შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სლიზერინის პრინცის ისტორია,თავი 9


13-04-2015, 19:08
ავტორი ana_aneta
ნანახია 2 429

დილით უკვე მალფოის ველოდებიდი სასახლის კართან.საშინელი სიცივე იყო გარეთ.მისი შარფი ისევ კისერზე მქონდა შემოხვეული....
მალფოი აგვიანებდა.ნერვები ამეშალა და ბოლთის ცემას მოვყევი . რომ შემოვტრიალდი შავ ფიგურას შევასკდი და წავბორძიკდი. ბიჭმა იმარჯვა და მკლავში ხელი წამავლო.
_რა მოუხერხებელი ხარ._გაეცინა მალფოის.
_სად ხარ ამდენ ხანს? სიცივისგან ხელები გამეყინა. გაბრაზებულმა ავხედე, მან კი ხელთათმანები გაიძრო და გამომიწოდა.მისგან მსგავსი საქციელი მოულოდნელი იყო.
_მალე წავიდეთ თორემ ჰაგრიდი გაგვიბრაზდება.
ბიჭი წინ წავიდა მე კი უკან გავედევნე... ჰაგრიდი უკვე ბაღში გველოდა. მე და მალფოიმ საჭირო ინსტრუმენტები ავიღეთ და საქმეს შევუდექით. რატომღაც მეგონა რომ ყვავილების მოვლა ბევრად ადვილი იქნებოდა.ჰაგრიდი ისევ არ გვშორდებოდა და ინტერესით გვადევნებდა თვალს. გოლიათმა სარეველების ამოძირკვა დაგვავალა... ნამდვილი კატასტროფა იყო. საქმეს რომ მოვრჩი ხელები საშინელ მდგომარეობაში მქონდა, ტკივილისგან ლამის ტირილი დავიწყე.ხელები დავიბანე და დრაკოს მივუბრუნდი ხელი გაეჭრა და სისხლი სდიოდა.სისხლის დანახვაზე დავიჭყანე.
_წამოდი მადამ პომფრისთან ხელს შეგიხვევს.შევთავაზე მალფოის
_ჯერ საქმე არ დაგისრულებიათ_გაგვახსენა გოლიათმა.
_აქ ერთი წუთითავ აღარ დავრჩები კბილებში გამოსცრა დრაკომ და სასახლისკენ აიღო გეზი. ისე დავიბენი არ ვიცოდი რა გამეკეთებინა, ავდექი და მალფოის გავეკიდე.
ხიდთან მისულს დრაკო იქ დამხვდა.ამრეზით დასჩერებოდა ნატკენ ხელს. მისი გრძელი წვრილი თითები მთლიანად სისხლს დაესვარა. შეშინებულმა შევხედე.
_ნუ გეშინია სერიოზული არაფერია.ამაყად მამცნო ბიჭმა და სივრცეს მიაშტერდა.
_წამოდი მადამ პომფრისთან,ხელს შეგიხვევს. კიდევ ერთხელ შევთავაზე მალფოის, ის კი ისევ უარზე იდგა... ცოტა ხანს კიდევ შევყოვნდი ხიდზე. ორივე ჩუმად ვიდექით. მივხვდი რომ წამოსვლას არ აპირებდა და სასახლისკენ გავემართე. ეზოში რომ შევედი ჯინი და ლუნა მომეგებენ და აღფრთოვანებით დაიწყეს მოყოლა როგორი კარგი დრო გაატარეს.
შურისგან ლამის გულზე გავსკდი. ისინი დროს ატარებენ მე კი ბალახებს ვთხრი ბოსტანში. ჩემს თავზე გამეცინა.
_თქვენ რა ქენით დღეს?ირონიულად მითხა ჯინიმ,ლინამ კი კითხვის გაგონებაზე თვალები დაატრიალა.
_არაფერი რა უნდა გვექნა?- მხრები ავიჩეჩე მე_ბალახები ვთხარეთ ჰაგრიდის ბოსტანში-გაბრაზებულმა წარმოვთქვი და ფაქტის დასადასტურებლად, ნატკენი ხელები ვაჩვენე.
_უფფფ ეს რა მოდსვლია._აღელვდნენ გოგონები.
_საშინელი დღე მქონდა, ლამისცრემლები წამსკდა.მხოლოდ შხაპის მიღება და დაძინება მინდა.
....გრიფიდორის ოთახი ცარიელი იყო. მე ჯინი და ლუნა, ბუხრის წინ დივანზე ჩემოვჯექით. დიდხანს ვილაპარაკეთ და ბოლოს დაღლილებს დივანზე ჩეგვეძინა.
დილით რომ გავიღვიძე ყველაფერი მტკიოდა.გოგონებიც გავაღვიძე.სწრაფად გავემზადეთ და დიდი დარბაზისკენ წავედით...დარბაზში მაგგონაგელი შემოვიდა და განცხადების გასაკეთებლად მოემზადა.
_როგორც იცით ყოველ წელს ტარდება საშობაო მეჯლისი. წელს ადრე დავიწყებთ მზადებას,რადგან წლევანდელი მეჯლისი მინდა განსაკუთრებული იყოს ,გარკვეული მიზეზების გამო.ასე რომ ველოდები თქვენს იდეებს მეჯლისის თემასთან დაკავშირებით. წარმატებულ დღეს გისურვებთ.მაგგონაგელის განცხადებამ დარბაზში დიდი რეზონანსი გამოიწვია.ყველა ერთდროულად აყაყანდა.ჯერ რა დროს მეჯლისია წავჩურჩ.... ჯინის.გოგომ მხრები აიჩეჩა და თავის სიყვარულს მიუბრუნდა მე კი დავიჭყანე.ისე იყო ჰარიზე მიწებებული გეგონებოდა ვინმე წართმევას უპირებდა.ლუნამ ჩემს მზერას მოჰკრა თვალი და ჩუმად ჩაიცინა.
თვალი სლიზერინელების მაგიდისკენ გავაპარე. დიდად არავინ აუღელვებია მეჯლისის ამბავს. მალფოიმ შეამჩნია მათკენ რომ ვიხედებოდი,გამიცინა და შუბლზე ჩამოყრილი ოქროსფერი თმა უკან გადაიწია,ისე რომ ჩემთვის თვალი არ მოუშორებია.მის ამ ჟესტზე გამეცინა.ნუთუ მალფოი მეპრანჯება,ამაზე კიდევ უფრო გამეცინა.ზარის დარეკვამდე გამოვედი დიდი დარბაზიდან,ჰერბოლოგიის წიგნი ოთახში დამრჩენოდა და მის ასაღებად წავედი.
გაკვეთილზე დამაგვიანდა,კარი რომ შევაღე,მთელმა კლასმა ჩემსკენ გამოიხედა,ესღა მაკლდა,ვცადე ჩუმად მივპარულიყავი მერხთან,მაგრამ პროფესორმა მაინც შემამჩნია
_მის ბლექ,სად ხართ ამდენ ხანს? მოსაწვევს ელოდებოდით? ირონიული სახით მკითხა მასწავლებელმა.
_ნეტავ რამ დაბოღმა? გავიფიქრე გულში. არაფერი მიპასუხია,მშვიდად მივუჯექი მერხს,გაკვეთილი უინტერესო იყო და საშინლად იწელებოდა. თავი მერხზე დავდე,ლამის ჩამეძინა,მაგრამ ზარის ხმამ არ მომცა ამის საშუალება. ზანტად წამოვდექი მერხიდან და დერეფანში ნელა გავაბიჯე.დერეფნის ბოლოს მარჯვნივ მოვუხვიე და უცბათ კედელზე ასვეტილ შავ ფიგურას მოვკარი თვალი.დერეფანში სიბნელე იყო და ამიტომ ვერ გავარჩიე ვინ იყო.უკან დაბრუნება გადავწყვითე, მაგრამ შიშისგან ადგილზე გავშეშდი.
_ნუ გეშინია,მე ვარ დამიძახა ნაცნობმა ხმამ.შვება ვიგრეძენი და წინსვლა განვაგრძე.
_გაკვეთილზე მიდიხარ? მკითხა მალფოიმ.არაფერი მიპასუხია, მის შეხვეულ ხელს მივშტერებოდი.
_უკვე შესვლა ძალიან გვიანია. გინდა გავაცდინოთ? შემომთავაზა ბიჭმა.
_არაფერი ვუპასუხე. ისევ ერთ წერტილს მივშტერებოდი.
_რა იყო?_განაგრძო მან _ისე შეგეშინდა რომ მეტყველების უნარი დაკარგე?
_კარგი წავიდეთ. მაგრამ საღამომდე უნდა დავბრუნდეთ.
_რატომ?
_რა არ გახსოვს საღამოს სამზარეულო უნდა დავალაგოთ.
_ეგ სულ დამავიწყდა, ღიმილით მითხრა ბიჭმა.
_სად მივდივართ? მაგას რომ მივალთ მერე გაიგებ.......



№1  offline წევრი ana_aneta

[b][/b]გთხოვთ აუცილებლად დააფიქსიროთ თქვენი აზრი

 


№2  offline წევრი Khaleesi

რაარი საუკუნე გავიდა წინა თავიდან და ისე ლუნა რანაირად არის გრიფინდორში და თან ჰერბოლოგიაზე მერხები არ არის იქ სათბურებია

 


№3  offline წევრი ana_aneta

Khaleesi
რაარი საუკუნე გავიდა წინა თავიდან და ისე ლუნა რანაირად არის გრიფინდორში და თან ჰერბოლოგიაზე მერხები არ არის იქ სათბურებია
ისიც ვიცი რო ჰერბოლოგიაზე მერხები არაა და ისიც რომ ლუნა გრიფინდორში არაა მაგრამ მეგობრობა ყველასთან შეიძლება -_-

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent