შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნაყიდი სილამაზე [9 თავი]


30-03-2015, 17:43
ავტორი tamro
ნანახია 9 517

ძაბეჭებზე მხურვალე ტუჩების შეხებას ვგრძნობდი. ნელა გავახილე თვალები.
როგორც კი ჩემმა ტვინმა გააანალიაზა, თუ სად ვიყავი და რა მდგომარეობაში მაშინვე დენდარტყმულივით წამოვხტი საწოლიდან... უფრო სწორად დავაპირე წამოდგომა. მაგრამ ვინ გაცალა! ალექსანდრეს ხელები მაშინვე წლზე შემომეხვია და კვლავ საწოლში დამაბრუნა.
-შენ სულ ასე იღვიძებ ხოლმე დილაობით? _ ჩაიცინა.
-ხელი გამიშვი, უნდა წავიდე. _მისი მკლავებიდან თავის გათავისუფლება ვცადე.
-ნწ. ჯერ არ წახვიდე. _ წამის მეასედში ზემოდან მომექცა და ყელში კოცნის კვალი დამიტოვა.
-ალექსან... _სიტყვის დამთავრებაც არ მაცალა ისე მეძგერა ტუჩებზე. მთელი ვენიბით მიკოცნიდა ბაგეებს და ამოსუნთქვის საშუალებასაც კი არ მაძლევდა. შიშველ მკერდზე გაშლილი ხელისგულები მივადე, რომ როგორმე თავი დამეღწია. სხარტი მოძრაობით გამიკავა ხელები და ჩემი ტუჩების დაგემოვნება განაგრძო.
-ხომ გითხარი დღეს საღამოს მივდივარ. წასვლამდე კიდევ დროის უქმად დაკარგვა არ მინდა _ ტუჩის კუთხეში ჩაეჩხვლიტა. ნაზად მაკოცა ცხვირზე და კვალავ ტუჩებს დაუბრუნდა. გაჩერებას ნამდვილად არ აპირებდა ტელეფონის ზარი, რომ არა. უკმაყოფილოდ გადაწვა საწოლის მეორე მხარეს და ტელეფონს დასწვდა ასაღებად. მეც დრო ვიხელთე და მაშინვე წამოვფრინდი საწოლიდან. ჩემს ქცევაზე ჩუმად ჩაიხითხითა. ზეწარშემოხვეული შევვარდი აბაზანაში, თითქოს ვინმე მომდევდა უკან.
***
უკმაყოფილო სახით წამოდგა საწოლიდან. სწრაფად ჩაიცვა შარვალი და თაროზე დადებული ტელეფონისკენ წავიდა.
-გისმენ ერეკლე!_ გაღიზიანებულმა უპასუხა
-რა გჭირს ტო? რა ხმა გაქვს. _სიცილით კითხა.
-რა ხდება?!
-დაგირეკე, რომ შემეხსენებია წასვლამდე შეხვედრა გვაქვს დანიშნული და არ დაგავიწყდეს.
-როდის იყო მსგავსი რამეები მავიწყდებოდა?!
-მას შემდეგ რაც გუშინ ევა ნახე _ ჩაიფხუკუნა.
-რომელ საათზე? _ მეგობრის სიტყვებისთვის ყურადღება არ მიუქცევია.
-ხუთ საათზე კომპანიაში იყავი.
-კარგი. _ტელეფონი გათიშა და კვლავ თავის ადგილას დააბრუნა. აბურდულ თმებში ხელი შეიცურა და ფანჯრაში გაიხედა. სახეზე ღიმილი გადაეფინა გუშინდელი ღამე, რომ გაახსენდა. ევას საოცრად გლუვი და რბილი კანი კიდევ უფრო ახელებდა მამაკაცს. უამრავ ქალთან ქონია სექსი და აქამდე არცერთს არ გაუხელებია ასე. გამოუცდელი ქალი უსაზღვროდ სასურველი იყო. მართალია დასცინა თუმცა მაინც უნდა აღიაროს, რომ ევას ქალწულობა სასიამოვნო ფაქტად იქცა მისთვის. ადრე სულ სხვაგვარად წარმოედგინა ევა თავის ზმანებაში, რეალურად კი სულ სხვანაირად ეპყრობა. რატომ? თვითონაც არ იცის, თუმცა ფაქტია, რომ ქალს სიფრთხილით ეპყრობა და ცდილობს როგორც მისთვის ასევე იმნაძისთვისაც სასიამოვნო იყოს ყველაფერი. კარის ღრჭიალმა ფიქრებიდან გამოარკვია და გაბადრული სახით მიიხედა ოთახისკენ. სახე გაოცებისგან შეეცვალა, გაფართოებულ თვალებში ვნებამორეული ჭინკები აუთამაშდნენ და კმაყოფილმა მოიქცია ქვედა ტუჩი კბილებშუა.
ოთახში, ტანზე პირსახოც შემოხვეული ევა იდგა. კანი წყლის წვეთებით ქონდა დაცვარული და ლოყებაფაკლული დაეძებდა მის ტანსაცმელს. ალექსანდრე უსაზღვრო სურვილმა შეიპყრო, რომ ქალისთვის მთელი სხეული დაეკოცნა. ბევრი არც უფიქრია ისე აღმოჩნდა ევას წინ. სწრაფად აიკრო გაჯინიანებული სხეული თავის სხეულზე და ხელები წარბშეკრულმა დაუჭირა წინააღმდეგობის გაწევა, რომ არ შეძლებოდა. ცხვირი იმნიძის სველ ყელში ჩარგო, წყლის სურნელი ასდიოდა გლუვ კანზე. მაშინვე დააცხრა ცხელი ბაგეებით სასურველ გულმკერდს. წამის მეასედში შემოაცალა მოცახცახე სხეულს პირსახოცი და სრულიად შიშველს ვნებისგან დაბინდული მზერა მოავლო.
-საშინლად მინდიხარ! _ ვნებისგან ჩახშული ხმით ამოილუღლუღა მამაკაცმა და სასურველი სხეული უმალ გადააწვინა საწოლზე. ყელიდან ფეხამდე ჩააცოცა მხურვალე თითები. იგრძნო როგორ დაეხორკლა ევას კანი მის შეხებაზე და კმაყოფილმა ჩაიღიმა. მომთხოვნად წაეტანა იმანძის გამობურცულ გემრიელ ტუჩებს. ქალის ქვედა ტუჩს ოდნავ მოსდო კბილები. ევას სასიამოვნო კვნესა აღმოხდა და მამაკაცის სხეულს აეკრო. ბურდულმა ევას ნაკბენი ტუჩი მის ტუჩებშუა მოიქცია და კოცნით მოურჩინა. იმნაძეზეც მოქმედებდა მამაკაცისგან წამოსული ვნება. მისი სიმხურვალე მთელ სხეულში ეღვრებოდა და ვნების ბურუსში ითრევდა. ალექსანდრეს თითოეული შეხება სიფრთხილესთან ერთად იმდენად მომთხოვნი იყო, რომ გონის დაკარგვამდე სიამოვნებდა. ვერასდროს წარმოიდგენდა, თუ ამ მამაკაცთან ყოფნა ასე ესიამოვნებოდა.
თვალებამღვრეული შესცქეროდა მის ქვეშ მოქცეულ მთრთოლვარე ქალს და მტელი ვნებით უკოცნიდა სხეულს.
**********
ალექსანდრეს მკლავებიდან თავი გავინთავისუფლე და სწრაფად წამოვდექი საწოლიდან. იქვე მიმოფანტული ტანსაცმელი გადავიცვი, აბურდული თმები გავისწორე. ჩქარი ნაბიჯით გამოვედი ოთახიდან და სახლის კარი ფრთხილად გამოვიხურე.
როგორც კი ლიფტის კარი გაიხსნა, გიჟივით გამოვვარდი სადარბაზოდან. მაშინვე ტაქსი გავაჩერე და საავადმყოფოში წასვლა დავაპირე, თუმცა მალევე გამახსენდა რა მდგომარეობაშიც ვიყავი და ჯერ სახლში წასვლა და თავის მოწესრიგება გადავწყვიტე. მთელი გზა მხოლოდ ერთსა და იმავეზე ვფიქრობდი. ალექსანდრეზე. ვერაფრით ვიშორებდი მასზე ფიქრს თავიდან. რა სულელი ხარ ევა! როგორ შეგიძლია ისეთ კაცზე ფიქრი ვისაც მხოლოდ შენთან სექსი აინტერესებს! საკუთარ თავზე ვბრაზობდი უაზრო ფიქრების გამო. მაგრამ სიმართლესაც ვერ გავექცეოდი. მასთან ყოფნა სულ სხვა ემოციებით მავსებდა. მე თვითონაც არ ვიცოდი რა იყო ეს. თუმცა როგორ არა ვიცი. ვიცი რაც იყო, უბრალო წამიერი ვნება. ვნება რომელიც მაშინვე გაქრება როგორც კი ალექსანდრესგან შორს ვიქნები.
სწრაფად ავირბინე კიბეები. ის იყო სახლში უნდა შევსულიყავი, თინა ბებო რომ გამოჩნდა.
-ევა, ძვირფასო _ თბილად გადამეხვია ქალი.
-გამარჯობა, თინა ბებო.
-საყვარელო, ნელი როგორაა? ძალიან ვღელავ მის გამო. _დაღვრემილი სახით მიყურებდა.
-ისევ ისე. ოპერაცია გაუკეთეს მაგრამ გონს ჯერ არ მოსულა.
-შენ არ ინერვიულო ძვირაფსო. აი ნახავ მალე ყველაფერი კარგად იქნება. _ თინა ბებოს სიტყვები გულში იმედის ნაპერწკალს უფრო მიღრმავებდა.
-იმედია _ ქალს თბილად გადავეხვიე და სახლში შევედი.
*************
როგორც კი საავადმყოფოში მივედი, დავინახე ჩემკენ სირბილით მომავალი ანა. თავში ყველაზე უსიამოვნო და შემაძრწუნებელმა აზრმა გამიელვა. მთელი სხეული ამიცახცახდა, სახეზე სულ მთლად დამეკარგა ფერი. მეგონა სადაცაა ძირს გავიშოტები მეთქი. როგორც კი ანას მომღიმარი სახე დავინახე გულიდან თითქოს მძიმე ლოდი მომეხსნა.
-ევა! _ გიჟვით მომვარდა და კისერზე ჩამომეკიდა.
-ანა რა ხდება?
-ევა გილოცავ, ნელი დეიდა გონს მოვიდა. _ მომღიმარი სახით მახარა.
-რა? _სიხარულისგან გული ამიჩქარდა. _ მართლა?
-ხო, ერთი საათის წინ მოვიდა გონს. მე და დედა, რომ მოვედით ლაშა შენთან დარეკვას აპირებდა. დედამ უთხრა არ დაერეკა და შენს მოსვლას დაველოდეთ.
-დედას ნახვა მინდა. _ სწრაფი ნაბიჯით წავედი ლაშას კაბინეტისკენ. კარზე დავაკაკუნე და ოთახში შევედი.
-მოდი ევა _ ჩემს დანახვაზე ფეხზე წამოდგა. _ალბათ ახალი ამბავი უკვე გითხრეს.
-კი, კი მითხრეს. ლაშა დედას ნახვა მინდა.
-ევა, დედაშენი ჯერ ისევ სუსტადაა. საუბარი ჯერ არ შეუძლია. მძიმე ოპერაცია გავუკეთეთ და მისთვის ახლა სიმშვიდე აუცილებელია. მართალია გონს მოვიდა მაგრამ ეს ყურადღების მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს.
-ლაშა მესმის მაგრამ, ძალიან გთხოვ. სულ ორი წუთით ვნახავ. გთხოვ _მუდარით სავსე თვალებით მივაჩერდი.
-ევა..
-ძალიან გთხოვ.
-მხოლოდ ორი წუთით. _ბოლოს მაინც დამთანხმდა. სიხარულისგან პატარა ბავშვივით ლამის ხუტუნვა დამეწყო. ასე ბოლოს რა გამიხარდა აღარც კი მახსოვდა. გახარებული ავედევნე ლაშას უკან.
**************
-ზაზა მოვედით! _ ხმამაღლა გასძახა მამას.
-მერე მანდ რას დგახართ. _ ხელებ გაშლილი შეეგება ზაზა შვილს.- ერეკლე, გვანცა როგორ ხართ?
-კარგად ზაზა ბიძია. თქვენ? _ღიმილით მოიკითხა გვანცამ.
-არამიშავს მეც. _თბილად გაუღიმა ზაზამაც და სახლში შეუძღვა ყველას.
-ერეკლე მომიყვანე რა ბავშვი!
-სანდრო მადროვე რა! აქ ხო არ ვრჩები, მეც მოვდივარ. მადროვე ბავშვთან დამშვიდობება! _ხელები უფრო მაგრად შემოხვია შვილს და ორივე ლოყა დაუკოცნა.
-მთელი გზა ხელში გყავს! დასვი, სიარული შეუძლია! _შეუღრინა.
-შენ რო გყავს ხელში მაშინ არ შეუძლია ხო?! _არც ერეკლე ჩამორჩა.
-ერეკლე, სანდრო, რა გჭირთ, რა ბავშვებივით იქცევით. _ სამზარეულოდან ხათუნაც გამოვიდა.
-ხათუნა დეიდა უთხარით ამ გადარეულს, რომ მოიყვანოს ცოლი და დამანებოს თავი მეც და ჩემს შვილსაც. _სიცილით ჩაილაპარაკა ერეკლემ.
-მოგკლავ! _მეგობარს შეუღრინა. იცოდა, რომ როცა მის დაოჯახებაზე ჩამოვარდებოდა ხოლმე საუბარი ხათუნა გაუჩერებლივ იწყებდა „მოთქმას“.
-მეც სულ მაგას არ ვეუბნები ერეკლე? _ მაშნვე აყვა ხათუნაც.
-არ დაიწყო ახლა შენებურები. მოვა მაგის დროც, არ დარჩება უცოლოდ. არ ინერევიულო შენ. _შვილი დაიცვა ზაზამ.
-რას ნიშნავს არ დავიწყო! _ მამა-შვილს თვალების ბრიალით გადმოხედა ქალმა- პატარა ხომ აღარ არის. რა ვერ იპოვა ერთი კარგი გოგო!
-ხათუნა გეყოს არ გინდა რა. _თვალები მომაბეზრებლად გადაატრიალა.
-დავიჯერო ამხელა ქალაქში შენი მოსაწონი გოგო არ დადის? _არ ცხრებოდა ქალი.
-ცანდლოს, ევა უყვალს _ მოულოდნელად ხმამაღლა დაიჭყიპინა ტასომ. ყველა თვალებგაფართოებული მიაჩერდა ბავშვს. ალექსანდრემ და ერეკლემ ერთმანეთს შეცვლილი მზერით გადახედეს. მთელ სახლში უცნაური სიჩუმე ჩამოვარდა.
-ალექსანდრე, ევა ვინ არის? _უჩვეულოდ მხიარული ხმით იკითხა ხათუნამ.
-ვინ? ე... ვინ ევა? _ თითქოს ვერაფერს ხვდებოდა.
-აი ტასომ, რომ ახსენა.
-არ ვიცი. _მხრები აიჩეჩა.
-რაო სანდრო, ცვლილებების დრო დაგვიდგაო? _ ჩაიფხუკუნა გვანცამ
-კარგით რა ხალხო, ტასომ ვიღაცის სახელი გაიგო და რაღაც მოიგონა. რა ამბავი ატეხეთ. _სიტუაციის გამოსწორება სცადა ერეკლემ. -გვანცა, მგონი ტასოს ეძინება. _ ბავშვი ცოლს გადააწოდა. _სანდრო წამო რა ჰაერზე გავიდეთ. _ აივნისკენ წავიდა. ალექსანდრეც მაშინვე უკან გაყვა.
-ოხ ერეკლე!
-რა?
-სამი წლისაა ბავშვი და ვერაფერს ხვდებაო ხო?! _ ერეკლეს სიტყვები გაიმეორა და მეგობარს მხარში მუშტი უთავაზა.
-მე რა ვიცოდი ტასო, თუ ევას სახელს დაიმახსოვრებდა!
-ახლა უყურე შენ ხათუნას ემოციებს.
-ისე მართლა, რა ხდება ევასთან?
-არაფერი ისეთი.
-იცის, რომ მივლინებაში მიდიხარ?
-კი იცის.
-მერე?
-ვერ წარმოიდგენ როგორ გაუხარდა _ ჩაიცინა.
-გაუხარდებოდა აბა რა...
-რატო ვითო?! ისე მელაპარაკები თითქოს ძალა დამეტანებინოს მისთვის.
-ეგ არ მითქვამს. უბრალოდ აშკარად ეტყობა, რომ შენთან ყოფნა არ უნდა
-მაშინ რას მოდიოდა?!
-სანდრო მგონი.. _აივნის კარი გაიღო და ზაზა გამოვიდა -ბიჭებო მოდით, სუფრა გაშლილია. _ სახლში შევიდნენ და ყველანი მაგიდას მიუსხდნენ.
****************
სამი დღე გავიდა მას შემდეგ რაც დედა გონს მოვიდა. მართალია თავს ჯერ ისევ სუსტად გრძნობდა, თუმცა გასულ დღეებთან შედარებით ყველაფერი უკეთესად იყო. მეც გაცილებით მშვიდად ვიყავი. ლაშა დედას ნახვის უფლებას ყოველ დღე მაძლევდა, მართალია ცოტა ხნით, მაგრამ ჩემთვის ესეც საკმარისი იყო. ნელის სიხარულისგან გაბრწყინებულ თვალებს, რომ ვხედავდი გული სითბოთი მევსებოდა. დედას საუბარი ჯერ კიდევ უჭირდა, მცირე წინადადების დასრულების შემდეგაც საშინელ დაღლილობას გრძნობდა. თუმცა ცდილობდა ჩემთვის ერთი სიტყვა მაინც ეთქვა. იცოდა რამდენად ბევრს ნიშნავდა ჩემთვის მისი ხმის გაგონება.
-ანა რაღაც უნდა გითხრა.
-რა?
-ვიფიქრე, რადგან დედა უკეთ არის იქნებ მუშაობა დავიწყო. ხომ იცი საავადმყოფოდან, რომ გამოწერენ უამრავი წამლები დაჭირდება.
-ხო მაგრამ სად უნდა იმუშავო?
-იქნებ ისევ იმ კლუბში მივსულიყავი და...
-ევა!! იცოდე ღამის კლუბები, რესტორნები, ბარები და მსგავსი რაღაცეები აღარ გავიგო!! რით ვერ ისწავლე გოგო ჭკუა! დაიწყებ ისევ ღამის კლუბში მუშაობას და ახლა ახალი ალექსანდრე აგეკიდება!! _ გაბრაზებული წამოვარდა ფეხზე.
-ისე ლაპარაკობ თითქოს მე ვოცნებობდი ასეთ ცხოვრებაზე._ განაწყენებულმა ჩავილაპარაკე.- როგორ ფიქრობ მთელი ცხოვრება მხოლოდ იმაზე ვოცნებობდი, რომ ერთხელაც ალექსანდრე ბურდულის საწოლში აღმოვჩენილიყავი არა?!
-მაპატიე ევა. ვიცი ზედმეტი მომივიდა. უბრალოდ, ხომ იცი როგორ შემტკივა შენზე გული. მინდა, რომ ყველაფერი კარგად იყოს და მშვიდად ცხოვრება შეძლო. ისევ ისეთი იყო, როგორიც ადრე....
-ანა, ორივემ ვიცით, რომ ისე არაფერი აღარ იქნება. ვცდილობ ყველაფერს გავუმკლავდე დედას გამო.
-რითაც შევძლებ ყველაფრით დაგეხმარები. _თბილად გამიღიმა.
-ვიცი, რომ შენი იმედი ყოველთვის შემიძლია მქონდეს.
-მამას ვთხოვ და იქნებ სადმე შეძლოს სამსახურის მოძებნა შენთვის.
-მადლობა.
-რა სამადლობელი ეგაა. _მაგრად გადამეხვია. -ევა, იქნებ დღეს ჩემთან დარჩე.
-არა ანა. არ შემიძლია. მირჩევნია საავადმყოფოში ვიყო. თუ ჩემი დახმარება დაჭირდათ...
-კარგი რა ევა. საავადმყოფოში ექიმები იმისთვის არიან, რომ პაციენტებს დაეხმარონ. თუ რამე ცვლილება იქნება ლაშა აუცილებლად შეგატყობინებს.
-ვიცი მაგრამ, მირჩევნია აქ ვიყო.
-ძალიან გთხოვ. ნინოსაც და ლევანსაც ძალიან გაუხარდებათ შენი ნახვა.
-ანა, მე...
-ევა გთხოვ. შენს აქ ყოფნას რა აზრი აქვს. ნელი დეიდას სანახავდ დღეს მაინც არ შეგიშვებენ. გთხოვ რა.
-კარგი. მაგრამ ჯერ სახლში გავივლი. _ბოლოს მაინც დავთანხმდი.
-სანამ სახლში მიხვალ მე ვიქნები აქ. წასვლამდე ლაშას დაველაპარაკოთ და მერე ჩემთან წავალთ. _ სწრაფად დააწყო გეგმები.
-კარგი.
-ხო ისე, ის ვაჟბატონი სად ბრძანდება?! _ზიზღით წარმოთქვა სიტყვები.
-მივლინებაშია რამოდენიმე დღით. სამი დღის წინ წავიდა. არ ვიცი როდის ჩამოვა.
-იმედია არასდროს!
-კარგი გვეყო მაგაზე საუბარი წავედი მე.
-კარგი, ოღონდ მალე მოდი არ მალოდინო.
-კაი _გავუღიმე და ფეხზე წამოვდექი.
საავადმყოფოდან გამოვედი, ტაქსი გავაჩერე და სახლში წავედი.
მაშინვე ოთახში შევედი. სწრაფად ჩავალაგე საჭირო ნივთები პატარა ჩანთაში და აბაზანაში შევედი. ცხელი წყალი ყოველთვის მამშვიდებდა და დაძაბულობას მიხსნიდა. ანას ამბავი, რომ ვიცოდი მალე ალბათ ტელეფონს ამიფეთქებდა. ამიტომ აბაზანაში ნებივრობა დიდხანს აღარ გამიგრძელებია. თავი მოვიწესრიგე და წასასვლელად მოვემზადე.
როგორც კი კარი გავაღე, ერთ ადგილს მივეყინე. კუპრივით შავი თალების დანახვისას და ნაცნობი სურნელის შეგრძნებისას მთელ ტანში ჟრუანტელმა დამიარა. გონს ვერც კი მოვედი ისე შემოვარდა სახლში და ჩემი ტუჩების დაგემოვნება დაიწყო.

************
იმედია მოგეწონებათ. დაგვიანებისთვის და შეცდომებისთვის ბოდიში.



№1  offline წევრი S.likuna

kargiaa kargiii magram patara tavad momechvenaa shemdegi amazee diidi dadee raaa <3

 


№2  offline წევრი Annee

ძაან კაიაა ^_^ გამიხარდა ევას დედის ამბავი :**

 


№3 სტუმარი xatia

Mmm dzaaliann kargiaa ♥♥♡

 


№4  offline წევრი human

ძააალიან მომწონს ძალიან

 


№5 სტუმარი მმმ

როდის იკნება ახალი ტავი?????????????????????

 


№6  offline აქტიური მკითხველი aanamaria

Rogor maxarebb

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent