შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზეცაში დაწერილი ბედი (თავი 5)


21-04-2015, 16:57
ავტორი N14
ნანახია 2 730

მთელი დღე თორნიკეზე ვფიქრობდი, ვერ ვხვდებოდი რა უნდოდა, თვითონ დამშორდა აღარ მიყვარხარო, ეხლა ყვავილებს მიგზავნის და თან მეუბნება მიყვარხარო თან ამავე დროს სხვა გოგოებთან ერთობა. აქამდეც ვიცოდი, რომ მთლად კარგი ბიჭიც არ იყო, მაგრამ მაინც მიყვარდა... ეხლა უფრო დავრწმუნდი, რომ ცუდი ბიჭია და თავის ძველ საქმიანობას - ბაბნიკობას ისევ აგრძელებდა, იქნებ საერთოდ არაა ძველი და როცა ერთად ვიყავით მაშინაც ბაბნიკობდა? უბრალოდ არ მინდოდა ამის დანახვა...
ფიქრებიდან კარზე ზარმა გამომიყვანა. გამიკვირდა ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო, კარი გავაღე და გაოცებისგან თვალები გადმომივარდა: მომღიმარი თორნიკე დამხვდა კარებს მიღმა.
-შენ აქ არავის დაუპატიჟიხარ, შეგიძლია წახვიდე-უცებ მივაყარე და კარების დახურვა ვცადე მაგრამ თორნიკემ კარებს ხელი დაადო და გააჩერა.
-სალაპარაკო მაქვს-გამიღიმა და სახლში შემოვარდა.
-წადი !-ვუღრიალე ბოლო ხმაზე.
-ნანუკი, გთხოვ, ორი წუთით მომისმინე ძაან გთხოვ რა-შემეხვეწა იდიოტი.
-კარგი, მხოლოდ ორი წუთი!-მკაცრად ვუთხარი და ვანიშნე რომ დაეწყო.
-მოკლედ, მაშინ რო დაგშორდი შეცდომა დავუშვი, მივხვდი რო ისევ მიყვარხარ რაა და მინდა რო შემირიგდე ტოო... ამდენი ხანი ვიყავით ერთად საუკეთესო წყვილი ვიყავით და არ მინდა ჩვენი ურთიერთობა დასრულდეს... მიყვარხარ!-განაჩენევით მომესმა მისი სიტყვები.
-მე არ მიყვარხარ! იმის მერე რაც გამიკეთე როგორ უნდა მიყვარდე?! შენ თავზე შეყვარებული ნარცისი ხარ! ვერ გიტან სანამ დანა გამიყრია შენთვის გირჩევნია წახვიდე და იმ გოგოებთან იფლირტაო დღესაც რო ხელი-ხელ გადახვეულები დადიოდით!-ვუყვირე-კარი მარცხნივაა შეგიძლია წახვიდე!-ტონს დავუწიე და კარისკენ მივუთითე.
-არ დამიბრუნდები?-იმედიანი თვალებით შემომხედა თორნიკემ და ხელები გამომიწია ჩასახუტებლად.
-მეკითხები?! ხელები გაწიე და გაეთრიე ჩემი სახლიდან! დროზე თორე პოლიციას გამოვიძახებ! დროზეეეე !!! -თავი ვეღარ შევიკავე და ბოლო ხმაზე ვუღრიალე.
-ბოლოს მაინც ჩემი იქნები ხო იცი-ტუჩი ჩატეხა და თვალი ჩამიკრა, მის საქციელზე კი უფრო მომეშალა ნერვები.
-პოლიციაში ვრეკავ-ვუთხარი და ტელეფონი ავიღე, თორნიკე ხელებში მწვდა და ტელეფონი გამომართვა. უცებ ტელეფონმა რეკვა დაიწყო.
-ეს ის ბიჭია ხო?-მითრა როდესაც ტელეფონზე „ვატო“ დაეწერა.
-ხო, ჩემი შეყვარებული-ვუთხარი და ცინიკურად გავუღიმე. არ ვიცი რატომ გადავწყვიტე თორნიკესთვის მოტყუება, მაგრამ ვგრძნობდი, რომ უნდა მომეტყუებინა. ამის გაგონება და თორნიკეს თვალებში რისხვის დანახვა ერთი იყო.
-უკვე შეყვარებულიც გყოლია-თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა ქებაძე.
-ხო მომეცი ტელეფონი უნდა ვუპასუხო! შენ კი აქედან წაეთრიე!-ვუთხარი და კარები გავაღე. ტელეფონი მომცა და სახლიდან გავარდა. კარი მივხურე და ვატოს ვუპასუხე.
-აქამდე რატო არ იღებდი?
-თორნიკე იყო ჩემთან.-დამწუხრებულმა ვუთხარი.
-რა უნდოდა?-მის ხმაში უკვე ვიგრძენი გაბრაზება.
-შერიგება.-მოკლე პასუხებს ვცემდი.
-მერე?-დაინტერესდა ვანიშვილი.
-შენი აზრით მაგ იდიოტს შევურიგდებოდი?
-ჰუჰ კიდევ კარგი-გული დაიწყნარა ვატომ.
-რამის თქმა გინდოდა?-ვკითხე როცა თორნიკეზე ლაპარაკს მოვრჩით.
-ხოო, მე და ბიჭებს შენი და შენი დაქალების დაპატიჟება გვინდა წყნეთში, 1 კვირით მივდივართ, გართობა და გულის გადაყოლება შენც არ გაწყენდა-შემომთავაზა ვატომ.
-ჰმმმ... კარგი შემოთავაზებაა, გოგოებს ვეტყვი და პასუხს გაგაგებინებ.
-კაი ნაან-მითხრა და გამითიშა.
მივხვდი, რომ ეს შემოთავაზება კარგი იქნებოდა მისაღებად რადგან თორნიკემ იცის რომ მე და ვატო ერთად ვართ, რომ გაიგოს რომ წყნეთში მარტო გავუშვი ძმაკაცებთან ერთად რამეს იეჭვებს... თან ვატოც კარგი ბიჭია გოგოების თქმის არ იყოს. გოგოებსაც გაუხარდებათ მაგათ გართობის მეტი ხო არაფერი უნდათ და რა აზრი აქ ვისთან ერთად გაერთობიან?! თან მე თუ თანახმა ვარ ისინი უფრო თანახმა იქნებიან და გაეხარდებათ როცა ვეტყვი, რომ თორნიკეს ჩემზე და ვატოზე მოვატყუე და ვუთხარი, რომ შეყვარებულები ვიყავით. გადავწყვიტე გოგოებისთვის დამერეკა და ჩემთან დამეპატიჟა, რომ ახალი ამბავის გაგებისას მათი სახეები გაკვირვებული დამენახა. ტელეფონი ავიღე და ლიკას ნომერი ავკრიფე.
-ლიკუუ რას შვები?
-რავი გოგო სახლში ვარ მუდოსავით-ამოიოხრა გოგიშვილმა.
-საღამოს ჩემთან გამო რაა, ანასაც დავურეკავ და ვეტყვი, რაღაც უნდა გითხრათ-ვუთხარი და როგორც მჩვევია ინტრიგა დავტოვე.
-აუუუუ რა ამბავი?-კინაღამ ტელეფონიდან გადმოხტა ლიკა ინტერესით.
-ოოო მაგას უკვე საღამოს გაიგებ-ვუთხარი და უცებ გავუთიშე, თორემ ეგ ისეთია გამომტყუებდა ამბავს. გათიშვისთანავე ანას ნომერი ავკრიფე და დავურეკე.
-ჰო სიყვაა-როგორც სჩვევია ისე აიღო ტელეფონი და მხიარულად მიპასუხა, რაზეც სულ მეცინება.
-გოგოო საღამოს ჩემთან ამო რა ლიკამ მოვა რაღაც უნდა გითხრათ-ისევ და ისევ ინტრიგა.
-უუუ ვიცი რო არ მეტყვი ეხლა ამიტო ერთი სული მაქ საღამო მოვიდეს
-ჩემი მიხვედრილი-სიცილით ვუთხარი და გავუთიშე.
სანამ მოსაღამოვდებოდა და გოგოები მოვიდოდნენ გადავწყვიტე ლექციისთვის მოვმზადებულიყავი, ამიტომ ცივი ყავა გავიკეთე, თმები მაღლა ავიწიე, რომ ხელი არ შემშლოდა და მეცადინეობას შევუდექი...
როცა მოვრჩი უკვე 6 საათი იყო, გადავწყვიტე მაღაზიაში ჩავსულიყავი და სასუსნაოები მეყიდა, ასეც მოვიქეცი... მაღაზიიდან რომ ამოვედი ყველაფერი ამოვალაგე პარკებიდან და მაგიდაზე დავალაგე... მალე კარზე ზარიც გაისმა, სასწრაფოდ კარის გასაღებად გავვარდი. გავაღე თუ არა გოგოები შემოვარდნენ რა ხდება დროზე მოყევიო...
-მეც კარგად თქვენ?-სიცილით ვუპასუხე
-რა დროს ეგაა გოგო რა ხდებაა ინტერესით ვკვდებიიიი-თქვა ლიკამ და შემაჯანჯღარა.
-კაი ჰო დასხედით და ყველაფერს დაწვრილებით მოგიყვებით-ვუთხარი და მაგიდისკენ მივანიშნე, გოგოები საჭმლის დანახვაზე მაგიდას ეცნენ და ყველაფერს პირში იტენიდნენ ვიღას ახსოვდა ეგ შენი ამბები :დ
-ამბები აღარ გაინტერესებთ?-სიცილით ვუთხარი გოგოებს და სავარძელში დავეხეთქე.
-ჰო ჰოოო მოყე მანამდე შევჭამთ ჩვენ-თქვა თვაურმა, გამეცინა და დავიწყე ყველაფრის მოყოლა:
-დღეს თორნიკემ ყვავილები გამომიგზავნა გადავყარე მარა ცოტახანში თვითონ მოვიდა მითხრა შემირიგდიო მე ვეჩხუბე და გავაგდე მარა როცა ვეჩხუბებოდი ვატომ დამირეკა მაგ დროს და თორნიკეს მოვატყუე ვატოზე ჩემი შეყვარებულია-მეთქი რო გამემწარებინა. მერე თორნიკე გავაგდე და ვატოს ვუპასუხე და ვატომ მე და ჩემი ძმაკაცები შენ და შენ დაქალებს წყნეთში გეპატიჟებით 1 კვირითო და კაი აზრია ვეტყვი გოგოებს და პასუხს გაგაგებინებ-მეთქი.-მთელი დღის ამბები მოვუყევი და გოგოები შოკირებულები მიყურებდნენ.
-აუ მინდა წყნეთშიიიიიიი-წამოიძახა ანამ.
-აუ მეც მინდააა-მიჰყვა ლიკაც-მოიცა მოიცააა, შენ ვატოზე თქვი ჩემი შეყვარებულიაო?-გაოცებული მიყურებდა გოგიშვილი.
-ხო რა მოხდა თორნიკეს გასაბრაზებლად ვთქვი თორე მართლა მასე კი არაა, ეგრე რო იყოს თქვენ არ გეცოდინებოდათ დებილებო?-სიცილით ვუთხარი გოგოებს.
-ხო ისე-გაიცინა თვაურმა და ჭამა გააგრძელა.
-მოკლედ და ვურეკო ვატოს და ვუთხრა მოვდივართ-მეთქი?-ვკითხე გოგოებს.
-ხო აბა რა უნდა ქნა-შემომძახა ლიკამ.
-აუუ ხმამაღალზე ჩართე რაა-ამიტყდა თვაური.
-ხო კაი მაცადე ჯერ დავურეკო ვა-გავუცინე და ვატოს ნომერი ავკრიფე, როგორც იქნა აიღო და მიპასუხა.
-ხო ნან გადაწყვიტეთ?-დაიმედებულმა მკითხა.
-ხო მოვდივართ-გახარებულმა ვუთხარი.
-ეეე მაგარიაა-გახარებულმა მითხრა-მოკლედ, ხვალ დილით მოგიწევთ ადგომა-გამიცინა-შენი მანქანით მოდით გოგოები გუშინ რო კაფეში ვიყავით მანდ მოდით მე და ბიჭები ჩემი მანქანით მოვალთ და გადავნაწილდებით მანქანებში-გადაწყვიტა ვანიშვილმა.
-კაიი-მეც დავეთანხმე და გავუთიშე.
-აუ დღეს ჩემთან დარჩით და ხვალ ბარემ ცალ-ცალკე რო არ გაკითხოთ სახლებში ერთად წავიდეთ აქედან-შესანიშნავმა აზრმა გამიელვა თავში და მაშინვე გოგოებს ვუთხარი.
-აუ ხო რა ეგრე ჯობია თან კაი საჭმელები აქ ამას :დ -თქვა თვაურმა რაზეც ყველას გაგვეცინა.
-შენ მარტო ჭამაზე ფიქრობ რა :დ
-ხო აბა სხვა რაზე უნდა ვიფიქრო?-გაკვირვებულმა შემომხედა თითქოს ჭამა ყველაზე მნიშვნელოვანი იყოს, პრინციპში ჭამაზე მნიშვნელოვანი არაფერი არაა :დ
-რა დებილი ხარ-ვუთხარი და გავიცინე-მოკლედ მე ეხლა შევდივარ სააბაზანოში და თვქნე მანამდე გაამზადეთ საწოლები ან იატაკი რომელიც გინდათ-ისევ გავუცინე და სააბაზანოსკენ წავედი.
როცა მოვრჩი ყველაფერს თავი მოვიწესრიგე, ჩანთა გადმოვიღე და საჭირო ნივთები ჩავალაგე, გოგოებსაც გაუშლიათ იატაკზე „საწოლები“, ჯერ 9-ის ნახევარი იყო და ხო არ დავიძინებდით, ამიტომ გადავწყვიტეთ ფილმს გვეყურებინა, ოღონდ საშინელებათას არა! კომედია ვამჯობინეთ. ფილმი ჩავრთეთ და სავარძლებში მოვთავსდით, მთელი ფილმის განმავლობაში ხმა არ ამოგვიღია, მხოლოდ ვიცინოდით. როცა დამთავრდა, ტელევიზორი გამოვრთე და გოგოებთან ერთად იატაკზე დავწექი :დ რაღაცეები ვიბლადუნეთ და დავიძინეთ, ხვალ ხომ ადრე ვიყავით ასადგომები და ამიტომ ადრე ძილიც გადავწყვიტეთ.
და აი, სანუკვარი დღეც გათენდა!
პირველი რათქმაუნდა მე გამეღვიძა, გოგოები შევაჯანჯღარე და გავაღვიძე „ადექით დროზე წყნეთში მივდივართ“-ის ყვირილით. ისინიც უცებ წამოხტნენ, გავემზადეთ ჩანთები ავიღეთ, გასვლის წინ მანქანის და სახლის გასაღებები ავიღე, სახლი დავკეტე და მანქანაში ჩავსხედით. 15 წუთში უკვე დანიშნულების ადგილას მივედით და ვატოს მანქანაც დავინახეთ. ყველანი გადმოვლაგდით მანქანებიდან და გადავკოცნეთ ერთმანეთი.
-აბა ვინ სად სხდებით-წამოვიძახე სიცილით.
-მოკლედ, მე ნანუკი რატი და ნიკა ერთად ვსხდებით ჩემ მანქანაში. ანა ლიკა და ლაშა ნანუკის მანქანაში.-გადაანაწილა უცებ ვატომ. ყველა დავეთანხმეთ და მანქანებში გადავნაწილდით. მთელი გზა მუსიკები იყო ჩართული და ლაპარაკისთვის ვის ეცალა? :დ ყველა ვმღეროდით და ერთ ამბებში ვიყავით. გზაში „გონკაობა“ მომინდომეს ჩემი გაპიწკინებული მანქანით ერთმანეთს ლაშა და ვატო ეჯიბრებოდნენ, მე სულ შიშებში ვიყავი ჩემ მანქანას არაფერი დაემართოს-მეთქი. ვატო რის ვატოა თუ ყველას არ აჯობა სისწრაფეში?! ჩვენ გავასწარით და წყნეთის სახლშიც პირველები მივედით. ორ სართულიანი ლამაზი სახლი დიდი აუზით, ამას რა ჯობდა?! მანქანიდან ბარგი გადმოვალაგეთ და სახლებში შევიტანეთ.
-საყვარელია სახლია დავეტევით კია?-სიცილით ვთქვი.
-აბა რას ვიზავთ თუ რამეა ერთ ოთახში დავწვებით-მაცდურად თქვა ვატომ და წარბები აათამაშა.
-საქონელო-სიცილით ვუთხარი და სახლის დასათვარიელებლად შევედით. მყუდრო სახლი იყო. სამი საძინებელი ჰქონდა, ორ საძინებელში ორი საწოლი იდგა, ხოლო მესამეში სამი. ამიტომ სულ თავისუფლად დავეტეოდით. როცა ისინიც ჩამოლაგდნენ და ბარგი გადმოიღეს მანქანიდან სასტუმრო ოთახში შევიკრიბეთ. საუბარი მე დავიწყე, აბა სხვა ვინ დამასწრებდა?!
-მოკლედ იმ ოთახში სადაც სამი საძინებელია მე და გოგოები ვწვებით და დანარჩენ ორ საძინებელში ბიჭები როგორც გინდათ ისე გადანაწილდით. მე საჭმელზე ვიზრუნებ, ლიკა და ანა მომეხმარებიან სუფრის გაშლაში საჭმლის გაკეთებაში და ასე შემდეგ. ბიჭები პროდუქტებზე ივლით ხოლმე ოღონდ ვატოს მანქანით! ჩემ მანქანას თითი არ დაედოს თორე თავს მოგაჭრით!-გავიღიმე და დივანზე, გოგოების გვერდით დავჯექი.
-ყველაფერი ჩამოაყალიბა მეტი რაღა უნდა ვთქვათ-გაიცინა ვატომ-ეხა ყველანი ჩვენ-ჩვენ ოთახებში შევალთ, ბარგს ამოვალაგებთ, მერე ნანუკი საჭმელს გაგვიკეთებს და მერე ვნახოთ-ჩამოაყალიბა ვანიშვილმა და ჩვენც საქმეს შევუდექით. როდესაც მოვწესრიგდით, ჩემი საფირმო „ჟარკოე“ და ცეზარი გავაკეთე, ვატომ მწვადი შეწვა შამფურზე, ბავშვებს დავუძახე და გოგოების მიერ გაშლილი სუფრას მივუსხედით.
-აბა გამისინჯეთ, როგორ მოგეწონებათ, ლიკას და ანას ისედაც ვიცი რო უყვართ ჩემი გაკეთებული საჭმელები ამიტომ ბიჭებოოო გელოდებით-ამაყმა ვთქვი და დაველოდე როდის შემიფასებდნენ ჩემ გაკეთებულ საჭმელებს ბავშვები.
-საოცრებაა (რატი)
-აუ რა მაგარიიია (ნიკა)
-აუ ძაან მაგარია საღოლ (ლაშა)
-ვის ოჯახშიც შენ შეხვალ აშენდებიან რა :დ -სიცილით თქვა ვატომ, რაზეც ყველას გაგვეცინა.
-ნუ ეხლაა-შევიფერე და ჭამა გავაგრძელე.
როცა ჭამას მოვრჩით, ბიჭები აივანზე გავიდნენ გოგოები სუფრის ასააგებლად და ჭურჭლის დასარეცხად სამზარეულოში დავრჩით. როცა მოვრჩით ბიჭებს შევუერთდით აივანზე.
-აუ ცხელააა აუზში მინდა რაა-ამოვიოხრე და ბავშვების რეაქციას დაველოდე, იმედი მქონდა, რომ დამთანხმდებოდნენ, ასეც მოხდა... ყველას მოეწონა ჩემი აზრი, საცურაო კოსტუმების ჩასაცმელად ყველანი ოთახებში გავცვივდით, 5 წუთში უკვე ყველანი აუზში ვიყავით და ვცურაობდით. მე მალევე ამოვედი წყლიდან და ზაგრის მისაღებად დავწექი. უცბად ვიღაც მოვიდა, ხელში ამიყვანა და აუზისკენ წამიყვანა ... ეს ვიღაც ვატო იყო ...
-აუუუ დამსვიიიი არ მინდა ჯერ აუზშიიიი-ბოლო ხმაზე ვყვიროდი-ვატოოოოოო-ისე დავიყვირე ჩემი ხმა მგონი მთელმა წყნეთმა გაიგო-აუ გთხოვ დამს...-სიტყვის დამთავრება ვერ მოვასწარი, რომ აუზში ავღმოჩნდი, როცა ვატო დარწმუნდა რომ აუზში ვიყავი თვითონაც ჩამოხტა...
-აუ რა იდიოტი ხარ!-შევუბღვირე ვატოს და მისი ყვინთაობა ვცადე, მაგრამ უშედეგოდ... ჩემზე ძლიერი იყო და ვერ ვაწყვინთავე, პირიქით, მომერია და აქეთ ჩამაყვინთა წყალში, მაგრამ არც მე ვიყავი სუსტი, მალევე ამოვყავი თავი წყლიდან და ვატოსგან შორს გადავწყვიტე გაცურვა, მაგრამ ვინ დაგაცადა?! ფეხზე ხელი მომკიდა და თავისკენ გამომაცურა ისევ :დ
-ოო დამანებე თავი ზაგარი უნდა მივიღო ვა-გაბრაზებულმა ვუყვირე, რასაც ვატოს გაკვირვება მოყვა.
-ხო კაი წადი-გამიცინა და ხელი გამიშვა.
იქ მყოფები დაჭყეტილი თვალებით გვიყურებდნენ და თან იცინოდნენ... მე აუზიდან ამოვედი და გაბრაზებულს ზაგარი აღარც მახსოვდა, პირსახოცი მოვიხვიე და ოთახში შევვარდი, ტანსაცმელი გამოვიცვალე და სველი საცურაო კოსტუმი გასაშრობად დავკიდე. კიდევ კარგი წიგნები წამოვიღე, ავედი ჩემ ოთახში და სანამ ესენი აუზში ერთობოდნენ მანამდე მე ჩანთიდან „გიკი გოგონა“ ამოვიღე, საწოლზე წამოვწექი და კითხვა დავიწყე...
როცა მორჩნენ გართობას, ბიჭები შემოცვივდნენ ჩემ ოთახში და ხვეწნა-მუდარა დამიწყეს, გვშია საჭმელი გაგვიკეთეო.
-ჯერ ვატომ ბოდიში მომიხადოს და მერე გავაკეთებ!-კატეგორიულად ვთქვი, თუ მართლა შიოდათ მომიხდიდა ვატო ბოდიშს თუ არადა დახოცილიყვნენ შიმშილით! ვიცოდი, რომ მართლა შიოდათ და ამიტომაც წამოვუყენე პირობა.
-აუ მიდი რა მოუხადე ბოდიში შენც ხო გშია-წააქეზეს ბიჭებმა
-ბოდიში-კბილებს შორის გამოსცრა ვანიშვილმა.
-ეხლა გავაკეთებ-კმაყოფილი წამოვხტი საწოლიდან და სამზარეულოში გავედი, საჭმელი გავაკეთემ გოგოებმა სუფრა გაშალეს და მაგიდას მივუსხედით.
-აუ ნანო შენ რო არა მოვკვდებოდით-საჭმლით სავსე პირით მეუბნებოდა ნიკა.
-ჯერ გადაყლაპე და მერე მითხარი რა იყო-სიცილით ვუთხარი და ჭამა გავაგრძელე.



როგორც დაგპირდით წინასთან შედარებით დიდი თავია :დ იაქტიურეთ რა ..მადლობა ვინც კითხულობთ და ვისაც მოგწონთ.. მიყვარხართ .



№1  offline წევრი vighaca

Dzalian magaria

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent