ნაყიდი სილამაზე [20 თავი]
სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა. ვგრძნობდი როგორ მემატებოდა ტემპერატურა მთელ სხეულში. როცა ტუჩებმა სიცივე იგრძნო თვალები მაშინღა გავახილე. მთელი სხეული მითრთოდა. გარკვევით მესმოდა საკუთარიც და ალექსანდრეს გულისცემაც. კისერზე შემოხვეული ხელები არ გამიშვია. მეგონა ხელს თუ გავუშვებდი მაშინვე იატაკზე გავიშოტებოდი. ვხედავდი როგორ უთამაშებდნენ თავალებში ჭინკები. აშკარად არ ელოდა ჩემს მსგავს ქმედებას. სახეზე ეშმაკური ღიმილი დასთამაშებდა. თავი დავხარე და ნელა ჩამოვასრიალე ხელები მის მკერდზე. როგორც კი ოდნავ მოვშორდი მის სხეულს, მაშინვე შეეცვალა გამომეტყველბა. სწრაფად მომხვია ხელები, მჭიდროდ მიმკრა მკერდზე და უფრო მომთხოვნად დაეწაფა ჩემს ტუჩებს. გულისცემა გამიასმაგდა. საოცარ სიმსუბუქეს ვგრძნობდი მთელ სხეულში. ფრთხილად გადაინაცვლა ჩემი ტუჩებიდან ლოყაზე. გახურებული ტუჩები საფეთქელზე მომაკრო. -ევა... მიყვარხარ! _ დაიჩურჩულა. საოცარი სინაზით ჩამესმა თითოეული სიტყვა. თვალები სიამოვნებისგან დავხუჭე. მინდოდა ეს წამი უსასრულოდ გაგრძელებულიყო. მეშინოდა, რომ თვალებს გავახელდი და შესაძლოა ეს ყველაფერი მხოლოდ სიზმარი ყოფილიყო. - მიყვარხარ! _ კიდევ ერთხელ დაიჩურჩულა და ფრთხილად შეეხო ჩემს ათრთოლებულ ტუჩებს. იმდენად დაუჯერებელი იყო ეს ყველაფერი ჩემთვის, წამით გავიფიქრე ხომ არ მომესმა მეთქი, მაგრამ როცა თვალები გავახილე და ალექსანდრეს სახე დავინახე სიხარულისგან ლამის მეცხრე ცაზე ავფრინდი. ემოციები ერთიანად მომაწვა. თვალები ცრემლებით ამევსო. კისერზე შემოვხვიე ხელები და მაგრად ჩავეხუტე. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ამ სიტყვების გაგონება ასეთ სიხარულს მომანიჭებდა. გული სიხარულით მიფრიალებდა, ახლა მხოლოდ ის მინდოდა, რომ სამუდამოდ მის გვერდით ვყოფილიყავი და ყოველ დღე შემეგრძნო ის უდიდესი ბედნიერება რასაც ამ წუთას განვიცდიდი. ****** დილით გოგონაზე ხელებშემოხვეულს გაეღვიძა. მის თმებში ჩარგო თავი და ღრმად ჩაისუნთქა ქალის სურნელი. სახე ღიმილმა გაუპო. კიდევ უფრო მჭიდროდ მოხვია ხელები და მაგრად მიიხუტა. ძილის შებრუნება ვეღარ მოახერხა. ოდნავ წამოიწია, საკუთარ ხელს დაეყრდნო, ფრთხილად გადაუწია გოგონას სახეზე ჩამოშლილი თმები და გამობურცულ ტუჩებს ოდნავ შეეხო. ნელა გადაინაცვლა კოცნით ლოყაზე თვალებზე, შუბლზე, ბოლოს ისევ ტუჩებს დაუბრუნდა, მაგრამ ევას ისე ღრმად ეძინა არაფერი გაუგია. ასე უბრალოდ დანებებას ნამდვილად არ აპირებდა. ფრთხილად შეუცურა ხელი მაისურის ქვეშ და ოდნავ შეუღიტინა. ევა ოდნავ შეირხა, უკმაყოფილოდ ამოიბუზღუნა რაღაც, გვერდი იცვალა და მშვიდად განაგრძო ძილი. გოგონას ქცევაზე გაეცინა. კიდევ ერთხელ შეუღიტინა და ცხელი ტუჩები მოშიშვლებულ მხარზე მიაწება. -ალექსანდრე.... _ ნამძინარევმა ამოიბუზღუნა -გაიღვიძე ძილისგუდა. _ ყელში კოცნის კვალი დაუტოვა. -მეძინება... -მე, რომ არ მეძინება? _ ეშმაკურად ჩაიცინა და ტუჩებით ლოყაზე გადაინაცვლა. -ნუ მაიმუნობ. _ევასაც გაეცინა. მამაკაცისკენ გადაბრუნდა და თვალები მოისრისა. -ვინ თქვა დილით ქალები საშინელი სანახავები არიანო? _ ჩაიცინა და მომთხოვნად წაეტანა ქალის ბაგეებს. -დღეს სამსახურში მიდიხარ? -კი. მაგრამ მალე მოვალ _ თბილად გაუღიმა და ცხვირზე აკოცა. -მივლინებაში, რომ წახვალ მე მარტო უნდა დავრჩე. _ჩუმად ამოიბუზღუნა. -საიდან დაასკვენი ეგ? _გაეცინა - ეგ საქმე უკვე მოვაგვარეთ. გვანცა და ტასო დარჩებიან აქ. ერეკლესაც არ უნდა, რომ ამ დროის განმავლობაში ცოლ-შვილი სახლში მარტო დატოვოს. -იცოდე ყოველ დღე დამირეკავ! -ყოველ დღე კი არა, ყოველ საათში დაგირეკავ. _გაიცინა და ნაზად აკოცა შუბლზე. - ხო მართლა, დღეს ლაშას დაბადების დღეა. ასე, რომ საღამოს იქ მივდივართ. -კარგი. _ ღიმილით დაეთანხმა. **** -შენი არ მესმის ევა. -რატომ არ უთხარი?! _ უკმაყოფილოდ ბუზღუნებდა ანა. -ხომ გითხარი ვერ მოვახერხე მეთქი. უნდა მეთქვა, მაგრამ... -რა მაგრამ?! -ანა, მივლინებაში მიდის ორი კვირით. ახლა ხომ ვერ ვეტყვი? -ვაიმე გოგო!! შენ მე ჭკუიდან შემშლი ბოლოს! როდის აპირებ თქმას? -როცა დაბრუნდება. _მხრები ავიჩეჩე. -მანამდე რას აპირებ? -არაფერს, რას უნდა ვაპირებდე. დაველოდები როდის ჩამოვა და მერე ყველაფერს ვეტყვი. არ მინდა ჩემი ორსულობის შესახებ ასე გაიგოს. -ექიმის მითითებებს ასრულებ? -კი. ყველაფერი კარგადაა. _ღიმილით გადავისვი ხელი მუცელზე. -მომდევნო კვირას უნდა მივიდე კონსულტაციაზე. ხომ გამომყვები? -რა თქმა უნდა. **** საღამოს, ლაშასთან წასასვლელად ვემზადებოდით. უფრო სწორად მე ვემზადებოდი. ალექსანდრე უკვე დიდი ხანი მზად იყო და მე მელოდებოდა. -ევა მზად ხარ? _კარზე დააკაკუნა -ერთი წუთით ახლავე მოვალ. _ მუხლს ოდნავ აცილებული წითელი ტანზე მომდგარი კაბა ჩავიცვი. თმები ავიწიე და მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე. სარკეში ჩემს ანარეკლს თვალი კიდევ ერთხელ შევავლე და ოთახიდან გავედი. შევამჩნიე როგორ შეეცვალა მზერა ჩემი დანახვისას. რამოდენიმეჯერ დაახამხამა თვალები, თითქოს გონზე მოსვლას ცდილობსო. მისი შემხედვარე თავი ვერ შევიკავე რომ არ გამცინებოდა. -საოცრება ხარ! _ ღიმილიანი სახით ამათვალიერა და წამში წინ ამესვეტა. ჩემი სახე ხელებში მოიქცია და ნაზად მაკოცა. -გარეთ ცივა, რამე მოიცვი. _თბილად დამიყვავა და შუბლზე კოცნის კვალი დამიტოვა რესტორანში მისვლისთანავე ყველას ყურადღების ცენტრში მოვექეცით. ალექსანდრე თითქმის ყველას იცნობდა. ყველას თბილად შეხვდა და ჩემი თავი გააცნო. თავიდან ცოტა უხერხულად ვიყავი მაგრამ მალე ეს შეგრძნება საერთოდ გამიქრა. ისეთი მეგობრულები იყვნენ, რომ შეუძლებელი იყო მათ გარემოცვაში თავი ზედემტად გეგრძნო. ყველა მხიარულობდა, თითქმის ყველაფერზე საუბრობდნენ. დროს მართლაც მშვენივრად ვატარებდით. უცებ საშინელი გულის რევის შეგრძნება დამეუფლა. სწრაფად წამოვდექი ფეხზე და საპირფარეშოსკენ წავედი. ალექსანდრე ტასოსთან საუბრით იყო გართული და არ შევუმჩნევივარ, როგორ ავდექი სუფრიდან. სარკეში, რომ ჩავიხედე ჩემი თავის მე თვითონ შემეშინდა. სახეზე მიტკლის ფერი მედო. ფრთხილად გადავისვი ხელი მუცელზე. -ევა აქ ხარ? _ კარზე დააკაკუნეს. გვანცას ხმა ვიცანი. -კი _ კარი გავუღე. -რა მოხდა? კარგად ხარ? ევა რა ფერი გაქვს? მოიცადე, ალექსანდრეს დავუძახებ.. -არა გვანცა. კარგად ვარ. -ევა, ცუდად გამოიყურები... -ნუ ღელავ, კარგად ვარ. ალბათ რამემ მომწამლა. _უცებ მოვიგონე. -ნამდვილად კარგად ხარ? -კი, კი. _სწრაფად დავუქნიე თავი და ჩემს სიტყვებში დასარწმუნებლად თბილად გავუღიმე. -თუ გინდა ჰაერზე გავიდეთ. -არა, უკვე კარგად ვარ. -კარგი, წამო მაშინ გავიდეთ. _ ერთად გავედით საპირფარეშოდან და კვლავ მაგიდასთან დავბრუნდით. -კარგად ხარ? _ალექსანდრე მაშინვე ჩემ გვერდით გაჩნდა. -კი კარგად ვარ. _გავუღიმე. -ცუდი ფერი გაქვს. -არაფერია. უბრალოდ ცოტა დავიღალე. -თუ გინდა სახლში წავიდეთ და დაისვენე. -არა, არა. მართლა კარგად ვარ. -კარგი, მაშინ წამო ვიცეკვოთ. _ხელი ჩამჭიდა და საცეკვაოდ გამიყვანა. იმდენი ხანია რაც არ მიცეკვია, რომ მეგონა სადაცაა წავიქცევი მეთქი. ალექსანდრეს მჭიდროდ ქონდა მოხვეული ხელები ჩემზე, აშკარად ხვდებოდა ჩემი შფოთვის მიზეზს. მალე, დაძაბულობა საერთოდ მომეხსნა და მშვიდად გავაგრძელე ცეკვა. მუსიკას ტანი რიტმულად ავაყოლე. ალექსანდრეს მკლავებში გავინაბე და მთლიანად მას მივენდე. მხურვალე ტუჩების ყელზე შეხებამ გამომაფხიზლა. სასიამოვნო ჟრუანტელი მივლიდა. -ალექსანრე _უხერხულად შევიშმუშნე -რა? _ კიდევ ერთხელ მაკოცა. -ნუ გავიწყდება სად ვართ. _ ლოყები ამიწითლდა. ჩემი სახის დანახვისას ჩუმად ჩაიცინა. სახლში მისული ფეხზე ძლივს ვიდექი. დიდი ხანი ასეთ ხალხმრავალ ადგილას არ ვყოფილვარ. ძალიან დაღლილი ვიყავი. ალექსანდრეს მკლავზე ვიყავი ჩამოკიდებული. კარი ფეხით მიხურა და ხელში ამიყვანა. ფრთხილად დამაწვინა საწოლში, ფეხსაცმელები თავისი ხელით გამხადა და პლედი გადამაფარა. სანამ საბოლოოდ გადავეშვებოდი სიზმრებში, შუბლზე მხურვალე ბაგეების შეხება ვიგრძენი და სიამოვნებისგან გამაცახცახა. დილით ოთახი ცარიელი დამხვდა. „დილამშვიდობისა დე“ ღიმილით გადავისვი მუცელზე ხელი და სააბაზანოსკენ გავლასლასდი. სწრაფად გადავივლე წყალი და ქვემოთ ჩავედი. -ოჰ! დიდება თქვენს მობრძანებას! _ხმამაღლა შესძახა ანამ. ბობი კალთაში ჩაესვა და ეთამაშებოდა -როდის მოხვედი? რატო არ გამაღვიძე? ან ალექსანდრე სად არის? -ბოლოდან დავიწყოთ. იქედან გამომდინარე, რომ ალექსანდრე ხვალ მიდის მივლინებაში, დაგიბარა, რო რაღაც საბუთები აქვს წასვლამდე მოსაწესრიგებელი, გეძინა და არ გაგაღვიძა. მე კიდევ, ერთი საათის წინ მოვედი და იმიტო არ გაგაღვიძე, რო ფეხმძიმედ ხარ და დასვენება გჭირდება, _გაიკრიჭა და მუცელზე მიმანიშნა - თანაც როგორც გავიგე შენი სატრფოსგან გუშინ საკმაოდ გვიან მოსულხარ სახლში და ახლა კარგად გამოძინება არ გაწყენდა._სწრაფად ჩამოარაკრაკა. -მშია. _ სასურველი ინფორმაციის მიღების შემდეგ სამზარეულოსკენ ავიღე გეზი. -შენ მაგ ტემპით თუ განაგრძობ ჭამას, ცხრა თვემდე გაიბერები _გაიცინა. -მშია და რა ვქნა? _ მხრები ავიჩეჩე. -ევა გინდა ცოტა ხნით გარეთ გავიდეთ? თან სუფთა ჰაერზეც გაივლი. -კარგი წავიდეთ. მაგრამ ჯერ რამეს შევჭამ, თორე შიმშილით ვკვდები. _პირგამოტენილმა ვუპასუხე. -ნელა ჭამე გოგო. ***** სახლიდან თითქმის არ გავდიოდი, სუფთა ჰაერზე გასვლა კი მართლაც ძალიან მესიამოვნა. ღრმად ჩავისუნთქე და ფილტვები ჟანგბადით გავივსე. -ხშირად უნდა გამოხვიდე ხოლმე გარეთ. მარტო სახლში ყოფნაც არ არის კარგი. -მართალი ხარ. -ორი კვირა სახლში მარტო უნდა იყო? თუ გინდა ჩემთან წამოდი. ნინოსაც და ლევანსაც ძალიან გაუხარდებათ შენი ნახვა. -არა, მარტო არ ვიქნები. ერეკლეს ცოლი გვანცა და მათი შვილი ტასო იქნებიან ჩემთან. -კარგია. -ანა, იცი ალექსანდრემ სწავლის გაგრძელება შემომთავაზა. -მართლა? მერე? -არ ვიცი. ჯერ არაფერი მითქვამს. თანაც ახლა რომც გავაგრძელო ძალიან გამიჭირდება _მუცელზე ვანიშნე. -ხო მაგრამ, სანამ გაიბერები მანამდე ხომ შეძლებ სიარულს. მერე რამეს მოვიფიქრებთ _გამიცინა. -არ ვიცი ვნახოთ. -ევა, მგონი წვიმას აპირებს. აჯობებს სახლში წავიდეთ. -მე სადღაც უნდა გავიარო ჯერ.. -სად? -ე.. მე.. -სასაფლაოზე ხო? _მაშინვე მიმიხვდა. -ხო. -გინდა გამოგყვე? -არა, არ არის საჭირო. მარტო წავალ. -დარწმუნებული ხარ? -კი. ნუ ღელავ. _ანას დავემშვიდობე და ტაქსი გავაჩერე. სწრაფად გავიარე ბილიკი და ნაცნობ ადგილას გავჩერდი. ყვავილები ლარნაკში ჩავაწყე. ცივმა ქარმა დამიარა. მთელ სხეულში გამაცახცახა. იქვე ჩამოვჯექი და თვალი სივრცეს გავუშტერე. დარწმუნებული ვიყავი რომ ნელიც და გიორგიც ამ წუთას ჩემს გვერდით იყვნენ და ჩემი ბედნიერება უზომოდ უხაროდათ. უზომოდ მენატრებოდა ორივე. მენატრებოდა ის დრო როცა შემეძლო ნებისმიერ დროს მივსულიყავი მათთან და მაგრად მოვხვეოდი. მათი დაკარგივის შემდეგ კი ერთადერთი რამაც ყველაზე დიდი ძალა მომცა ჩემი შვილი იყო, რომელიც სულ მალე მოევლინებოდა ქვეყანას. დედაჩემი ყოველთვის იმას ამბობდა, რომ თუ ღმერთი ერთ საყვარელ ადამიანს გართმევს, აუცლიბლად მეორეს გიგზავნისო. ახლა ვხვდები, რომ ეს სიტყვები სრული ჭეშმარიტებაა. წამოსვლისას, ტაქსი სახლიდან ცოტა მოშორებით გავაჩერე. ფეხით გავლა გადავწყვიტე. აშკარად წვიმას აპირებდა, ამიტომ ნაბიჯს ავუჩქარე. მოულოდნელად თვალში ნაცნობი სილუეტი მომხვდა. ერთ ადგილას გავშეშდი, ნაბიჯის გადადგმას ვერ ვახერხებდი. გულში რაღაც მძიმედ ჩამწყდა. დავინახე, როგორ გადახვია ალექსანდრემ ვიღაც გოგონას ხელი და მაგრად მიიხუტა მკერდზე. უზომოდ ბედნიერი სახე ქონდა. ხელიხელ გადახვეულები შევიდნენ კაფეში. ადგილზე გავქვავდი. გონებაში ყველაფერი ამერია, ფეხებში ძალა გამომეცალა იმ ქალთან ერთად, რომ დავინახე. ყვირილი მინდოდა მაგრამ ხმა არ ამომდიოდა. ვერშეკავებული ცრემლები წამსკდა, ცხოვრებაში პირველად ვიგრძენი ეჭვიანობის სიმწარე. ______________ ვიცი, რომ არ ისე კარგი თავი გამომივიდა. ველოდები თქვენს შეფასებას. შეცდომებისთვის ბოდიში. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.