შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

*მამაკაცი ბნელი ჩიხიდან (სრულად)


21-04-2015, 02:13
ავტორი Lulu
ნანახია 20 038

*თავი 1*

დაბუჟებული ტუჩების შეხება იგრძნო თუარა ყელზე, მაშინვე გააჟრჟოლა. ძალა გამოცლილმა შეწინააღმდეგება ცადა, თუმცა რა? სულაც არაფერი. მამაკაცის ალკოჰოლით გაჟღენთილ სხეულს ვერაფერი ვერ მოუხერხა. ის კი საზიზღარი ტუჩების ცეცებას განაგრძობდა უძლურ სხეულზე. სუსტ, წვრილი ხელებზე დიდი ტორები წაუჭირა და წითელი აგურით ნაშენებ კედელზე მთელი ძალით მიანარცხა.შეშინებული შველივით აკანკალებულს, უღონო კვნესა ამოვარდა ყელიდან. თვალებში მაშინვე ბინდი ჩაუწვა, თოვლივით ქათქათა კანით დაფარულ სახეზე ორიოდე ცრემლი ჩამოგორდა და სიბნელის მიუხედავათ, თვალთახედვა კიდევ უფრო აებნა. ჩაშავებულ ქუჩაში მხოლოდ მისი ჭირვეული გმინვა თუ ისმოდა. უწყლო თევზივით აფართხალებულს ძალა საბოლოოდ გამოეცალა და იმ საზიზღარი მამაკაცის საზიზღარ ტუჩებს კიდევ ერთხელ შეაგება შიშით სავსე სხეული. როდესაც შეხებამ წვრილი ყელიდან ხორციან წელზე გადაინაცვლა, საბოლოოდ დანებდა ბედს. რა ეგონა თუ ცხოვრება ისევ ეთამაშებოდა და აქაც, სულ ბოლო წამს გამოუჩენდა შველას? ალკოჰოლით გაჟღენთილი მამაკაცი უეცრად მთელი ძალით მოშორდა ათრთოლებულ ქალს. ძლიერი დანარცხების ხმა ძლივს ძლივობით მიწვდა მის ძალაგამოცლილ სმენას. დაბინდული მხედველობის დაძაბვა უშედეგოდ ცადა, მაგრამ სასურველ შედეგს მაინც ვერ მიაღწია. ტკივილით დამძიმებულმა ტვინმა მხოლოდ მაშინ გააცნობიერა მომხდარი, როდესაც უცნობი ნაცრისფერი თვალების გამჭილი მზერა შეეჩეხა სახეში და ძლიერი სხეულის ტკბილმა სითბომ დაუარა უძლურ სხეულზე. თითქოს გრავიტაცია გაქრა, მიზიდულობის ძალა დაიკარგა. ამჯერად სასიამოვნო შეხებამ, უმალვე აიტაცა ჰაერში და მკერდზე ძლიერად მიიჭირა. უძლური თავი ვიღაცის განიერ მკლავებს ჩამოადო და მხოლოდ მაშინ დანებდა ძილს, როდესაც ბნელ ჩიხში უღონოდ მივარდნილ საზიზღარ მამაკაცს მოკრა თვალი. გულში ბოროტულმა სიცილმა გაუელვა და მშველელის თვალებს კიდევ ერთხელ შეავლო უღონო მზერა. ნაცრისფერი, ძლიერი თვალები მიზანდასახულად იყურებოდნენ წინ და გაბრაზებით სავსე ნაპერწკლებს აფრქვევდნენ ცივ მიწაზე. სახეზე არც შეუხედავს, მხოლოდ თვალებს უყურებდა. უყურებდა, უხაროდა რომ ამ თვალებმა მისი ტვინი საბოლოოდ დაიპყრეს. ნაცრისფერი თვალები...ეს მზერა...ეს სითბო...

არა!

ცივმა ოფლმა ერთიანად დამიარა სხეულზე. დაფეთებული ტანი სასწრაფოდ წამოვწიე ლოგინიდან.

“არა,არა,არა! _ლოგინიდან წამომხტარმა, უაზრო ბოდიალი დავიწყე ოთახში, აქეთ-იქით,ისევ და ისევ. შვიდი წელი გავიდა, მაგრამ ეს სულელური სიზმრები ვერაფრით ვერ მოვიშორე. შვიდი წელი გავიდა მაგრამ ამ ნაცრისფერი თვალების გამჭოლი მზერა ისევ მწვავს, ძილშიც კი. სახე სამწუხაროდ არ მახსოვს. უცნაურია ეს ცხოვრება. ნუთუ მხოლოდ ერთხელ შევხვდი? ნუთი სულ ესაა? არადა რა კარგი იქნებოდა მისი ნახვა. ერთი თვალით მაინც. ადამიანი რომელმაც იმ საზიზღარი მამაკაცის მკლავებიდან გამომგლიჯა.

"გრრრ!"_იმ ამაზრზენი, ლაჩრული, საზიზღარი, ალკოჰოლით სავსე მამაკაცის ტუჩების გახსენებაზე მხოლოდ სევდა და იმედგაცრუება თუ მიღვივდება გულში. მაგრამ ამ სევდას მალევე ნაცრისფერი თვალები მოყვება. თვალები რომლებიც დღემდე არ მაძლევენ მოსვენებას…
არა მხოლოდ ნაცრისფერი თვალები არ მასვენებენ. სიბნელე და შიში ჩემს ქვეცნობიერს ყოველდღიურად ახალ-ახლ ილუზიებს ჩუქნის. ოთახის კუთხეში მდგარ პატარა სანათს გავხედე. მხოლოდ ახლა ვაცნობიერებ რომ ამ შვიდი წლის განმავლობაში, დღემდე მბჟუტავ სინათლეში მძინავს. ოცდაოთხი წლის ქალს დღემდე ეშინია სიბნელის. ტაოდაყრილ კანზე წვრილი ხელებით გავირბინე და სიცივის დასაძლევათ ლოგინზე, ქაოსურად მიფენილ თხელ საბანს დავწვდი. აივნის კარები ზანტი მოძრაობით გამოვხსენი თუ არა მაშინვე ვერცხლისფერი მთვარის მზერას მოვკარი თვალი.

“ნეტა იმ დღეს სად იმალებოდა, იმ სიბნელეში რომ დამტოვა მარტო”_გაბრაზებული მზერა მოვავლე ცაში დაკიდულ მანათობელ ბურთს თუმცა მისი ნაღვლიანი სახის დანახვამ მაშინვე მომილბო გული. ვერცხლისფერ შუქში ჩაფლული, ბნელი არემარე მაინც არ მაძლევს მოსვენებას.

“არა ანა, ამის დრო არაა. გლოვის დრო არაა. ჯობია ოთახში შებუნდე და თბილი ლოგინის კომპანიით დატკბე.” _“მეორე მე” როგორც ყოველთვის ბრძნულ რჩევებს იძლევა თუმცა ახლა მისთვის არ მცალია. ახალი სამსახურის დაწყებამდე სულ რამდენიმე საათია დარჩენილი ამიტომ ჯობია ეს უსაქმური დრო ფიქრით გავფანტო. ნაცრისფერ თვალებზე ფიქრით! არა, მაშინ ალბათ ნამდვილად ცუდათ მოვიქეცი. “ნაცრისფერმა მზერამ” გადამარჩინა, მეკი რა გავაკეთე? პატარა გოგოსავით გამოვიქეცი. თუმცა იმ დროს ალბათ ნამდვილად პატარა ვიყავი. ჩვიდმეტი წლის გამოუცდელი, სულელი გოგო რომელსაც დედ-მამის კამათის გარდა არანაირი უსიამოვნება არ უნახავს. მაგრამ ცხოვრებამ ზუსტად მაშიინ გადაწყვიტა ჩემთვის გაკვეთილის სწავლა. ზუსტად მაშინ, შევეჩეხე რეალობას, იმ ბნელ ჩიხში. გრრრ!
მერე “ნაცრისფერს ” გადავეყარე... ალბათ ეს იყო იმ დღის ყველაზე საუკეთესო მომენტი. მახსოვს როგორ მივესვენე მის განიერ მკლავებს, რომლებმაც სულ ცოტა ხნის წინ მგლის ხახას გამომგლიჯეს, გადამარჩინეს, მერე კი თავის სასახლეში წამიყვანეს. ალბათ მთელი ღამე იქ გავატარე. მაინც რა სულელები ვართ ქალები. ერთი მამაკაცის საზიზღარ მკლავებს როგორც იქნა მოვშორდი, მაგრამ მეორე წამს სხვას ვენდე. რატომღაც... მაგრამ "ნაცრისფერ მზერას" რამის გაკეთება რომ მონდომებოდა, ასე ადვილათ ხომ არ გამომიშვებდა? თუმცა მე ხომ გამოვიპარე. ჰო გამოვიპარე. ალბათ სირცხვილმა დამაძალა ასე მოქცევა. შემრცხვა მისი რეაქციის და სინანულით სავსე მზერის. მაგრამ ალბათ დარჩენა და მადლობის თქმა მაინც ღირდა. ნამდვილად. სულელი ხარ ანა! ახლა უკვე გვიანია, მისი სახე სულ არ მახსოვს, ალბათ მასაც დავავიწყდი. რათქმაუნდა დავავიწყდი, აბა ჩემში დასამახსოვრებელი სულაც არაფერია, თან ვინ დაიმახსოვრებდა ჩვიდმეტი წლის გოგოს რომელიც ვიღაც მთვრალ მამაკაცს გამოგლიჯეს ხელებიდან. გრრრ. იმ დროის გახსენება მხოლოდ ამ რეაქციას თუ მანიჭებს.

“გრრრ!”

"ნაცრისფერი მზერა" მხოლოდ წარსულია. მხოლოდ მოგონება. ახლა ჩემ რეალობას მარტო დათო თუ ეკუთვნის. ალბათ ის იყო ერთადერთი ვინც ის პერიოდი ნაწილობრივ დამავიწყა. სიყვარული? არ ვიცი. არა, არა. ეს, სიყვარული ნამდვილად არაა. ალბათ უფრო მოვალეობის გრძნობაა, მხოლოდ ამიტომ ვართ ერთად. ალბათ მივეჩვიეთ ასე ყოფნას, მივეჩვიეთ ერთმანეთს და უბრალოდ ცვლილებებს ვერ ვუმკლავდებით. არადა როგორ მინდა რაიმეს შეცვლა. რუტინა მხრებზე უზარმაზარი ლოდებივით მაწვება, რომლის თრევაც უფრო და უფრო მიძნელდება.

“ხვალიდან ყველაფერი შეიცვლება ანა!”

იმედია… ახალი სამსახური, როგორც ვიცი საკმაოდ ცნობილ ფირმაში. ბიოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიების მაწარმოებელი კომპანიაა. მიხარია რომ კიდევ ვიღაც მაინც ზრუნავს ეკოლოგიაზე. იძახიან, ასეთი ფირმების ქსელი სხვადასხვა ქვეყნებში წარმატებულათ მოქმედებსო. გამიკვირდა და გამიხარდა კიდეც როდესაც გავიგე, რომ ფირმის გენერალური დირექტორი ქართველი ახალგაზრდა ყოფილა. სასიამოვნოა როდესაც იცი, რომ შენი სამშობლოდან ორიოდე ადამიანი მაინც აღწევს სასურველ მიზანს. დარწმუნებული ვარ ჩემთვის ეს საკმაოდ ძნელი იქნება, თუმცა ვიმედოვნებ რომ უბრალო მდივნის მოვალეობას ზურგს უკან ჩამოვიტოვებ და როდესმე მაინც ავიმაღლებ კარიერის საფეხურს. მთავარია ხვალ ყველაფერმა წარმატებულათ ჩაიაროს. არ მინდა ჩემი საკუთარი შრომა და მშობლების იმედები ტყუილუბრალოდ გავაცრუო. პატივცემული ნიკოლოზ ერისთავის, ჩემი გამზრდელისა და საყვარელი მამის სახე დღემდე თვალწინ მიდგას. მახსოვს როგორ უყურებდა დედაჩემის გაფითრებულ სახეს და თვალებიდან ცრემლების ნაკადი არ უწყდებოდა. მახსოვს მისი სახე დედას გარდაცვალების შემდეგ, ასეთი ერთფეროვანი, ასეთი უსიცოცხლო. მახსოვს მისი სახე ნინას გაცნობისას, თვალებ გაბრწყინებული თუმცა მაინც სევდიანი. ახლა კი სულ სხვა ადამიანი მიდგას თვალწინ. ამაყი,ბედნიერი,გახარებული. ცხოვრება ასეთია, მოძრაობა არ უნდა შეწყვიტო. მამაც ზუსტად ასე მოიქცა. ვფიქრობ ნინა ჩემთვის უბრალოდ მეგობარზე მეტია, გაცნობიდანვე სხვანაირად ვუყურებდი. არასდროს არ მიმაჩნდა დედინაცვლად, რომელსაც მხოლოდ მისი პირადი კონკია ვეგონე. ნინა – ადამიანი რომელმაც მეორედ მაჩუქა სიცოცხლე და მეორედ დამანახა რა იყო ბედნიერება…
კატოს დაბადების მერე ალბათ ყველაფერი უკეთესობისკენ წავიდა. ახლა როდესაც საქართველოში დავბრუნდით მისი გახარებული მზერა გულს მითბობს და ორმაგად მაბედნიერებს. დარწმუნებული ვარ, უკრაინა ძალიან ენატრება და დაბრუნება უნდა კიდეც მაგრამ მისი აზარტული ხასიათიდან გამომდინარე ვიმედოვნებ რომ აქ დარჩენას მოისურვებს. ყოველთვის ასეთი იყო, უყვარდა ახალ ახალი რაღაცეების შესწავლა.. ახლა უკვე დიდი გოგოა. თხუთმეტი წლის "დიდი გოგო". საბედნიეროთ საქართველოში პირველად არაა ამიტომ შეგუება არ გაუჭირდება. მაგრამ ნიკოლოზი და ნინა ძალიან ენატრება. კი ცდილობს ეს მონატრება ღილიმის უკან დამალოს მაგრამ დის გულს არაფერი არ გამოეპარება. მითუმეტეს თუ მისი და ანა ერისთავია! ჩემი ინტუიცია და ტელეპატური უნარები არასდროს არ მღალატობენ, ამიტომ დარწმუნებული ვარ რომ ახლა ძალიან უჭირს. მაგრამ იმედია ხვალინდელი ორშაბათი მისთვისაც გადამწყვეტი დღე იქნება. სოლაში წაბრძანდება, მეგობრებს გაიჩენს და სევდისთვის დრო აღარ დარჩება. როგორც საქველმოქმედო აქციის მონაწილე, სკოლის გაცვლით პროგრამაში მოხვდა. ჰოდა ნიკოლოზის დაჟინებული თხოვნით მეც ხომ უნდა წამოვყოლოდი? კატოს პროტესტის მიუხედავათ მამამ მეც გამომაგზავნა. მწარე გამოცდილებიდან და მოგონებებიდან გამომდინარე კრინტიც არ დამიძრავს, მარტოს ვერანაირად ვერ გამოვუშვებდი. ამიტომ ავბარგდით და წამოვედით დედობილ საქართველოში… და ძალიან კარგადაც მოვეწყვეთ! მშობლებმა პატარა სამ ოთახიანი ბინა შეგვიძინეს, დანაზოგიც გამოგვატანეს. სამსახური, სკოლა… მოკლედ, ყველაფერი პრესტიჟული. აბა ჩვენ ქალბატონ ნინა ვორონინას როგრ ეკადრება რაიმე "ჩვეულებრივი".
როგორც იძახიან კატოს სკოლა რაღაც ექსპერიმენტულ ცვლილებებს გადისო. ამიტომ მკაცრი დისციპლინა აუცილებელია. ფორმა, არანაირი მაკიაჟი, კარგად სწავლა… მოკლედ ყველაფერი ისეთი რაც მოზარდებში პროტესტის გრძნობას იწვევს, ისინი ხომ ასეთი "თავზე ხელაღებულები" არიან. ვფიქრობ ფორმის იდეა ძალიანაც კარგია, ვერავის ვერ დაანაწილებ ფენებად.
იმედია ქალბატონი ეკატერინე კარგად მოეწყობა…

ნეტა დათოს ნახვას როდის მოვახერხებ? მომენატრასავით. ალბათ ნამდვილად მივეჩვიე. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ჩვენ საერთო მომავალს არანაირი შანსი არ აქვს. თუმცა ყველაფერს დრო გვაჩვენებს. ახლა მხოლოდ ხვალინდელ დღეზე უნდა ვიფიქრო. მთავარია სიწყნარე და არანაირი პანიკა, რომელიც ჩემ ხასიათს ზუსტად შეეწყობა. მახსოვს როგორ ვნერვიულობდი როდესაც გავიგეთ რომ ჩვენ ახალდაბადებულ ძმას ასთმა ქონდა. დავრეკავ ხვალე აუცილებლად, იმედია ყველაფერი ნორმალურად აქვთ ჩვენებს.

“ახლა კი ნება იბოძეთ ქალბატონო ანა და დაიძინეთ. ბოლოსდაბოლოს ხვალ რთული დღე გველის...”

***

-ნანანო! დაიგვიანებ, ადექი. ანა რვა საათია უკვე!

თვალები იმწამსვე დავაჭყიტე. თეთრი კანი კიდევ უფრო გამიფითრდა და მაშინვე წამოვვარდი ფეხზე. ღმერთო! ანა, შენი საშველი არ იქნება!

-ვაგვიანებ! ვაგვიანებ კატო!
-ამდგარიყავი ნახევარი საათით ადრე და არ დააგვიანებდი.

ქალბატონი უხასიათოდაა როგორც ვხედავ. რათქმაუნდა, ბოლოსდაბოლოს დღეს პირველი დღეა მის ახალ სკოლაში. მე კი სამსახურში, რომელზეც სხვათაშორის, ჩვენი ახლო მომავლის ცხოვრებაა დამოკიდებული.

"გაინძერი ანა!"

სასწრაფოდ შევვარდი აბაზანაში. საბედნიეროდ წინა დღეს ყველაფერი მოვამზადე ამიტომ დაახლოებით ოც წუთში მზად ვიქნები. ესეც ასე! ვერაფერს ვერ დამიწუნებს კაცი. წელში გამოყვანილი ქვედაბოლო, აბრეშუმის თხელი თეთრი პერანგი, მუქი თაგვისფერი მოსაცმელი, მაღალქუსლიანები და მოკლედ, შეძლებისდაგვარად ყველაფერი ოფიციალური.

-ტაქსი მოვიდა.
-კატ დარწმუნებული ხარ რო გამოგივლიან?
-კი ნანანო არ ინერვიულო. წარმატებები და პანიკაში არ ჩავარდე!
-ვეცდები... __ დის მზრუნველი თვალების დანავამ ნერვიულობა თიქოს შემიმცირა, ნათქვამმა "ნანანომ" კი გული მომილბო. მახსოვს, კატო პატარა რომ იყო, ყველა სიტყვას ასო ნ-ს ამატებდა. და მართლაც, ბანალურ “ანას” კრეატიული სახელი "ნანანო" უფრო ჯობია….

ქალბატონმა ეკატერინემ როგორც იქნა ძალა მოიკრიბა, უხასიათობა ზურგსუკან მოიტოვა და მხრებზე სუსტი ხელებით შემომეხვია. მისმა მხარდაჭერამ მეც გამახალისა ამიტომ შემდეგი ოცდახუთი წუთის განმავლობაში ამაყად მეჭირა თავი. მაგრამ ყველაფერი სულ რამოდენიმე წამში შეიცვალა.

-მოვედით ქალბატონო_მამაკაცის ბოხმა ხმამ გამომაფხიზლა და მეც ზანტი მოძრაობით გამოვაღე მანქანის კარები. ზუსტად შენობის შესასვლელთან გააჩერა მანქანა ამიტომ ჩემი თავის დასაწყნარებლად შედარებით ცოტა დრო დამრჩა.

“სიწყნარე, მთავარია სიწყნარე ანა.”_ ალტერ ეგოს ისევ და ისევ ბრძნულ რჩევას მივენდე და ამაყად შევდგი ფეხი უზარმაზარ შენობაში. ხალხი უაზროდ ირევა აქეთ იქით, სიტუაცია დამაბნეველია. საბედნიეროდ მივაგენი სასურველ ადამიანს რომელთანაც სულ რამდენიმე დღის წინ გასაუბრება მქონდა. მოიცა, რა ერქვა? ლილე, ლენა? ჯანდაბა! თავდაჯერებული მოძრაობით, შუა ხნის, ქერა ქალბატონი მიმიძღვება წინ. ღმერთო ჩემო, როგორი ამაყია. მომწონს ასეთი ქალები. ზუსტად იციან რა უნდათ და სხვებისგან ღირებულ დამოკიდებულებას ითხოვენ.

-აქეთ მობრძანდი ანა_ხელით გრაციოზულად მანიშნა და ლიფტში შემიძღვა.

“ოღონთ ეს არა! არა, არა, არა! მთავარია ცუდათ არ გავხდე!”

ყოველთვის მეშინოდა ლიფტების! ისევ ეს აუტანელი გრძნობა. თავზე სიმძიმე უზარმაზარი ლოდივით დამაწვა და სახეზე ალბათ საშინელი ფერი დამედო. კიდევ კარგი ქერა ქალბატონი ვერ მხედავს. მაგრად ჩავებღაუჭე ვერცხლისფერ სახელურს და ქუთუოები მტელი ძალით დავაჭირე ერთმანეთს.
უჰ! მადლობა ღმერთს. ვერცხლისფერი კარები ზანტად გაიღო და ქერა ქალბატონმა გზა გააგრძელა. როგორც იქნა გამოვაღწიე ლიფტიდან და გრაციოზულად მოსიარულე ქალს გავყევი. უზარმაზარ კარებთან გაჩერდა და იქვე, პატარა მაგიდასთან მჯდომ ახალგაზრდა გოგოს გახედა

-აქ არის?
-კი ქალბატონო ლალი, ოთახშია._ევრიკა! ლალი! ლალი ქვია!
-უთარი რომ ანა ერისთავია მოსული._უცნაურია. ორივე ქერაა. ნუთუ მხოლოდ ქერები მუშაობენ ამ კომპანიაში? ქალბატონი ლალი, როგორც ჩანს ზედმეტად სერიოზულია. გასაუბრებაზეც ასეთი იყო. ალბათ ზუსტად ამიტომ ვნერვიულობ ასე.

არა, ნერვიულობის დრო არაა!

-ბატონი ავალიანი ახლავე მიგიღებთ,_შედარებით რბილი ხმით მომმართა ქერა ლალიმ. -ნება მომეცით თქვენი მანტო ავიღო_წვრილი თითები ნაზად გამომიწოდა და ჩემ მოქმედებას დაელოდა. მეც არ დავაყოვნე და თბილი მანტო მალევე გავუწოდე. თავდაჯერებული მოძრაობით იქვე მდგარ სკამებთან მიმითითა. მორჩილად ჩამოვჯექი და საზურგეს მივეყრდენი.

“როგორ არ მიყვარს ლოდინი!”

როგორც ჩანს ბატონი ავალიანი დიდი ადამიანია. ალბათ მორიგი ზედმეტად ამაყი თმაჭაღარა მამაკაცია რომელსაც მხოლოდ ფული აინტერესებს. არა, არ განსაჯო ადამიანი სანამ არ გაიცნობ! იმედია ნორმალური ბოსი იქნება...
უეცრად, მასიური კარები განიერად გაიღო. ნელი მოძრაობით მაღალი, ტანადი მამაკაცი გამოვიდა და მოწიწებით დამიკრა თავი. ესეც ბატონი ავალიანი.

“არა, სულაც არაა თმაჭაღარა და სულაც არ ჩანს ფუფუნებაზე შემკვდარი.”

პასუხად მეც ნაზად გავუღიმე და მოულოდნელობისგან ოდნავ აწითლებული ლოყების დამალვა თავდახრით ვცადე. დინჯი ნაბიჯებით დატოვა კაბინეტი და იქვე მჯდარ "ქერა ნომერ მეორეს" მიმართა. ყურში რაღაც ჩასჩურჩულა, ქალიც მაშინვე გაწითლდა და ვნებიანად, ოდნავ შესამჩნევლად ჩაიცინა. ოჰო! ნუთუ თავისივე მდივანთან გააბა რომანი? მალევე მოშორდა სიწითლისგან თავბრუდახვეულ ქალს. რამდენიმე ნაბიჯი გადმოდგა წინ, მაგრამ უმალვე სეჩერდა და ისევ ფართოდ გაღებულ კარებში შეყო თავი.
-ამ კვირაში კლუბი არ აგცდება ავალიანო!_ავალიანიო?

“როგორც ჩანს შევცდი. ესეიგი ნამდვილ ავალიანთან შეხვედრა კიდევ წინ მაქვს...”

უცნობმა მამაკაცმა როგორც იქნა დატოვა ოფისი და ლიფტის დახურული კარების უკან გაუჩინარდა.
ისევ ლოდინი... ვიმედოვნებ ყველაფერი ნორმალურად ჩაივლის.

-ბატონი ავალიანი ოთახში გელით ქალბატონო ანა._იქვე მჯდარმა "ქერა ნომერ მეორემ" მოწიწებით მომმართა და უზარმაზარი, ორმაგი კარებისკენ მიმითითა. ყოყმანობით წამოვდექი და თეთრი კარები ზანტი მოძრაობით შევაღე. ოთახი უზარმაზარია. თეთრ ფერებშია მოწყობილი, ნაცრისფერი ავეჯით. უშველებელ შუშის კედელში მთელი თბილისის დანახვა შეიძლება. როგორც ჩანს ავალიანი კარგი გემოვნების პატრონია. მარჯვენა კედელს მხოლოდ რენესანსის პერიოდის ნახატები ამშვენებენ. როკოკოს სტილის, ოქროსფერი ჩარჩოები ულამაზეს სანახაობას ქმნიან.უზარმაზარი ოთახის ცენტრში მეტალის თანამედროვე მაგიდა და მის წინ ორი პატარა, ნაცრისფერი სავარძელი დგას. ერთიანობაში ავეჯი ცოტაა. მომწონს. არაა ძალიან გადატვირთული. ნამდვილად, ბატონი ავალიანი გემოვნებიანი ადამიანის კვალს ტოვებს.

-ქალბატონო ანა,_ბოხი ხმა. მკაცრი ადამიანის ინტონაცია. ახალგაზრდა მამაკაცის ტემბრი. ნელი მოძრაობით შევტრიალდი. ნაცრისფერ შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი, ტანადი მამაკაცი მიდგას წინ და დაჟინებით მაკვირდება. ცუდათ გამოვიყურები? მისი მოლოდინი არ გავამართლე? დაბნეული თვალებით გავხედე და იმწამსვე ხარბ, მონადირე მამაკაცის მზერას წავაწყდი. ოქროსფერი თმები, მაღალი ჭერიდან მომავალ თეთრ შუქს უხვად ირეკლავენ. სქელი მამაკაცური ტუჩები წითელი ვარდის ფოთლებივით იწონებენ თავს. სწორი მაგრამ ოდნავ კეხიანი ცხვირი განიერ შუბლს ამაყად უერთდება და საოცარ სანახაობას ტოვებს. განიერი უპეები გრძელ წამწამებს თავდაჯერებულად ახამხამებენ. მაგრამ თვალები... უზარმაზარი, ვნებით სავსე... ნაცრისფერი თვალები!...

*თავი2*

-დემეტრე ავალიანი_წვრილი თითები თავდაჯერებულად გამომიწოდა და ჩემ რეაქციას დააკვირდა. ჩემი "ნაცრისფერი მზერაა"? არა, არა. ის ისეთი უბრალო და ნაზი ჩანდა. ბატონ დემეტრეს კი პირდაპირ ეტყობა რომ საშინლად ამაყი, თავზეხელაღებული, მექალთანე პერსონაა. მამაკაცურ მტევნებს თვალები მორცხვად გავუსწორე და ნაზი მოძრაობით შევახე თითები. ალბათ უცნაურია მაგრამ ხალხის გაცნობისას ყოველთვის მათ ხელებს ვაკვირდებოდი. ვფიქრობ ხელები ადამიანის სულიერ მდგომარეობას გამოხატავენ. აი ბატონი ავალიანის ხელები მის დავდაჯერებულობას ასახავენ. მმმმ!

“ნეტა რამდენი ქალის სხეულს ეხებოდნენ ეს თლილი თითები?”_ ვგრძნობ როგორ მივლის ჟრუანტელი თეთრ კანზე ჩემივე ფიქრების გამო. ქვეცნობიერად თვალები გადავაბრიალე და ისევ რეალობას დავუბრუნდი.
-სასიამოვნოა. ანა...ანა ერისთავი_ლოყებ აღაჟღაჟებულმა ბუტბუტით წარმოვთქვი ორიოდე სიტყვა. როგორც ვატყობ ხელის გაშვებას არ ჩქარობს. ვგრძნობ როგორ აღწევენ ჩემს გაშიშვლებულ სულამდე ეს უზარმაზარი ნაცრისფერი თვალები და თითქოს ყველაზე ბნელი ოცნებების თუ ფანტაზიების ამოკითხვას ცდილობენ. არა, არა. ჩემი "ნაცრისფერი მზერა" სულ სხვა იყო...
როგორც იქნა შემიშვა მტევანი და იქვე, შუშის კედელთან მდგარი მეტალის მაგიდასა და სავარძლებისკენ მიმითითა. მოწიწებით ჩამოვჯექი ნაცრისფერი ტყავის სავარძელში და იმწამსვე ვინანე. არ ღირდა ამ კაბის ჩაცმა, ზედმეტად გამოყვანილია. ქვედაბოლოს კიდეებს დავეჯაჯგურე, იქნებ მუხლებზე მაინც ჩამომეწიოს თქო. ბატონი ავალიანი ყურადღებასაც არ მაქცევს. თბილისის ხედით ტკბება. აჰ, როგორც იქნა ინება შემოტრიალება.
-ანა. როგორც ქალბატონი ლალის გადმოცემიდან ვიცი გასაუბრებაზე ფურორი მოახდინეთ._ოჰო! ფურორი! ნუთუ ასე მოვეწონე ჩვენ ქერა ლალიკოს? -ინგლისური,უკრაინული, რუსულზე ხომ ლაპარაკიც არ მაქვს. მაგრამ ესპანურიზე რას მეტყვით?_მოჭუტული თვალებით გამომხედა და სახეზე იდუმალი მზერა დამასვა. მმმ. ასეთი გრძნობა მხოლოდ ერთი გამოხედვისგან..
-ბებია ესპანური წარმოშობის ქალბატონი იყო ამიტომ ცდილობდა თავისი ცოდნა ჩემთვისაც გადმოეცა_შეძლებისდაგვარად ამაყად ვთქვი და წელში ოდნავ გავსწორდი. ვიგრძენი როგორ დამიარა წამიერმა, მწვავე მზერამ სხეულზე მაგრამ უმალვე, ისევ სახეზე შეჩერდა. ტუჩები ოდნავ დასანახავ ღიმილში აათამაშა.
-გასაგებია. დარწმუნებული ვარ ალბათ უკვე მოგახსენეს რომ თქვენნაირი ქალბატონი ჩვენს კომპანიას ძალიან დიდ წარმატებას მოუტანს, მაგრამ მინდა მოგახსენოთ რომ საკმაოდ რთული სამუშაო გელით._ნაცრისფერმა თვალებმა კიდევ ერთხელ გამაშიშვლეს და სულამდე შეაღწიეს. მმმ, ვაჟბატონის მზერიდან გამომდინარე იმედია მხოლოდ რეალური სამუშაო იგულისხმება ამ ნათქვამში და არა...

"სულელი ხარ ანა!"

-არ მინდა ჩემს მიზნებს სიძნელეების გამო ჩამოვშორდე, ვეცდები საუკეთესოდ შევასრულო ჩემი მოვალეობები._ჩემს ნათქვამს მხოლოდ ღიმილით გაუმასპინძლდა. მაგრამ დავინახე როგორ აუთამაშდა თვალებში აზარტის ელვა. მონადირე მამაკაცის ელვა...
-დარწმნებული ვარ თქვენნაირ შესანიშნავ ქალბატონს სულაც არ გაუჭირდება თავისი მიზნების მიღწევა_თითქოს მოწყენილად და გულ გაცრუებულათ ჩაილაპარაკა და მზერა წამიერათ ამარიდა. -ახლა კი, თუ წინააღმდეგი არ იქნებით მინდა შენობა დაგათვარიელებინოთ _დამატყვევებლად გამიღიმა და ხელით კარებისკენ მანიშნა. ნელი მოძრაობით წამოვდექი სავარძლიდან. ისევ ეს უაზრო ქვედაბოლო! როგორც კი ავალიანმა ზურგი მაქცია, ისევ დავეჯაჯგურე რბილ მატერიას და განიერ თეძოებზე ზარმაცად ჩამოვქაჩე. მეორე წამს წელში ამაყად გავსწორდი და მოქნილი ნაბიჯები გადავდგი. ავალიანი წინ, დომინანტი მამაკაცის მოძრაბით მიმიძღვება. როგორ მინდა, ახლა ამ ოქროსერ თმებს შევახო თითები. აჰჰ!
უზარმაზარი თეთრი კარები ძლიერი მოძრაობით გამოაღო და წინ წამიძღვა. წამით შეცერდა, ზრდილობიანი ღიმილით მანიშნა გავყოლოდი. დავინახე როგორ გამოგვაყოლა გაკვირვებული მზერა "ქერა ნომერ მეორემ". მე კი მხოლოდ ნაცრისფერ კოსტუმში გამოწყობილ განიერ მხრებს ვაკვირდები. ის კი ისევ ისეთივე დომინანტი მამაკაცის მოძრაობით აქნევს თეძოებს და თავდაჯერებული ნაბიჯებით კვეთს უზარმაზარ კორიდორს. “ქვეცნობიერი ანა” სიცხისგან უკვე მაისურის გახდას იწყებს. ღმერთო ჩემო! რა სისულეებზე ვფიქრობ!

შენობა ოცდაოთხ სართულიანია. როგორც ავალიანისგან გავიგე პირველი ორი სართული დიდად არ მოქმედებს, მხოლოდ არქივები და ძირითადი მატერიალების სანახებია. შემდეგ ოფისები, საბოლოოდ კი ბუღალტერია. აი ბოლო სართული კი თვით ბატონი დემეტრეს უზარმაზარ კაბინეტს და მისივე სამდივნოს უკავია.

-ქალბატონო ანა, აქ საკრებულოს დარბაზია. საკმაოდ იშვიათად ვიკრიბებით აქ ამიტომ ძირითადათ ცარიელია._ერთფეროვანი ხმით მითხრა და შუშის, ჟალუზებიანი კარი გამოხურა. როგორც აღმოჩნდა საკუთარ ოფისს მაძლევენ. ქვეცნობიერი ანა სიხარულისგან ორმაგ სალტოს აკეთებს და ყურებამდე გაკრეჭილი იყურება აქეთ-იქით. ოთახი პატარაა, მაგრამ კომფორტული და საშინლად მყუდრო. ჩემი საკმაოდ ზარმაცი, ცვალებადი ხასიათის მიუხედავათ, ერთი სული მაქვს როდის მოვთავსდები ამ გორგოლაჭებიან სკამში და შევუდგები სამუშაოს. მითუმეტეს თუ ისეთი უფროსი მეყოლება როგორც ავალიანია. ვფიქრობ რომ ზედმეტად თავზეხელაღებული და დომინანტი მამაკაცის შთაბეჭდილებას ტოვებს თუმცა ნამდვილად შრომისმოყვარე ჩანს.
-ახლა კი მინდა გაგაცნოთ კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი._ხის მასიური კარები ოსტატურად შეაღო და დაუკითხავად შევიდა შედარებით განიერ კაბინეტში. -მათე ლოლიშვილი "ეს.პი.აის" ვიცე პრეზიდენტი, წარჩინებული მუშაკი და საიმედო ადამიანი._ამაყი მოძრაობით გაიშვირა მამაკაცური მტევანი, წითელი ხის მაგიდასთან მჯდომი მამაკაცისკენ. შავ თმიანმა ახალგაზრდამ ფურცლების გროვიდან თავი ამოყო და ერთი მოქნილი მოძრაობით მოიძრო დიზაინერული სათვალე. თვალებ გაფართოვებულმა გახედა ჯერ ავალიანს შემდეგ მე და ერთიადერთი მწვავე მზერით ამათვალიერა.შემდეგ ისევ ავლიანს მიუბრუნდა. კითხვით სავსე თვალებით აავსო. სამაგიეროდ მხოლოდ მობეზრებული გამომეტყველება თუ მიიღო.
-ქალბატონი ანა ერისთავი_არც კი შემოუხედავს, ისე გამაცნო ლოლიშვილს. მაგრამ აი მათეს საკმაოდ უცნაური მზერა სტყორცნა. რამე გამომეპარა? თუ რა ხდება? მათემაც გაფართოვებული თვალებით მალულად ამათვალიერა.
-ძალიან სასიამოვნოა ქალბატონო ანა_ზრდილობის ნიშნად ფეხზე ახოვნად წამოდგა და როგორც ახალ გაცნობილ მომუშავეს ხელი ზანტად ჩამომართვა. მისი გაკვირვებული სახის მოუხედავათ ხასიათი მალევე შეიცვალა და, ვფიქრობ, ნამდვილად გულწრფელი ღიმილი შემომაგება. შემდეგ ისევ, იქვე თვალებმოჭიტულ ავალიანს ცბიერი მზერა შეახვედრა. არ ვიცი ჩემმა გამოჩენამ ასე ძალიან რატომ გააკვირვა ან აღაფრთოვანა მაგრამ მის მიმართ პოზიტივით განვიმუხტე.
-ანა შეგიძლიათ ცოტა ხნით გარეთ დამელოდოთ?_ზედმეტი სიმკაცრით მომმართა ავალიანმა ისე რომ ლოლიშვილისთვის დომინანტი თვალები არ მოუშორებია. მეც დასჯილი ბავშვივით მორჩილად დავუკარი თავი. ხელით გასასვლელი კარისკენ მანიშნა და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს თვითონ წამიძღვა წინ. გაკვირვება თვალებში ამერეკლა როდესაც კაბინეტიდან გავიდა და იქვე მჯდარ ახალგაზრდა ქალს ჩემსკენ ანიშნა. ქალმაცმანაც დამორცხვებულად გამომხედა, შემდეგ ისევ მორჩილი მოძრაობით მიუბრუნდა ავალიანს. მამაკაცი მალევე ჩემსკენ დაიძრა და ჩემთვის უცნობი ახალგაზრდა ქალიც ზურგსუკან, დამჯერი პატარა გოგოსავით გამოყვა.
-ანა, თამარ მეტრეველი, ადამიანი რომელთანაც ახლო მომავალში საკმაოდ დიდი კონტაქტი გექნებათ_მითხრა აჩქარებული ხმით და ქალისკენ მიმითითა, მანაც უმალვე მორცხვათ დამიხარა თავი. -მაშ ასე ქალბატონებო, ნება მომეცით ბატონ მათეს დავუბრუნდე სულ რამდენიმე წუთით_უმალვე ვიგრძენი მისი მალულად მწვავე მზერა სხეულზე და სისხლმა მაშინვე დაიწყო დუღილი ვენებში. რატომ მახსენდება ბატონი დემეტრე ავალიანის დანახვაზე ჩემი "ნაცრისფერი"? ის ხომ სულ სხვანაირი ჩანდა? (მიუხედავათ იმისა რომ სიბნელეში მისი სახე სულ არ დამინახავს). იქნებ იმიტომ რომ ავალიანსაც "ნაცრისფერი გამოხედვა" აქვს? თუ იმიტომ რომ ისევე მინდა მისი შეხება და მისი სითბოს შეგრძნება როგორც ჩემი "ნაცრისფერი მზერის"?
ჩემივე აზრებისგან არეულს, თამარის ხმამ გამომაფხიზლა.

-ქალბატონო ანა...
-უბრალოდ ანა_ვუთხარი თავაზიანათ და ხალისიანი ღიმილი შევაგებე.
-ანა… სასიამოვნოა. ბატონი დემეტრეს თხოვნოთ მინდა სამდივნო დაგათვალიერებინო_მოწიწებით თქვა და მეც მორჩილად დავუქნიე თავი.

პატარა "ექსკურსიის" შემდეგ მის კაბინეტში ამოვყავით თავი, ყავის ჭიქებით ხელში.
-პირველივე დღეს?_სიცილისგან გამოწვეული მუცლის ტკივილმა ცრემლები მომადინა სახეზე და ყავაც რამის თეთრ პერანგზე გადმოვისხი.
-პირველივე სამუშაო დღის პირველივე წამს!_მანაც ძლივს მოითქვა სული და აწითლებული თვალებიდან სიცილის ცრემლები თითებით მოიშორა. -კარის შეღება და ჩემი იატაკზე აღმოჩენა ერთი იყო! წარმოგიდგენია? ნერვიულობისგან კინაღამ კარიერა გავიფუჭე!
-კინაღამ არ ითვლება! მერე რა მოხდა?_მუცელზე მივიჭირე ხელები და ჰაერის დიდი დოზა შევუშვი ფილტვებში.
-ოჰო მერე ყველაზე საინტერესო! მოკლედ, ვარ ასე გაწოლილი ამ ცივ იატაკზე, მაგრამ უცებ სახის წინ ვიღაცის მტევანი მესვეტება და მეც უნებურად ვეყრდნობი. წამოვდექი თუარა მათეს შევეჩეხე..._თქვა ნაღვლიანი ღიმილით და მაშინვე თვალები დახარა. როგორც ჩანს მათეს მიმართ გულგრილი არაა. ალბათ ნამდვილად ასეა...
-თამარ არ მოიწყინო რა...
-თაკო. თაკო დამიძახე. თამარს მხოლოდ ავალიანი და ბატონი მათე მეძახიან. აბა ხომ ვერ ვეტყვი რომ არ მიყვარს როდესაც ასე ოფიციალურად მომმართავენ?!_გამხიარულება ცადა ქალმა. მეც სიხარულის ნიშნათ ამაყად ავწიე თავი.
-როგორც ჩანს ავალიანი მკაცრი ადამიანია.
-იცი? ცოტა განსხვავებული ტიპია._ჩუმი ხმით მითხრა თაკომ და ოდნავ გაღებული კარები კიდევ ერთხელ დაზვერა გამჭოლი მზერით. -იფიქრებ რომ ერთ მამაკაცში ორი, რადიკალურად განსხვავებული ადამიანი ცხოვრობს_გაკვირვებული თვალები ფართოდ გავაღე და კონცენტრირებულად მივეყურადე მის საუბარს -რამდნი წელია აქ ვმუშაობ და ერთხელ არ გამიგია ვინმეს მასზე რაიმე ცუდი ეთქვას_ოჰო! როგორც ჩანს ბატონი დემეტრე თვით ანგელოზია! -არ ვიცი უნდა ვამბობდე თუ არა ამას მაგრამ...გენდობი. დაახლოებით ორი წლის წინ ინციდენტი მოხდა მეთხუტმეტე სართულზე. ალბათ უკვე იცი რომ იქ სულ ოფისებია და დრის ძირითად ნაწილს ხალხი იქ ატარებს. მოკლედ, თურმე ერთ-ერთ მენეჯერს ვიღაც გოგოზე ძალა უხმარია_ ვგრძნობ როგორ მივლის ჟრუანტელი ტაზე და ტვინში ამაზრზენი მოგონებები ტივტივებენ. -სამუშაო დღის დამთავრების შემდეგ ოფისშებში როგორც მოგეხსენება არავინაა. ჰოდა იმ კაცს სპეციალურად დაუტოვებია ეს გოგო,საბუთების მოწესრიგებაში შენზე უკეთესი არავინ არაა და დახმარება მჭირდებაო. ისიც დარჩენილა. მოკლედ საბოლოოდ ამ გოგომ დაბეჟილობებითა და საშინელი დალურჯებებით ამოყო საავადმყოფოში თავი. თურმე იმ ლაჩარს მაგრად უცემია და არამარტო. შემდეგ რა მოხდა არ ვიცი მაგრამ გამიგია რომ დაცვას უპოვია ეს გოგო ღამის ოთხ საათზე არქივებში_ ვაცნობიერებ რომ რამდენიმე წუთიანი შოკური ინფორმაციის მოსმენამ პირი დამაღებინა. ჟრუანტელი ისევ ყინულიანი წყალივით მივლის სხეულზე. -ავალიანისთვის დაურეკავს და თურმე ისიც პირველი მოსულა შუა ღამისას! მაკა მაშინვე საავადმყოფოში წაუყვანია, ღამეც იქ გაათიაო. მკურნალობის ყველა ხარჯი ავალიანს დაუფარავსო. ის არამზადა რათქმაუნდა მოხსნა. პოლიციის ჩარევაზე იყო კიდევ რაღაც ამბები მაგრამ მაგდენი აღარ ვიცი. მოკლედ, რამდენიმე თვეში დაბრუნდა ეს გოგო და თურმე ავალიანს თავის სამდივნოში დაუსვია, ალბათ იფიქრა იქ უფრო საიმედოდ იქნებაო. დღემდეც ავალიანთანაა. _ ნუთუ "ქერა ნომერ მეორეზე" ლაპარაკობს? გაფართოვებული თვალებით გავხედე თაკოს და მხოლოდ ახლა შევამჩნიე რომ ჩვენი ქალბატონიც ქერაა. ალბათ ავალიანს მხოლოდ ქერა თმიანი ქალები უვარდება გულში. -იცი ძალიან მეუცნაურება მისი დღეს აქ გამოჩენა.
-ავალიანის?
-ხო. ძალიან იშვიათად ჩამოდის დაბლა. ძირითადად მხოლოდ ოცდამეოთხე სართულზეა, თავის კაბინეტში. ახალი მომუშავეების მიღებაზე ხომ ლაპარაკი არ მაქვს. გენერალური დირექტორის ასეთი ქმედება ნამდვილად საუცხოოა_ჩურჩულით მითხრა თაკომ და ტუჩებზე სიჩუმის ნიშნად თითი მიიფარა.
-გ-გენერალური დირექტორი?_ამდენ შოკურ ინფორმაციას ჩემი ტვინი ვეღარ აიტანს! გენერალური დირექტორი... ანუ ისაა კომპანიის მესაკუთრე? მართალია თაკო, ნამდვილად უცნაურია ეს ყველაფერი.
-ჰო! "ეს.პი.აის" გლობალური ქსელების მესაკუთრეც და მმართველიც.
-და ამბობ რომ საერთოდ არავინ, არანაირი მენეჯერი, არანაირი პროგრამერი, სულ არანაირი მომუშავე არ მიუღია პირადათ?_პასუხის ნიშნად თავი დაბნეულათ გამიქნია. ნამდვილათ, მეუცნაურება ეს ყველაფერი. პრინციპში ალბათ ყველაფერი ასე იყო დაგეგმილი, ცხოვრებას ხომ სულ უაზრო გამოხტომები უყვარს. ყოველშემთხვევისთვის დანარჩენმა ორმა კომპანიამ მკაცრი უარი მითხრა, ასე რომ დღეიდან ჩემი სამუშაო მხოლოდ "ეს.პი.აიშია”. ჩაფიქრებული მდგომარეობიდან თაკოს უეცარმა მომქმედებამ გამომიყვანა. დავინახე როგორ წამოხტა ფეხზე და შეღებული კარებისკენ პირით დადგა. გაოცებული თვალები გავაყოლე მის მზერას. თვალებში მხოლოდ შემოსასვლელში მდგარი შავ თმიანი მამაკაცის სახე ამერეკლა.
-ბატონო მათე..._თაკოს აკანკალებულ ხმაში მხოლოდ დაბნეულობის კვალი თუ შეიმჩნევა.
-ანა, შეგიძლიათ სახლში დაბრუნდეთ. დღეისთვის თქვენი სამუშაო დღე დასრულებულია_მათეს უღიმღამო ტონმა ცოტა არ იყოს გამაკვირვა. სულ რამდენიმე ხნის წინ შედარებით მხიარული ჩანდა. ახლა კი მისი უხალისო მზერა მხოლოდ რაღაც ცუდზე თუ მეტყველებს. იმედია ეს "რაღაც ცუდი" მე არ მეხება. ბატონი დემეტრე აღარ შემხვედრია. ეს კარგია თუ ცუდია? რიტორიკულმა სეკითხვამ ძალზე დამაფიქრა, მაგრამ აზროვნების გზა მალევე შევცვალე. თაკოსთან დამშვიდობების შემდეგ შენობიდან მოწყენილი გამოვედი. მეგონა დღევანდელი დღე უფრო "უხვად" ჩაივლიდა. ალბათ უფრო მეტ სამუშაოს ელოდა ჩემი შრომისმოყვარე, ქვეცნობიერი ანა რომელიც კიდევ ერთხელ, დიდი სიამოვნებით შეხედავდა ბატონ ავალიანს ნაცრისფერ თვალებში... ყოველშემთხვევისთვის, იმედი მაქვს კატოს დღემ უკეთესად ჩაიარა ვიდრე ჩემმა…
***
საბოლოო ჯამში მტანჯველმა ორშაბათიც ნორმალური აღმოჩნდა. მაგრამ როგორც ჩანს კატოს დღე უფრო უხვი იყო. მისი გადმოცემებიდნ გავიგე რომ "სკოლა უზარმაზარი და საშინლად თანამედროვეა". დის აღფრთოვანებული ხმა ტვინში კარგად ჩამებეჭდა და მისი ეს გამოთქმაც დამამახსოვრდა. ორი დღეა რაც ახალ სკოლაში დადის და სახლში მოსვლისას მის გახარებულ სახეს მეც ღიმილით ვხვდები. მიხარია რომ ყველაფერი ბედნიერად აეწყო. ალბათ ნამდვილად ღირდა საქართველოში დაბრუნება. ეკონომიურ კრიზისს და პოლიტიკურ გადატრიალებებს თუ არ ჩავთვლით თითქოს ყველაფერი ნორმალურადაა. მაგრამ ალბათ მე და კატოს უფრო გაგვიმართლა. მისი პრესტიჟული სკოლა და ჩემი სამსახური, ჩვენს მომავალს კარგად უზრუნველჰყოფენ. "ეს.პი.აიშიც" ყველაფერი საუკეთესოდ მიდის. ალბათ ასეთ სამუშაოზე ვერც კი ვიოცნებებდი. მხოლოდ ორი დღეა რას ჩემს მოვალეობას ვასრულებ მაგრამ მგონია რომ მთელი ცხოვრება აქ ვმუშაობდი. თაკოს წყალობით ყველაფერი გამიადვილდა. მისი დახმარება რომ არა ალბათ უფრო გამიჭირდებობდა ცვლილებებთან შეგუება. საუკეთესო ადამიანია და მიხარია რომ ჩვენს შორის მეგობრობის ფესვებმა გაიკვლიეს გზა. მათეც უკეთესზე უკეთესი უფროსი აღმოჩნდა. როგორც ჩანს ყურადღებიანი და დამხმარე მამაკაცია. მოკლედ რომ ვთქვათ, ჩემი ცხოვრებაც ნელ ნელა თავის წყნარ და უდარდელ რიტმს უბრუნდება. იმედია ყველაფერი ასეც დარჩება...

ავალიანი ამ დღეების განმავლობაში ერთხელაც არ შემხვედრია. თაკოს გადმოცემებიდან გავიგე რომ არც ისე ხშირად ევლინება "მოკვდავი ხალხის" თვალებს. ოცდამეოთხე სართულის "ცხრაკლიტულში" გამოიკეტა მზეთუნახავივით და ყველას იქიდან მართავს. მზეთუნახავის არა, მაგრამ აი ოცდამეერთე საუკუნის აპოლონის შთაბეჭდილებას უფრო ტოვებს. ნეტავ კიდევ ერხელ ჩამახედა იმ ბნელ თვალებში. სულ ერთი წამით მაინც...
***
როგორც იქნა ოთხშაბათის სამუშაო საათებიც ამოიწურა და მეც გახარებული მივქრივარ სახლისკენ. ლიფტში შესვლა მაინც ვერ გავბედე ამიტომ ოცდაოთხ სართულიანი შენობის კიბეების დათვლა სათითაოდ მომიწია. საბოლოო საფეხური ზურგს უკან მოვიტოვე და ხალხით გავსებულ, უზარმაზარ ფოიეში ამოვყავი თავი. როგორც კი შენობას დავაღწიე თავი სულის მოსათქმელად იქვე, მარმარილოს მაღალ კოლონას მივეყრდენი. იმედია ტაქსი მალე მოვა, თორემ ამ კოკისპირულ წვიმაში გაციება არ ამცდება. კრემისფერ ბეწვიან მანტოს მთელი ძალით ვებღაუჭები და ვცდილობ სხეულში დაგროვილი სითბო როგორმე შევინარჩუნო. წვიმის წყნარი წვეთების წკაპაწკუპი აგუგუნებული ქალაქის ხმას ერევა და დამაწყნარებელ ეფექტს ქმნის. ნახევრად გათოშილ მდგომარეობაში მყოფი, ვგრძნობ როგორ მიჩერდება წინ შავი ავტომობილი. აუდის უკანა კარი ფართოდ გაიღო და იქიდან ორი, უზარმაზარი, ნაცრისფერი თვალის მზერამ დამატყვევა. მე კი ისევ ასე ვარ, გაშეშებული, გაქვავებული. ნუთუ ეს ნამდვილად რეალობაა და არ მესიზმრება? იქნებ უკე მივედი სახლში და ახლა ჩემ თბილ ლოგინში ვწევარ, ყველაფერი ეს კი, უბრალო სიზმარია? ყოველი შემთხვევისთვის თავი დავიზღვიე და ისე რომ არავის არ დაენახა, კანზე ვიპწკინე.

"SOS,SOS! რეალობაა! გაინძერი ანა!"_მკარნახობს ქვეცნობიერი და მეც დამჯერად ვასრულებ ბრძანებას.

-ბ..ბატონო დემეტრე მე...
-შენ ახლა ამ წვიმაში სველდები!_მითხრა დაბღვერილად და მანქანაში ჩაჯდომა მანიშნა, სავარძელზე ხელის დარტყმით. "შენ" გამიელვა თავში მის მიერ ნათქვამმა სიტყვამ. ოჰო! როგორც ჩანს ბატონ ავალიანს თქვენობითი ფორმა ზურგს უკან მოუტოვებია, რაღაც ძალიან მალე გაშინაურდა. მიუხედავათ ქვეცნობიერი ანას ჩხუბის და ბრძანებების გაცემისა, ადგილიდან ფეხი მაინც ვერ ვიცვალე. ავალიანის ჩაბნელებული თვალები ქვეცნობიერ ანაზე მეტად მიბღვერენ და უსიტყვოდ მთხოვენ ავტომობილში ჩაჯდომას. მაგრამ არა გენაცვალე, ვერ გაღირსეთ! უფროსწორედ ჩემ თავს ვერ ვაღირსე. დაჰიპნოზებული მდგომარეობიდან სახის წინ ასვეტებულმა ძლიერმა სხეულმა გამომიყვანა. მისი მკერდიდან წამოსულმა სითბომ ძველი დრო გამახსენა, მაშინ როდესაც ჩემა ნამდვილმა "ნაცრისფერმა მზერამ" ამიტაცა ხელში, მკერდზე მიმიკრა და თავის მანქანაში გამაქანა. მმმმ! ახლაც თითქმის იგივე მეორდება, ოღონდ ამჯერად მიწაზე მყარად ვდგავარ, ხელში არავინ არ მიტაცებს, მკერდზეც არავინ არ მიხუტებს და მანქანაშიც არ მაქანებენ. ახლა ყველაფერი უფრო ოფიციალურია.

-ანა, წვიმის გამო ახლა შენც დასველდები და მეც. დაჯექი!_ისევ დომინანტის ტონი. მმმმომწონს ეს ხმა! მაგრამ ამ ბარიტონის სიბრაზემ ჯობია ფიზიკური ფორმა არ მიიღოს. ასე რომ გნებდებით ავალიანო! ჯენტლმენის მოძრაობით წინ გამატარა და მხოლოდ მაშინ შემოძვრა ავტომობილში როდესაც კომფორტულად მოვკალათდი უკანა სავარძელზე. მალილი მზერით შევავლე თვალები. ოქროსფერ თმას, წვიმის წვეთები ბრილიანტის თვლებივით ამშვენებენ. ნეტა შემეძლოს მათი შეგრძნება!

"არა! სულელო, ჩერჩეტო ქალო! ჯობია ასეთ სისულელეებზე არ იფიქრო."

ჩემი მალული, "ჯაშუშური" მზერა მალევე დაიჭირა და დაბნელებული თვალებით კიდევ ერთხელ ჩამხედა კუთხეში მიკუჭულ სულში. ტუჩები ოდნავ შესამჩნევ ღიმილში აერხა. ძველი ბერძენი რომ ვყოფილიყავი, ალბათ დავიჯერებდი კიდეც რომ დემეტრე ავალიანი კი არა, თვით აპოლონი მიზის გვერდით და მომნუსხველი, თბილი, და ამავდროულად შემზარავი მზერითაც კი მიყურებს.
-ბატონო დემეტრე მ..მე.._სათქმელად,ახალი ვერაფერი ვერ მოვიფიქრე, ამიტომ ისევ, ყველაზე უაზრო წინადადებას მივმართე.
-არა. შენობის გარეთ ჩვენ კოლეგები აღარ ვართ ამიტომ ფორმალურობას ადგილი არ აქვს. დემეტრე ავალიანი_თბილი ღიმილი შემომაგება, როდესაც ჩემს ,ალბათ ზედმეტად დაბნეულ და შეშინებულ სახეს წააწყდა. წვრილი, მამაკაცური თითები გრაციით სავსე მოძრაობაში აარხია და განიერი მტევანი ჩემსას შეახვედრა.
-ანა ერისთავი.._არაფორმალურ სიტუაციაში კიდევ ერთხელ გავეცანით ერთმანეთს. ლოყებ აღაჟღაჟებულს კინაღამ ჩემი სახელი დამავიწყდა.

"რათქმაუნდა დაგავიწყდებოდა ქალბატონო! მითუმეტეს შენი ხასიათი ასეთი გაფანტულია, მორცხვი, დაკომპლექსებული, უაზრ..."
“კარგი, კარგი, გნებდები ქვეცნობიერო!” _მეორე ანას მწარე გამოძახილებს ყურადრება აღარ მივაქციე, ახლა მხოლოდ მისი თვალები და ამ თვალებში ჩამდგარი სიბნელე მიტრიალებს თავში...
უაზრო ჩვევამ მაინც თავისი გაიტანა, ავტომატურად, სულაც გაუაზრებლად ვიკბინე ქვედა ტუჩზე. სულელური ჩვევის კვალს, რომელიც ბავშვობიდან მომყვება, მხოლოდ მაშინ მივაგენი, როდესაც თვალებში მისი კიდევ უფრო ჩაშავებული და ბნელი მზერა ამერეკლა. ნუთუ მართლა ეცვლება თვალების ფერი? მმმმომწონს! ქვეცნობიერი ანა ტუჩების კბენას თავს ანებებს და ახლა უკვე ქვედა, აწითლებულ ტუჩს გემრიელად ილოკავს. წამით მზერა მომაშორა და მძღოლის საარძელში მჯდარ სიმპათიურ მამაკაც ჩემი სახლის მისამართი უთხრა. შემდეგ ისევ ჩვეულ პოზიციას დაუბრუნდა, ისევ ნაცრისფერი თვალების ბნელ ბინდში გამახვია... ჰმმმ, საინტერესოა ჩემი მისამართი საიდან იცის?
-ბატ...დემეტრე... საშინლად უხერხულად ვგრძნობ თავს.._ნაწყვეტებად დაყოფილი წინადადების მიზეზს მაშინვე უპოვა კვალი ავალიანმა და ცელქი ღიმილის დაფარვა ტუჩის მოკვნეტით დაფარა. უსამართლობაა! ჩემ ჩვევას იმეორებს! არ მომწონს ასეთი თამაში!
-პირველრიგში, არანაირი ფორმალურობა. იმედია არ ხარ წინააღმდეგი რომ, შენობით მოგმართო. და პირიქით ძალიან მესიამოვნება თუ ასეთი მშვენიერი ქალბატონისთვის ყოველდღიურობას დავარღვევ_ძნელი მისახვედრი არაა რომ მისი სერიოზული სახის უკან ღიმილით სავსე მამაკაცი იმალება, რომელსაც საშინლად ახალისებს ჩემი დაბნეულობა. ოჰ, ეს აზარტული, მოთამაშე ძლიერი სქესი! მოკრძალებული ღიმილით მოვიგერიე.
მერე? მერე მხოლოდ სიჩუმე. მე მანქანის ერთ ფანჯარას ვებჯინები, ის მეორეს. როგორც ჩანს ფიქრებმა ჩემნაირად დაატყვევეს მისი გონება. ალბათ ამჯერადაც გლობალურ საკითხებზე ფიქრობს, გეგმავს კომპანიის მომავალს. ან სულაც ფიქრობს როგორ გაატაროს კიდევ ერთი ღამე რომელიმე ლამაზმანთან. ქვეცნობიერო! რეებზე მაფიქრებ!
მე რა ანა ვარ თუ ჩემი ჯაშუშური მზერა არ ვტყორცნე და ერთი ორჯერ (ჰა, ჰა, სამჯერ) არ შევათვალიერე? მითუმეტეს ქვეცნობიერი ანაც არაა წინააღმდეგი. პირიქით, ის თავისთვის ზის ბუხართან, შავ ჩაის სვავს, და გამოგიტყდებით, საკმაოდ არაშესაფერის, ბნელ ფანტაზიებში უკვალოდ იკარგება...
-ადგილზე ვართ ბატონო დემეტრე_საჭესთან მჯდარი მამაკაცის ბოხმა ხმამ გამათავისუფლა უაზრო ფიქრებისგან. ავტომატურად მვატრიალე სახე ავალიანისკენ და ისევ ნაცრისფერ ბურუსში დავიკარგე.
-დიდი მადლობა..._აწითლებული ლოყების დამალვა ამჯერადაც შავი თმების უკან ვკადე.
-შეხვედრამდე..._იდუმალი ხმა ამოუშვა ყელიდან და ისეთივე იდუმალი მზერით გააცილა ჩემი ნაბიჯები, კოკისპირული წვიმის წვეთებით დაფარულ გზაზე. მაღალქუსლიანებით ძლივსძლივობით მივტყაპუნებ სველ მიწაზე, შავი აუდი კი ადგილიდან არ იძრება. ჯობია ნაბიჯი ავიჩქარო თორემ ჯერ კიდევ “ეს.პი.აი" არ დამაკლდა დასველება.

სიბრაზისგან შავ მაღალქუსლიანებს ხელი დავტაცე და როგორც იქნა ტერფებიდან დაძაბულობაც გაქრა. ასე უკეთესია! სად მქონდა ტვინი ამ ფეხსაცმელს რომ ვიცმევდი ნეტა?! შიშველი ფეხებით რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი წინ. სადარბაზომდე სულ რამდენიმე მეტრიღა დამრჩა და, როგორც იქნა, მივაღწევ საშველს!. მაგრამ არა. მოძრაობა შევანელე და თავი ოდნავ, თითქმის დაუნახავად მივარტიალე უკან. თაფლისფერ მზერაში ისევ და ისევ იქ მდგარი შავი აუდი ამერეკლა. ჩაბნელებულ შუშებში რაიმის დანახვა სრულიად შეუძლებელია, მაგრამ ვიცი რომ იმ სიშავიდან კიდევ უფრო ბნელი, ორად ორი თვალის მზერა სულამდე მატანს. ღმერთო რა სულელურად გამომივიდა! ან სულ არ ჩამეცვა ეს ფესაცმელი ან სულ არ გამეხადა, მითუმეტეს ახლა!

ტვინის მარჯვენა ნახევარსფეროში, ქვეცნობიერი ერისთავი ტუჩების ლოკვას არ წყვეტს და გამარჯვებული სახით შემომყურებს. რა უხარია ნეტა? ავალიანის ეს თავაზიანი მოქმედება და ჩემი სახლში მოყვანა სულ არაფერს არ ნიშნავს. თუ ნიშნავს? ალბათ მხოლოდ კულტურული და მამაკაცად აღზრდილი უფროსის კვალობაზე მიმანიშნებს, სულ ესაა. უფროსწორედ, უფროსის უფროსის. სავარაუდოთ მათეს სამდივნოში დამსვავენ. კარგია. თაკოსთან მეტი კონტაქტი მექნება. ნამდვილად მომეწონა, ძალიან გახსნილი ადამიანი ჩანს, არც ცანცარაა მაგრამ არც უხასიათო ბუკა.

"თემის შეცვლას ნუ ცდილობ ქალბატონო ანა!"_მკარნახობს ქვეცნობიერი. ჯობია ისევ უკან მიიხედო. ნახე, ისევ იქაა. არსადაც არ წასულა. ჰოდა ეხლა თუ არ გაინძერი და მალე არ ახვედი სახლში, ბატონი ავალიანს მოთმინების ფიალა აევსება და დაისჯები. თუმცა, გააჩნია როგორი "სასჯელი" იქნება…
ქვეცნობიერო ანა ერისთავო! გააჩუმე გრძელი ენა და დამეკარგე აქედან!
მაგრამ აი შავ აუდიზე სულაც არ ცდებოდა მეორე მე. ისევ იქაა. მორჩა, მივდივარ, მივდივარ ავალიანო. კლასიკური ფეხსაცმელი ხელში მიჭირავს და ნატკენ ფეხებს ძლივს ვადგავ ტროტუარზე. როგორ მომწონს, წვიმის წვეთების წკაპაწკუპის შეგრძნება კანზე!
როგორც იქნა შევაღწიე სადარბაზოში. კორპუსის წინ პატარა გაზონია ამიტომ ავტომობილები ვერ შემოდიან. ჰოდა ავალიანის პირად მძღოლსაც მოშორებით მოუწია გაჩერება. რამდენიმე საფეხური ალბათ ყველაზე ზარმაცი ადამიანის ტემპით ავიარე, ვინმემ რომ დამინახოს, იფიქრებს მუშაობამ დაღალაო. მაგრამ არა გენაცვალე! არაფერსაც არ დავუღლივარ. უბრალოდ ჩემი ზარმაცი ნატურაა ასეთი.

"გირჩევდი, მალე ახვიდე სახლში და გზაზე მიმავალ აუდის მაინც მოუსწრო დანახვა."_ქვეცნობიერი ქალბატონი ანას რჩევამ მაშინვე ელვისებური სისწრაფით ამაფრინა კიბეებზე, ჩანთის ქაოსურ მდგომარეობაში გასაღებიც მალე მაპოვნინა და ზღურბლზეც სასწრაფოდ გადამადგმევინა ნაბიჯი. ნეტა ყოველდღე ასეთი მოძრავი და ენერგიული ვიყო! რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ფანჯარაში უდიდესი ენთუზიაზმით გავიჭყიტე, ვიმეორებ: გავიჭყიტე! აბა ჩემ გახარებულ თავს ასე საჯაროდ ხომ არ დავანახებ ავალიანს?! ეზოს ბოლოში მოვკარი თვალი შავ ავტომობილს.

“ისაა!”

*თავი 3*


“მაშ ასე! ანა, ანა, ანა. რას იტყვი ბატონ ავალიანზე?”_ მეკითხება ჩემი ქვეცნობიერიც და მეც გულმოდგინედ ვუფიქრდები ამ კითხვას. მაგრამ მალევე ვააანალიზებ რომ სრულიად უაზროდ ვუღიმი ჩემს თავს იქვე ჩამოკიდებულ დიდ სარკეში. ბრრრ! შემცივდა. ჯობია წვიმაში გალუმპული ტანსაცმლიდავ ამოვძვრე და თბილ წყალში ჩავძვრე! აბურდული ნაბიჯებით დავფარე მანძილი კორიდორსა და აბაზანას შორის. ჩემი ჩვეულებრივი "რიტუალი" დღესაც არ დავარღვიე და მაშინვე მობილურს ვეძგერე სიმღერის ჩასართავად. დღევანდელ ხასიათს რაიმე განსაკუთრებულს შევურჩევ. აჰა! El Tango de Roxanne. უდიდეს "ფლეილისტში" სასურველი სიმღერის სახელს მივაგენი თუარა, ღილაკს დავაჭირე და აბაზანაც მაშინვე სასიამოვნო მელოდიამ გაავსო. აბაზანაში დაგროვილ ცხელ წყალს გაყინული კანი შევახვედრე და სხეულშიც მაშინვე სითბომ დამიარა. ნეტა ხვალ როგორ ჩაივლის დღე? იმედია მაშინ მაინც მეღირსება რაიმეს გაკეთება თორემ დღევანდელიმა სამუშაო საათებმა, და სულაც, სამუშაო საათების ნახევარმა, უაზროდ ჩაირბინა.
თბილი წყლისგან დაორთქლილ ოთახში, მელოდიის ვნებიანი ჰანგები ტვინამდე სასიამოვნოდ აღწევენ და თითქოს, თავიდან ყველანაირი უაზრო თუ აზრიანი ფიქრი ქრება. ალბათ ზუსტად ამაშია მუსიკის არსი. გაწყნარებს და გთენთავს მაშინაც კი როდესაც ეს საჭირო სულაც არაა. ზუსტად ეს ხდის მუსიკას სასიამოვნოს. მითუმეტეს ჩემ ხასიათს არც ისე ბევრი სიმღერა შეეყწობა.
სახლი რატომღაც ცარიელი მეჩვენება.

"ჰმმმ, ნეტა კატო როგორაა?"

იქვე, სარკესთან დადებულ ტელეფინს ძლივს ძლივობით მივწვდი და როგორც კი ხელში ჩავიგდე ისევ ცხელ წყალში დავაბრუნე სიცივედაკრული სხეული.

“კატო, კატო. სად ხარ დაო ჩემო? მოკლედ როცა საჭიროა ეს ბავშვი არ გიპასუხებს, რომც კვდებოდე!”

-მადლობა ღმერთს! სად ხარ აქამდე ქალო?!
-ნანანო! აბა მითხარი როგორ ჩაიარა შენმა სამუშაო დღემ?_ოჰო, ეკატერინე ერისთავი გახარებულია თუ ჩემს ყურებს რამე ეჩვენებათ?
-სამუშაო საათებმა უაზროდ, მაგრამ ჯერ კიდევ მთელი დღე მაქვს წინ. მობრძანდი სახლში და მოგიყვები ყველაფერს დეტალურად.
-არ ამბობ ბოლომდე! ვიცი რომ განსაკუთრებული რაღაც მოხდა ქალბატონო ერისთავო.
-ხოდა, ხომ გეუბნები მობრძანდი სახლში და მოგიყვებოთქო ქალბატონო ეკატერინე.
-ნანანოო?_რაღაც უნდა! ხომ ვიცი რაღაცას მთხოვს ახლა! მაგრამ რომ ვერ შევუსრულო, სინდისის ქენჯვნა გამაცალმტვერებს.
-წინასწარ გეუბნები, თუ რაიმე ძალიან, ძალიან, ძალიან, "სარისკოა"- არა! დანარჩენი, რაც ნორმალურია, კი._ საკუთარმა დაულაგებელმა წინადადებებმა გამაცინეს კიდეც, მაგრამ ჩემი დაიკო ისეთი გამჭრიახია რომ ნათქვამსაც მიმიხვდება.
-სარისკო არანაირად არაა!
-ათ ბალიან შკალაზე?
-მმმ, ოთხი!
-კარგი. გამანდეთ თქვენი სურვილები ეკატერინევ!_მთელი ჩემი სამსახიობო ნიჭი ორიოდე სიტყვაში გულმოდგინედ ჩავაქსოვე და სასაცილო ტონით წარმოვთქვი სათქმელი.
-გახსოვს პირველად რომ ჩამოვედი საქართველოში?_შეპარვით მითხრა კატომ.
-შენ გახარებულ სახეს რა დამავიწყებს_მეც არ დავაყოვნე და ხალისიანი ტონით გავიხსენე წარსული.
-მაშინ, იმ სასტუმროში, ოჯახი რომ დაბინავდა პენტჰაუსებში ბოლო სართულზე, ესეც ხომ გახსოვს? ჩემხელა გოგო ყავდათ იმათაც. დავმეგობრდით კიდეც მერე. ჩემი პარალელური კლასელი ყოფილა!
-ოჰო! ესეიგი ნაცნობებიც გიპოვია.
-დიახ, ქალბატონო ნანანო, დიახ. ხოდა, გავიხსენეთ ძველი დრო. მოკლედ, ბოლო გაკვეთილი გვექნება ახლა და...
-და?_ხომ ვამბობდი რაღაც უნდა თქო! დის გულს რა გამოაპარებს!
-ტასომ მითხრა, თუ გეცლება ჩემთან წამოდიო... გეხვეწები წავალ რა! გთხოოოოვ!
-ნუ მეხვეწები. არ ხარ იმდენად პატარა რომ მეგობართან წასვლა აგიკრძალო თან ხომ იცი ისედაც ვერ გეტყვი უარს.
-ანუ მიშვებ?_ისევ ეს შეპარული ტონი. ოხ ეკატერინე ერისთავო...
-გიშვებ!
-вот знаешь как я тебя люблю? вот, очень очень! (-აი იცი როგორ მიყვარხარ? აი, ძალიან ძალიან!)_სიხარულისგან აღფრთოვანებულს, ისედაც კოჭლ ქართულში სიტყვა სულ აერია, ამიტომ დედაჩვენის, ნინას ნასწავლ რუსულზე გადაერთო.
-მეც კატ, ოღონდ გაუფრთხილდი თავს. და დამირეკე წამოსვლის წინ, დაგხვდები თორემ შენი კოორდინაციით ორ ნაბიჯსაც ვერ გადმოდგავ_ვითომ სიცილიანი ტონი მოვირგე. მაგრამ დახვედრის მიზეზი კატოს ცუდი კოორდინაცია სულაც არაა. უბრალოდ მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე მანიაში გადამივიდა შიში....
-ტასოს ძმა გამოგვივლის...და სახლშიც ეგ მოგაცილებსო_გავიგე როგორ უკარნახა გოგონას ხმამ შორიდან და ალბათ, საბოლოო პასუხის მოლოდინში გაისუსა.
-კარგი. მაგრამ მაინც დამირეკე რა.
-აუცილებლად! მიყვარხარ ნანანო!
-მეც კატ, აბა შენ იცი.

ტელეფონი გავთიშე და გაწყვეტილ ფიქრებს მივუბრუნდი. ჰოდა რაზე გავჩერდი? მმმ, ვამბობდი მუსიკა ყველანაირ აზრებს ფანტავს თქო. თუმცა, ნეტა დათო რას შვება? რამდენი ხანია არ გვინახია ერთმანეთი. რაც საქართველოში ჩამოვედით მე და კატო, სულ ერთხელ ვნახე. თვითონაც არ დაურეკია. იქნებ სულ აღარ უნდა ჩემთან ყოფნა? რაც არ უნდა უცნაური იყოს მის გარეშე მარტოდ არ გგრძნობ თავს. მაგრამ მომენატრასავთ. იქნებ სულაც არ ვარ ურთიერთობებისთვის მზად? უბრალოდ თავისუფლება მინდა ყველასგან და ყველანაირი ვალდებულებისგან...

"სასიყვარულო" ფიქრებიდან ტელებონის ზარმა გამომაფხიზლა. ცხელ წყალში მისვენებული სხეული ზანტად წამოვწიე და ტელეფონს ძლივსძლივობით გადავწვდი. როგორც კი მწვანე ღილაკს დავაჭირე თითი, ყურმილში მაშინვე გაბრაზებული ქალის წიკვინმა, ჭექა-ქუხილივით დაიგრუხუნა.

-გეხვეწები ოღონდ არ მეჩხუბო რა!_საცოდავი ხმა ამოვუშვი ყელიდან და ვედრების ნიშნად სახის გამომეტყველებაც უნებურად შევიცვალე.
-არ გეჩხუბები მაგრამ ღირსი ხარ! უსინდისოვ!
-კარგი რა ქეთო. ხო იცი გუშინ მთელი დღე ნერვიულობაში გავატარე იმის შიშით რომ დღეს მთელი სამუშაო დღე ჩამიფლავდებოდა.
-მაინც უსინდისო და უსირცხვილო მდედრობითი სქესის წარმომადგენელი ხარ ერისთავო.
-შენ კიდევ ზარმაცი ქალი რომელსაც ერთი ადგილის აწევა და დაქალთან გამოსვლაც კი ეზარება ერთი დღით მაინც_ვაღიარებ, საუკეთესო თავის გასამართლებელი ეს ნამდვილად არააა.
-როდის დაგიპატიჟებივარ ნეტა?!_ ვითომ გაბრაზებული ტონი მოირგო ქალმა.
-ნეტა როდის ერთხელ გითხოვია ნებართვა?
-აი ეხლა აბრძანდი, სადაც არ უნდა იყო, გაბრძანდი კორიდორში და გამიღე კარები თორემ გავიყინე ამ სიცივეში!_როგორც კი წინადადება დაამთავრა ტელეფონი გათიშა და დამტოვა გაუგებრობაში. ანუ მობრძანებულა უკვე ქალბატონი? ნუ, რათქმაუნდა, უმიზეზოდ რატომ დამირეკავდა? ქვეცნობიერად გავკიცხე მეგობარი და სასწრაფოდ წამოვფრინდი, ისე რომ აბაზანაში დაგროვილი წყალი სულ იატაკზე დაიღვარა. როგორც კი იქვე მიფენილი პირსახოცი წელზე შემოვიხვიე მაშინვე გავვარდი კორიდორში და მეტალის მასიური კარი ძლიერად გამოვქაჩე.
-ალელუია! გავიყინე ქალო შემომიშვი მალე!_ზღურბლთან მდგარმა, ბეწვიან პალტოში გახვეულმა ქალმა გვერდით გამწია მისაღებში გაბედულათ შეტოპა. წვიმისგან დასველებული პალტო სასწრაფოდ გაიხადა და იქვე გამათბობელთან ახლოს ჩამოკიდა. -მაშ ასე ქალბატონო ერისთავო, "ვგულაობთ" დღეს?_ზურგს უკან დამალული შავი შუშის ბოთლი გამოაჩინა.
-ოჰო! როგორც ვხედავ დროს ტყუილად არ კარგავთ ქალბატონო ბერიძე.
-შენ გირჩევნია ჩაიცვა და ნახევრად შიშველმა არ იწანწალო_დაცინვით მითხრა და სამზარეულოში ქოთქოთიც გაწანწალდა.
-მოვალ, ვერც შენ და ვერც შენი ლიქიორი ვერ გადამირჩებით!_ზერელე მუქარაზე მეთვითონ გამეცინა.
-ყურებზე ხახვი არ დაგვაჭრა!_ სამზარეულოდან თავი გამოაჩინა ქალბატონმა ქეთევანმა და ენა სასაცილოდ გამომიყო. მეც თვალებმოჭუთვით გავაქნიე თავი. სულ რამდენიმე წუთში სამსამზარეულოში უკვე სრულიად მოწესრიგებული დავბრუნდი. ქეთოს ყველაფერი მოუმზადებია. მმ, ტკბილეული! იცის რაც მიყვარს!
-ესეიგი, შენს მაცივარში მხოლოდ ყველის ხმელი ნაგლეჯისა და პურის ნატეხების მეტი ვერაფერი ვერ ვიპოვე ამიტომ, უნდა ამაყობდე ასეთი მზრუნველი რომ ვარ.
-უწმაწური სიტყვების გამოყენება არ მიყვარს თორე გეტყვოდი მაგ "მზრუნველობისთვის" რაც უნდა გექნა_სიცილით ვუთხარი და მკლავში მორტყმული მუშტისგან დატოვებული ტკივილის არ შევიმჩნიე.
-იცი რას გეტყვი ქალბატონო ანა? არაფერსაც არ გეტყვი! და საერთოდაც, წავალ. ნახვამდის!_თავი ამაყად მიატრიალა გვერდით და ნელი ნაბიჯებით გავიდა სამზარეულოდან. მოკლედ ეს ბერიძეები და მათი მსახიობური ნიჭი გადამრევენ! ხელები მკერდზე ჯიუტად გადავიჯვარედინე და კარებისკენ მიმავალ ქალს გავაყოლე მზერა.
-პალტო გრჩება_ ჯიუტად არ დავნებდი და ვითომდა ცინიკური ხმიტ მოვიგერიე ქეთო. საბოლოოდ ნაბიჯები შეანელა,მოწყენილად გამომხედა და მეც მაშინვე მივხვდი რომ უკან დახევის დრო მოვიდა.
-თითქმის წავედი უკვე ან..._ნაწყენი ხმით მითხრა თუარა კარებისკემ მიბრუნდა.
-ჩემო გიჟო ქეთევანო! ხო იცი რო შენს მეტი მე არ მყავს არავინ ადამიანო!_სირბილით გავიქეცი მეგობრისკენ და მაგრად შემოვხვიე ხელები. -შენი მსახიობური ნიჭი მაინც მაოცებს_სიცილით წარმოვთქვი და სულ რამდენიმე წამში ოთახი ორი სულელი ქალის კისკისმა დააყრუა.
***
ვზივართ სამზარეულოში და ნახევრად დაცლილი ლიქიორის ბოთლს სითხე კიდევ უფრო აკლდება. შეზარხოშებული ქეთო თავის სასიყვარულო ამბებს მიყვება და მეც გულმოდგინედ ვუსმენ.
-კარგი რა ქეთევან. როდემდე უნდა იყოთ ასე? შენთვის ის ადამიანი სულ ერთია, მაგრამ აბა იმას კითხე? შენი დანახვისას კაცი რამისაა ჭკუიდან გადადის. ტყუილად აძლევ იმედს_უხასიათოდ ვუთხარი ჩემი სიტყვა და მისი რეაქციის მომლოდინემ კიდევ ერთხელ გადავკარი ტკბილი ლიქიორის ყლუპი.
-ვიცი. მაგრამ არ შემიძლია ასე. ვერ მივალ და ვერ ვეტყვი რომ ამდენი რამის შემდეგ, რაც ჩვენს შორის მოხდა, წასვლა მინდა თქო. ცუდათ ვარ. ძალიან ცუდათ ნანანო_მოწყენილმა ხმამ გაავსო ოთახი და ჩემი გულიც აიყოლია.ქეთევანის სევდიანი თვალების შემყურეს მეც მომაწვა ტკივილი. რა ვქნათ, ალბათ ყველა ქალის ბედი ასეთია. ისევ ჩვენი საკუთარი გრძნობები გვტაჯავენ და საკუთარი ფიქრები გვკლავენ.
-ვხვდები რისი თქმაც გინდა. თქვენი ურთიერთობა ლოგინს არ გაცდომია ქეთ. რაც მასთან ხარ მხოლოდ ასეთ სევდიანს შემოგყურებ. რამისაა შენს მაგივრად მე მივიდე და მე ვუთხრა რომ ყველაფერი დამთავრდა
-მართლა?! მართლა მიხვიდოდი?!_იმედიანი თვალებით გამომხედა მეგობარმა. ჩემმა სევდით სავსე გულმა ვეღარ მოითმინა და სკამიდან წამომახტუნა. მაგიდაზე ხელებჩამოდებულ ქეთოს თვალები აუცრემლიანდა. ხელები ძლიერად მოვხვიე მხრებზე და ლოყაზე ხმაურიანად ვაკოცე.
-კარგი ქეთ რა. მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ იკლავ თავს რომ მისი რეაქციის გეშინია. მაგრამ შენ რომ იტანჯები ამდენ ხანს?
-მართლა გგონია რომ უნდა ვუთხრა ყველაფერი?_პასუხის ნიშნად თავი ამაყად დავუქნიე და ჩემ ადგილს მივუბრუნდი. -ვეცდები. ოღონდ დრო მჭირდება.
-მთავარია ტყუილუბრალო იმედი არ მისცე_ნაღვლიანად ვთქვი. ნეტა მე რა მალაპარაკებს. მე თვითონ არ ვიცი რა იქნება მომავალში.
-დათო რას შვება?
-არ ვიცი ქეთ. ხომ იცი ისიც ისეთივე პასიურია როგორც მე. რამდენი ხანია ერთმანეთს არც კი შევხვედრივართ..._ალბათ ნამდვილად ასეა. არც მე არ მინდა არაფრის შეცვლა და არც მას. მაგრამ ნუთუ ამ ყველაფერს ურთიერთობა ქვია?
-არაფერს არ აპირებ?
-რის გაკეთებას მთავაზობ?
-არ ვიცი. გაახარე რამით. გააოცე!_ისეთი ხმით მითხრა ქეთევანმა რომ ნამდვილად მომინდა რაიმე სისულელის გაკეთება. -ბოლოსდაბოლოს თქვენი ურთიერთობაც არ გადამცდარა ლოგინს_სიცილით მითხრა დაქალმა და გამომცდელად გამომხედა. აი თურმე რას გულისხმობდა!
-ჰო, ჩვენი ურთიერთობა ლოგინს არ გამომცდარა. და ისიც მხოლოდ ორჯერ. და ისიცი მხოლოდ ხვევნა-კოცნით და შემდეგ მკვდარივით ძილით_მეც ავტყევი სიცილში. არადა რა მაქვს სასაცილო?
-ვინმე ისეთი გინდა შენ ჩემო ანა, ჭკუიდან რომ გადაგიყვანოს! გაგაგიჟოს, სიყვარულში და რომანტიკაში ჩაგახშოს._დაფიქრებული სახით გამომხედა. წამის მეასედში გაკვირვება აღტაცებამ შეცვალა და თვალებში თავდაჯერებულობის სხივმა გაურბინა.
-რა? რა მოიფიქრე ქეთევან?_შეშინებული ტონი ამომვარდა ყელიდან. ახლა რამე სისულელელს მეტყვის და გავგიჟდები!
-ოხ, ანა, ანა. შენ არ იცი რამდენად გაგიმართლა რომ ასეთი გამჭრიახი და მოფიქრებული მეგობარი გყავს.
-მაშინებ ქეთევან!
-მორჩა გადაწყვეტილია!_ფეხზე დენდარტყმულივით წამოხტა, ხელები ერთმანეთს სიხარულით შემოარტყა. ოთახშიც მაშინვე ტაშის ექომ ჩაირბინა
-რა ხდება ადამიანო გამაგებინე!
-ესეიგი, ხუთშაბათს შემოგივლი და მაშინვე საყიდლებზე წავალთ. პარასკევს ისევ შემოგივლი, ოღონდ ამჯერად კლუბში შევირბენთ._მეგობრის ნათქვამმა ცოტა არ იყოს შემაშინა.
-იქნებ...
-არა! არანაირი “იქნებ”! წავალთ, გავერთობით, წამოვალთ.
-იმედია "გართობაში" ნამდვილად გართობას გულისხმობ_თვალებგაფართოვებულმა ვუთხარი მეგობარს, მაგრამ სიცილის მეტი არანაირი დამაკმაყოფილებელი პასუხი არ მიმიღია.
-ასეთი უნამუსოც არ ვარ ქალბატონო ანა!_კიდევ რაღაცის თქმა უნდოდა მაგრამ სიტყვა ჩემი ტელეფონის ხმამ გააწყვეტინა. კატოა...
-ჰო კატ.
-მოვედით ნანანო. ჩამოხვალ? სადარბაზოსთან ვარტ.
-კი, კი მოვდივარ!_ტელეფონი სასწრაფოდ გავთიშე და ისევ ქეთოსკენ მივბრუნდი
-ქეთ ამოვალ ეხლავე. კატო მოიყვანეს და ჩავალ. მანამდე რამე მოამზადე თორემ ძალიან მომშივდა_სასწრაფოდ დავტაცე შალის ნაქსოვ ჟაკეტს ხელი და სადარბაზოში გავედი. გავიგე როგორ ბურდღუნებდა ქეთვანი შენი მზარეული კი არ ვარო მაგრამ ხომ ვიცი, ისეთ გემრიელ რამეს მოამზადებს რომ რამდენიმე კილოს სულ ერთ ჭამაზე მოვიმატებ! ხოდა მერე არც ეს ლამაზი კაბა აღარ ჩამეტევა. თანზე დავიხედე და ჩემი საყვარელ მუქ იასამნისფერ წელში გამოყვანილ, მუხლამდე კაბას თვალებით მოვესიყვარულე. სხვათაშორის ეს ნაცრისფერი, ნაქსოვი და უზარმაზარი ჟაკეტი ძალიანაც უხდება! მოდაზე ფიქრებში გართულმა ვერც კი გავიგე როდის ჩავედი მესამე სართულიდან პირველზე. წვიმას გადაუღია. მზესაც უკადრია გამოჩენა. მაინც და მაინც მე უნდა მოვყოლილიყავი იმ წყეულ წვიმაში! მაგრამ ამასაც ხომ აქვს თავისი ნათელი მხარე? გალუმპული მე რომ არა ავალიანის გვერდით ვერ ვიმგზავრებდი. მაგრამ ვინ იცის, ვინ იცის...

-ნანანო!_კატოს ხმამ კიდევ ერთხელ გამომაფხიზლა ფიქრებიდან. იქვე ,მდგარი ვერცხლისფერი სპორტული მანქანიდან გადმოძვრა ქალბატონი და თავისი მეგობარიც თან წამოიყოლა.
-ტას ეს ანაა, ყველაზე საუკეთესო და მსოფლიოში!_არა, ეკატერინე, შენს ცბიერებას საძღვარი არ აქვს... დიდ ლოყება, ხუჭუჭთმიანი გოგო განიერი ღიმილით შემომეგება და გაცნობის ნიშნად ხელი ჩამომართვა. სანამ ტასოს გაცნობაში ვიყავი გართული, ვიგრძენი როგორ მოგვიახლოვდა მაღალი მამაკაცი და ხუჭუჭას ამოუდგა მხარში.
-ანა, გაიცანი ეს ჩემი ძმაა. ლევან, ეს ანაა, კატოს და. რა ლამაზია არა?_ ჩურჩულით უთხრა ტასომ მაგრამ მე რას გამომაპარებს კაცი, მორცხვად გავიღიმე გულში. თვალებს წამწამების ფახუნით ვწევ ორმეტრიანი მამაკაცისკენ, რომელიც უსაყვარლესი ღიმილით მაჯილდოვებს. მოიცა, მოიცა! ეს ის ბიჭი არაა ავალიანის ოფისში, "ქერა ნომერ მეორეს" რომ ეფლირტავებოდა? არ გამაგიჟოთ და არ მითხრათ რომ ავალიანთან აქვს რაიმე შეხება!

ლევანის გაკრეჭილი სახე მალევე მაყენებს კარგ ხასიათზე და მეც დებილივით ვიღიმი. არ ვახსოვარ ალბათ. კიდევ კარგი!

-სასიამოვნოა ანა. შენი დის მოყოლილი ამბებიდან, მგონნია რომ საუკუნეებია გიცნობ._შავი თვალი ბრუტალურად ჩამიკრა. მომწონს ეს ტიპი!
-არაფერს არ დაუჯერო! ყველაფერი ტყუილია!_მეც ცემ ჭკუაში ვიხუმრე. მაგრამ როგორც ჩანს "шутка удалась"! ლევანიც ამყვა სიცილში.
-ის სადაა ლევან?_გაბუსხულად იკითხა ტასომ.

"ვინ ?! ოღონდ ეს , ის არ იყოს ვინც მე მგონია!"
"ანა ჯერ ჩამოყალიბდი და მერე იფიქრე!"_გაღიზიანებულად მიყვირის ქვეცნობიერი.

-მობრძანდება ბატონი!_კატომ ლევანის მაგივრად, გაბრაზებული ტონით გასცა პასუხი. თვალები ჩემი ჯაშუშური მზერით გავაპარე "იმისკენ". მაგრამ ალბათ ამხელა შოკმა წამიერად გამთიშა. "ოცდამეერთე საუკუნის აპოლონი" ცბიერი ღიმილით გვიახლოვდება და სექსუალურად არხევს გულ-მკერდს.

"არ ასრსებობს! ბედის ანგელოზი მეკაიფება თუ რა ხდება?!"

-ანა, ჩემი ბავშვობის ძმაკაცი, დემეტრე ავალიანი. ეს ულამაზესი ქალბატონი კი კაწუიშას დაა_ "კაწიუშაზე" კი გამეცინა მაგრამ რა მაცინებს ნეტა!
-ძალიან სასიამოვნოა ანა!_ცბიერი სახით გამომხედა ავალიანმა, ვითომც არაფერი.
-ჩემთვისაც, ბატონ..._რამის წამოვაყრანტალე ბატონო დემეტრე თქო. მისმა თვალებმოჭუტულმა სახემ და კიდევ უფრო ეშმაკურმა გამომეტყველებამ სულ დამაბნია. როგორც ჩანს ჩემი ასეთი მდგომარეობა და დაბნეულობა ძალზედ ახალისებს. -ჩმეთვისაც სასიამოვნოა...დემეტრე_ჩემი დაბნეულობა მაშინვე ამაყი გამოხედვით გამოვასწორე. მაგრამ მეორე წამს მისი გაშავებული თვალების ანარეკლმა ცოტა არ იყოს შემაშინა. თვითონ არ მითხრა "ეს.პი.აის" გარეთ კოლეგები აღარ ვართო?
-ლევან ამოგვივლით ცოტახნით?_ცნობისმოყვარედ კითხა კატომ ლევანს და მეგობრულად გაუღიმა, მაგრამ მალევე მოექუფრა სახე. -დემეტრე, თქვენო უდიდებულესობავ, ამობრძანდებით და გვიკადრებთ?_უკადრისი სახით გახედა კატომ. მისმა ტონმა მაშინვე თავზარი დამცა.რანაირად ელაპარაკება? ეს უკვე ზედმეტია! შეშინებული თვალებით გავხედე იქვე მდგარ მამაკაცს რომელიც ზემოდან გადმოგვყურებდა სამივეს. ცბიერი სახით გამომხედა და დავინახე როგორ აუთამაშდნენ ცელქი ჭინკები ნაცრისფერ თვალებში. ოდნავ დასანახავი ღიმილი მაინც ვერ დამალა სერიოზული სახის უკან. დამცინის?!
-არა ჩემო ქალბატონო მე ვერ ამოვალ. დარწმუნებული ვარ ანა დაკავებულია. მოდი სხვა დროს იყოს..._"სხვა დროს იყოს". უცნაურად მეჩვენება ეს გაოთქმა. ისე ამბობს თითქოს მომავალში აუცილებლად შეასრულებს დანაპირებს. მზრუნველი სახით გახედა კატოს. მან კი ზურგი აქცია და გაბუტული პატარა გოგოსავით ამომიდგა მხარში.
-კარგად კატ. საღამოს დაგირეკავ კიდე. ნახვამდის ანა!_მომღიმარი სახით დაგვემშვიდობა ხუჭუჭა ტასო.
-არ დაგავიწყდეს ოღონდ!_ერთმანეთი გადაკოცნეს ბავშვებმა. მიხარია რომ ჩემი დაიკოს ძველი მეგობარი ყავს გვერდთ.
-ძალიან გამახარა სენთან შეხვედრამ ანა! იმედია ვიმეგობრებთ!_კიდევ ერთი გაკრეჭილი ღიმილი მაჩუქა ლევანმა. მომწონს ეს ტიპი! როგორი პოზიტიური და უბრალოა.

"ამას კი არ გავს!"_ოდნა მოჭუტული თვალებით გავხედე დემეტრეს. ნეტა ისიც ლევანისნაირი იყოს...

-შეხვედრამდე ანა_კიდევ ერთხელ დამაჯილდოვა იდუმალმა ავალიანმა აპოლონის ღიმილით
-ნახვამდის..._ჩემი თავი გვერდიდან რომ დამანახა ალბათ შეშინებული შველის კვალს უფრო დავტოვებ ვიდრე ახალგაზრდა ქალისას. ავალიანმა თავი მოწიწებით დამიკრა, მეორე წამს კი ლევანის და ტასოს ნაბიჯებს გაყვა.

მე კი, მხოლოდ რამდენიმე წამის შემდეგ ვაცნობიერებ რომ ისევ ისეთივე გაქვავებული ვდგევარ და ვაკვირდები როგორ მიდის დემეტრე მანქანისკენ. უბრალო მაიკასა და კედებშიებში სულ სხვა ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. ვუყურებ როგორ ირხევა მისი მამაკაცური სხეული სიარულისას, თეთრ მაიკაში განიერი მხრები საოცარ სანახაობას ტოვებენ.

-კარგაააად!_კატოს წვირილმა ხმამ გამომაფხიზლა ფიქრებიდან. წინ მიმავალ და-ძმას თბილი ხმით გასძახა თუარა სადარბაზოში შევიდა. ავალიამა საბოლოოდ გამაპარა მწველი მზერა ჩემი მისამართით და საჭესთან დაიკავა ადგილი, სპორტულ ავტომობილში.

"ჰაჰ, დღეს პირადი მძღოლის გარეშეა ვაჟბატონი."_ცინიკურად გავიფიქრე ტვინში. არა მაინც არ მესმის რა არ მაწყობს ამ კაცში.

“აღიარე რომ ასეთ მამაკაცს ჯერ არსად არ შეხვედრიხარ!”_მეუბნება ქვეცნობიერი ანა, ისე რომ ვნებიან გამომეტყველებას არ იშორებს სახიდან.
“საშველი არ დაადგა ამ გოგოს მოკლედ! ჯობია მეც შევბრუნდე სახლში.”

სადარბაზოსკენ ნელი და დაფიქრებული ნაბიჯები გადავდგი როდესაც ავტომობილის ძრავის ძლიერი ხმა ჩამესმა ყურებში...


*თავი 4*

-რა გჭირს გოგო?_სამზარეულოდან ქეთევანმა გამოყო თავი და დაბნეული სახით დამაკვირდა.
-ძალიან ცუდათ გამოვიყურები არა?_რა კითხვაც ამას უნდა. ისეთი ხმა მაქვს რომ მეთვითონ მეშინია ჩემი თავის.
-დაბნეული ჩანხარ. რა მოხდა ქალო?
-არ ვიცი. არ ვიცი რა მოხდა_იქვე, კედელზე ჩამოკიდებულ სარკეში ჩემ თავს მოვკარი თვალი. გაქვავებული მზერით, ნაქსოვ ჟაკეტში ჩაბღაუჭებული ხელებით ვდგევარ ერთ ადგილზე და განძრევის თავიც არ მაქვს.
-ანა რა მოხდა?
-საჭმელს თუ მაჭმევ მოგიყვები
-ოღონდ ეგ გაგიჟებული გამომეტყველება მლოიცალე სახიდან და თუ გინდა შენი პირადი მზარეულიც გავხდები.
-ხელფასიც ხომ არ გინდა?
-უარს არ ვიტყვოდი!_გახარებული სახით გამომხედა მეგობარმა და სამზარეულოში შევარდა...
***
-როგორი იყო?
-ძლიერი, თავაზიანი...სიმპათუირი_დინჯად ვუთხარი ჩემს წინ, მაგიდასთან შემომჯდარ ქეთოს. მის გაკეთებულ ქათმის ბულიონს ვჭამთ და ზამთრის სიცივის დაძლევას ვცდილობთ.
-ვერ გავიგე რაღაც. ანუ კატოს მეგობრის ძმის მეგობარია? და შენი უფროსი? ანუ კატოს მეგობრის ძმის მეგობარი შენი უფროსია!
-ქეთევან ჯერ ჩამოაყალიბე შენი ფილოსოფური აზრები და მერე მითხარი. ისედათ გადატვირთული მაქ ტვინი ყველაფრით._უხასიათოდ ვუთხარი და ცარიელი თეფში გვერდით დავდგი.
-მაგ შენ სარკაზმს იცი რაც ინდა გაუკეთო! ხოდა მოკლედ. რას აპირებ?
-არ ვიცი ქეთ.ვიმუშავებ ჩვეულებრივად. კატო სკოლაში ივლის.
-სულ ესაა?
-მეტი რაღა გინდა?
-ის რომ როდემდე უნდა გეძინოს სამ ბალიშთან ერთად? დროა ეგ ბალიშები მოქესტო ლოგინიდან და ვინმე ნორმალურთან ერთად დაიძინო!
-და "ნორმალურში" ჩემთვის სრულიად უცნობ მამაკაცს, ლევანს გულისხმობ არა? ანდაც არა. მოდი ავდგები და სულაც ავალიანს ჩავუხტები ლოგინში!_თვალებმუჭუტული, ოდნავ შეშფოთებული სახე შევანათე. სულ გაგიჟდა ეს გოგო!
-რატომაც არა. შენთვითონ თქვი სიმპატიურიაო_"მერე რა მოხდა" სახე მიიღო ქალბატონმა. ცხელი ჩაის ჭიქა წინ დამიდგა, თვითონ კი შავ ყავას მიუბრუნდა და ცივი ხელები, ჭიქიდან ამომავალ ორთქლს შეაგება.
-რადგან სიმპატიურია იმას არ ნიშნავს რომ უნდა გავქანდე და ლოგინში ჩავუხტე ქალბატონო ბერიძევ!_გაბრაზებული თვალებიდან ალბათ ასეთივე გაბრაზებულ ნაპერწკლებს ვყრი.
არადა ხომ იცი რომ ქეთევანი მართალია?_ოჰ, მობრძანდა ქვეცნობიერიც! ესღა მაკლდა სრული სიხარულისთვის!
-ჯერ ჯერობით შეგიძლია უბრალოდ გაიცნო. იქნებ ნამდვილად კარგი ადამიანია?
-ეჭვი არ მეპარება რომ კარგია უბრალოდ..._წინადადების შუაში გაწყვეტამ, ქეტევანის კითხვით სავსე თვალები კიდევ უფრო გაადიდა. უბრალოდ... მე თვითონ არ ვიცი პასუხი... -ღმერთო ჩემო ქეთევან ამაზე ფიქრიც კი შეუძლებელია. სრულიად სხვადასხვა განზომილებებს მივეკუთვნებით ორივე. და საერთოდ არ ვიცნობ როგორც ადამიანს, მხოლოდ ორჯერ თუ მყავს ნანახი. მითუმეტეს იმ კომპანიის გენერალური დირექტორია რომელშიც მე მხოლოდ და მხოლოლ მდივანი ვარ!
-მესმის მაგრამ დარწმუნებული ვარ ძალიან მალე ყველაფეერი შეიცვლება შენს ცხოვრებაში ანო..._თბილი მზერა შემომანათა და თითქოს ჩემი გაბრაზებაც ერთიანად გააქრო. არ ვიცი რომ არა ქეთევანი რა მეშველებოდა? ალბათ ის რომ არა ჩემი ისედაც დაცემული სული ერთ დროს სულ განადგურდებოდა.
-ქეთ დარჩი დღეს აქ რა.
-დავრჩები. ოღონდ ჩემებთან დავრეკავ თორე ნანას ამბავი სენც ხომ იცი.
-ოღონდ დედაშენის რისხვა არ დაგვატყდეს თავს და თუ გინდა სულ ტელეფონთან ჩახუტებულს დაგიძინია_სიცილიანი ხმით გავძახე მისაღებისკენ მიმავალ ქეთოს და მეც უკან გავყევი...
***
ვერა. ვერ ვიძინებ.
რათქმაუნდა ვერ დაიძინებ, შენ და შენმა დაქალმა ტვინი გამომილაყეთ ლაპარაკით!_იქვე “ქვეცნობიერ ლოგინში” მიწოლილმა ქვეცნობიერმა ანამ ჩემი დაგესვლაც მოასწრო და ისევ მიხუჭა თვალები. მაგრამ ნაწილობრივ მართალიცაა. ქალბატონი ქეთევანის ხელში ოთხ საათზე დავწექით "დასაძინებლად". აი, მას კი სძინავს მკვდარივით ლიქიორის ხარჯზე. საბედნიეროდ ქალბატონი ხვალე არ მუშაობს. ამიტომაც, სასმელის ერთი ბოთლი თამამად გამოცალა. ჩემგან განსხვავებით ქეთევანი თავისი თავის უფროსია, ასე რომ მისივე პატარა კაფეში სურვილისამებრ დაბრძანდება.
ეჰჰ.. კარგია როდესაც შენივე უფროსი შენ ხარ... მაგრამ მე ასეთი ბედნიერება არ მეღირსა სამწუხაროდ... ანდაც საბედნიეროთ. ეს.პი.აი რომ არა "ნაცრისფერ მზერა-ნომერ ორს" ვარასდროს ვერ შევხვდებოდი!

***

-კატო. წავედი! ადექი შენც თორემ დაიგვიანება!_პატარა ოთახში შევყავი თავი და ისევ ლოგინში მწოლიარე დას მოვკარი თვალი. რა უჭირს ქალბატონს. ექვს საათზე ადგომა არ ჭირდება. მოწესრიგებული და სრულიად გამზაბებული მე, უძილო ღამის შემდეგ ძალიან დაღლილია. ფაქტი, სარკეში არეკლილმა ჩაშავებულმა თვალებმა დაადასტურეს ჰოდა მეც უღიმღამოდ გადავაბრიალე თვალები.
-ტასო გამომივლის. გათამამებული დემეტრე ბატონი წაგვიყვანს დღესო_"დემეტრე ბატონის" ხსენებამ ვენებში სისხლი ამიდუღა და სახეზეც მაშინვე სიწითლე მომედო. არ მესმის რატომ არიან ეს ბავშვები ავალიანის მიმართ ასე სკეპტიკურად განწყობილნი.
-კარგი. აბა შენ იცი..
-კარგად ნანანო._თვალებ გაუხელავად მითხრა და ძილ ბურანში ჩაკარგულმა ისევ იცვალა გვერდი. ჩქარი ნაბიჯებით გავირბინე მანძილი კატოს საძინებლიდან სამზარეულომდე. ქეთევანს დავადექი თავზე. თავი ტკივილისგან დაღლილს, კეფაზე ნაბეღლავის ცივი ბოთლი მიუდია. "ამდენი არ უნდა დამელია" სახით გამომხედა და ცივ კედელს მიაყრდნო ზურგი.
-მართალი ხარ, არ უნდა დაგელია ამდენი!_სიცილით ვუთხარი. იქვე მიგდებულ ჩანთას მოვკარი თუარა თვალი, ხელი დავტაცე და დაღლილი ნაბიჯებით გავემართე გასასვლელისკენ.
-შენ და შენი ტელეპატიური ნიჭიც რა.._მობეზრებულად თქვა დატანჯულმა ქეთომ და უღიმღამოდ ჩაიქნია ხელი
-ქეთ წამალი მარჯვენა, ბოლო უჯრაშია. საჭმელი, სხვათაშორის შენი ნაყიდი, რათქმაუნდა მაცივარში. მოკლედ ჩემზე კარგად იცი სად რა არის და ქენი რაც გინდა. აბა ჰე!_მეტალის კარები ძალდატანებით გამოვაღე როდესაც ქეთევანის ხმა დამეწია.
-ან დღეს ხომ გახსოვს მაღაზიებში გავირბენთ!
-აუცილებელია?_საცოდავი სახით გავხედე მეგობარს, მაგრამ როდესაც მისი დაბღვერილი სახე შემეჩეხა თვალებში, მივხვდი რომ რკინის ნერვების მქონე ქეთევანთან არანაირი შანსი არ მქონდა. -კარგი ხო. წავიდეთ ოღონდ ეგეთი საით ნუ მიყურებ!
-ასე უკეტესია!_სიახარულით მითხრა ქალბატონმა და გამარჯვებულის გამომეტყველება მომაგება -ეხლა ჩემებს გავუვლი და სადღაც სამისკენ შენთან გამოვირბენ.
-No problemas chica!_ბებოს ნასწავლი ესპანური ოსტატურად ავალაპარაკე, მეგობარს კი ტვალჩაკვრით დავემშვიდობე. მაგრამ ვინ გაგიშვა!
-კატო?
-ტასოს “გათაყვანებული ძმა” გამოგვივლისო!
-აი მაგას მოგვიანებით უფრო დეტალურად მიამბობ!
-ოქეი. მორჩა წავედი!_სადარბაზოდან მივაძახე ბოლო სიტყვა. ეჭვი მეპარება რომ გაეგო მაგრამ არაუშავს. კიბეები შეძლებისდაგვარად სირბილით ჩავიარე. მაღალქუსლიანებს ამჯერადაც ხომ არ გავიხდითქო... ჩემივე ნათქვამზე მეთვითონ გამეცინა. სულელი ვარ.
ახლა მთავარია ოფისში დაგვიანებული სულელიც არ გახდე ასე რომ ჯობია ნაბიჯს აუჩქარო ერისთავო.
***
-როგორც თქვენ გადაწყვეტთ..._ოდნავ მოწყენილი ხმით ვუთხარი ჩემს წინ მჯდარ შავ თმიან მამაკაცს. დაძაბული სხეულს ვერაფერი ვერ მოვუხერხე ამიტომ თხუთმეტ წუთზე მეტი ერთ პოზიციაში ვარ. იატაკისკენ ვაპარებ თვალებს და ვხედავ როგორ მიკანკალებენ წვრილი ფეხები.
დაწყნარდი ბოლოსდაბოლოს ერისთავო! არ გაგდებენ უბრალოდ სხვა დეპარტამენტში გადაყევხართ, ღმერთო ჩემო! გამაგიჟებს ამ გოგოს სუსტი ფსიქიკა._ ვცდილობ ქვეცნობიერი ანას სკეპტიკურ გამოხტომებს არ მივაქციო ყურადღება და მათეს ლაპარაკზე მოვახდინო კონცენტრაცია. შედეგი ჯერ ჯერობით არ მაქვს..
-ანა, არ ღირს არაფერის გამო ნერვიულობა. ნუ გაქვს ასეთი სახე! არ შეგჭამს ლალი. აი ნახავ, როგორი მეგობრული დამოკიდებულება აქვს ყველასთან მიუხედავათ სერუოზული ხასიათისა. და ძალიან გთხოვ ბატონ მათეს ნუ მეძახი. მინდა ჩვენც მეგობრული დამოკიდებულება გვქონდეს ერთმანეთთან_მათეს ღიმილმა ცოტა არ იყოს მომადუნა, გამამხიარულა. მოწიწებით დავუქნიე თავი და როგორც იქნა ძაზაბულობაც მომეხსნა მხრებიდან. მამაკაცმა თვალები სიხარულით აათამაშა და თავის მონოლოგს მიუბრუნდა -ქალბატონმა ლალიმ თავის დამხმარედ ზუსტად შენ დაგასახელა. ძალიან ბევრ ახალს ისწავლი მისგან და აი მერე ნახავ ჩვენს დეპარტამენტში ცხვირის შემოყოფასაც არ მოისურვებ!_მეგობრული ტონი მოიხმარა მათემ. მაგრამ ცდებით ბატონო ჩემო! ცხვირსაც ამოვყოფ და ამოვოპარები კიდეც. თაკოს ასე ხომ არ დავტოვებ? ამ დღეებში ძალიან დავუახლოვდი. ვFიქრობ რომ შესანიშნავი ადამიანის რომელსაც შეგიძლია თვალდახუჭულმა ენდო.
-მოკლედ ლალის დაჟინებული თხოვნით მინდა გთხოვო რომ დღეს გადახვიდე მასთან. შეწინააღმდეგება კი ვცადე, ვიფიქრე ამ ერთ დღესაც გავატარებ შენნაირი შესანიშნავი ქალბატონის კომპანიაში თქო მაგრამ ლალის მზერამ იმწამსვე გმაქვავა. _სიცილით მითხრა, მაგრამ მალევე დასერიოზულდა როდესაც ჩემი ჭარხალივით აწითლებული სახე შენიშნა. -მოკლედ, ქალბატონო ანა მინდა თქვენი ახალი კოლეგა წარმოგიდგინოთ_ კარები ნაცნობმა სახემ შემოაღო და მედიდური მოძრაობით დამიკრა თავი.
-გამარჯობა ანა_ნაზი ღიმილით შემომეგება "ქერა ლალიკომ".
-გამარჯობათ ქალბატონო ლალი._მეც არ დავაკელი მედიდურობა და მოწიწებით გავხედე.
-მათე, წინააღმდეგი თუ არ იქნები ქალბატონ ერისთავს მოგპარავ_სიცილით გახედა ჩვენს მოპირდაპირედ მდგარ მამაკაცს. რატომღაც ჩემი თავი რაღაც საგანი მგონია რომლის გამოც ორი "დიდი ბავშვი" კულტურულად კამათობს. უსიამოვნოდ შევიშმუშნე და წინ მიმავალ ქერა ქალს გავყევი. მალე მივაღწიეთ მის კაბინეტს და ერთმანეთის მოპირდაპირეთ მდგარ კრემისფერ სავარძლებში მოვთავსდით.
-მოკლედ ანა. ვიცი რომ სულ ახალა ხანს შემოუერთდი ჩვენს კოლექტივს და უკვე სამუშაო ადგილის გამოცვლაც მოგიწია. ვიფიქრე რომ შენი ნიჭი ძალიან დიდი დახმარებას გამიწევდა მეც და საერთოდ ჩვენს დეპარტამენტს. შენი ლინგვისტიკური ნიჭი ნამდვილად დიდ წვლილს შეიტანს ჩვენი კომპანიისთვის. და დიდი იმედი მაქვს რომ ერთმანეტს კარგად გავუგებთ..._მნოლოგი დაამთავრა თუარა თბილი მზერა შემომაგება და წელში ამაყად გაისწორდა. მეც არ დავიშურე მეგობრული ღიმილი. ცუდი ქალი ნამდვილად არ ჩანს. მისი მკაცრი შეხედულების მიუხედავათ სულაც არაა ისეთი როგორიც პირველი შეხვედრისას მეგონა.
***

-მოკლედ, ანა. შესვენება საათნახევარშია. მანამდე კი მინდა ეს საბუთები გადმოთარგმნო. დღეისთვის სულ ეს იქნება. პერიოდულად ძალიან ცოტა საბუთებია სათარგმნი ასე რომ რამდენიმე დღისთვის არც ისე რთულად გვექნება ყველაფერი_ფეხზე წამომდგარმა ლალიმ, ხის მასიური მაგიდიდან ფაილების უზარმაზარ გროვას დასტაცა ხელი. ოჰო! ამდენი სათარგმნი ალბათ ცხოვრებაში არ მქონია! -როგორც უკვე გითხარი შესვენება საათნახევარშია. ასე რომ ორმოცდახუთი წუთით შეძლებ განტვირთვას
-გასაგებია. ყველაფერს გადავთარგმნი და ვეცდები დღეისთვის დავამთავრო_როგორც ჩანს ჩემმა სიტყვებმა ქალში გაკვირვება გამოიწვიეს. რამე არასწორად ვთქვი?
-როგორც წესი, ჩემს წინა მდივანს ასეთი ფაილების გადათარგმნაში ორი-სამი დღე სჭირდებოდა. გაგვიმართლა რომ შენნაირი ნიჭიერი ქალბატონი შემოგვიერთდა!_სიხარულით მომმართა ქალბატონმა. ასეთი ტემპით თუ გავაგრძელებ ნამდვილად მივაღწევ კარიერულ პიკს! ცხოვრება უკეთესობისკენ მიდის! ქვეცნობიერი ანა სიხარულისგან ადგილზე დახტის და ყურებამდე გაკრეჭილი შეჰყურებს ლალის. როგორც იქნა გამოვერკვიე ფიქრებიდან და ახალი კაბინეტისკენ გავემართე. ლალის დეპარტამენტი მათეს სამდივნოზე სამი სართულით მაღლაა. სამწუხაროა რომ თაკოსთან იმდენად ვეღარ ვიკონტაქტებ. მაგრამ მაინც ვეცდები მის მონახულებას. წინა კაბინეტისგან განსხვავებით ეს შედარებით დიდია. მაგრამ მაინც მუყაოს ყუთს გავს. ზუსტად! მუყაოს ყუთი! მოკლედ მე და ჩემი ფანტაზიორი ტვინი რა! საკუთარ აზრებზე გაცინებული დავბზრიალდი გორგოლაჭებიან სკამეზე. ჯობია საქმეს შევუდგე რომ საღამოსკენ დამთავრებული მქონდეს. სახლშიც არაფერის წაღება არ მომიწევს. ნამდვილად! ჯობია ახლა დავიწყო...

***
კონცენტრირებული სამუშაოდან მაგიდაზე მდგარი ტელეფონის ზარმა გამომაფხიზლა.
-დიახ ქალბატონო ლალი.
-ანა, შეგიძლია ყავა მომიდუღო?
-დიახ რა თქმა უნდა. ახლავე შემოგიტანთ...
სულ რამდენიმე წუთში, ცხელი სითხე შევურბენინე ლალის და საბუთების ამბებიც მოვახსენე.
-ძალიან კარგი! ასეთი ტემპით თუ გააგრძელებ ძალიან ბევრს მიაღწევ ჩემო კარგო!_არტაცებით მომმართა ქალმა. მეც ამაყად ავწიე თავი. ვინ იფიქრებდა რომ ასე კარგად წავიდოდა ჩემი ცხოვრება?
-არ ვიცოდი როგორ ყავას მიირთმევთ ამიტომ ცემი მეთოდით მოვადუღე._მორცხვად გავხედე საბუთების ხროვაში ჩამალულ ქალს.
-ამის შემდეგ სულ ასე მომიდუღე! შესანიშნავია! მოკლედ ეს ახალი თაობა ყველაფერში ნიჭიერები ყოფილხართ!_მისი ღიმილიანი სახის შემხედვარეს მეც გამეღიმა. კარებისკენ გავემართე როდესაც ქალის ხმა დამეწია. -ანა, ქვენს გევრდით, მოპირდაპირე ქუჩაზე კაფეა ასე რომ შეგიძლია იქ ჩახვიდე. ოთხისკენ ამოდი ოღონდ_უი, უი სულ დამავიწყდა შესვენება! მმმ ცხელი ჩაისგან არ ვიტყვოდი უარს!..
***
ლიფტების შიშმა თავისი გაიტანა და მეც ჩქარი ნაბიჯებით ჩავიარე უთვლელი კიბეები. თბილ მანტოში გახვეული გავედი ქუჩაში. როგორც ჩანს ისაა! მოპირდაპირე ქუჩაზე მდებარე პატარა კაფეს მოვკარი თვალი. მანქანებით გადატვირთულ გზას როგორც იქნა თავი დავაღწიე და პატარა შენობას შევაფარე თავი. “კაფეშკა” პატარა და ძალიან მყუდროა. ყველაფერი ხისაა ამიტომ ძალიან ნაზი ეფექტი იქმნება. თბილ მანტოსაც დავაღწიე თავი და ბარისკენ გავემართე. ახალგაზრდა გოგონამ შავი ჩაის შეკვეთა ჩაიწერა. სიბოსგან მოთენთილი, ნელი ნაბიჯებით წავედი იქვე, ფანჯარასთან მიმდგარი მაგიდისკენ. ძალიან მომწონს აქაურობა, ალბათ ყოველდღეც კი ჩამოვალ აქ!
-გისმენთ!_ტელეფონის ზარმა დამაფრთხო. დაუხედავათ ვუპასუხე ყურმილს და მაშინვე მამაკაცის ბოხი მაგრამ წყნარი ხმა ჩამესმა ყურებში.
-ერისთავო!
-ქორიძევ!
-მომენატრე…
-მეც...
-გცალია დღეს?
-ქეთოს უნდოდა მაღაზიებში გასვლა საღამოსკენ...
-გასაგებია..._მოწყენილი ტონი შეერია მამაკაცს.
-მაგრამ, მმმ, თუ ნახევარი საათის განმავლობაში გამომივლი, მეცლება!_მხიარული ტონით გავფანტე მისი მოწყენილობა.
-სად ხარ?!
-"ეს პი აის" პირდაპირ პატარა კაფეა. აქ მოდი.
-მოვფრინავ! თითქმის მანდ ვარ უკვე!_მამაკაცის ნათქვამმა ღიმილი მომგვარა. შეიძლება ჩვენს ურთიერთობაში არაფრის შეცვლაც არ უნდა მაგრამ მაინც მე მეკუთვნის! მობილური გავთიშე და ახალმოტანილი ცხელი ჩაის ჭიქაზე გავითბე ხელები. არა, მაინც მიყვარს. ქეთო მართალია, ჩვენი ურთიერთობა კოცნას ნამდვილად არ გამცდარა მაგრამ მაინც მიხარია რომ ვიღაც მიდგას გვერდით. რამდენი ხანი არ მინახია თან. მომენატრა კიდეც... მოწყენილი სახით დავეყრდენი იდაყვებს და ნაღვლიანი მზერა გავაპარე მოქუფული ღრუბლებისკენ. სახე უხეშად მივატრიალე გვერდით როდესაც მზის ისედაც დაბინდული სხივები მუქმა ჩრდილმა დაფარა. თვალებგაფართოვებულმა გავხედე ჩემს წინ მდგარ მხრებ გაშლილ მამაკაცს და გულიც მაშინვე გიჟივიტ აფანცქალდა.
-შეიძლება?_მამაკაცური მტევანი მოპირდაპირე სკამისკენ გაიშვირა. ენაჩავარდნილმა თავი აწითლებული ლოყებით დავუქნიე. როგორც კი პასუხი მიიღო ჩემს წინ მოთავსდა და ნაცრისფერი თვალებით იდევ ერთხელ შეაღწია დაბნეულ სულამდე.
-იმედია ხელს არ შეგიშლი.
-არა. არა რათქმაუნდა..._საკუთარი დაბნაულობა მეთვითონ ვიგრძენი მან კი ტუჩები შეუმჩნეველ ღიმილში აარხია. უბრალოდ არ მოველოდებოდი მის აქ გამოჩენას სულ ესაა... რამდენიმე წამიანი სიჩუმის დარღვევა ისე მე გავბედე და შეწუხებული ტონით მივმართე ჩემს წინ მჯდარ ახოვან მამაკაცს.
-ბატონო დემეტრე, მინდოდა ბოდიში მომეხადა იმ დღის გამო..._გაკვირვებული გამომეტყველება წამსვე შეეცვალა როდესაც გააცნობიერა რაზე ვლაპარაკობდი.
-არ ღირს. კატოს ჩემი საკუთარი დასავით ვუყურებ. მითუმეტეს არაფერი განსაკუთრებულიც არ მომხდარა._ჰო რათქმაუნდა. უბრალოდ ჩემ ენატლიკინა დას ზედმეტი მოუვიდა. -მაგრამ, ვერ ვიტყვი რომ თქვენზე არ ვარ გაბრაზებული ქალბატონო ანა..._რაო? მე რაღა დავუშავე? ალბათ სხვა ხალხის თვალებით რომ შემახედა ჩემი თავისთვის, შეშინებულ პატარა ბავშვს უფრო ვემგვანები ვიდრე ზრდასრულ ქალს. ჰოდა არც დამიფარავს ჩემი შიში. თუმცა, უფროსწორედ "ვერ" დამიფარავს. გადიდებული თვალები გავხედე და ჩემს წინ მჯდარი მამაკაცის წითელი ტუებიჩ მაშინვე შეირხნენ ტკბილ ღიმილში.
-"ბატონო დმეტრე"_გაიმეორა ჩემი ნათქვამი და გამომცდელი მზერით გამომხედა გრძელი წამწამებიდან. აჰა! აი თურმე რა ყოფილა. მე კი მეგონა ოფისთან დაკავშირებით ეტყვოდა რამეს. ესეგი არ მოგწონს რომ ბატონს გეძახით ავალიანო არა? მაშ იყოს თქვენებურათ!
-გასაგებია, დმეტრე..._მეც არ დავაკელი ცბიერი ტონი. ქალურად ეშმაკურმა ღიმილმა ბაგეები გამიპო. სიტყვის თქმა და მისი თვალების გამუქება ერთია. ნუთუ მარტლა ეცვლება თვალების ფერი? ან ვითომ ეს ფლირტია? არა, მაინც რატომ ვარ ასეთი სულელი? ბოლოსდაბოლოს ჩემი უფროსის (ანუ ლალის) უფროსის (ანუ თომას) უფროსს (მმმ, ანუ ბატონ დემეტრე ავალიანს) ველაპარაკები. ვიცი, ვიცი, ყველაფერი ასეთი ჩახლართულია. უბრალოდ ამ მამაკაცის თვალები… სერი, მუქი, ნაცრისფერი თვალები საშინლად მაბნევენ.
-უკეთესია..._დინჯად წარმოთქვა. ნაცრისფერი თვალები ისევ ისე მიყურებენ, ქვნეცნობიერი ანა კი დორბლებს ყრის. ჩერჩეტი ქალი! -ანა.. არ მინდა რომ მხოლოდ ტირანი უფროსი გიდგებოდეს თვალწინ ჩემი სახელის გაგებისას. მესიამოვნებოდა თუ შედარებით არაფორმალურ დამოკიდებულებას ჩამოვაყალიბებდით_არაფორმალურის? რას გულისხმობთ ავალოანო?! -ასე რომ, არანაირი "ბატონო დემეტრე" ასეთი შეხვედრებისას._წყნარი მაგრამ ამავედროულად მისტიური ხმით მითხრა.

"აჰ! მესიამოვნებაო,ანა! მმმ, ესიამოვნება!"_ქვეცნბიერი თავის ამპლუაშია. მოკლედ ამ გარყვნილ გოგოს ვერაფერი ვერ უშველის! თუმცა ბოლომდე ვერ გამიგია რას მთხოვს ავალიანი. ისევ ისეთივე უფროსი- წარჩინებულის ურთიერთობას ითხოვს, უბრალოდ ნაკლები ფორმალურობით? ალბათ..

-არ მგონია რომ ტირანი ხართ.. ხარ._დაშვებული შეცდომა მაშინვე "არაფორმალურობით" ჩავანაცვლე. -უბრალოდ, ჩემთვის ასეთი გარემოება უცნაურია. ყველაფერი ეს,_აქეთ-იქით მიმოვიხედე -ახალია. უცხოა_ ოდნავ გაშლილი ხელებით მივახვედრე რომ ზოგადად ჩემს ქართულ ცხოვრებას, ან თუნდაც ახალ სამუშაოს ვულისხმობ. რათქმაუნდა მაშინვე ჩაწვდა ჩემი სიტყვების აზრს თუმცა საკმაოდ უცნაურად მომეჩვენა მისი შემდეგი წინადადება...
-დარწმუნებული ვარ იდევ ძალიან ბევრ ახალს და უცხოს შეხვდები, ანა_მმმ, მორიგი გამოცანა ბატონი დემეტრესგან!
-მთავარია რუტინამ არ ჩამითრიოს_მეც ვითომ მიხვედრილის ტონით ვთქვი. იქნებ ასე მაინც დავფარო ჩემი დაძალბულობათქო. თუმცა როგორც ჩანს დემეტრე ავალიანი ზედმეტად კარგად ერკვევა ქალებში და მათ ყველა გრძნობის თუ ემოციის კვალს მაშინვე პოულობს. რათქმაუნდა, ის ხომ ალბათ ყოველდღე ახალ პარტნიორს პოულობს...
-ანა!_ნაცნობი მამაკაცის სილუეტმა კაფეს კარები შემოჭრა და სიხარულით გამოემართა ჩვენსკენ. დინჯი მოძრაობით წამოვდექი ფეხზე. მამაკაცის ძლიერი ხელები წვრილი წელისკენ გაცურდნენ, მეორე წამს კი განიერ მხრებს ავეკარი. -ანა, ჩემო ანა!_ ჩურჩულით წარმოთქვა ორიოდე სიტყვა.ალბათ ეს სიტუაცია რომ არა მეც ანალოგიურად ჩავეხუტებოდი მის ძლიერ მკლავებს, მაგრამ ახლა მხოლოდ უსიამოვნოდ შეშმუშვნა თუ შემიძლია. ოდნავ, დაუნახავადაც კი, წავკარი მკერდზე ხელი, იქნებ ასე მაინც მიხვდეს რაშია საქმეთქო. მამაკაციც მაშინვე ჩაწვდა ჩემი მოქმედების არსს და შავი თვალები ავალიანისკენ გააქპარა. მუქ ნაცრისფერ, სოლიდურ კოსტუმში გამოწყობილი დემეტრეც წინ აგვესვეტა.
-ეს ბატონი დემეტრე ავალიანია,"ეს პი აის" გენერალური დირექტორი_იმედია სწორად მოვიქეცი რომ "ბატონათ" წარმოვადგინე ავალიანი. დაძაბული თვალები გავაპარე მისკენ. მის მზერაში ერთდოულად სიბრაზის და სიამაყის ამოკითხვაც შეიძლება. საოცარია, მისი თვალები ამდენ რამეს რომ გეუბნებიან ერთი შემოხედვითაც კი! მხოლოდ რამდენიმე წამში გავაცნობიერე რომ გვერდში ორი ახოვანი მამაკაცი მიდგას. თუმცა როგორც ჩანს ერთმანეთის გაცნობით დიდად არ არიან მოხარულნი. არ მესმის...
-დავით ქორიძე. ანას მეგობარი_"მეგობარი"… მხოლოდ და მხოლოდ მეგობრები…მეგონა უფრო მეტს წარმოვადგენდით ერთმანეთისთვის. ერთმანეთს ამაყად დაუკრეს თავები. წამებში, ოთხი ვნებიანი თვალის მზერამ ჩემზე გადმოინაცვლა და მეც დაბნეულად გავსწორდი მხრებში.
-სასიამოვნო იყო თქვენი ნახვა ქალბატონო ანა. დავით..._თავი კიდევ ერთხელ დაუკრა ავალიანმა ჩემს გვერდით მდგარ დათოს. ნელი, მონადირე მამაკაცის ნაბიჯებით გაგვეცალა და მოღრუბლულ ჩუჩაში გაუჩინარდა.
-ანა..._დათოს თბილმა ხმამ მიიქცია ჩემი ყურადღება. ხის მაგიდას შემოვუჯექით თუარა, სევდიანი ღიმილი შემომაგება. -მის მიმართ სიმპატიას განიცდი არა?_ნაღვლიანმა მაგრამ ამავდროულად მეგობრულმა კითხვამ სისხლის მოძრაობა ამიჩქარა ვენებში. დაბნეულობისგან გადიდებული თვალებით გავხედე და ჩვეულებისამებრ ჩემს წინ მდგარ, ნახევრად დაცლილი ჩაის ჭიქას ხელები ჩავაბღაუჭე.
-არ ვიცი. უბრალოდ მეუცნაურება. მგონია რომ მტელი ცხოვრების განმავლობაში ვიცნობ. მაშინ პირველად რომ ვნახე ოფისში, მეგონა საოცრად ნაცნობი ადამიანი მედგა თვალწინ. დათ..ბრაზდები რომ გიყვები?_ალბათ ბევრს გაუკვირდებოდა, ბევრიც გიჟს მიწოდებდა მაგრამ დათო ადამიანების იმ რიცხვს მიეკუთვნება ვისთანაც სულ უმნიშვნელო რაღაცის დამალვაც კი შეუძლებელია. ეს ის ადამიანია ვისთანაც თავს ყველაზე გახსნილად და თავისუფალ ქალად ვგრძნობ თავს.
-არ ვბრაზდები უბრალოდ მეც მეუცნაურება შენი ასეთის ყურება. არავისთვის არასდროს არ შეგიხედავს იმ მზერით როგორითაც ავალიანს უყურებდი. ჩემთვისაც კი..._დაბნეული თვალები ნაღვლიანი ღიმილით აქეთ-იქით გააცეცა და ნერვიულად გადაისვა ნახშირივით შავს თმაზე ხელი.
-დათო...
-არა ან, არ გინდა... ვიცი რომ ჩემს მიმართ არანაირ გრძნობას არ განიცდი. უბრალოდ, ალბათ ამ დროის განმავლობაში ძალიან მივეჩვიეთ ერთმანეთს..._იდაყვები მაგიდაზე დადო და ორივე თავი ხელებში ჩარგო. მაღთალია. ალბათ დრომ შეგვაჩვია ერთმანეთს. ალბათ მასაც ისევე სტკიოდა გული ამ დროის განმავლობაში როგორც მე. არ მინდა რომ ასეთ ნაღვლიან, თვალებჩაშავებულ და დაბნეულ დათოს ვხედავდე, რომელიც ერთ დროს ჩემთვის ყველაზე დიდი საყრდენი და სამაგალითო ადამიანი იყო. სასწრაფოდ წამოვხტი ფეხზე და ცელქი გოგოს მოძრაობით მივუჯექი გვერდით თავჩაღუნულ მამაკაცს.
-ჩემო ქორიძევ, იცი როგორ მიყვარხარ? შენ რომ არ იყო მე სულ ჩამოვდნებოდი იმ პერიოდში ხომ იცი?_უბრალოდ, ჩვენ სხვები ვართ. ყველა თავდავიწყებულ სიყვარულზე ოცნებობს, ჩვენ კიდე ერთმანეთი გვყოფნის. -ვიცი, შენც მეგობრობის და თანაგრძნობის მეტი არაფერი არ გაკავშირებს ჩემთან. იცი როგორ მტკიოდა სული ასეთს რომ გიყურებდი? მეგონა შებოჭილი მყავდი და გავალდებულებდი. არ მინდა ერთმანეთის გამო სულ ასე ვიყოთ. გგონია არ ვიცი როგორ უყურებდი იმ გოგოს შენი ოფისის კორპორატივზე რამდენიმე კვირის წინ? ვიცი რომ ზუსტად მის მიმართ განიცდი რაღაც გრძნობას და არ მინდა ეს ყველაფერი ჩემს გამო გაანადგურო.
-ამდენი ხნის წინ იყო ეს ყველაფერი..
-მაგრამ ახლაც გრძნობ მის მიმართ რაღაცას, ხომ ასეა?_ხალისიანად ჩამეღიმა. ჩემი დათო, ჩემი იმედი და სულ ყველაზე კარგი ადამიანი...
-ასეა... უბრალოდ, მეგონა...
-გეგონა, მეწყინებოდა თუ გავიგებდი. გეგონა მარტო მეგონებოდა ჩემი თავი. მაგრამ ხომ იცი ასეთი სუსტიც არ ვარ დათ? შენს გამო არ ვარ სუსტი, იმიტომ რომ შენ მომეხმარე წამოდგომაში. ახლა კი დროა მე მოგეხმარო და იმ გოგოსთან ჩაგიწყო საქმე. მოიცა, რა ერქვა?_ტუჩზე მივიდე თითი, დაფიქრების ნიშნად. გაკრეჭილი სახით გამომხედა მამაკაცმა და შავი თვალები ოდნავ აწითლებულ ლოყებში ჩამალა.
-სოფო…
-ნუ რათქმაუნდა! სოფო!_მხიარულად წამოვხტი ფეხზე. კარგი ყოფილა ცვლილებების შეტანა ჩვენს ურთიერთობაში. თუმცა ამას ურთიერთობა არც ერქვა. ახლა ვხვდები რატომ უთხრა ქორიძემ ავალიანს ანას "მეგობარი" ვარო.
-რომელი საათია?_ვიკითხე დაფიქრებული სახით. მაჯის საათს დახედა მამაკაცმა. საათი ჩემსკენ გადმოხარა და მეც მაშინვე ელდანაცემივით წამოვხტი ფეხზე.

"იდიოტი ვარ! ვაგვიანებ, ვაგვიანეებ!"

გაკვირვება ვერ დამალა დათომ მაგრამ მაშინვე მიხვდა რაშიც იყო საქმე
-შესვენება დამთავრდა და ისევ აგვიანებ ხო?_სიცილის დამალვა სერიოზული სახის უკან ცადა, თუმცა მე ვინ რას გამომაპარებს.
-ქორიძევ ვერ გადამირჩები! ოღონდ სხვა დროს. ახლა შენი მოკვლის დრო არ მაქვს. მორჩა დათ წავე!_ჩანთას დავტაცე თუარა ხელი ელვისებური სისწრაფით გავიქეცი გასასვლელისკენ და მხოლოდ მაშინ შევანელე ნაბიჯი როდესაც მამაკაცის ხმა დამეწია.
-დღეს დაგირეკავ!
-ოქეი! აბა ჰე!_ყვირილით მივაძახე და ხალხით სავსე ქუჩაში გავერიე.

-ჰუუუჰ...ამჯერად გადავრჩი..._ჩურჩულით ველაპარაკები ქვეცნობიერ ანას და მხოლოდ ახლა ვაცნობიერებ რამდენად არაგაწონასწორებული და ზოგჯერ დარტყმული ადამიანის შთაბეჭდილებას ვტოვებ. ანდაც უბრალოდ ძალიან, ძალიან, ძალიან (!) დაბალი თავშეფასებისგან ვიტანჯები. ჰმმმ, ორივე ვარიანტი არადამაკმაყოფილებელია.

ქვეცნობიერი მონოლოგი როგორც იქნა დავამთავრე და შენობაში შევაღწიე...

*თავი 5*

შემდეგი რამდენიმე საათი კაბინეტში შეყუჟულმა გავატარე. ალბათ ასე შეკუჭული ვიქნებოდი კიდევ დიდ ხანს, ტელეფონის ხმას რომ არ გადმოვეგდე სკამიდან.
-დიახ ქალბატონო ლალი.
-ანა, ორი წამით შემოიჭყიტე ჩემთან_მკაცრი ტონი ყურებზე არასასიამოვნოდ მომხვდა. არა, დაგვიანება ნამდვილად არ ღირდა. ოღონდ არ გამაგდონ...ოღონდ არ გამაგდონ...
-ქალბატონო ლალი..._ოთახის კარები დასჯილი ბავშვივით შევაღე და ფურცლებში ჩამალულ ქალს გადიდებული თვალებით გავხედე
-ა, ანა. მოკლედ, რატომ დაგიბარე,. შემდეგი კვირაში, სამი დღის განმავლობაში ინსპექციიდან შემოგვივლიან ასე რომ "უფროსების" ბრძანებით, ვისვენებთ. პარასკევს კორპორატივი გვაქვს წარმატებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ამიტომ ხუთშაბათს ზედმეტი საქმის მოსაწესრიგებლად გამოვალთ. მაგრამ მხოლოდ სამი საათით ასე რომ თორმეტისკენ შეგიძლია წახვიდე სახლში. როგორც იქნა გვეღირსება ამ ჯოჯოხეთისგან დასვენება!_ხელები საწყლად გაშალა და შუბლი მოისრისა დაღლილობის ნიშნად. სიახლემ ძალიან გამახარა ამიტომ დღის განმავლობაში მთელი ენთუზიაზმით ვიმუშავე. თაკოსაც ჩავუარე, ვიფიქრე ჭორაობა არ გვაწყენდათქო. ქალბატონმა, კორპორატივისთვის კაბის ყიდვა მინდა ამიტომ შენნაირი გემოვნების ქალბატონი ვალდებულია წამომყვესო. ჰოდა რატომაც არა? მოკლედ, ამ შაბათს შევხვდებით და საყიდლებზე გავეშურებით.

***
-ქეთევან ბერიძევ ვაჟას ასულო!
-გისმენთ ქალბატონო ანა თქვენო უდიდებულესობავ._სიცილით გამომძახა ტელეფონიდან. ამ ქალის მსახიობურ ნიჭს დასასრული არ აქვს!
-ქეთუს, დღეს გახსოვს რისი გაკეთებაც გვინდოდა?_შეპარვით ვთქვი და წინასწარ მოვემზადე მეგობრის ლექციების მოსასმენათ, თუ რამდენად უპასუხისმგებლო და უაზრო არსება ვარ.
-ესეიგი, პირველ რიგში კაფეში გასვლა, მერე სავაჭრო ცენტრში, მერე შმოტკების ჩაცმა და ბლატაობა. ხვალინდელი იდეებიც ხომ არ ჩამოგირაკრაკოთ ქალბატონო ანა?
-ქეთო არ მეჩხუბო რა...
-არა, არა და ისევ არა! არ გამაგებინო რომ გეზარება წამოსვლა ან რაიმე ამდაგვარი!_ხომ ვთქვი ლექციებს წამიკითხავსთქო? მაგრამ პრინციპში ღირსიც ვარ, უკვე მერამდენედ გავუცრუე გული.
-აგიხსნი ყველაფერს ქეთ... შემდეგ პარასკევს კორპორატივია ოფისში. გახსოვს თაკო რომ ვახსენე რამდენჯერმე? მთხოვა კაბის საყიდლად წამომევი შაბათსო და იქნებ სამივე ერთად წავსულიყავითთქო?_ცალი თვალი რეფლექსურად დავხუჭე და სიჩუმეში გაყუსული მეგობრის პასუხს განაბული ჩავუსაფრდი. ერთი ამოიოხრა დანებების ნიშნად, თუმცა ვიცი, გაბრაზება ჯერ არ გადასვლია.
-კარგი ხო. ოღონდ აჯობებს თუ ის შენი თაკო უჟმური ზანუდა არ იქნება!_გადმომყვირა ყურმილში გაბრაზებულმა ქეთევანმა, შემდეგ წამს კი, სიჩუმეში ჩაიკარგა მისი ხმა.
ტუ, ტუ, ტუ...
ზუმერის გამაღიზიანებელი ხმა შიდა ყურამდე აღწევს და საშინლად მიშლის ნერვებს. როგორც ჩანს ყურმილი დაკიდა. ოხ, ქეთევან! არა, მაინც მიყვარს ეს გადარეული ადამიანი!
***
დილის ათი საათია. კატოს კარებს გაუჭრაჭუნებლად ვაღებ და მძინარე დის გაღვიძებას ვცდილობ. ვიცი ახლა შემჭამს, მაგრამ ხომ უნდა გავაფრთხილო რომ მივდივარ ქალაქში?
-კატ. კატოოო..
-ჰმმმმ_ "მძინარე ენაზე" (სახელი, რომელიც სხვათაშორის ჩემი მოფიქრებულია) "ჰმმმ" "ბატონოს" ნიშნავს.
-კატ, გოგოებთან ერთად მინდა ქალაქში გასვლა. წამოხვალ?
-უ უ.._"არაო" ქალბატონმა.
-დამირეკე თუ დაგჭირდა რამე.
-უჰუუ.._როგორც ჩემი რამდენიმეწლიანი გამოცდილებდან ვიცი, "უჰუ" ითვლება როგორც "კარგი ანა, ოღონდ ახლა დამაძინე!"
-მორჩა მივდივარ_ღიმილიანი სახით ვუთხარი თვალებდახუჭულ, ბალიშჩახუტებულ დას. მისი თახი, შემდეგ კი სახლის კარები დინჯი ნაბიჯებით გამოვაღე და გაყინულ სადარბაზოში გავდგი ფეხი.

***

11:30
დანიშულების ადგილზე მდგარ თაკოს ვამჩნევთ მე და ქეთევანი. ჩქარი ნაბიჯებით ვუახლოვდებით თბილ მანტოში შეფუთულ ქალს.

11:31
-თაკო, ეს ქეთოა,ჩემი ბავშვობის მეგობარი და ფაქტიურად მეორე და! ქეთო, ეს თაკოა. ადამიანი რომელიც ოფისში უზარმაზარ დახმარებას მიწევს და უფროდაუფრო მარწმუნებს რომ შესანიშნავი პიროვნებაა!

12:15
-გოგოებო, ცოტა ხანი შევისვენოთ თორემ ახლა ფეხები მომწყდება...
-თანახმა ვარ თორემ მეც რამისაა სული გამძვრეს...
-არანაირი დასვენება! თქვენ გამომათრიეთ აქ ამიტომ ახლა ნება იბოძეთ და ულამაზესი კაბის მოძებნაში მომეხმარეთ!_ვამბობ ვითომ გაბრაზებით და დაქანცულ მეგობრებს ხელებგადაჯვარედინებული გავყურებ. ისინიც სასაცილოდ გადაყურებენ ერთმანეთს, ეს ვინ ავიკიდეთო ფიქრობენ ალბათ და მორჩილად მომყვებიან ბუტიკებში.

13:00
ვზივართ კაფეში. თაკოს კურიოზული ამბები, სიცილისგან უკვე მუცელს გვტკენენ მე და ქეთოს!

13:25
სიცილის ხმა შეწყდა. აჯერად ქეთევანის პრობლემები მის მეწყვილესთან გულს გვიჩუყებენ მე და თაკოს.
-მაინც რა უსინდისოები არიან ეს მამაკაცები!

14:05
კატოსთან ლაპარაკის შემდეგ ვიგებ რომ ტასოა მასთან. როგორც ჩანს დღეს ბატონი ავალიანის ნახვაც მომიწევს. არ ვიცი ეს კარგია თუ ცუდი...

17:00
შოპინგის, ქალაქში სეირნობისა და კაფეში შესვლის შემდეგ როგორც იქნა სახლში ვბრუნდები. ქეთო თაკომ გაიყვანა მანქანით. ვიფიქრე თუ ერთად წავლენ უფრო კარგად გაიცნობენ ერთმანეთსთქო. ზანტი ნაბიჯებით ავიარე სადარბაზო და როგორც იქნა შევაღწიე ბინაში.

-გამარჯობათ გოგოებო_ფეხსაცმელი იქვე მივყარე და მისაღებში ლეპტოპში ჩამძვრალ კატოს და ტასოს მივესალმე
-პრივეტ ნანანო.
-როგორ ხარ ანა?
-კარგად ტას, შენ როგორ ხარ?_დივანზე მთელი ძალით მივეხეთქე თუარა გაკრეჭილ ტასოს გავხედე და მეც დაღლილად გავუღიმე.
-მეც მაგრად. იმდენი მაცინა შენმა დამ_სცილით გახედა დაჭყანულ კატოს რომელსაც სულ რადენიმე წამის წინ მუჯლუგული უთავაზა მხარში. ორ წუთში კატოც და ტასოც ფეხზე წამოხტნენ, კი გამიკვირდა რა ხდებათქო მაგრამ მალევე გავიაზრე, რომ ფანჯრაში შავ ფორდის მარკის ავტომობილს გაჰყურებდნენ. როგორც ჩანს ტასოს მოაკითხეს.

-დემეტრეა?
-არა, არ ეცალა დღეს და გიორგი გამოუშვა._ბავშვების დიალოგმა ცოტა არ იყოს გული დამწყვიტა. მეგონა კიდევ ვნახავდი ავალიანს. მის თვალებს.. მმმ..
-კაით წავე. აბა ჰეთ! კატ დაგირეკავ საღამოსკენ!_კიბეებზე დაეშვა ტასო და მალევე ავტომობილის ძრავის ხმამაც გააყრუა არემარე.

***
დაღლილს და დაქანცულს ღამით მხოლოდ ცხელი ხელების შეხება და გავარვარებული ტუჩების კოცნა მელანდება. ყველაზე მთავარი კი ორი ნაცრისფერი თვალის მწველი მზერაა...

***
დილით გაღვიძებამ, რაც არ უნდა საკვირველი იყოს, არ დამტანჯა. თუმცა ისეთი დილაც არაა როგორც ფილმებშია ნაჩვენები.
ჩვენი საყიდლებიდან სამი დღე გავიდა მაგრამ ახალ ნაყიდ კაბას თვალს დღემდეც ვერ ვაცილებ. ერთი სული მაქვს როდის მოვირგებ ტანზე და გავწანწალდები კორპორატივზე. ქეთოს თქმით დრეს ღამე კლუბში მივდივართ, ჰოდა ვიფიქრე ზუსტად დღეს ჩავიცმევთქო, მაგრამ არა, ჯობია სულ ახალთახალივით გამოიყურებოდეს. ტუმბოზე დადებულ ტელეფონს მოვკარი თვალი და ვიფიქრე კარგი იქნება გოგოებს თუ დავურეკავთქო.

-ქეთო, ქეთევან. როგორ ბრძანდებით?
-ვაიმე ან, ერთი სული მაქვს როდის მოსაღამოვდება რომ გავეტიო ამ გამოკეტილი სახლიდან. თაკოს დაურეკე?
-არა. ეხლა გავიღვიძე მეც. მოიცა, შემოვაერთებ თაკოსაც_რამდენიმე წამიანი ლოდინის შემდეგ თაკოს ხმა ჩაგვესმა ყურმილში. როგორც ჩანს ორივე მეცხრე ცაზე არიან. ჰოდა ამას რა ჯობია?!
-გოგოებო! აღარ შემიძლია მეტი ლოდინი. მგონია სახლიდან წლების განმავლობაში არ გამიდგავს ფეხი!
-აი მეც ზუსტად ეგ ვუთხარი ანანოს თაკ!_სულმომსწრაფი გოგოების მოსმენამ რატომღაც ხასიათზე მომიყვანა და გამამხიარულა კიდეც.
-გოგოშკებო, ჩემო ცანცარუშკებო. მოდი ეხლა აბარგდით და ჩემთან მობარგდით!_აღტაცებულად ვუთხარი მეგობრებს. რა კარგია როდესაც გყავს ის ხალხი ვისთანაც ბედნიერი და მხიარული ხარ...
რამდენიმე საათში სახლში ორი, ქარისგან გაწეწილი ქალი შემობარგდა.

-ოჰოო! ჩემი ტურფები მოვიდნენ!_სიცილით გამოვძახე მისაღებიდან და ქეთოს ნასროლი ბალიშის აცილება ვცადე.
-რა გაყვირებთ? ამხელა ქალები ხართ!_მძინარე კატო გამობანცალდა საძინებლიდან. ინება ქალბატონმა გაღვიძება!
-მობრძანდა მძინარე მზეთუნახავი!_ხალისიანმა გოგოებმა ტაში შემოკრეს. როგორც ჩანს კატო დილიდან კარგ ხასიათზეა ამიტომ მალევე აგვყვა სიცილში.
-დღეს მიდიხართ კლუბში არა?
-მივდივართ და ვეღარ ვითმენთ როდის გავა დრო!_მოწყენილად თქვა სავარძელში მისვენებულმა თაკომ.
-ჰო სხვათაშორის ნანანო. დამაიწყდა მეთქვა. ტასომ მომწერა, დღეს ჩემთან დარჩიო. დემეტრე არაა სახლში და ყველაფერი ჩვენს განკარგულებაშიაო

“ალბათ ის ვაჟბატონი მორიგ საყვარელთან ატარებს ღამეს. “

ღმერთო ჩემო, რატომ ვფიქრობ ასეთ რაღაცეებზე? ისიც კი არ ვიცი საერთოდ ყავს ვიღაც თუ არა. ანდაც რა ჩემი საქმეა ნეტა? თვალები მალულად გავაპარე ქეთოსკენ და მაშინვე ეშმაკურ მზერას წავაწყდი. მოკლედ ამ ქალს ვერაფერს ვერ გამოაპარებ.

-წადი მაგრამ შენს მაგივრად მე მერიდება უკვე. ერთხელ თვითონაც გამოვიდეს ჩვენთან რა. ასე ცუდათაც ხომ არ ვცხოვრობთ_მოწყენილად ვუთხარი დას. იქნებ უბრალოდ არ მოსწონს აქაურობა და ამიტომ არ ეპატიჟება არავის სახლში?
-კარგი რა ანს. ჩემი მეგობარია და რატომაც არა. თან უზარმაზარი ეზო აქვთ და კარვებში დავიძინოთო!_აღტაცებულ დას უარს ხომ ვერ ვეტყვი? მითუმეტეს აღარაა იმდენად პატარა რომ მე ავუკრძალო ასეთი რაღაცეები. მითუმეტეს დღეს ყველა კარგ ხასიათზე ვართ. ნამდვილად, არაფერი არ ჯობია იმ მომენტს როდესაც ყველა შენიანი გვერდით გყავს!

***

-გამოეტიეთ ეხლა, მალეეე!_მობეზრებულად ვთქვი. არა, უფრო მალე რო გამზადებულიყვნენ ხო შეიძლებოდა? უკვე ერთი საათი ველოდები. აი ჩემგან აიღონ მაგალითი! გადავივლე, ჩავიცვი, თმებიც მოვიწესრიგე.მაკიაჟიც გავიკეთე და სულ ესაა, მზათ ვარ! მისაღებში დავბოდიალობ აქეთ-იქით უკვე რამდენი ხანია. უეცრად სარკეში ვაფიქსირებ ჩმემს თავს. მუქი ლურჯი, თითქმის შავი მუხლამდე კაბის, გამოყვანილი ფასონი წვრილ მაგრამ ხორციან წელს მადიანად კვეთს. საკმაოდ დაფარული დეკოლტე მკერდს გემრიელად უსმევს ხაზს.პირველად მომწონს ჩემი თავი ასე ძალიან…

ოც წუთში უკვე კლუბის შესასვლელთან მივედით. ქეთომ თავისი მანქანა ავტოსადგომზე გააჩერა და ჩვენც ამაყად გადმოვდგით ფეხი გზაზე.

-აუ ნახეთ რამხელა რიგია. აქ რა გაგვატარებს_მოწყენილად თქვა თაკომ. მართლაც, აქ რომ ვიდგეთ ალბათ ხვალამდე ვერ შევაღწევთ შენობაში.
-აბა ცხვირებს ნუ უშვებთ! წავედით და ცოტა ამაყად იყავით რა_ჩვენს წინ მიმავალ ქეთოს სიამაყე ალბათ მეც და თაკოსაც ვგეყოფა. ხალხის გრძელი რიგი რაც შემეძლო თავდაჯერებულად გავიარე, მაგრამ ქეთოს მაინც ვერ შევედრები. რამდენიმე წუთში ლაზერული ნათებებით და მუსიკით გაბრუებულ შენობაში ამოვყავით თავი. შემოსასველთან მდგარ დაცვას თვალიც არ შეურხევია ქეთოსთვის. ჩვენც დრო ვიხელთეთ და შემოვყევით ქალბატონს.

-ჰა გოგოებო რას ვშვებით ეხლა?_მუსიკის მაღალმა ტონებმა ქეთევანის ხმა სულ გადაფარა ამიტომ ყვირილით მოუწია ლაპარაკი.
-ცალკე კაბინა ხომ არ შეგვეკვეთა?_ბავშვობიდან არ გამომდიოდა ყვირილი ამიტომ ძლივს გავაგებინე გოგოებს რას ვამბობდი. ჩემმა გამჭრიახმა იდეამ მალევე გაჭრა ამიტომ სულ ცოტა ხანში ჩვენც პატარა კაბინაში ამოვყავით თავი. მუსიკაც არ ყვირის იმდენად და ერთმანეთის გაგებაც შეგვიძლია. ქეთევანი თავისი ენთუზიასტი ხასიათით სასმელების შესაკვეთად წავიდა. თაკოს ბედნიერ სახეს ვუყურებ და ვხვდები რამდენად კარგი ადამიანია. თუმცა ჯერ ბოლომდე არ ვიცი ღირს თუ არა მისთვის შვიდი წლის წინ მომხდარისა და "ნაცრისფერი მზერის" შესახებ მოყოლა. არ მინდა მისგან რამის დამალვა მაგრამ არ ღირს ყველაფრის დაჩქარება ალბათ.

-გოგოებო, ნახეთ ვინ მოვიყვანე!_ქეთევანის აღტაცებულმა ხმამ გამომაფხიზლა ფიქრებიდან. ბარხატის წითელი ფარდა გადაწია და კაბინაში სამ ახალგაზრდას შემოუძღვა. გაბრაზებულად გავხედე მაგრამ მისი მზერა ძალიან დამაჯერებელი ჩანს. ანდაც რატომაც არა? თუ ვერთობით ბოლომდე უნდა გავერთოთ! მითუმეტეს არ ვაპირებ ლოგინში ჩავუხტე ვიღაცას. უბრალოდ ერთი ცეკვა და სულ ესაა.

როგორც ჩანს გოგონები მოიხიბლნენ. სამივე ნამდვილად სიმპატიურია მაგრამ ვფიქრობ ნიკა, რომელიც ჩემს გვერდით ზის ზედმეტად...არ ვიცი როგორ ვთქვა.. შემაწუხებელია! ჰო, ჰო. ზუსტად!
-ანა ჩვენ საცეკვაოდ მივდივართ. შემოგვიერთდებით?_აწითლებული ლოყებით თქვა თაკომ და ქეთოს გახედა. ამ უკანასკნელმაც თავისი ცბიერი გამომეტყველება მიიღო. გამაგიჟებს ეს გოგო!

“ჰა რა ვქნათ ანა?”_მეკითხება ქვეცნობიერი არასასურველ დროს. წავიდეთ. აბა აქ ხომ არ დავრჩები ამ ტიპთან მარტო?! როგორ არ მიყვარს ასეთი გადამკიდე ხალხი! ანდაც ცეკვა ნამდვილად არ მაწყენდა. სასმელმოკიდებული, და შეიძლება ითქვას მთვრალი ნაბიჯებით გავედით სიგარეტის ბოლით სავსე დარბაზში, რომლის ცენტრშიც ხალხის უზარმაზარი ნაკადი რიტმულად მოძრაობს.

წელზე ხელის შეხებას ვგრძნობ და უხეშად ვტრიალდები. შავი თვალების მზერა მიწვავს ისედაც გახურებულ სხეულს. ვაჟბატონი ნიკა როგორც ჩანს ჩემს გამოწვევას ცდილობს და გამოსდის კიდეც. ელექტრონული მუსიკის ჰანგებს ვაყოლებ თეძოებს და მალევე ვიკარგები ჩემ თავში. მმმ,კარგია! კისერძე მამაკაცის გახურებული სუნთქვა მეფრქვევა მაგრამ ახლა ამისთვის არ მაქვს დრო. ამჯერად, ამ დარბაზში მუსიკისა და ჩემი საკუთარი "მეს" მეტი არავინაა.. ერთ მელოდიას მეორე ცვლის და მეც ავტომატურად ვახელ თვალებს. ზედმეტად დაკუნთულ მკერდს ვეჩეხები და ისევ წელზე ვგრძნობ შეხებას. სასმელისგან გაბრუებული ტუჩები ახლოს იწევენ, მე კი არაფერის გაკეთება არ შემიძლია. ალბათ არც არაფერს არ მოვიმოქმედებდი და დავნებდებოდი კიდეც ამ კოცნას რომ არა მწველი მზერა. მზეა რომელიც სხეულში ატანს და გაშიშვლებულ სულს შიშს გვრის. "ნაცრისფერი მზერა" რომლის ნახვაც ასე ძალიან მინდოდა. თავში მხოლოდ ორი სიტყვა ტივტივდება. "ავალიანი" და "დემეტრე". დემეტრე ავლიანი...

ჰაერი. ჰაერი მინდა!

-გავალ ცოტახნით!_სასწრაფოდ გამოვწიე თავი მამაკაცისგან. ალბათ მუსიკის გამო ვერაფერი ვერ გაიგო, თუმცა ეს ნაკლებად მანაღვლებს ახლა. ჯობია გარეთ გავაღწიო როგორმე! აბურდული აბიჯებით გავჭერი მოცეკვავე ბრბოს ნაკადი და როგორც იქნა შენობას დავაღწიე თავი.

-ისუნთქე ანა. ერთი, ორი... ასე ჯობია. მთავარია არ დაიბნე..._ნარვიულად ვამხნევებ ჩემ თავს და იქვე მდგარ უცხო მანქანას ვეყრდნობი. თავბრუ მეხვევა,არ ღირდა ამდენი სასმელის დალევა. იდიოტი ვარ!
-ანა სად დაიკარგე? მეგონა ცეკვა გინდოდა და არა აქ ბოდიალი უაზროდ!_მამაკაცის ზედმეტად მომთხოვნმა ხმამ შემაშინა კიდეც. ნიკა ერქვა არა?
-მისმინე..ნიკა...მარტო მინდა ყოფნა. მოვალ მალე_სიტყვები ერთმანეთს მივაყარე და სულ არ დავლოდებივარ პასუხს ისე ვაქციე ზურგი.
-მგონი დაუსრულებელი საქმე დაგვრჩა_ღმერთო ჩემო რა უნდა? რატომ არ შეუძლია დამანებოს თავი!
-მარტო მინდა ყოფნა!_გაღიზიანებულად მივტრიალდი. მაგრამ მალევე ეს გაღიზიანება რატომღაც ულევ ვნებაში გადამეზარდა როდესაც მისმა ხელებმა თეძოები მიიზიდეს ახლოს და მკერდზე ამაკრეს. მთვრალი ტუჩები საფეთქელზე მომადო.
-საოცარი ქალი ხარ..._მაუბნება ნიკა დაბოხებული ხმით და ხერხემლის მალებს თითებით მითვლის. იქნებ ქეთო მართალია? როდემდე უნდა ვიყო რუტინაში ჩათრეული? იქნებ მართლა დროა ლოგინში ბალიშებთან ერთად კიარა, ნორმალურ მამაკაცთან ერთად დავიძინო? თან ეს ნიკა იმდენად ცუდი აღარ მეჩვენება... ძალიან მთვრალი ვარ ალბათ...

ამჯერად ინიციატივა ჩემს თავზე ავიღე და სასმლისგან ავარვარებული ტუჩები, წინ მდგარი მამაკაცისკენ გავაპარე. მზერას, კოცნის მოლოდინში გაყუჟული ნიკასგან კლუბის შესასვლელთან მდგარი სილუეტისკენ ვაპარებ. თვალთახედვა ირევა როდესაც ნიკა კიდევ უფრო ახლოს მიზიდავს და ამჯერად ჩემს ტუჩებსაც უსინჯავს გემოს.

"ჰა რას იტყვი ანა? არც ისე ცუდი ყოფილა!"_მეუბნება მთვრალი ქვეცნობიერი და ნიკას მკლავებს ნებდება. გაურკვევლობაში მყოფი მე, ისევ კლუბისკენ ვაპარებ თვალებს თუმცა ვერანაირ სილუეტს ვეღარ ვპოულობ.

"უბრალოდ მომეჩვენა"_ვაწყნარებს საკუთარ თავს მაგრამ მალევე ვეჩეხები რეალობას. ნიკა ტუჩებს როგორც იქნა მაშორებს და პირით ჰაერის უზარმაზარი დოზის დაჭერას ცდილობს. ყოველი შემთხვევისთვის კიდევ ერთხელ ვაპარებ მზერას კლუბის ჩაბნელებული კუთხისკენ, საიდანაც ვიღაცის ორი დამცინავი თვალი სულამდე ატანს.

წამოხვალ ჩემთან? _ნიკას ხმა ფიქრებიდან მაფხიზლებს.

"რათქმაუნდა წამოვა!"_ქვეცნობიერი ბედნიერი სახით ეუბნება, მაგრამ აი ჩემ აზრს სულაც არ ითვალისწინებს!
"კარგი რა ანა! როდემდე უნდა იყო ასე! ერთი დღით მაინც მოეწყვიტე რეალობას და ისიამოვნე!"_ქვეცნობიერის წაქეზება საბოლოოდ ჩემზეც მოქმედებს და მეც ღიმილიანი სახით ვუბრუნებ ნიკას პასუხს.

-წამოვალ...
-შენი ჩანთა შენობაშია ხო? მოიც, გამოგიტან ახლავე. აქ დამელოდე._ღიმილიანი სახით მეუბნება მამაკაცი და კლუბის შესასვლელში უჩინარდება. მოლოდინში ჩაფლული მე, იქვე მდგარ შინდისფერ სპორტულ მანქანას ვეყრდნობი და ავტომობილის სილამაზით ვტკბები. საუბესუროთ თუ საბედნიეროთ ბატონი ნიკოლოზ ერისთავი, მამაჩემი, ძველი რუსეთის ავტოგამტაცებელი იყო. მახსოვს დედას გარდაცვალების შემდეგ ბევრგან მოგვიწია მოგზაურობა ამიტომ მამას სამსახურის პოვნაც უჭირდა. ერთადერთი ქალიშვილის სარჩენად ცუდ გზას დაადგა და ავტომობილების გატაცებას მიჰყო ხელი. მახსოვს ჩემი აზარტული ხასიათიდან და დაჟინებული თხოვნებიდან გამომდინარე ახალ მოყვანილ მანქანაშიც ჩავძვერი. ალბათ იმდენად მივეჩვიე იმ ყველაფერს რომ საბოლოოდ ეს საქმე მომეწონა კიდეც. ჰოდა მეც ნელ ნელა დავიწყე ავტომობილებში გარკვევა. მერე მამა ნინას შეხვდა. ცოდვილ გზასაც მოშორდა. მერე უკრაინაში გადავედით საცხოვრებლად. ნუ მოკლედ, "ჰეფი ენდი...

-თქვენნაირი ლამაზი ქალბატონი ამ სიბნელეში მარტო არ უნდა იყოს._ვნებიანი ხმა მაფხიზლებს ფიქრებიდან. კანზე მაშინვე სასიამოვნო ჟრუანტელი მაყრის.
-ვინ თქვა რომ მარტოა..._პასუხს ამაყად ვუბრუნებ სიბნელეში ჩამალულ მამაკაცს.
-კავალერის მოლოდინშია არა?_ცინიკურად მპასუხობს და ამჯერად შუქზე გამოდის.
-დემეტრე...
-რაო ქალბატონო ანა? გული აგიფანცქალდათ?_ისევ ცინიზმით სავსე ხმა რომელიც რატომღაც ძალიან მომწონს.
-მართალი ბრძანდებით ჩემო ბატონო. სასმელის ბრალია_ამაყად ვპასუხობ და ჩემი თავით კმაყოფილი, ზურგით ვეყრდნობი შინდისფერ მანქანას.
-ანა..._ვნებიანი ხმა ჩამესმის ყურებში და გული ორმაგად იწყებს ცემას. ნელი ნაბიჯებით მიახლოვდება ავალიანი და მეორე წამს წინ მესვეტება.
-არ წახვიდე.._რაო? გაკვირვების ნიშნად თვალებს ვჭუტავ.
-არ წაყვე იმ ტიპს..._რაო, რაოოო?! მიბრძანებს თუ რა ხდება?
-ვერ გავიგე რა გინდა ჩემგან დემეტრე!
-შენ...შენ მინდიხარ ანა..._ ქვეცნობიერი ანა შოკურ ინფორმაციას ვეღარ ხარშავს. გათიშული ეცემა ძირს და ჩემს ზედმეტად დამთვრალ სხეულსაც იყოლებს. საბოლოოდ მხოლოდ ერთი აზრი მიტივტივებს თავში...

"ამდენი არ უნდა დამელია!"

ვერაფრის თქმას ვერღარ ვახერხებ. მთვრალს, სიბნელე მიწვება მზერაში და საბოლოოდ ორი მწვავე თვალის სილუეტს თუ ვამჩნევ. მერე კი ბნელი ქაოსი..

***

გავარვარებული ხელების შეხებას ვგრძნობ. ზურგე, წელზე, თეძოებზე... უცნაურია. მეგონა მეძინა. იქნებ ისევ მძინავს და უბრალოდ სიზმარში ვარ? ალბათ.. თუმცა ვინ იცის...

***

ღრუბლებით დაბინდული მზის სხივები მეფინებიან სახეზე. მეძინება, მაგრამ მაინც ვახელ თვალებს. ისევ მძინავს? აბა სიზმრის გარდა ასეთ მდიდრულ ოთახში როგორ ამოვყოფდი თავს? თვალებს ვახელ და ვცდილობ დავრწმუნდე ნამდვილად სიზმარია თუ არა. უზარმაზარ ლოგინზე წამოვწიე სხეული და მაშინვე მწოლიარე პოზას მივუბრუნდი. თავის ტკივილი მკლავს.

“არ უნდა დამელია ამდენი გუშინ. ჰო, სად ვარ სხვათაშორის? ნიკასთან? არა, მახსოვს როგორ შებრუნდა კლუბში და აღარ დაბრუნებულა…”

საწოლზე წამოჯდომა კიდევ ერთხელ ვცადე და დამძიმებული თავიც მაშინვე ხელებში ჩავმალე.

“აღარასდროს არ დავლევ ამდენს!”

სხეულზე სიცივე მივლის.

"გრრრ! შემცივდა."

პატარა აივნის კარებიდან შემოსული ნიავი არასასიამოვნოდ მივლის ტანზე და მეც მაშინვე ვვარდები ლოგინიდან მის დასახურად. ასე უკეთესია, მაგრამ ისევ მცივა. სხეულზე ვიხედები და ვხვდები რომ არაფერი არ მაცვია! გადავირევი ახლა! მხოლოდ შავი ბიუსტჰალტერი და ასევე შავი ქვედა საცვალი მმოსავენ.

"კი მაგრამ ჩემი კაბა სადაა?"

ელდანაცემი მივვარდი იქვე მდგარ პატარა გარდერობს მაგრამ ჩემი კაბის კვალს ვერსად ვერ მივაგენი. ისედაც გაფანტული ყურადღება ოთახის შემცველობამ და მდიდრულმა ინტერიერმა მიიპყრო. რა ლამაზია აქაურობა. ყველაფერი თეთრ ფერებშია მოწყობილი, თეთრი ტყავის ავეჯი და ნაცრისფერი ტონები საოცარ სანახაობას ქმნიან. ოქროსფერი დეკორაციები კი ყველაფერს უფრო არისტოკრატულ იერს სძენენ. ოთახის თვალიერებით გართულმა ვერც კი გავაცნობიერე რომ ჩემი სიმარტოვე მხოლოდ და მხოლოდ ილუზია ყოფილა. ვგრძნობ როგორ მაკვირდება კუთხეში მჯდარი სილუეტი და ნაცრისფერი თვალებით მიწვავს სხეულს.

-დილამშვიდობისა_წყნარი ხმით მომმართა ამჯერად უკვე ფეხზე წამომდგარმა მამაკაცმა. დაბნეულობისგან სად წავიდე აღარ ვიცი.

“გაინძერი ანა! შეხედე შენს თავს! სულ არაფერი არ გაცვია!”

-დ..დილამშვიდობისა..._აწითლებული სახის დამალვა ჩამოშლილი თმებით ვცადე. თვალი გავაყოლე ძლიერ სხეულს რომელმაც საკიდიდან რაღაც ჩამოხსნა. სილუეტი მალევე გაქრა თვალთახედვიდან, ახლა მხოლოდ მისი სითბოს შეგრძნება შემიძლია, რომელიც ზურგზე სასიამოვნოდ მეფინება. თბლი მატერია მხრებზე მომახვია და მკლავები სახელოებში გამაყოფინა. თვალის დახამხამებაში განიერი გულ-მკერდი ამესვეტა წინ და თლილი ხელებით ნაზად გამიკოჭა ხალათის შესაკრავი. მე? მე გაშეშებული ვდგვარ და სიამოვნების, მაგრამ ამავდროულად სირცხვილის პატარა გრძნობა თანდათან იზრდება. არა, ალბათ არჩევანი რომ მქონოდა ასეთ "სირცხვილს" ყოველდღე განვიცდიდი.

-ვიფიქრე შენი კაბა კლუბის სიგარეტის ბოლითაა გაჟღენთილი თქო ამიტომ მენეჯერს გავატანე დროებით. ჩანთაში შარვლები და მაისურია. არ ვიცოდი რომელი მოგეწონებოდა ამიტომ რამდენიმე წამოგიღე._თავშეკავებულად მითხრა და ლოგინის კიდესთან დადებული ჩანთისკენ მიმითითა. გავოგნდი რატომღაც. მამაკაცს, რომელსაც სულ ყველაფერი აქვს, ალაბათ ყოველდღე ახალ ახალ საყვარლებს იცვლის, კლუბიდან მოვყავარ და ტანსაცმელს მყიდულობს.

-არ ღირდა. არ მინდა ვინმესთვის ზედმეტი ვიყო დემეტრე..._უხერხულობისგან გაყინული ხელებით ხალათის შესაკრავს დავეჯაჯგურე. ნამდვილად არ მინდა ვინმეს ვეჯდე მხრებზე, განსაკუთრებულად დემეტრე ავალიანს, გავლენიან ადამიანს და პირველრიგში ჩემს უფროსს! ანდაც სულ არ მესმის რა უნდა ჩემგან? სადაც არ უნდა წავიდე ყველაგან მას ვეჩეხები. გავიგე რომ ტასოს ძმაა, მერე კაფეში შეხვედრა, საბოლოოდ კი გუშინდელი ამბავი. დღეს კი აქ, მის საცხოვრებელ ადგილას ვიღვიძებ.

ჩემი ნათქვამი თითქოს დააიგნორა, წითელი ტუჩები კი შემუჩნეველ, ცბიერ ღიმილში აარხია.
-ხელმარჯვნივ სააბაზანოა, შეგიძლია მოწესრიგდე. ჰოლში დაგელოდები, შემდეგ კი ვისაუზმოთ_ზურგშექცევით მითხრა, ხის კარები ნაზად გაიხურა და საკუთარ თავთან დამტოვა მარტო.
აბაზანაც ისეთივე მედიდურია როგორც ის ოთახი სადაც სულ რამდენიმე წუთის წინ ნახევრად შიშველი დავბოდიალობდი ავალიანის წინაშე. ამის გახსენებაზე სასიამოვნოდ წამომახურა და სახეზე რატომღაც უნებურმა ღიმილმა დამიარა.
საბოლოოდ აბაზანიდან სრულიად მოწესრიგებული გამოვედი. დემეტრეს მოცემული ჩანთიდან ღია ფერის ჯინსები ამოვარჩიე, რომლებიც საკმაოდ წელში გამოყვანილები ჩანან. ზედმეტადაც კი. მაისურიც ასეთივეა. თეთრი მატერია ზედმეტად კარგად კვეთს მკერდს, მოუხედავათ იმისა რომ დეკოლტე ნორმალურზე უფრო დაფარულია. როგორც ჩანს ბატონ დემეტრე ავალიანს გამოყვანილი ფორმები მოსწონს. ესეც მორიგი თამაში მისგან. კიბატონო, იყოს თქვენებურად ავალიანო.
მაისურის ქვემოთ დაქაჩვით ზანტად გავედი უზარმაზარ ჰოლში სადაც ტყავის მუქი ყავისფერი დივნები და შუშის ჯურნალის მაგიდა ლამაზად იწონებენ თავს. ოთახი მუქ ფერებშია მოწყობილი მაგრამ ღია ფერის დეკორაციები და სხვადასხვაგვარი თაროები ნაზად ერწყმებიან არემარეს.

"მომწონს აქაურობა. მაგრამ რომ ვიცოდე სად ვარ უკეთესი იქნებოდა."

მარცხენა კედელი მთლიანად შუშისაა ამიტომ შუქი უხვად აღწევს ოთახში. რამდენიმე ნელი ნაბიჯი გადავდგი წინ და თბილისის ულამაზეს ხედს გადავხედე. როგორც ჩანს სახლი საკმაოდ მაღალ ადგილზეა ან სულაც მთაზე. გარშემო ყველგან ნაძვებია, ასე რომ სრულ იზოლაციაში ვარ ცივილიზირებული ქალაქიდან. მომწონს ეს ყველაფერი...

-შესანიშნავი ხედია, არა?_მამაკაცის იდუმალმა ხმამ ცოტა არ იყოს შემაკრთო. მაგრამ რატომღაც დარწმუნებული ვარ რომ ისეთი ადამინის გვერდით როგორიც ავალიანია, არაფრის არ უნდა მეშინოდეს.
-ძალიან ლამაზია. აღარ მახსოვდა თბილისი ასეთი ლამაზი თუ იყო_მოწყენილი ხმით ვუთხარი. ამდენი წლების განმავლობაში ვერც კი გამიაზრებია როგორი ძვირფასი ყოფილა ჩემი სამშობლო. გვერდული ხედვით დავინახე როგორ გამომხედა დემეტრემ და დაუნახავი ღიმილით დამიარა სხეულზე.
-მოგეწონა ტანსაცმელი?_მის ტონში აშკარად იგრძნობა თამაშის სურვილი. ოჰ ეს აზარტული მამაკაცები... ესეც ასე ავალიანო, კიდევ ერთხელ წამოვეგე თქვენს ანკესს. ანდაც რატომაც არა? მითუმეტეს როგორც ჩანს ეს ორივეს გვახალისებს.
-კი ძალიან!_აღტაცება პატარა ტაშის შემოკვრით გამოვხატე. ახლა კი დროა ქალურ ცბიერებას მოვუხმო! -მიხდება?_უცოდველი გოგოს გამომეტყველება მივიღე. როგორც ჩანს ამ კითხვამ არ გააკვირვა. ანდაც ძალიან კარგად ფარავს გაკვირვებას!
თეძოები ნელი მოძრაობით ავარხიე და ზანტად დავბზრიალდი. როგორ მახალისებს ეს ყველაფერი!

-ანა..._ზურგიზე სასიამოვნოდ დამიარა ნაცნობმა სითბომ, როგორც მაშინ, შვიდი წლის წინ ჩემმა "ნაცრისფერმა მზერამ" რომ ამიტაცა ხელში.. მმმ.. მოგონებებმა სასიამოვნო ჟრუანტელი დამაყარეს კანზე. ახლა ზურგ უკან მიდგას მამაკაცი რომელსაც თითქოს მთელი ცხოვრება ვიცნობ და რომლის თვალებიც საშინლად უცნაურ გავლენას ახდენენ ჩემზე.
ნაბიჯი ადგილზე მიმეყინა როდესაც თბილი სუნთქვა კისერზე მეცა. თვალებმინაბულმა, თავი ოდნავ გადავხარე გვერდით და გაყუჩებული ჩავუსაფრდი მის შემდეგ მოქმედებას...
-როგორ მინდა ახლა ამ ლამაზ ყელს გავუსინჯო გემო..._ამ სიტყვების გაგება რატომღაც არ მაკვირვებს. პირიქით, სასიამოვნო ტაოს მაყრის კანზე. -ეს წვრილი წელი გავაშიშვლო და ყოველ წერტილს შევახო ხელები..._ქვეცნობიერი ანა უკვე დორბლებს ყრის და დარეტიანებული რამისაა უგონოდ დაეცეს იატაკზე. -მაგრამ სამწუხაროდ ამის უფლება არ მაქვს._იმედგაცუებული ქვეცნობიერი დაბღვერილი სახით შეჰყურებს ხან ავალიანს, ხანაც მე. რატომ არ აქვს უფლება?! იქნებ მისი შესაფერისი არ ვარ? მმმ, არადა როგორ მინდა ერთხელ მაინც შევეხო ტუჩებზე... -წამოდი, საუზმე შემოიტანეს._ერთფეროვანი ხმით მითხრა და ზანტი მოძრაობით მომცილდა ზურგიდან. წინ წასული დემეტრე ავალიანი მონადირე მამაკაცის მოძრაობით არხევს განიერ მხრებს. მხოლოდ ახლა ვამჩნევ რომ ისევ პიჟამოს კლეტკიან შარვალსა და შავ მაისურშია.
არასდროს არ მიგრძვნია ასე დაუცველად თავი. არადა დარწმუნებული ვარ რომ დემეტრეს გვერდით არაფრის არ უნდა მეშინოდეს.
რატომღაც მგონია რომ დემეტრე ავალიანი იმ ბნელი ჩიხის მამაკაცია რომელსაც გადარჩენისთვის უნდა ვუმადლოდე...
კი მაგრამ როგორ შემიძლია დავრწმუნდე ნამდვილად ისაა თუ არა? იქნებ სულაც არაა ასე, იქნებ სულაც სხვა მამაკაცია რომელსაც ასევე ნაცრისფერი თვალები აქვს და რომელიც ასევე მიზიდავს? ძალიან მიზიდავს... ყოველი შემთხვევისთვის, ამის გაგებისმხოლოდ ერთი საშუალება მაქვს..

ვუყურებ ჩემს წინ მჯდარ დემეტრეს რომელიც უხმოდ მიირთმევს საუზმეს და თითქოს ჩემს არსებობას სულაც არ იმჩნევს. ჰაჰ, არადა სულ რამდენიმე ხნის წინ...ჰმმ, როგორ ვთქვა... გულის ცემას მიჩქარებდა თავისი ზედმეტად გახსნილი ქცევით (რომელიც სხვათაშორის ძალიან მომწონდა!)

"მთავარია გაბედული იყო ანა"_მეუბნება ქვეცნობიერი და ხელს მკრავს სასურველი ნაბიჯის გადასადგმელათ. ჰოდა მეც დამჯერი გოგოსავით ვემორჩილები.

-დემეტრე,_ყოყმანით ვუთხარი მამაკაცს რომელიც სულ რამდენიმე წამის წინ ყურადღებას არ მაქცევდა, ახლა კი გამჭოლი მზერით მაკვირდება სახეზე. -მე..მე..._იდიოტი ვარ. არ უნდა მეთქვა არაფერი. მაგრამ რადგან დავიწყე, ბოლომდე წავალ! -არ ვიცი რატომ გეუბნები ამას. ისიც არ ვიცი ღირს თუ არა ყველაფრის მოყოლა. უბრალოდ მინდა ჩემ თავში გავერკვე, დავლაგდე..._ვეცადე პროლოგი ორიგინალურად გამოსულიყო. მაგრამ ავალიანის გამოხედვიდან გამომდინარე არამგონია გაეგოს რაზე ვლაპარაკობ. -დემეტრე, შვიდი წლის წინ ერთ ადამიანს შევხვდი, არც ისე სასიამოვნო სიტუაციაში და ასე ვთქვათ იმის მერე მის მიმართ ვალი მაქვს რაღაც საკითხში_თავდახრილი ვცდილობ აზრების დალაგებას, მაგრამ როგორც ჩანს არაფერი არ გამომდის. ისედაც აბურდული მეტყველების უნარი ავალიანის გაშავებულმა თვალებმა კიდევ უფრო ამირიეს.

"იცის...დარწმუნებული ვარ იცის რაზეც ვლაპარაობ!"

ნერვიული სახით ვიბლიტები აქეთ იქით და სიტყვების დალაგებას ვცდილობ. თუმცა უშედეგოდ...

“იქნებ ჯობდა შენი თავი ხელში აგეყვანა ანა? ბოლოსდაბოლოს შენთვითონ წამოიწყე ეს ყველაფერი ერისთავო!”

თვალები გაბედულად გავუსწორე მოპირდაპირედ მჯდარ მამაკაცს რომლის მზერაც გამომწვევად დამთამაშებს სხეულზე. თავდახრილმა ოდნავ ჩაიცინა და ხელი დაბნეულად გადაისვა თავზე. ოჰო! როგორც ჩანს ბატონი დემეტრეს ტყვიაგაუმტარ თავდაჯერებულობას ბზარი გავავლე!

-მეგონა უფრო ადრე მიხვდებოდი ყველაფერს…_ღმერთო ჩემო, არ მჯერა! ამდენი წლის შემდეგ... "ნაცრისფერი მზერა"!
-შენ იყავი! შენ ხარ! _დენდარტყმულივით წამოვხტი სკამიდან. რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი უკან დაბნეულობის ნიშნად და გაყინული მზერით მივაჩერდი ავალიანს, რომელიც მონადირე ვეფხვის ნაბიჯებით მიახლოვდება. ზანტი ნაბიჯებით მომავალ მამაკაცს შეშინებულმა შევხედე. ამ წამამდე მეგონა, მასთან ყველაზე დაცულად ვიყავი, მაგრამ ახლა ვხვდები რომ ჩემთვის ყველაზე დიდ საფრთხეს ზუსტად ეს მამაკაცი წარმოადგენს...

*თავი 6*

თავი დაბნეულად დახარა დემეტრემ, მეორე წამს კი ცეცხლოვანი თვალებით ამომხედა. მის მამაკაცურ ნაკვთებს ცბიერი ღიმილი კიდევ უფრო მომაჯადოვებელ ეფექტს უქმნის. ოხ, როგორ მომწონს ეს ყველაფერი! ხო მომწონს ასე ყოფნა. მომწონს მის დომინანტ თვალებში ყურება. მომწონს მისი მაცდური ღიმილის ცქერა სახეზე. მომწონს მისი თლილი თითების შეგრძნება, ახლა რომ დათამაშებენ ჩემს ათრთოლებულ სხეულს.
ძლიერი მკლავები გვერდიგვერდ შემოაწყო მაცივარს, ისე რომ შუაში მე მოვექეცი. შეშინებული გამომეტყველებით გავხედე მის სახეს რომელზეც მხოლოდ თამაშის სურვილი აღინიშნება.

-რა გინდა ჩემგან დემეტრე?_აკანკალებული ხმით ვკითხე წინ მდგარ მამაკაცს. საპასუხოდ კი მხოლოდ ერთფეროვანი გაღიმება და სულ რამდენიმე სიტყვა მივიღე.
-ის რაც იმ ღამეს მინდოდა..._როგორც კი ჩემს ყურებს მამაკაცის იდუმალი ხმა მოწვდა გულმა გიჟივით დაიწყო ფეთქვა. ნუთუ ისიც ისეთივეა როგორც ყველა? იქნებ იმ ღამეს, როდესაც მის სახლში დავრჩი წინ რაღაც მაინც მოხდა ჩვენს შორის?..ისე რომ მე სულ აღარაფერი აღარ მახსოვს?!
-დ..დემეტრე... გამიშვი გეხვეწები. გევედრები გამიშვი რა..._ვგრძნობ როგორ მიცრემლიანდება თვალები და თვალთახედვაც ნელ ნელა მიბინდდება.
რატომღაც მისი გაყინული სახის უკან სინანულის და სევდის ულევი ნაკადის დანახვა შეიძლება...
თუმცა თვალებს ცინიკური ღიმილით ხუჭავს.
-არა ანა. არ გაგიშვებ. ვერ გაგიშვებ..._თითქოს სინანულის გრძნობა შეეპარა მის ტონს, მაგრამ მეორე წამს ის ვნება ათამაშდა ხმაში. უეცრად მომცილდა და რამდენიმე ნაბიჯი გადადგა უკან, ისე რომ ამოსუნთქვის შანსი მაინც მომეცა. მისი მისტიური ხმა ყურებში მაზოხისტური სიამოვნებით ჩამესმა. ზურგშექცეულმა მამაკაცმა მდიდრულ სამზარელულოს პატარა წრე დაარტყა და ისევ მე მომმართა საკმაოდ შემაცბუნებელი სიტყვებით.
-როგორ მინდოდა შენი შეხება. მინდოდა ამ ნაზი კანის, ყოველი სანტიმეტრის გემოს შეგრძნება... ალბათ ვერც კი წარმოგიდგენია თუ როგორ გიჭირს როდესაც ნარკოტიკის გარეშე ცხოვრობ_ნაცნობი თემა წამის მეასედში შეცვალა და მეც მაშინვე გავფანტე ყურადღება. -ძნელია როდესაც შენი “ლომკის” წამალი წინ გიდევს მაგრამ ხელს ვერ ახლებ რადგან იცი რომ ისევ აყვები სურვილს და ალბათ ყველაფერს ვისევ წყალში ჩაყრი_ნუთუ ნარკომანია? ისე ლაპარაკობს რომ იფიქრებ ყველაფერს თავისი გამოცდილებიდან ამბობსო.

დარწმუნებული ვარ არაა ისეთი როგორიც ერთი შეხედვით მგონია. ნეტავ გამაგებინა რას მალავთ ბატონო დემეტრე...

-როგორ მინდოდა შენი გემო შემეგრძნო. შენი ტკბილი ხმა გამეგო ჩემს მკლავებში…_ქვეცნობიერი ანა ბიუსტჰალტერისა და ქვედა საცვლის ამარა ელოდება დემეტრე ავალიანის ქმედებებს.

"მაკოცე...მაკოცე...ჯანდაბა, ავალიანო!"

-მერედა რამ შეგიშალა ხელი?_აწითლებული ლოყების დამალვას თავჩახრით ვცდილობ. პფფ, ვინ იცის რა სულელურად გამოვიყურები. წეღან რამისაა შიშისგან გული წამოსვლოდა ახლა კი რას ვამბობ.

-ჩემმა სადისტურმა ჩვევებმა რომლებიც ახლა მხოლოდ ჩემივე მტკივნეულ წარსულს წარმოადგენენ..._დანანაბით წარმოთქვა ავალიანმა რომელიც სულ რამდენიმე წამის წინ ნერვიულად დაბოდიალობდა ოთახში, ახლა კი ერთ ადგილზე მიყინული ნაღვლიანი თვალებით შემომციცინებს.


-ახლა?_ჩუმი ხმით შევაპარე, მან კი მხოლოდ მოჭუტული მზერა დაადევნა ჩემს სიტყვებს,გაუგებრიბის ნიშნად. -ახლა რა გიშლის ხელს?_ისევ და ისევ ყოყმანის კვალი ეტყობა ჩემს გამოთქმას თუმცა ახლა ეს სულაც არ მადარდებს. ერთადერთი რაზეც ვფიქრობ და გაქვავებული გამომეტყველებით გავყურებ, დემეტრე ავალიანის მონადირე ვეფხვივით მომავალი სხეულია... ჰოდა, მეც ავიტუზე შეშინებული შველივით რომელიც ნადირის კლანჭებს რატომღაც დიდი სიამოვნებით ელის. "მშიერი" ვეფხვუნია წინ უზარმაზარი სვეტივით დამიდგა და როგორც იქნა მაღირსა თავისი "კლანჭების" შეგრძნობა. მალე ჩემმა გაგიჟებულად ათრთოლებულმა მკერდმაც შეიგრძნო მისი გულის იმპულსები. სასიამოვნო უხეშობით მიმაჯახა ცივ კედელს. ქვეცნობიერი ანა უკვე გულწასული მიეფინებოდა ავალიანს და ალბათ ძალიან ძალიან ( ყველაზე ძალიან) სასიამოვნო ღამეს გაატარებდა მასთან ერთად, მაგრამ უნდა მოგახსენოთ რომ ეს ქვეცნობიერი მხოლოდ და მხოლოდ ქვეცნობიერია! ასე რომ დღევანდელი ღამე ისეთივე ჩვეულებრივი იქნება როგორც ყველა გასული.

-ახლა? არაფერი არ მიშლის ხელს... ერთადერთი რაც მაშინებს, შენ ხარ ანა._რაო, რაო? სხვათაშორის ახლა მე არ ვეკრობი გოგოს წებოსავით და მე არ ვუყურებ ასთი მომთოვნი თვალებით! -არ მიმიღებ ისეთს როგორიც სინამდვილეში ვარ. შენ შეგეშინდება და ზუსტად ეს მაშინებს...
-გგონია იმ დღის მერე კიდევ რამის მეშინია? მითუმეტეს შენი, ადამიანის რომელსაც თვალდახუჭულად ვენდე?_ჩემმა თამამმა ტონმა ცოტა არ იყოს შემაკრთო. როდიდან გავხდი ასეთი ნეტა? ცალყბად ჩაიცინა დემეტრემ.

"მხოლოდ ესაა? უჟმური ჩაცინება და მეტი არაფერი?!"

-არა ავალიანო! შვიდი წყეული წლის განმავლობაში ვნანობდი იმ დღეს! ვნანობდი რომ ერთი თვალითაც ვერ დავინახე შენი სახე, ვერ გავიგე ვინ იყავი. არ გაქვს უფლება ახლა, აი ასეთ გაურკვევლობაში დამტოვო!_გაბრაზებულად ვიქნევ ხელებს და უსამართლობის გრძბობა მახრჩობს! არა იმიტომ, რომ მამაკაცი რომლის არსებობის შესახებ არაფერი არ ვიცოდი ახლა სულ რამდენიმე სანტიმეტრის მოშორებით მიდგას. არც იმიტომ, რომ იგივე, საშინლად სექსუალურ მამაკაცს მასზე არანაკლებ სექსუალური ქალის ეშინია! ვბრაზდები იმაზე რომ ახლა, როდესაც დავინახე ჩემი "მაშველის" სახე და გავიგე ვინაა სინამდვილეში, ზუსტად ისევე მეპყრობა როგორც მე მოვეპყარი მას წლების წინ და მისი სახლიდან კურდღელივით გამოვიპარე. ჰო კარგით,კარგით ვიცი რომ იდიოტურად მოვიქეცი.

-გინდა რომ პატიება გთხოვო? მაპატიეთ, მაპატიეთ ბატონო დემეტრე რომ იმ დღეს სულელი ქალივით გამოგექეცით სახლიდან ისე რომ ერთი თვალითაც არ შემოგხედეთ! მაგრამ ახლა გთხოვ იგივეს ნუ გამიკეთებ. არ დამტოვო სრულ გაურკვევლობაში დემეტრე..._აცეცხლებული მდგომარეობიდან მისმა ღიმილიანმა მზერამ გამომიყვანა. ბოლოს მეც მოვლბი და მოთენთილი მივენდე მის მკლავებს.
-ანა... ჩემო ანა..._თბილად ჩამიღიმა თუარა ნაცრისფერი, უზარმაზარი თვალები შემომანათა. ვგრძნობ შეხებას შუბლზე და ვხვდები რომ ზუსტად მისი შუბლი მეხება. ასევე ვგრძნობ მის გავარვარებულ სუნთქვას რომელიც ლოყებიდან ნელ ნელა ქვემოთ მიიწევს... და აი... ჯეკ პოტი! ტუჩები რატომღაც უაზროდ მიბუჟდება. ტვინში ჭრელი პეპლები დაფრინავენ. გული კი მკერდს სასიამოვნო იმპულსებს უგზავნის.

"მმმ! რა გემრიელი ყოფილა!"

ნაზად მოწყდა ჩემს ტუჩებს. საჯაროდ გაილოკა სისხლივით წითელი ქვედა ბაგე.

"აჰ, როგორ მინდა მისი კბენა..."

ალბათ ცინიკური, თვალებში მალულად შეპარული ღიმილი რომ არა ვერ გავაცნობიერებდი რომ ახლა სრულიად იდიოტური სახით ვიბლიტები აქეთ-იქით. ვაღიარებ, ეს კოცნა ჩემს ინტერესებში ნაკლებად შედიოდა და ალბათ არც კი მიფიქრია ასეთ რაღაცაზე. უბრალოდ მეგონა თავის თავს უკეთ გამაცნობდა ვაჟბატონი, მან კი ასე ძალიან დამაბნია თავისი ერთი საქციელითაც კი (რომელიც პირველი ჯერისთვის ძალიან სასიამოვნო და გემრიელი იყო!)

-წესით ახლა შენი მოქნეული ხელისგან ყბა უნდა მეწვოდეს_თვალებმოჭუტულმა მამაკაცმა ორიოდე ნაბიჯი გადადგა უკან და ამჯერად თავიდან ბოლომდე გამომწვევად ამათვალიერა.

"ჰაჰ, უტაქტო.. ძალიან სექსუალური უტაქტო! "

-არ ხარ ღირსი!_აბუზული ცხვირით ვეუბნები და ტუჩების ლოკვით დავყურებ სამზარეულოს კარადებში მოქექიალე დემეტრეს.

-ვისაუზმოთ..._უემოციო ტონით გამომძახა.

რამდენიმე წუთში უკვე მაგიდასთან გამძღარი ვზივარ და თეფშზე დატოვებული საჭმლის გახსენებაც ცუდათ მხდის. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ხმა არც ერთს არ ამოგვიღია. ჩემი სიჩუმის მიზეზი მომხდარის გადახარშვა და აწონ-დაწონვაა. ნეტავ გამაგებინა ის რაზე ფიქრობს ახლა...

-ხვალ ექვს საათზე მზად იყავი.

"ჰა?"_გულში ვუსვამ კითხვას ჩემს წინ მჯრად მამაკაცს, რეალობაში კი მხოლოდ დაბნეული სახით გავყურებ.

-მოიცა, შენ კორპორატივზე არ მოდიხარ?!_მოჭუთული თვალებით მიყურებს და პასუხის მოლოდინში სიჩუმეში ისუსება.

"ჯანდაბააააააა!"

-ღმერთო ჩემო! დღეს უნდა მივსულიყავი ოფისში!_ფეხზე დაფეთებული ვხტები და დაღიმებულ დემეტრეს გაკვირვებულად გავყურებ. მოხლოდ ახლა მახსენდება ლალის სიტყვები...

<<პარასკევს კორპორატივი გვაქვს წარმატებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ამიტომ ხუთშაბათს ზედმეტი საქმის მოსაწესრიგებლად გამოვალთ...>>_ლალის ნათქვამი, ერთი და იგივე წინადადებები თავში უაზროდ მიტრიალებენ.

-დარწმუნებული ვარ გუშინდელი შენი კონცერტის შემდეგ კლუბში, მაინც ვერაფერს ვერ გააკეთებდი.._ისევ ეს ცინიკური ტონი!

"ერთხელაც იქნება და რამეს ვესვრი ამ კაცს!"

-დარწმუნებული ვარ, გუშინდელი ჩემი "კონცერტების" შემდეგ, დღეს შენთან კიარა ნიკას სახლში გავიღვიძებდი! თანაც ძალიან სასიამოვნო ღამის შემდეგ!_მისივე წინადადება ჩემს სასარგებლოდ შემოვატრიალე.

"აი ესე გინდათ თქვენ ბატონო ავალიანო! ვინმემ უნდა დაგსვათ ადგილზე!"_დაბღვერილი სახით ვუყურებ თვალებში. ვნახოთ პირველი ვინ დანებდება!

მისმა ფეხზე წამოდგომამ რატომღაც ზედმეტად შემაკრთო და კედელთან ავიტუზე. დასჯილი ბავშვივით გავხედე ჩემს წინ მდგარ ორმეტრიან მამაკაცს რომელსაც მძვინვარე მზერა დათამშებს სახეზე.

"როგრც ჩანს ძალიან შორს შეტოპე ანანო!"

-გეშინია არა?_ ცბიერი ღიმილით გამომხედა და ნაცრისფერი თვალები ცელქად აათამაშა. უარის ნიშნად თავი კი დავუქნიე მაგრამ ბავშვობიდანვე მაფრთხილებდა დედაჩემი, ტყუილების სფეროში შენი ადგილი არ არისო.
-არ მეშინია! უბრალოდ მიჭირს ასე ადვილად ყველაფრის გადახარშვა. არ მინდოდა შენთვის ზედმეტი ტვირთი ვყოფილიყავი არც ახლა და არც მაშინ.. ვერ ვიგებ რას მთხოვ ან რას ელი ჩემგან დემეტრე._აწყლიანებული თვალების დამალვა ჩამოშლილი თმებქვეშ ვცადე.

"არა, ჩემგან არც მატყუარა და არც მსახიობი არ გამოვა..."


-გინდათ გამიცნოთ, ქალბატონო ანა?_თამაშით შემაპარა კითხვა.
-დიახ ბატონო ჩემო მინდა გავიგო რამდენად საშიშ ადამიანთან მაქვს საქმე!_მეც მაშინვე გავმხიარულდი. დაბნეულობაც თითქოს დადღაც გაქრა.
-იყოს თქვენებურად ჩემო ქალბატონო. ორშაბათს გაიგებთ ვინ ვარ და რას წარმოვადგენ სინამდვილეში_თვალებდახუჭულს როგოც ჩანს საკმაოდ უჭირს ამაზე ლაპარაკი. მაგრამ როგორც კი ახელს ამ თვალებს მაშინვე აზარტისგან გაშავებული მზერა მერეკლება სახეზე. გაკვირვებული სახით ვუყურებ და ვხვდები რომ უფრო და უფრო მიზიდავს ამ მამაკაცის ბნელი მხარე, რომელიც დარწმუნებული ვარ არც ისე სასიამოვნო ან მისაღებია, არამცთუ აკრძალული...
-შაბათს?_სულ რამდენიმე წამის წინ ნათქვამი მხოლოდ ახლა გავიაზრე. ესეიგი შეხვედრაზე მიმანიშნებს?
-დიახ ქალბატონო, შაბათს._გამჭოლი მზერა სტყორცნა ჩემს გაკვირვებაში ჩამალულ თვალებს.თავდახრილმა კიდევ ერთი ვნებიანი ღიმილი მტყორცნა. რამდენიმე ნაბიჯი გადადგა უკან და როგორც იქნა მეც მომეცა ამოსუნთქვის საშუალება, ჟანგბადის უზარმაზარი დოზა გულ-მკერდში უხვად შევუშვი.
-აბაზანაში შევდივარ. შემომიერთდები?

"დიდი სიამოვნებით!"_ ქვეცნობიერი ანა კი თანახმაა, მაგრამ აი მე ვგრძობ როგორ მივლის სახეზე გაყინული ტალღა და მიტკლისფერი მედება კანზე. დემეტრე? დემეტრე აპოლონის ღიმილით შემომცქერის და ვხვდები როგორ იღვიძებს მასში თამაშის სურვილი. დაუშვებელია! რა გონია მხოლოდ ერთი სექსუალური ჩაცინება და მისი ვარ??? არა, მხოლოდ ერთი გაღიმებით ვერ ჩამიგორებს ლოგინში!

“როგორც ჩანს მეტად მოუწევს გარჯა…”_ ქვეცნობიერი ანა ბოროტულად იცინის და სუბნელეში უჩინარდება…

-ესეიგი, მარტო მომიწევს შესვლა._ვითომდა მოწყენილი სახე შემომანათა ჩვენმა აპოლონმა, ჰაჰ, არადა თვალებში ჭინკები სასაცილოდ დაუხტიან. -ყველაფერი შენს განკარგულებაშია. ტელეფონი მაგიდაზე დევს._მითხრა სააბაზანოსკენ მიმავალმა დემეტრემ და მალევე კარების უკან გაუჩინარდა.

"კატო! ვაიმე, სულ დამავიწყდა! როგორ შეიძლება ასეთი დებილი ვიყო! არც თაკოსთვის და ქეთევანისთვის არ მითქვამს არაფერი... სულელი ქალი ვარ!"

-და კიდევ ერთი რამ._კარებიდან თავგამოყოფლმა დემეტრემ ახალგახსენებული ხმით გამომძახა დათავზე საყვარლად გადაისვა ხელი. -კატო ანასტასიასთან ერთადაა. დილით დავურეკე და ყველაფერი კარგად აქვთ. საღამოსკენ ლევანი გამოიყვანს...

***

ტელეფონი მართლაც მაგიდაზე დამხვდა. ველურივით მივვარდი და ჭირვეული მახსოვრობით, ძლივს ძლივობით ავკრიფე ნაცნობი ნომერი. კატოს ხალისიანმა შემოგებებამ მეც შემომმატა სიხარულის გრძნობა.

-ხო კარგად ხარ ნანანო?_მზრუნველი ხმით მითხრა დაიკომ.
-კი ჩემო ლამაზო, კარგად ვარ. კატ ბოდიში რა, სულ დამავიწყდა დარეკვა.
-არაუშავს გოგო. ტასოს სახლში ვართ. ის ვაჟბატონი არაა აქ ამიტომ რა გვიჭირს._ ამაყად ჩაილაპარაკა ეკატერინემ. როგორც მივხვდი "იმ ვაჟბატონში" ლევანს გულისხმობს.
-კატ გამაგებინე ლევანთან რა პრეტენზიები გაქ?_სიცილით გავძახე ყურმილში, თვითონ კი პასუხი მოლოდინში გაკრეჭილი სახით გავისუსე.
-ლევანთან არანაირი, უბრალოდ მისი სწერვა ძმაკაცი მიშლის ნერვებს.

"რაო? დემეტრეზე ამბობს?!"_სიცილისგან რამისაა გავსკდე! ერთი გემრიელად გადავიხარხარე და ისევ კატოს მივუბრუნდი
"სწერვა დემეტრეო!"

-სწერვა და დიქტატორი!_გავიგე როგორ გამოსძახა ტასომ ყურმილში ისეთივე უკმაყოფილო ხმით, მეორე წამს კი ყურმილი დაიტაცა -არა დემეტრეს კიდე, ჰა, რამენაირად აიტან მაგრამ ეს დებილი თამთა ნერვებს მიშლის! ნეტავ განახა რამხელა რაღაც გონია თავისი თავი! ფუ, როგორ არ მიყვარს ასეთი ქალები!

"ვინ თამთა?! ეს ვინღაა?"

-როგორც ჩანს ყველა მამაკაცს ტვინი თავში კიარა შარვალში აქვს როგორ შეიძლება თამთას ნაირ ქალთან დაამყარო რაიმე ურთიერთობა?!_ ტასოს გაღიზიანებული ტონი კიდე ერთხელ მომხვდა ყურებში. ვაცნობიერებ როგორ მეყინება კანი, ერთდროს, გაღიმებული სახე კი ნელ ნელა სევდით იფარება. ესეიგი ყოლია ვიღაც დემეტრეს. რათქმაუნდა, მისნაირ ულამაზეს კაცს რომელი ქალი დატოვებდა მარტოდ?
-მაგრამ რა მიკვირს იცი ანა? ჩვენგან რა უნდა? ახლაც აქ გდია. დემეტრე მომენატრა, ვურეკავ და არ იღებსო. ხოდა ლევანს მოაკითხა , შენთან ხო არააო. სისულელე არაა ახლა?! თუ არ იღებს ამ ჯანდაბა ტელეფინს ესეიგი შენგან დასვენება უნდა რით ვეღარ მიხვდი! ჰო, სხვათაშორის, გამარჯობა ანა..._ტასოს სასაცილოდ გაბრაზებულმა ხმამ და ემოციურმა ტონმა ღიმილი მომანიჭა. მაგრამ რა მაცინებს ნეტა?
-გაგიმარჯოს ტასო._ვეცადე ცემი თავი ხელში ამეყვანა ამიტომ უხასიათობაც ზურგსუკან მოვისროლე. -ტას თუ ერთმანეთის მიმართ რაიმე გრძნობები აქვთ უნდა მოითმინო. იქნებ სულაც არაა ისეთი როგორიც შენ გგონია?
-კარგი რა ანა. შენი და მართალი ყოფილა, ხალხში მხოლოდ კარგი მხარეების დანახვა შეგიძლია. როგორ ხარ ასეთი, ადამიანო?_ოდნავი შეკივლებით გამომძახა ტასომ და მალევე ეკატერინეს გადააწოდა ყურმილი.
-ნანანო წავედით ეხლა ჩვენ თორე ის სწერვა მოყავს ლევანს. საღამომდე დაო._საჩქაროდ დამემშვიდობა კატო და მალევე ყრმილში მხოლოდ გამაღიზიანებელი ზუმერის ხმა ჩამესმა. ესეიგი ახლაც დემეტრეს ეძებდა ის ქალი. თამთა...წარმოვიდგენ როგორ კოცნის დემეტრეს გავარვარებულ ხორცს. წარმოვიდგენ როგორ ეხება მის ვნებამორეულ სხეულს და მალე მათ ჩაბნელებულ ოთახსაც მხოლოდ ორი ადამიანის გმინვა იპყრობს.

"ბრრრ! შეწყვიტე ასეთ.. ასეთ იდიოტურ რაღაცეებზე ფიქრი ერისთავო!"_ყვირილით მეუბნება ქვეცნობიერი ანა და სახე აჭრილი მზერით აფრქვევს ცეცხლს.

როგორ მინდა მეც შევიგრძნო მისი სხეული და მისი სიამოვნების მიზეზი ზუსტად მე ვიყო. სულ ერთხელ მაინც... ფიქრებში ჩაფლულს, აბაზანიდან ახალგამოსული, ჯერ კიდევ წყლის წვეტებით დაფარული დემეტრე ნელი ნაბიჯებით მიახლოვდება. მისი მოშიშვლებული, განიერი გულ-მკერდის დანახვისას სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა მთელს სხეულზე. ამჯერად აწითლებული სახის დამალვა არც კი მიცდია, პირიქით, ამაყად გავუსწორე თვალები მზერა-გაშავებული მამაკაცის სახეს.
დაბღვერილი სახით, გვერდი ცხვირაბზეკით ჩავუარე გაკვირვებულ ავალიანს, თუმცა მისმა ძლიერმა ხელებმა წელზე კიდევ ერთხელ მომანიჭეს სასიამოვნო ჟრუანტელი.

-რა მოხდა?_საეჭვო გამომეტყველება მიიღო და სველ მკერდზე მიმიკრა.
-არაფერი. სახლში მინდა_ცხვირაბუზულმა ვუთხარი და თვალები ავარიდე. მეთვითონაც ვერ გამიგია რა მინდა. დემეტრე ხომ ჩემთვის სულ არავინაა. არც მეგობარი, არც შეყვარებული, არც ქმარი...
-არა.
-როგორ თუ არა?_გაკვირვება ვერ დავფარე როდესაც მისი მორიგი უცნაური პასუხი მივიღე. გადაირია ეს კაცი!
-დღეს აქ ვრჩებით._თვენმა მზემ! ვნახოთ ვინ სად დარჩება.
-არა._ამჯერად მე არ მოვიკელი სიმკაცრე. ვნახოთ ვინ მოიტეხავს პირველად რქებს ამ ჯიკაობაში!
-ანა!_ვაღიარებ, მისმა ზედმეტად მკაცრმა ხმამ ცოტა არ იყოს შემაშინა მაგრამ მე რა ანა ერისთავი ვიქნები თუ ჩემი სიტყვა არ გავიტანე!
-გისმენ დემეტრე? რამე არ მოგწონს?_უცოდველი შველის ხმა ამომვარდა ყელიდან, ვითომც არაფერი.
-პირიქით. ძალიან მომწონს როდესაც ჩემთან ხარ. ამიტომ დღევანდელ დღეს აქ გავატარებთ._როგორც ჩანს ჩვენს ავალიანს მანიპულურების მეთოდები ჩემზე არანაკლებად სცოდნია. მკაცრი ხმიდან მალევე გადაერთო ტკბილ ტონზე და კიდევ ერთხელ დამაჯილდოვა აპოლონის ღიმილით.
-ვნახავთ!

"როგორ ვერ ვიტან როდესაც ჩემს გაკონტროლებას ცდილობენ! და დემეტრე ავალიანს გონია რომ ამის უფლებას მივცემ?! ჰაჰ, თუ ასე ფიქრობს მაშინ თავის ცხოვრებაში ყველაზე დიდ შეცდომას უშვებს!"

იმ ოთახისკენ დავიძარი სადაც რამდენიმე საათის წინ პირველად გავახილე თვალები გუშინდელი "მთვრალი ღამის" შემდეგ. გაბრაზებულად მივხურე კარები და გაბუტული ბავშვივით, ხელებგადაჯვარედინებული დავეხეთქე ლოგინზე. არა ავალიანო! ასე ადვილად არ ვაპირებ დანებებას! ადამიანი, რომელსაც თურმე უკვე ყოლია სათამაშო ჩემს ლოგინში ჩათრევას ცდილობს, მასთან მიბრძანებს დღის გატარებას და კიდევ მას აქვს პრეტენზიები?!

"მაგრამ აღიარე რომ ზუსტად ეს ადამიანი შენზე ყველაზე ძლიერი ნარკოტიკივით ან აფროდიზიაკივით მოქმედებს..."_ქვეცნობიერმა ანამ მორიგი ბრძნული, და სვათაშორის ძალიან მართალი წინადადება შემოაგდო ფიქრებში, თვითონ კი ისევ და ისევ გაქრა და ამჯერადაც მარტო დამტოვა.

არა, მაინც არ მესმის რა მემართება როდესაც დემეტრეს მზერა მეჩეხება სახეში. თითქოს ადუღებული სისხლი წამში იყინება.წლების განმავლობაში გათოშილი გული ცეცხლით ივსება, საბოლოოდ კი ისევ მე ვიწვები. როგრც ვხვდები "ცეცხლი" ის დაუკობელი ვნებაა რომელიც დემეტრეს ჩემნაირად აიძულებს ასეთი გაუაზრებელი ქმედებების ჩადენას. აბა რომელი ნორმალური ადამიანი დარჩებდა თითქმის უცნობ მამაკაცთან და რომელი ნორმალური მამაკაცი ეცდებოდა ჩემნაირ ქალთან ურთიერთობის დამყარებას? ბავშვობიდანვე ყინულის დედოფალს უფრო ვგავდი ვიდრე ჩვეულებრივ გოგონას. ჩემს ასაკში ყველა თოჯინებით თამაშოდა მე კი სახლს ვალაგებდი და სამუშაოდან მოსულ მარტოხელა მამას სადილს ვახვედრებდი. ალბათ დედა ცოცხალი რომ ყოფილიყო ყველაფერი უფრო ნათელი იქნებოდა ჩემთვის. ნინას გამოცენამ კი შეცვალა ჩემი მდგომარეობა მაგრამ ტკივილისგან ნატანჯ სულს არამგონია რამე მოუხერხდეს. მითუმეტეს იმის მერე რაც იმ დღეს მოხდა, იმ ბნელ ჩიხში. თუმცა ალბათ ყველაფერს აქვს თავისი ახსნა. ის დღე და ის საზიზღარი მამაკაცი რომ არა დემეტრესაც ვერასდროს ვერ შევხვდებოდი. ვერ დავინახავდი როგორი გამაგიჟებელია და ვერ მივხვდებოდი როგორ ძალიან მინდა მისი სითბოს შეგრძნება.

"მართალია! ძალიან, ძალიან მინდა!"

საბედნიეროდ ჩემი "მინდა" ყოველთვის კანონი იყო რომელსაც ყოველთვის ქონდა სასიამოვნო შედეგები! იმედია ამჯერად ფიზიკურ სიამოვნებაზე უფრო იქნება გამახვილებული ყურადღება.. არა, არა, აღიარეთ რომ ჩემს ქალურ ცბიერებას არ აქცს საზღვარი! ახლა კი დროა ჩემი "მინდასკენ" პირველი ნაბიჯი გადავდგა...
***

რამედიმე წუთიან უაზრო გაბუტვას, უსაქმურობისგან მობეზრებულმა მალევე დავანებე თავი და ჩემი საკუთარი იდეით დაკმაყოფილებული, უზარმაზარი ჰოლისკენ გავემართე.
უცნაურია.. სად გაქრა ეს კაცი! ბოლოსდაბოლოს მისი შემოთავაზების საპასუხოდ მოვედი....

"არა, არც სამზარეულშია. არც ჰოლში. მმმ, აქ ხომ არაა? და-დაამ! ნწუ, არც აქ არ ყოფილა... "

-მორჩა დავიღალე მისი ძებნით! მოუნდება და თვითონ მომძებნის!_გაბრაზებულად ჩავილაპარაკე თუარა ჩქარი ნაბიჯებით გავემართე ნაცნობი ოთახისკენ. ავალიანის მოცემულ ჩანთაში კიდევ ერთხელ ჩავძვერი და სასურველ ტანსაცმელს დავუწყე ძებნა...


*თავი 7*

"მმმ, რა კარგი ყოფილა ცხელი წყალი!"

უზარმაზარ აბაზანაში ვნებივრობ. თანაც როგორ ვნებივრობ! აი მხოლოდ ერთი რაღაც მაკლია. მუსიკას ვერ ვუსმენ.

"ჰმმ, იქნებ აქ სადმე ვიპოვო აიპადი ან თუნდაც რაიმე ფლეიერი?"

სავსე აბაზანიდან ზანტად წამოვწიე შიშველი ტანი და მალევე გავეხვიე პირსახოცშო რომელიც ძლივს ძლივობით მფარავს. კიდევ კარგი ის ვაჟბატონი არაა აქ.

"ან იქნებ აქაა? იქნებ სადმე იყო წასული და ახლა მოვიდა?"

შეშინებულმა გავყავი კარებში თავი. დამზვერავი პროცედურების შემდეგ ამაყად გავდგი უზარმაზარ ოთახში ფეხი. არა არ ყფილა აქ, მართლაც, წასულია ალბათ სადღაც. უსინდისო, მარტო დამტოვა, არადა კი ამბობდა ამ დღეს შენთან გავატარებო!
ოთახში ვდგავარ და თვალებს აქეთ-იქით ვაცეცებ აიპოდის ძებნაში.

"დავიჯერი ამხელა შენობაში ვერაფერს ვერ მივაგნებ?!.... აჰააა, ჯეკ პოტი!"

ამაყი სახით გავემართე იქვე უზარმაზრი თაროსკენ, აიპოდს ხელი ასევე ამაყად დავტაცე და რაიმე განსაკუთრებული სიმღერის ძებნას შევუდექი. ოგოო! ჯეიმს ბრაუნი, It’s a man’s man’s man’s world!

"მომწონს!"

მწვანე ღილაკს დავაჭირე თუარა თითი ოთახიც მალევე ვნებიანმა ჰანგებმა გაავსო. ხმა ბოლომდე ავუწიე და ჩემს უტვინო ჭკუაში მეც ავაყოლე სხეული ჰანგებს. ხომ გინახავთ, ადამიანი ყველგან შარს რომ იკიდებდეს? ჰოდა გამიცანით მეც, ანა ერისთავი, ქალი რომელსაც ხიფათის გარეშე ცხოვრება არ გამოსდის!
რწყილი ახტა დახტაო და მეორე ნაპირზე გადახტაო. ჰოდა აი ჩემი ისედაც მოკლე პირსახოციც აფრიალდა, აფრიალდა და იატაკზე დაფრიალდა, ისე რომ მეც ახალდაბადებული ბავშვივით, შიშველი დავრჩი. მატერიის ასაღებად კი ვიკუზები მაგრამ ეს უგრძელესი თმები სახეში მეჩეხებიან. როგორც იქნა შავ თმასაც მოვუხერხე რაღაც და ზურგსუკან ოსტატურად გადავფინე. ჯერ კიდევ სველი სხეულზე არასასიამოვნოდ მივლის სიცივე. პირსახოცისკენ ხელს ვიშვერ როდესაც ჩემს თვალთახედვაში კიდევ ერთი, დაძარღვული ხელი ჩნდება. შიშით სავსე თვალებს ნელ ნელა მაღლა ვაპარებ და გამოიცანით ვის მზერას ვაწყდები? დიახ დიახ, სწორი ბრძანდებით.
დემეტრე ზემოდან ქვემოთ დამყურებს. ვაცნიბიერებ როგორ მფუფქავენ მისი ცეცხლოვანი თვალები, რომლებსაც ერთ დროს ნაცრისფერი ელფერი დაკრავდათ ახლა კი ვნებისგან გაწითლებულან. სირცხვილისგან სად წავიდე აღარ ვიცი. ჩამუხლული, ავტომატურად ვსწორდები წელში და ზანტი მოძრაობით ვდგები მამაკაცის წინ რომელსაც ჩემი პირსახოცი ჩაუბღაუჭებია ხელში. დაბნეულობის ვერაფერს ვერ შეატყობთ. პირიქით, როგორც ჩანს ძალიან აკმაყოფილებს ჩემი ასეთის ყურება.

-როგორც ჩანს დროს უაზროდ არ კარგავდი_როგორ მაგიჟებს ეს ხავერდოვანი ხმა! ვხვდები როგორ მივლის სხეულზე სიცხე გული გაგიჟებით იწყებს ცემას... -რას აკეთებ?_თვალგაშტერებულმა საკმაოდ უაზრო კითხვას მისვამს. როგორც ჩანს ჩემს სახეზეა კონცენტრირებული და დიდი ნებისყოფით ცდილობს არ ამათვარიელოს თავიდან შიშველ ფეხებამდე.
-ვბანაობ..._მეც ისეთივე გაქვავული ხმით ვპასუხობ. არც ერთი არ ვახამხამებთ და ვდრძნობ როგორ იძაბება ყველაფერი ჩვენს შორის. გრავიტაცია იზრდება და თითქოს ჩვენც გაუაზრებლად ვიზიდავთ ერთმანეთს როგორც მთვარე და დედამიწა. დღე და ღამე. ცა და მიწა.
მისეული, მონადირე ვეფხვის გრაციოზული ნაბიჯებით წამოვიდა. ვუყურებ როგორ მიახლოვდება და გული ნელ-ნელა მკერდიდანაც მივარდება. ერთ დორს იატაკზე მიფენილი პირსახოცი, ახლა ხელში აქვს ჩაბღაუჭებული. ვერ ვხვდები როგორ მოვიქცე, ასე გაქვავებულად განვაგრძო მის წინ დგომა თუ ბლოსდაბოლოს გავინძრე და სიშიშვლე დავფარო რამენირად მაინც. მისი გაშავებული თვალების ყურება კიდევ უფრო მაბნევს და მეც ვნებდები ბედს...

"რაც იქნება, ის იქნება..."

დაძარღვული, გაყინული ხელების სიცივე სასიამოვნოდ მივლის ხერხემალზე. თითების კვალი ქვემოთ მისრიალებს და გავარვარეულ ანაბეჭდებს მიტოვებს სხეულზე.ზურგზე დაყრილ, სველ თმას გვერძე მიწევენ ოსტატური ხელები. კისერზე ჯერ შეუგრძნებლად მეხება მისი ტუჩები შემდეგ კი მზესავით მწველი შეხება სასიამოვნოდ იპარება კანში. თვალებს უკან ვაპარებ და ვგრძნობ რომ სისხლივით წითელი ბაგეები ჩემს კანს სასიამოვნოდ ზვერავენ. ცხელი შეგრძნება ისევ და ისევ ხერხემლისკენ მიიწევს, მაგრამ მალე ტუჩები მშორდებიან და ახლა მუცელზე დაცოცავენ გათოშილი ჭიანჭველები.
ჯერ კიდევ სველი ზურგთ ვეკრობი მკერდზე. მუცელზე მორბენალი ხელების გაჩერებას არც კი ფიქრობს. გავგიჟდები ახლა...მწვავე კოცნა ამჯერად ყელისკენ ინაცვლებს.

"ნუთუ მზად ვარ ამისთვის?"
"რისთვის?"_გამომცდელ კითხვას მისვავს ქვეცნობიერი ანა. ვითომ არ იცის რაზე ვამბობ. ლოყებ აწითლებული ვუმკლავდები ავალიანის ტუჩების შემოტევას. არა მართლა, ასეთი ტემპით თუ გააგრძელა დემეტრემ მალე ლოგინამდეც მივალთ.

კოცნა, ლოგინი, სექსი, ფეხმძიმობა, ბავშვი, "ნახვამდის თავისუფალო ცხოვრებავ", რუტინა... ბრრრ! საშინელება!

იდიოტი ვარ. ვნებიანი დემეტრე ჩემს შიშველ სხეულს რამისაა ყოველი წერტილის უკოცნის მე კი ასეთ რაღაცეებზე მეფიქრება. არადა როგორ მინდა ახლა მისი ტუჩების გემოს კიდევ ერთხელ გასინჯვა....
“закон подласти“ – იტყვიან ხომე უკრაინაში, რაიმე კარგის გაპიქრება და ცუდის მოხდომა ერთია. ჰოდა ზუსტად ასე ვარ მეც. თვალის ერთ დახამხამბაში კანზე არც ხელების და არც ტუჩების კვალი აღარ იგრძნობა. ნეტარებაში მინაბულ თვალებს დაღლილად ვახელ და მაშინვე ავალიანის არეულ სახეს ვაწყდები. მკლავებში ჩაკუჭულ მოკლე პირსახოცს სასწრაფოდ მაფენს მკერდზე, და როგორც ჩანს ვნების დაოკებას ცდილობს. მეც ნერვიულად ვიხვევ პირსახოცს წელზე და მხოლოდ ახლა ვაცნობიერებ რა მოხდა სინამდვილეში. ღმერთო ჩემო! ლოყები მწიფე ვაშლებივით მიწითლდება, ჰაერი თითქოს ამოეტუმბათ ოთახიდან, ვეღარ ვსუნთქავ. დაბნეულად ვაცეცებ თვალებს აქეთ იქით, ოღონდ მას არ შევხედო.

-ჩაიცვი._დომინანტი ადამიანის ხმა ვარდება ყელიდან. მტკიცე ბრძანებაზე არანაირი რეაგირება არ მაქვს. -ანა. წადი. ჩაიცვი._ისევ იმეორებს, როგორც ჩანს თავს ძლივს ძლივობით აკონტროლებს.
-არ მინდა..._გაშტერებული აწითლებული ლოყებით ვპასუხობ და იმწამსვე ვნანობ. თუმცა არა, გატყუებთ. შინაგანი ანა ორმაგ სალტოს აკეთებს და ბედს საბოლოოდ ნებდება.

ველურივით მოვარდნილ დემეტრეს შეხებებს რიტმულად ვაყოლებ ხელებს. კედელზე უხეშად მიჯახებული, სასიამოვნო ტკივილისგან გამოწვეულ გრძნობებს გასაქანს ვაძლევ და ყელიდან იმწამსვე კვესა მვარდება. მწველი ტუჩების შეხება სასიამოვნოდ მივლის კანზე. ხელები მომთხოვნად, მოუთმენლად ჩააცურა წელისკენ, შემდეგ კი ბარძაყებისკენ. მუხლები თეძოებზე შემომაწყობინა თვითონ კი ჩემი სხეულის დაზვერვა განაგრძო. ამჯერად პირსახოცით დაფარული მკერდი თვითონ მოაშიშვლა და გაყინული ტუჩებით დამიწვა ჯრუანტელ დაყრილი კანი. ოთახს ისევ კვნესა აყრუებს. როოგრც ჩანს დემეტრეს ჰორმონებზე ეს მეტად მოქმედებს. კიდევ ერთხელ მაჯახებს ცივ კედელს. ისევ კვნესა. რატომ მოწონს ასე ძალიან?!

-ანა...მ..მაგიჟებ...

"მეც მაგიჟებ დემეტრე ავალიანო!"_გულში ვპასუხობ, რადგან სიტყვიერად წარმოთქმის თავი არ მაქვს სიამოვნებაში მინაბულს. მკერდზე მაგრად მიკრობს და კოცნით მიფარავს გულს. შუალედებში, კბილების შეხებას ვგრძნობ ყელზე, მკერდზე. სასიამოვნო ტკივილი ისევ და ისევ ძვლებამდე ატანს, მაგრამ ტკივილის ყოველი ახალი იმპულსი კოცნებით იფარება.

-ეს გინდოდა არა?_ღრენით ამოთქვა დაქანცულმა დემეტრემ. -გინდოდა გაგეგიჟებინე არა? მაგიჟებ ანა!_მისმა სიტყვებმა კიდევ უფრო გამთიშეს. უხეშად ამიტაცა ჰაერში და წელზე ფეხებშომეხვეული წამიყვანა უცნობი ოთახისკენ. შიშველი მე და ჩაცმული დემეტრე, უცნაურობაა არა?

მალევე ოთახის კარები ზურგით შეაღო ისე რომ ჩემი მკერდისთვის ტუჩები არ მოუშორებია. ლოგინზე გადამაწვინა და თვითონაც გადმომყვა. გავარვარებული ტუჩებიც და სხეულიც ერთდროულად მომაცილა. ლოგინის პირას დადგა, ისე რომ რამდენიმე წამით მზერა არ აუცილებია ჩემთვის. თვალის დახამხამებაში მაისური ხელის ერთი მოძრაობით გაიძრო და ქაოსურად მიაგდო იატაკზე.
ჩემს ზემოდან მოქცეული ამჯერად შარვლის ელვას წამის მეასედში იხსნის და მალევე მხოლოდ ქვედა საცვალში რჩება. დაკუნთული თეძოებისკენ ვაპარებ თითებს...

ქვეცნობიერი ანა მიყუჟული იყურება აქეთ იქით. დემეტრე ავალიანი, თვით აპოლონი, ამჯერად სრულიად შიშველი დგას ჩემს წინაშე. ჩემი ლოყები ისევ წითელ ვაშლებს ემსგავსება.

ჰო სხვათაშორის, ოთახში ნამდვილად დაცხა თუ მარტო მე მხცელა? ჰაერი! ჰაერი მჭირდება!

-ანა...რას მიკეთებ ანა..._დახშული ხმა ზერელედ ჩამესმა ყურებში.
მუხლებზე შეხება ვიგრძენი თუარა გულმა "სოს" სიგნალების გაშვება დაიწყო მთელს სხეულში. ნაზი მოძრაობით გამაშლევინა მუხლები და რატომღაც გამომცდელი მზერით დამაკვირდა სახეზე. მის თვალებში ერთდროულად ვნების, სიამოვნების და სინანულის დანახვაც კი შემიძლია.

ნუთუ მზად ვარ ამისთვის? სექსისთვის ალბათ მზად ვარ, მაგრამ ასეთი ურთიერთობისთვის? ჩემი უფროსია ბოლოსდაბოლოს. არ მინდა ეგონოს რომ მისი ეკონომიური მხარე მიზიდავს. ეს ხომ სულაც არაა ასე?! მთრგუნავს ეს ყველაფერი. ასე რომ...

"არა! არ ვარ მზად!"

-არ ხარ მზად ამისთვის არა? ჯერ ადრეა.. _ ჩემს აზრებს კითხულობს თუ რა ხდება? ყურზე ნაზად მომადო მადისაღმძვრელი ტუჩები და დახშული ხმით ჩაილაპარაკა. -ჩემო ანა..._მივხვდი როგორ ჩაიღიმა პატარა ღიმილით. მეც მაშინვე დავდნი ადგილზე. დადნობაღა მაკლდა, გადამრია ქალი სულ! საბოლოოდ მაკოცა მკერდზე, შემდეგ კი ნელი მოძრაობით გადაწვა გვერდით.
-დემეტრე...
-არა, ანა. არ გინდა არაფრის თქმა. ყველაფერს აქვს თავისი დრო._თბილი ღიმილით მომეალერსა სახეზე და კიდევ ერთხელ გამისინჯა ტუჩების გემო. -მაგრამ რატომღაც მგონია რომ ეს "საჭირო დრო" ორშაშაბათს მოვა_ცბიერად ჩამიკრა თვალი ჩემს გრევდით იდაყვზე დაყრდნობილმა ავალიანმა.
ნუ რათქმაუნდა, ორშაბათს ჩვენ ხომ შეხვედრა გვაქვს! ნუთუ შაბათს ვიქნები ამისთვის მზად? ამ მამაკაცთან სექსზე ახლაც არ ვიტყვოდი უარს უბრალოდ მის შემდეგ მოყოლილი პასუხისმგებლობა მაშინებს. პასუხისმგებლობა და გაუგებრობაც...

უეცრად ფეხზე წამომდგარი დემეტრეს სრული სიშიშვლის დანახვამ კიდევ უფრო დამაბნია. მაგრამ აი ქვეცნობიერი ანა შედარებით "ჯანმრთელად" ეკიდება ამ საკითხს და ტუჩებსაც გემრიელად ილოკავს. თხელი გადასაფარებელი ერთიანად გადააფრიალა და ენერგიული მოძრაობთ გაემართა კარებისკენ. ოთახიდან ისე გაუჩინარდა რომ ერთი სიტყვაც არ უთქვამს. რატომღაც გული საცოდავათ შეიკუმშა. დამტოვა. ჰაჰ, აბა რა მეგონა, მხოლოდ ჩემი ლოგინში ჩაგორება უნდოდა აქამდეც. როგორც ჩანს დღეს არ გამოუვიდა, ახლა ალბათ სულ დაივიწყებს ჩემს არსებობას.
მწყინს? არა, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს არ მწყინს, ზედმეტად მივეჩვიე მარტოობას და ალბათ ამიტომაც მაშინებს ყველანაირი სახის ურთიერთობაც. თუმცა, ვინ იცის ალბათ ასე უკეთესიცაა...

***

-იცი, მომშივდა რატომღაც_საყვარელი ხმით შემომეგება ოთახში ახლად შემოსული დემეტრე.

"ოჰო, დაბრუნდა!"
"რათქმაუნდა დაბუნდა იდიოტკავ, შიშველი სად წავიდოდა?! ამ გოგოს სიდებილე გადამრევს მალე!"_მობეზრებული ხმით მეუბნება შინაგანი ანა, არადა მართალიც კია.

-სულ ცოტა ხნის წინ არ ვისაუზმეთ?!_გაორმაგებული თვალებით გავხედე. მხოლოდ ახლა ვამჩნევ რომ ხელში რაღაც დიდი ჭრელი კოლოფი უჭირავს.
-ვიცი ეხლა ნამდვილად არაა შესაფერისი მომენტი, მაგრამ რატომღაც მგონია რომ უარს არ მეტყვი…_ ჰმმ, ამჯერად რაღა მოიფიქრა? მადისაღმძვრელი თეძოების მოხვრით წამოვიდა ლოგინისკენ და, ლოგინის პირას მიმჯდარს,თვითონაც გვერდით დამიჯდა. სიშიშვლის დაფარვას არც კი ცდილობს. მიკვირს როგორ შეიძლება იყო ასეთი უკომპლექს და გახსნილი... მმმმომწონს!

ჩემს გაკვირვებას ალბათ საზღვარი არ მოეძებნა როდესაც კოლოფს ახადა თავსაფარი და მეც როგორც იქნა გავიგე რას მალავდა. სასწრაფოდ წამოვჯექი და მუხლებ მოკეცილი მოვთავსდი ლოგინზე. ცელქი გოგოსავით ავარხიე ტუჩები და გაკრეჭილი ღიმილი შევაგებე მის ცბიერ თვალებს. სიცილით აგუგუნებულ გულს ვეღარ ვაწყნარებ! როგორ შეიძლება ადამიანი ასეთი მბრძანებლური, დამთმობი, სერიოზული და ბავშვური იყოს ერთდოულად!

-რა გაცინებთ ქალბატონო ანა?!_დაბღვერილად გამომხედა და ყუთი ლოგინზე დადო.
-თქვენი საოცარი ხასიათი ბატონო ჩემო!_სიცილის საბოლოო ხმა ამომვარდა ყელიდან. თითები ცელქად გავაპარე კოლოფისკენ.
-დამჯერი გოგო თუ იქნები ცოტა შენც შეგხვდება!_თითებზე ხელი გამკრა და ეშმაკური სახით გამომხედა. მე კიდე ორი წლის ბავშვივით ავბუზე ტუჩები!

გაინტერესებთ რა არის ყუთში არა? დარწმუნებული ვარ ვერც კი გამოიცნობთ! მოემზადეთ...

-იცი, პატარა რომ ვიყავი, ისეთი რამის კეთების მერე, რაც ძალიან მომწონდა და მსიამოვნებდა, ყოველთვის შოკოლადს ვჭამდი. ჰოდა ვიფიქრე, სულ რამდენიმე წუთის წინ ზუსტად ასეთი "საქმით" ვიყავი დაკავებული თქო, ამიტომ ახლა დესერტის დროა._ჭრელი ყუთი ლოგნზე გადმოაპირქვავა.

შოკოლადი! ტკბილეული! აი რა იდო ყუთში სულ თავიდან.

"არა! აღარ შემიძლია მეტი!"_სიცილისგან აჩქარებული გულის დაწყნარებას ვცდილობ და დემეტრეს ღიმილიან სახეს თბლი მზერით გავყურებ. დიდი პატარა ბავშვები ვართ ამწუთას, რაც სხვათაშორის ორივეს ძალიან გვახალისებს.

სრულიად შიშველი, ჩემს გვერდით მოკალათდა. აწითლებული ლოყებით გავხედე და მაშინვე მოჭუტულ მზერას შევეჩეხე. როგორც ვხედავ მასაც ძალიან მოსწონს ჩემი დაბნეულობა. ცელქი გამომეტყველებით იფარებს თხელ გადასაფარებელს წელზე და შოკოლადიისკენ აპარებს ხელს.

-ფიქრობ რომ სუსულელეა არა?_ტკბილეულის ხროვისკენ მანიშნებს, თვითონ კი შოკოლადის პატარა ნატეხს იგდებს პირში. დარწმუნებული ვარ, სისულელე რომც მეგნოს ეს ყველაფერი, დემეტრე ავალიანს ეს ნაკლებად დააინტერესებდა. და ზუსტად ეს თვისება მომწონს მასში. ცხოვრობს ისე როგორც თვითონ უნდა!

-არა!_სიცილით ვეუბნები და თეთრი შოკოლადის ნატეხს გემრიელად ვაგემოვნებ. -იცი, ბავშვობაში ლეიბის ქვეშ ვმალავდი ყველანაირ სასუსნავებს. რამდენჯერმე დამავიწყდა რომ იქ იყო ყველაფერი, ხოდა მერე თურმე დედაჩემს უპოვია დამდნარი შოკოლადები ლოგინის ქვეშ._ოდნავ აწითლებული ლოყებით გავყურებ. მოგონებებში ჩაფლულს, სიცილის ხმა მაფხიზლებს. ვაკვირდები მის ნათელ სახეს, გემრიელ ტუჩებს და კანზე ჟრუანტელი მივლის.

"რა საოცარია როცა იცინის!"

-არაა სასაცილო!_ვითომ დაბღვერილი სახით ვუყურებ მის გაშავებულ თვალებს. -შენ გეცინება მაგრამ მე იმ დღეს ძალიან მწარედ მომხვდა!_ბოლოს მეც მეღარ ვიკავებ თავს და კისკისი მვარდება პირიდან.

მორიგ სასუსნავს ვიღებ როდესაც შოკოლადის პატარა ნატეხი მეცემა მკერდზე. უხერხულად ვიშმუშნები და ახლა უკვე შოკოლადის დამდნარი წვეთის მოცილებას ვცდილობ კანიდან. მხარზე თბილ შეხებას ვგრძნობ რომელიც ნელ ნელა ყელისკენ მიიწევს, შემდეგ კი ლავიწის ძვლებს უერთდება. წამის მეასედში ლოგინზე ზურგით ვწევარ, თვალებჩაშავეული დემეტრე კი ზემოდან დამყურებს. ოთახში თითქოს ისევ მატულობს დაძაბულობა. ნაზათ მაცლის თხელ გადასაფარებელს სხეულიდან. გულზე სასიამოვნო სითბო მივლის. სითბო რომელიც მისი ტუჩების შეხებამ გამოიწვია. ნელი მოძრაბით მიკოცნის შოკოლადის წვეთიან კანს და საჯაროდ ილოკავს ტუჩებს.

-ასეთი ტკბილი ქალბატონი ჯერ კიდევ არ შემხვედრია არსად!_ღიმილიანი ხმით ამბობს დემეტრე, ჰოდა მეც მაშინვე ჟრუანტელი მაყრის. -ძალიან გემრიელი ბრძანდებით ქალბატონო ანა_ ეს ვნებიანი ტონი გადამრევს!

ტუჩებს, მკერდიდან მუცლისკენ მიაცურებს, ხელებს მუხლებზე აცეცებს. ჟრუანტელი კიდევ ერთხელ მაკითხავს. კბილების შეხება კანზე კიდევ უფრო მთენთავს...
გარყვნილებაა ეს ყველაფერი! გარყვნილება, რომელიც საუბედუროდ ძალიან მომწონს!

***

რაც არ უნდა გასაკვირვი იყოს შემდეგი ერთი საათის განმავლობაში აღარ მომკარებია. "შოკოლადის" მერე აბაზანაში გავიქეცით. ცალ-ცალკე! ცალკე მე, ცალკე დემეტრე. არადა როგორ მესიამოვნებოდა მისი ხელების შეგრძნება კანზე კიდევ ერთხელ.

"ნუთუ სწორედ ვიქცევი? მზად ვარ ამ ყველაფრისთვის?"_ ჩემს თავს რიტორიკულ შეკითხვას ვუსვავ, თუმცა ქვეცნობიერი ანა მაშინვე მოქრის ცხელ-ცხელი პასუხით.
"კი, მზად ხარ!"_მეუბნება ქალბატონი. მაგრამ მან რა იცის რომ ყველაფერი ისეთი ადვილი არაა როგორც ჩანს.

მომწონს დემეტრე, მომწონს მისი "წიკები"...
ალბათ ნამდვილად ყველაფერი ეს გარყვნილებაა მაგრამ...

"დათოსთან ასე ვიყავი?"_არა, ალბათ მაშინ ყველაფერი სულ სხვანაირი იყო. მართალს ამბობდა ქეთო, ჩემი და დათოს ურთიერთობა ლოგინს არ გასცდენია. პირველი და საკმაოდ მტკივნეული "ცხელი ღამის" შემდეგ მხოლოდ კოცნით თუ ვიფარგლებოდით. ისე რა უცნაურია არა? დავწექი ისეთ მამაკაცთან ვის მიმართაც არანაირი გრძნობა არ გამაჩნდა. არადა მეგონა რომ მიყვარდა დათო.
მაგრამ ზუსტად იგივენაირად არ ვიქცევი ავალიანის შემთხვევაში? სრულიად უცნობია, იდუმალია.

მას ისეთი ქალი სჭირდება ვინც გაათბობს და საკუთარ სიცოცხლეს ჩააბარებს. ისეთი ქალი ვინც დღისით მხარში ამოუდგება, ღამით კი გააგიჟებს.

"მე ასეთი ვარ?"_ისევ რიტორიკული შეკითხვა რომელზეც, სამწუხაროდ თუ საუბედუროდ ქვეცნობიერ ანას ამჯერადაც აქვს პასუხი.
"ნწუ, არ ხარ ასეთი"
"ჰოდა საქმეც ზუსტად ამაშია"

ალბათ ყოველთვის ზედმეტად ადამიანი ვიყავი. არასდროს არ მაინტერესებდა სხვისი აზრი, და არც სხვა. ბრილიანტის გალიას ყოველთვის უაზრო თავისუფლებას ვარჩევდი. ახლაც ასე ვარ.

"ეს ცუდია? თუ კარგი?"_ამჯერად რეალურ კითხვას ვუსვავ შინაგან ანას რომელიც სამწუხაროდ გაჩუმებული სახით იცქირება ასეთ-იქით...

***

-ვიფიქრე კატო დღესაც ხომ არ დარჩენილიყო ლევანთანთქო_მისაღებში გასულს დემეტრე შემომციცინებს თვალბში თავისი ვნებიანი მზერით.
-რატომ?_გაკვირვებული სახით ვეკითხები.
-მარტო ხომ არ იქნება სახლში?
-რათქმაუნდა არა. მეც ხომ იქ ვიქნები?
-დღეს არა.
-რას ქვია დღეს არა?_თვალებგადიდებული ვუყურებ და ვცდილობ გავერკვე რას მთხოვს დემეტრე ავალიანი.
-როგორც უკვე მოგახსენეთ ჩემო ქალბატონო, დღეს მე და შენ აქ ვრჩებით._მტკიცე ხმით მპასუხობს.

"ისევ შენსას აწვები არა ავალიანო?!"

-როგორც უკვე მოგახსენეთ ბატონო დემეტრე... არა!_იხტიბარს არ ვიტეხ და დაბღვერილი თვალებით, ნაპერწკლებს ვაფრქვევ.

"გადაირია ეს ტიპი!"

-კი ბატონო. კარები მარცხნივაა. შეგიძლია წახვიდე_სხარტე მოძრაობით ეხეთქება უზარმაზარ დივანზე და თვალებ მოჭუტული მზერით მათვალიერებს. მე კი ხელებ გადაჯვარებინებული ვუდგევარ წინ, ბავშვურად დაბღვერილი სახით. -ოღონდ გაითვალისწინე რომ თბილისის ცენტრამდე ფეხით მოგიწევს სიარული, რადგან მე არ გაგიყვან._სრუალიად წყნარი ხმით მეუბნება ვაჟბატონი და საოცრად მიმზიდველი ღიმილით მაჯილდოვებს.

"როგორც ჩანს ჩვენს ბატონ ავალიანს მანიპულირების ყველა მეთოდი სცოდნია..."

***

სავარაუდოთ ღამის ორი საათია. რათქმაუნდა სახლში ვერ დავბრუნდი.

ვწევარ. წესით უნდა მეძონოს მაგრამ ახლა რა მომაკარებს ძილს? ცივ კედელს ვეკრობი და ვცდილობ რამენაირად მაინც გავგრილდე. ვინ იცის გარეთ როგორ ცივა, მე კიდე რამისაა სიცხისგაგან დავდნე. მხარს ზანტი მოძრაობით ვიცვლი და უზარმაზარ ლოგინში ვტრიალდები. გაინტერესებთ ალბათ მარტო ვარ თუ არა. რათქმაუნდა მარტო ვარ!

"იმ დიქტატორთან რა დამაწვენს! არადა როგორ მინდა..."
"ჰა ჰა ჰა ჰა ჰააააააააა!"_ბოროტული სიცილით მეგებება ქვეცნობიერი. რა უნდა ნეტა რას გადამეკიდა? თვითანოც ხომ იცის რომ საშინლად მიზიდავს ავალიანი?

ალბათ ძინავს. მმმ როგორ მინდა სულ ერთი წუთით მაინც შემოვიდეს. ერთხელ მაინც მაკოცოს.
არასწორად ვიქცევი არა? ვიცი რომ ყავს ვიღაც ქალი, არ ვიცი შეყვარებულია თუ საყვარელი. მაგრამ ვიცი რომ მაინც ყავს ვიღაც... იქნებ იმ გოგოს ძალიან უყვარს დემეტრე, მე კი ამ სიყვარულს ვართმევ?

არაა ეს სწორი...

მოწყენილი სახით გავყურებ ცაში დაკიდებულ ვერცხლისფერ მთვარეს და ნელ-ნელა მხედველობაშიც ბურუსი მიწვება... ახლა მხოლოდ ძილის დროა...

***

ვგრძნობ როგორ მეხებიან გაყინული ხელები მოშისვლებულ მხარზე. ვიღაცის თითები სახეზე ჩამოყრილ თმებს მიწევენ უკან და ყელზე კოცნის მწველი კვალი მრჩება.

-ანა..._ნაზად ვახელ თვალებს და მზის სხივებიც მაშინვე სახეზე მეფინებიან, მამაკაცის ხავერდოვანი ხმა კი ჟრუანტელს მგვრის კანზე
-დილამშვიდობისა ანა_თბილ მზერას აგებებს ჩემს დაბღვეილ სახეს. -ისევ გაბუტული ხარ არა?_ღიმილიანი სახით მაწვდის ჭიქაში ჩასხმულ ალუბლის წვენს. რატომღაც ასეტ ქმედებას მზრუნველობად ვთვლი და მეც მაშინვე მილბება გული.
-არ ვარ გაბუტული. უბრალოდ არ მომწონს როცა ცემს გაკონტროლებას ცდილობენ!_ლოგინზე წამომჯდარი გემრიელად ვსვავ წვენს. რაც არ უნდა გაბრაზებული ვიყო, მისი სახის დანახვისას მაინც ვდნები სანთელივით.
-უნდა მიეჩვიო. ამ დღიდან ძალიან ხშირად მოგიწევს კონტროლის ქვეშ ყოფნა._თავისი ვნებიანი სახით მიკრავს თვალს და უკანმოუხედავათ გადის ოთახიდან.

"დიქტატორი..ტირანი!"

-და კიდევ ერთი რამ… ჩაიცვი. თბილისში ვბრუნდებით._ოთახში ნახევრად შემოსული ავალიანი, ორიოდე სიტყვას მაყრის და ისევ კარების უკან უჩინარდება...

*თავი 8*


დაახლოებით ნახევარ საათში თბილისსაც მივაღწიეთ. როგორც გავარკვიე ის სახლი, სადაც წინა ორი დღე გავატარე მთაწმინდისკენ ყოფილა. ვაჟბატონმა მითხრა ხშირად არ მივდივარ იქ, ამიტომ მენეჯერის განკარგულებაშია ყველაფერიო.

მგზავრობისას ერთმანეთისთვის ხმა არ გაგვიცია.
ძალიან დავიღალე ფიქრით. ვეღარ გამიგია, ღირს თუ არა ავალიანთან რაიმე საქმის დაჭერა. არადა ძალიან მიზიდავს. მინდა სულ მის გვერდით ვიყო. ვიცი ეს მხოლოდ ვნებაა და მეტი არაფერი მაგრამ მაინც ვერ გავრკვეულვარ ჩემს თავში...

მანქანა სახლის წინ გააჩერა. რამდენიმე წუთიანი სიჩუმე ისევ მან დაარღვია.

-ტასო კატოსთანაა, უთახრი რომ მე გავიყვან ლევანთან. ჩამოვიდეს, აქ დაველოდები._უემოციოდ მითხრა და თვალი ამარიდა.
-შენ არ ამოხვალ?_მოწყენილად ვკითხე, მან კი მაშინვე გაკვირვებული მზერა შემომანათა. -უბრალოდ არ ვიცი როგორ ავუხსნა კატოს სად ვიყავი ამდენი ხნის განმავლობაში. მომეხმარე მაინც...
-ამოვალ._ცივი ხმის მიუხედავათ მაინც მივხვდი რომ ოდნავ, დაუნახავ ღიმილში აარხია ტუჩები. ავტომობილიდან ზანტად გადმოვედით, თუარა კიბეებს მესამე სართულამდე ავუყევით.

კარზე ვაკაკუნებ. ხმას არცერთი არ ვიღებთ, ლოდინის წუთები უსასრულო მეჩვენება. როგორც იქნა ურდულის წკაპუნის ხმა მესმის და მალევე ღია კარიდან კატოს გაკვირვებული სახე შემოგვციცინებს.

-მოიც, თქვენ ერთად რას აკეთებთ?_პირდარებული, როგორც იქნა სახლში გვიშვებს. დახმარების ნიშნად, დაბნეულ თვალებს დემეტრესკენ ვაპარებ და ისიც მალევე ერთვება საუბარში.
-ანას და მის მეგობრებს კლუბში შევხვდით მე და ლევანი. მერე შენი ძმის აგარაკზე ავიარეთ ცოტა ხნით_თავდაჯერებულად ამოთქვა ყველაფერი და ტასოს გახედა. -წამოდი, მივდივართ ტასო.
-მეგონა ლევანი გამოივლიდა.
-არა. ოფისში რაღაც საქმე გამოუჩნდა ამიტომ ვერ მოვა_ არადა მე სულ სხვა რაღაც გავიგე სანამ ლევანს ელაპარაკებოდა მგზავრობისას. მათი აღტაცებული ლაპარაკიდან გამომდინარე, იმ ვაჟბატონსაც "ცხელი ღამე" გაუტარებია ვიღაცასთან ერთად. თუმცა რა ჩემი საქმეა ეს ყველაფერი...
-კიდევ კარგი რომ დაბრუნდი თორე შენმა თამთამ შეგვჭამა. ჩემი "სიმპო დემეტრე" მომენატრაო_ცინიკური ხმით უთხრა ტასომ და გასასვლელად მოემზადა. დავინახე როგორ გაუშავდა მზერა ავალიანს. მაშინვე მე შემომანათა ანთებული თვალები.
კი ვცდილობ წყნარი სახე მქონდეს მაგრამ როგორც ჩანს არ გამომდის. ტუჩებს ნერვიულად ვიკვნეტავ. მზერას დემეტრეს ვუსწორებ და ისევ ცბიერ, ოდნავ დასანახავ ღიმილს ვაწყდები...

"ნუთუ გონია რომ ვეჭვიანობ?! არ ეღირსება!"

***

-ჰო ქეთო._ტელეფონს უხასიათოდ ვპასუხობ და ყურში მაშინვე წიკვინა ხმა ჩამესმის
-ანა! რა ქენით? როგორი იყო?_ერთმანეთის მიყრით ამბობს სრულიად გაუგებარ რაღაცეებს და ჩემი პასუხის მოლოდინში იყუსება.
-ქეთ რაზე ამბობ ჯერ ეგ გამაგებინე და მერე გიპასუხებ._უემოციო ხმა ამომდის ყელიდან. ვერ ვარ რაღაც ხასიათზე.
-რაზე კიარა ვიზე! დემეტრეზე გეუბნები ადამიანო რით ვერ მიხვდი?!

"მოიცა ამან საიდანღა გაიგო ყველაფერი?"

-ეს საიდანღა იცი ქეთევან?!_გაკვირვებული ვპასუხობ.

"ტელეპატია ეს ქალი თუ რა ხდება?"

-ლევანმა მითხრა._გახარებულად გადმომძახის ყურმილში.
-ლევნმა?! მას საიდან იცნობ გოგო? გადამრევ ახლა!
-ეჰ ანა, ანა. არ იცი კლუბში რამდენი რაღაც მოხდა შენი წასვლის შემდეგ.
-გამანდეთ ეს საიდუმლო ქალბატონო!
-სანამ შენ და შენი ნიკა ცეკვავდით, თაკო ლევანს გადაეყარა. ნუ ერთმანეთს რათქმამაუნდა იცობენ დემეტრეს ოფისიდან. ჰოდა ცოტახანი ვილაპარაკეთ, თაკომ გაგვაცნო ერთმანეთი და მოკლედ, ლევანმა დემეტრესთან ერთად ვარ მოსულიო. მერე თავიანთ მაგიდაზე დაგვპატიჟა. და რა გინდა ეს შენი ავალიანი ძალიანაც სასიამოვნო პიროვნებაა.
-ჯერეგერთი, დემეტრე "ჩემი" სულაც არაა. და მეორეც, საიდან იცი რომ მასთან ვიყავი მე?_არ ვიცი რატო მაგრამ გაბრაზებული ხმით ვპასუხობ ქეთევანის მონოლოგს.
-საიდან ვიცი და მეც ლევანთან დავრჩი გუშინ._ზანტად ამოთქვა გახარებულმა ქალმა. ოჰოო! აი თურმე ვიზე ელაპარაკებოდა ავალიანი ლევანს ტელეფონით!
-მოიც, ანუ თქვენ...
-ჰო, მოხდა ის რაც მოსახდენი იყო. ანო იცი როგორ მომწონს ლევანი? აი, სულ ორი დღეც არაა რაც ვიცნობ, მაგრამ ძალიან საინტერესო ადამიანია. ამ დროის განმავლობაში სალაპარაკო არ გამოგვლევია
-მიხარია რომ უკეთ ხარ ქეთ. მეგონა იმ შენ რეზოს გადაყვებოდი.
-არა, რეზო წარსულშია უკვე_ქეთოს თავდაჯერებული ტონი მეც უკეთ მხდის. ძალაიან მიხარია რომ უკეთაა. -ჰოდა ყველაზე მთავარი არ მითქვამს. იმ კლუბში რო ვიყავით, ლევანს დაუნახიხარ. მითხრა ვიღაც ტიპთან ერთად ცეკვავდა და მერე უცებ გარეთ გავარდაო. მერე დემეტრეც გაქრა. იქიდან მოყოლებული აღარავის აღარ გვინახიხართ. ლევანს მიუწერია დემეტრესთვის და იმას მარტო ის უთქვამს, რომ ანა კარგადაა, არაფერზე არ ინერვიულოთო. ჰოდა ჩვენც მალე დავიშალეთ რა.
-ანუ იცოდით რომ ავალიანთან ვიყავი?
-კი ვიცოდით.
-გასაგებია._უემოციოდ გავძახე ტელეფონში. რატომღაც ისევ ძალიან უაზროდ ვგრძნობ თავს..
-ანა მოხდა რამე?_მოწყენილად მეკითხება ქეთო.
-არა ქეთ უბრალოდ ძალიან დავიღალე. დასვენება მჭირდება._მეც ნაღვლიანი ტონით ვცემ პასუხს და ლოგინზე მთელი ძალით ვეხეთქები.
-მაშინ დაზოგე შენი ძალები დღევანდელი კორპორატივისთვის!_აღტაცებულად ამბობს ქეთო.
-ჯანდაბა! სულ დამავიწყდა კორპორატივი!

"ეს ღა მაკლდა ასეთ დაღლილს!"

-აღარც ვიცი წავიდე თუ არა..._სევდიანად ვამბობ. არადა დაღლილობა არაფერშუაში არაა. უბრალოდ აღარ ვიცი მინდა თუ არა ავალიანის ნახვა კიდევ ერთხელ.
-არა ანა! სახლში არ დაგტოვებ!_ტელეფონს ყურიდან ვიშორებ წამიერად, თორე ქეთოს ყვირილმა რამისაა დამაყრუოს.
-შენს ახლად ნაყიდ კაბას ჩაიცმევ და წავალთ ერთად.
-ერთად? შენც მოდიხარ?_თვალებს ავტომატურად ვადიდებ გაკვირვების ნიშნად.
-ჰო, ლევანმა დამპატიჟა!_აღტაცებულად მელაპარაკება ქალი. ნუთუ ასე ძალიან მოეწონათ ერთმანეთი?
-მოკლედ ნანანო, ხუთისკენ გამოვალ და სადღაც ექვსი საათისკენ გავიდეთ. თაკომ მე გამოგივლითო და ალბათ მისი მანქანით წავალთ. კაი ვსო წავე ანო, ნელ ნელა მომზადებას დავიწყებ, თორემ შენც კარგად იცი ჩემი დაგვიანების ამბავი!_სიცილით მითხრა ქეთომ და ჩემს თავთან ისევ მარტო დამტოვა. ტელეფონი ლოგინზე უაზროდ გადავაგდე.

"როგორ მეზარება ეს ყველაფერი, და თან არც მინდა იქ მისვლა. მითუმეტეს არამგონია დემეტრე მარტო მოვიდეს. ალბათ თავის თამთასაც მოიყვანს. არა, არ ვიქცევი სწორედ ამ გოგოს დამოკიდებულებაში. არ მაქვს დემეტრესთან ურთიერთობის უფლება, რადგან ის უკვე სხვას ეკუთვნის..."

***

-შემოდით გოგოშკებო_მესმის კატოს ხმა კორიდორიდან. როგორც ჩანსთაო და ქეთო მოვიდნენ.
-ანაააა!_მთელი არსებით ყვირის კატო.

"აააააა! თავი ისედაც გასკდომაზე მაქვს!"

-მოვდივარ ხო, ნუ ღრიალებ გოგო!_ვეძახი ჩემი ოთახიდან და გარდერობიდან სარამოს კაბას ვიღებ ნელი მოძრაბით, შემდეგ კი აბაზანიდან ახალგამოსული ხალათის მოცმით გავდივარ მისაღებში.

-ოჰოო! აი ეხლა ვხვდები რა მოეწონა დემეტრეს ანანოში! რა "სექსუალნი" ხარ ნანანო_გაკრეჭილი სახით ეუბნება ქეთევანი თაკოს რომელსაც ასეთივე ყურებამდე ღიმილი აუკრავს სახეზე.
-ნორმალურად რო არ გიცნობდეთ ვიფიქრებდი ლესბოსელები არიანთქო._დაბღვერილ სახეს ვეღარ ვიკავებ და ბოლოს მეც სიცილი მიტყდება.
-წამობრძანდით ეხლა მოვემზადოთ თორე დავაგვიანებთ. არ მინდა ყველაზე "სიმპაწიაგა" ბიჭები დაიტაცონ და ჩვენ ესე დავრჩეთ!_მხიარული სახით ამბობს თაკო და მუხლებზე ხელების დატყაპუნებით დგება სავარძლიდან.
-გააჩნია "სიმპაწიაგა ბიჭებში" ვის გულისხმობთ ქალბატონო_თვალებდაწვრილებული ეუბნება ქეთო და ცბიერ ღიმილს იკრავს სახეზე.

"ოჰოო! აქ რაღაც საინტერესო ხდება!"

-მოიცათ, მე რაღაც გამოვტოვე არა?_ინტერესიანი ხმით ვკითხულობ. ინტრიგის სუნი მცემს!
-არა! არაფერი ანო, არაფერი.._სიტყვებს ერთმანეთს აყრის ანერვიულებული თაკო. ესეიგი ნამდვილად ხდება რაღაც!
-როგორ თუ არაფერი! ჩვენს თაკუნას, ერთი ძალიან მიმზიდველი მამაკაცის მიმართ აქვს გრძნობები რომლებსაც დღემდე მალავს._თვალების ციმციმით მიცქერის ქეთო და ეშმაკური ღიმილით უმასპინძლდება გაწითლებლ თაკოს.
-თაკო ინტერესით არ მომკლა რა. სიკვდილის წინ მაინც გამაგებინე რა ხდება_სიცილით გავყურებ კუთხეში მიყუჟულ ქალს.
-უბრალოდ მე და.. მე და მათე..._ნაწყვეტ ნაწყვეტ სიტყვებს მაინც ვერაფერს ვერ ვუგებ.
-წინა კვირას ქალბატონი თაკო და მათე პაემანზე იყვნენ!_აღტაცებული ხმით ამთავრებს თაკოს სიტყვას, ის კი ჭარხალივით წითელ ფერს ირებს.

"აი ესაა სიახლე! შოკი!"_გახარებული ხმით ამბობს ქვეცნობიერი ანა და ჩემს განათებულ სახეს ღიმილით გაჰყურებს.

-თაკო, თაკო, თაკოოოოოო!_წივილით გავკივივარ მის სახელს, წამის მეასედში კი მთელი ძალით ვეხეთქები კუთხეში მდგარ ქალს ჩახუტების ნიშნად. -გოგო რა გითხრა? აი ვიცოდი, ვიცოდი რომ რაღაც ხდებოდა თქვენს შორის მაგრამ... აი, აი გადავირევი ეხლა!_აღტაცებული თვალებით გავყურებ ხან ქეთოს ხან თაკოს აწითლებულ სახეს.
-არაფერი არ უთქვამს. უბრალოდ შევხვდით და ვილაპარაკეტ ცოტა ხნით._მორცხვად ამბობს ქალბატონი და დივანზე ეხეთქება.
-კარგი რა თამარ, ნუ ხარ ასეთი მორცხვი. მეც ძლივს დავაძვრევინე სიტყვა_გაკრეჭილი ქეთევანი მუჯლუგუნს თავაზობს მის გვერდით მჯდომ ქალს.
-კარგით ხო. წამოდით, მოვემზადოთ და თან მოგიყვებით!_ბოლოს როგორც იქნა თაკოც მოეშვა. სამივე ხტუნვა-ხტუნვით გავქანდით ჩემი ოთახისკენ და საბოლოო მზადებას შევუდექით კორპორატივისთვის.

***

გაკვირვებული გავყურებ ჩემს თავს სარკეში, ვხედავ სრულყოფილ ქალს რომელსაც ვერც ერთი მამაკაცი ვერ ვერ გაუშვებს გულგრილი გამოხედვით. მუქი ლურჯი თითქმის შავი კაბა მადისაღმძვრელად ებჯინება ხორციან წელს. მოშიშვლებული მხრები გემრიელად იქცირებიან აქეთ იქით და ყველას ყურადღებას იზიდავენ. ხავერდოვანი მატერია, იატაკს ნაზად ეფინება ყოველი ნაბიჯის გადადგმისას, ოდნავ ჩაჭრილი ხაზი კი ყოველ წამს აჩენს მოშიშვლებულ ფეხს.

-აუ ძაან გახსნილი ხო არაა?_ტვალებმოჭუტვით გავყურებ ოთახში მოტრიალე ქალებს, რომლებიც საოცრად გამოიყურებიან.

"იქნებ ზედმეტად...ჰმმ... დღევანდელი დღისთვის?"

-უწმაწურ სიტყვებს არ ვხმარობ თორემ გეტყვოდი ახლას რასაც შვები ანა!_სიცილით მეუბნება თაკო და ნელა მაბზრიალებს სარკის წინ. -აი ნახე რა ლამაზი ხარ ანო. კარგი რა. ასეთი სხეულის დამალვა უბრალო კაბების უკან არ შეიძლება_მისი სიტყვები რატომღაც მამხიარულებენ და შემდეგი ორმოცდახუთი წუთის განმავობაში მეც ძალიან თავდაჯერებულად ვგრძნობ თავს.
თუმცა ეს თავდაჯერებულობა წამის მეასედში ქრება, როდესაც უზარმაზარ ორ სართულიან სახლს ვუახლოვდებით თაკოს მანქანით.
ასეთივე უშველებელ ეზოში ხალხის ასევე უზარმაზარ ჯგუფს მოუყრია თავი.
ყველაფერი დეკორაციებითაა მორთული, ოქროსფერი განათებები ულამაზეს ეფექტს ქმნიან. სახლის თეთროი კოლონები ლამაზად იწონებენ თავს და უდიდეს შუშის ფასადს ნაზად ერწყმებიან.

"მმმ... როგორ მომწონს აქაურობა."

-ესეთი სილამაზე ჯერ არსად არ მინახავს!_აღტაცებით ამბობს ქეთო და ავტომობილიდან მედიდურად გადმოდის. ეჰ ნეტა მეც მომცა ამ მედიდურობის ერთი პატარა ნაწილი მაინც. ვინ იცის რა შეშინებულად გამოვიყურები.

"იმედია არსად აღარ შევხვდები იმ ვაჟბატონს."
"ეჰ ერისთავო,ხომ იცი რომ ეს სეუძლებელია. დარწმუნებული ვარ დრეს კიდევ ბევრძერ მოგიწევს მისი მზერის დაჭერა..."

-ჰო სხვათაშორის გოგოებო, მეგონა თქვნი კავალერები გამოგივლიდნენ_ღიმილით ვეუბნები და გრძელი კაბის ბოლოების აწევით მივაბიჯებ გრძელ ბილიკზე რომელიც სახლისკენ მიცოცავს.
-ვიფიქრე უკეთესი იქნებოდა ერთად თუ წამოვიდოდით თქო. ტანაც არ მინდა ხალხმა რაიმე ზედმეტი იფიქროს._დანანებით თქვა თაკომ, ქეთოც იმავე ნაღვლიანი სახით დაეთანხმა.
-კარგით რა. აი ზუსტად ამაშია პრობლემა, ხალხის აზი გაინტერესებთ. არავის საქმე არაა თქვენ ვისთან იქნებით. მითუმეტეს მაინც ხომ უნდა შეხვდეთ თქვენს "სიმპაწიაშკებს" დღეს_სიცილით ვამბობ და ვცდილობ თავდაჯერებულად გავიარო სახლამდე დარჩენილი გზა.
-მაშინ, დემეტრესთან რატომ არ გინდა შეხვედრა ქალბატონო ანა? შენც ხომ ზუსტად ხალხის აზრი განაღვლებს?_თვალებ მოჭუტულად მეუბნება ქეთო. ავალიანის ხსენებაზე მაშინვე ჟრუანტელი მაყრის.
-ეჰ ქეთევან ნეტავ მართლა ყველაფერი ასეთი ადვილი იყოს როგორც შენ გგონია..._დანანებით ვამბობ, თავში კი მხოლოდ დემეტრე და თამთა მიტრიალებენ. უბრალოდ არ მინდა იმ გოგოს გულის ტკენის მიზეზი მე ვიყო...

როგორც იქნა გავიარეთ სწორი გაზონით დაფარული ბილიკი. ხალხის
ნაკადს ვუახლოვდებით, რომელიც უაზროდ ირევა აქეთ იქით. ვცდილობ მამაკაცების გამომწვევი, ჩემი მისამართით გამოშვებული მალული გამოხედვები დავაიგნორო და რაც შეიძლება ამაყად დავიჭირო თავი.

უზარმაზარ ეზოში დიდი კარავი გაუშლიათ რომელიც ფერად ფერადი ყვავილებითაა მორთული. როგორც ვხედავ კარვის შიგნით პატარა ფურშეტია მოწყობლი. მიწურული ზამთრის მიუხედავათ, დღეს საკმაოდ ცხელი დრე იყო ამიტომ ყველა მსუბუქადაა ჩაცმული. ყველა ასე სოლიდურად და ოფიციალურად გამოიყურება.

-ქეთო!_მამაკაცის ნაცნობი ხმა ჩვენს ყურადღებას იზიდავს. ჩვენსკენ ჩქარი ნაბიჯებით წამოსული ლევანი ღიმილიანი სახით გაჰყურებს ქეთევანს, რომელსაც ასეტივე გახარებული გამომეტყველება დაკრავს სახეზე. ერთმანეთს მოკრძალებული ჩახუტებით ეგებებიან, მარამ მე და თაკო მაშინვე ვხვდებით რამდენად იზიდავენ ერთმანეთს ეს ორნი.

-ულამაზესები ხართ!_როგორც იქნა მორჩნენ ხვევნა-პროშვნას ჩვენი შეყვარებულები. ლევანმა თბილი მზერით კიდევ ერთხელ დააჯილდოვა თავისი რჩეული და სახლისკენ წაგვიძღვა.

ფეხი უზარმაზარ დარბაზში შევდგი თუარა ხალხის დამმზვერავ მზერას წავაწყდი. უსიამოვნოდ შევიშმუშნე. გულახდილად რომ ვთქვათ ყურადღების ცენტრში ყოფნა დიდად არასდროს არ მხიბლავდა.

"ასეთი სექსუალური კაბით როგორც ჩანს დიდ ხანს მოგიწევს გამომწვევი გამოხედვების ატანა ჩემო ანა"_ცინიზმით სავსე ქვეცნობიერი საკმაოდ მართალ იდეას მაწვდის და ისევ გულის სიღრმეში იკარგება.

გადიდებული თვალებით ვიყურები აქეთ იქით, ისევ ლამაზად გამოწყობილი ხალხის თვალიერებას განვაგრძობ. დარბაზის ცენტრში უაზროდ ირევიან და ვინ იცის სამყაროს არსებობა სულ დაავიწყდათ.
იატაკზე დაფენილი დიდი, ორნამენტებიანი ხალიჩა მედიდურად ირეკლავს ჭერიდან წამოსულ მბზინავ შუქს. თვალებს ზემოთ ვაპარებ თუარა, მხედველობა ბროლის უშველებელი ჭაღიდან წამოსული სხივებით მიჭრელდება. კედლებთან გაშლილი ვიწრო, გრძელი მაგიდები ფურშეტით უმასპინძლდებიან სტუმრებს.
როგორც ჩანს ამ საღამოს მოწყობაში ძალიან ბევრი ძალა დაიხარჯა.
დარბაზის ბოლოში პატარა სცენა დაუდგამთ მასპინძლებს. ალბათ განსაკუთრებულ სტუმრებსაც იქიდან ვიხილავთ.

-ანა, გამოფხიზლდი._თაკოს ხმა მაშინვე მირევს აზრებს და მეც იმწამსვე ვუბრუნდები რეალობას. ოდნავი შეჯანჭყარებით ცდილობს ჩემი ყურადღების მიქცევას. -წამოდი, ლევანს ჩვენი მაგიდისკენ მივყავართ_სიტყვები მოუსვენრად მომაყარა ქალმა და წინ მიმავალ ქეთოს გაყვა.

"ნეტა ის აქაა უკვე?"_რიტორიკულ შეკითხვას ვუსვამ ჩემს თავს. თვალების ცეცებით ვცდილობ გავარჩიო ნაცნობი სახე ხალხის ნაკადს შორის, მაგრამ ყველაფერი უსედეგობით მთავრდება. ზანტ ნაბიჯებს კიდევ უფრო ვანელებ როდესაც მედიდურ მაგიდას ვუახლოვდები. როგორც ჩანს ეს ყველაზე დიდია სხვებთან შედარებით.

"ალბათ აქ მხოლოდ ჩვენი დეპატრამენტის კოლექტივი იქნება."

მაგიდას და ყველა აქ მჯდომს თვალს ვავლებ. ჩემს პირდაპირ სამი ადგილი ცარიელია.

"ჰმმმ, ნეტა კიდევ ვინ მოვა?"_ვეკითხები ჩემს თავს გაუაზრებლად. მაგრამ როგორც ჩანს ქვეცნობიერ ანას აქაც მოუძებნია პასუხი...
"ზურგსუკან გაიხედე და ნახავ... ხედავ?!"_დამცინავი სახით მეუბნება ქალბატონი და ისევ მარტოდ მარტო მტოვებს.

გულის ფანცქალი უკვე მკერდს მტკენს. სუნთქვა ერთიანად მიხშირდება როგორც კი თვალებში ახოვანი მამაკაცის სილუეტი მერეკლება. კლასიკურ კოსტუმში გამოწყობილი ნაცნობი სხეული თავდაჯერებულად ჭრის ხალხის ნაკადს და ამაყად მოაბიჯებს წინ. ტუჩებს ნერვიულად ვიკვნეტ როდესაც მის გვერდით მომავალი, ულამაზესი ქალის ნაზი ფიგურა გრაციოზულად გვიახლოვდება. ბარხატის, მუქ მწვანე კაბაში გამოწყობილ ქალბატონს, ოქროსფერი თმა ლამაზად აყრია მოშიშვლებულ მხრებზე.

"საოცარია..."_აღტაცებული ხმით ამბობს სიბნელიდან წამით გამოსული ქვეცნობიერი.

-მოგესალმებით მეგობრებო_ჩემს წინ მდგარი ნაცნობი სახე თავაზიანად უიღიმის სუფრასთან მსხომ ხალხს, მაგრამ აი ჩემ არსებობას არც კი იმჩნევს. გულში თითქოს რაღაც მწყდება... მის გვერდით მდგარი ქალი მედიდურად გვიკრავს თავს და ხელკავს უყრის თავის კავალერს.
-დემეტრე! მეგონა შენი ნახვა არ გვეღირსებოდა დღეს. სად იყავით აქამდე?_გაბრაზებულად ეუბნება ლევანი და მიუხედავათ ამისა მეგბრულად ართმევს ავალიანს ხელს, ქალს კი თბილი ღიმილით ეგებება.
-მაპატიე ლავან, გუშინ საკმაოდ გადატვირთული დრე მქონდა, ამიტომ დღევანდელმა მზადებამ დიდი დრო წაიღო._სიტყვის დამთავრება და ჩემი მისამართით გამოგზავნილი მწვავე მზერა ერთია. "გუშინდელ გადატვირთულ დღეში" რათქმაუნდა ჩვენს <<ცხელ შეხვედრას>> გულისხმობს.

"რა უნდა ჩემგან? მოსწონს ჩემი წვალება თუ რა ხდება?"

მოქნილი მოძრაობით გამოწია ხის მასიური სკამი დემეტრემ და ქალს დაუთმო ადგილი, შემდეგ კი თვითონ მოკალათდა მის გვერდით.

"თამთა... რა ლამაზია ღმერთო ჩემო!"_ქერა ქალს გადიდებული თვალებით გავხედე. ზურმუხტისფერი უშველებელი თვალები ლამაზად უერთდებიან გაშლილ შუბლს. სისხლივით წითელი ტუჩები კი ვნებიანად აზიან სახეზე. წელში გაშლილი ამაყად ზის სუფრასთან და დარწმუნებული ვარ დარბაზში მყოფი მამაკაცების ყურადღებით ტკბება.

კი მაგრამ ჩემგან რაღა უნდა ამ კაცს? რატომ არ მანებებს თავს? ასეთი ლამაზი ქალი უმშვენებს მხარს მაგრამ მაინც მე მიდგება ჯინში. უნდა რომ ვიეჭვიანო თუ რა? არ მესმის რატომ აკეთებს ამას..

მუხლზე სეხებას ვგრძნობ და მაშინვე ვატრიალებ თავს. ჩემს გვერდით მჯდარი თაკო თანადგომის ნიშნად მეგობრულად მკრავს უხილავ მუჯლუგუნს და ვხვდები რომ თვალებით მეუბნება:

<<დაწყნარდი ანა, ყვეკაფერი კარგად იქნება.>>

"ეჰ თაკო, თაკო, ნეტა მართლა ყველაფერი ასე ადვილად იყოს..."

პასუხის ნიშნად მაგრად ვუჭერ მტევანზე ხელს და ვცდილბ ნაღვლიანი სახე რამენაირად მაინც დავფარო. მაგრამ როგორც ჩანს არაფერიც არ გამომდის...

-ქალბატონებო და ბატონებო! მინდა რამდენიმე წუთით თქვენი ყურადრება მივიპყრო._დარბაზის ბოლოში, სცენაზე მდგარ მათეს მხოლოდ ახლა ვამჩნევ. მალულ მზერას ვაპარებ თაკოსკენ და მაშინვე მის ანთებულ მზერას ვაწყდები. ნუთუ ასე ძალიან მოსწონს მათე?

"მოკლედ, მარტო შენ უნდა შევაბერდე შენს თავს, აი ასე, მარტოობაში."_ბუზღუნით მეუბნება ქვეცნობიერი. ესღა მაკლდა სრული მხიარულებისთვის!

-როგორც იცით დრევანდელი დღისთვის ჩვენი კომპანიის საუკეთესო კოლექტივს უნდა ვუმადლოდეთ. ისინი რომ არა, წლის ყველაზე წარმატებულ ხელშეკრულებას ვერ გავაფორმებდით ჩვენს ირანელ კოლეგებთან. სანამ საღამოს მთავარ ნაწილზე გადავალთ, მინდა სიამაყით წარმოგიდგინოთ "ეს.პი.აის" გენერალური დირექტორი, საუკეთესო უფროსი და ახლო მეგობარი, დემეტრე ავალიანი!_დარბაზი მხურვალე აპლოდისმენტებით ივსება. ლევანი უსტვენს და ცელქი ბიჭივით იკრიჭება. მათე დემეტრეს უთმობს ადგილს სცენაზე და საბოლოო ხელის ჩამორთმევით ტოვებს სცენას. ნუ მოკლედ ყველა თავის ამპლუაშია. ქეთო სიყვარულით გასცქერის ლევანს, ლევანი თბილი მზერით ათვალიერებს ქეთოს. თაკო და მათე ასეთივე იდილიით ტკბებიან. ულამაზესი თამთა გახარებული მზერით უყურებს სცენაზე მდგარ ავალიანს რომელიც სულ ერთ წვეთ ყურადრებასაც არ მაქცევს. მე კიდე ვზივარ ესე, უხასიათოდ, უყველაფროდ...

-პირვე რიგში მინდა მადლობა მოგიხადოთ რომ დრევანდელ დღეს, გამონახეთ პატარა დრო და ამ ზეიმს შემოუერთდით_ამაყი ტონით აგრძელებს სცენაზე მდგარი ავალიანი. -როგორც იცით ეს წელიწადი ყველასთვის ძალზედ დაძაბული იყო, განსაკუთრებით მათთვის ვისაც, რამდენიმე თვით საზღვარ გარეთ მოუწია გამგზავრება და იჯახების მარტოდ მარტო დატოვება_მეგობრული მზერით გადაჰყურებს რამდენიმე მამაკაცს რომლებიც, როგორც მივხვდი, თავის ცოლებს ეხუტებიან და შუბლზე კოცნიან მზრუნველობის ნიშნად. -მაგრამ, ჩემო მეგობრებო, თქვენი გულმოდგინე პასუხისმგებლობა და ასეთი კონცენტრაცია რომ არა დღეს ჩენი კომპანია ამდენ წარმატებას ვერ მიაღწევდა და ალბათ მსოფლიო გაყიდვების ბაზაზეც ძალიან დიდი წვალებით მოხვდებოდა. თქვენი მოგობრული დამოკიდებულება რომ არა დღეს, ამ საღამოს აქ ვერ შევიკრიბებოდით და ჩვენს განსაკუთრებულ სტუმრებსაც ვერ ვიხილავდით. ახლა კი მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი უცხოელი კოლეგა, "გრინ ჰაუსის" გენერალური დირექტორი და მესაკუთრე, ადამიანი რომელსაც "ეს.პი.აიში" ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის...ილიას ალ'აზიმი!


"დარწმუნებული ვარ, ახლა ვიღაც უჟმური თავშეხვეული არაბი ტიპი გამოვა, რომელსაც თავში მხოლოდ ფული უტრიალებს."_მეუბნება ქვეცნობიერი ანა რომელსაც ენა წაუგრძელებია და ხალხის გასნჯას არ ანებებს თავს. ამ ტლიკინა გოგოს არაფერი არ ეშველება.

მოლოდინში დაძაბული მგონია რომ სკამზე კიარა ნემსებზე ვზივარ. წამის მეასედში, ინტერესი გაკვირვებაში მეზრდება. თვალები ალბათ ბურთის ოდენა მიხდება როდესაც სცენაზე ამოსულ მამაკაცს ვხედავ. დარბაზი მაშინვე ტაშის ხმით ყრუვდება.
მხარბეჭიანი მამაკაცის მედიდურობა მაოცებს. მუქ ლურჯ შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი ახალგაზრდა, ზანტი მაგრამ თავდაჯერებული ნაბიჯებით მიემართება სცენისკენ და ავალიანს მეგობრული გადახვევით ესალმება. საბოლოოდ იკავებს თავის ადგილს დარბაზის ცენტრში და ნელი მოძრაობით მიაქვს ტუჩები მიკროფონისკნ. სავარაუდოთ ჩემი გაკვირვება ჰორიზონტს სცდება როდესაც მამაკაცის ყელიდან ქართული ბგერები ამოდის. დაბნეულად ვძაბავ სმენას, ამდენი გადაღლილობის გამო რამე ხო არ მელანდებათქო.

"არ არსებობს!"_ქვეცნობიერი ანაც ძალზედ გაკვირვებული ჩანს. პირდაღებული იყურება ახოვანი მამაკაცისკენ და რამისაა დადნეს სიმპათიისგან.

-ირველ რიგში მინდა ყველას დიდი მადლობა მოგიხადოთ ამ საღამოსთვის. ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს საქართველოს სტუმრობა. დარწმუნებული ვარ რომ მომავალშიც უამრავ ერთიან და წარმატებულ პროექტს დავუდებთ საფუძველს. მინდა ასევე მოგახსენოთ რომ ბატონი დემეტრეს თხოვნით თბილისში კიდევ რამდენიმე კვირით დავრჩები ასე რომ ჩემთვის ძალიან დიდი პატივი იქნება თქვენთან კიდევ ერთხელ შეხვედრა მეგობრებო. გმადლობთ!_მოკრძალებული სიტყვა მალევე დაამტავრა უცნობმა ახალგაზრდამ.

"ა-რ არ-სე-ბობ-ს!"_ამჯერად მე ვამბობ ზედმეტად გაკვირვებული ინტონაციით და სცენიდან მომავალ მამაკაცს ვაკვირდები. განიერ გულ-მკერდს გაშლილად მოაქნევს. მოკლე, ნახშირივით შავი თმები შუბლზე ქაოსურად აყრია. უშავესი თვალები, გრძელ წამწამებს მიმზიდველად ახამხამებენ. ბერძნული პროფილის ცხვირი ლამაზ შუბლს ახოვნად უერთდება.

"ნახე რა ლამაზია ანა!"_ქვეცნობიერი ისევ პირდაღებულად ამბობს და შოკისგან საბოლოოდ მისდის გული.

"დემეტრეს მაინც ვერ შეედრება..."_ფიქრები რატომღა ისევ იმ დიქტატორისკენ მიმირბის. მაგრამ ხომ ვიცი რომ მაინც ვმართალი ვარ. დემეტრეს ნამდვილად ვერავინ ვერ შეედრება...

ჩვენს მაგიდას ნელი ნაბიჯებით მოუახლოვდა თუარა, ყველას თავაზიანად დაგვიკრა თავი. ჩემს მოპირდაპირედ მოკალათებული მამაკაცი კეთილი ღიმილით ათვალიერებს არემარეს და სუფრასთან მჯდომ კოლეგებს რბილი ხით ელაპარაკება, ჩემთვის გაუგებარ თემებზე. ყურები თითქოს დაკეტილი მაქვს, სულ არაფერი არ მესმის. ვცდილობ ნორმალურად დავიჭირო თავი, მაგრამ ნაღვლიან სახეს მაინც ვერაფერს ვერ ვუხერხებ. ვხედავ როგორ ზრუნავს დემეტრე მის გვერდით მჯდომ თამთაზე და რატომღაც გული ყოველ წამში საცოდავათ მეკუმშება.

-...ანა რას იტყვი?_ლევანის მოულოდნელი კითხვა საერთოდ მაგდებს კალაპოტიდან. დაბნეული სახით ვუყურებ ქეთოს გვერდით მოსკუპებული ლევანის გაღიმებულ სახეს. კი ვცდილობ გადავატრიალო მათი ლაპარაკი თავში მაგრამ სულ არაფერი არ მახსენდება. საბოლოოდ ქეთოს მეგობრული ტონი მშველის. ყოველთვის იცის როდის ან სად მჭირდება დახმარება.
-თანახმა ხარ დღეს აქ დარჩენაზე?_მოჭუტული თვალებიტ მეკითხება ქეთევანი. რაღაცას აჩალიჩებს ეხლა ხო ვიცი!
-არ იქნება თანახმა და ძალით გამოვკეტავთ ოთახში_სიცილით მეუბნება მათე და თაკოს თბილი მოზრაობით ხვევს ხელს ზურგზე.
-ვიფიქრე კარგი იქნება თუ ბატონ ილიასს ჩვენს აგარაკს დავათვალიერებინებთ თქო_ისევ ლევანი ერთვება საუბარში. -კარგი იქნებოდა თუ სულ ყველა ერთად დავრჩებოდით._მეგობრული ტონით ყველა ისევ თავისას გაიძახის

"არადა როგორ მეზარება ეს ყველაფერი!"

-კარგით, დავრჩები._ნაძალადევ ღიმილს ვიკრავ სახეზე და რატომღაც უნებუ მზწერას ვაპარებ ჩემს მოპირდაპირებ მჯდარი დემეტრესკენ, რომელის თვალებშიც მხოლოს დაუნდობლობა და თამაშის სურვილი ამოიკითხება.

***

საათ ნახევარზე მეტია რაც აქ ვზივართ ყველა. სტუმრები ნელ ნელა მიდიან თუმცა ეზოც და დარბაზიც მაინც სავსეა ხალხით.

თამთა ამ დროის განმავლობაში დემეტრეს არ მოშორებია. ვხედავ როგორი ვნებიანი თვალებით გაჰყურებს ეს ქალი ავალიანს და ყოველ ჯერზე ჟრუანტელი მაყრის, ტვინში კი მხოლოდ მათი "ცხელი ღამის" სცენა მიტივტივებს. ბრრრრ!

-თაკ ცოტა ხნით გარეთ გავალ. თავი მტკივა რაღაც, ჰაერს მაინც ჩავისუნთქავ_მისევ მოცვენებით ღიმილს ვიკრავ სახეზე და პასხის მოსმენის გარეშე მივემართები უზარმაზარი გასასვლელისკენ.

***

ალაბათ თხუთმეტი წუთი მაინც იქნება რას ამ უზარმაზარი კაკლის ხის ქვეშ ვზივარ. უსველებელი ეზოს ბოლოში როგორც იქნა მოვაღწიე მჭუდრო ადგილს ამიტომ მარტოობით ვტკბები.

"არადა როგორ დამღალა ამ მარტოობამ..."
"რომელსაც სხვათაშრის ზედმეტად მივეჩვიეთ, მეც და შენც..."_ქვეცნობიერი ანაც მოწყენილია. როგორც ჩანს ავალიანის იგნორირებამ ჩვენზე, ორივეზე იმოქმედა.

არადა გუშინ ყველაფერი შეუდარებლათ იყო. ვიხსენებ როგორ მკოცნიდა ყელზე, მკერდზე, წელზე და მაშინზე ხორკლები მაყრის ისედაც გათოშილ კანზე. საღამოს სიცივეში მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ ვიყინავ თავს რომ არ მინდა იქ დაბრუნება. არა იმიტომ რომ მე მიფუჭდება ხასიათი, არამედ იმიტომ რომ ვიცი, მე უნდა ავუშალო ნერვები თაკოს და ქეთოს, რომლებიც ასეთი გახარებულები ჩანან. არ მინდა ჩემს გამო ისინით დანაღვლიანდნენ. უსამართლობა იქნება...

არადა როგორ მინდა ვიღაც მაინც მოვიდეს და დამელაპარაკოს, ჩამეხუტოს.

"უბრალოდ მინდა ვიღაც მაინც მყავდეს გვერდში.."

-ანა, ხომ ასეა?_ნაცნობი ხმა ცარიელ არემარეში ექოს სახით მხვდება ყურებში. ხმა ნელ ნელა ახლოს იწევს და მეც როგორ იქნა ვახერხებ ნაცნობი სილუეტის გარჩევას სიბნელეში.
-დიახ, ანა...ანა ერისთავი_დაძაბულად ვამბობ და მოახლოვებულ მამაკაცს ვუსწორებ თვალებს.
-შეიძლება?_მიმითითებს ხის სკამისკენ სადაც მე მოვკალათებულვარ. მეც პასუხის ნიშნად თავს მოკრძალებულად ვუქნევ და ნელი მოძრაობით ვუთმობ ადგილს ჩემს გვერდით.
-მოწყენილი ჩანხარ_ისიც ისეთივე ნაღვლიანი ხმით მეუბნება და იდაყვებით მუხლებს ეყრდნობა.
-არ ვარ მოწყენილი...უბრალოდ..._სათქმელს აღარ ვამთავრებ, ისედაც ყველაფერი გასაგებია. სევდიანი ღიმილით გამომყურებს მამაკაცი და ნაზი ხმით აგრძელებს ლაპარაკს.
-არ მინდა ასეთ ულამაზესი ქალბატონის სახეზე მოწყენილობას ვხედავდე, თორემ მეც მინაღვლიანდება გული._მზრუნველი ხმით მეუბნება მამაკაცი, რომელიც სულ რამდენიმე საათის წინ დავინახე პირველად.
-მე კიდევ არ მინდა რომ თქვენ იყოთ მოწყენილი ბატონო ილიას_მეც მუხლებზე ვიყრდნობ იდაყვებს და თავით ვებჯინები. არ ვიცი რატომ, მაგრამ ამ სრულიად უცნობი ადამიანისგან წამოსულ სითბოს და მეგობრულობას ვგრძნობ.
-ილია, მხოლოდ ილია..._ღიმილით ამბობს და შავ თვალებს აგებებს ჩემს მზერას. -ალბათ, ფიქრობ რომ უაზროდ გადაგეკიდე არა?_ისევ მოწყენილი ტონი ეპარება ხმაში.
-არა პირიქით, მიხარია რომ გაგიცანით._გულუბრყვილოდ ვამბობ და ნაზი კისკისით ვუმასპინძლდები მის მზრუნველ გამოხედვას.
სიჩუმის პატარა მონაკვეთის დარღვევას ისევ ჩემი ცნობისმოყვარეობა მაიძულებს.

"ვკითხო? თუ არ ღირს?"_ვეითხები ჩემს თავს რაზეც დადებით პასუხს ვირებს. ჰოდა მეც ვიკრეფ ძალას და ორიოდე სიტყვას ვუყრი თავს.

-დიდი ხნით რჩებით საქართველოში?
-არ ვიცი. დაახლოებით სამი კვირიას აქ გავატარებ. ვიფიქრე ამდენი ხნის შემდეგ ვალდებული ვარ დედაჩემიც მოვინახულოთქო._გაკრეჭილი ღიმილით ამბობს ჩემთვის გაუგებარ ბოლო წინადადებას. ჰოდა, ჩემი გაკვირვებული თვალებიც მაშინვე ახვედრებს რომ სულ ვერაფერი ვერ გავიგე. ისევ მომნუსხველად იღიმის და გრძელი წამწამების ფახუნით გამომყურებს.

"მოიც დედამისი აქაა?"

-დიახ ქალბატონო ანა, სწორედ ხვდებით._თითქოს ჩემს აზრებს კითხულობსო. -დედაჩემი წლების განმავლობაში აქ ცხოვრობდა.
-მეგონა თქვენი ოჯახი ირანში იყო დავინავებული.
-ასეც იყო. მაგრამ რამდენიმე წლის წინ, მამას გარდაცვალების შემდეგ დედაჩემმა საქართველოში გადაწყვიტა დაბრუნება.
-მაპატიეთ, ძალიან შორს შევტოპე ალბათ._კიდევ კარგი ეზოში სიბნელეა ტორემ ჩემი ჭარახალივით წითელი სახე გადარევდა.
-არა პირიქით, ძაიან მომწონს როდესაც ვიღასაც მაინც აინტერესებს ჩემი ცხოვრება და არ ბიზნესის მხარე._სიცილით მეუბნება, როგორც ჩანს სულ არაა მოწყენილი. მისი წყნარი რეაქციიდან გამომდინარე მეც უკეთ ვხდები. -და კიდევ ერთი რამ თქვენობით ნუ მელაპარაკები რა,_ისევ სიცილს იკრავს სახეზე -თორემ ჩემი თავი დაბერებული მგონია.
-კი ბატონო_მეც სიცილით ვასუხობ.
-შენზე რას მეტყვი?_მალევე ცვლის თემას და ამჯერად ჩემით ინტერესდება.
-დიდი არაფერი არაა სათქმელი_მორცხვად ვპასუხობ. არადა, თითქოს ჩემი სიცოცხლე ერთი მთლიანი თავგადასავალია.
-არ მჯერა_დახშული სიცილით შეაქვს ეჭვი ჩემს ნათქვამში.
-გნებდები კარგი!_კისკისი მვარდება ყელიდან. მომწონს ეს ტიპი, სულაც არაა ისეთი როგორის სუკ თავიდან მეგონა. -ანა ერისთავი, 24 წლის. სამი თვის წინ საქართველოს ჩამოვაკითხე წლების შემდეგ, დასთან ერთად._უმნიშვნელო ბიოგრაფია ჩამოვურაკრაკე და ისევ ღიმილიანი სახით გავხედე. -ახლა თქვანი ჯერია ბატონო ილია.

"ისე რა უცნაურია, ირანელი არაბია მაგრამ ილია ქვია...ჰმმმ... თან უშეცდომო ქართულსაც ლაპარაკობს!"

-მაშ ასე მოემზადეთ ქალბატონო ანა!_ხმამაღალი სიცილით იწყებს მონოლოგს. -ილიას ალ'აზიმი, 32 წლის. ვიცი ალბათ მთელი ჩვენი დიალოგისას შენ თავს ეკითხებოდი ილია რატო მქვია, არა?_ცალ თვალს ხუჭავს და ცბიერი გამოხედვას აპარებს ჩემსკენ.
-სწორედ მიხვედრილხართ ბატონო ჩემო!_მეც ვპასუხობ კისკისით და მონოლოგის გაგრძელებას ველი.
-რატო მქვია ილიასი ჩემო ანა დაააა..._სასაცილო პაუზას აკეთებს. როგორ მომწონს! რა ხალისიანი პიროვნებაა! -მამაჩემი ირანელი კაცი იყო. ბიზნესმენი, თავისი ქვეყნის გავლენიანი ადამიანი, მოკლედ ყველაფერი ერთფეროვანი რა._ისევ მომნუსხველ სიცილს მჩუქნის.-ერთერთი სტუმრობის შემგედ საქართველოში, დედას გადაეყარა. მერე ყველაფერი გასაგებია. სიყვარული, ქორწილი, მე..._ ვითომდა ამაყ სახეს იღებს.მეც მაშივე სასაცილო რეაქცია მედება სახეზე. -ალბათ შენც კარგად იცი რომ ირანელი კაცები ზედმეტად მკაცრები არიან, მაგრამ ვფიქრობ მამა სხვა იყო. დედა განსაკუთრებულად უყვარდა. მიუხედავად დიდი შეწინაარმდეგებისა თავისი ოჯახის მხრიდან, მაინც მოიყვანა სხვა რელიგიის ქალი ცოლად. ჩემი გაჩენის შემდეგ ყველაფერი დაულაგდათ. ცოტა ხანი კიდევ იცხოვრეს საქართველოში, ჰოდა გადაწყვიტეს რაიმე საერთო სახელი დაერქვათ, ისეთი რომელიც ირანშიც იქნებოდა ნაცნობი და თბილისშიც მიხვდებოდა ყველა, ხოდა კომპრომისიც გამონახეს. აქ ილიას მეძახიან, ირანში-ილიასს.
-საქართველოში აქამდეც ცხოვრობდი?_ვეკითხები ინტერესით და პასუხის მოლოდინში ვისუსები
-კი, სულ რამდენიმე წლით, მაგრამ მაშინ ძალიან პატარა ვიყავი. ქართულიც აქედან ვიცი.
-ძალიან საინტერესო ცხოვრება გქონიათ მაშინ, ბატონო ილია!_აღტაცებულად ვამბობ და პატარა ტაშის შემოკვრით ვიფარგლები.
-ძალიან მიხარია რომ თქვენნაირი ქალბატონის ინტერესი გამოვიწვიე._ისიც არ აკლებს ხალისიან ტონს.

"ჰე ჰე ჰეე! რა კარგი ვიღაც ყოფილა! არადა უჟმური მეგონა რატომღაც"

-ნუ მაწითლებთ ბატონო ჩემო.._ვითომდა მორცხვ ტონს ვურევ ხმას და ლოყებზე ვიდებ ხელისგულებს.
-არა, მართლა ანა. საოცარი ქალი ჩანხარ. იცი? სულ პირველი ხარ ვინც ჩემი პირადი ცხოვრებით დაინტერესდა. აქამდე არავის არასდროს არ უკითხავს ვინ ვიყავი სინამდვილეში..._ვხვდები როგორ ერევა სევდა. ისიც ისეთივეა როგორც მე. ყველაფერი აქვს მაგრამ მაინც მარტოა...

უეცარმა ქარმა კანზე უსიამოვნოდ დამიარა. დახორკლილ კანზე წვრილი თითებით გავირბინე და პატარა კნუტივით მოვბუზე სხეული.

-წამოდი, შეგცივდება..._მკაცრი ხმით ამბობს, მაგრამ ამავდროულად მზრუნველი თვალებით მაკვირდება. მეც დამჯერი გოგოსავით ვდგები და უკან მივყვები ტანად, ახოვან მამაკაცს რომელიც ბნელ არემარეს თავდაჯერებულად ჭრის და დისტანციას ამოკლებს ცარიელ ეზოსა და დარბაზს შორის...

***

როგორც იქნა მივაღწიეთ შენობას. გრძელი კაბის ბოლოების აწევით შევაბიჯე თბილ სივრცეში და მაშინვე ნაცრისფერი თვალების მძვინვარედ მოელვარე, მაიგრამ მაინც ვნებიან მზერას წავაწყდი...

*თავი 9*

თვალებს საცოდავათ ვახელ თუარა, ორი ქალის გაკვირვებული სახე მეჩეხება მზერაში. თავზე ზედამხედველებივით გადმომყურებენ და ცდილობენ გაიგონ თუ რა იყო ჩემი გუშინდელი უხასიათობის მიზეზი.

"ვუთხრა თუ არა?"_ვეკითხები ქვეცნობიერ ანას რომელიც ჯერ კიდევ გამოუღვიძებელი გამომეტყველებით იყურება აქეთ იქით.

ტვინში მალევე მიტივტივდება წუხელ მომხდარი ამბავი ჩემსა და დემეტრეს შორის.

ვიხსენებ როგორ მეხებოდნენ მისი ხელები წელზე, წითელი ტუჩებით კი აცრემლიანებულ თვალებს მიკოცნიდა. მახსენდება მისი თბილი სიტყვები; მის მიერ ათასჯერ გამეორებული ჩემი სახელი. მმმ რა კარგი იყო მისი სითბო…

-ანო რა მოხდა გუშინ?_მეკითხება მოწყენილი ხმით ქეთო და ასეთივე ნაღვლიანი სახით გაჰყურებს ჩემს გვერდით, ლოგინზე ჩამომჯდარ თაკოს. ახალგაღვიძებული, ზანტი მოძრაობით ვწევ თავს და "სულ ერთია" სახით ვიხედები აქეთი იქით.
-გუშინ, საღამოს მერე სულ აღარ ჩამოსულხარ დაბლა. დემეტრეც გაქრა სადღაც. ანა მოხდა რამე?_დაღონებულად გამომყურებს თაკო და თანაგრძნობის ნიშნად მტევანზე მაგრად მიჭერს ხელს.

"რა მოხდა და გუშინ ჩემივე საკუთარი ხელით მოვისპე ბედნიერება!"_ყვირილით ვამბობ გულში. ფიზიკურად ალბათ სულ არაფერი დამეტყობოდა გოგოების მოწყენილი სახეები რომ არა. ბოლს და ბოლოს ჩემმა ქვის გულმაც დათმო პოზიცია და ადამიანური გრძნობებისთვის მომცა გასაქანი. ჯერ გული ამიჩქარდა, მერე მხედველობა დამიბინდდა, საბოლოოდ კი თვალებიდან ცრემლების უზარმაზარმა ნაკადმა წახეთქა. ჩქარი მოძრაობით მომეხვია თაკო მხრებზე, მეც მაშინვე მის კისერში ჩავრგე თავი. განერვიულებული ქეთევანი ზურგზე მეხვევა და ჩემს დაწყნარებას ცდილობს, მაგრამ ყველაფერი ისეთი ადვილი არაა როგორც ერთი სეხედვით ჩანს...

-ანო გვითხარი რა გჭირს რა. შენს გარეშე სულ სხვანაირად ვართ რა._აცრემლებული ქეთო აკანკალებული ხმით განაგრძობს ჩემს დაკითხვას.

"დავიღალე ყველაფრის გულში შენახვით!"

-არ ვიცი რა მოხდა! არაფერი არ ვიცი ქეთო!_ვხვდები რომ მალე ტირილი ბღავილში იზრდება. მოწყვეტილი ხელებით ვცდილობ ცრემლებით დაბინდული თვალების შემშრალებას. -სულ ყველაფერი ასეთი აბურდულია. არ მესმის რა უნდა გავაკეტო ან როგორ უნდა მოვიქცე..
-დაწყნარდი ანო. ნუ ტირიხარ ჩემო ლამაზო_ნაღვლიანი ხმით მანუგეშებს თაკო და თანაგრძნბის ნიშნად მხარზე მადებს თავს.
-იცით როგორ დავიღალე? მართლა არ მესმის რა უნდა ჩემგან. ჯერ თავის სახლში მივყავარ და ძალით მტოვებს იქ. თითქოს ყველაფერი შესანიშნავადაა მაგრამ მერე ამ იდიოტურ კორპორატივე ეს თამთა მოყავს, მაგრამ მაინც არ მანებებს თავს_ცრემლის ბოლო წვეთს საბნით ვიწმენდავ და მუხლებმოკეცილი ვიწყებ ყველაფრის მოყოლას. იქნებ მართლა გამიადვილდეს ყველაფერი თაკოს და ქეთოს რჩევებით. -გუშინ მეორე სართულზე ავედი მეთქი ცოტა ხნით მარტო მინდა ყოფნათქო. აივანზე ვიყავი და გავიგე რაღაცეზე ელაპარაკებოდა ლალის. მერე იმათ დიალოგში ჩემი სახელი მოვისმინე. ლალი რაღაცეზე ეჩხუბებოდა იმას._უჟმურ სახეს ვიღებ "იმის" ხსენებაზე. ვცდილობ გუშინდელი ამბები გავიხსენო, გული რამისაა მკერდიდან ამოხტეს. -მერე რამდენიმე წუთში დაწყნარდნენ და მეგონა ორივე შებრუნდებოდნენ შენობაში მაგრამ ავალიანმა დამინახა. მიხვდა რათქმაუნდა რომ იქ ვიდექი. ვერაფერი ვერ გავიაზრე ის ამომივარდა ოთახში..._სიტყვა ნახევარძე გავწყვიტე როდესაც თვალები ისევ ცრემლებმა ამირიეს. ბურუსიანი მზერიდან მაინც დავინახე თაკოს და ქეთოს აჭრილი სახეები.

-ანა რამე დაგიშავა?! იცოდე ჩემი ხელით მივახრჩობ!_ქეტევანის დაძაბული ხმა რატომღაც ოდნავ სიცილს მანიჭებს სახეზე. გოგოების გაბრაზებული გამომეტყველებაც მალე გაურკვევლობით იმოსება.
-არა ქეთო არაფერი არ დუშავებია, უბრალოდ...._დემეტრეს სიტყვები მიტივტივდება თავში:

<<გგონია ასეთი ადვილია იმ ადამიანის დავიწყება ვის გამოც სოცოცხლეს დათმობდი?>>

სახეზე მაშინვე სიწითლე მაკითხავს, თითქოს ერთი უზარმაზარი ცუნამის ტალღა მეხეტქება სხეულზე.

-ანა?!_თაკოს მოჭუტული თვალები ჩემი აზრების ამოკითხვას ცდილობენ. უცოდველ გამომეტყველებას ვაპარებ მისკენ და თითქოს ქალიც მაშინვე ხვდება ყველაფერს. ცბიერი ღიმილი არტყავს სახეზე.
-ქეთევან! ქეთევან ჩვენი ნანანო შეყვარებულია!_ლოგინიდან წამომხტარი, ქელქი გოგოსავით იწყებს ხტუნვას. გაკვირვებული ქეთევანიც მალევე მოდის გონზე. ამჯერად, უკვე ორი ქალის უაზრო კისკისი აყრუებს პატარა ოთახს.

"ნეტა ასეთი ადვილი იყოს ყველაფერი როგორც ამათ გონიათ"_გულის კუნჭულიდან თავგამოყოფილი ქვეცნობიერი ანა ამბობს უჟმური სახით.

-არ ვიცი თაკო. არ მიყვარს, მართლა არ მიყვარს უბრალოდ... უბრალოდ არ მესმის მისი დანახვისას რა მემართება..._ისევ სიწითლე მივლის სხეულზე.
-თითქოს ტვინი უტვინობაში იკარგება, თითოს გულიში მიწისძვრა აღვივებს ყველანაირ გრძნობას ერთდროულად..._ჩემს სიტყვებს ქეთევანი ამთავრებს და ჩემნაირად გაწითლებული გამოგვყურებს მე და თაკოს.
-მოკლედ ამან და ლევანმა გუშინ თავისი სასიყვარულო ღჯურტულით გამიბურღეს ტვინი!_სიცილით პასუხობს ამჯერად უკვე ლოგინზე წამოკოტრიალებული თაკო და ისევ მე მიბრუნდება. -ანო აი ზუსტად ეგაა სიყვარული. თითქოს დედამიწაზე მხოლოდ შენ და ის ხართ. სულ აღარავინ არ გაინტერესებს. არსებობთ მხოლოდ შენ და ის..._ტკბილი ხმით მეუბნება ქალი. რათქმაუნდა ორივე თავისი გრძნობებიდან გამომდინარე ლაპარაკობენ. მაგრამ ნუთუ მეც ზუსტად ასე ვგრძნობ თავს?

"ასე ვგრძნობ თავს თუ არა?"_კიდევ ერთხელ ვიმეორებ კითხვას.
"ჰმმმ... არა არ გრძნობ."_ვიტყვოდი, ქვეცნობიერი კიდევ ერთხელ ცდილობს სარკაზმის გავრცელებასთქო მაგრამ ამჯერად ძალიან მართალ რამეს მეუბნება.

ასეა. გოგოების მიერ ნათქვამი, ჩემთვის უცხოა. იქნებ, უბრალოდ მგონია რომ ავალიანი ცემტვის სულ ერთია, მაგრამ სულაც არაა ასე?

"ჯერ ჯობია ჩამოვაყალიბო ჩემივე საკუთარი ფიქრები.."

-არ ვიც გოგოებო. არაა ეს სიყვარული, მიჩვევაა. უბრალოდ მივეჩვიე ავალიანის მწვავე გამოხდვებს და ორაზროვან სიტყვებს. უბრალოდ მომწონს ეს ყველაფერი. მაინტერესებს მისი ბნელი მხარე და უბრალოდ მინდა გავიგო ვინაა სინამდვილეში.
-ზუსტად ეგაა სიყვაერრული ანანო! მისი ბნელი მხარე გიზიდავს და გინდა ამ ბნელეთის ზეგავლენის ქვეშ მოყვე..._სკამზე თეხი-ფეხ გადადებული ქეთევანი ღიმილიანი სახით გამომყურებს.
-არ ვიცი რას ნიშნავს ეს ყველაფერი, მაგრამ დღეიდან ავალიანთან არანაირი შეხება აღარ მექნება._სევდა ისევ მერევა ხმაში. ქეთო დაძაბულად წევს ტანს სკამიდან, თაკო გადიდებული თვალებით შემომყურებს. მათი რეაქციის დანახვამ სევდიანად ჩამაცინა. -ყველაზე იდიოტი ქალი ვარ ამ დედამიწაზე!_თავს ვეღარ ვიკავებ. ისევ ცრემლები. დავიღალე, ძალიან დავიღალე. -გ..გუშინ მითხარ რო შენს გამო სიცოცხლეს დავთმობო... _ბღავილით ვამბობ ორიოდე სიტყვას. გული ისევ ამოვარდნას მაქვს. -სულელი ვარ! იცით რა ვუთხარი?!_ტირილიანი ხმის გასაგებად გოგოები ახლოს ჯდებიან ჩემთან და ცდილობენ რამენაირად მაინც დამაწყნარონ. -ვუთხარი რომ არ მინდა შენთან არაფერი საერთო მქონდესთქო. მინდა დამივიწყო და წახვიდე მეთქი! იდიოტი ვარ! ი-დი-ო-ტი!

"რა ჩავიდინე?! ეს რა ჩავიდინე!"

ბღავილის ხმა ნელ ნელა იზრდება. ვცდილობ დავწყნარდე მაგრამ სულ არაფერი არ გამოომდის. ვგრძნობ როგორ მეხუტებიან გოგოები. მალევე ვაცნობიერებ რომ ორივე ტირის ჩემს შემომყურე.

"ხედავ სადამდე მიიყვანე საქმე ანა! დაწყნარდი! ყველაფრის გამოსწოება შეიძლება!"_მკარნახობს ქვეცნობიერი. მეც დამჯერი გოგოსავით ვცდილობ მოვუსმინო და ნელ ნელა გულსაც ვაწყნარებ.

-გოგოებოოო... რ..რა ვქნა ჰა?_სლუკუნით ამობუტბუტებულ სიტყვებს როგორც იქნა ვუყრი თავს და ასეთ თუ ისე ნორმალურ წინადადებაში ვაერთიანებ.
-წახვიდე და უთხრა რომ გიყვარს ანა! გადამრევ. როგორ შეგიძლია იყო ასეთი ფრიგიდული! გამოცოცხლდი გოგო! რით ვერ გაიგე რომ გიყვარს ის ადამიანი! ოფისში რამდნჯერაც არ უნდა გნახო სულ ღრუბლებში დაფრინავ. არ ვიცი მის სახლში რომ დარჩი თქვენს შორის მოხდა რამე თუ არა, მაგრამ იმ დღის შემდეგ სულ შეიცვალე ანა_გამწარებული თვალებით გამომყვირის გაცეცხლებული თაკო. ალბათ ჩემი შეშინებული სახის შემომყურე აცნობიერებს რომ დაწყნარების დროა და სევდიანი ღიმილი მხვევს ხელებს მხრებზე. -ანო ხომ გიზიდავ ავალიანი არა? რატომ ცდოლობ რომ განდევნო? მართალია გუშინ იმ თამთასთან ერთად იყო მოსული მაგრამ რამდენჯერაც არ უნდა მომეკრა თვალი მისთვის სულ შენ გიყურებდა. იცი? რაც ჩვენს ოფისში გამოჩნდი სულ შეიცვალა. ადრე ძალიან ცივი იყო ანა. შენი გამოჩენის მერე სულ სხვა ადამიანი გეგონება. დააფასე ესეც რა._თაკოს ხმა უფრო თხოვნას გავს. ცრემლის ბოლო წვეთი მვარდება თვალიდან. ვცდილობ შედარებით გავამხნევო ჩემი თავი და აბათ გამომდის კიდეც. ჩემი საქციელის გამოსწორებასაც ვუფიქრდები.

"არ ვიცი როგორ ან რანაირად შევძლებ დემეტრეს შემორიგებას მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ მოქმედების დროა!"

***

აბაზანიდან ახალგამოსული ვცდილობ დავალაგო საკუთარი აზრები. მხოლოდ ახლა მახსენდება რომ დღეს კვირაა.

"ანუ ხვალ ორშაბათია.. წესით ხვალე უნდა შევხვედრილიყავით მე და ავალიანი. მაგრამ რატომღაც ეჭვი მეპარება რომ კიდევ მოუნდეს ჩემი ნახვა. ეეეჰჰჰჰ..."_ნაღვლიანი სახით საცოდავათ ვოხრავ. მაგრამ მე რა ანა ერისთავი ვიქნებოდი ყველა პრობლემის გამოსავალი რომ არ მცოდნოდა?!

"გენიოსი ვარ! გე ნი ო სი!"_გახარებული სახით ვიმშრალებ თმებს და აულ რამდენიმე წამში ჩაცმულ დახურული გავყურებ ჩემს თავს სარკეში.

გაინტერესებთ რა მოვიფიქრე არა? მაშ ასე მოემზადეთ!

"დარწმუნებული ხარ რომ ყველაფერი გამოვა?"_თვალებმოჭუტული ქვეცნობიერი ანა დოინჯშემორტყმული გამომყურებს.

"რათქმაუნდა გამოვა!იმედია ხვალ სამსახურში მოვა ავალიანი. და მთავარია ხეპრე დემეტრე ძალიან არ გაჯიუტდეს და კომპრომისზე წამოვიდეს!"

ჩემივე უაზრო აზრები მაბნევენ ამიტომ შედარებით დაწყნარებული ტვინით ვცდილობ თავიდან შევუდგე ფიქრს.

ესეიგი აი რა მოვიფიქრე: ხვალე მაინც ხომ უნდა შევხვედრილიყავით მე და დემეტრე? ჰოდა ამჯერად მე გადავდგავ პირველ ნაბიჯს. ორშაბათობით გვიანობამდე რჩება ხომე ოფისში ამიტომ იქ მოვუხერხებ რამეს.

"მთავარია გაიგოს, სინამდვილეში რას გრძნობ მის მიმართ!"

რას ვგრძნობ? სიყვარულს ხალხო! სიყვარულს, რომლელსაც ამჯერად ჭკუიდან გადავყავარ, და იმავე სიყვარულს რომელიც ჩემს, სულ ყველაზე სულელურ იდეებზეა პასუხისმგებელი!

"ჰო, ჰო...მიყვარხარ დემეტრე ავალიანო!"

***


სულ რამდენიმე ხანში უკვე ჩაცმულ დახურული მივქრივარ კიბეებზე, მისაღები ოთახისკენ სადაც ყველას მოუყრია თავი. მესმის როგორ იცინიან ხმამაღლა რაღაცაზე და ხალისიანი ხმით კამათობენ.

კიბის ბოლო საფეხური როგორც იქნა ჩავდგი და ვეცადე რაც შეიძლებოდა სულ ერთია სახე მიმეღო. მაგრამ ალბათ იმდენად გახარებული ვარ ჩემი საკუთარი იდეებით და დემეტრეს სიყვარულში აღიარებით საკუთარი თავის მიმართ, რომ ეს ყველაფერი სახეზე უზადოდ აღმებეჭდება. გაკვირვებული სახით შემომციცინებენ თავისი კავალერების მკლავებში ჩახუტებული ქეთო და თაკო. სპორტულებში გამოწყობილი ილია სავარძელში ზის და გახარებული გამომეტყველებით შემომყურებს. თვალებს კუთხეში, დივანზე მჯდარი ორი ხელგადახვეული სხეულისკენ ვაპარებ. გული წამიერად მიკვდება როდესაც ჩემი თვალები დემეტრეს ვნებიან მზერას აფიქსირებენ. მის გვერდით მჯდარი თამთა კრუსუნით იტუზება მის მკლავებში და არანაკლებ სასიამოვნო გამომეტყველებით ანათებს არემარეს.
წამის მეასედში გაბოროტებულად ვნებიანი მზერა მეჩეხება სხეულზე. ცხელი ტალღა რატომღაც სასიამოვნოდ მივლის ტანზე და კანზე მაშინვე ჟრუანტელი მაყრის. ვცდილობ დემეტრეს მზერა არაფრად ჩავაგდო მაგრამ რატომრაც დიდად არ გამომდის. მის ყოველ გამოხედვაზე გული საგულედან ქუდმოგლეჯილივით ვარდება.

-სად გაქრი გოგო გუშინ? ვიფიქრე ცუდათ ხო არაა თქო_თვალებმოჭუტული სახით მეუბნება თაკოსთან მოკალათებული მათე.
-არა, ძალიან კარგად ვგრძნობდი თავს_თავაზიან ღიმილს ვურტყავ. თვალებს მალულად ვაპარებ დემეტრესკენმაგრამ ისევ მის საზარელ თვალებს ვაწყდები. ამჯერად, სიცივე არსასიამოვნოდ მივლის ორგანიზმში.
-ვიფიქრე ილია სადმე ხომ არ გაგვეყვანა დღესთქო._კითხვით სავსე ხმით ამბობს ლევანი. როგორ მეზარება ეს ყველაფერი რა...

"სახლში მინდა..."

-აუ მე უნდა წავიდე ხალხო რა. კატო მარტოა მთელი დღე._ დის მარტოობას ვიმიზეზებ. არადა ხომ ვიცი ჩემს დაიკოს ახლა სახლში სამოთხე აქვს მოწყობილი. ძალიან არ მინდა აქ დარჩენა და დემეტრეს ყოველი ბოროტული გამოხედვისგან ტანჯვა. ჯობია ყველაფერს ხვალ მივხედო...

"მართალია. ხვალ მივალ მასთან, სამუშაო საათების დამთავრების შემდეგ და საულ ყველაფერს ვეტყვი!"_დამძიმებული სხეული მალევე სიხარულით მევსება რატომღაც. უბრალოდ ვხვდები რომ საჭიროა იმ ადამიანისთვის ბრძოლა ვის გამოც "სიცოცხლის ბოლო წვეთს დატმობდი". დემეტრეს სიტყვები მახსენდება რატომრაც და სახეზეც პატარა ღიმილი მიელვებს.

"დარწმუნებული ვარ ყველაფერი კარგად იქნება. ყველაფერი დალაგდება..."

-ძალიან აუცილებელია შენი წასვლა ანო?_ვითომდა მოწყენილი სახით მეუბნება ლევანის მკლავებს მოხვეული ქეთევანი. არადა ხომ ვიცი მაჭანკლობას ცდილობს ახლა!
-კი ქეთევან აუცილებელია!_თვალების ბრიალით ვუბრუნებ პასუხს. ისიც მალევე ხვდება რომ ჩემს აქ დარცენას აზრი არ აქვს ამიტომ ბრძლის გარეშე ნებდება.

-კარგი მაშინ მე გაგიყვან ანანო._სევდიანი ხმით მეუბნება თაკო და ასადგომად ემზადება როდესაც მამაკაცის ხმა აჩერებს
-თაკო ჯობია შენ მათესთან დარჩე. ანას მე გავიყვან.._სერიოზული ხმით ამბობს სავარძელზე მჯადარი ილია რომელიც სავარაუდოთ თვალს წამითაც არ მაშორებდა. სახეზე ოდნავი სიწითლე მივლის მაგრამ მეორე წამს, მამაკაცის გაღიმებული გამომეტყველების დანახვისას ყველაფერი მავიწყდება...ერთის გარდა. უნებურად ვიხედები კუთხეში მჯდარი, დაძაბული სხეულისკენ რომლის გაშავებული თვალები სულამდე ატანენ და გულში შიშის უზარმაზარ დოზას მინედგავენ...

***

დაახლოებით ორმოც წუთიანმა მგზავრობამ ძალიან წყნარად ჩაიარა. ამ დროის განავლობაში ილია წამითაც არ გაჩერებულა. რაც სხვათაშორის ძალიან მომწონს! მისი სასაცილო ისტორიების მოსმენა მეც ძალიან მახალისებს, ჰოდა ავტომობულშიც მხოლოდ ჩემი უაზრო სიცილი თუ ისმის. რამდენჯერმე დავინახე როგორ გამომხედა საჭესთან მჯდარმა მამაკაცმა თბილი მზერით და ოდნავი ღიმილით ჩაიცინა. სხვა რომ ყოფილიყო ალბათ უსიამოვნოდ შევიშმუშნებოდი მაგრამ ახლა ამის დრო სულ არ მაქვს. დემეტრეს იგნორის მოუხედავათ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ.

-მოვედით ანა_სევდიანი ხმით მითხრა ილიამ და ჩემს მიერ მისწავლებულ მისამართზე გააჩერა. -აუცილებელი იყო შენი წამოსვლა?_ისევ ნაღველი შეეპარა მის ტონს. მისი მოწყენილი, უზარმაზარი თვალების დანახვამ რატომღაც ღიმილი მომგვარა.

"რა საყვარელია!"_გაკრეჭილი სახით მეუბნება ქვეცნობიერი და ილიას პატარა ბავშვივით ნაწყენი სახით აგრძელებს ტკბობას.

პასუხს არ ვცემ. უსიტყვოდ გადავდივარ ავტომობილიდან და გაღიმებულ სახეს ვატრიალებ მისკენ.

-მადლობა ილია. იმედია კიდევ გნახავ._ჩემივე საკუთარი ტონი რატომღაც ზედმეტად ცივი მგონია ამიტომ ვცდილობ ქალური კისკისით განვმუხტო სიტუაცია.
-შეხვედრამდე ანა..._თვალებმოჭუტული, ვნებიანი მზერით მაცილებს სადარბაზომდე, შემდედ კი ჩქარი მოძრაობით წყდება გზას და სპორტული ავტომობილის დამაყრუებელი ხმით იკარგება ჰორიზონტზე.

***
10:00

ორშაბათი. დღე რომელსაც გუშინდელის მერე მოუთმენლად ველოდებოდი. დღეს ყველაფერი ნათელი გახდება.
არ ვიცი როგორ ან რანაირად მივეჩვიე ასე მალე დემეტრე ავალიანს. ქეთო და თაკო ამბობენ ეს სიყვარულიაო. ნამდვილად არ ვიცი ასეა თუ არა, მაგრამ ვიცი რომ დემეტრე საშინლად მიზიდავს. და დარწმუნებული ვარ რომ ამ მიზიდულობისთვის უნდა ვიმოქმედო და ჩემი სულელური გამოხტომის შემდეგ, კორპორატივზე, რამენაირად მაინც შემოვირიგო ჩემი ავალიანი!

გუშინ, ილიას გამოცილების შემდეგ პირდაპირ სახლში შევიყუჟე. კატო მეგობრებთან ერთად ყოფილა კინოში გასული ამიტომ თითქმის მთელი დღის განმავლობაში მარტოობით ვტკბებოდი. ნუ მოლედ, გუშინ არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა.

მაგრამ აი დღეს უნდა ველოდოთ სიუჟეტის განვითარებას ჩემსა და დემეტრეს შორის!

***
14:00

ოფისისკენ მთელი სიხარულით მივქროდი დილით. ეხლა ჩემს პაწაწუნა კაბინეში ვზივარ და შესვენებით ვტკბები. ჩაის ჭიქაზე ვითბობ გაყინულ ხელებს და მოუთმენლად ველოდები სამუშაო საათების დამთავრებას.

***

16:45

თაკოსთან ჭორაობის შემდეგ, ჩემთვის ძალიან ცუდ ამბავს ვიგებ. დმეტრე არ მოსულა ოფისში დღეს...

"ნუთუ ყველაფერი წყალში ჩამეყრება?"

***

17:05

<<ანო მოვიდა! ამწუთას დავინახე მათეს კაბინეტში>>
თაკოს მესიჯი იმედს მიბრუნებს.

"ყველაფერი კარგად იქნება ანა!"_მეუბნება ქვეცნობიერი.

იმედია...

***

20:00

შენობა ფაქტიურად ცარიელია. მხოლოდ პროგრამერები დარჩნენ მეცხრამეტე სართულზე. თაკომ კიდევ ერთხელ მომწერა. თურმე მათეს გაუყვანია სახლში. ისიც მითხრა რომ დემეტრე თავის კაბინეტში გამოიკეტა და რამდენიმე საათი არ გამოსულაო. დარწმუნებული ვარ ეხლაც იქაა. ამიტომ შესანიშნავი მომენტია რომ მივიდე მასთან და ბოდიში მოვუხადო ჩემი იდიოტური საქციელის გამო. და საერთოდაც, ვუთხრა თუ რას ვგრძნობ სნამდვილეში მის მიმართ!

ლიფტში შესვლაზე რათქმაუნდა ისევ უარი ვთქვი, ამიტომ ახლა ფეხების კანკალით მივაბიჯებ კიბეებზე. გული რამისაა მკერდიდან ამოხტეს. არა იმიტომ რო დემეტრეს ნახვა მაშინებს. პფფ რა სისულელეა. უბრალოდ საშინლად დამღალეს ამ იდიტურმა, უთვლელმა კიბეებმა!
ქოთქოთით ავიარე ბოლო საფეხური და როგორ იქნა მივაღწიე სასურველ სართულს, ოცდამეოთხე სართულს, სადაც დემეტრე თავის უზარმაზარ კაბინეტში ახლა მარტოა გამოკეტილი. გულიც ნელნელა იწყებს გუგუნს.

"დავბრუნდე? იქნებ არ ღირს მისი ნახვა?"_ტუჩს ყოყმანის ნიშნად ვიკვნეტ და კაბინეტის კარების წინ გაქვავებულივით ვჩერდები.
"გადაირიე ანა?! წახვალ და ყველაფერს ეტყვი!"_ქვეცნობიერი რათქმაუნდა ყვირილით მომმართავს და ხელს მკრავს შემდეგი ნაბიჯის გადასადგმელად.

"ეჰჰ.. რადგან მოვედი, ბარემ ბოლომდე მივყვები ამ ყველაფერს.."

აკანკალებულ ხელს ურდულს ვადებ. საბოლოო, ჰაერის ღრმა ყლუპს ვუშვებ ფილტვებში და შედარებით მომატებული თავდაჯერებულობით ვარებ უზარმაზარ კარებს.

"სიწყნარე! მთავარია სიწყნარე ანა!"

-დემეტრე ლაპარაკი მინდ..._ წამის მეასედში სისხლი ყინულს ემსგავსება. აგუგუნებული გული ფეთქვას ანელებს. ტვინი ბურუსით იფარება.

მამაკაცის ძლიერი სხეული მაგიდაზე შემომჯდარ ქალს ებჯინება და უკან გადახრილ ყელს მადიანად უკოცნს. ხელებს შიშველ წელზე მომთხოვნად უფათურებს და ცხელი ანაბეჭდების კვალს უტოვებს. ქალის ოდნავი კრუსუნიც ექოს სახით გაისმის უზარმაზარ ოთახში.

"თამთა..."

დემეტრეს ზურგზე ხელები ძლიერად შემოუხვევია. თხელი, აბრეშუმის პერანგის ჩახსნილი ღილებიდან ბოუსტჰალტერი მოუჩანს. ჩემი დანახვისას ქალის სახე ჭარხალს ემსგავსება. როგორც ჩანს ნამდვილად მოულოდნელ დროს გამოვჩნდი.
მაგრამ აი დემეტრესთვის ეს შედარებით ადვილი საკითხია. ქალის სხეულს ზანტი მოძრაობით ცილდება და მაგიდის კიდეს, ხელებ გადაჯვარედინებული ეყრდნობა. მისი სადისტური ღიმილი ტანზე არასასიამოვნოდ მივლის. პერანგის ჩახსნილი ღილებიდან მადისაღმძვრელი სხეული მოუჩანს, ოდნავ აწეწილი თმა კი ქაოსურა აყრია შუბლზე. მისი აჩქარებული სინთქვიდან გამომდინარე როგოც ჩანს ძალიან "ცხელი საქმით" იყვნენ დაკავებულნი.

-რამე გნებავთ ქალბატონო ანა?_თვალებმოჭუტული მამაკაცი სახეს ატრიალებს ჩემსკენ. მხოლოდ ახლა ვიაზრებ თუ რა სულელი ქალების რიცხვს მივეკუთვნები! ალბათ გულში დანა რომ ჩამარტყან სისხლის წვეთიც არ წამოვა. გაშეშებული ვდგევარ კარებში და გადიდებული თვალებით გავყურებ ხან ანერვიუებულ თამთას ხანაც დემეტრეს ცინიკურ ღიმილს.

-დემეტრე მე...მე წავალ!_თამთას აკანკალებული ხმა ბუნდოვნად ჩამესმის ყურებში. შედარებით მოწესრიგებული ქალი ელვისებური სისწრაფით მივლის გვერდს და ოთახსაც მალევე ტოვებს.

მეე? მე ისევ ძეგლივით გაშეშებული ვდგავარ დემეტრეს წინ და თვალსაც ვერ ვაცილებ. ბოლოს როგორც იქნა ვახერხებ არეული წინადადებისთვის თავის მოყრას და დაბნეული ხმით ვცდილობ პასუხის გაცემას.

-მაპატიეთ ბატონო დემეტრე, არ მეგონა თუ დაკავბული იყავით_თვალების არიდებით ვეუბნები. გულის ფანცქალით ვტრიალდები და აბურდული ნაბიჯებით ვტოვებ ოთახს, მაგრამ ძლიერი ბიძგი მაჩერებს ადგილზე.

-ანა..._მისი ვნაიანი ხმა ყურებში სასიამოვნობ ჩამესმის მაგრამ ამინც,
ბრაზის უსასრულო ტალღა მარტყავს. უხეში მოძრაობით ისევ ვტრიალდები უკან. დემეტრეს მტევანი მთელი ძალით ჩამბღაუჭებია მაჯაში, თვითონ კი გამჭოლი მზერით მაკვირდება სახეზე. უსიტყვოდ გავყურებ საზარელი თვალებით. მისი გამომეტყველება არანაკლებ დაუნდობელი მეჩვენება.

"გონია ამის შემდეგ კიდევ მე მოვუხდი ბოდიშს? იოცნებე ავალიანო!"

მომენტალურად ვითავისუფლებ თავს მისი ტორებიდან და უკანმოუხედავად ვტოვებ ოთახს...

***

გულაჩქარებული ვცდილობ გზა გავიკვლიო ქარიან ამინდში. "ეს პი აიდან" გამწარებული გამოვიქეცი. ტირილი მინდა. ძალიან მინდა მაგრამ ვერ ვტირივარ. ერთი წვეთი ცრემლიც არ მადგება თალზე...

"დავიღალე ამ ყველაფრით... და ვი ღა ლე! რატომ მაინცდამაინც მე ჰა? არ შეიძლებოდა ნორმალური, წყნარი ცხოვრება მქონოდა?!"

იმ იდიოტრუ ჩიხში სულ არაფერი რომ არ მომხდარიყო ავალიანსაც არასდროს არ გადავეყრებოდი! არას-დროს!

გაცეცხლებულ ტანს ქუჩაში ნელი მოძრაობით მივათრევ. ალბათ უნდა მწყინდეს ან რაიმე ამდაგვარი მაგრამ სულ არაფერს რომ არ ვგრძნობ? ნუ ბრაზის გარდა. და ესეც მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ ძალიან სულელი ქალი ვარ. არ ჯობდა დავტეულიყავი ერთ ადგილას? მითუმეტეს მეთვითონ არ ვუთხარი დემეტრეს შენთან არაფერი საერთოს ქონა არ მინდა თქო?

-ანა!_მანქანის მუხრუჭის ხმა ცარიელ ქუჩას მომენტალურად აყრუებს. უხეშად ვატრიალებ ტანს უკან და მაშინვე შავ თვალებს ვაწყდები.
-ილია? აქ რას აკეთებ?_გაკვირვებული გავყურებ ავტომობლიდან გადმოსულ მამაკაცს რომელიც ღიმილიანი სახით მიცქერის.
-შუადღისას თაკოს შევხვდი რაღაც კონფერენციაზე და მითხრა რომ გვიანობამდე რჩებოდი დღეს ოფისში. ვიფიქრე გავუვლითქო._ოდნავთვალების არიდებით მითხრა და კეფა მოიფხანა.

"ამ კაცის საყვარელი ხასიათი გადამრევს!"_სიცილით მეუბნება ქვეცნბიერი.

ილიას გაღიმებული სახის შემყურე შედარებით კარგ ხასიატზე მოვდივარ მაგრამ სულ რამდენიმე ხნის წინ მომხდარი ამბავი თავიდან მაინც არ ამომდის...

***

ვზივართ კაფეში. ილია ისევ სასაცილო ისტორიებს მიყვება და ჩემს გამხიარულებას ცდილობს. უსიტყვოდ ესმის რომ ვერ ვარ ხასიათზე.

-ანა რა გჭირს? მოწყენილი მეჩვენები._სევდა ეპარება მის ხმასაც.
-არაფერი ილი უბრალოდ დავიღალე, დღეს გადატვირთული დღე მქონდა ძალიან._იდაყვებით ვეყრდნობი მაგიდას და თავს ჩაბნელებული ქუჩისკენ ვატრიალებ
-ანუ გინდა თქვა რომ შენი "დაღლილობა" და ავალიანი სულ სხვადასხვა საქმეა არა?_ნაღვლიან ღიმილს აპარებს ჩემი გადიდებული თვალებისკენ

"რაოოოოოო?!"_ფეხზე წამომხტარი ქვეცნობიერი პირდაღებული მეკითხება. მეც გაკვირვებულად გავყურებ ჩემს მოპირდაპირებ მჯდომ ილიას.

-მისი მზერის და შენი დაბნეულობის იგნორირება ძნელია._ისევ სევდიანი ხმა ამოსდის ყელიდან. პასუხს არ ვცემ. მოწყენილად ვაპარებ თვალებს მისკენ და ჰაერს ღრმად ვუშვებ ფილტვებში. -ნუ ხარ მოწყენილი რა.
-არ ვარ მოწყენილი ილი, უბრალოდ ყველაფერი ასეთი აბურდულია._თვალების არიდებით ვამბობ ორიოდე სიტყვას.
-მოკლედ, აღარ გვინდა მოწყენილობა_შედარებით მხიარული ხმით მეუბნება მაინც სევდამორეული ილია და ძალას იკრეფს რომ უფრო ხალისიანი გამოჩნდეს.

***

მოწყენილბა როგორც იქნა ზურგს უკან მოვიტოვეთ. ცოტა ხნით კარაოკე ბარში შევირბინეთ და რამდენიმე ჭიქა კონიაკის შემდეგ ვიცეკვეთ კიდეც. ილიას ალკოჰოლის პატარა კვალიც არ ეტყობა, მაგრამ აი მე კარგად ვარ შეზარხოშებული. დემეტრეს გახსენება ისევ გულს მიჩქარებს მაგრამ მაინც ვიცინი უაზროდ.

"უი უი...თავი მტკივააა!"

წამის მეასედში მეხვევა თავბრუ და თავზე ხელის მიდებით ვაგებინებ ილიას რომ ვერ ვარ კარგად.

***

-ეჰ ანო, შენ ამის მერე წვეთი ალკოჰოლიც არ უნდა მოგაკარო!_ხმამაღალი სიცილით ამობობს მამაკაცი და ცდილობს სადარბაზოს კიბეებზე ამიყვანოს. ჩემი თავის ლანძღვით ვადგავ ყოველ მორიგ ნაბიჯს.

"დებილი ვარ! არაა ჩემი სტიქია ეს დალევა და რა მინდოდა ნეტა!"

-ეს ერთი კიბეც. აი მოვედი ანო! დაგვადგა საშველი!
-კარგი რა, შენ მაინც ნუ დამცინი!_დაბღვერილად ვუყურებ მაგრამ მეორე წამს მეც სიცილი მიტყდება. -მადლობა რომ მომიყვანე ილი._ტანჯული ღიმილით ვეუბნები მომცინარ მამაკაცს რომელიც მოჭუტული თვალებით გამომყურებს.
-ანა დარწმუნებული ხარ რომ უკეთ გრძნობ თავს? რაიმე წამალი ხომ არ გვეყიდა?_მზრუნველად ამბობს და ჩემი ბინის ჯარების გაღებაში მეხმარება.
-არა ილია კარგად ვარ._ღიმილით მივმართავ ცოტათი აფორიაქებულ მამაკაცს და სახლის კარებს ფართოდ ვაღებ -არ შემოხვალ?
-არა ანა. სხვა დროს იყოს. ჯობია დაისვენო_ისევ მიღიმის და მზრუნველად მკოცნის შუბლზე. სხვა მამაკაცისგან რატომღაც ასეთ საქციელს არ მივიღებდი და ალბათ არც მესიამოვნებოდა მაგრამ ილიასთან სულ სხვანაირად ვგრძნობ თავს, უფრო თავისუფლად და გახსნილად...

***

ღამდენიმე წუთში უკვე შედარებით გამოფხიზლებული ვზივარ კატოს ლოგინზე და მის სასაცილო ბუზღუნს ვუსმენ. თურმე მის სკოლაში ფორმა გამოუცვლიათ და დიზაინი არ მოსწონს ქალბატონს.

-რა გინდა ჩემი აზრით ძალიანაც ლამაზია._თვალიერებით ვუყურებ სარკესთან მოტრიალე, ფორმაში გამოწყობილ კატოს. მოკლე ნაცრისფერი კაბა და თეთრი პერენგი ძალიან უხდება ერთმანეთს. ზემოდან მუქი ლურჯი კოსტუმი აქცს მოცმული და ამავე ფერის პატარა ბაფთა უკეთია ყელზე. როგორც უკვე მოგახსენეთ ჩემი დაიკოს ახალი სკოლა რაღაც ცვლილებებს გადის, ჰოდა ეს სასკოლო ფორმაც ერთ ერთია.
-კარგი რა ანა, ნახე რას გავს!_დაჯღანული სახით გაჰყურებს ქალბატონი სარკეს.
-მე ძალიან მომწონს. წინას მაინც ხომ ჯობია_ლოგინზე მიგდებულ სხვანაირ ჩასაცმელს ვიღებ და გულმოდგინედ ვათვალიერებ
-არა ეგ ჯობდა. მაგაში უკეთესი ფერებია!
-მოკლედ ესეთი წუნია როგორ ხარ ადამიანო._ვითომ ბუზღუნით ვეუბნები ტანსაცმლით უკმაყოფილო კატოს.
-აი მოდი შევადაროთ და ნახავ რომელი უფრო ლამაზია! შენ ეგ ჩაიცვი და ვნახოთ._ეშმაკური სახით გამომყურებს კატო და მეორე ფორმისკენ მიმითითებს. მეც თვალების ტრიალით გავყურებ ქალბატონს.

"ჰმმ, რატომაც არა. თანაც ეს სასკოლო ფრმა წამით მაინც გამომაჩენს უფრო ახალგაზრდათ!"_სიცილით ვეუბნები ჩემს თავს. პფფფ, არადა მეც ეხლა სამოცი წლის ქალი არ ვიყო რა.

რამდენიმე წუთში სასკოლო მოკლე კაბასა და თეთს პერანგში გამოწყობილი სარკის წინ ვდგევარ და დამკვირვებელის მზერით გავყურებ ჩემს თავს.

-აი ნახე, ეგ ფორმა უკეთესია! ეს კიდე რას გავს!_ჩემსკენ მიუთითებს ეკატერინე და თავისი ტანსაცმლის შემხედვარე ისევ იჯღანება.
-კატო იცი რას გეტყვი, ნუ ხარ უჟმური რა!_სიცილით გავყვირივარ ქალბატონს და მის მიერ ნასროლი ბალიშის აცილებას ვცდილობ.
კორიდორისკენ გავარდნილი კატო თავისი მოულოდნელი მოქმედებით გულს მიხეთქავს. მხოლოდ ახლა ვაცნობიერებ რომ კარზე ზარი ყოფილა.

-ვა ეს ვინ მოსულა!_ოთახიდან ოთახში ბუნდოვნად მესმის ვიზე ამბობს ეკატერინე თუმცა მალევე ვაცნობიერებ რომ ქეთო და თაკო იქნებიან. -ანაააააააა! მოდი მალე!_ჩემი დის ღრიალიდან გამომდინრე ნამდვილად ჩემთან არიან მოსულები. საბოლოოდ ვავლებ თვალს ჩემს ანარეკლს სარკეში და მოკლე კაბის ფრიალით მივდივარ მისაღებისკენ.

მაგრამ მე ხომ ბედი აქაც არ მწყალობს! ოთახში გასულს ნაბიჯი ერთ ადგილზე მეყინება როდესაც ტასოს ვაწყდები. მაგრამ აქ არაა პრობლემა. პრრობლემა მის გვერდით მდგარ მაღალ მამაკაცშია, რომელიც მწვავე მზერით მათვალიერებს.

-ანო, კატო დღეს ჩემთანაა დაპატიჟებული! ასე რომ უარი არ მიიღება! იძულებული ხარ რომ გამოუშვა!_სიცილით მეუბნება ხუჭუჭა ტასიკო.
-ვსო ანო მივდივარ გასამზადებლად!_კისკისით მირბიან გოგოები ოთახისკენ და მტოვენებ ასე გაყინულს ერთ ადგილზე.
-ვიფიქრე მარტოებმა უნდა დავილაპარაკოთთქო.
-შენთან არაფერი არ მაქვს სალაპარაკო._ცხვირ აბუზული ვპასუხობ მამაკაცს, შემდეგ კი ზურგს ვაქცევ. მაგრამ ისევ მიჭერს მკლავზე და თავისკენ მატრიალებს.
-დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი გაქვს სათქმელი ანა_ცბიერად მეუბნება და კიდევ უფრო მიზიდავს თავისკენ.
-დემეტრე რა გინდა ჩემგან? აღარ ვიცი, მარტლა აღარ ვიცი რას ელი ჩემგან._გაცეცხლებულად ვეუბნები ავალიანს და მისი ხელისგან ვთავისუფლდები. ამ დროს გამზადებული გოგოებიც გამოდიან ოთახიდან.
-მოიცა ვერ გავიგე ეხლა, სად მიბრძანდებით თქვენ?_დემეტრეს ბრაზს გოგოებს ვაფრქვევ, რომლებიც გაკვირვებულად გამომყურებენ.
-კარგი რა ანა, ნუ ხარ ასეთი უჟმური. წავიდნენ გაერთონ._საუბარში ავალიანი ერევა ცბიერი ტონით და ასევე ცბიერად გამომყურებს.
-ჰო ნანანო რა. ნუ ხარ ასეთი!_კატო ავალიანს მაშინვე უჭერს მხარს. მოკლედ გადამრევს ეს ხალხი რა!
-მორჩა წავედით! ლევანი გველოდება დაბლა მანქანით._ კარებისკენ ხელჩაკიდებული მიათრევს ტასო კატოს. წამიტ ჩერდება და დემეტრეს გამოყურებს გადიდებული თვალებით. -შენ არ მოდიხარ?
-არა. ქალბატონ ანასთან მაქვს საქმე._ცბიერ თვალებს არ მაცილებს ავალიანი ისე პასუხობს კარებში მდგარ გოგოებს.
-ოკუნა. აბა ჰეთ და აბა ჰოთ!_საყვარლად ამბობს ტასო, შემდეგ წამს კი კარების უკან უჩინარდება კატოსთან ერთად.

"ესეც ასე. დავრცით მარტო მე და ეს მხეცი"_ბოროტად გაყურებს ავალიანს ქვეცნობიერი მაგრამ მაინც დორბლებს ყრის მისი ვნებიანი თვალების დანახვისას.

-დემეტრე წადი. არ გვაქვს არაფერზე სალაპარაკო ჩვენ.
-მშია. საჭმელად რა გვაქვს?_ ჩემს ცხვირ აბუზულ ხელებგადაჯვარედინებულ პოზას აიგნორებს და სამზარეულოსკენ მიდის ნელი ნაბიჯებით. სიტყვა <<გვაქვს>> რატომრაც სასიამოვნოდ მეფინება ყუზე.

"ჰა ჰა...ჩვენ..მე და დემეტრე...ჩვენ"_გული რატომღაც მილბება მაგრამ ვცდილობ მაინც ჩემი პოზიცია დავიკავო.
"ასეც უნდა ამ ტირან დესპოტს! გონია მისი ერთი ჩაცინება და მორჩა, დამავიწყდა ყველაფერი?"

-დემეტრე! გამაგებინე რა გინდა ჩემგან!_ყვირილით გავძახე სამზარეულოში მაგრამ მეორე წამს ვინანე კიდეც. სულ რამდენიმე დახამხამებაში, ოთახიდან გამოსული მამაკაცი კედელს მაკრავს და გამჭოლი მზერით მაკვირდება თვალებზე, თუჩებზე, ყელზე...
-თქვენ მინდიხართ ქალბატონო ანა. მინდა სამუდამოთ ჩემი იყოთ. ჩემი გახდეთ. ჩემი გერქვათ..._აღგზნებული ავალიანი ტუჩებს კანზე დააცოცებს და ღრმად ისუნთქავს ჰაერს.

"მმმმმმმ"_მის მკლავებში გატრუნული ქვეცნობიერი სასიამოვნოდ კრუსუნებს და დემეტრეს სითბოს შეგრძნებას ცდილობს.

-მე არ ვარ რაიმე საგანი რომ შენი მერქვას!_ვუარყოფ მე. არადა როგორ ინდა რომ მხოლოდ მისი ვიყო, ის კი ჩემი. მხოლოდ ჩემი... ცინიკურად ჩაიცინა, რთქმაუნდა იცის რომ ჩემი სიტყვები რეალობას არ მიეკუთვნებიან
-ჩემო ანა... ჩემო ჯიუტო ანა..._ღიმილით ამბობს მამაკაცი. მის მკლავებში გატრუნულს ვხვდები როგორ მევსება ცრემლებით თვალები. გული გამალებით იწყებს ცემას
-დემეტრე რატო მექცევი ასე? იცი როგორ მინდოდა შენთან ლაპარაკი ოფისში? შენ კიდე იმ გოგოსთან იყავი. რატომ მიკეთებს ამას, ჰა?_ პატარა ბავსვივით ატირებულს, ალალი სიტყვები ამომდის გულიდან. დაბინდებული მხედველობიდან მაინც ვამცნევ როგორ სევდიანად იღიმის ავალიანი. გულში რაღაც მწყდება.
-დამცინი ხომ?_ტირილს ვუმატებ. მაგრამ მალევე ვპოულობ სიწყნარეს მის ჩახუტებაში.
-ჩემო ანანო, იცი როგორ მიყვარხარ? იცი როგორ ძალიან მიყვარხარ ანა?_ღიმილით ამბობს დემეტრე და ჩემი ლოყების დაკოცნვას აგრძელებს

"მოიცა მომეჩვენა თუ ეს სიტყვა მართლა თქვა? მიყვარხარო?!"

გაკვირვებულ სახეს ვანთებ მამაკაცს. თვალებიდან ცრემლების აკადი ისევ არ წყდება.

-ჰო ანა. ვერც კი გავიგე ისე შემოიჭერი ჩემში და ეს უვარგისი გული სულ ერთ წამში წამარტვი_სიცილით ამბობს დემეტრე. მისი ბედნიერი სახის დანახვისას ცრემლები თითქოს უკვალოდ ქრება. მკერდის არცხენა მხარეს რაღაცას უაზროდ გააქვს გუგუნი. ვენები დიდდება და ადუღებული სისხლი ტვინამდე ასხავს.
-კი მაგრამ შენ თამთასთან რომ იყავი?_ხელისგელებით ვიწმენდ ცრემლიან თვალებს და ბავშვური გამომეტყველებით გავყურებ ჩემს წინ მდგარ მამაკაცს, რომელიც ტუჩებს ჩემს შუბლზე დააცეცებს.
-გაბრაზების ჯავრი ვინმეზე მაინც ხომ უნდა მეყარა_სიცილით მეუბნება და ცრემლის ბოლო წვეთს მაშორებს თვალიდან.
-ჩემს მაგივრად თამთას ეჩხუბე?_ისევ უცოდველი ბავშვივით გავყურებ

"გააჩნია <<ჩხუბში>> რას გულისხმობ ანა"_დაცინვით ამბობს შედარებით თავდაჯერებული ქვეცნობიერი.

-ჰო ძალიან მაგრად ვეჩხუბე_ღიმილით გამომყურებს დემეტრე. წელზე შეხებას ვგრძნობ, რომელიც ნელ ნელა ბარძაყებისკენ მიცურავს.სასიამოვნო ჟრუანტელი მაყრის კანზე. უნებურად მვარდება გაუგებარი კვნესა ყელიდან, მაგრამ დემეტრეს არამგონია რამე გამოეპაროს. ვხედავ როგორ ინთება მის თვალებში მწვავე ცეცხლი. სხეული წამიერად მეძაბება მისი გაშავებული თვლების დანახვისას. -იცი? ეხლა მინდა შენც გეჩხუბო და ძალიან მაგრად დაგსაჯო ჯიუტობის გამო._თვალების ციმციმით მათვალიერებს ტავიდან ფეხებამდე. სახე წითელი საღებავით მეფარება.
-მერე რაღას უცდი?_თავდახრილად ვპასუხობ და ხელებს მისი მკლავებისკენ ვაცეცებ
-მაგიჟებ!_წამის მეასედში ზურგზე ძლიერად მხვევს ხელებს. ტუჩებზე გემრიელ შეხებას ვგრძნობ რომელიც თანდათან ყელისკენ მიცოცავს. ოთახხს ისევ ჩემი კრუსუნი ავსებს. წამიერად მაშორებს ტუჩებს დემეტრე და გამჭოლად მაკვიდება სახეზე.
-დარწმუნებული ხარ? არ მინდა გეგონოს რომ შენგან მხოლოდ სექსი მინდა._მისი ათრთოლებული ხმიდან გამომდინარე ძლივს ძლივობით ცდილობს ვნების დაოკებას.
-თუნდაც ასე იყოს. მე ამჯერად მხოლოდ შენ მინდიხარ ავალიანო._უხეშად ვაპარებ ხელებს მის კისრისკენ და ჩქარი მოძრაობით ვიზიდავ ჩემსკენ.
-ჯანდაბა ანა!_მხეცივით მოვარდნილი მამაკაცი კედელს ოდნავ მაჯახებს. მეც მაშინვე მაზოხისტური სიამოვნება მივლის კანზე.

არ ვიცი როგორ ან რანაირად, მაგრამ თვალის ერთ დახამხამებაში ჩემს საძინებელში ვყოფთ თავს. ხელებს წელზე მთელი სიამოვნებით აფათურებს და სადისტურად მკბენს კანზე. კბენისგან გამოწვეული ყოველი ახალი ტკივილი გემრიელი კოცნით იფარება.
ლოგინის კიდეზე ჩამომჯდარ დემეტრეს მუხლებზე მოკალათებულს, ვნებიანი კრუტუნი მვარდება ყელიდან. უეცრად მაშორებს ტუჩებს და ფეხზე მაყენებს. გადიდებული თვალებით აგრძელებს ჩემს თვალიერებას. მეც უნებურად ვიხედები სხეულზე და მხოლოდ ახლა ვაცნობიერებ რომ ისევ უმოკლეს სკოლის ფორმაში ვარ გამოწყობლი. დემეტრეს სახის დანახვისას უნებური სიცილი მიტყდება.

-კატოს ძველი ფორმაა_სიცილით ვეუბნები ვნებამორეულ მამაკაცს რომელიც წამითაც არ მაშორებს თვალებს.
-გადამრევთ ქალბატონო ანა._მისი ზანტი სიტყვები სასიამოვნოდ მხვდება ყურებზე. ფეხზე წამომდგარი მამაკაცი ნელი მოძრაობით მიხსნის თეთრი პერანგის ღილებს სანამ შავი ბიუსტჰალტერის ამარა არ ვრჩები მის წინაშე. ბოლოკაბასაც ერთი ხელის მოსმით მიქრობს წელიდან. ამჯერად მხოლოდ ქვედა საცვლებსა და თხელ სტრინგებში ვრჩები. ბარძაყისკენ გაპარული ხელი ლოგინზე მაგდებს, ჰოდა მეც ისევ კვნესაში ვიძირები. წვრილ მტევნებს, ზემოდან მოქცეული ავალიანის მაისურისკენ ვაპარებ, ისიც წამში ხვდება ჩემს მოთხოვნას და მალევე მხოლოდ ქვედა საცვლის ამარა რჩება. ტუჩები მისი კოცნით მეწვება, კანი მისი შეხებით. ლიფის კიდეებს მხრებზე აცოცებს და შიშველი მკერდით მიკრავს გულზე.

-პრეზერვატივი არ წამომიღია._უეცრად შეჩერებული დემტრეს რეაქცია ისევ ღიმილს მგვრის. ისიც ცბიერი მზერით მკოცნის მკერდზე და ჩემი პასუხის მოლოდინში გაჩუმებული, ცეცხლოვან თვალებით დამყურებს სახეზე.
-მ...მარჯვენა უჯრაში..._ ვნებით გაბრუებული, ორიოდე სიტყვას ძლივს თუ ვუყრი თავს.
-როგორც ვხდეავ წინასწარ მომზადებუხართ ქალბატონო ანა_სიცილით ამბობს მამაკაცი და კიდევ ერთხელ მაჯილდოვებს გემრიელი კოცნით.

***

ავალიანის გმინვით აღგზნებული მე, ხელებს განიერ ზურგზე უძლურად ვაცეცებ და მისივე ვნებაში დამწვარი, კიდევ უფრო მწვავე შეხების მოგერიებას, სხეულის რიტმული მოძრაობით ვცდილობ.

-ანა...მმ...მაგიჟებ...


*თავი 10*

მხედველობა სიშავეს მოუცვია. სიბნელის შიშის მიუხედავათ შესანიშნავად ვგრძნობ თავს.

"მმმმმ...მომწონს!"

თვალებს გახელას ვაძალებ და ქუთუთოებიც მაშინვე მემორჩილებიან. მზის მოღრუბლული შუქი სასიამოვნოდ მეფინება კანზე. ხელებს ლოგინის კიდისკენ ვწევ და გემრიელად ვიზმორები, აი ზუსტად ისე როგორც კინოებშია.

"გრრრრაააა!"_გემრიელი მთქნარებას მივაყოლე ასეთივე გემრიელ გაზმორვას.

"ბრრრრრ! ცივა, ცივა!"

უი! ტანზე ვიხედები თუარა მაშინვე გუშინდელი...მმმმ...ძალიან, ძალიან "ენერგიული" ღამე მახსენდება. თხელი გადასაფარებელი იატაკზე გადავარდნილა ჰოდა მეც დავრჩი ასე, ახალდაბადებული ბავშვივით შიშველი და სულ მარტო. ჰო ისე მართლა, ბატონი ავალიანი სად დაიკარგა? ოთახს სასწრაფოს ვავლებ თვალს და სხვათაშორის ძალიან მადლობელი ვარ რომ დემეტრე აქ არაა ამ წუთას. სისიშვლეს იმ წამსვე ვიფარავ გადასაფარებლით. ტვინში გუშინ მომხდარი, ძალიან სასიამოვნო "ინციდენტი" ტივტივებს ისევ. გაყინული კანი მხოლოდ ერთი მოგონებისგან ცხელდება და მეც მაშინვე სიწითლე მივლის სახეზე. სიმორცხვის სიწითლე კიარა, ეგეთი დაკომპლექსებულიც არ ვარ! სიამოვნების და ტკბილი ტუჩების შეხებისგან გამოწვეული სიწითლე რომელიც სასიამოვნოდ მაყრის ჟრუანტელს კანზე.

თვალებს იატაკისკენ ვაპარებ იმის მოლოდინით რომ ქაოსურად მიყრილ ტანსაცმელს წავაწყდები, მაგრამ არა. ყველაფერი აუკრეფიათ ძირიდან და სკამზე აკურატულად გადაუფენიათ.

"დემეტრე! სადაა ნეტა?"

ისე, კარგი იქნება თუ მოვწესრიგდები და ჩავიცმევ. თუმცა, დარწმუნებული ვარ, დმეტრეს ჩემი ნახვა ჩაუცმელადაც მოეწონებოდა..

"არა, ისე ამ ბოლოდ დროს, რაღაც ძალიან დავემსგავსე მეორე მეს. იმის გარყვნილობა გადმომედო"_ გარყვნილებაა ალბათ მარტლა, მაგრამ რატომღაც ძალიან მომწონს...
მხოლოდ ახლა ვხვდები რომ სახეზე სრულიად უაზრო ღიმილი დამდის.

"არა, არა, გამოფხიზლდი ანა!"_სასწრაფო მოზრაობით ვჯდები ლოგინის კიდეზე და ჩემი საცვლების ძებნაში, თვალებს აქეთ იქით დაბნეულად ვაცეცებ.

"ვუალა! სკამზეა. აი ნეტა ლიფიც მაპოვნინა რა."

ხელით როგორც იქნა გადავწვდი ქვედა საცვალს და კიდევ ერთხელ გავჭიმე დაღლილი ხერხემალი. წელის ტკივილი არასასიამოვნოდ მივლის ტანში ჰოდა მეც მაშინვე ლოგინზე ვეხეთქები ზურგით.

-მადლობა ღმერთს, რომ ხელფეხი მაინც არ მომტეხა იმ მხეცმა_ბუზღუნით ვამბობ ორიოდე სიტყვას, არადა სასიამოვნო ტაო მაყრის ტანზე. ისევ იდიოტური ღიმილი მებეჭდება სახეზე.

-თქვენს ხელ-ფეხს, ქალბატონო ანა, მოგვიანებისთვის ვინახავ, ცოტა მრავალფეროვნება არ გვაწყენდა_ლოგინზე ზურგით გადაწოლილი თავს უკან ვხრი თუარა, დემეტრეს ამოტრიალებული გამოსახულება თვალებში მერეკლება. ლოგინზე ვსწორდები და მამაკაცის ცეცხლოვანი თვალები აგიზგიზებული მზერით მათვალიერებენ, ჯერ კიდევ წყლით დაფარული სხეული კი ნელი ნაბიჯებით მოდის ჩემსკენ. როგორც ჩანს აბაზანაში ყოფილა. მხოლოდ ახლა ვამჩნევ რომ წლესქვემოთ პირსახოცი შემოუხვევია, მკვრივი კუნთები გემრიელად მოუჩანს. განიერი თეძოების მიხვრა-მოხვრით მიახლოვდება და საბოლოოდ მისი ზანტი შეხება მივლის ყელზე. მე კი მუხკებმოკეცილი ვზივარ ლოგინზე და თავდახრლი ვუმკლავდები ყელზე მორბენალ მის თითებს.

-კარგათ გეძინა?_მეკითხება ჩემს წინ მდგარი ავალიანი თბილი ხმით და ხელების ცეცებას აგრძელებს კანზე.
-ძალიან კარგად...სასიამოვნოდ..._მეც დაუყოვნებლივ ვპასუხობ თვალების ფახუნით და ნელი მოძრაობით ვდგები მუხლებზე მის წინ. ხელებს კისრისკენ ვაცოცებ თუარა ვამჩნევ როგორი ვნებიანი ღიმილი უვლის სახეზე.
-ვიცი რის გაკეთებასაც ცდილობ ანა._მოჭუტული თვალებით საჯაროდ მივლის შიშველ ტანზე და ხელებს, სიამოვნებისგან დახორკლილი წელისკენ აცეცებს.
-თქვენი მიხვედრილობა გადამრევს ბარონო ავალიანო._დახშული ხმით, გაწელილად ვცემ პასუხს. ჩაბნელებულ თვალებზე ასეთივე ბნელი ცეცხლი ეკიდება როდესაც ტუჩებს მისი ძლიერი ყელისკენ ვაპარებ და კბილების ოდნავი გამოკვრით, სადისტურად ვუნიშნავ კანს. -მინდიხართ ბატონო დემეტრე... ამ წამსვე!
-თქვენს განკარგულებაში ვარ ქალბატონო ერისთავო_სიცილით ამბობს მამაკაცი და ლოგინზე უნებურად ეხეთქბა ჩემი ძლიერი ხელის კვრის შემდეგ...

***

-ანუ შენ და ლევანმა გამასტუმრებინეთ კატო სახლიდან?_სამზარეულოშო მოტრიალე მე, უეცრად ვჩერდები და გადიდებული თვალებით გავყურებ მაგიდასთან მჯდომ, წელს ზემოთ შოშველ მამაკაცს რომელიც ხელებზე ნიკაპ დაყრდნობილი გამომყურებს ხალისიანი თვალებით. -დემეტრე სადისტი ხარ! სა-დის-ტი!_დაბღვერილი მზერით გავყურებ ცბიერად მომღიმარ ავალიანს რომელსაც ძალიან ახალისებს ჩემი გაბრაზება. აბა რაღა რეაქცია უნდა მქონდეს?! ვიგებ რომ ამ ამ ვაჟბატონს და თავის დაბდურა მეგობარს ჩემი შემორიგების გეგმა წინასწარ შეუქმნიათ! როგორც ჩანს დემეტრეს გუშინდელი სტუმრობაც, კორპორატივისა და ჩვენი პატარა კამათის შემდეგ დაუგეგმავთ.

"მოიც ესეიგი გამასულელეს თუ რა ხდება?!"

-შენს გარეშე აღარ შემეძლო უბრალოდ. ვიფიქრე ესე მაინც გავტეხავ მის ჯიუტ ხასიათს თქო._მისი გულახდილი ღიმილი გულს წამიერად მითბობს მაგრამ პოზიციებს მაინც არ ვთმობ. ესეიგი გონია ჩემს სიჯიუტეს რამეს უზავს არა?!

"ჰა ჰა ჰა ჰა ჰა!"_ქვეცნობიერსაც კი გაეცინა ვერ ხედავთ? ბოროტული სიცილით მიბრუებს ტვინს ქალბატონი მეორე ანა და დემეტრეს ცქერას უბრუნდება.

-ანუ ყველაფერი რაც გუშინ მოხდა...მოიცა, ესეც დაგეგმილი იყო?!_თვალებში ისევ სიბრაზე მიკვალავს გზას. სამზარეულოს მაგიდასთან მდგარი, ვცდილობ ხელში დაჭერილი დანა "არავის" არ ვესროლო.
-გუშინდელ სექსს თუ გულისხმობ არა. ასეთი გახრწნილიც არ ვარ ერისთავო. მითუმეტეს შენ არ ხარ ის ქალი ვინც მხოლოდ ლოგინში მინდა..._მისი ოდნავ ნაღვლიანი ტონი ყურებზე მოწყენილად მხვდება.

"იქნებ მისი გუშინდელი სიტყვები ნამდვილად გულწრფელი იყო? ნუთუ მართლა ვუყვარვარ?"_სხეულის კანკალით გამომყურებს ქვეცნობიერი ანა.
"არ ვარ ამისთვის მზად. არ ვარ სიყვარულისთვის მზად!"_საშინელი ყვირილით მიყრუვებს თავს მეორე მე და სიბნელეში უკვალოდ კარგავს თავს.

-დემეტრე..არ მიდოდა ეს ყევლაფერი... გესმის? არ მიდოდა!_უეცარი ცრემლები თვალებზე გზას მალევე პოულობენ, სახე უაზროდ მემანჭება, ხელში მაგრად ჩაბღაუჭებული დანა კი იატაკზე ადენს ზღართანს. ვცდილობ მაგიდის კიდეს მტელი ძალით დავეყრდნო რომ არ წავიქცე. საბოლოოდ, ძალა სულ მეცლება მაგრამ წაქცევის პირას მყოფს, მამაკაცის დაძაბული ხელები მიჭერენ. წელზე მაგრად მოხვეული მკლავები სკამისკენ მიბიძგებენ და ბოლოს დემეტრეს სხეულზე აკრული და მის მუხლებზე შემომჯდარი საწყლად ვადებ თავს მკერდზე.

-არასდროს არ მიფიქრია ვისნესთან დაახლოვებაზე. სულ მარტო ვიყავი. მაგრამ მაზოხისტივით მაინც მომწონდა ჩემი თავის ტანჯვა ამ სიმარტოვეში. მეშინია დემეტრე, მეშინია რომ ისევ თავისუფლებისკენ გავიწევ და გულს გატენ. სულ არ უნდა შემხვედროდი, არ უნდა გენახე..._სხეულის კანკალით ვხვევ კისერზე ხელებს და ცრემლიან სახეს მის კისერში ვმალავ. ისე რა უცანაირი ადამიანი ვარ. ვეუბნები არ უნდა შემხვედროდი თქო, მაგრამ მაინც მას ვეხუტები და მისით ვპოულობ ნუგეშს. ანდაც, იქნებ არც ისე ცუდია რომ ერთმანეთი გავიცანით? -მიყვარხარ, ძალიან მიყვარხარ. და სულ არ ვიცი როგორ ან როდის შემიყვარდი მაგრამ მაინც მეშინია!_ტირილი მალე ღრიალში მეზრდება. აი ხომ არის ისეთი მომენტები როდესაც თითქოს ყველაფერი შესანიშნავადაა მაგრამ მეორე წამს სევდა გიმძიმებს გულს? ჰოდა მეც ასე ვგრძნობ თავს ახლა. ძნელია არა? -გეხვეწები მაპატიე რა! ოღონდ ეხლა არ დამტოვო და თუ გინდა მერე წადი. ოღონდ ეხლა აქ დარჩი რა!
-აქ ვარ ანა, არსად არ წავალ_ნაღვლიანი ხმით ამბობს მამაკაცი და პატარ-პატარა კოცნებით მიფარავს ცრემლიან თვალებს. მისი ძლიერი ხელები ზურგზე მაგრამ მეხვევიან და მარტოობის უფლებას არ მაძლევენ.
-გაბრაზდი?_თვალების მოფშვნეით პატარა ბავშვივით ვეკითხები და გადიდებული თვალებით გავყურებ მის სევდიანად მომღიმარ სახეს.
-გავბრაზდი მაგრამ ღამისთვის შევინახავ ამ სიბრაზეს._ცბიერი ჩაცინებით ცდილობს ჩემს გამხიარულებას. ჰოდა გამოსდის კიდეც. პატარა მუჯლუგნს ვთავაზობ მკერდში, შემდეგ კი ლოყაზე გემრიელ კოცნას ვუტოვებ.

ისე ზოგჯერ ჩემი თავის არ მესმის. ვინმემ ამიხსენით რა მატირებდა ახლა? სერიოზულად. ჩემს ადგილზე ყველა სხვა ქალი სიყვარულით დაიხრჩობოდა დემეტრესნაირი მამაკაცის გვერდით. განა მე არ მახრჩობს ეს სიყვარული? მინდა სულ ავალიანის გვერდით ვიყო და ზუსტად ეს მანაღვლებს. ზედმეტად შევეჩვევი, ზედმეტად შემიყვარდება. მერე წავა და მეც ასე მარტოდ დავრჩები. ან მეწავალ და მის გულს ასე მიგდებულად დავტოვებ. მარტოობა მაშინებს, მარტოობა რომელიც ასე ძალიან მომწონს...

-დემეტრე...ბოდიში რა. არ ვიცი რა მჭირს. მართლა მაპატიე რა._ხელისგულებით მოვიწმინდე ცრემლის საბოლოო წვეთი და თავდახრით გავუმეორე სიტყვები.
-ანა, არაფერი არაა საბოდიშო. ვიცი ახლა რასაც გრძნობ. მეც ზუსტად ასე ვარ იცი? გახსოვს ადრე რომ გითხარი, ჩემი ნამდვილი სახის დანახვისას წახვალ მეთქი? არ მინდა შენც ისევე აგიცრუვდეს გული როგორც ყველას. არ მინდა შენც მხოლოდ მონსტრს ხედავდე ჩემში..._ მისი დახშული ხმა სევდიანად მწვდება ტვინამდე. აწითლებული თვალებით დამთამაშებს სახეზე და ჩემი აზრების ამოკითხვას ცდილბს.

"ჩემი ავალიანი, ვინ იცის რამდენი ტკივილის განცდა უწევს.."

-დემეტრე, მე არ მეშინია შენი. მე მეშინია მარტოობის..._ისევ ბავშვური გულუბრყვილობა მვარდება პირიდან. მხრებზე ძლიერად ხვევ უძლურ ხელებს და თავს ისევ მკერდზე ვაყრდნობ.
-არც მე არ მეშინია, ანო. უბრალოდ არ მინდა ჩემზე აზრი შეგეცვალოს.
-არ შემეცვლება. გგონია მეც ასეთი უცოდველი ვარ?_სევდა მერევა ხმაში ბოროტი მოგონებების გახსენებისას, რომლებიც ჯერ არავისთვის არ გამინდია.
-ანა.._ერთ დროს შეუვალი და გაუტეხავი დემეტრე ახლა თითქოს სულ შეცვლილა. წამის მეასედში გეგონება სხვა ადამიანად გადაიქცა, ადამიანად ვინსაც იმაზე ძნელი ცხოვრება ქონია ვიდრე მე მეგონა.
-დემეტრე ჯერ მე გეტყვი რა_აწითლებული ლოყებით ვცდილობ სათქმელის დალაგებას. -იმ დღეს, შვიდი წლის წინ, ჩემი ბრალი იყო ის ყველაფერი...იმ ღამეს მეგობართან ვიყავი წასული, კლუბში. ალბათ ზედმეტი დავლიე. ვიღაც ბიჭი გავიცანი, ვიცეკვეთ, მითხრა ჩემთან წამოდიო. მეგონა ნორმალური ვიღაც იქნებოდა და ერთი ღამის მერე თავს დამანებებდა. კლუბიდან უნდა გამოვსულიყავით იმ საზიზღარ ტიპს რომ დაუქნია ხელი..._მისი სევდიანი თვალების დანახვა ტკივილს მანიჭებს. ნუთუ გული გავუცრუვე? -მითხრეს მანქანაში ჩაჯექი, ყველაფერი შესანიშნავად იქნებაო._ვხვდები როგორ მაწვებიან ცრემლები თვალებზე და ნელ ნელა მხედველობაც მიბინდდება. -გამოვიქეცი. ძალიან შემესინდა და გამოვიქეცი. მეგონა თავს დამანებებდნენ. მაგრამ ის ტიპი წამომყოლია და იმ საზიზღარ სიბნელეში დამიჭირა. მერე შენთვითონაც იცი ყველაფერი. გეხვეწები მითხარი რამე რა. თუ გინდა მეჩხუბე მაგრამ ჩუმათ არ იყო რა._ცხელ ცრემლებისკენ ხელებს ვაპარებ მაგრამ მისი ტუჩები მასწრებენ. ლოყებს დაღონებული ღიმილით მიკოცნის და მხრებზე მაგრად მიჭერს მტევნებს.

-არ გეჩხუბები ანანო. აი ნახე, შენი მაშინდელი სისულელე რომ არა დღეს აქ ხომ არ მეყოლებოდი_ნაძადევი ხუმრობით პოულობს გამოსავალს. დემეტრეს სიტყვები რატომღაც უაზროდ მაცინებენ. არადა მართალიცაა, ჩემი ახალგაზრდული თავზეხელაღებულობა რომ არა ავალიანს ხომ ვერასდროს ვერ გავიცნობდი.
-ანუ არ წახვალ და არ დამტოვებ?_გულუბრყვილოდ ვეკითხები და მის მუხლებზე მოკალათებული ვცდილობ საბოლოოდ შევიგრძნო ავალიანის ხელების სითბო.
-არ წავალ და არ დაგტოვებ_თავის სევდიან ღიმილს კიდევ ერთხელ მაგებებს და ძლიერად მიჭერს ხელებს წელზე...

***

ერთად მომზადებული, გემრიელი საუზმის შემდეგ დივანზე წამოვსკუპებულვართ. ალბათ წეღანდელი საუბრის მერე ყველაფერი გაადვილდება. მიხარია რომ ყველაფერი ვუთხარი...

"მაგრამ აი თვითონ ერთი სიტყვაც არ დაუძვრია."_ქვეცნობიერი ანა ჯერ კიდევ სეუხორცებელ ჭრილობაზე მარილს მაყრის.მაგრამ მართალია, დემეტრეს სულ არაფერი არ უთქვამს. არადა როგორ მაინტერესებს რაზე ელაპარაკებოდა ლალი კორპორატივზე.

"ვკითხო თუ არ ვკითხო?"
"კითხე, კითხე!"

დარჩენილი ძალების ბოლო ნაწილს მუჭაში ვიკრეფ და საკმაოდ სარისკო ნაბოჯის გადასადგმელად ვემზადები

-დემეტრეე, მაშინ კორპორატივზე ასეთი გაბრაზებული რატომ იყავი? იცი როგორ შემეშინდა..._გულიდან წამოსულ სიტყვებს მაინც ხმის კანკალით ვამბობ და ბავშვური მზერით გავყურებ მამაკაცს, პასუხის მოლოდინში.
წამის მეასედში სახე ეცვლება და ვამჩნევ როგორ უბინდდება თვალები სიბნელით. მზერაში დაუნდობლობის სხივი წამისეული გარბენით იჩენს თავს, მაგრამ მალევე სევდიანი ბურუსით იცვლება.

-ანა ყველაფერი არც ისეთი ადვილია როგორც ერთი შეხედვით ჩანს._ნაღველი მალე ხმაშიც ეპარება. სახეს გვერდით ატრიალებს და დაძაბულ ხელებს მუხლებზე იდებს. -ალბათ გაიგე რომ ლალიმ სოფო ახსენა რამდენჯერმე._კეფაზე ნერვიულად იკიდებს ხელს როდესაც ჩემს გადიდებულ თვალებს აწყდება. -ანა დამპირდი რომ ბოლომდე მომისმენ და არ გამაწყვეტინებ._მორჩილად ვუქნევ თავს და მხარზე ნაზად ვახებ ტუჩებს, ხოდა ისიც ნაზად მხვევს მკლავებს ზრგზე. უზარმაზარი, ერთ დროს მუქი ნაცრისფერი თვალები ბოლომდე ჩაწითლებია, მოწყენილობა შეპარვია...
-ჩვენი მშობლები მეგობრობდნენ, სოფოსაც ბავშვობიდან ვიცნობდი. სკოლაშიც ერთად შეგვიყვანეს. თავიდან სულ კიკინების დაწიწკვნით ვცდილობდი მისი ყურადღების მოქცევას._სახეზე ოდნავი ღიმილი უელვებს, რომელიც მაშინვე სევდაში იცვლება. -თითქოს ყველაფერი შესანიშნავად იყო. სკოლა ერთად დავამთავრეთ, უნივერსიტეტშიც ერთად შევედით. მერე ჩვენებმა გადაწყვიტეს რომ საზღვარგარეტ უკეთეს განათლებას მოგვცემდნენ, ამიტომ სოფო მე მომაბარეს და საქართველოდან გაგვიშვეს. რამდენიმე წელიწადში ყველაფერი აგვეწყო..._ისევ ეს ნერვიული გამოხედვა. მუჭებს ძლიერად კრავს და ცდილობს თავისი ამბავი ბოლომდე მიიყვანოს. -საქართველოში უკვე ცოლ ქმრის სტატუსით დავბრუნდით...

"ცოლ-ქმარი... დემეტრეს ცოლი..."_ვცდილობ რამდენიმე წამის წინ გაგონილი სიტყვები ტვინში გადავხარშო. არა, სიმართლე გითხრათ დიდად შოკირებულიც არ ვარ. ვიცოდი რომ ამ მამაკაცის ცხოვრება ისეთი არ იყო როგორც მე მეგონა. წყნარი სახით გავყურებ ავალიანს და მისი აფორიაქებული სახის დანახვისას ოდნავი ღიმილი მაწვება სახეზე.

-მეგონა ყველაფერი კარგად გვექნებოდა, ჩვენი ოჯახები მხარს დაგვიჭერდნენ. სოფოს ფეხმძომობამ ყველაფერი გაართულა. დედამისს არ მოსწონდა რომ ერთად ვიყავით, იძახდა ჩემი შილის ღირსი არ ხარო. მამაჩემს ქალები და დალევა ყოველთვის უყვარდა ამიტომ ქალაქში დიდი რეპუტაციით არ გამოირჩეოდა. ჰოდა სოფოს დედასაც ეგონა რომ მეც მამას ვგავდი, ისეთივე ვიყავი. არ მესმის რანაირად მაგრამ დედაჩემი და დეიდაჩემი, ლალიც აიყოლია.

"ანუ ლალი დემეტრეს დეიდაა?! ოჰოო!"

-მაშინ მამაჩემის კომპანიაში ვიცე პრეზიდენი ვიყავი. დედაჩემის დიდი თხოვნით საზღვარგარეთ წავედი რამდენიმე დღით, ერთ ერთ პროექტზე ხელის მოსაწერად. რა მეგონა თუ აქედან დაიწყებოდა ყველაფერი_ნერვიული სხივი სახის გამომეტყველებას წამში უცვლის. როგორც ჩანს ზედმეტად მტკივნელ თემას შევეხე. არ ღირდა არაფრის კითხვა მისთვის.

-დემეტრე არ მინდა მხოლოდ იძულების გამო ყვებოდე ამ ყველაფერს._მოწყენილი სახით გავყურებ და კიდევ ერთხელ ვკოცნი ლოყაზე. ისიც თბილი მოძრაობით მადებს ტუჩებს საფეთქელზე და უარის ნიშნად აქნევს თავს. აქამდე, მისი მოყოლილი ამბავი დიდათ არ მაკვირვებდა, მაგრამ შემდეგში გაგებულმა სიტყვებმა გული მომიკლეს.

-გადავწყვიტე სამი დღით ადრე დავბრუნებულიყავი თბილისში. წამოსვლის დღეს მოხდა ყველაფერი..._თავი მოწყენილად მომადო შუბლზე. ვგრძნობ როგორ უჭირს გაგრძელება, მაგრამმხოლოდ და მხოლოდ ჩემს გამო არ ჩერდება.

"ჩემი დემეტრე..."

-სოფომ დამირეკა, ტიროდა. უთქვიათ გინდა თუარა აბორტი უნდა გაიკეთოო. ჩვენ შვილს ხელს ვერ ვახლებო და თურმე სახლიდან წამოსულა. მანქანაში იჯდა ის ყველაფერი რომ მოხდა..._მზერა კიდევ უფრო ჩაუწითლდა და ტვალები ნერვიულიად მოისრისა. ვხედავ რამდენად სტკივა ამ ყველაფრის გახსენება.

"შეუძლებელია, არ შეიძლება ასე მომხდარიყო..."_შოკური ინფორმაციის გააზრებას უშედეგოდ ვცდილობ. არ მესმის როგორ შეიძლება დედა ასე მოიქცეს. არ მესმის როგორ შეიძლება შენ საკუთარ შვილს დედობის უფლება ჩამოართვა...
თვალები ბურუსიტ მეფარება, ვგრძნობ როგორ მოგორავს ცხელი სუბსტანცია ლოყაზე.

"ნუთუ ავტოკატასტროფაში დაიღუპა სოფო? არ უნდა მომხდარიყო ეს ყველაფერი...მათი ისყვარული ასე არ უნდა გაწირულიყო..."


-იმ ყველაფრიდან ერთი წლის შემდეგ შენ გადაგეყარე. იცი სოფიოს მიმართ თითქოს არანაირი გრძნობა არ მქონდა დარჩენილი. ყველა ქალს ერთნაირად ვუყურებდი და მხოლოდ ჩემი თავისთვის ვიყენებდი. იმ ღამეს შენგანაც მხოლოდ ეს მიდოდა ანა. მინდოდა შენი ხმა გამეგო ჩემს მკლავებში. მერე ყველაფერი უარესობისკენ წავიდა. ნარკოტიკები სასმელი... წლების შემდეგ შევძელი ყველაფრის დაძლევა და როგორც იქნა მიტოვებული კომპანიაც ამოვქაჩე. ლევანი და მათე რომ არა ალბათ დღეს ქუჩაში მეძინებოდა_ ნაღვლიანი სიცილით ამბობს. მიკვირს როგორ შეიძლება ადამიანს ასეთი ცვალებადი ხასიათი ქონდეს. -დღეს თითქოს ცხოვრება უკეთესობისკენ მიიწევს. შენი ნახვის შემდეგ ყველაფერი დალაგდა..._დივნის საზურგეს ზანტად აშორებს ხერხემალს და ხელებზე დაყრდნობილი, თავდახრით გამომყურებს დაბლიდან. -ანა, შენ ხარ ჩემი იმედი. არ დამტოვო რა...

"ღმერთო ჩემო... ნუთუ ამ მამაკაცის გაუტეხავ თავდაჯერებულობას ბზარი დაეტყო?!"_პირდარებული ქვეცნობიერი დაბნეულად ყვირის გულის ყველაზე ბნელი კუნჭულიდან.

-არ დაგტოვებ. თუ გამაგდებ წავალ, მაგრამ ჩემით არასდროს არ დაგტოვებ. მიყვარხარ დემეტრე ავალიანო!

*თავი 11*

ძალიან "ენერგიული" ერთი საათის შემდეგ, საძინებელში წამოკოტრიალებულები ფილმის ყურებას განვაგრძობთ და გემრიელად შევექცევით ავალიანის მოტანილ ნაყინს. უეცრად თავში საკმაოდ ცბიერი აზრი ტივტივდება ჰოდა მეც მოჭუტული მზერით გავყურებ ჩემს გვერდით წელს ზემოთ (და ქვემოთაც) შიშველ მამაკაცს, რომელსაც ზერელედ წამოუფარებია თხელი გადასაფარებელი სხეულზე.

-დემეტრეე,_ცელქი ტონით წარმოვთქვავ ავალიანის სახელს, რომელიც იმ წამსვე მანათებს ვნებისგან გაშავებულ თვალებს. -დარწმუნებული ხარ რომ ეს ნაყინი მხოლოდ და მხოლოდ ჭამის მიზნით მიყიდე?_ცბიერ თვალებს კიდევ ერთხელ ვუჟუჟუნებ. ალბათ ბევრი სულაც ვერ ჩაწვდებოდა ჩემი ნათქვამის აზრს, მაგრამ დემეტრეს ასეთ საკითხებში შედარებით გარკვეულია...
-თქვენ თუ რაიმე იდეები გაგაჩნიათ ამ ნაყინთან დაკავშირებით ქალბატონო ანა, მოხარული ვიქნებოდი თუ სისრულეში მოვიყვანდით ყველაფერს._ზანტი მოძრაობით აცეცებს ხელებს ჩემი წელისკენ ჰოდა მეც წამის მეასედში, მის მუხლებზე წამოსკუპებული დაბნეული თვალებით გავყურებ მომცინარ მამაკაცს. შიშველი მკერდი, და სულაც მთელი სხეული, ამჯერად აღარ მაკომპლექსებს, პირიქით, გულის ცემა მიჩქარდება და ვენებში სისხლი ვნებიანად იწყებს დუღილს. ლოგინის საზურგეს მიყრდნობილი მამაკაცი, სადისტურად მიჭერს დაძარღვულ მტევანს წელზე, თეძოებზე. სასიამოვნო ტკივილი გემრიელად მივლის კანზე ჰოდა მეც უნებული გმინვა მვარდება ყელიდან. როგორც ჩანს დემეტრეს ჰორმონებზე ეს დიდად მოქმედებს. თვალის დახამხამებაში ვჩნდები ლოგინზე ზურგით გაშოტილი, სადაც ავალიანი მოუთმენლად დააცეცებს ძლიერ ხელებს ჩემს სხეულზე...

***

ერთდად გატარებული რამდენიმე საათისა და გემრიელი კოცნის შემდეგ, კარებს მოწყენილი მოძრაობით ვხურავ და ისევ მარტო ვრჩები ცარიელ ბინაში, რომელშიც სულ რამდენიმე ხნის წინ ორი ვნებამორეული ადამიანის გულს გაგიჟებით გაჰქონდა ბაგაბუგი.
ზურგს უკან მიხურულ კარებს ხერხემლით ვეყრდნობი და ამ დღეებში მომხრადი ამბების გადახარშვას ვცდილობ. მხოლოდ ახლა ვხვდები თუ რამდენი ტკივილის გადატანა მოუწია ავალიანს. თუმცა ყოველ ტკივილს ახალი სიხაული მოყვებაო ჰოდა მეც მალევე მახსენდება დემეტრეს ტუჩების გემო და მისი მკლავების ძალა. მის გახსენებაზე ელვისებური სისწრაფით ვვარდები ფანჯარას. ჯერ კიდევ ბნელ ქუჩაში ავტომობილის ორი ანთებული ფარი არემარეს ყვითელი შუქით ანათებს. ისედაც აფანცქალებული გული კიდევ უფრო ძლიერად იწყებს ფეთქვას როდესაც სიბნელეში აგიზგიზებული, ორი ნაცრისფერი თვალი ცელქი ღიმილით გამომცქერის..

"ჩემი დემეტრე..."


ალბათ დილის ექვსი საათიც არ იქნება. მზის სხივები ისევ ჰორიზონტს უკან იმალებიან. დემეტრეს წასვლის შემდეგ სახლი თითქოს სულ დაიცალა. ალბათ ლევანი კატოს საღამოსკენ გამოიყვანს. რას იფიქრებდა კაცი თუ ჩემი დის სახლიდან გასტუმრება ავალიანის და მისი ვაჟბატონი მეგობრის, ზემოთ ხსენებული ლევანის კაპრიზი იქნებოდა. თუმცა მათი ასეთი საქციელი რომ არა, დემეტრესთან ისევ პლატონური ურთიერთობა მექნებოდა.

ბატონი დემეტრე დილით ადრე გავისტუმრე, მაგრამ ახლა ვნანობ რატომღაც. ვიფიქრე უკეთესი იქნებოდა თუ დღევანდელ დღეს ცალ ცალკე, ყველაფრის გადახარშვაში გავატარებთ თქო.

-ისე კიდევ რამდენიმე საათით რომ დამეტოვებინა აჯობებდა_ნაღვლიანი ხმით ვბურდღუნებ ჩემთვის. -დავურეკო? თუ არ დავურეკო? ძალიან რომ მომენატრა? მორჩა ვურეკავ!_თავდაჯერებულად ვამბობ ხმამაღლად და იმ წამსვე ვიწევ მაგიდაზე მიგდებული ტელეფონისკენ.

"ტუ, ტუ, ტუ"

ზუმერის სამი ხმა რატომღაც უსასრულო მეჩვენება. მაგამ როგორც იქნა მეც მეწევა საშველი და მალევე ყურებში სასურველი ხმა ცამესმის.

-თქვენს განკარგულებაში ვარ ქალბატონო ანა!_მამაკაცის აზარტული წამოძახილი რატომღაც მხიარულ ხასიათზე მაყენებს ჰოდა მეც ასევე ცელქად ვპასუხობ.
-დღეს აღარ მოხვალ?_რამდენიმე წამში მაინც მივლის მოწყენილობა როდესაც ვაცნობიერებ რომ დემეტრეს დღეს ალბათ ვეღარ ვნახავ.
-თუ გგონია რომ დღეს ვეღარ მნახავ, ცდები._ცინიზმით სავსე ტონი სულაც არ მთრგუნავს, არამედ პირიქით ძალიანაც მახალისებს. არა, ისე აქამდეც ვერ ვხვდები როგორ შეუძლია ამ ადამიანს ჩემი აზრების ასე ადვილად კითხვა.

"ტელეპატია თუ რა ხდება?"_მეორე ანა ნაცნობ კითხვას კიდევ ერთხელ მიმეორებს. მაგრამ სამწუხაროდ ამ კითხვის პასუხი ჯერ მეთვითონაც არ ვიცი.

-მომენატრე ფისო..._წამიერი სევდა მასაც უვლის ხმაში.

"ფისო?"

გაკვირვების მიუხედავათ, გულზე სასიამოვნოდ მხვდება მის მიერ ნათქვამი სტყვები. მაგრამ ახლაც ვერ გამირკვევია თუ რას ვგრძნობ სინამდვილეში ავალიანის მიმართ. ჩემს სიამაყეს კი გადავაბიჯე და ვუთხარი რომ მიყვარს მაგრამ იქნებ უბრალოდ ჩემი თავი მოვატყუე ჰა? იქნებ სულაც არ მიყვარს არავინ და უბრალოდ ჩემივე სიმარტოვე მომბეზრდა?

"დარწმუნებული ვარ რომ შენი გული სიმართლეს ლაპარაკობს ჩემო ანა.."_ქვეცნობიერი საკმაოდ იდუმალ ფრაზას ამბობს შემდეგ კი სულის ბნელ კუნჭულში უჩინარდება.

პატარა პაუზის შემდეგ ძალა მოვიკრიფე და როგორც იქნა ამოვთქვი ორიოდე სიტყვა.

-მეც მომენატრე დემეტრე...
-ხვალ საღამოს რვა საათზე მზად იყავი._მოწყენილობა მალევე იცვლება მამაკაცის თავდაჯერებული ტონით. თუმცა სულ ვერ ვხვდები რაზე ლაპარაკობს. ალბათ ჩემი წუთიერი სიჩუმიდან გამომდინარე აცნობიერებს რომ სულ ვერ ჩავწვდი მისი სიტყვების აზრს, ამიტომ მალევე მიხსნის რაშიცაა საქმე.
-ჩემს პატივცემულ მშობლებს წვეულება აქვთ,_ ვგრძნობ რამდენი ზიზღი დევს ამ ორიოდე, ცინიკურ ფრაზაში. და ვხვდები კიდეც რატომ... სოფიოს ამბავის შემდეგ ალბათ დედამისთან და დეიდამის, ლალისთანაც ცუდი ურთიერთობა აქვს. -ჰოდა მეც დაპატიჟებული ვარ, როგორც უსაყვარლესი შვილი._ისევ ცინიზმი. ვხვდები ამდენად სტკენს ეს ყველაფერი გულს, მაგრამ მაინც ცდილობს მყარად დადგეს ფეხზე. -მინდა შენც წამოხვიდე. ასე უფრო ადვილი იქნება ყველაფერი..._მისი სევდიანი ხმა გულში სისხლის მიმოქცევას მიჩერებს. ვინ იცის კიდევ რამდენ რამეს ინახავს სულში ჩემი ავალიანი...
-დარწმუნებული ხარ რომ მიმიღებენ?_ყოყმანით ვამბობ. ალბათ უბრალოდ მეშინია ამ ყველაფრის. მეშინია დემეტრეს დაკარგვის...
-ანა._ყურმილის მეორე მხრიდან გაღიზიანებული ამოსუნთქვა ჩამესმის ყურებში. -შენ ჩემი ხარ. ჩემი. ადამიანი რომელის გამოც სიცოცხლეს თვალდახუჭულად დავთმობ. ვფიქრობ სხვისი აზრი შენთვის ნაკლებად საინტერერო უნდა იყოს._ მტკიცე ხმა მაკვირვებს, მაგრამ მისი სიტყვები უფრო სასიამოვნოდ მხვდებიან გულზე.

"მისი ...ადამიანი რომლის გამოც სიცოცხლეს დათმობს..."_ერთიდაიგივე სიტყვები მიტრიალებენ თავში, კანზე კი სასიამოვნო ჟრუანტელი მაყრის.

-დემეტრე, ძალიან მიყ..მომენატრე_გულიდან წამოსული სიტყვის თქმა მაინც ვერ მოვახერხე. უბრალოდ ძალიან ძნელია როდესაც წლების განმავლობაში ყველაფერს შენში ინახავდი, ახლა კი გიწევს ყველა გრძნობის ერთიანად ამოთქმა. უბრალოდ ძნელია ეს ყველაფერი...
-ხვალ შევხვდებით ჩემო ქალბატონო..._ვხვდები რომ ოდნავ ღიმილში ერხევა ტუჩები. მეც მეღიმება თუმცა მისი სიტყვები მორიგ კითხვას მიჩენენ.
-დღეს არ მოდიხარ ოფისში?_გაკვირვებული ხმით ვეკითხები მამაკაცს და პასუხის მოლოდინში ძლიერად ვიჭერ მობილურს ყურზე. ის მხოლოდ პატრა ჩაცინებითა და ორიოდე სიტყვით თუ შემოიფარგლება.
-დღეს შენ არ მოდიხარ. მინდა დაისვენო და ყველაფერი აწონ-დაწონო.
-გასაგებია_მოწყენილი ტონი მერევა.
-მაშინ ხვალამდე.
-ხვალამდე...
-კარგად.
-ნახვამდის.
-გათიშავ?
-შენ გათიშე.
-კარგი ვთიშავ...
-ანა. არ გაგითიშავს!_მამაკაცის სიცილიანი ხმა სასიამოვნო ტაოს მაყრის კანზე.
-კარგი მორჩა. ვთიშავ!_მეც სიცილითვე ვპასუხობ და წითელი ღილაკისკენ ვაპარებ თითებს. ყურმილი ნახევრად დაკიდებული მაქვს როდესაც მობილურის მეორე მხრიდან დემეტრეს ბოხი ხმა და ერთადერთი სიტყვა საშინელ სიამოვნებას მანიჭებს..

-მიყვარხარ!

***

დღე ჩვეულებრივად გავიდა. როგორც ადრე ვთქვი, ლევანმა კატო საღამოსკენ გამოიყვანა. გაკვირვებული იყო ჩემი და დემეტრეს ამბავით, მიუხედავათ იმისა რომ სულ არაფერი არ მითქვამს მისთვის. ძალზედ ჭკვიანი გოგოა ამიტომ თვითონ გამოარკვია ყველაფერი ალბათ, მაგრამ იმედი მაქვს რომ ძალიან შორსაც ვერ წავა. ვფიქრობ ადრეა ჩვენი ურთიერთობის გაშუქება... ნუ ყოველშემთხვევისთვის ჯერ...

მთელი დღის უსაქმურობისგან რაღა ვაკეთო აღარ ვიცი. ვიფიქრე გოგოებს დავურეკავ და სადმე გავისეირნებთქო მაგრამ ორივე ქალბატონი სიყვარულში დაფრინავს. ვიფიქრე ჯობია თავისი კავალერების კომპანიით დატკბნენ ვიდრე ჩემი უაზრო ხასიათით თქო. ამიტომ ისევ ასე სულელურად ვაგრძელებდი ჯდომას სანამ მობილურის ხმამ არ დამაფრთხო.

-როგორ ბრძანდება თქვენი უდიდებულესობა?
-ცუდათ! ერთხელ არ დამირეკო, ხელები არ მოგტყდეს!_ვითომდა გაბრაზებული ხმა სასაცილოდ გამომყვირის ყურმილიდან.
-ბოდიში, მართლა ბოდიში დათ რა. უბრალოდ ამ რამდენიმე თვეში იმდენი რამე მოხდა რომ...
-სულელო! უბრალოდ მომენატრე...
-მეც ძალიან მომენატრე დათო. რას შვები როგორ ხარ?
-რავიცი, ნორმალურად. ვიფიქრე კარგი იქნება თუ დავურეკავ და წამით მაინც გამოვათრევ სახლიდანთქო._სიცილით ამბობს მამაკაცი. ისე მართალია, გარეთ გასვლა ნამდვილად არ მაწყენდა.
-ესეიგი გასეირნებას მთხოვთ ბატონო დავით?_თვალებს ავტომატურად ვჭუტავ და ცბიერი ხმით ვპასუხობ აცანცარებულ დათოს, რომელიც სხვათაშორის, ძალიან მომენატრა.
-თქვენი მიხვედრილი ჭკუა მკლავს ქალბატონო ერისთავო_სიცილით ამბობს დათო. მისი მხიარულება მეც მალევე გადმომედო და სულ ვერ გავიგე როგორ აღმოვჩნდი ბარში ქორიძესთან ერთად.


*თავი 12*

-პირადი ცხოვრების საქმეები როგორ მიდის?_ დაინტერესებულად ვეკითხები ჩემს წინ მჯდარ მამაკაცს და ლუდის მორიგ პინტას გურმანივით ვუსინჯავ გემოს.
-სოფოს გულისხმობ ალბათ_მორცხვად მპასუხობს ქორიძე. არასდროს არ მინახავს ასეთი დაბნეული დათო. როგორც ჩანს იმ გოგოს მიმართ ნამდვილად დიდი გრძნობები აქვს.

"სოფო..."

ნაცნობი სახელის ხსენებაზე ტვინში წამიერად მიელვებს დემეტრეს სოფიო. ოდნავი სევდა კი მაწვება გულზე მაგრამ მალევე ვცდილობ უაზრო აზრების ამოგდებას თავიდან. ბედნიერი დათოს დანახვა მეც მანიჭებს სიხარულს. პუტკუნა ლოყებით მაგიდაზე ჩამოწყობილ ხელებს ვეყრდნობი და სულელის ღიმილით გავცქერი სახე აწითლებულ მამაკაცს. არადა ადრე სულ ასეთი უკომპლექსო და გახსნილი იყო. როგორც ჩანს იმ გოგომ ნამდვილად შეძლო ქორიძეს გულის დაპყრობა.

-შენი ჭარხალივით წითელი სახიდან გამომდინარე ძალიან გაგაგიჟა სიყვარულმა ძმაო_სიცილით გავკივივარ თუარა პატარა გოგოსავით ვთავაზობ მუჯლუგუნს მხარში.

მიუხედავათ იმისა რომ მე და დათოს ერთ დროს რომანის მაგვარი რაღაც გვაკავშირებდა, და მიუხედავად იმისაც რომ წლების წინ ის იყო ჩემი პირველი მამაკაცი, დღეს დღეობით მხოლოდ ძმასავით აღვიქვამ. ალბათ ბევრი იფიქრებდა რომ ასეთი ურთიერთობა არასწორია. ბევრიც იტყვოდა რომ "მსუბუქი ყოფაქცევის" ქალებს მივეკუთვნები. სისულელეა არა? მაგრამ, ამჯერად ვფიქრობ რომ დავით ქორიძე ჩემთვის, ახლა მხოლოდ კარგი მეგობრის რიცხვს მიეკუთვნება...

***

თორმეტი საათია მე კი მხოლოდ ახლა ვბრუნბედი სახლში.

"ძალიან ცუდი და ვარ. კატო სულ მარტოა. არ შეიძლება ასე.."

სადარბაზოში შუქი როგორც ყოველთვის არაა. ტელეფონის ერთიბეწო შუქით ვცდილობ გავიკვლიო გზა სიბნელეში. დათო კი ამბობდა აგაცილებო მაგრამ ვიფიქრე უკეთესი იქნება სახლში თუ წავათქო.
როგორც ყოველთვის აქაც არ მწყალობს ბედი- ტელეფონი მიჯდება, ამიტომ მარტოს მიწევს ბოდიალი ამ გაშავებულ სადარბაზოში.

"აააალელუია!!"

როგორც იქნა, მესამე სართულამდე ძლივს ძლივობით ავათრიე დაღლილი სხეული.

-ჯანდაბა! იდიტური კედელი!_ მოხუცი ბებოსავით ვლანძღავ ცივ კედელს რომელსაც სულ რამდენიმე წამის წინ გვერდით მივეჯახე. მთავარია გასაღები მაპოვნინა, თორემ კატოს ჯუჯღუნს რა აიტანს. რომ გავაღვიძო ხო მომჭამს კიდევაც თავს.
-სადაა ეს იდიოტური გა-სა-ღე-ბი?! ჯან-და-ბა!
-ჯობია ძალა შედარებით სასიამოვნო დროისთვის დაზოგოთ ქალბატონო ანა._სიბნელეში გაჟღერებული, ნაცნობი ხმა ცოტა არ იყოს შიშის გრძნობას მგვრის. ელდანაცემივით ვტრიალდები უკან და ვცდილობ სიშავეში როგორმე მაინც გავარჩიო მაღალი მამაკაცის სახე.
-ღმერთო ჩემო, დემეტრე! გამისკდა გული._მკერდზე ხელის მიდებით ვეყრდნობი ცივ კედელს და ვცდილობ რამენაირად მაინც დავწყნარდე. -რას აკეთებ აქ ამ შუაღამისას?_გაკვირვებულ სახეს ვიღებ ჩაბნელებულ არემარეში.
-სად იყავი ამდენ ხანს?_თითქოს ჩემი კითხვა არც კი გაუგია.მოთამაშე მამაკაცის ხასიათი თითქოს ერტ წამში გაუქრა, ახლა მხოლოდ მრისხანე ადამიანის კვალს თუ ტოვებს

"ნუთუ ეჭვიანობს?"_სიცილით ვეკითხები ჩემს თავს და სიბნელის მიუხედავათ, ვცდილობ სერიოზული სახე მივიღო.

მისი მოტყუება არ შემიძლია ამიტომ პირდაპირ ვეტყვი ყველაფერს. ანდაც რა მოხდა თუ მეგობართან ერთად სადმე გავისეირნებ გვიანობამდე?

-ბარში. დათოსთან ერთად._მტკიცე ხმა კი ამომდის პირიდან, მაგრამ გული მაინც ფანცქალებს. ვგრძნობ როგორ ეძაბება სხეული, ვხედავ როგორ უწითლდება თვალები. ერთ დროს შეშიებული გული სასაცილო გუგუნს იწყებს ჰოდა მეც ვეღარ ვიკავებ და სახეზეც ფართე ღიმილი იჩენს კვალს.
-დათოსთან... გასაგებია._მოწყენილ ხმას მრისხანე ტონის უკან მალავს, მაგრამ მე ხომ ვიცი რომ...

"ეჭვიანობს! ჩვენი დემეტრე ეჭვიანობს!"_ქვეცნობიერი ნანანო ხარხარით ეხეთქება ქვეცნობიერ იატაკს და მუხლებმოკეცილი იცინის მუცლის ტკივილამდე. მაგრამ პირდაპირ ხომ არ ვეტყვი ავალიანს... ცოტას კიდევ გავაწვალებ, ძალზედ მახალისებს მისი აწითლებული თვალებს ყურება!

-ვიფიქრე კარგი იქნება ცოტას თუ დავლევ თქო._ცბიერად ვეუბნები ხელებ დაძაბულ მამაკაცს და არეულ ჩანთაში გასაღების პოვნას უშედეგოდ ვცდილობ. -მეგონა დღეს აღარ გნახავდი._იძახიან ერთი თემის მეორეთი შეცვლა უცნაურ ეფექტს ქმნისო, ჰოდა აი მეც ზუსტად ასე მოვიქეცი იმის იმედით რომ ავალიანის ეჭვიანობა პიკს მიაღწევს. არა, ისე მაინც არ მესმის რატომ ვიქცევი ასე, ხომ ვიცი რომ მალე ხაზს გადავაჭარბებ და ბოლოს მეთვითონ დამემართება რაღაც.

-ვხედავ დიდად არ გახარებს ჩემი დანახვა._ხელებს განიერ მკერდზე იჯვარედინებს და ზანტად ეყრდნობა ცივ კედელს. როგორც ჩანს ვენებში სისხლი უწყებს დუღილს. მშვენიალურია!
-უბრალოდ ძალიან დავიღალე. არ მეგონა თუ ასე გვიან მოხვიდოდი._ვითომდა დაღლილი ადამიანის სახეს ვიღებ და მოწყენილად ვუშვებ ჰაერს ფილტვებიდან.

მოკლედ მე და ჩემი მსახიობური ნიჭი!

-კარგი. მაშინ ხვალე შევხვდებით ოფისში. ძილინებისა ანა._გაღიზიანებულად ხუჭავს თვალებს, შემდეგ წამს კი აგიზგიზებული მზერით გამომყურებს. ვგრძნობ რომ ბოლომდე ცდილობს სიწყნარის შენარჩუნებას.
არ ვიცი რატომ მაგრამ ყოველთვის მახალისებდა ხალხის გაბრაზებული სახეების ყურება. ზოდიაქოსა და ზოგადად ასტროლოგიის ნაკლებად მჯერა მაგრამ ჩემი ნიშნიდან გამომდინარე ცოტა "სწერვა" ადამიანი ვარ. აბა თქვენ რა გგონიათ? მერწყული ასეთი უბრალო კი არაა?

ბოროტული ფიქრებიდან მძიმე ნაბიჯების ხმამ გამომაფხიზლა. ბნელ სადარბაზოს თვალს ვავლებ და მხოლოდ ახლა ვაცნობიერებ რომ სულ მარტო ვარ.

"დემეტრე..მიდის?!"

ოჰოო როგორც ჩანს ნამდვილად გადავაჭრბე ხაზს. არ ღირს ამ მამაკაცთან თამაში. მაგრამ მაინც მომწონს მისი ეჭვიანი, გაბრაზებული ვნებისგან გაცეცხლებული თვალების ყურება. თუმცა ამჯერად, დარწმუნებული ვარ რომ არ მინდა ჩვენი დღევანდელი შეხვედრა ასე დასრულდეს. ფეხებს სიარულს ვუბრძანებ და უკვე სულ რამდენიმე წამში კიბეებზე ელვასავით ჩავქრივარ და სულელური კიკისით ვიკვლევ სიბნელეში გზას.

-დემეტრე!_როგორც იქნა გავაღწიე ცივი სადარბაზოდან კიდევ უფრო ცივ, ცარიელ ქუჩაში. პატარა გოგოსავით აცანცარებული ვეკიდები ზურგზე, ავტომობილისკენ მიმავალ ავალიანს. უსიტყვოდ ჩერდება, მაგრამ სულ არანაირ ყურადღებას არ მაქცევს. მკერდით ვეკრობი ზურგზე, ისევ არანაირი რეაქცია. წვრილ თითებს განიერი მხრებიდან ძლიერი გულისკენ ვაპარებ, არა, არაფერი.

-მმმ...გამებუტეთ ბატონო ავალიანო?_ზანტი, ვნებიანი სიტყვები როგორც ჩანს შედარებით დიდ ეფექტს ტოვებს მასზე, დაძარღვულ კისერზე კბილების ოდნავი გამოკვრა კი ბოლომდე ტეხავს. ძლიერი ბიძგი და ხელების უხეში შეხება წელზე სასიამოვნო ჟრუანტელს მაყრის. ცივი ტუჩების გემრიელი კოცნა კი საბოლოოდ მირევს ტვინს, ჰოდა ისევ მე ვიხლართები საკუთარ მახეში. ცივი ხელების პულსი ვენებში სისხლს აცხელებს.ტვინი ბურუსი იფარება.

-ესეიგი დაღლილი ხარ არა?_დაცინვით მიმეორებს ჩემივე სიტყვებს, ტუჩების ცეცებას კი მაინც არ წყვეტს.
-დემეტრე მ..მინდიხარ...ამ წუთას..._საკუთარი ხმა მეთვითონ მაკვირვებს. ალბათ ზედმეტად გამაგიჟა ამ ადამინმა.
-აქ არა, ანა. დღეს არა..._მისი არხეული ტუჩების შეხებისგან ვაცნობიერებ რომ იღიმის.
-მაწვალებ ჰო?_ხელებს მკერდიდან სასწრაფოდ ვაცილებ და მოწყენილი თვალებით გავყურებ მომცინარ მამაკაცს.
-ზუსტად ისე როგორც შენ მაწვალებდი რამდენიმე წუთის წინ ფისო._ მისი ამაყი ხმა ჩემში გაკვირვებას იწვევს.

"ფისო! მომწონს!"

მოიცა, ანუ იცოდა რომ ძალით ვაეჭვიანესავით არა? როგორც ჩანს ბატონი ავალიანი ჩემზე ცბიერი მამაკაცი ყოფილა.

-ფისო?_ხელებს კისერზე ვხვევ, თვალებს კი გაკვირვებული მზერით ვანათებ გაღიმებულ სახეზე.
-რა? არ მოგწონს?_მოჭუტული თვალებით კიდევ ერთხელ მზვერავს თავიდან ფეხემაბმდე.
-პირიქით. ძალიან მომწონს! მურრრრ...._კნუტის კრუსინუთ გემრიელ კოცნას ვუტოვებ კისერზე და ჭინკებით სავსე თვალებს ვანათებ. ჰეჰე, როგორ მახალისებს ეს ყველაფერი!
-ესეიგი ფისო თმაშის ხასიათზეა?_სიცილით მპასუხობს ჩემს წინ მდგარი მამაკაცი რომელის ძლიერი ხელები წელზე მკვრივად მეჭიდებიან.
-უჰუუ. ძალიან ძალიან მინდა თამაში.
-ანა თუ არ გაჩერდები რამეს დაგმართებ იცოდე! აქვე!_ხმა ეცვლება. თვალებში ცეცლი უწვება და რატომღაც უფრო დაუნდობელი მგონია.

"ჯობია გავჩერდეთ!"_ქვეცნობიერი ანა ხარხარით მკარნახობს და სიცილით აცრემლებულ თვალებს ცივი თითებით იწმენდს.

-არა, აქ არ გვინდა არაფერი._შინაგანი ანას სიცილი მეც მედება სახეზე. ვცდილობ წელზე შემოკრული ხელებისგან გავთავისუფლდე მაგრამ მტევნებს ისე მიჭერს ხორცზე რომ განძრევაც მიჭირს. სახეზე ამჯერად სიცილი ქრება, გულში წამით მიელვებს შიშის ელვა. მაგრამ საბოლოოდ მაინც ვერ ვიკავებ თავს და...

-რა გაცინებს გოგო?_გაკვირვებულ მზერას მაგებებს, ხელებს მალევე მაცილებს და სულ რამდენიმე წამშიც მის მოშორებით ვდგევარ. ხარხარს როგორც იქნა ვწყვეტ. ჩაბნელებულ ქუჩაში მოხლოდ ჩემი დაღლილი სუნთქვა თუ ისმის.
-უბრალოდ ძალიან საყვარელი ხარ დემეტრე!_ჰაერის უხვ დოზას გემრიელად ვუშვებ ფილტვებში. ახარხარებული გულიც მალევე წყნარდება.
-წამოხვალ ჩემთან?_მისი სეიოზული სახე საბოლოო ღიმილს მანიჭებს, მაგრამ მალევე მეც ვჩერდები
-არა, არ მინდა კატო მარტო იყოს ისევ.
-კარგი. ახლა ადი დაიძინე, ხვალ რთული დღე გველის.
-დარწმუნებული ხარ რომ ღირს ჩემი წამოსვლა შენს მშობლებთან?_მოწყენილი სახით გავყურებ, აცახცახებულ ხელებით კი ყელზე ვეკიდები. მესმის როგორ უჩქარდება გული. ნუთუ ასე არ სიამოვნებს მისი მშობლების გაგონება?
-არა, არ ღირს ანა. აუცილებელია. შენ ჩემი ხარ, მე შენი. არავის არ არ მივცემ რაიმეს თქმის უფლებას. ახლა კი ადი და დაისვენე. ხვალ მეზობელი კომპანიის წარმომადგენლებთან გვაქვს შეხვედრა და იქ მჭირდები.
-კარგი. დილით ადრე მოვალ მაშინ.
-ხვალამდე ფისო._შუბლზე ცხელი ტუჩების შეხება ტკბილ ღრუანტელს მაყრის კანზე.
-ძილინებისა._ლოყები უაზროდ მიწითლდება. არა სირცხვილისგან, არამედ ბედნიერებისგან...

***

დემეტრეს "ბრძანების" მიუხედავად წამითაც ვერ მოვხუჭე თვალები. ყოველ წუთს დემეტრეს ერთი და იგივე სიტყვები მიტრიალებენ თავში.


"შენ ჩემი ხარ, მე შენი..."

***

-მაშ ასე ვფიქრობ, პირველრიგში მარკეტინგის გეგმა უნდა განვიხილოთ. როგორც უკვე ვიცით სინგაპურიდან არც თუ ისე კარგი ამბებია. კომპანია გაკოტრების პირასაა...

ბლა, ბლა, ბლა... როგორ დამღალა ამ უაზრო ლაპარაკმა. აი ამ წუთასაც ვიღაც უცნობი მამაკაცის უჟმურ სახეს გავყურებ, გულში კი ჩემს თავ ვლანძავ რომ სამედიცონოზე არ წავედი, და ეკონომიური განათლება მივიღე. ახლა ამ მოსაბეზრებენ არემარეში ხომ არ ვიქნებოდი? ალბათ ვინმე პაციენტი მეყოლებოდა და ჩემს მყუდრო კაბინეტში შეკუჭული რეცეპტების გამოწერით ვიქნებოდი დაკავებული. მაგრამ სამწუხაროდ ნინას რჩევას არ მოვუსმინე, სამედიცინოს ზურგი ვაქციე და ეკონოიურისკენ გავიქეცი. ასე რომ, მიწევს ამ უზარმაზარ საკრებულო დარბაზში ყურყუტი...

-მაშ ასე, ქალბატონო ანა, რას შემოგვთავაზებთ? ქალბატონი ლალისგან გავიგე რომ დიდი ტალანტის მატარებელი ბრძანდებით, იქნებ თქვენ მაინც გქონდეთ რაიმე გადაწყვეტილება._მამაკაცი რომელსაც რამდენიმე წუთს წინ უჟმურს ვუწოდებდი გულში ახლა ალმაცერად გამომყურებს. ბრრრრ, როგორ მეზიზღება ეს ყველაფერი!

-დარწმუნებული ვარ ქალბატონი ანა ნამდვილად ნიჭიერია, მაგრამ მის მოვალეობაში არ შედის თქვენით გამოწვეული პრობლემების გადაწყვეტა ბატონო ირაკლი._ნაცნობი მამაკაცის მტკიცე და ერთგვარ გაღიზიანებული ხმა,რაც არ უნდა საკვირველი იყოს, სასიამოვნო ბუსუსებს მგვრის კანზე.
უზარმაზარ ოვალურ მაგიდასთან თხუტმეტ ადამიანს მოუყრია თავი, ყოველი მათგანი ჩვენი ფირმის წარმომადგენელია, ან პრეზიდენტი ანდაც დირექტორი. ამჯერად ჩვენს კოლეგებთან გვაქვს შეხვედრა, მათი ერთერთი ფირმა, როგორც უკვე იცით გაკოტრების პირასაა, ჰოდა დემეტრეც დათანხმდა მათ დახმარებას.

ოვალური, უზარმაზარი მაგიდის თავში მოვკალათებულვარ, ნუ, ფაქტიურად. ალბათ თქვენც კარგად ხვდებით ვინ ზის მაგიდის თავში. რათქმაუნდა დემეტრე ავალიანი, როგორც მთლიანი კომპანიის მფლობელი და გენერალური დირექტორი. ჩემს მარჯვნივ ლალი, დემეტრეს "პატივცემული" დეიდა ბრძანდება. ჩემთვის ცუდი არაფერი არ გაუკეთებია, და პირიქით დემეტრეს ეხვეწებოდა კიდეც ჩემთვის თავის დანებებას, მარამ სოფიოს ამბავის შემდეგ ამ ქალის მიმართ სკეპტიკურად განვეწყვე.
ნუ მოკლედ. ამ დარბაზში ჩემი საქმე ნამდვილად არაა. და ისიც არ ვიცი რატომ ვესწრები ამ შეხვედრას. ალბათ დემეტრეს მორიგი კაპრიზია. ალბათ მოსწონს კიდეც ჩემი აქ ყოფნა. და ტანჯვა ამ უაზრობით! და მოწყენილობით. და უჟმური, მოსაწყენი ხალხის ყურებით. და, და, და... მომბეზრდა უკვე ყველაფერი.

თვალებს აქეთ იქით მობეზრებულად ვაცეცებ. წელში ამაყად ვსწორდები და რამდენიმე მამაკაცის მწვავე მზერასაც ვიპყრობ, მაგრამ არა დემეტრესი.

"ეჰჰ..."_მოწყენილი ქვეცნობიერი ჩუმ მზერას აპარებს ჩემს გვერდით მჯდარი მამაკაცისკენ და ტუჩებს გემრიელად ილოკავს.
მოწყენილობა მეპარება.

ნუთუ დემეტრე არ დაიღალა ამ ყველაფრით? ჰმმ, თუმცა ეს ხომ მისი სფეროა, მისი სტიქია- სხვების კონტროლი და დიქტატორული დამოკიდებულება ყველასადმი..

უსაქმურობისგან თვალებს მუხლებზე დაწყობილი ხელებისკენ ვაპარებ. უი, ახალი მანიკური მქონია გასაკეთებელი, თორე ეს შავი ფერი მოსაწყენი ხდება უკვე.

"მმმმმ!"_უეცარი, სასიამოვნო გრძნობა ეიფორიულად მივლის კანზე, როდესაც მუხლზე ნაცნობი თლილი თითები მეფინებიან. ეიფორია ნელ ნელა, ბოლოკაბის ოდნავი ზემოთ აწევით, ბარძაყისკენ ინაცვლებს. ჩემს მარცხნივ მჯდარ მამაკაცს გადიდებული თვალებით გავყურებ და ვცდილობ რაიმე გავიგო მისი მზერიდან, რომელიც სხვათაშორის მე არ მეკოთვნის. უცნობი ქალბატონის პრეზენტაციით დაინტერესებული ავალიანი უზარმაზარ სენსორულ ტელევიზორს მიშტერებია, რომელზეც სხვადასხვაგვარი გრაფები და პროცენტული გამოთვლებია. სანამ ჩემს ფიქრებში გართული, ვცდილობ გავიაზრო რაც ხდება, დაძარღვული მტევანი ზემოთ და ზემოთ იკვლევს გზას.

<<გაგიჟდი>> მზერას ვაპარებ დემეტრესკენ რომელიც ისევ და ისევ ეკრანს უყურებს. ფეხებს ვძაბავ და უძლურ მტევანს ვადებ მამაკაცის თითებს, იმის იმედით რომ გაჩერდება. მაგრამ არა... ჟრუანტელი ისევ დაცოცავს კანზე.

"გადაირია! გაგიჟდა!"_მეორე მე სიცილით ამბობს ყველაფერს მაგრამ აი მე სულაც არ მეცინება.

მაგიდის ქვეშ, ფეხს ძლიერად ვარტყავ ავალიანს და ამჯერად სასურველ მიზანსაც ვაღწევ. დიდად გახარებული ვარ რომ მაგიდა უზარმაზარია და ვერავინ ვერაფერს ხვდება. კიდევ ერთ "გადიდებული თვალების" მზერას ვტყორცნი. ვატყობ როგორ ერხევა ტუჩები დაუნახავ ღიმილში, თუმცა თვალებით ისევ სხვაგან იყურება. მალევე მაცილებს ხელს მუხლიდან, სახიდანაც უქრება ისედაც პატარა ღიმილი. სამაგიეროდ ამჯერად მისი ყურადღება სხვა რაღაცაზე ინაცვლებს. წინ დადებულ პატარა ბლოკნოტს ძალიან საქმიანი სახით კიდებს ხელს, ჰოდა მეც ვიჯერებ რომ პრეზენტაციიდან უნდა რაღაცის ჩანიშვნა. თუმცა რამდენიმე წამში ბლოკნოტი ჩემს წინ ჩნდება, ფურცელზე კი ორიოდე სიტყვა წერია.

<<ვიფიქრე რამენაირად მაინც გავუფანტავ დაბნეულობას.
პ.ს ამ უაზრო კრების შემდეგ ჩემი ხარ ფისო.>>



გაოგნებული გამომეტყველება სულ ცოტა ხანში ღიმილით მეფარება. კალამს ვითომდა უნებურად ვიღებ ხელში და ნელი მოძრაობით ვიტან წითელ ტუჩებთან. კბილების ოდნავი გამოკვრით შავ კალამს ტუჩებიდან ვიშორებ და ნაზი მოზრაობით გამომყავს ლამაზი ასოები.

<< სულელურკრებასთან დაკავშირებით ძალიან მართალი ბრძანდებით ბატონო ავალიანო. მაგრამ აი დაბნეულობის გაფანტვას რაც შეეხება, კიდევ უფრო დამაბნიეთ თქვენი უაზრო გამოხტომით.
პ.ს მე თავისუფალი ინდივიდი ვარ ამიტომაც თქვენ არ გეკუთვნით. >>


პასტას და ბლოკნოტს ვითომდა უნებურად ვაბრუნებ ადგილზე, მაგრამ დემეტრეს გაშავებული თვალები მაშინვე ამჩნევენ ყველაფერს.

<< მინდა გაგახსენოთ რომ "ჩემი უაზრო გამოხტომები" ყოველთვის დიდ სამოვნებას განიჭებდათ ქალბატონო ანა.
პ.ს თქვენ ჩემი ხართ, მე თქვენი...>>

<<ბატონო დემეტრე. სიამოვნებასთან დაკავშირებით, თქვენც არანაკლებ ვნებიანი ხმით გმინავთ.
პ.ს თქვენ ჩემი ხართ...მე თქვენი...>>



***

-მეშინია.
-არ ღირს.
-მაინც მეშინია.
-მე აქ ვარ.
-არ დამტოვო.

ძლიერი ხელების შეხება ძალას მმატებს, მაგრამ მაინც მეშინია. მეშინია რომ დღევანდელი საღამო ისე არ ჩაივლის როგორც საჭიროა. ავალიანის ოჯახის შეხვედრა ცოტა არ იყოს მძაბავს. ძალიან მძაბავს.

დემეტრეს ავტომობილიდან ფეხების კანკალით გადმოვდივარ. წელში გამოყვანილი ბარხატის წითელი კაბა სიტუაციას კიდევ უფრო მირთულებს. გრძელი მატერია ფეხებში მებლანდება.

"დაწყნარდი ანანო. დაწყნარდი. ისუნთქე. ერთი, ორი... ერთი, ორი..."

წელზე ხელების შეხება გულს კიდევ უფრო მიჩქარებს. ისევ შიშის უზარმაზარი ტალღა მივლის სხეულზე. მეშინია რომ ვიღაც მაინც მოახერხებს ჩემსა და დემეტრეს შორის ჩადგომას. მეშინია რომ ერთხალეც იქნება და თავისუფლებას დავკარგავ...იმ თავისუფლებას რომელიც დემეტრეს გვერდით აღმოვაჩინე მისი დესპოტური ხასიათის მიუხედავათ...

-კარგად ხარ?
-კი.
-არ ინერვიულო.
-კარგი.
-დაბრუნება თუ მოგინდება, წამოვალთ.
-გასაგებია.

შუბლზე კოცნა. მკლავების მხრებზე შემოხვევა. მისი სითბო. ერთ დროს, ეს ყველაფერი ჩემთვის თითქოს უცნობი იყო. სიყვარული, უცნობი იყო. თუმცა სიყვარული უბრალოდ მიჩვევაა და მეტი არაფერი. არანაირი ქიმიური რეაქცია ან რაიმე ამდაგვარი სისულელე. უბრალოდ მიჩვევა. მაგრამ რადგანაც ახლა ასე ძალიან მივეჩვიე დემეტრეს, არ მინდა რომ ეს ყველაფერი სხვა ხალხის გამო დავკარგო. არ მინდა სოფიოსნაირი ბედი მწვდეს. განა სიკვდილი მაშინებს? ძალიან ცდებით თუ ასე ფიქრობთ. სიკვდილი ის რაღაცაა, რაზეც ერთ დროს ვოცნებობდი კიდეც. სიკვდილი ჩემთვის ნაცნობია. პფფ, სიკვდილი არ მაშინებს. მეშინია რომ დემეტრე დაიკარგება ამ გახრწნილ ქვეყანაში. მეშინია რომ ჩემი წასვლის შემდეგ დემეტრე გაიხრწნება. მეშინია რომ ზუსტად იგივეს იგრძნობს, იგივენაირად ეტკინება, როგორც მაშინ, სოფოს დაკარგვის შემდეგ...

-დემეტრე!_ნაღვლიანი ფიქრებიდან ახალგაზრდა ქალის ხმა მაღვიზებს. ულამაზესი წითური გოგო ჩვენსკენ სირბილით მოემართება, ისე რომ გრძელი კაბის ბოლოებს ხელში მაგრად კუჭავს.

"ეხლა წაიქცევა!"_გაფრთხილებით მკარნახობს ქვეცნობიერი. და მართლაც, ზუსტად ისევე ხდება როგორც მეორე მემ "იწინასწარმეტყველა"...

სულ რამდენიმე ნაბიჯი და ჩვენთან იქნება. მაგრამ მტევანში ჩაკუჭული კაბის ბოლო, ხელიდან უსხლტება, ფეხები პატარა ბავშვივით ებლანდება. შეშინებულ სახეს იღებს, იმის ცოდნით რომ ახლა ზღართანს მოახდენს მიწაზე. სხეული მეძაბება. ხელს მისკენ ვიშვერ, იმედით რომ რამენაირად მაინც მივეხმარები, მაგრამ სხვისი ძლიერი მკლავები მასწრებენ. ჩემს გვერდით მდგარი დემეტრე წამში ჩნდება მის წინ და წელზე ძლიერად ხვევს მტევნებს. სახე ზედმეტად ახლოს მიაქვს ახალგაზრდა ქალთან. ასეთ სიტუაციებს მიჩვეული არ ვარ, არ ვიცი უნდა ვიეჭვიანო თუ უბრალოდ გავჩუმდე?

"ნორმალური ხალხი ალბათ იეჭვიანებდა. ჰაჰ, მე ეჭვიანობაც არ შემილია, არამცთუ სიყვარული..."_მელანქოლიური ფიქრები სიყვარულთან დაკავშირებით ისევ მიტაცებენ. თუმცა მალევე ვუბრუნდები რეალობას როდესაც დემეტრეს მკლავებიდან გათავისუფლებული გოგო მთელი ძალით მეხეთქება სხეულზე.

-ანა! ანა ერისთავი! ქალი რომელმაც დემეტრე ავალიანის გული დაიპყრო! არ მჯერა!_ხმამაღალი კისკისით გაჰკივის და მთელი ძალით მხვევს მხრებზე წვრილ ხელებს. ჩემი თავი გვერდიდან რომ დამენახა ალბათ კაკლის ოდენა თვალები მექნებოდა.

-ანა, ეს ნანუკაა. ლალის ქალიშვილი._ ოდნავი ღიმილით ამბობს დემეტრე როდესაც ჩემს კაკლის ოდენა თვალებს ამჩნევს. აჰა, ესეიგი ავალიანის დეიდაშვილი ყოფილა. არადა მე ეჭვიანობაზე ვფიქრობდი... სულელი ქალი ვარ.

-ძალიან სასიამოვნოა თქვენი გაცნობა_გაკრეჭილი სახით გავყურებ ნანუკას როდესაც როგორც იქნა მშორდება მხრებიმხრებიდან და ამოსუნთქვის საშუალებას მაძლევს.
-კარგი რა ანა. თითქმის ერთი ოჯახი ვართ, არ გინდა ფორმალურობა. იცი დემეტრე ზოგჯერ გეი მეგონა ხომე, მაგრამ ახლა ვეხვდები რომ ყველაზე დიდ შეცდომას ვუშვებდი ასე ფიქრისას._სიცილით მპასუხობს ქალი. "ერთი ოჯახის" ხსენებაზე სახე მიფითრდება. რას გულისხმობს? დარწმუნებული ვარ რომ ჩემსა და დემეტრეს ცოლ-ქმრობაზეა ლაპარაკი. არა, არა, არა!

"რა დროს ჩემი ცოლობა და ოჯახობაა! არა! ჯერ კიდევ მინდა თავისუფალი ცხოვრებით დატკბობა!"

ჩვენს მოშორებით მდგარი ავალიანისკენ ვაპარებ შეშინებულ მზერას. ის კი მრისხანე თვალებით გაჰყურებს ნანუკას, რომელიც ისევ და ისევ სიცილიანი სახით გამოგვყურებს.

-კარგი რა დემეტრე, ნუ ხარ ასეთი უჟმური! როგორ უძლებ ამის იდიოტურ ხასიათს არ მესმის._მხრების აჩეჩვით მომმართავს ქალი. მე ისევ შეშინებულ გამომატყველებას ვაჩეხებ დემეტრეს, რომელიც მობეზრებულად ატრიალებს თვალებს მაგრამ მაორე წამს და-ძმური ღიმილით გასცქერის ნანუკას.

-არ წახვიდეთ არსად! სანდრიკას მოვაცუნცულებ ახლავე!_დაჩქარებით ამბობს და ისევ ისეთივე ჩქარი ნაბიჯებით მირბის სადღაც როგორც სულ რამდენიმე წამის წინ მოგვიახლოვდა.

-სანდრო მისი ქმარია..._მიხსნის ავალიანი._იმედია თავ-ფეხს არ დაიმტვრევს_დემეტრეს სახუმარი ტონი, შედარებით მეც მახალისებს. მაგრამ არ მესმის, ასეთ ადრიან ასაკში როგორ შეუძლიათ გათხოვება? ნანუკა ჩემხელაც არაა, ჰა, ჰა მხოლოდ ოცი წლის თუ იქნება.
უეცრად, ცხელი თითების შეხება მივლის წელზე, ჰოდა მეც მემატება ძალა. -ნერვიულობ კიდე?
-არა, ყველაფერი კარგადაა._ღიმილით ვპასუხობ. ნამდვილად, იმდენად აღარ ვღელავ, როგორც სულ რამდენიმე ხნის წინ.

მხოლოდ ახლა ვამჩნევ თუ როგორი ლამაზია აქაურობა. ყველაფერი თეთრი გირლანდებითაა გაწყობილი. ლამაზი, უზარმაზარი ეზო ძალიან დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ჩემზე. ულამაზესი ვარდების ბუჩქები ლამაზად იწონებენ თავს მთელს მდელოზე. ორსართულიანი სახლიდან გამომავალი, კაშკაშა შუქი კი უფრო მდიდრულ არემარეს სძენს აქაურობას. სმოკინგებში გამოწყობილი მამაკაცები თავის ულამაზეს მეწყვილეებს არ ცილდებიან. ყველა ასე არისტოკრატულად და მედიდურად გამოიყურება.

ნუთუ მე შესაფერისი ადამიანი ვარ ამ ადგილისთვის?

"ჰმმ.. არა, ძაან ცუდათაც არ გამოვიყურები. პირიქით, შემიძლია თავისუფლადაც ვთქვა რომ ძალიან მიმზიდველი ვარ დღეს!"

წელში გამოყვანილი შინდისფერი კაბა ლამაზად მადგას ტანზე. მოშიშვლებული გულ-მკერდიდან გემრიელად მოჩანს წვრილი ყელი რომელსაც ჩემი ბებუკას ანტიკვარიული, ბრილიანტის ნაზი საყელო ამშვენებს. მოკლედ რომ ვთქვათ კმაყოფილლი ვარ ჩემი თავით!

-დემეტრე! როგორ მიხარია თქვენი აქ ნახვა!_ქალის ნაცნობი ხმა იზიდავს ჩემს ყურადღებას. ამჯერად თვალწინ, ნანუკას მაგივრად, როგორც ყოველთვის ულამაზესი ლალი გვიდგას. კი ვამბობდი მის მიმართ სკეპტიკურად განვეწყვეთქო მაგრამ ამ ქალაის გარეგნობას მაინც ვერაფერს ვერ დაუწუნებ.
დემეტრეს მთელი ძალით ხვევს ხელებს და ნათესავურ სითბოს აგებებს. მამაკაციც ლბება, სახე შედარებით დაწყნარებული უხდება. ისიც არ აკლებს თბილ ჩახუტებას, მაგრამ მალევე იბრუნებს თავის ჩვეულ, სერიოზულ სახეს.

"იქნებ სულაც არაა ასეთი ცუდი ქალი როგორც მე მეგონა? არ ვიცი. ყოველშემთხვევაში, არ ღირდა დასკვნების წინასწარ გამოტანა"

-ჩემო ანა, ულამაზესი ხარ! ძალიან მიხარია რომ დემეტრეს გვერდში უდგეხარ._ხალისიანი ხმა, დროის ერთიბეწო მონაკვეთში სინანულის ტონით ეცვლება. რატომღაც მგონია რომ ნანობს იმას რაც სოფიოს დაემართა. (მიუხედავათ იმისა რომ დემეტრეს გადმოცემებიდან, ამ ინციდენტში ლალის ხელიც იყო გარეული)

-დიდი მადლობა ქალბატონო ლალი. თქვენც შესანიშნავად გამოიყურებით._არანაკლებს მედიდური თავდახრით ვპასუხობ. ბებოს სიტყვები მახსენდება: "ქალის მედიდური უნდა იყოს ბე, თორემ სილამაზეს ყველა კი იყიდის"...

-უბრალოდ ლალი_კეთილ ღიმილს აგებებს ჩემს სიტყვებს, მეორე წამს კი დემეტრეს უბრუნდება. -დედაშენი არ გინახავს ჯერ?_ვგრძნობ როგორ უცახცახებს ხმა, თუმცა კი ცდილობს არაფერი არ გამოაჩინოს. დემეტრეს მზერა წამით იცვლება, მაგრამ მაინც ცდილობს თავის გაკონტროლებას.
-არა ლალი, ჯერ არ შევხვდრივარ.
-კარგი._მოწყენილი ლალისევდას ვეღარ მალავს, მალევე გვემშვიდობება. სახეზე ღიმილს იკრავს და ნელი ნაბიჯებით მიემართება ხალხის ერთ-ერტი ნაკადისკენ.
-წამოდი. ვხედავ, ქალბატონ ეკას ძალიან გაუხარდება ჩვენი ნახვა_დამცინავი ტონი არასასიამოვნოდ აღწევს ტვინამდე. მინდა ვუთხრა არ ღირს ასე ლაპარაკითქო, მაგრამ ვერ ვბედავ...

***

-სადაა?
-მეორეზე. წამოდი, შენი ნახვა უნდა.

ულამაზეს სახლში შესულებს უცნობი, წვერმოშვებული მამაკაცი გვიდგება წინ და ანერვიულებული სახით გამოგვყურებს ხან მე ხანაც დემეტრეს. ეტყობა, ავალიანიც ღელავს. მხოლოდ ერთი კითხვით იფარგლავს თავს- <<სადაა?>>. არც არანაირი მისალმება, არც ხელის ჩამორთმევა. მხოლოდ და მხოლოდ მძვინვარე მზერა უცნობი მამაკაცის მიმართ.

***

მაგრად მებღაუჭება ხელზე, თითქოს ჩემი დაკარგვის ეშინია. უთვალავ კიბეებს ჩქარი ნაბიჯით ვფარავთ. მამაკაცი წინ მიგვიძღვება, ჩვენ უკან მივყვებით, მორჩილი ბავშვებივით. ვერ ვიგებ რაშია საქმე...

უზარმაზარ კარებს ერთი ხელის მოსმით აღებს და როკოკოს სტილის ოთახში ზანტად შედის. ყველაფერი ულამაზესი მეჩვენება მიუხედავათ იმისა რომ ოთახი ჩაბნელებულია, არანაირი შუქი, არც პატარა ლამპარი, არც რაიმე ნათურა. მხოლოდ ღია ფანჯრიდან შემომავალი მთვარის ვერცხლისფერი სხივები რომელიც ვიღაცის, კუთხეში საცოდავათ მიმჯად სილუეტს ბუნდოვნად ანათებენ.

-ეკა..._დემეტრეს ყოყმანით სავსე ხმა თვალებს მიდიდებს. არასდროს არ მინახავს ასეთი. არც მაშინ როდესაც სოფიოზე მომიყვა ყველაფერი. ხელს ძლიერად მიჭერს მაჯაზე. ოდნავი ტკივილი მატანს ძვლებამდე მაგრამ ვცდილობ არ შევიმჩნიო.

დაბალ პუფზე ჩამომჯდარი ქალი სასწრაფოდ წევს თავს. ცრემლებით სავსე უზარმაზარი ნაცრისფერი თვალები წითელი მზერით გამოგვცქერიან. ჩემზე აჩერებს წამიერ მზერას მაგრამ მალევე უბრუნდება დემეტრეს. გრძელი, დახვეული ოქროსფერი თმები უზადოდ ეყრებიან ლამაზ ყელზე.

"ეკა...აი თურმე ვის გავს ასე ძალიან დემეტრე. ასეთივე ლამაზი და შეუდარებელია..."

-დემეტრე..._ბღავილით ჯუჯღუნებს ავალიანის სახელს და თვალებს ისევ თავჩარგვით მალავს. ჩემს გვერდით მდგარი მამაკაცი მხოლოდ არაფრის მთქმელი მზერით გაჰყურებს. საზარელი ქვის ძეგლივით მდგარი მამაკაცი ცოტა არ იყოს მაშინებს.
-გეხვეწები მაპატიე! მაპატიე დემეტრე!_ქალის ორიოდე სიტყვაში გულწრფელი ბოდიშის დანახვა შეიძლება.

"გაინძერი დემეტრე! დედაშენია ბოლოსდაბოლოს!"_ქვეცნობიერი და ძალზედ გაბრაზებული ანა მუშტების ქნევით გაკივის ავალიანს. მაგრამ მე სულ არაფრის თქმის უფლება არ მაქვს.

-იქნებ ჯობდა მარტოებს გაგერკვიათ ყველაფერი?_მტირალი ქალის გვერდით მჯდარი მამაკაცი მთელი ძალით ცდილობს მის დაწყნარებას, მაგრამ უშედეგოდ. ბოლოს, დემეტრეს ნაღვლიანი მზერით უსვამს კითხვას და სავარაუდოთ ჩემზე მიუთითებს.

-დემეტრე მე წავალ._ჩემივე შეშინებული ხმა კიდევ უფრო მაშინებს. არ ღირდა აქ მოსვლა, თავიდანვე არ ღირდა.
-არა ანა. ერთად მოვედით და ერთად წავალთ._მრისხანე გამომეტყველებით გამომყურებს ავალიანი, ჰოდა მეც მაშინვე ვჩერდები. პირველად მეშინია მისი...

-ეკა, მისმინე. არ ღირს ეს ყველაფერი, ძალიან გვიანია ტირილი. გაჩერდი და გამომხედე._ნელი ნაბიჯებით უახლივდება ავალიანი დაბალ პუფზე მჯდარ მომტირალ ქალს, რომელის შეშინებული თვალებით იყურება. რამდენიმე წამით ზემოდან ქვემოთ დაჰყურებს ავალიანი, შემდეგ თავს მობეზრებულად აქნევს. უეცრად, ნელი მოძრაბით ხვევს ხელებს მხრებზე და სათუთად აყენებს ქალს. -დ..დედა ეს ანაა._თემის შეცვლას მალევე ახერხებს და ნაღვლიან ღიმილს აპარებს ჩემსკენ. ვხედავ როგორ უჭირს ეს ყველაფერი მაგრამ მაინც აგრძელებს წინ სვლას, უჭირს <<დედას>> თქმა მაგრამ მაინც არ ნებდება.

ფეხზე წამომდგარი ულამაზესი ქალი წითელი თვალებით გამომყურებს. ისევ ცრემლები უწვება მზერაში. უნებურად ვდგავ ნაბიჯს უკან და ისევ გულის ფანცქალი მიპყრობს როდესაც უეცარი ბიძგი მივლის სხეულზე. თვალის დახამხამებაში ქალის უძლური ხელები ძლიერად მეხვევიან კისერზე. შველის უცოდველი მზერით გავყურებ ავალიანს რომელიც ისევ და ისევ ნაღვლიან ღიმილს მაჩეხებს მზერაში. დაბნეულობისგან აღარ ვიცი როგორ მოვიქცე.

"ხელები! ხელები მოხვიე იდიოტო!"_მკარნახობს ქვეცნობიერი და მუჯლუგუნს მთავაზობს მხარში. მეც უნებურად ვემორჩილები. მკლავებს ნაზად ვხვევ ისევ და ისევ მომტირალ ქალს.

-მაპატიე ანა. არ მინდოდა რომ ასე შევხვედროდით ერთმანეთს._ქალის ტირილიანი გმინვა სევდიანად მხვდება გულზე.
ხალხის დაწყნარება არასდროს არ გამომდიოდა. არც ახლა არ ვიცი როგორ მოვიქცე, რა გავაკეთო...
-ეკა. გითხარი გაჩერდითქო._დემეტრეს მრისხანე ხმის გაგების შემდეგ ქალი დაწყნარებას ცდილობს. ავალიანის სითბო ტანზე მივლის და ვხვდები როგორ აცურებს ხელებს ჩემს წელზე. ძალაც მალევე მემატება.
შედარებით დაწყნარებული ეკა ამჯერად უკვე ბედნიერი ღიმილით გამოგვცქერის ორივეს, თვალებს მუშტებით იწმენდს. საბოლოო ჩახუტების ბიძგი კიდევ ერთხელ გვივლის მეც და დემეტრესაც. მეორე წამს, ეკა მომღიმარი სახით გვცილდება და ამჯერად ჩემთვი უცნობ მამაკაცს უბრუნდება. მსუბუქი კოცნით აჯილდოვებს ლოყაზე, მამაკაციც მაშინვე თბილად ხვევს ხელებს წელზე.

"ნუთუ დემეტრეს მამაა?"
"უ-უ. სულაც არ გავს ავალიანს"

-აჯობებს დარბაზში დავბრუნდეთ. ალბათ ყველა ჩვენს ძებნაშია._სიცილით ამბობს მამაკაცი. -ანა, საკამდ უხერხულ სიტუაციაში მოგვიწია შეხვედრა, მაგრამ იმედია საბოლოოდ კარგი ურთიერთობის დამყარებას შევძლებთ._თბილი მოძრაობით მიწვდის მტევანს, ჰოდა მეც ასევე ამაყად ვართმევ ხელს.

-ანა, ცოტნე ავალიანი, ადამიანი რომელმაც საკუთარი შვილივით გამზარდა და რომლის გვარსაც დღეს ვატარებ._ამაყად ამბობს დემეტრე, და როგორც მივხვდი, თავის მამინაცვალს მაცნობს.

როგორ მიხარია რომ ყველაფერი ცოტათი მაინც დალაგდა და გაირკვა...

***

-დემეტრე შეიძლება ეს ლამაზი ქალბატონი სულ ორი წამით მოგპარო?_ეკას დაწყნარებული და შედაარებით ბედნიერი ხმა ზურს უკან მეცემა. კოლეგებთან ლაპარაკში გართული დემეტრე ყურადღებას ჩემზე რთავს. ჯერ ალმაცერი მზერით ზვერავს სიტუაციას, მაგრამ სემდეგ როდესაც ხვდება რომ ყველაფერი რიგზეა, ღიმილით სავსე მზერით მიშვებს დედამისთან...

*თავი 13*

-ანა. მინდა ბოდიში მოგიხადო ყველაფრის გამო, რაც დღეს მოხდა._ჩემს მტევანს ხელში იღებს და თბილი თვალებით გამომყურებს. ულამაზეს ბაღში ნელი ნაბიჯებით მივაბიჯებთ, ვერცხლისფერი მთვარე კი არემარეს უფრო შთამბეჭდავ ელფერს სძენს.

" ვფიქრობ რომ ნამდვილად გულწრფელი ქალია ეკა. იქნებ ნამდვილად წინასწარ გამოვიტანე დასკვნები?"

-ქალბატონო ეკა, არ ღირს..._უხერხულობისგან სახეზე წითელი ფერი მედება.
-არა ანა. ახლა როდესაც ჩემი შვილთან ხარ მინდა ყველაფერი იცოდე._ღრმად ისუნთქავს ჰაერს ფილტვებში, შემდეგ კი, ისევ უბრუნდება მონოლოგს, ჰოდა მეც გაფაციცებით ვუსმენ. -დემეტრესთან დამნაშავე ვარ. ძალიან უსამართლოდ მოვექეცი ერთ დროს. ალბათ იცი ყველაფერი. არ მინდა რომ ბიჭი დავკარგო ანა, ერთადერთი შვილი რომელიც ძნელად მეღირსა.

"რაო?!"_გაკვირვებულ სახეს ვანათებ ეკას. ისიც სევდიან ღიმილს მაგებებს. შემდეგ კი მოყოლას აგრძელებს.

-მე და დემეტრეს მამას, ბატონ ვაჟას, დემეტრე ქორწილიდან მხოლოდ თორმეტი წლის შემდეგ შეგვეძინა. ჩემს ქმარს პატარა ფირმა ქონდა, სამშენებლო მატერიალების დამზადებას მიჰყოფდა ხელს. გვეგონა რომ ყველაფერი კარგად იყო მაგრამ..._პატრა პაუზას აკეთებს. ვხედავ როგორ უჭირს გაგრძელება. ნუთუ ასეთი ძნელი ცხოვრება ქონდა?
-ქალბატონო ლალი, არ მინდა რომ მხოლოდ ჩემს გამო ყვებოდეთ ამ ყველაფ...
-არა ანა. უბრალოდ ძალიან მინდა დემეტრეს მიმართ ვალის გამოსყიდვა. მინდა იცოდე ვინ ვარ სინამდვილეში. დემეტრეს დაბადებიდან ორი წლის შემდეგ ვაჟამაც დაგვტოვა. ალაბტ დემეტრემ გითხრა რომ აზარტული ადამიანი იყო. ექსტრემალუი ცხოვრებით ცხოვრობდა. ქალები უყვარდა. ჰაჰ._ცინიკური ღიმილით იხსენებს წარსულს. ალბათ ძალიან ბევრი ტკივილი აქვს ნანახი... -ჰოდა ქალებსაც შეეწირა._ისევ ცინიზმი. -ერთერთი საყვარლის ქმარმა მოუღო ბოლო. იმ საღამოს გავიგე რომ დაჭრეს. და მაშინ დავრჩი ორი წლის ბავშვით ხელში, ყველასა და ყველაფრის გარეშე. მშობლები მე არ მყავდა, ვაჟას დედა კი ჯიბრიანი ქალი იყო, არასდროს არ ვუყვარდი. დემეტრეც არ მიიღო, იძახდა შენნაირი ქალის ნაშიერი ჩემს ოჯახში ვერ შემოვაო._დამცინავს ტონს ამ წამამდეც არ იშორებს. ძლიერად მიჭერს ხელზე მტევანს, ნერვიულობის ნიშნად. -დედამთილმა ვაჟას ფირმაც იგდო ხელთ, ჩვენი სახლიც. სად არ მივედი, ვის არ ვთხოვე დახმარება შვილო. საბოლოოდ მაინც ქუჩაში ამოვყავი თავი. არ ვიცი რატომ ან როგორ, მაგრამ ღმერთმა მაინც არ დამტოვა მარტო. ცოტნეს გაცნობის შემდეგ ყველაფერი დალაგდა. ის რომ არა ალბათ დღეს არც მე და არც დემეტრე აღარ ვიარსებებდით ამ უაზრო ქვეყანაზე_თვალები ცრემლებით ევსება, ხმა უკანკალებს. მინდა როგორმე დავაწყნარო მაგრამ არ გამომდის, უბრალოდ ძალა არ მაქვს. -ცოტნემ მეც და ჩემი შვილიც საკუთარი სისხლივით მიგვიღო. მისი ვალის დაფარვას ალბათ სიცოცხლის ბოლომდე ვერ შევძლებ. ყოველთვის საუეთესოს აძლევდა დემეტრეს...

ისევ პაუზა. ვშიშობ ამდენ ტკივილს ვეღარ ავიტან. არადა როგორ მეგონა რომ ჩემზე უბედური ადამიანი არ დაიარებოდა ამ ქვეყანაზე, ჯერ დედის გარდაცვალება, შემდეგ მამას წვალება, ის ბნელი ჩიხი. მაგრამ თურმე ჩემი ცხოვრების ტკივილი, სულ არაფერი ყოფილა.

-ის გოგო შვილო, სოფო, კარგი ბავშვი იყო, კარგგად აღზრდილი და პატიოსანი. ღარიბი ოჯახიდან იყო, ჩემი ქმარი და მამამისი მეგობრები იყვნენ ჰოდა ცოტნეც ყოველთვის ცდილობდა მიხმარებოდა. დემეტრესთან ერთად გაიზარდა ფაქტიურად, ყველგან ერთად იყვნენ. თავიდანვე ვიცოდი რომ დემეტრე მის მიმართ არ იყო გულგრილი.ყოველთვის სხვანაირად უყურებდა. წლების შემდეგ ცოტნეს დახმარებით საზღვარგარეთ გავუშვით სასწავლებლად, დემეტრეც გაყვა. შემდეგ უკვე ცოლ-ქმრის სტატუსით დაბრუნდნენ საქართველოში._ლოყაზე ჩამოგორებულ ცრემლს შეუმჩნევლად იწმენდს მტევნით. სოფოს გახსენება კდევ ერთხელ მიჭრის გულს ტკივილით. -ჩემი შვილის ყოველთვის კარგი მინდოდა. მაგრამ ხომ იცი, კეთილი განზრახვებით ჯოჯოხეთამდე შენდება გზაო. ჰოდა მეც ასე მომივიდა. ჩავთვალე რომ ის გოგო დემეტრეს არ შეეფერებოდა. დედამისსაც არასდროს არ მოვწონდი, ჩემი წარსულის გამო. დემეტრეც არ ხიბლავდა. ჰოდა ერთმანეთის ზიზღმაც გაგვაერთიანა... იმ გოგოს სიკვდილი ჩემ სინდისზეა შვილო!_გულში დაგროვილ ცრემლებს საბოლოოდ მაინც ვეღარ იკავებს და იქვე, ხის სკამზე მთელი ძალით ეხეთქება. მეც მოწყენილი სახით ვუჯდები გვერდით. მტევანს მაგრად ვუჭერს ხელზე, მხარდაჭერის ნიშნად. გადიდებულ ნაცრისფერ თვალებს სახეზე მანათებს, თავს ვერც მე ვეღარ ვიკავებ და თვალებიდან ორიოდე ცრემლს ვყრი. სულ რამდენიმე წამში კი ცარიელი ეზოს ბოლოს, ორი ქალის ქვითინი იპყრობს.
-არ იტირო შვილო, შენ არ უნდა იტირო. ჩემი ცოდვების გამო შენ არ უნდა იდარდო. უბრალოდ მინდოდა გცოდნოდა, რადგან ვიცი რომ დემეტრესთვის ძალიან ბევრს ნიშნავ. ჩემი დის მონაყოლიდან ძალიან უყვარხარ ანა. არ დატოვო არასდროს ანა. აი მეც ასე, სულ ჩემთვის ვიყავი და ხედავ კიდეც რომ ამის გამო ქმარი დავკარგე. ჩემი შეცდომა არ გაიმეორე შვილო და არ მიატოვო ის ადამიანი ვინც გიყვარს. არავის გამო არ დანებდე. მიხარია რომ დემეტრეს ზუსტად შენნაირი ძლიერი ქალი შეხვდა. ამდენი წლის განმავლობაში ჩემი შვილის სახეზე ღიმილი არ მინახავს. შენ გვერდით სულ სხვა ადამიანია ანა, დააფასე ეს სიყვარული და გაუფრთხილდი შვილო...

***

წვრილ ბილიკზე დაფიქრებული მივაბიჯებ და ეკას ნალაპარაკების გადახარშვას ვცდილობ. იქნებ ნამდვილად არაა ცუდი ადამიანი? უბრალოდ შეცდა. ყველა ცდება ადრე თუ გვიან.

არ ვიცი...არ ვიცი რა ვიფიქრო.

დემეტრეს ძებნაში თვალებს აქეთ იქით უაზროდ ვაცეცებ. სად გაქრა ეს ადამიანი კაცო?

-ანა!_ნაცნობი, წვრილი ხმა ჩემს სახელს ბედნიერად გაჰკივის. მეორე წამს კი ნანუკას გაკრეჭილი სახე მესვეტება წინ. მისი მხიარულება გულს მითბობს და ახლა შედარებით დაწყნარებულ სახეს ვიღებ.
-ნანუკა, დემეტრე სადაა ხომ არ იცი?_მოწყენილს სახეს ვანათებ ქალს რომელიც მაჯაში მაშინვე მტაცებს ხელს და სადღაც მიმათრევს ელვისებური სისწრაფით.
-წეღან ზუსტად შენ გეძებდა!_სიცილით ამბობს ქალი. -ვერანდაზე იქნება ლექსოსთან ერთად.

მართლაც, სულ რამდენიმე წუთში ულამაზეს ვერანდაზე ამოვყავით თავი სადაც ორი მამაკაცი რაღაცაზე გაურკვევლად კამათობს.

-ბიჭებო, ნახეთ ვინ ვიპოვე!_ნანუკას პოზიტიური ხასიათი მაოცებს. მის სახეზე ღიმილის გარდა არანაირი გამომატყველება არ მინახია. როგორ მომწონს ასეთი ხალისიანი ხალხი!

-ანა, სად იყავი ამდენ ხანს?!_ჩქარი ნაბიჯით მიახლოვდება დემეტრე და როგორც ყოველთვის დიქტატორის ტონით ცდილობს ჩემს დაკითხვას.

"რა საყვარელია როცა ნერვიულობს!"

-ბაღში ვსეირნობდი დემეტრე. ულამაზესია აქაურობა!_ჩემი გაღიმებული სახე გამომეტყველებას ურბილებს ჰოდა მალე წელზე მისი ხელების სითბოსაც ვგრძნობ.
-ანა ეს ლექსოა, ჩემი პუპსიკი!_მხოლოდ ახლა ვამჩნევ ჩვენს წინ მდგარ მამაკაცს რომელიც უაზროდ ატრიალებს თვალებს და გაბრაზებულად გაჰყურებს გაკრეჭილ ნანუკას. -ჰა ჰა, არ უყვარს როცა პუპსიკს ვეძახი!_მყუდრო არემარეს ისევ ქალის კისკსი აყრუებს. ლექსოც ჩქარი მოძრაობით ხვევს ხელებს მხრებზე და სიცილით აბზრიალებს.

"რა კარგია როდესაც გვერდში გყავს ის ადამიანი ვინს გამოც ყველაფერს თვალდახუჭულად დათმობ..."


***

ქალბატონი ეკას თხოვნით დღეს აქ უნდა დავრჩენილიყავით, მაგრამ არ შემიძლია, არ მინდა კატო ისევ მარტო იყოს. ყოველთვის ცალ ცალკე ვატარებთ დროს, არასდროს არ ვართ ერთად. ჩემი თავი ყველაზე ცუდი და მგონია ქვეყანაზე.

-კატო, როგორ ხარ?_მოწყენილად გავძახი ყურმილში.
-უმაგრესად ნანანო! ვერ წარმოიდგენ ვინ ჩამოვიდა!_კივილით მპასუხობს ქალბატონი. ოჰო, ძალიან გახარებული მეჩვენება. რა ხდება ნეტა? უეცრად ტელეფონში უცნაური ხმები ჩამესმის, რომელსაც კატოს ბუზღუნი მოყვება.
-Аня! Детка как ты? Боже мой как мы по тебе соскучились!(ანა! როგორ ხარ შვილო? ღმერთო ჩემო როგორ მოგვენატრე!)
-Мама? (დედა?)_თვალები შუბლზე ამდის ნაცნობი, ტკბილი ხმის გაგებისას.

"მოიცა...ეს ნინაა თუ ჩემს ყურებს რამე ეჩვენებათ? არ არსებობს! ჩამოვიდნენ!"

-Ну да, ты чё так удивилась? Ну где ту пропадаешь так поздно? (ჰო, რატო გაგიკვირდა ასე ძალიან? აბა სად ხარ დაკარგული ასე გვიან?)_ჩემი ნინაჩკას ხმას სულ გადავყავარ ჭკუიდან. ღმერთო ჩემო, როგორ მინდა ახლა მისი ნახვა! და ძალიან ძალიან მაგრად ჩახუტება!

-Постой ка. Чё, папа тоже с тобой? Когда вы приехали то? (მოიცა, მამაც შენთანაა? როდისღა ჩამოხვედით!)_პირდაღებული გავყურებცარიელ ბაღს და ყურმილს მთელი ძალით ვიჭერ ყურზე.

-да конечно! А ты думаешь он бы меня одной отпустил? А приехали мы толко что. Ну где ты а? (რათქმაუნდა! შენ გგონია მარტოს გამომიშვებდა? ჩამოსვლით, ამ წუთას მოვედით. აბა სად ხარ ჰა?)_ ნინას მოწყენილი ხმა ცოტა არ იყოს გულს მიკლავს. მაგრამ რა დროის ცუდ ხასიათზე ყოფნაა? ბოლოსდაბოლოს ჩემი მშობლები ჩამოვიდნენ!

-Я...Я на корпоративе мам. С... С другом. (მე...მე კორპორატივზე ვარ დე. მ..მეგობართან ერთად.)_ დემეტრეს გახსენებაზე სახე უნებურად მიწითლდება. მითუმეტეს არავისთვის არ მითქვამს ჯერ, ჩვენი ურთიერთობის შესახებ. -Но я сейчас же приду к вам! ( მაგრამ ახლავე მოვალ თქვენთან!)

-Нет, нет, нет! Ни за что! А, об этом "друге" ты мне раскажешь завтро...ну или после завтро кагда освободишся. А сейчас, целую детка! За Катю не волнуйся. ( არა, არა, არა! არანაირად! ამ "მეგობარზე" კიდე ხვალ მომიყვები...ანდაც ზეგ, როცა გეცლება. ეხლა კიდე გკოცნი! კატოზე არ იდარდო.)_ყურმილს უთქმელად კიდებს ქალბატონი ნინა.

"მეკაიფება?"


დედაჩემის ნათქვამი მაოცებს, ჰოდა ვრჩები ასე ყბაჩამოგდებული. დავრჩე თუ წავიდე? აქაც მინდა დარჩენა, მაგრამ ჩემებიც ძალიან მენატრებიან.

"ჰა ქვეცნობიერო ანა? მითხარი რა ვქნა."_ხვეწნით ვეკითხები მეორე მეს, მაგრამ მისი ხმა არსაიდან არ მესმის.

-შენები ჩამოვიდნენ?_ჩემს მარტოობას უკნიდან მოახლოვებული დემეტრე არღვევს. ნელი მოძრაობით ვტრიალდებ, მაგრამ და იმ წამსვე მახეში ვიხლართები, დემეტრესა დე ვერანდის ხის კოლონას შორის.
შვლის ნუკრივით ატუზულს გული მკერდში ფართხალს იწყებს. მაგრამ თავი მაინც ამაყად მიჭირას. ჰაჰ, აბა რა გონია ერთი შეხება და მისი ვარ?

"ანა, ხომ იცი რომ ზუსტად ასეა?"_დაცინვით მკარნახობს ქვეცნობიერი. ოჰო გამოჩნდა ქალბატონი.

-კი, ჩამოვიდნენ._ხელებს წელისკენ აცეცებს, ტუჩები ნელი მოძრაობით მოაქვს სახესთან.
-წამოდი, გაგიყვან._მსუბუქად მკოცნის ლოყაზე და მალევე ზურგშექცეული მიემართება ვიწრო ბილიკზე. ჩქარი მოძრაობით ვეწევი. განიერი ზურგისკენ ვაპარებ თითებს ჰოდა ისიც იმ წამსვე ჩერდება, უმალვე ატრიალებს ტანს ჩემსკენ.
-დედაშენს არ ეწყინება რომ არ ვრჩები?_პატარა დამნაშავე გოგოსავით ვხრი თავს. ნიკაპის ქვეშ ამოდებული თითები სახეს უცბათ მაწევინებენ.
-არ ეწყინება ფისო. ჯობია შენი მშობლები ნახო._თბილად მკოცნის შუბლზე და ნაზი მოძრაობით მიხუტებს გულში.

***

ჩემი სახლის წინ აჩერებს ავტომობილს დემეტრე. მეც მედიდიური მოძრაობით გადავდივარ. ქალური ეშმაკუნობაც მადგება ხელთ, ჰოდა ბარძაყამდე ჩაჭრილი კაბა მეგრიელად მიჩენს მოშიშვლებულ ფეხს გადმოსვლისას. ვამჩნევ დემეტრეს მწვავე მზერას და მაშინვე მალული ღიმილი მივლის სახეზე.

-ამოხვალ?_მანქანაში თავშეყოფილი, კნუტის თვალებით გავცქერი მამაკაცს რომელიც ნახევრად მოღეღილ გულ-მკერდს თვალებმოჭუტვით აკვირდება. თავს ცბიერი ღიმილით აქნევს და ავტომობილიდანაც მოხერხებულად გადმოდის. -ამოვალ.._მისი მტკიცე ხმა ძალას მმატებს, მაგრამ ეს ძალა სულ რამდენიმე წუთში უკვალოდ ქრება როდესაც ჩემი ბინის დახურულ კარებს აფანცქალებული გულით ვუყურებ.

-ანა არ მითხრა რომ ისევ ნერვიულობ!_სიცილით ამბობს ავალიანი. -ჩემ მშობლებთან შეხვედრა, გასაგებია ჰო, მაგრამ ახლა რაღა განერვიულებს ადამიანო!_ისევ არ იკლებს სიცილს და გაბედულად აზარუნებს კარზე...

***

-ესეიგი კოლეგები ხართ?_მამაჩემი ცბიერი მზერით გვათვალიერებს ორივეს.

ალბათ ჩვენი პირველი შეხვედრა ყველაზე დაძაბული იყო, სულ ცოტა ხნის წინათ. ახლაც თვალ წინ მიდგას დედაჩემის ცელქი სახე ჩემი და დემეტრეს სახლში შემოსვლისას. ნინა შედარებით გახარებული ჩანდა, ცისფერ თვალებს ჩუმათ მიჟუჟუნებდა. მაგრამ აი მამაჩემი... ოჰო ჰო ჰო ჰო! ნიკოლოზის მრისხანე მზერას რა დამავიწყებს დემეტრეს პირელად ნახვისას. კარები შემოვაღეთ თუარა ნიკოლოზის ქორივით თვალები მომხვდნენ გულზე.

"იმედია თავს არ მომჭამს."_აბა ეს მართალია? ოცდაოთხი წლის გოგო ისევ ასეთ სისულელეებზე ღელავს!

სამზარეულოში წვენზე გამოსულს, მათი ლაპარაკი ბუნდოვნად მესმის. მხოლოდ რამდენჯერმე გავიგე როგორ ახსენეს ჩემი სახელი.

-ანო დედა. შესანიშნავი ბიჭია!_ოთახში სემოსული დედაჩემი კოჭლი ქართულით ძლივს მეუბნება ორიოდე სიტყვას. მისი რუსული აქცენტი ღიმილს მგვრის სახეზე.
-ვიცი დე._ტუჩები ისევ და ისევ ოდნავ დასანახავ ღიმილში მერხევა, მაგრამ ნინაჩკას რას გამოაპარებს კაცი. ძლიერად მხვევს მხრებზე მკლავებს და აცრემლებული თვალებით მიკრავს გულში.
-კარგი რა ნინ, რა გატირებს ქალო!
-Это слёзы счастья детка! (ბედნიერების ცრემლებია შვილო!)_თავს ძალას ატანს ქალბატონი ვორონინა და მტევნებით იწმენდს თვალებს. -ჩემი გოგო, როგორ მალე გაიზარდე დე! ანო ძალიან მიხარია რომ იპოვე ის ადამიანი ვინც გიყვარს.
-არ ვიცი დე. არ ვიცი ეს სიყვარულია თუ არა. უბრალოდ მინდა სულ მასთან ვიყო.
-აბა შენ რა გგონია სიყვარული რაა შვილო?_თავზე წვრილ თითებს მისვამს და ბედნიერი ღიმილით მიხსნის სიყვარულის არსს. -გგონია მამაშენთან მისი "უმშვენიერესი" ხასიათის გამო ვარ?_მისი ხმამაღალი სიცილი გულზე ხალისიანად მხვდება. -ხომ იცი როგორია? ყველაფრის კონტროლირება უნდა, მაგრამ რა ვქნა მის გარეშე ცხოვრება რომ არ გამომდის? არ დაკარგო დემეტრე დედი, რაც არ უნდა იყოს იბრძოლე იმ ერთადერთისთვის ვინც გიყვარს დე...
-ნანანო!_ოთახში შემოვარდნილი პაწაწუნა, ქერა თმიანი ბიჭი ფეხზე მთელი ძალით მეხვევა.
-დე, ეს ისევ ასეთივე ცელქია?_სიცილით გავყურებ დედაჩემს რომელიც ბედნიერი თვალებით გამოგვყურებს ორივეს. ოთხი წლის ძმას ხელში ვიყვან თუარა, თბილ კოცნას მიტოვებს კანზე და წვრილ ხელებს ლოყებზე მიჭერს.
-ვაიმე, ანა, ცელქი კიარა შეგვჭამა მე და ნიკა._ნინას კისკისი მეც და პატარა თორნიკესაც გვახალისებს.
-დე, ასთმა?_ძმის ავადმყოფობის გახსენება ისევ მოწყენილობას აბრუნებს ოთახში, მაგრამ ნინაჩკას შემდეგი სიტყვები შედარებით მაწყნარებენ.
-უკეთესადაა ანო. არ ინერვიულო. ყოველშემთხვევისთვის, ექიმები გვპირდებიან არაფერი არ გაუარესდებაო.
-ანა. წამოდი, ნიკა გეძახის_ოთახში თავშემოყოფილი კატო ჭორიკანა გოგოსავით გვზვერავს და მალევე უჩინარდება მისაღებში...

***

ჩაბნელებულ ქუჩაში მხოლოდ დემეტრეს ვნებიანი სახის დანახვა შემიძლია. მიდის ვაჟბატონი და ვაცილებ. მისი აციმციმებული სახიდან გამომდინარე ნიკოლოზთან დიალოგმა ნორმალურად ჩაიარა.

-ჰა, რაო ნიკამ?_სიცლით გავყურებ დემეტრეს, რომელიც შავ ბაფთას გაბედულად იცილებს ყელიდან და საყელოს რამდენიმე ღილს საჯაროდ იხსნის.
-რაო და ჩემს ქალიშვილს რამე თუ მოუვა, კარგი ბედი არ დაგადგებაო_სიცილით მიახლოვდება დემეტრე, ისე რომ გამჭოლ მზერას არ აცილებს ჩემს გაფითრებულ სახეს. -არა, უფრო რბილად მითხრა მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ იგივე იგულისხმა_დემეტრეს ხარხარი ჩემი სახის დანახვისას, მეც მახალისებს. მამაკაცის მანქანას ზურგით ვეყრდნობი ისე რომ ვნებიან მზერას არ ვაცილებ განიერ მხარ-ბეჭს. -რაო ქალბატონო ანა, ჰორმონები აგითამაშდათ?_თვალებმოჭუტული გამომყურებს. მალევე ვგრძნობ ხელების შეხებას ყელზე, შუბლზე კი ცხელი ტუჩები დამთამაშებენ.
-ვხედავ თქვენც არანაკლებ მოგაწვათ ვნება._თითებს მისი ყელისკენ ვაცოცებ, გულ-მკერდს კი სხეულზე ვაკრავ.
-არ გინდა ანა..._ვატყობ როგორ უცხელდება კანი, თვალებში ცეცხლი ენთება და გაშავებული მზერით დამთამაშებს სახეზე.

"უი...ვხედავ ისევ ზედმეიტი მომივიდა!"_ხმამაღალი ხარხარით ვფიქრობ ტვინში მაგრამ მაინც არ ვწყვეტ ცეცხლთან თამაშს.

-იყოს თქვენებურად. მაშინ ახლა დაგემშვიდობებით ბატონო ავალიანო და ხვალ შეგხვდებით. კოლეგავ..._გაწელილი ტონი მეთვითონ უცნაურად მეცემა ყურებზე, მაგრამ დემეტრეზე შედარებით უფრო ძლიერად მოქმედებს. წასასვლელად მომზადებულს, ძლიერად მიჭერს ტორებს მაჯაზე, ისე რომ განძრევის საშუალებაც აღარ მაქვს. -არა, არა, არა! საოფისე რომანი არ მაწყობს! ასე რომ მოგიწევთ დაცდა._ცბიერი ხმა კიდევ უფრო აგიჟებს, თუმცა ვასწრებ მისი ძლიერი ხელებიდან თავის დახწევას და სადარბაზოსკენ კუდუსუნის ქნევით ვნებიანად მივიკვლევ გზას, ისე რომ თვალებ მოჭუტული, აღგზნებული დემეტრეს მზერა ზურგს მიწვავს...

***

-გრაააა!_დილის მზის სხივები სასამოვნოდ მეცემიან სახეზე, ჰოდა მეც გემრიელი მთქნარებით ვიწყებ დილას. საბანში თბილად გახვეული, ფეხზე სასწრაფოდ ვდგები და მისაღებისკენ მივემართები როდესაც ორი ქალის ხითხითი მწვდება ყურებამდე.

-ოჰო, გაიღვიძა მინარე მზეთუნახავმა!
-სად ხარ ქალო აქამდე? პირველი საათია უკვე, შენ კიდე ლოგინს ვერ მოგაცილეთ!_დივანზე, ჩემებთან ერთად მჯდარი თაკო და ქეთევანი გაკრეჭილად მეგებებიან.

"ჩემი ცანცარუშკები! როგორ მომენატრნენ!"

-ჰა, დღეს დავგრიალებთ?_ტუჩებიდან ჭიქას იშორებს თაკო. -მმმ, ქალბატონო ნინა, ასეთი გემრიელი ყავა ჯერ არსად არ გამისინჯავს!
-არ ვიცი გოგოშკებო, ჩემებთან მინდოდა ყოფნა._დივანზე მთელი ძალით ვეხეთქები ნიკუშას გვერდით, ჰოდა მამაჩემის მაშინვე თბილ მზერას მტყორცნის.
-არა ანო. ჩვენ აქ იმიტომ არ ჩამოვსულვართ რომ შენ თავისუფლება შეგიზღუდოთ. წადი გოგოებთან და გაერთე._ნიკოლოზის მზრუნველი ტონი ისევ მიხარებს გულს ჰოდა მეც ფეხზე წამომხტარი ჩქარა ვეკიდები კისერზე.
-ძალიან მიყვარხარ მამი! მალე მოვალ და მერე სულ თქვენთან ვიქნები! მორჩა წავედი ვიცმევ!

***

-აუ გოგოებო თქვენ არ იცით ლევანი რა საყვარელია!_პატარა კაფეში მყუდროდ მოკალათებულებს, სიცილით გვიყება ქეთო თავის ამბებს. -იმდღეს რაღაც ფილმს ვუყურებდით, და პატარა ბავშვივით ჩამოეძინა ჩემს მხარზე.
-უიმე, რა სენტიმენტალურები ხართ ეს ქალები მოკლედ._ცხვირ აბუზული მე, იდაყვებს მთელი ძალით ვეყრდნობი, თანაც გოგოების სასაცილო წუწუნს ვუსმენ, თუ როგორი უგულო და ფლეგმა ტიპშა ვარ.

"ჩემი სულელი ქალოშკები!"_კისკისით ვფიქრობ გულში, ისე რომ გოგოების ბუზღუნს ყურადღებას არ ვაცილებ.


"ანა! ანა, მარჯვნივ გაიხედე!"_ქვეცნობიერი ვიღაც ქალის სილუეტისკენ მიმითიტებს, თან გადიდებულ თვალებს მანათებს. მეც მორჩილი მონასავით ვაპარებ მხედველობას ბარისკენ და...

არ არ-სე-ბობს! ეს თამთაა თუ მეჩვენება?! ოჰოო! უკვე ახალი მსხვერპლიც უპოვია. უცნობ მამაკაცს ვნებიანად ხვევს კისერზე ხელებს და ასეთივე აცეცხლებული თვალებით გაჰყურებს. ახალგაზრდაც ხარბად დააცეცებს მის წელზე ხელებს.

ხომ გსმენიათ, შემთხვევითობა შემთხვევითი არ არისო? ჰოდა იქნედ დრევანდელი დღეც არაა შემთხვევითობა და თამთასთან შეხვედრა წინასწარ მეწერა ბედის წიგნაკში? ჰმმმ, საინტერესო თეორიაა...



წამის მეასედი და თამთას მზერა ჩემსას ეჩეხება უნებურად. გაკვირვებულად გამომყურებს, მეორე წუთს კი თავის კავალერს აცილებს ხელებს, ისე რომ ნელი ნაბიჯებით მოემართება ჩვენი მაგიდისკენ. გული ფანცქალს იწყებს, კანზე ბურძგლები მაყრიან.

-ანო რა გჭირს გოგო, რა ფერი გადევს სახეზე? მოჩვენება ხო არ დაინახე?_ვითომდა სიტუაციის განმუხტვას ცდილობს ჩემს წინ მჯრადი ქეთო.
-მოჩვენება არა ქეთ, თამთა დავინახე და ახლა ჩვენსკენ მოდის_გაქვავებული მზერით გავცქქერი ხან ქეთოს, ხან თაკოს.
-თამთა ვინღაა ანო?_თაკოს ინტრიგანი ხმა ჩემს ყურადრებას იპყრობს.
-დემეტრეს შეყვარებული._შეყვარებულის ხსენება და გოგოების თვალების შუბლზე ასვლა ერთია. ჯობია გავარკვიო და ყველაფერი მოვუყვე თორემ მათ ასეთ სახეებს ვერ ვუყურებ. -ძველი...ძველი შეყვარებული. ჩემამდე! რაგჭირთ გამოცოცხლდით ეხლა!
-ანა. გამარჯობა..._ნაცნობი ქალის წვრილი ხმა უცნაურად მხვდება ყურზე. არც ძალიან ცუდათ, არც ძალიან კარგად. სახეს მარჯვნივ ვატრიალებ და მაშინვე თამთას გაღიმებულ გამომეტყველებას ვაწყდები. -შეიძლება ცოტა ხნით ცალკე დაგელაპარაკო?

***

ცივ ქუჩაში ნელი ნაბიჯებით მივაბიჯებთ მე და ქალბატონი "დემეტრეს ყოფილი". ხმას ჯერ არ არ ვიღებთ, მაგრამ ბოლოს მაინც ის ნებდება და სიჩუმესაც მალე, ზუსტად ის არღვევს.

-ანა, ვიცი რომ ჩვენს შორის აქამდე არანაირი დიალოგი არ ყოფილა. და ისიც ვიცი რომ ჩემზე ალბათ საკმაოდ ცუდი შთაბეჭდილება შეგექმნა.
-არა თამთა. ვცდილობ ხალხზე წინასწარი დასკვნები არ გამოვიტანო.
-გასაგებია, ეს ყველაფერს აადვილებს მაშინ._ოდნავი ღიმილით გაჰყურებს ცარიელ ქუჩას თანაც მონოლოგს აგრძელებს. -მინდა დემეტრეზე დაგელაპარაკო._მამაკაცის სახელის ხსენება გაკვირვებას მმატებს სახეზე. თუმცა ლოგიკურია, მეტი რაღაზე დამელაპარაკებოდა აბა? -მოკლედ. ჩემი და დემეტრეს ურთიერთობა საკმაოდ დიდ ხანს გრძელდებოდა. არ ვიცი სადამდე მივიდოდა ეს ყველაფერი შენ რომ არ გამოჩენილიყავი.
-მისმინე თამთა_ღრმა ამოსუნთქვით ვცდილობ დავიწყნარო აჩქარებული გული. -არ მინდა რაიმე კონფლიქტი მქონდეს შენთან...
-არა ანა._წინადადებას შუაში მაწყვეტინებს და ისევ მონოლოგს უბრუნდება. -არც კი მიფიქრია შენთან რაიმე კონფლიქტის ქონაზე. უბრალოდ მინდოდა მეთქვა, მიხარია რომ დემეტრემ შენნაირი ადამიანი იპოვა._შუბლზე ასულ თვალებს სასწრაფოდ ვაჩეხებ მის სახეს, რომელზეც საკმაოდ ნაღვლიანი ღიმილი დათამაშობს. -ვიცი, ავალიანს ჩემს მიმართ არასდროს არ უგრძვნია არაფერი ვნების გარდა. ალბათ ეს მეც მომწონდა. მხოლოდ სექსი და მეტი არაფერი, თავისუფლება ყველანაირი მოვალეობისგან..._გული საცოდავათ იკუმშება. სევდა მიგორდება თვალებში. არ ვიცი ვეჭვიანობ თუ უბრალოდ თამთას სუტყვები ძალზედ მეცნობიან? თავიდან მეც ხომ ზუსტად ასე ვიქცეოდი დემეტრესთან? მხოლოდ ვნება მამოძრავებდა. ჰმმ, თუ არა? ჯანდაბა, სულ ამერია ამ იდიოტურ თავში ყველაფერი.
-ვიცი ალბათ ჩემი სიტყვები ახლა გულს გტკენენ, მაგრამ მინდა იცოდე რომ დემეტრე არაა ის ადამიანი ვინც ხელიდან უნდა გაუშვა. ტირანს წააგავს ზოგჯერ მაგრამ კარგი გულის მატარებელია_დაძაბულობის განმუხტვას კოჭლი იუმორით ცდილობს. მაგრამ გულში ღრმად ჩაწოლილ სევდას მაინც ვერაფერს ვერ ვუხერხებ. ისე რა უცნაურია, ამ ბოლო დროს ყველა დემეტრეზე მელაპარაკება- დედაჩემი, ეკა, ახლა ეს ქალბატონიც. ნუთუ ყველა ერთი და იგივე თემაზე ჩაიციკლა?!
-ალბათ შანსი რომ მქონოდა ავალიანს არასდროს არ მოვცილდებოდი, მაგრამ განა რაიმე ურთიერთბას სიყვარულის გარეშე ააქვს აზრი? მოკლედ... მინდოდა მეთქვა რომ არ მინდა ისე მიყურებდე როგორც მტერს ან რაიმე ამდაგვარი. მე წარსულში ვარ. ახლა დემეტრეს აწმყო და მომავალი მხოლოდ შენ ხარ, ასე რომ დააფასე ეს ყველაფერი და გაუფრთხილდი მას.. თორე იცოდე რომ ჩასაფრებული ვარ!_ხმამაღალი კისკისით ამთავრებს სიტყვას, მერე კი მტოვებს ასე, გაქვავებულს, თვითონ უკან ბრუნდება და ნელი ნაბიჯებით აგრძელებს სიარულს ტროტუარზე...

***

გოგოები მოხლოდ ახლა გავაცილე. კაფედან ცოტა ხნით ამომიარეს, ჩემები მოინახულეს. არ ვიცოდი ღირდა თუ არა მათთვის ყველაფრის მოყოლა, ამიტომ მხოლოდ რამდენიმე სიტყვით ავუღწერე მომხდარი ამბავი.

საღამოა. ლოგინზე ვარსკვლავივით გადაწოლილი მოწყენილი სახით ვიყურები აქეთ იქით და დემეტრეს ლექციას ვუსმენ ტელეფონით.

-ანა! არ მინდა რომ წარსულზე იფიქრო, ისედაც საჭიროზე მეტი გაიგე. არ მინდა ჩემი წარსული შენი წუხილის მიზეზი იყოს!_გაღიზიანებული ხმით გამომყვირის ყურმილში. დავიღალე. უბრალოდ დავიღალე!
-დემეტრე როდემდე გააგრძელებ ჩემს კონტროლს?! დაღმალა ყველაფერმა! დამ-ღა-ლა! შეგიძლია მოეშვა დესპოტურობას და ნორმალური ცხოვრების უფლება მომცე? მიყვარხარ ადამიანო რით ვერ გაიგე? მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ შენ ჩემი თავისუფლების შეზღუდვის უფლება გაქვს!
-ეგ არაფერ შუაშია!_ყურმილიდან წამოსული მრისხანე ხმა კანზე ტაოს მაყრის.


"ერთხელაც იქნება და შემომაკვდება ეს კაცი!"

-ზუსტად ესაა შუაში ავალიანო!_ელვისებური მოძრაობით ვხტები ფეხზე და ოთახის დაზვერვარ წრიული მოძრაობებით ვაგრძელებ. -ის გოგოც თავისუფალი ადამიანია და რასაც უნდა იმას მეტყვის. მითუმეტეს ისეთი არაფერი არ მოუყოლია. ბოლოსდაბოლოს რა მეთქვა ამ შენი თამთასთვის? გაეთრიე არ მინდა შენთან ლაპარაკი, გაბუტული ვართქო?!_მეც არ ვაკლებ გაღიზიანებას. არ მესმის რა უნდა ჩემგან? თუ ცდილობს რომ არ მანერვიულობს მაშინ ნუ მიჭამს ტვინს ყველანაირ უაზრობაზე.
-გითხარი უკვე და მეორეთაც გაგიმეორებ. არ მინდა რომ ჩემმა წარსულმა შენს მომავალზე ანდაც აწმყოზე რაიმე გავლენა იქონიოს!
-დემეტრე დავიღალე! დესპოტო. დიქტარორო!
-ანა!_დემეტრეს ღრიალი თმებს ყალყზე მიყენებს. მისგან ასეთი ხმა ჯერ არასდროს არ გამიგია. წითელ ღილაკს მთელი ძალიათ ვაჭერ ბრაზისგან აკანკალებულ თითებს და ტელეფონიც მაშინვე ითიშება.
-ესე გინდა შენ ავალიანო, უნდა გასწავლოს ვინმემ ჭკუა!_ყვირილით ვამბობს და ისევ ვარსკვლავის ფორმას ვუბრუნდები ლოგინზე.
-აააააა! მოვკლავ, მოვკლავ, მოვ-კლავ! ტირანი!_ჩემს ოთახს ისევ უაზრო ბუზღუნიი აყრუებს. აბა როგორი რეაქცია უნდა მქონდეს, როდესაც ვიღაც ჩემს გაკონტროლებას ცდილობს? თანაც წამდაუწუმ! დავიტანჯე!

-რა გაღრიალებს გოგო? დაყრუვდა მთელი თბილისი შენს ყვირილში_ოთახში თვალებდაგიდებულად შემოჭრილი კატო პირდაღებული მიყურებს.

"ამის ლექციებიღა მაკლდა!"

-კატო მარტო მინდა ყოფნა._ვცდილობ თავი გავაკონტროლო და სიწყნარე შევინარჩუნო. მითუმეტეს არ მინდა რომ ჩემს დაზე ვიყარო გაბრაზების ჯავრი.
-წავალ მე და დარჩები მარტო, კარგი ხო._ოთახის კარები თითქმის დახურული აქვს როდესაც ლოგინიდან ჩქარი მოძრაობით ვხტები და მისაღებში ვეწევი გასასვლელად გამოპრანჭულ დაიკოს.
-მიდიხარ სადმე კატ?_შედარებით მირბილდება ხმა, გაბრაზებული გულიც წყნარდება. -ჩვენები სად არიან?_მხოლოდ ახლა ვამჩნევ რომ სახლი ცარიელია, ჩემი ძმის უაზრო ბლუყუნი არ ისმის, დედა არ ეჯუჯღუნება მამას და ეს უკანასკნელიც არ აღრიალებს ტელევიზორს ბოლო ხმაზე.
-მამიდასთან წავიდნენ. ბექუშამ თავისი საფირმო ღვინო გამოაჩინა და დაპატიჟებულები ვართო. (პ.ს ბექუშა მამიდაცვენი, თამროს ქმარუკაა)
-მოკლედ ეგენი სახლში წამით არ ჩერდებიან რა_სიცილით გავძახე კატოს სამზარეულოდან.
-შენ გგვანან! დღე და ღამე გასული ხარ._მუჯლუგუნს მთავაზობს ოთახში შემოსული ქალბატონი ერისთავი.
-გენეტიკური ყოფილა ესეიგი._ჩემი სიცილი ისევ აყრუვებს ოთახს. კატოს ხელში დემეტრეს საშინელი ხასიათი წამში მავიწყდება და მალევე გაკრეჭილი სახით ვიყურები აქეთ იქით. -ჰო სხვათაშორის შენ სადღა მიბრძანდები?_თვალებდაწვრილებულად გავყურებ ეკატერინეს, რომელიც სარკეში მთელი მონდიმებით იყურება და თმებს ლამაზად იხვევს.
-ბავშვები კინოში მიდიან და გამომივლიან მალე. ო, აი მოვიდნენ!_ფანჯარაში გაჭყიტული კატო ხელებს მთელი ძალით უქნევს ქუჩაში მდგარ რამდენიმე მეგობარს. -ნინამ და ნიკომ იციან, გვიან მოვალ ალბათ. ჩვენც დავაგვიანებთ და ნანანომ დაიძინოსო. თოკაც წაიყვანეს თორე შეჭამა თხოვნით._ჩემი ძმა თავის რეპერტუარშია მოკლედ. გამაგიჟებს ამ ბავშვის სიცელქე!

"ჰმმ, ესეიგი სულ მარტო ვრჩები?"_გულში წამიერად მიელვებს მოწყენილობის სხივი, მაგრამ როგორცკი ვიაზრებ რომ სიწყნარეში მომეცემა დასვენების უფლება, გული მაშინვე უზომო სიგიჟით ივსება.

***

-შოკოლადი. შოკოლადი._ტკბილეულის ძებნაში გართული უაზრო ვბუტბუტებ ორიოდე სიტყვას. კიდევ კარგი რომ სახლში მარტო ვარ, თორემ სიგიჟესაც დამწამებდა ჩემი სწერვუშა დაიკო. არადა მართალიც იქნებოდა. გიჟი ვარ აბა რა.რომელი ნორმალური ადამიანი იწანწალებდა "ტიტლიკანა"(როგორც ნინა იტყვის ხომე) შოკოლადის ძებნაში?

აბაზანიდან ახალგამოსულს საშინლად მცხელა და დავდივარ მეც ასე, ქვედა საცვლის ამარა. ჩემებს გათბობა ბოლომდე აუწევიათ ჰოდა თავი სახლში კიარა უდაბნოში მგონია.

-მმმმ რა ფილმს ვუყუროოოო?_გაწელილად ვეკითხები ჩემს თავს. ლეპტოპში ერთსაათიანი ძებნის შემდეგ როგორც იქნა ვაღწევს სასურველ მიზანს და ფილმიც ნელ ნელა იტვირთება.

მაგრამ ვინ დაგაცდის! კარზე უაზრო გრუხუნი გაისმა თუარა მეც დაფეთებული წამოვფრინდი დივნიდან. სიჩქარეში ტანზე შემოხვეული თხელი პლედი ფეხებში ამებლანდა და კინაღამ იატაკზე გავითხლაშე.

-ჯანდაბა.

როგორც იქნა გავთავისუფლდი "მონსტრი პლედისგან" და მთვლარი კაცის ნაბიჯებით მივაღწიე კარამდე.
ვიფიქრე ნიკო და ნინა დაბრუნდნენთქო ჰოდა მეც მთელი ძალით გამოვაღე კარი, მაგრამ ვერც ნიკუშას და ვერც ნინაჩკას კვალს ვერ მივაგენი. სამაგიეროდ ჩაბნელებულ სადარბაზოში იმ ადამიანს წავაწყდი ვისი ნახვაც ამჯერად ყველაზე ძალიან არ მინდოდა... ანდაც არა, გატყუებთ. მისი ნახვა პირიქით ძალიანაც მესიამოვნა. (მაგრამ უფრო სასიამოვნო იქნებოდა ყველაფერი თუ <<მისტერ როგორც-მე-მინდა-ისე-იქნები>> ჩემს კონტროლს შეწყვეტდა.

-არ მინდა შენი ნახვა. წადი._ქალურ აზროვნებას მაინც დავნებდი და სურვილის მიუხედავათ ყველაფერი საწინააღმდეგოდ ვთქვი.

"შემოდი! არ წახვიდე!"

-არადა შენი თვალები სულ სხვას ამბობენ._კარებში მდგარი, ხელებგადაჯვარედინებული დემეტრე ალმაცერად გამომყურებს.
-მოდი მეც გეტყვი._რაც შეიძლება დამცინავი მზერით გავყურებ. -შეუძლია თუ არა თქვენს უდიდებულესობას რომ თავი და-მა-ნე-ბოს!_გაბრაზებული ტონი კიდევ ერთხელ აკითხავს ჩემს ხმას. კარებს მთელი ძალით ვაქანებ და ვცდილობ დავხურო, მაგრამ ავალიანის ძლიერი ხელები მაკავებენ. ბინაში მეომარი მტერივით იჭრება, მეც ვეღარ ვიკავებ წონასწორობას და უკან ვიხევ.
-მმმ, აკანკალებული მკერდი, აცახცახებული ფეხები. გინდივართ ქალბატონო ანა._ავალიანის აზარტული ხასიათი ისევ იღვიძებს.

"მართალს ამბობს ანა, შენც ხომ იცი.."_ქვეცნობიერი აჟუჟუნებული თვალებით გამომყურებს, მეორე წამს კი მარტოს მტოვებს დემეტრესთან.

-წამოდი._წელზე მტევნებით მექაჩება და ჩემს გათრევას ცდილობს სახლიდან. მისი მტკიცე ხმა ცოტა არ იყოს მაშინებს.
-სად მიმათრევ ადამიანო! დემეტრე გამიშვი ხელი._განრისხებულ თვალებს არანაკლებ გაბრაზებულ სახეზე ვანათებ. მაგრამ მისი გამოხედვა სულ სხვაა, უფრო შემზარავი, აი ისეთი, როდესაც გგონია რომ ახლა რამეს დაგმართებენ. თვალებს მობეზრებულად ვატრიალებ და თეძოებზე გაბუტულად ვირტყავ დოინჯს. ვის ახსოვს შენი სიშიშვლე და პლედი, რომელიც მხრებსაც ძლივს ძლივობით მიფარავს. მხოლოდ და მხოლოდ მისი აგიზგიზებული გამოხედვის შემდეგ ვაცნობიერებ ყველაფერს. სახეზე წამიერად მივლის სიწითლე.

"არ მესმის რატომ ეწინააღმდეგები შენ თავს ანა."_მეორე მე თავის ფილოსოფურ აზრებს ამჯერადაც უხვად გამოთქვავს. არა, ისე მართალიცაა. დემეტრეს გარეშე ხომ არ შემიძლია? ცუდია თუ კარგია ამ ადამიანს უზომოდ მივეჩვიე, ისე რომ ახლა მის გარეშე ერთი წამითაც ვერ ვძლებ...

-ჯანდაბა შენს თავს ავალიანო!_ჩქარი მოძრაობისგან პლედი თავისით მძვრება მხრებიდან, და ვრჩები ასე, მხოლოდ ქვედა საცვლის ამარა. დემეტრეს დაძარღვული ხელები თეძოებზე დამთამაშებენ. ფეხებს წელზე უხეშად ვაწყობ ჰოდა ისიც მალევე მიტაცებს ჰაერში. ზურგზე ტკივილის ოდნავი იმპულსი მივლის როდესაც ცივ კედელს მაჯახებს. შიშველი მკერდით მისი გულიდან წამოსულ ბაგაბუგს უხვად ვგრძნობ.

-ანა რატომ ხარ ასეთი ჯიუტი?_ტუჩებ მოუცილებლად, ზერელედ ამბობს ავალიანი.
-იმიტომ რომ ჩემს გაკონტროლებას ცდილობ._მეც ნახევარი სუნთქვით ვპასუხობ. ხელებს განიერ ზურგზე დავაცეცებ როდესაც უეცარი მოძრაობით მაჩერებს.
-ისევ შენსას იწყებ?_გაბრაზებულ თვალებს სახიდან არ მაცილებს.აი, რატომ აქვს ასეთი ცვალებადი ხასიათი ჰა? ხომ შეიძლება ყველა ნორმალურ ადამიანს გავდეს?
-მე არც დამიმთავრებია დემეტრე!
-წამოდი._ჩემს გაბუტულს ტონს სულ არაფრად არ აგდებს. იატაკზე გაოსურად მიგდებულ პლედს მხრებზე მახვევს და უეცრად ჰაერში ვჩნდები.
-გადაირიე ადამიანო? დამსვი იატაკზე დემეტრე!_მის მხარზე გადაკიდებული უშედეგოდ ვცდილობ რამენაირად მაინც დავუსხლტე ხელიდან. მაგრამ ამის ვეფხვივით ტორებს რა მოერევა! -დემეტრე! რას აკეთებ?! დე-მე-ტრე!_სათამაშო-წართმეული, საწყალი ბავშვივით გავკივკივივარ და სულ ვერ ვიგებ რაშია საქმე, ის კი სახლიდან სადარბაზოში მიმათრევს.
-გიტაცებთ ქალბატონო ანა!_მისი ხმამაღალი სიცილსგან გაუგებარი ჟრუანტელი მაყრის კანზე. ვერ გავიგე?

"მეჩვენება თუ რა მითხრა?! გაგიჟდა! გადაირია!"

-დემეტრე დამსვი. გევედრები დამსვი რა!_ახალდაბადებული ბავშვის ბღავილი მვარდება პირიდან. თვალები ცრემლებით მებინდება და სულ ვერ ვაცნობიერებ რომ გამწარებით ვიქნევ ხელებს აქეთ იქით.

"რა უნდა ჰა? თავს რატო არ დამანებებს?"

***

თვალებ აცრემლებული ვზივარ დემეტრეს მანქანაში.

"ჩაცმის საშუალებას არ მომცა. ტირანი..."

კიდევ ერთი ღრმა ბლუყუნი მვარდება სხეულიდან. ვცდილობ პლედი რაც შეიძლება ძლიერად შემოვიხვიო მთელ ტანზე. ავალიანისგან რაც შეიძლება შორს ვიწევ მიუხედავათ იმისა რომ ზუსტად თავი გვერდზე მომათავსა. პირველად ცხოვრებაში, სულიერად მეშინია ამ ადამიანის...

"არ შეიძლება ასე. რას ქვია მიტაცებს?!"

-დემეტრე გააჩერე მანქანა._ცრემლებს მუჭებით ვიწმენდ და მტკიცე ხმით ვავსებ არემარეს. ვითომც არაფერი, ვითომ ვერც კი გაუგია ჩემი ნათქვამი. -დემეტრე! გადამიშვი ავტომობილიდან!_ამჯერად ჩემი ხმა მეთვითონ მაყრის ჟრუანტელს კანზე. ღრენის მაგვარი ტონი ავტომობილის სალონს უზარმაზარი ლოდივით აწვება. ჩემი წუწუნით მობეზრებული მამაკაცი ავტომობილს უხმოდ, უეცარი მოძრაობით აჩერებს შუა გზაზე, სადაც სიბნელის მეტი არაფერი არაა. გარშემო მხოლოდ მთები და უღრანი ტყეები...

ჩქარი მოძრაობით გასადული დემეტრე, ტრასაზე თავდაჯერებული ნაბიჯებით იკვლევს გზას. აცახცახებულად ვიბუზები სავარძელზე და ველოდები როდის მომვარდება გაგიჟებულივით. მაგრამ არა. მისი წყნარი სახე აქეთ მე გამიჟებს. ნელი მოძრაობით აღებს კარებს და შეუვალი მზერით მათვალიერებს თავიდან ფეხებამდე.

-გადმოდი მანქანიდან._მისი მტკიცე ხმა ისევ ბუსუსებს მგვრის ტანზე. მორჩილად გადავდივარ და მის წინ, ავტომობილზე საცოდავათ აყუდებული ვდგები. ჯერ ხელებს აწყობს გვერდიგვერდ, შემდეგ სახე მოაქვს ახლოს. მე რათქმაუნდა ისევ შეშინებული კურდღელივით ვცახცახებ. ნუთუ შევცდი ამ ადამიანში? ნუთუ ზუსტად იგივეს აკეთებს რისგანაც შვიდი წლის წინ მიხსნა?

"არადა როგორ გენდობოდი დემეტრე ავალიანო......."


***

....ბედნიერი სახით ვეყრდნობი დემეტრეს მკერდს. ჩემს გვერდით, უზარმაზარ ლოგინზე მწოლარე მამაკაცი დაღლილი სახით იკარგება ძილში. კოცნისგან აწითლებულ ბაგეებზე კიდევ ერთხელ ვახებ ტუჩებს. თხელ გადასაფარებელს თავდაჯერებულად ვიძრობ შიშველი სხეულიდან და მოკლე ხალათის შემოცმით მივემართები აივნისკენ. გარეთ გასულს უზარმაზარი ვერცხლისფერი მთვარე კაშკაშა შუქით მანათებს გაღიმებულ სახეზე. კიდევ ერთი "ცხელი ღამის" შემდეგ განსაკუთრებულად ბედნიერი ვარ. მითუმეტეს ახლა, როდესაც დემეტრე ავალიანის ცოლი მქვია...


"ანა ერისთავიდან ანა ავალიანამდე... მიხდება ეს გვარი არა?"_ჩუმი კისკისით ვეკითხები მეორე მეს, რომელიც ასეთივე გაღიმებული სახით მპასუხობს.

მარჯვენა ხელის არათითისკენ მეპარება მზერა, მოკაშკაშე პატარა ქვა ლამაზად იწონებს თავს წვრილ ძვლებზე. ისევ ღიმილი მსტუმრობს სახეზე. გულიდან წამოსული ნამდვილი ბედნიერება კი მთელ სხეულს მითბობს. ჯერ ოფიციალური ცოლ ქმარი არ ვართ, უბრალოდ დანიშულები ალბათ. რაც არ უნდა იყოს ქორწილზე ფიქრი მხოლოდ ბურძგლებს მაყრის კანზე, მეშინია ამ ყველაფრის. მეშინია ოჯახიდან წამოსული მოვალეობის, პასუხისმგებლობის. ალბათ ქორწილი არც გვექნება. უბრალოდ ერთმანეთით დავტკბებით სიცოცხლის ბოლომდე და ვიქნებით ასე, გემრიელად და თავისუფლად...

ისევ რამდენიმე დღის წინ მომხდარი ამბავი ტივტივებს თავში. რა სულელი ვიყავი, როგორ მეგონა რომ დემეტრე ჩემი თავისუფლების შეზღუდვას ცდილობდა. სულელი გოგოსავით რომ დავიწყე ღრიალი შუა გზაზე. ეჰ, აბა რა ვიცოდი, რომ ჩემი ბედი თავიდანვე ავალიანთან ყოფილა დაკავშირებული...

____________
ცრემლების უზომო ნაკადი ისევ მიბლანდავს მხედველობას. დემეტრესა და ავტომობილს შორის მოქცეული ძლიერად ვიხვევ დაზოლილ პლედს ტანზე, იმის შიშით რომ ავალიანი რაიმეს ჩაიდენს. მეშინია, მთელი არსებით მეშინია...

-ანა._თავს წამიერად ხრის, თითქოს რაღაცის გადახარშვას ცდილობს ტვინში. შემდეგ წამს ისევ აგიზგიზებულ თვალებს აჩეხებს ჩემს შეშინებულ გამომეტყველებას. -ნუ მიყურებ ასე. გგონია რამეს დაგიშავებ? ანა შენს გამო ცხოვრებას დავთმობ, ნუთუ ფიქრობ რომ შენთვის ცუდი მინდა? მითხარი რამე, ნუ ხარ ასე ჩუმათ რა._სევდით სავსე შეხებას მახვედრებს ლოყაზე. მისი გაყინული თითები ცხელ ცრემლებს ჩქარი მოძრაობით მაშორებენ კანიდან. ჩემი საწყალი ბღავილი ისევ აყრუვებს ცარიელ ტრასას.
-დემეტრე, არ შემიძლია ასე. მეშინია ამ ყველაფრის, მეშინია მოვალეობის და პასუხისმებლობის. რატომ არ შეიძლებოდა რომ სულ ყველაფერი ისე დაგვეტოვა როგორც ადრე იყო ჰა? ხო კარგათ ვიყავით ასეც?_პლედს მთელი ძალით ვასობ თითებს, ისე რომ ხელისგულებზე უკვე ტკივილისგან აწითლებული კანიც მეტყობა. აცახცახებულ ხელებს დემეტრეს თითებს ვახებ და ძლიერად ვუჭერ.

"რა მჭირს? რატომ მაშინებენ ეს ურთიერთობები ასე ძალიან?"_პასუხის პოვნას ქვცნობიერი ანას ბრძნულ რჩევებში ვცდილობ, მაგრამ მეორე მეს კვალს ვერსად ვერ ვაგნებ.

-ფისო გეხვეწევი ნუ ტირიხარ რა. არ შემიძლია ამ ცრემლების ყურება გესმის? ოღონდ არ იტირო ანო და სულ ყველაფერს გაგიკეთებ_ვედრებით მეხვევა მხრებზე დემეტრე. შიშის რაღაც ნაწილი თითქოს სადღაც ქრება მამაკაცის სითბოს გრძნობისას. მაგრამ ამავე სიშის მეორე ნაწილი ტვინს მაინც ფარავს ბურუსით.
-დემეტრე რატომ არ გინდა ჩემი გაშვება ჰა?_ცრემლების ცხელი ნაკადი ისევ მიწვავს კანს, მაგრამ ავალიანის თითები მაშინვე მაცილებენ ტკივილს.
-რით ვერ გაიგე გოგო? მიყვარხარ ანა! მიყ-ვარ-ხარ ანა ერისთავო!

"მიყვარხარ ანა ერისთავო..მიყვარხარ..."_ერთიდაიგივე სიტყვები თავში უაზროდ ტრიალებენ. ბოლოს ტვინის ლოგიკური აზროვნება გულის უაზრო გრძნობებს ნებდება და მეც ელვისებური სისწრაფით ვეხვევი ჩემს წინ, ანერვიულებულ მამაკაცს, ისიც იმ წამსვე მიკრავს გულში.

"ჩემი დემეტრე. ღმერთო რა იდიოტი ვარ! რა იდიოტი ვარ..."

-მაპატიე რა... გეხვეწები მაპატიე. უბრალოდ მეშინია, არ მინდა გული აგიცრუვდეს ჩემს გამო. არ მინდა წლების შემდეგ შენთვის ტვირთს წარმოვადგენდე დემეტრე. არ მინდა მოგბეზრდე._ატირებულ სახეს მის მკერდს ვადებ, თან მამაკაცის აჩქარებულ გულის ცემას ვუსმენ.
-ჩემო სულელო ანანო!_სიცილი ვარდება ავალიანს, მაგრამ სულ არ მესმის რატომ. რამე აასწორად ვთქვი თუ რა?
-დამცინი ხო?_ტირილის ხმა ისევ მატულობს ჩაბნელებულ არემარეში. თუმცა მამაკაცის ხელები მალევე მაჩერებენ.
-არ დაგცინი ანო. არ დაგცინი_დარჩენილ ღიმილს მალევე იშორებს სახიდან და სერიოზული სახით გამომყურებს. -ანა შენს გარეშე აღარ შემიძლია, შენი კოცნის, შენი ხმის გარეშე ანა. შემცვალე გესმის? გგონია ასეთი საცოდავი ვიყავი?_დამცინავი ხმით იმეორებს რამდენიმე სიტყვას.

"იქნებ მართლა შევცვალე? ვიცი რომ ძალიან ვაწვალებ, და იქნებ ზუსტად ამიტომაც არ ვარ მისი ღირსი ჰა?"

-შენთან იმის ნახევარსაც ვერ ვბედავ რასაც სხვებთან ვაკეთებდი ანა. ყოველი ქალი ჩემთვის მხოლოდ გართობის მიზანი იყო, მხოლოდ ჩემი სიამოვნებისთვის ვიყენებდი ყველას. შენ სხვა ხარ ანა. მინდოდა, მთელი არსებით მინდოდა რომ შენც ჩემთვის მმორიგი გასართობი ყოფილიყავი, მინდოდა მხოლოდ ლოგინში გვქონოდა ურთიერთობა. პირველად რომ შემოხვედი გასაუბრებაზე, მინდოდა ის წვრილი კაბა შენზე შემომეხია და ყოველი სანტიმეტრი დამეკოცნა შენთვის. მერე კლუბში იმ ტიპთან რომ გნახე ტვინში ამასხა სისხლმა. აღარ შემიძლია მეტი უბრალოდ ანა. მხოლოდ იმის წარმოდგენა, რომ ვიღაც სხვა შეგეხება მანადგურებს. მინდა მხოლოდ მე მეკუთვნოდე, მხოლოდ მე გეხებოდე, მე გკოცნიდე. არ შემიძლია ძალით მოგიყვანო ცოლად მაგრამ მომეცი საშუალება რომ დავტკბე შენით. არ გთხოვ ცოლობას, არ გთხოვ ქორწილს, ყველაფერი ისე იქნება როგორც შენ გინდა. მაგრამ შენს სურვილს მაინც ვერაფერს ვერ გავუკეთებ ერისთავო...
-დემეტრე!_ავალიანის მონოლოგს ჩემზე დიდი გავლენა აქვს.

"აღარ შემიძლია, ვეღღარ შევეწინააღმდები ჩემს თავს. ჯანდაბას ყველაფერი, ჯანდაბას ჩემი სიჯიუტე!"

აქვითინებული, ჩქარი მოძრაობით ვეხვევი მხრებზე ავალიანს და ტუჩების ჩქარი კოცნებით ვცდილობ სულელური დანაშაულის გამოსყიდვას.

-მენდობი?
-გენდობი._დემეტრეს გამოწვდილ მტევანს წვრილ თითებს ვახებ. გააზრებასაც ვერ ვახერხებ ისე მიკეთებს,ჯიბიდან ამოღებულ მბზინავ პატარა რგოლს არათითზე და მოლოდინით სავსე მზერით გამომყურებს.

"ბეჭედი...ბე-ჭე-დი..."_ტვინში გაელვებული ერთიდაიგივე სიტყვები ექოს სახით ტრიალებენ აქეთ იქით. როგორ მოვიქცე, რა გავაკეთო? ჯერ დაბნეულად გავყურებ მამაკაცს, შემდეგ სულ გაუაზრებლად ვღვრი ცრემლების საბოლოო წვეთებს თვალებიდან, მერე კი მთელი ძალით ვეხვევი ჩემს "საქმროს" მხრებზე...

-შენ ჩემი ხარ, მე შენი.._დემეტრეს გაღიმებული სახე გულზე უდიდესი ბედნიერებით მხვდება. ახლა როდესაც ყველაფერი შედარებით დალაგდა ალბათ მეც და ავალიანიც დავწყნარდებით.

"იმედია ჩემი უაზრო გამოხტომები აღარ შეგვაწუხებენ"_ხმამაღალი სიცილით გამომკივის გულის ბედნიერი კუნჭულიდან ახლად გამოჩენილი ქვეცნობიერი, მერე კი დემეტრეს ბედნიერი სახის ცქერას აგრძელებს.

-შენ ჩემი ხარ, მე შენი..._აღტაცებული სახით ვიმეორებ ორიოდე სიტყვას და "თითქმის-ქმრის" გემრიელ ტუჩებს კიდევ ერთხელ ვუსინჯავ გემოს...
____________


ახლა როდესაც რამდენიმე დღის წინ მომხდარი მახსენდება, სახეზე მხოლოდ ბედნიერების ღიმილი მაწვება. ჩვენს გარშემო, კანტივით შემორტყმული მთები ულამაზესად დამაწყნარებელი მეჩვენება. უკვე რადმენიმე დღეა მთაწმინდის სახლში ვართ, ვისვენებთ. არადა ერთ დროს ჩვენი ურთიერთობა მხოლოდ აქ დაიწყო, მაშინ როდესაც მთვრალმა ანა ერისთავმა, დემეტრე ავალიანის კლანჭებში სრულიად შიშველმა გაიღვიძა.
ისე, იმ დღეს ამდენი რომ არ დამელია და დემეტრეს რომ არ წამოვეყვანე გათიშული, ახლა აქ ხომ არ ვიდგებოდი? არ მერქმეოდა მისი, მას კი ჩემი...
ისე რა უცნაურია, ყველაფერი იქ დამთავრდა სადაც პირველად დაიწყო. მახსენდება ჩემი თავი, სულ შისველი რომ აღმოვჩნდი ჩემთვის თითქმის უცნობი მამაკაცის წინაშე. მახსოვს როგორ მკოცნიდა კანზე და ისიც კარგად მახსოვს რომ ასეთი ერთი კოცნისთვის ყველაფერზე ვიყავი წამსვლელი...

-რაო ქალბატონო ავალიანო, გაპარვას ცდილობდით?_უკნიდან წამოსული, სითბო გემრიელად მეცემა კანზე. ზანტი მოძრაობით ვატრიალებ ტანს და მაშინვე დემეტრეს სრულიად შიშველ სხეულს ვაყწდები. სიწითლის მაგივრად სახეზე ცელქი ჭინკები მივლიან. მამაკაციც მაშინვე მიბავს მხარს. -არადა ერთ დროს ჭარხლის ფერი დაგედებოდა ამდაგვარ სიტუაციაში._სიცილით მეუბნება დემეტრე, თვითონ კი ხალათის წვრილ ქამარს ოსტატურად მიხსნის.
-ადრე კი, მაგრამ ეხლა ძალიან ძალიან მინდა რომ კიდევ ერთხელ მაკოცოთ._თვალების ჟუჟნით ვხვევ ხელებს კისერზე და ამჯერად უკვე მეც, შიშველ სხეულით ვეკრობი განიერ მკერდზე.
-გაკოცებთ, თანაც ძალიან ბევრს, და ყველგან სადაც თქვენ მეტყვით._თითების შეხება მკერდის ღარიდან მუცლისკენ მიიწევს ცხელი დამწვრობით, უჯრედებამდე აღწევს, სისხლს ადუღებს ვენებში... ჰოდა მეც მეკიდება ვნებიანი ცეცხლი.
-მმმმ, მაშინ წამომყევით ბატონო დემეტრე, დღეს ძალიან გრძელი ღამე გელით..._თვალებ აგიზგიზებული მივემართები საძინებლისკენ, შიშველი თეძოების ქნევით, თან დემეტრეს მაჯას ძლიერად ვექაჩები, ისე რომ ისიც დამჯერი ბიჭივით მომყვება უკან...
***

სიყვარული? არ ვიცი. სიყვარულის დღემდეც არ მჯერა. სამაგიეროდ მჯერა დემეტრესი, მჯერა ჩემი "თითქმის-ქმრის" რომელიც ახლაც გვერდით მიწევს და გემრიელი ძილით გმინავს. მჯერა ჩვენი ბედნიერების და უაზრო გრძნობების რომლებიც ყოველ დღე ახალ ახალ სახეს იჩენენ. ქორწილი ჯერ არ გვქონია. არ ვიცი საჭიროა თუ არა ეს ყველაფერი, თუმცა რა აუციელებელი? ჩვენ ხომ ერთმანეთი ასეც გვყოფნის? ბევრი იტყვის რომ სისულელეა, იდიოტიზმია, მაგრამ განა ასეთი არაა ცხოვრება? უნდა იცხოვრო ისე როგორც შენ გინდა, როგორც თქვენ გინდათ და დააფასოთ ყოველი მომენტი, წამი, წუთი ერთად... ქორწილი მხოლოდ ერთიბეწო დეტალია რომელიც გრძნობებს შორის დიდ განსხვავებას არ ქმნის.
მკითხავთ თქვენ, თუ რას ვბუტბუტებ ახლა, მაგრამ განა ვერ ხვდებით რომ ბედნიერება ერთერთი უკურნებელი, სასიამოვნო სენია, რომელიც გულს გიღრღნის და ტვინს ბურუსით გივსებს, ჰოდა ნორმალურად აზროვნების უნარიც გეკარგება მალე. ასე რომ დანარჩენს თქვენ განდობთ, შეგიძლიათ გადაწყვიტოთ უგუნრი ვარ თუ არა. მაგრამ საბოლოოდ ერთს გეტყვით, ჩემი ჭირვეულობა და ზუსტად ის ძველი უგუნურობა რომ არა იმ ბნელ ჩიხში, დემეტრეს მაგივრად ახლა ისევ სამ ბალიშთან ერთად მეძინებოდა...

სიყვარული? არ ვიცი. სიყვარულის დღემდეც არ მჯერა. მჯერა დემეტრესი. მჯერა ჩვენი მიზიდულობის და მიჩვევის რომელსაც თქვენ სიყვარულს უწოდებთ...

...მჯერა ჩვენი სიტყვების: <<მე შენი ვარ, შენ ჩემი>>...

_______________________________________________

ასეთი იყო ანას და დემეტრეს ამბავი. არ ვიცი, ზოგისთვის შეიძლება ეს ყველაფერი ძალიან უაზროც იყო, ზოგისთვისაც ძალიან ბევრს ნიშნავდა, მაგრამ ჩემთვის წერა გრძნობების გადმოცემის ერთადერთი გზაა. სიტყვას დიდად არ გავწელავ, უსასრულო დაგვიანებისთვის ბოდიშს მოგიხდით და მოთხრობასთან კიდევ ერთხელ დაგტოვებთ მარტო. მადლობა მოთმინებისთვის და მხარდაჭერისთვის!

შეცდომები მომიტევეთ...



№1  offline წევრი Niacule

უბრალოუბრალოდ ძალიან კარგი ხარ ❤❤

 


№2  offline წევრი salo..))

dzalian kargiaa ^_^ istoriiis dasawyisic da dasasrilic momewona da gixarda bolos mifuchechebulad rom ar dawereeee ^_^<3333 shenc dzalian kargi xar da warmatebebiii<333

 


№3  offline წევრი Anka.11

dzalian kargia

 


№4  offline წევრი tamuna.s

კითხვა რომ დავიწყე მაშინვე გრეის 50 ელფერი გამახსენდა. :D

 


№5  offline წევრი თვალჟუჟუნა

tamuna lobjaidze
კითხვა რომ დავიწყე მაშინვე გრეის 50 ელფერი გამახსენდა. :D

მეც ქართული რიმეიქია... მომეწონა :)

 


№6  offline წევრი nini :)

ვაიმე რა კარგი იყოოოოოოოოო, მეც მომმანდომე გათხოვება რამის :D:D:D:D:D:D

ვიფიქრე თავიდან გრეის 50 ელფერიათქო, მაგრამ ძაან მაგარი გამოგგივიდა

 


№7 სტუმარი ფეფო

იმედია ელ.ჯეიმსი არ გაგიბრაზდება

 


№8  offline წევრი deep

კარგი იყო მაგრამ ანა ზედმეტად არამყარ პერსონაჟად მომეჩვენა
გოგო არუნდა იყოს ასეთი
სიყვარულის არ ჯერა და მაშინ რაუნდა დემერრესთან?
ქუულ ხარ მწერალო

 


მე საერთოდ არ მომეწონა ეს ისტორია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent