როდესაც მარტო რჩები (4)
ყოველი დღე ასე იწყება! დილით კოლეჯი ღამით მუშაობა, მოწყენისთვის დროც კი არ მრჩება. 3 თვე გავიდა რაც თავშესაფრიდან წამოვედი, ვცდილობ არ დავეცე , მინდა უფრო მეტი გავაკეთო ჩემი საყვარელი ადამიანების საპოვნელად მაგრამ უძლური ვარ! ხოო მართლა სულ დამავიწყდა იურიდიულზე ვაბარებ, მინდა იურისტი გავხდე, ბავშობაში მე და ნიამ ერთმანეთს შევპირდით რო იურისტები გავხდებოდით. ლილი ბებო კარგი ადამიანია,მან დამეხმარა ხელი შემიწყო და ათმიტომ მასთან ვალში ვარ. საღამოს ათი საათია, სამსახურიდან ვბრუნდებოდი გარეთ ისეთი კარგი ამინდი იყო გადავწყვიტე სანაპიროსკენ გამესეირნა. სანაპიროზე ჩამოვჯექი და მარცხნივ გავიხედე, იქ ბექა რომელიღაცა გოგოს ეხუტებოდა, ყურადღება არ მივაქციე როგორც ჩანს ჩემთვის ნამდვილად არეცალა. მალევე ის გოგო წავიდა და ბექამ ჩემსკენ გადმოინაცვლა. ესეიგი ჩემს ოთახში უკითხავად შემოსვლის უფლება გაქვს?! ( მეუბნება და იცინის! ამასთან ერთად ალკოხოლის სუნით ყარს!) -რამე დაკარგე ბექა? -შენ ყოველთვის ასეთი კეთილი ხარ ადამიანებთან რომლებსაც შენი უკეთ გაცნობა უნდა? -მხოლოდ შენთან! ( წავედი) - იმედია ჩემს აქ მარტო დატოვებას არ აპირებ! ( დამიძახა უკნიდან ! მე კიდე არც კი მიმიხედავს უკან) არვიცი შეიძლება ცუდად ვექცევი, მაგრამ როგორ უნდა მოვექცე ადამიანს კარგად რომელმაც დამეჯახა.რამოდენიმე წამი ჩავფიქრდი ჩემი სიამაყე გვერძე გადავდე და მასთან მივედი, ვაღიარებ ეს არ იყო იოლი! ადექი ტაქსში ჩაგაჯენ! ( ვეუბნები გათიშულ ბექას. ერთი ორჯერ გემრიელად შემოვარტყი სახეზე) -ეი !! ცოტა ფრთხილად! - მაპატიე ! ( ვიღიმი) - ესეიგი სიცილი გცოდნია ! ხშირად უნდა დავთრე - ბევრს ნუ ლაპარაკობ! მოდი ხელი ფხრებზე დამადე და შეეცადე არ წაიქცე! - რას მოვესწარი , თვით ანა მეხვერწება ხელი გადამხვიეო. ( იცინის) - მისმინე! ვცდილობ სახში უვნებელი მიგიყვანო, მადლობის ნიშნად შეეცადე შენი იუმორი ხვალისთვის გადადო! - კარგი, კარგი ლამაზო ჩუმად ვარ. აი მანქნის ტარება რო იცოდე ჩემი გაჩერებასთან თრევა არ მოგიწევდა! ( ისევ იცინის) ძვლივს მივიყვანე გაჩერებასთან! ნახევარი საათი ვიდექით იქ და ამ 30 წუთის მანძილძე დავრწმუნდი რო სრული იდიოტია! ვერ ვხვდები ამ გოგოებს რაში მოსწონთ. ძვირფასო დღიურო! ხვალ დასვენება მაქვს, და ვაპირებ ბავშთასახლში მივიდე ძალიან მომენატრნენ თან მინდა გავიგო მათი მისამართები ვინც ნია და გაბრიელი იშვილა. ჩემი ვიზიტი ბავშთასახლში, გაამართლა. ქალბატონმა ნესტანმა ინფორმაცია გადმომცა სადაც წერია ნიას გაშვილების შესახებ.აქ წერია რო ნია ვიღაც ექიმმა იშვილა, მაგრამ არ წერია სად ცხოვრობს ახლა, მთელი ინტერნეტი გადავატრიალე და იმ ექიმის ოჯახის მისამართი მაინც გავიგე ! ღმერთო ძალიან მიხარია! როგორც იქნა ! ისინი ჩემს ქალაქში ცხოვრობენ , ეს ამბავი რო გავიგე მაშინვე ტაქსში ჩავჯექი და ნიას სანახავად გავეშურე! ბევრი ვიარე და ზუსტად იმ მისამართზე გავჩერდი. ეს იყო დიდი სახლი უფრო სწორედ სასახლე, კარზე ვაკაკუნებ, კარს პატარა ბიჭი აღებს და მიყურებს გამარჯობა! შენ აქ ცხოვრობ? - კი -შენ გყავს და 19 წლის? მას ნია ქვია? ( ძალიან დავიბენი ) -არა ( მიპასუხა პატარა ბიჭმა და კარი დაკეტა,.. მე ისევ ვაკაკუნებ) გოგონა ვინ ხარ? ( მეკითხება ბავშვი ) ვინარი მანდ! დაიყვირა ვიღაცამ და კარებთან მოვიდა. ღმერთო ეს ნია! ეს ის არის, რავქნა!?.. არვიცი რავუთხრა.. ძალიან დავიბენი ... - უკაცრავად სხვაგან მოვხდი! (ვუთხარი და იქედან გამოვიქეცი) ვიცი რო ეს ის იყო ! დარწმუნებულივარ!!.. მან მე ვერ მიცნო! არც კი ვახსოვარ ! არვიცი ღირს თუ არა მასთან ლაპარაკი, ალბად ის შეიცვალა! როგორც ჩანს ის მდიდარმა ოჯახმა იშვილა, და ალბად არც კი უნდა რო ვნახო, ის მე არ მიკადრებს, არვარ მე მისი შესაფერისი . ვდგავარ მისი სახლის წინ კურცხლებით თვალზე და უეცრად გაწვიმდა , თითქოს ბუნებამ იგრძნო . გულნატკენი მაგრამ ამადროულად ბედნიერი წამოვედი.თითქოს სადღაც გულში ვგრძნობ რო მე მას ვახსოვარ და მასაც ისევე უნდა ჩემი ნახვა როგორც მე მინდა. - ანა! ( მომესმა უცებ ხმა, უკან მოვიხედე! ღმერთო ჩემო! ეს ნია იყო! მე მან მიცნო , მე მან მიცნო! ) - ნია !.. ( დავიყვირე და ძალიან მარად ჩავეხუტე! ) როგორ მიხარია შენი ნახვა ! მეგონა ვერ მიცანი ! ღმერთო ძალიან გამიხარდა შენი ნახვა! - როგორ შეიძლება ჩემი ბავშობის საუკეთესო მეგობრის ასე უბრალოდ დავიწყება! მაპატიე კარგი! მეგონა ორივეს წაგვიყვანდა! ძალიან ვწუხვარ ანა - ვიცი ვიცი , მაგას აღარაქვს მნიშვნელობა, მთავარია გიპოვე ! ძალიან მომენატრე ნია ძალიან ( მაგრად ჩავეხუტე) - გაბო, გაბრიელი ნახე ის? - არა, ჯერ არა, თავშეფარში ვიყავი მაგრამ იმფორმაცია არქონდათ, საბუთები დაკარგეს ( ტირილით ვეუბნები) - შენ მე მიპოვე, მასაც ვიპოვით! გპირდები! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.