შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი თუ არა აბა ვისი უნდა იყო?! (თავი 16)


23-04-2015, 00:21
ავტორი llella
ნანახია 6 337

ჩემმა „ბოროტმა“ ჯერ მე გამომხედა, მერე მზერა ჯაბაზე გადაიტანა, თვალებით ჭამდნენ დემეტრე და ჯაბა ერთმანეთს, ამ სიტუაციის გამო არც კი ვიცი როგორი სახე მქონდა, მაგრამ ბიჭების გაკვირვება დავომსახურე.
-თამუნა კარგად ხარ?!-კოკას ხმამ გამომიყვანა ფიქრებიდა და მას გავხედე.
-რა ხდება?!-უემოციოდ ვკითხე და ორივეს რიგრიგობით გადავხედე.
-რას გულისხმობ?-დემეტრემ თვალებში ჩამაშტერდა და მსუბუქად გაიღიმა.
-დებილი გგონივარ? რა ხდება თქო !!!-ხმას საგრძნობლად ავუწიე.
-ხმა აკონტროლე !!!-მკლავში ხელი ჩამავლო დემეტრემ და მისკენ მიმწია.
-დემეტრე ხელი გაუშვი!-დაუღრინა კოკამ, ხელი შემიშვა.
ამ დროის განმავლობასი ჯაბა გაღიმებული მიყურებდა, როცა დაინახა რა გააკეთა დემეტრემ ფეხზე წამოდგა და ჩვენსკენ წამოვიდა.
-ძვლებში დავამტვრევ მაგ ნაბი****ს-დაიღრინა.
-დემე არ გაექანო-მშვიდად უთხრა კოკამ.
-რა არ გავექანო ბიჯო როგორ უყურებს ვერ ხედავ?!
-დემეტრე მიზეზს ეძებს შენ თვითონაც იცი!!!
-ხოდა იპოვა!
-თამუნა გვახლავს და ეხა არა!-კოკამ ეს თქვა თუ არა დემეტრემ მე გამომხედა.
-თამუნა რა ხდება?!-უცებ ოთახში დაძაბულ ჰაერში ჯაბას ხმა გავიგონე და მას ავხედე.
-ფუ ამის ....-კოკამ გინება გულში დაამთავრა და საშინელების მოლოდინში დემეტრეს გახედა.
-წავედით!!!-გასცა ბრძანება დემეტრემ და ფეხზე წამოდგა, ხელი მომკიდა და მეც ამაყენა.
-თამუნა რა ხდება თქო-ისე მკითხა ჯაბამ დემეტრესთვის თვალი არ მოუშორებია, პასუხი რომ არ გავეცი ისევ გამიმეორა კითხვა-თამუნა რა ხდება?!!!
-ბარათელი გიკვირს ცოცხალი და საღ-სალამათი რომ მიდგახარ წინ?!-მკვლელის თვალებით გახედა დემეტრემ ჯაბას.
-ისევ ისეთ ბრაზიანი ხარ წერეთელი-ირონიულად გაიღიმა ჯაბა და მე გამომხედა-ყველაფერი რიგზეა?!
-ჯაბა ჯობია წახვიდე!-ჩაერი კოკაც და მავედრებელი თვალებით დემეტრეს გახედა.
-ჯაბა ყველაფერი კარგადაა...-ვუპასუე ჯაბას და მას გავხედე.
-ნამდვილად?!-თბილად გამიღიმა, ნეტა ჩემი „ბოროტიც“ ეგრე იღიმოდეს ხოლმე, ჯაბამ როგორც იქნა ინება და მეც შემომხედა.
-კი, შეგიძლია წახვიდე-ჩემდა გასაკვირად დემეტრე ხმას არ იღებდა, მაგრამ ნათლად ვხედავდი როგორ უჭირდა მშვიდად ყოფნა, ამაზე მისი მომუშტული ხელები და დაბერილი ძარღვები მიმანიშნებდა.
-კაი მაშინ დაგემშვიდობებით-გამიღიმა და მის ადგილს დაუბრუნდა.
-ამის დედა ..... ხედავ ბიჯო რამდენს ბედავს?!-მიუბრუნდა კოკას-მაგას ბოლოს რაც ვუქენი მოსაგონი ექნება, ეგ ახ**რი პროსტა რამდენი გაბედა!!!
-არ ახსნით რა ხდება?!-დაბნეულობაში მყოფმა დემეტრეს გავხედე და დაველოდე პასუხს.
-საშენო არაფერი!-ბარიდან გამოვედით და იმ მიმართულებით წავედით სადაც ავტომობილი იდგა.
-როგორც ყოველთვის, ხოდა თუ აქ საჩემო არაფერია წავედი და მოხვალთ თქვენ მერე-ხელი გამოვგლიჯე და წასვლა დავაპირე, როცა უკან დამაბრუნა
-სად წახვედი ხო არ გაგიჟდი გოგო?!-დაიღრინა დემეტრემ და მისკენ მიმწია.
-მე გავგიჟდი თუ თქვენ?! რა ხდება ვერ გავიგე, რატომ მეუბნება ვიღაც იდიოტი რო მიფრთხილდები, დაცვას მაყოლებ და ათას სისულელეს კიდევ? რატომ უყურებთ მკვლელი თვალებით ერთმანეთს? ან ვინ ჯანდაბაა საერთოდ ჯაბა ბარათელი?!-წყობიდან გამოსულმა დავუყვირე, ისე რომ შედეგზე არც კი მიფიქრია.
-მოიცა... შენ საიდან იცნობ?!-გაკვირვება და გაბრაზება ერთროულად აისახა მის სახეზე.
-საიდან უნდა ვიცნობდე, მოვიდა და თითონ გამეცნო...-მე თვითონ გავიგონე თუ როგორ გამებზარა ხმა და ჩემი თავი შემეცოდა.
-მოიცა ეგ ახ**რი შენთან იყო მოსული?! და თან გაგეცნო?!-მის სახეზე გამოსახული გაბრაზება პიკს აღწევდა და მეგონა რომ სიბრაზისგან შეეძლო რომ ან მე, ან კიდევ ჯაბა მოეკლა.
-მე რომ გავედი მაშინ მივიდა-ჩაერია კოკა და ჩემს მაგივრად გასცა პასუხი.
-წავიდეთ სახლში.. გთხოვთ...-ემოციურად დაღლილმა ამოვიჩურჩულე-სახლში მინდა.
-წავიდეთ-დაწყნარებულმა გამცა პასუხი დემეტრემ და ავტომობილის კარი გამიღო.
კოკა სხვაგან წავიდა, მე დემეტრესთან ერთად წამოვედი, საქარე მინას მივადე თავი და ტვინი გავთიშე, ეხლა რომ კიდევ მეფიქრა ნამდვილად შევიშლებოდი.
მანქანაში ჩამძინებოდა, ვიღაცის ხელის შეხებამ გამომაფხიზლა, თვალები რომ გავახილე დემეტრეს ვყავდი ხელში აყვანილი და ჩემი ოთახის მიმართულებით მიდიოდა, არ დამიწყია პანიკიორობა, პირიქით მკერდზე თავი მივადე და ძილი გავაგრძელე.
თვალები რომ გავახილე საწოლში ვიწექი, ავდექი შხაპი მივიღე, მერე ისევ ლოგინს დავუბრუნდი დაძინებას ვაპირებდი როცა ოთახში დემეტრე შემოვიდა.
-შეიძლება?!-თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე.
-თამუნა მისმინე... ბოდიში მინდა მოგიხადო, დღეს ცუდად გამომივიდა-ფანჯარასთან მივიდა, ჯერ ფანჯარაში გაიხედა მერე კი ჩემსკენ მობრუნდა და კედელს მიეყრდნო.
-ხო მარტო დღეს-ირონიულად ჩავილაპარაკე.
-შენთან ადამიანური ლაპარაკი არ ჭრის როგორც ვატყობ!
-და ამას ამბობს ადამიანი რომელიც ყველაფერზე მიყვირის და მეჩხუბება...-ხმას საგრძნობლად ავუწიე, სწრაფად მომიახლოვდა და პირდაპირი გაგებით კედელზე ამაყუდა, ხელებს შორის მომიქცია, დავიბენი, თვალებში მიყურებდა, უგრძნობი სახით, აი იმ სახით სახელს რო ვუძებნი და ვერაფერი რომ ვერ მოვუფიქრე.
-არ მინდა რომ გაწყენინო...-ჩურჩულით დაიწყო საუბარი.
-არ ინერვიულო იმაზე მე მეწყინება თუ არა...-მეც ისეთივე ტონით ვუპასუხე.
-ეგ არ გაიმეორო! არ მინდა რომ ცუდად გამოვიდეს მაგრამ...-თვალებში მიყურებდა და ისე მელაპარაებოდა, მე კიდევ ხან ფეხებს ვუყურებდი ხან მას. არადა არ გვქონია ცუდი იქტაკი სალში რატომ არ დავკვირვებივარ ნეტა. ჩემივე ფიქრებზე გამეცინა.
-მაგრამ პირიქით გამოგდის, ყოველთვის!-არ ვაცადე დასრულება.
-ძალით არ ვაკეთებ!
-თავს იმართლებ...
-ჩემდაუნებურად გამომდის!
-აი ისევ...
-როგორც ვატყობ არ გამოგვივა ნორმალური საუბარი-გაბრაზებულმა ჩამხედა თვალებში-ძილინებისა-მსუბუქად გამიღიმა, შუბლზე მაკოცა და გავიდა ოთახიდან.
დილით ლელუკა დამახტა თავზე და ისე გავიღვიძე, ეს ბოთე და ლექსო რაც ერთად არიან თითქმის ვეღარ ვნახულობ, ხან სად დაყავს ჩემ ძმას ხან სად, ხან ვის აცნობს და ხან ვის... ნუ ერთი სიტყით ორივემ მიმაგდეს! დაქალმა-ძმაში და ძმამ-დაქალში! მარა ჯანდაბას ჩემი თავი ეგენი იყვნენ კარგად და მე ამ დებილებთან ერთადაც გავერთობი.
-გაიღვიძეეეეეეეეეეე-დაიყვირა ლელუკამ და მეც დენდარტყმულივით წამოვვარდი.
-დედაააა დებილია ეს! რამ გაგაგიჟა გოგო?! კი არადა ვინ?!
-აუუუ თამუნა ნუ იცი რაა ეგეთები-როგორც დასაწყისში გითხარით ჩემი ლელა ძალიან მორცხვია რაა და ნუ ამ მომენტში ესე ვთქვათ „უტყდება“ ჩემთან ლექსოზე ლაპარაკი.
-ვაიმე შენ რა ბოთე მყავხარ ლელუუუუკ.
-ლექსომაც ეგ მითხრა-გაიცინა ლელუკამ და ჩემს ლოგინზე გაწვა.
-მართლა ლექსო სადაა?!
-ლექსო, დემეტრე, დაჩი, კოკა და ზურა წავიდნენ რაღაც საქმეზე
-და კითხვა: რა საქმეზე?! პასუხი: თქვენი საქმე არაა!!! ხოო?
-გამოიცანი-გაიცინა.
-უჩა და ბესო აქ არიან?!
-ხო უჩას ძინავს და ბესო ტელევიორს უყურებს.
-წავედი მე უჩას გავაღვიძებ-ბოროტულად გავიცინე და ჩუმად წავედი უჩას ოთახისკენ.
-მოგკლავს.
-ვიცი-წყალს დავსტაცე ხელი და უჩას ოთახისკენ წავედი, კარებთან მისულს ყვირილის ხმა მომესმა. უჩა ფანჯარასთან იდგა და ვიღაცას უყვიროდა და ეკამათებოდა.


- - - - -
გამარჯობა ბავშვებო. იმედია მოგეწოებათ რაც შემეძლო დიდი დავწერე და იმედია გეყობათ



№1  offline წევრი მმარიამი

Uhuu magaria ramdenjer shevamowme saiti satvalavi ameria <3 nu migvianebt adminrbo am istorias nnervozi michndeba <3 <3 ai shen ki chemo kargo magari gogo xar ase gaagrdzele <3 werrteli ^_^ ai msgavsi xasiati ,aqvs mec mere ra rom gogo var :D istoria momwons da mere rogor <3 veli shemdeg tavs <3

 


№2  offline წევრი llella

nino-28
რა ხდება თქო არასწორია, სწორია _ რა ხდება-მეთქი; დანარჩენ პატარ-პატარა შეცდომებს აღარ ჩავუღრმავდები.
დემეტრე ძალიან უხეშია,ეს რა სიყვარულია wink ცოტა მაინც დაათბე :D

gramatikul shecdomebs nu chavugrmavdebit raa :)))) rasac vwer gulit vwer da mgoni iq metqia tu tqo azri ara aqvs... ubralod skolis moswavle var da gramatikuli shecdomebi maswavleblebsac ki aqvt da mgoni me mepatieba...

მმარიამი
Uhuu magaria ramdenjer shevamowme saiti satvalavi ameria <3 nu migvianebt adminrbo am istorias nnervozi michndeba <3 <3 ai shen ki chemo kargo magari gogo xar ase gaagrdzele <3 werrteli ^_^ ai msgavsi xasiati ,aqvs mec mere ra rom gogo var :D istoria momwons da mere rogor <3 veli shemdeg tavs <3

madloba didi <3

 


№3  offline აქტიური მკითხველი uchveulo

uhuuuu magaria male dade raaa

 


№4  offline წევრი ninonino7500

დზ მაგარია მალე დადე :*

 


№5  offline წევრი qaosia

მიყვარს ეს love story_^^
--------------------
ქაოსი

 


№6  offline წევრი fuck..of

Dzalian kargiiaaa.. ubralod cota meti siyvaruli da meti ragac ragaceebi raa... demetres daetyos siyvaruli da vnebac moaxdine rame.. imedia gaitvaliswineb rchevas.

 


№7  offline წევრი qaosia

Dadeett malee. Droa ukvee
--------------------
ქაოსი

 


№8  offline წევრი neneele

ველიი :D love ცოტა დიდი თავები დადეე :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent