შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიშველეთ მუშაობით მკლავენ! 13


23-04-2015, 00:21
ავტორი Only DrEAmer
ნანახია 2 517

იოანემ ხევსურეთში კერძოდ კი შატილში გამხიზნა, 3 დღე უაზროდ ვიწექი საწოლში. ბოლოს მომბეზრდა და "თავისშემაცოდებელი" რეჟიმი ჩავრთე. ანუ წუწუნი დავიწყე

-მომბეზრდაა...
-რა ?
-მომბეზრდა, სამი დღეა საწოლში ვწევარ გაუნძრევლად...
-ნუწუწუნებ ანაბელ! მაინც არ მჯერა რომ სიარული არ შეგიძლია!
-მანქანიდან გადმოვხტი და ალბათ ცუდად დავეცი...
-შეილება ... მარა მაინც მგონია რო იტყუები
-იოანე რატომ არ გჯერა ჩემი ?
-იმიტომ რომ კარგი მსახიობი ხარ !
-შენ რა იცი!
-ვიცი გეტყობა ..
-ისე თეატრალურზე მაქვს მე ჩაბარებული...
-მართლა ?
-ხო, მსახიობობა ჩემი ოცნება იყო...
-გამოგივიდოდა ალბათ...
-ჰო...
-რომ გავიღვიძე იქ რატო არ იყავი?
- გაბრიელმა გამომამწყვდია რაღაც საკანში
-ღირსი იყავი
-რა?
-ღირსი იყავი!
-მეღადავები?
-არა!
-რატომ ვიყავი ღირსი ?
-მეკითხები კიდეც ?
-კი გეკითხები! მაინტერესებს ასეთი რა დავაშავე!
-სარდაფში ჩამკეტე, იძულებით მომიყვანე ცოლად, ჩემი დის გაუპატიურებით დამემუქრე!მეტი რა უნდა გექნა?
-არაფერი არ იცი!
-რა არ ვიცი?! მითხარი მაშინ!
-არ შეიძლება!
-რატომ?
-იმიტომ!
-მიზეზი თქვი!
- რომ ვთქვა უფრო მეტად შეგძულდები! -მიღრიალა და შებრუნდა!
-მით უმეტეს! კიდევ ერთი მიზეზი!
-ასე ძალიან გაინტერესებს- შემოტრიალდა და თვალებში ჩამხედა, ძარღვები მეტისმეტად ქონდა დაჭიმული. ისე მიყურებდა ვიცოდი ცოტა აკლდა და გამარტყამდა -გაინტერესებს ?
-ჰო მაინტერესებს!
-გაბრიელის გამწარება მინდოდა! ისევე როგორც ადრე გამიკეთა! საყვარელი ქალი მომიკლა! ჩემი ნია მომიკლა! მინდოდა რომ შენ მომეკალი! მაგრამ ვერ შევძელი! ვერ შევძელი გესმის??? რატომ? არ ვიცი! ალბათ იმიტომ რომ ვერ გტკენ! იმიტომ რომ შენი ტკივილი ჩემი ტკვილიცაა და ალბათ მთელი სამყარო და შენ რომ დამიყენოთ წინ შენ აგირჩევ.. რატომ ალბათა ესეც გაინტერესებს არა ? მითხარი გაინტერესებს ?


ხმა ვერ ამოვიღე, ანთებული თვალებით მიყურებდა.გეგონება სადაცაა და ყელს გამომღადრავსო... ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე და ჩავიჩურჩულე
-ჰო მაინტერესებს... რატომ არ მომკალი? იმიტომ რომ მე აუცილებლად მოგკლავდი....
-ვიცი!- უცებ შეეცვალა გამომეტყველება და გამიღიმა -ხანდახან ქალები ზედმეტად სასტიკები ხართ!
-რატომ არ მომკალი?
-ასეთი მნიშვნელოვანია?
-კი ამწუთას ყველაფერზე მნიშვნელოვანია!
-იცი მემგონი თქმას ჩვენება ჯობია!
-ჩემი აზრით თქმა უფრო ლოგიკური იქნება!
-ლოგიკური აზრები აქ არ გამოგადგება!
-ლოგიკა ყველგან და ყოველთვის გამ...
-ჩუმად -გაიღიმა და მომიახლოვდა...


თვალები ნელა დაიხუჭა, გული კი ლამის გარეთ გამოვარდა.. მუცელში ჩიტებმა დაიწყეს ფრენა... გულმკერდი გამიცხელდა...

მაკოცა...



...
გაბრიელი :
-გავიგე სადაცაა! მისი ადგილსამყოფელი გავიგე! არარსებობს! შეიძლება გადავარჩინო!
-რა ?
-ჰო დათო გავიგე სადაცაა!
-მეკაიფები ? სადაა ?
-ხევსურეთში არიან გახიზნულები!
-მაგ ბიჭს ხო ფანტაზია აქვს სასწაული ! კერძოდ რომელ სოფელში?
-შატილში, ხოიცი მაგას გაპარვაში რო დაეხმარა ის ბიჭი! ე მაგას აქვს მაქ სახლი!
-როდის მივდივართ ?
-ახლავე!
-კაი წამო წავიდეთ მაშინ და ექიმიც წავიყვანოთ მაინც, ყოველი შემთხვევისთვის
-კაი აზრია!

...

თავი იოანეს მკერდზე მქონდა მიდებული და ულამაზეს მთებს შევყურებდი. მაინც რა ლამაზია არა შატილი? ვინც იქ ყოფილა დამეთანხმებით. აქაურ ხალხსაც განსხვავებული ხიბლი აქვს. სულ არ გვანან ქალაქელებს!
-იცი ხევსური რომ ვარ?
-რა?
-ხევსურეთიდან ვარ!
-აქამდე რატომ არ მითხარი?
-არ გიკითხავს...
-შეიძლება.. რა გვარი ხარ?
-წიკლაური!
-იოანე წიკლაური ?
-აჰამ..
-არ ვიცოდი...
-საკუთარი ქმრის გვარი არ იცოდი?
-არა!
-ისე არ მოგბეზრდა მთელი დღეა ხელში აყვანილი გატარებ! სულ არ გეტყობა რომ ცუდად ხარ! არ შეიძლება რომ გაიარო და მორჩე ტყუილებს?
-არ ვიტყუები!
-ჰო კაი კაი მჯერა! მაგრამ მაშინ ოთახში შევიდეთ რა საწოლზე დაწექი, თორე რა ბუმბულის წონაც არ უნდა იყო, მაინც დავიღალე!
-კაი იოანე შენც ცოდო ხარ! შევიდეთ, თან მეძინება...
-კაი წამო...

ეზოდან სახლში შემიყვანა და საწოლზე წამომაწვინა... გვერდით ჩამომიჯდა და თმებზე მეფერებოდა...
-ანაბელ...
-ჰო იოანე..
-ნეტა რანაირი შვილები გვეყოლება?
-შავგვრემნები!
-შენ რა იცი?
-მამა ნახე დედა ნახე შვილი ისე გამონახე!
-ჰო მართალი ხარ...
-ისე ბიჭები სად არიან?
-მაღაზიაში გავაგდე!
-რატო?რასერჩოდი?
-რაღაცეები იყო საყიდელი და შენ მარტო ვერ დაგტოვებდი...
-ააა...

ცოტა ხანი უსიტყვოდ მივჩერებოდით ერთმანეთს... იოანე უცნაურად თბილად მიყურებდა. მის ამ შემოხედვაზე მთელს ტანში ჟრუანტელი მივლიდა... მაინც როგორ ახერხებს ეს ბიჭი ასეთ დღეში რომ ჩამაგდოს...

მალე ბიჭებიც მოვიდნენ, გაფითრებული სახეები ქონდათ...
-იოანე!
-რა მოხდა?რა გჭირთ?
-გაბრიელია აქ ?
-რა ?
-სერიოზული საქმე აქვს! უნდა დაელაპარაკო!
-რა საქმე აქვს ? მე მაგასთან მოვრჩი!
-სამაგიეროდ მე არ მოვრჩი-ოთახში შემოვიდა გაბრიელი და ვიღაც უცხო ბიჭიც შემოყვა- იოანე მარტო უნდა ვილაპარაკოთ, ანაბელის ჯანმთელობას ეხება...
-რა ?
-ჯობია წამოხვიდე...
-უკაცრავად მე აქ რამეს წარმოვადგენ- ისე სასხვათაშორისოდ ვიკითხე და თვალები მოვჭუტე
-გამარჯობა ანა! მაგრამ ახლა შენთან საუბრის დრო არ მაქვს იოანე გამოდი ვილაპარაკოთ

იოანე და გაბრიელი გარეთ გავიდნენ..



...


ბავშვებო კაია? გავაგრძელოო ?



№1  offline წევრი llella

შოკია პროსტა <3 გააგრძელე აუცილებლად ^^ ეს გოგო იოანესთან დატოვე რაა <3 არ დატოვო ინვალიდი იცოდე ტრუპი ხარ :დდდდ <3 ^^

 


№2  offline წევრი SaLoOme

Invalidi unda darchees zuustaaadac ro ioanem chkua iswavloos !!! ❤❤❤ shen kide dzaaliiian kargi gogoo xaaar ❤❤

 


№3  offline წევრი salo..))

istoria rom kargia da kargad wer es faqtia .. ❤ invalidobistvis ki mecoseba magram am shemtxvevashi ioane tavis danashauls mixvdeba da chkuasac iswavlis.. daa ho kidev risi tqma minda .. roca istoriis weras iwyeb da gamoaqveyneb tundac ert tavs agar dasva kitxva "gavagrdzelo?" ra tqma unda! tu daiwye unda damtavro kidec . :) ar aqvs mnishvneloba istorias boloshi eqneba tu ara komentarebi da a.sh uxeshad rom vtqva "vigac" yovetvis waaikirxava shens nashroms ubralod bolishi agar sawers ""gagrdzele " "kargia " da a.sh amit risi tqma mindida mgoni mixvdi..
dzaan vifiloffose :d xoda wavedi ... kargi gogoo xar kargad wwer da veliii axal tavs ❤❤ warmatebebiiii ❤

 


№4  offline წევრი Annee

Dzaan magaria da gaagrdzelee.. :*

 


№5  offline წევრი Only DrEAmer

salo..))
istoria rom kargia da kargad wer es faqtia .. ❤ invalidobistvis ki mecoseba magram am shemtxvevashi ioane tavis danashauls mixvdeba da chkuasac iswavlis.. daa ho kidev risi tqma minda .. roca istoriis weras iwyeb da gamoaqveyneb tundac ert tavs agar dasva kitxva "gavagrdzelo?" ra tqma unda! tu daiwye unda damtavro kidec . :) ar aqvs mnishvneloba istorias boloshi eqneba tu ara komentarebi da a.sh uxeshad rom vtqva "vigac" yovetvis waaikirxava shens nashroms ubralod bolishi agar sawers ""gagrdzele " "kargia " da a.sh amit risi tqma mindida mgoni mixvdi..
dzaan vifiloffose :d xoda wavedi ... kargi gogoo xar kargad wwer da veliii axal tavs ❤❤ warmatebebiiii ❤



მადლობა <3 შენ არ იცი რა ბედნიერებაა მოზრდილ კომენტარს რო ვხედავ <3 ^^ ესეგი მართლა ინტერესით კითხულობ და დიდი მადლობა <3

Annee
Dzaan magaria da gaagrdzelee.. :*

შენ ყველაზე მეტად მიყვარხარ პირველი თავიდან კითხულობ მემგონი <3 და შენი კომენტარი ყოველთვის ჩანს <3 love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent