nuki-nuka

პირველი ვაარ...
შენი არ იყოს მეც მიყვარს მრავალწერტილი და სულ ნერვები მეშლება wink
მოკლედ ძალიან მომწონს... და არ დააგვიანო love

 


№2  offline წევრი Annee

კარგი თავი იყო. ^_^

 


№3  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

Malee malee dadee mainteresebsd dzaliannn :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent