შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უთარიღო დღეები (11)


22-04-2015, 03:37
ნანახია 3 866

არვიცი, როგორ, რანაირად, მაგრამ ფაქტია, რომ მარიამმა ორშანათ საღამოს დამირეკა და მითხრა, რომ მისი შვილი -თოკოს ძიძა ვიქნებოდი. არ ვიცოდი რა გამეკეთებინა, ისე ძალიან გამიხარდა...
სამუშაო პირობები ასეთი იყო: დილის 9 საათიდან, საღამოს 9 საათამდე მათ სახლში უნდა ვყოფილიყავი, ხელფასი 350 ლარი იყო თვეში. თოკოს გასეირნება, საჭმლის გაკეთება და ჭმევა, დაძინება, ზღაპრების წაკითხვა, გართობა...
ისე დეტალურად ჩამომითვალა თუ რა მევალებოდა, თითქოს მისი მოგონილი იყოს ყველა ეს საქმიანობა და მე არაფერი მსმენოდეს მათზე.
დედაჩემს დავურეკე გახარებულმა... კონტაქტებში რომ მამაჩემის ნომერი შემხვდა, უცებ გამიქრა სახიდან ყოველგვარი სიხარულის ნიშანწყალი, მაგრამ...
გახარებულმა დადეშელის სამსახურიდან მოსვლამდე სპაგეტი ბოლონეზეც მოვამზადე და დესერტად კი ბლინები. მერე ჩემი ნახელავით კმაყოფილი, თითქმის ნახევარი საათი ვყლაპავდი ნერწყვებს, მაგრამ მაინც მოვახერხე მოთმენა დადეშელის დაბრუნებამე.
წარბაწეულმა დახედა სუფრას და მერე ჩემზე გადმოიტანა მზერა.
-რამე ხდება და მე არ ვიცი? აბა სხვა შემთხვევაში შენ არ იცის ხოლმე გამარჯვება. - ცალყბად ჩაიცინა. ისევ არ მოიშალა მწარე-მწარე სიტყვების თქმა.
-დიახაც, ხდება! - უკმაყოფილოდ გავაწყლაპუნე პირი და მაგიდას მივუჯექი. - სხვათაშორის შენ გელოდები უკვე დიდი ხანია და ვკვდები შიმშილით! - მაინც დავამადლე რა.
-გეჭამა მერე, ვინმემ გითხრა დამელოდეო?
-კარგი, გავითვალისწინებ აწი! - წამოვიძახე გაბრაზებულმა და ჩანგალი დავატრიალე, სპაგეტი რომ შემოხვეოდა, მერე კი გემრიელად მივირთვი პირველი ლუკმა. არა, უნდა ვაღიარო, რომ შესანიშნავად გამომდის საჭმელების კეთება. სულ ტყუილად მეჩხუბებოდა დედინაცვალი რამდენიმე წლის განმავლობაში - არაფრის გაკეთება შენ არ შეგიძლიაო.
-ცირკია რომ მიყურებ, თუ რა ხდება? - ახლაღა შევამჩნია, დადეშელს რომ არ ჰქონდა ჭამა დაწყებული და მე მიყურებდა.
-ისე გემრიელად ჭამ, გავძეხუ უკვე და გადავალ დესერტზე, თუ აქაც შენ ყურებას დავჯერდე? - სრული სერიოზულობით მითხრა. ყოველ შემთხვევაში, სახეზე არაფერი დატყობია იმისა, რომ ხუმრობდა.
პირთან მიტანილი ხელი გამიშეშდა. თვალები დავახამხამე, ეს მართლა თქვა ამან?! გამომიყვანა რა ღორი! ძალიან გავბრაზდი და ... მეწყინა.
-რა სახე გაქვს, რაიყო?
-არაფერია. - ნაძალადევად გავიღიმე.
-ჰო არა?!
ლაზარე დადეშელი ირონისის გარეშე, ეს ისეთივე ეწარმოიუდგენელია, როგორც ჩვენ - ჰაერის გარეშე.
-ნამდვილად. - დამაჯერებელი იყო ჩემი ხმა.
-რას აღვნიშნავთო, რა თქვი?
-არაფერს ისეთს.
-ჯუნა!
-გისმენ.
-...
-გემრიელად მიირთვი. - ფეხზე ავდექი და საძინებელში გავედი.
არვიცი რამ გამაბრაზა ასე ძალიან, მაგრამ გული გასკდომას მქონდა, ისე საშინელი სისწრაფით მიძგერდა. ხელებიც მიკანკალებდა. ლოგინში ჩავწექი. მჭიდროდ შემოვიხვიე საბანი და ბალიშ დავიფარე თავზე.
ძალიან მინდოდა სადმე გავქცეულიყავი, თუნად სულ რამდენიმე წუთით...
რეალობისგან გაქცევა.
არც თუ ისე მარტივია, არა?!
ბავშვობის წლები გამახსენდა, როცა მე მშოლებთან ერთად ვიყავი, არაფერი მადარდებდა და უბრალოდ - მიყვატდა ცხოვრება! ის წლები, როდესაც ფეხს რომ ვიტკენდი, მამაჩემი ზურას კოცნა მიყუჩებდა და თუ დედაჩემი ტკბილელულით დამაჯილდოვებდა, მერე უკვე ვიცინოდი კიდეც.
ის წლები მომენატრა, ნეკი-ნეკისა რომ ძალიან მიყვარდა, რადგან თუ კი ვინმეს ვაწყენინებდი, ძირითადად ჩემს მშობლებს, მერე ამით ვირიგებდი...
მიუხედავად იმისა, რომ მე მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელ შემთხვევებში მითამაშნია ეზოში ბავშვებთან ერთად, მაინც მომენატრა ის წლები, სტადიონთან რომ ვიჯექი და მათ ვაკვირდებოდი.
ჩემი ყვავილებიანი კაბაც მომენატრა, დედამ რომ თავისი კაბისგან შემიკერა, რადგან არ ჰქონდა საშუალება ახლის ყიდვისა.
ბავშვობის წლების გახსენებით გართულმა ვერ გავიგე როდის ჩამეძინა. სიზმარი ვნახე. ისევ მე და ჩემი შვილი ბარბარე ვიყავით. დადეშელი არ ჩანდა. გაბრიელი ისევ მოვიდა, მაშინდელივით და ბარბარე წაიყვანა. მე ისევ გავეკიდე და ისევ ვერ დავეწიე.
ისევ მარტო დავრჩი.
**
-კარგი, ჯუნა, მე სამსახურში უნდა წავიდე ახლა. შუადღისას ჩემი მამამთილი - თენგო მოვა და თოკოს წაიყვანს. დღეს მეც ადრე მოვალ, ამიტომ შეგიძლია წახვიდე მერე.
-კარგი, არაა პრობლემა. - ღიმილით გავაცილე მარიამი.
ნამდვილად კარგი გოგოა. ეს და მისი ქმარი - ლევანი ჟურნალისტები არიან. მართალია, 28 წლისები არიან ორივე, მაგრამ ძალიან წარმატებულები. მარიამის მამამთილი და დედამთილი - თენგო და ნანა - ძალიან კარგი ხალხია. თენგო
უკვე ერთი თვეა, რაც თოკოს ძიძა ვარ. კარგად შევეყვე ოჯახის ყველა წევრს. ბავშვი კი საოცრებაა, ლაპაკი ახალი დაწყებული აქვს და ისე სასაცილოდ ტიტინებს შეჭმა მინდება ხოლმე. ყოველთვის, როცა მას ვუყურებ, წარმოვიდგენ როგორი იქნება ჩემი შვილი და უფრო და უფრო მიმძაფრდება სურვილი - მალე გავიდეს დარჩენილი 5 თვე.
გაბრიელი და სალომე მის მერე არ გამოჩენილან, ბოლოს რომ ბაკურიანში ვნახე, გაბრიელი კი რომ მომაცილა სახლში. უნივერსიტეტში მე არ დავდიოდი, შესაბამისად სალომეს იქ ვერ ვნახავდი. აი, ან რატომ არ დამირეკა, ან რატომ არ მომწერა - ეგ უკვე აღარ ვიცი. უნდა ვაღიარო, რომ მომენატრნენ...
გაბრიელიც?!
მეეჭვება. ალბათ, მხოლოდ სალომე.

ფრთხილად შევედი ბავშვის ოთახში, ისევ ეძინა. სამზარეულოში გავედი, სუფრა ავალაგე და თოკოსთვის მოვამზადე საჭმელი.
მალევე მომესმა ტირილის ხმა. სწრაფად ავიარე კიბეები. ლოგინზე იჯდა თმაგაბურძგნული და პიჟამას შესაკრავს აწვალებდა. სულ სველი ჰქონდა ლოყები ცრემლებისგან.
-უნაა! - სახე გაებადრა ჩემ დანახვაზე. ხელები წინ გამოსწია და თავის აქეთ-იქით ქნევას მოჰყვა.
რადგან კარგად ვერ გამოთქვამს ყველა ბგერას, მე ჯუნა-ს ნაცვლად უნა-ს მეძახის.
გემრიელი ლოყები დავუკოცნე. ჩემს მუხლებზე გადმოინაცვლა და წამოზრდილ მუცელზე დამიწყო თამაში. ჯერ მუცელზე გადამისვამდა ხელს, მერე მე ამომხედავდა თვალებგაბრწყინებული, მერე ისევ მიცელს მიუბრუნდებოდა. კიდევ და კიდევ.
-ეე ბაი. - საჩვენებელი თითი ჩამაჭირა მუცელზე და აკისკისდა.
ისედაც გაჩეჩილი თმა კიდევ უფრო ავურიე. მერე ჩავაცვი და ერთობლივი ძალებით დავალაგეთ მისი ოთახი.
მერე საჭმლის ჭამაზე მახვეწნინა ერთი საათი. ათი საათი სრულდებოდა, მას კი ისევ არ ჰქონდა ნაჭამი საჭმელი.
ტელეფონი რომ აწკრიალდა და მამამისი ლევანის ნომერი გამოჩნდა ეკრანზე, მოვატყუე მამაშენს ვეტყვი რომ არ ჭამთქო და იცოცხლეთქო, უშველებელი ლუკმის შეჭმა მოინდომა უცებ. არაფრით დამაცადა მამამისისთვის რომ მეთქვა კარგად არის და ჭამა უკვე-თქო. თვითონ გამოუცხადა სიამაყით, ვჭამე და დიდი ბიჭი დავიზრდებიო.
მერე მულტფინმი უყურა. ბაბუამისის მოსვლამდე კიდევ წაუძინა და შუადღისას კარებში შეეგება სამსახურიდან დაბრუნებულ თენგოს.
-ჯუნა! - მისაღებიდან მომესმა მისი ხმა.
-დიახ. - ხელების წმენდით გავედი სამზარეულოდან.
-საღამოს ჩემი თანამშრომლები მოვლენ და უნდა მოვემზადოთ. მარიამი ერთ საათში დაბუნდება, შეგიძლია, რომ დარჩე და მოეხმარო? - ისეთი ღვწენა-მუდარით აღსავსე თვალები ჰქონდა კაცს, სულ რომ მთვარეზე მივფრინავდე, მაინც ვერ ვეტყოდი უარს.
-დიახ, რა თქმა უნდა.
-ტყუილად არ მოგიწევს დახმარება, ხელფასს დაგიმატებ. - მითხრა კარებში გასვლისას.
-არა, რას ამბობთ, მაგიტომ არ გთანხმდებით მარიამის დამხარებაზე. - ისე შემრცხვა მის სიტყვებზე, უეჭველი გავწითლდი.

არვიცოდი რა მეკეთებინა მარიამის მოსვლამდე. მართალია, სულაც არ სჭირდებოდა სახლს დალაგება, მაგრამ თავს გავირთობ-მეთქი და...
დალაგებას მორჩენილი ვიყავი უკვე, მარიამი რომ დაბრუნდა პროდუქტებით დახუნძული. ცოტა ხანი დაისვენა და მერე ერთად შევუდექით საღამოსთვის მზადებას. სულ რომ წარმოდგენა არ მქონდა, ისეთ საჭმელებს აკეთებდა. მე არ ვიცოდი მათი მომზადების წესი, ამიტომ მხოლოდ პროდუქტებს ვუმარაგებდი მაგდასთან, რომ არ გაცდენილიყო.
საიდან ამდენი ძალა ამ გოგოს, არვიცი. უამრავი რამის გაკეთება მოასწრო დესერტების ჩათვლით.
საღამოს დაბრუნდნენ თოკო და ბაბუამისი.
-უნა, იჩი მე ლა ვჭამე? - ჩემთან მოირბინა გახარებულმა.
-არა, არვიცი. რა ჭამე აბა? - ლოყები გავუწელე მე.
-ნაკინი. ოგონდ დედას ალ უთქლა ლა.
გულიანად გამეცინა მასზე. შეთანხმებისამებრ, დედამისისთვის არაფერი გვითქვამს. სტუმრები ნელ-ნელა იწყებდნენ მოსვლას. თოკოს ტანსაცმელი გამოვუცვალე და მულტფინმი ჩავურთე.
ეზოში გადავიხედე. რამდენიმე მანქანა იდგა. საათი საღამოს 9-ს აჩვენებდა.
ყველა მოვიდა.
მალევე შემოვიდა მარიამი, თენგოს თანამშრომლებს თოკოს გაცნობა უნდათ და ჩამოიყვანეო.
ტანსაცმელი გავუსწორე და თმა დავვარცხნე. ისე ელოდა მათ ნახვას, თითქოს რაღაც განუმეორებელი ყოფილიყოს.
-ბევრი არ ირბინო, კარგი? - ვკითხე ოთახიდან გასვლის წინ. მონდომებით დამიქნია თავი და ლოყაზე მაკოცა. გამეცინა მის ქცევაზე.
ბაბუამისი რომ დაინახა, მისკენ გაიქცა.
როგორც ჩანს, არც თუ ისე მოეწონა შექმნილი სიტუაცია, როგორსაც ელოდა. ყველა კოცნიდა, თვითონ კი უკმაყოფილო სახით იდგა თენგოს გვერდით და შარვალზე ებღაუჭებოდა.
-ეს ჯუნაა, ჩემი შვილიშვილის ძიძა. - გააცნო ჩემი თავი ხალხს.
ყველა ჩემკენ მობრუნდა.
მუხლებში ძალა წამერთვა, თენგოს გვერდით მამაჩემი რომ დავინახე...
უჩვეულოდ დადარდიანებულიყო...
გული ყელში მომებჯინა.
ვეღარ ამოვისუნთქე და კედელს მივეყრდენი.
-რა კარგი გოგონაა, რომ იცოდეთ. - ახლა თენგოს ცოლი - ნანა გამოვიდა სიტყვით.
სიმწრით გამეღიმა.
თვალებში ვუყურებდი მამაჩემს და არვიცოდი რა გამეკეთებინა. არ მიფიქრია ჩვენ შეხვედრაზე. არ ვიცოდი რა რეაქცია მექნებოდა მის დანახვაზე, ან მას ჩემ დანახვაზე...
ფაქტია, რომ არც თუ ისე კარგი გვაქვს...
იმიტომ არა, რომ მისი ნახვა არ მინდოდა... უბრალოდ, ჯერ კიდევ მოუშუშებელი იარები გამეხსნა.
ისეში შეგრძენაბ მქონდა, თითქოს გადატყავებულ მუხლზე მარილ დამაყარეს და სულიც და ხორციც გამიმწარდა.
ზურამ ჩემს მუცელზე გადმოიტანა მზერა.
მერე სხვისთვის

____________
ისე მცხვენია ამდენი ხანი რომ დავაგვიანე... ბოდიშს გიხდით, დრო არ მქონდა და ვერ შევძელი ვერანაირად დაწერა.
იმედი მაქვს ოდნავ მაინც მოგეწონებათ ეს თავი და საერთოდ - გემახსოვრებათ ეს მოთხრობა.
მიყვარხართ ყველა.



№1  offline წევრი kapa

Dzaan gamaxare ro dade <3

 


№2  offline წევრი jabua

აუუ მალმალეე დადეე რააა <3 ნუ იკარგები <3 მიყვარხარ <3

 


№3  offline წევრი casas

ძაალიან კარგია..როგორ თუ არ გვაახსოოვვს.სულ ველოდები ხოლმე და დიდი სიამოოოვნებითააც ვკითხულოობბ love აბა შეენ იცი დიდი ხანი არ გვალოდინო winked

 


№4  offline წევრი Unnamed

Rogor ar maxsovs :D da sul velodebodi :D exa axal tavsac velodebi :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent