უთარიღო დღეები (12)
-სუფრასთან დავხდეთ ახლა! მობრძანდით ყველანი. - ომახიანად შემოსძახა თენგომ. სტუმრები მაგიდასთან მოთავსდნენ. თოკო ბაბუამისს არ შორდებოდა გვერდიდან. ყველას ეტიტინებოდა და გახარებული იქნევდა პუტკუნა ხელებს. მე ისევ კედელთან ატუზული ვიყავი პატარა, დასჯილი ბავშვივით და ძალა არ მყოფნიდა ოთახიდან რომ გავსულიყავი. -მოდი,დაჯექი შენც, რაღას უცდი. - მკლავზე დამეჯაჯგურა მარიამი. ნერვიულად ჩამოვისვი სახეზე ხელები და თავი დავუქნიე. რა გაძლებს მამაჩემთან ერთად ადლა სუფრასთან?! ან როგორ უნდა გავუძლო ნანას დამღლელ კითხვებს იმის თაობაზე თუ რა მჭირს და რატომ მოვიწყინე?! თავს როგორ ვგრძნობ და საავადმყოფოში ხომ არ წავსულიყავით?! ყოველთვის ასე იცის ხოლმე, როცა უხასიათოდ ვარ ან შეუძლოდ. სხვა გზა არ მქონდა, სირცხვილი იქნებოდა სუფრასთან რომ არ დავმჯდარიყავი. მამაჩემს თვალი გაეშტერებინა თეფშისთვის. ფერმკრთალი იყო სახეზე. ჩანგალს აკაკუნებდა მაგიდაზე და არავის აქცევდა ყურადღებას. ბოლოს, მის გვერდით მჯდომ ქალბატონს მოთმინების ფიალა რომ აევსო, კინაღამ უკივლა გაჩერდიო. თვალები დაახამხამა და თავი ასწია. უხასიათოდ რომ იყო, აშკარად ეტყობოდა ეს. თევზის ნაჭერს დაარჭო ჩანგალი და თეფშზე დადო. მერე დაანაკუწა, მაგრამ ისევ არ დაუკარებია პირი. -ჯუნა, მოხდა რამე? - გადმომიჩურჩულა მარიამმა. -სირცხვილი იქნება რომ ავდგე და გავიდე? ვერ ვძლებ აქ... - მუდარით სავსე მზერით შევხედე. ბაბუამისთან მყოფ თოკოს ხელი დაუქნია მოდიო და მანიშნა გამეყვანა. მადლიერი თვალებით შევხედე. ხელში ავიყვანე პატარა გოგინაშვილი და მის ოთახში წავედით. -ლატომ ვალთ აქ? - ხელები გულზე დაიკრიფა უკმაყოფილო ბავშვმა. სულაც არ ვიყავი სიცილის ხასიათზე, მაგრამ მაინც გამეცინა მასზე, ისე იქცეოდა თითქოს დიდი კაცი ყოფილიყოს. -გვიანია უკვე და უნდა დაიძინო. - ცხვირზე დავკარი თითი. -ალა ლაა. - ტვალები აუცრემლიანდა. მაცრად შევხედე იმის ნიშნად, ხვეწნა-მუდარა და ტირილი რომ არ გაჭრიდა და ტანსაცმელი გავხადე. -მაშინ ეგენი ალ მინდა. - გაბუტულმა ლოყები გაბერა და პიჟამა იატაკზე გადმოაგდო. -გაცივდები და მერე ნემსებს გაგიკეთებენ. - სასხვათაშორისოდ ჩავილაპარაკე, ვითომ მას არც ვეუბნებოდი, მაგრამ დაშინებულმა უცებ აკრიფა ტანსაცმელი და თვითონ დაიწყო ჩაცმა. შარვალი კი ჩაიცვა სწორად, მაგრამ მაისური შებრუნებულად. მანამ არ დაიძინა, სანამ სამი ზღაპარი არ მომაყოლა. ბოლოს კი ჩემს მკლავზე ჩაბღაუჭებულმა ფშვინვა ამოუშვა. ფრთხილად ვაკოცე შუბლზე. ტანსაცმელი დავკეცე, სათამაშოები ყუთში ჩავყარე და ოთახიდან გამოვედი. მისაღებიდან სტუმრების ხმამაღალი საუბრის ხმა გამოდიოდა. დაუმშვიდობებლად წასვლის შემრცხვა, არადა აღარც მამაჩემის კიდევ ერთხელ ნახვის ნერვები მქონდა. კარებში შესულმა თვალი მოვკარი მარიამი, თენგო და ზურა რომ ერთად იდგნენ. ამოვიოხრე და მათკენ დავიძარი. -მარიამ, თოკოს სძინავს. წავალ მე, კარგი? -მოიცა, ლევანს ვეტყვი და წაგიყვანს. -წასვლას ვაპირებდი ისედაც, ამიტომ წავიყვან მე, თქვენ ნუ შეწუხდებით. - საუბარში მამაჩემი ჩაერთო. კიდევ ერთხელ გამეყინა სისხლი ძარღვებში. მძინემედ გადავყლაპე ნერწყვი. ძლივს მომახერხე გაღიმება, არ მინდოდა ჩემი მდგომარეობა შეეტყოთ სხვებს. ერთად გამოვედით სახლიდან მე და ზურა. თებერვლის კვალობაზე საკმაოდ თბილოდა, მაგრამ მაინც დამაყარა ეკლებმა, სითბოდან სიცივეში გასვლისას. ქურთუკი შევიკარი და კაშნე ცხვირამდე ავიწიე. წინ მამაჩემი წავიდა. მანქანაში ჩაჯდა და გზაზე გაიყვანა. ერთი ფიქრი ისიც კი ვიფიქრე, რომ მას არ გავყოლოდი, მაგრამ რადგან მან მოინდომა ასე, აღარ დავძაბე სიტუაცია. ნამდვილად არ მინდოდა ჩვენ შორის არსებული უფსკრულის კიდევ უფრო გაღრმავება. მამაჩემის გვერდით მოვთავსდი სავარძელზე და ღვედი გადავიჭირე. მაწუხებდა, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. დახუთულობა იყო მანქანაში, ფანჯარა ჩავწიე და ქალაქის ქუჩებს დავუწყე თვალიერება. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს სახლში დავბრუნდი. არც ისე დიდი ხანი იყო გასული, რაც მამაჩემის მანქანაში არ ჩავმჯდარიყავი. გაორება მქონდა. ჩემი ერთი ნაწილი დაჟინებით მოითხოვდა მანქანიდან გადასვლას და ზურასგან შორს ყოფნას, მეორეს კი ძალიან უნდოდა მოვხვეოდი მამაჩემს და მიუხედავად იმისა, ექნებოდა თუ არა მას ჩვენი ურთიერთობის განახლების სურვილი - მაინც მეპატიებინა. მეპტიებინა?! უცნაურია... მე ვფიქრობ, რომ არაფერი დამიშავებია იმით, თუ ორსულად ვარ. პირიქით, მამაჩემმა დააშავა რამდენიმე კვირის ორსული სახლიდან რომ გამომაგდო და უსახლკაროდ დავრჩი. სწავლის გადასახადი რომ არ მქონოდა წინასწარ შეგროვებული, მერე რას ვიზამდი? არცერთი თეთრი მქონდა ამის გარდა. მომიწევდა ქუჩაში ძილი და შიმშილი. მესმის მამაჩემის, არ ელოდა ჩემგან,რომ ერთხელად თავზე დავადგებოდი და გამოვუცხადებდი ორსულად ვარ-მეთქი, მაგრამ მაინც არ უნდა გაეკთებინა ეს, მერე რა, რომ მას რაღაც დონეზე იმედი გაუცრუვდა... არ უნდა ეფიქრა ერთადერთ შვილსა და შვილიშვილზე?! ფიქრებმა გამიტაცა. მანქანა რომ გაჩერდა, მერე გამოვერკვიე. მიმოვიხედე, არც ჩემი საცხოვრებელის წინ ვიყავით და არც მამაჩემის სახლის წინ. უბრალოდ გზიდან გადაეხვია ზურას და სავარძელზე გადაწოლილიყო. ეტყობა ძალიან უჭირდა ასე ყოფნა. არც მიკვირს. სიჩუმე გამეფებულიყო მანქანაში. ვაგროვებდი სიტყვებს რომ მისთვის რამე მეთქვა, მაგრამ ყოველი ცდა კრახით მთავრდებოდა. სახეზე ხელი ცამოვისვი ცრემლის მოსაწმენდად, თან არ მინდოდა მამაჩემს შეემჩნია. მერე დავინახე, თვითონაც რომ ტიროდა. ჰო, აი ასე. იჯდა ამხელა კაცი მანქანაში და ტიროდა. მახრჩობდა ყოველი უთქმელი წამი. მახრჩობდა ყოველი წამი, რომელიც მშობლების გარეშე მქონდა გატარებული. მონატრების მარწუხები მთელი ძალით შემოხვეულიყვნენ გულზე და ისე ძლიერად მიჭერდნენ, მეგონა, რომ გული ფეთქვას შეწყვეტდა. ისე ძლიერად მომინდა ბავშვობაში დაბრუნება, მაშინ, როცა ერთად ვცხოვრობდით სამივე: მე, დედაჩემი და მამაჩემი, როგორც არასდროს. ისტერიკა მწეწყებოდა. ღრმად ვსუნთქავდი . არ მინდოდა ავტირებულიყავი ისე ძლიერ, რომ ზურას შეშინებოდა. -როგორ ხარ, შვილო? - დაარღვია ბოლოს სიჩუმე მან. უჩვეულოდ გაბზარვოდა ხმა. თითქოს დაბერებულიყო ამ მცირე ხანში. „შვილო“-ს გაგონებაზე ჟრუანტელმა დამიარა მტელ ტანში... ვერაფერი ვუთხარი. ძალიან მინდოდა მეთქვა, რომ კარგად ვარ და ჩემზე არ ინერვიულოს, მაგრამ ვერ შევძელი მოტყუება. მე სულაც არ ვიყავი კარგად, მით უმეტეს იმ წუთებში. -გამეცი ხმა, შვილო.. მითხარი რამე. - ისეთი სინანულის გრძნობით სავსე იყო მისი ხმა და სიტყვები, თავი ვეღარ შევიკავე და ხმამაღლა ავტირდი. ხელები მოვხვიე და მთელი ძალით ჩავეხუტე. თავსა და ზურგზე მსვამდა ხელს და მამშვიდებდა, თან ყოველ წუთში ბოდიშებს მიხდიდა, რომ სულელურად და არაკაცურად მოიქცა, რომ არ უნდა ეკრა ერთადერთი და უძვირფასესი შვილისთვის ხელი და რომ ჩემსა და ჩემი შვილის გარდა არავინ უყვარდა. ამაზე უფრო ამიჩუყდა გული. ისტერიკაში ჩავვარდი. ბოლოს მოსასულიერებელიც გავხდი. მიუხედავად ყველაფრისა, წამებში ვაპატიე მამაჩემს, აღარ ვგრძობდი სიბრაზეს და წყენას მის მიმართ. ის ისეთი გულრწფელი იყო, ყველაზე უგულო არსება უნდა ვყოფილიყავი, რეაქცია რომ არ მქონოდა მის სიტყვებზე. და მაინც, მთავარი სიტყვები კი არა ის გულწრფელი სინანული და სიყვარული იყო, არცერთი წამით რომ არ შემპარვია ეჭვი. დიდი ხანი ვიყავით ასე, ძლიერად ვეხუტებოდით ერთმანეთს და იმ წუთებში უბრალოდ მიხაროდა, მიხაროდა, რომ ვცოცხლობდი, რადგან დაუვიწყარი იყო შეგრძნებები მამასთან ყოფნისა და მასთან ჩახუტებისგან გამოწვეული. კიდევ არ ვიყავი დამწყნარებული, სახლთან რომ მივედით. მძლავრად ჩამიკრა გულში და თავზე მაკოცა, ისე, როგორც ამას მთელი ცხოვრება აკეთებდა, ბოლო თითქმის 3 თვის გარდა. დავემშვიდობე და მანქანიდან გადმოვედი. საუბარი საერთოდ ვერ მოვასწარით, რადგან ორივეს ემოციების მოზღვავება გვქონდა. არ გამიგია როგორ იყო თვითონ, ან მისი ცოლი. სიხარულის ცრემლებს ვერ ვიკავებდი. მიხაროდა... ყველაფერი მიხაროდა. ბედნიერება ხომ დეტალებშია?! ხოდა ვიყავი კიდეც ბედნიერი! გასაღები გადავატრიალე და სახლში შევედი. საკიდზე დადეშელის ქურთუკი ეკიდა. „მოსულა“ - გავიფიქრე მე. ბოლო ორი კვირა ქალაქიდან გასული იყო, არვიცი სად, ან ვისთან ერთად იმყოფებოდა. ჩემ ორსულობაზე ჯერ კიდევ არაფერი იცოდა, არც მან და არც გაბრიელმა. არც მიფიქრია როდის ვეტყოდი ან ერთს, ან მეორეს. რიჟვაძეს კი განსაკუთრებით, რადგან ბავშვის მამა ისაა. -ჰეი, რატომ ტირი? - ოთახიდან გამოდიოდა დადეშელი, მე რომ მისაღებში შევედი ცრემლების წმენდით. თვალებმოჭუტული მაკვირდებოდა და ელოდა, როდის ვეტყოდი რამეს, თუმცა ისევ არ მქონდა ლაპარაკის თავი. არა და არ მომეშვა, დაჟინებით მეკითხებოდა რა ხდებაო. ამაზე კიდევ უფრო ამიჩუყდა გული, თითქოს პატარა ბავშვი ვყოფილიყავი. გაკვირვებული და დაბნეული იყო დადეშელი. ხელები მომხვია და მიმიხუტა. საოცარი სითბო ჩამეღვარა სხეულში. ცრემლების წმენდას შევეშვი და მეც მოვხვიე მკლავები. მისი ჩახუტებით გამოწვეული სიამოვნებისგან გავინაბე და ტირილიც შევწყვიტე. მის ლავიწის ძვალს ეხებოდა ჩემი ტუჩები. მართალია მაისური ეცვა, მაგრამ მაინც ისე ვგრძნობდი მას, თითქოს ჩემს ტუჩებსა და მის სხეულს შორის უადგილოდ არ ჩაკვეხებულიყოს ქსოვილი. თვითონ თავზე მეხებოდა ტუჩებით, ჩვენ კი ძლიერად ვეხუტებოდით ერთმანეთს. ვერ ავხსნი ამას, ვერასდროს და ვერანაირად. ვერ ავხსნი რა გრძნობა მქონდა... ისეთი სასიამოვნო იყო მისი შეხება... ისეთი სასიამოვნო იყო დადეშელის შეგრძნება... დიახ, დიახ, მე ვგრძნობდი დადეშელს... არა მის არსებობას, ზოგადად.. არამედ მას! და მერე... როცა მისი ტუჩები კიდევ ერთხელ შეეხო ჩემს ლოყას, მაშინ, როგორც პირველი ჩახუტებისას... მე მივხვდი, რომ... არა, არა, სისულელელა! უბრალოდ დაუშვებელია! სისულელეა, ნამდვილად სისულელეა... არ შეიძლება ეს ხდებოდეს... ან როგორ, რანაირად... მე... ლაზარე დადეშელი... როგორ შეიძლება, რომ... ხომ არ შეიძლება, რომ მე მის მიმართ... გრძნობები მქონდეს? გრძნობები, რომლებიც მინიმუმ მოწონებას ნიშნავდა... გამოვუტყდი თუ არა საკუთარ თავს დადეშელის მიმართ გრძნობებში, სწრაფად მოვშორდი მას, რამდენიმე ნაბიჯით უკან დავიხიე და კედელს ავეკარი. დაჟინებით ვაქნევდი თავს აქეთ-იქით. ვცდილობდი დამერწმუნებინა ჩემი თავი, რომ ეს აღიარება უბრალოდ ჩემი ფანტაზიის ნაყოფია და საერთოდ, მე მის მიმართ არანაირი გრძნობები არ გამაჩნია... მაგრამ ფაქტი ერთი იყო და ჯიუტი: მე ლაზარე დადეშელი ძალიან, ძალიან მომწონდა. ეს ძალიან, ძალიან მოწონება კი ძალიან, ძალიან ახლოს იყო... სიყვარულთან! როგორ, როგოორ?! არა, ეს მე გავიფიქრე?! შეუძლებელია... -მოხდა რამე? - დაკვირვებით შემათვალიერა. -არა, არაფერი. - ცალყბად ჩავიცინე. -არ მჯერა, მაგრამ კარგი. რატომ ტიროდი? -მამაჩემი და მე შევრიგდით და... - ძლივს გასაგებად ჩავიბუტბუტე. არაფერი უთქვამს. აშკარა იყო, მეტ ინფორმაციას ელოდა ამ ფაქტთან დაკავშირებით. მეც ვუთხარი, რომ რაღაცაზე მეჩხუბა და ამიტომ წამოვედი სახლიდან. ისევ არაფერი მითქვამს ჩემს ორსულობაზე. ორი კვირის უნახავი მყავდა და ამ ორ კვირაში კი შეიმჩნეოდა მუცლის ზრდა. არვიცი დადეშელმა შეამჩნია თუ არა, ალბათ არა, თორემ მეტყოდა რამეს. -კარგია, ყველაფერი რომ მოგვარდა. - მითხრა ბოლოს, თხრობა რომ დავასრულე. გამეღიმა მის ნათქვამზე. -ყველაფერი ნამდვილად არა, მაგრამ რაღაცები კი მოგვარდა. -მაშინ დარჩენილი მოგვარდება. -იმედია. -თუ ძალიან დაღლილი არ ხარ, ფილმს ვუყუროთ, კარგი? - ინიციატივით გახარებულმა შემომხედა. ისევ ვიგრძენი ის სითბო, რაც ჩახუტებისას. მთელი სხეული და მასთან ერთად გულიც გამითბა. დაღლილიც ვიყავი და დაღლილიც, მაგრამ მაინც დავეთანხმე. ლეპტოპი ჟურნალების მაგიდაზე დავდეთ და ჩვენ დივანზე დავსხედით. ფილმი მისი გემოვნებით იყო - „ორჯერ დაბადებული“. იტალია! - მიყვარს ეს ქვეყანა. ბავშვობაში ვოცნებობდი იტალიაში მოგზაურობაზე, ისევ განმიახლდა ის სურვილები, ფილმის ყურების დროს. ისევ ბავშვივით უდარდელი გავხდი... ჯენა რომ სარაევოდან მიფრინავს ბავშვთან ერთად, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მე მომტაცეს შვილი... მუცელზე შემოვიხვიე ხელები და დაძაბულმა განვაგრძე ფილმის ყურება. დადეშელმა შეამჩნია ჩემი ხასიათის ცვლილება, ერთი გადმომხედა, მაგრამ არაფერ უთქვამს და ისიც ფილმს მიუბრუნდა. მეტისმეტად ემოციური აღმოჩნდა ჩემთვის, ვეღარ შევძელი ყურება და საძინებელში გავედი. დაღლილს მალევე ჩამეძინა. *** -კარგი რა, ჯუნა, დღეს ხომ მაინცაა კვირა? - მეორე დღეს, გოგინაშვილების სახლში მყოფს მირეკავს დადეშელი და მეწუწუნება, რომ სადმე წავიდეთ. მე, რა თქმა უნდა, უარს ვეუბნები, რადგან საღამომდე ისევ თოკოს ძიძა უნდა ვიყო. -მერე რა, რომ კვირაა. ბავშვი კვირასაც ჩემთანაა. - უკვე მერამდენედ ვუმერებ ერთსა და იმავეს. -თხოვე, რომ ადრე გაგათავისუფლონ, აუცილებელი საქმე მაქვს-თქო, უთხარი. -მოვატყუო? - სიცილს ძლივს ვიკავებ მე. ხმას არ იღებს. დარწმუნებული ვარ ეწყინა. -ერთხელ გიმეორებ კიდევ, მაისურაძის ქალბატონო! - ხმა გაუმკაცრდა. გამეცინა. შევპირდი ვეცდები, რომ გავეთავისუფლო-მეთქი და გავუთიშე. -სადმე მიდიქალ? - თავისი შავი, ინტერესით აღსავსე, დიდრონი თვალები შემომანათა თოკომ. -ჯერ არ ვიცი. ბევრი ხვეწნა ნამდვილად არ დამჭირვებია, მალევე დავითანხმე მარიამი. დადეშელი ქუჩაში მელოდებოდა. მისალმებისას ლოყაზე ვაკოცე. არა და არ ტოვებდა სასიამივნო შეგრძნება მასტან ყოფნისას რომ მეუფლებოდა ხოლმე. _____________________ ძალიან კარგები ხართ. მოგწონთ მოთხრობა? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.