შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სლიზერინის პრინცის ისტორია,თავი 10


21-04-2015, 23:05
ავტორი ana_aneta
ნანახია 2 170

იმის გამო რომ ჰოგვორტსის მიდამოებს კარგად არ ვიცნიბდი,წარმოდგენა არ მქონდა მალფოის სად მივყავდი დიდად არ მიყვარდა გარეთ სიარული,ამ სასჯელის გამო კიდევ უფრო შევიზღუდე და სულ ოთხ კედელში გამოვიკეტე,მაგრამ არაუშავს სულ მალე სასჯელი დამთავრდება და გავთავისუფლდები თან ამ ყველაფერს კიდევ ერთი დადებითი მხარე აქვს,საღამოების გატარება მალფოისთან აღარ მომიწევს და მეც მეგობრებთან ერთად გავერთობი.ამის გახსენებაზე გამეღიმა.
ამ ფიქრებში ისე ვიყავი გართული და ისე ბატივით მივყვებიდი მალფოის უკან,ვერც კი შევნიშნე როგორ აღმოვჩნდით ტბასთან. მე და მალფოი დიდ ქვაზე ვიდექით და გარემოს ვათვალიერებდით,ორივე ჩუმად ვიყავით.იქაურობა ულამაზესი იყო.ხშირი წვიმების გამო ტბაზე თეთრი ნისლი ჩამოწოლილიყო და უფრო მისტიკურ გარემოს ქმნიდა.
_წამო სანაპიროს გავუყვეთ შემომთავაზა დრაკომ.
_კი მაგრამ ისეთი ნისლია მეშინია არ დავიკარგოთ.
_ჩემს გვერდით არაფრის არ შეგეშინდეს.ამაყად წარმოთქვა მან და თავისი აბზეკილი ცხვირი კიდევ უფრო აბზიკა.მის ამ ჟესტზე სიცილი წამსკდა, მალფოიმ კი თბილად გამიღიმა და ლოყაზე მიჩმიტა.
....სანაპიროს გავყევით.ჩვენს უკან ყველაფერი ნისლმა შთანთქა. სიჩუმეს მხოლოდ წყლის ხმა არღვევდა.
აქ ხშირად მოდიხარ ხოლმე?უცბად დავარღვიე უხერხული სიჩუმე.
_რაც სწავლა დაიწყო პირველად ვარ,ადრე გაკვეთილებს ვაცდენდი და აქ მარტო დავსეირნობდი,ეს ადგილი განსაკუთრებულია ჩემთვის.
_რატომ?
_ყველაზე მძიმე მომენტებში აქაურობა ჩემთვის თავშესაფარი იყო.აქ არავინ მეძებდა.
ნაღვლიანად გაიღიმა ბიჭმა,რატომღაც შემეცოდა,მაგრამ არ ვიცი რატომ.უკან რომ მივიხედე შევამჩნიე რონ საკმაოდ დიდი მანძილით დავშორდით იმ დიდ ლოდს.
_წამო უკან დავბრუნდეთ.ხმადაბლა მაგრამ გასაგონად ვუთხარი.მან კი უარის ნიშნად თავი გააქნია.
_ცოტა ხანს კიდევ დავრჩეთ,ჭურჭელი და სამზარეულო მოიცდის.
_უარის თქმას აზრი არ ჰქონდა.მარტო მაინც ვერსად წავიდოდი, მაგრამ მაინც ვცადე გაპროტესტება.
_დრაკო. ჩუმად დავუძახე ბიჭს, რომელიც ჩემგან მოშორებით მიაბიჯებდა. მალფოი შემობრუნდა და სწრაფად მომიახლოვდა.
_შე საწყალო სულ გალურჯებილხარ. არ მეგონა ასეთი მცივანა თუ იყავი.
მალფოიმ ქურთუკი გაიხადა და მხრებზე მომახურა.მინდოდა უკან დამებრუნებინა მაგრამ ბიჭმა სასტიკად გააპროტესტა.
_ცოდო ხარ შეგცივდება.
_ჩემზე არ იდარდო არაფერი მომივა,შენ კი ისეთი ნაზი ხარ....სიტყვა არ დაასრულა ბიჭმა.

_მისმა ამ სიტყვებმა გული გამითბო.მომინდა ჩავხუტებიდი,მაგრამ თავი შევიკავე არ მინდოდა სხვანაირად გაეგო.
ნელა გავუყევით გზას...
მალფოის ქურთუკი დავუბრუნე და დიდი დარბაზისკენ გავემართე,ვახშამი უკვე მთავრდებოდა.მაგიდებს გადავხედე მაგრამ გოგონებს თვალი ვერსად მოვკარი.ბიბლიოთეკისკენ ავიღე გეზი.დერეფანში ჯინი წანომეწია.
_მთელი დღეა გეძებ სად დაიკარგე.
_გაკვეთილის თავი არ მქონდა ამიტომ გარეთ ვსეირნობდი.
_კარგი,მაგრამ რამე ცუდი ხომ არ მოხდა,ისეთი სახე გაქვს...
_არა რა უნდა მომხდარიყო.
_დღესაც იმ სიკვდილის მხვრელთან უნდა იყო?
_ასე ნუ ეძახი.
_ეგრეა და აბა...
_ცოდოა.
_რა იყო ხომ არ შეგიყვარდა დამცინა ჯინიმ,ისე რა გინდა სიმპატიურია...ორივეს სიცილი აგვიტყდა.
_რა სულელი ხარ.
_იცოდე მე მაინც მეყვარები.მითხრა ჯინიმ
_შენ რაღა გჭირს,რა სენტიმენტალური ხარ დღეს.
_უი რეფერატი გვაქვს დასაწერი.რამდენიმე ელექ უნდა ავირჩიოთ და დავახასიათოთ მისი დადებითი და უარყოფითი თვუსებები.
_აუ ეგ საერთოდ არ მახსოვდა.დავიჯღანე მე.
_რა გინდა ჯერ სამზარეულოს დაალაგებთ მერე ერთად იმეცადინებთ...ვაიჰ წარმოდგენაც კი არ მინდა რა ცუდ დღეში ხარ.
_ეჰჰ წავალ საქმეს მივხედავ.თორემ მთელი ღამის გათენება მომიწევს.
.....სამზარეულოში რომ შევედი ისეთი არეულობა იყო ლამის გული წამივიდა.
დალაგება დავიწყე.მალფოიც მალე მოვიდა და შემომიერთდა.სასტიკად ახველებდა.
_გაცივდი??
_მგონი ჰო.საშიში არაფერია.
_მგონი სიცხეც გაქვს.შუბლზე მივადე ხელი.ბიჭმა გაიცინა და ჩემი ხელი ნაზად მოიშორა.
_ნუ აზვიადებ.,არაფერი არ მჭირს.
_მალე დავამთავროთ,რეფერატიც დასაწერი გვაქვს.
ყველაფერი დავალაგეთ მხოლოდ ჭურჭელი დაგრჩა გასარეცხი.
_ფუ რა საზიზღრობაა. დაიჯღანა ბიჭი.მის სახეზე გამეცინა._კიდევ დამცინი.
_მალფოიმ მანტია გაიხადა და სახელოების აწევა დაიწყო,ჩემი მზერა მის მარჯვენა ხელზე არსებულმა გველის გამოსახულებამ მიიპყრო, არ მეგონა ეს თუ ნამდვილი იყო. შევკრთი და უკან დავიწიე. არ მიდოდა ეს შეემჩნია, მაგრამ მის მახვილ თვალს არაფერი გამოპარვია. დრაკომ ჩემსკენ გამოიხედა,ისეთი ტკივილი ჩასდგომოდა თვალებში.
მერე ზიზღით დახელა ბნელი ლორდის ნაკვალევს, სახელო ჩამოიწია და და საქმეს მიუბრუნდა. მე კი ერთ ადგილას გავშეშდი. ვხედავდი როგორ უცახცახებდა სხეული ტკივილისგან.სწორედ მაშინ მივხვდი რომ მას უბრალოდ სხვა გზა არ ჰქონდა. მინდოდა რამე მეთქვა ან რამით მენუგეშებინა მაგრამ ვერ გავბედე.მეშინოდა უფრო დიდი ტკივილი არ მიმეყენებინა მისთვის.აი სწორედ ეს იყო მისი ნამდვილი სახე,ტკივილით და სევდით აღსავსე,რომელსაც ამაყი დრაკო არავის არ აჩვენებდა.........


პ.ს აუცილებლად დააფიქსირეთ თქვენი აზრი.



№1  offline წევრი Khaleesi

რა აზრი უნდა დავაფიქსიროთ წინა თავები შარშანწინ დადე მგონი მარა არა რა შარშანწინ გასული საუკუნის ოთხმოციანი წლები იყო მგონი

 


№2  offline წევრი ana_aneta

Khaleesi
რა აზრი უნდა დავაფიქსიროთ წინა თავები შარშანწინ დადე მგონი მარა არა რა შარშანწინ გასული საუკუნის ოთხმოციანი წლები იყო მგონი

ეგ აზრი არ მითხივია wink wink

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent