პირადი მცველი [4]
აგიჟებდა ის აზრი,რომ ახლა ვიღაცაზე იყო დამოკიდებული,თანაც კაცზე რომელსაც სულ არ იცნობდა. მამას წასვლამ ცოტა დათრგუნდა,არ უყვარდა მასთან განშორება,თუმცა იცოდა 2 დღეში ისევ რომ ნახავდა და ეს ახარებდა ძალიან. ახლა გეგმა ქონდა შესადგენი,იმ კაცისთვის ნერვები ისე უნდა მოეშალა,რომ წასულიყო სამსახურიდან,რად უნდოდა ეს ჯმუხი კაცი პირად მცველად?!თანაც ბევრი საუბარი არ უყვარდა,ამას კიდევ ისეთი ვიღაც სჭირდება გვერდში ყოველ წუთს რომ გაართოს და გაამხიარულოს –მოიცა,ეს კაცია? გაშტერებული უყურებდა მობილურში ფოტოს ლიკუნა და ხმას არ იღებდა –რამეს ხოარ გვატყუებ? ნენეც აჰყვა –ნეტავ გატყუებდეთ დაღლილი გადააქნია უკან თავი ქალმა და ხელი მიარტყა მდივნის საზურგეს –მეღადავები?ნახე რა სიმპატიურია.. –კარგი რა ნენე,იცი როგორი ჯმუხია? –ჯმუხს რას ეძახი შენ? ახლა ლიკუნამ დაიწყო –ვერ ავალაპარაკე,გუშინ მთელი საღამო ერთი სიტყვა ძლივს დასცდა,თანაც იცი როგორ მიყურებდა?არასაინტერესოდ ნენემ ლიკუნას გადახედა და სიცილი ატეხეს –რა გაცინებთ? –მოგწონს შენ ეს კაცი? კითხვით დაბნეულმა თვალები გადაატრიალა და ბალიში უთავაზა ნენეს –საშინელი ტიპია,ხომ გითხარი,ძალიან სერიოზული –მოგეწონა? არ იშლიდა თავისას ნენე –ფიზიკურად ვერაფერს დავუწუნებ მართლა ვერაფერს დაუწუნებდა ფიზიკურად,ძალიან მაგარი აღნაგობის კაცი იყო,მაღალი და მამაკაცური,მუქი ლურჯი თვალებით,შავი შუბლზე ჩამოყრილი თმებით,სქელი ტუჩებითა და რაღაც საოცარი,ცივი მზერით. რა აქვს ამ კაცს ჭავჭავაძის დასაწუნი?! –ანუ დღეიდან კუდი ხო? –რა კუდი? თავიდან ვერ ჩაწვდა ლიკუნას სიტყვების აზრს,რომ მიხვდა მეორეჯერ უთავაზა ბალიში –მომძვრა მხარი ამ ბალიშებით –ნუ ტლიკინებ ბევრს და სულ არ გესვრი! ***** უკვე შუადღე ჩათავდა,კარგი ამინდი იყო გარეთ,ასეთ ამინდებში მანქნით სეირნობა უყვარდა ძალიან..მოკლე კაბა და მაიკა გადაიცვა,საკუთარი თავი შეათვალიერა სარკეში და ეზოში გავიდა. ის იყო მანქანაში უნდა ჩამჯდარიყო რომ ვიღაცის ხმა მოესმა უკნიდან –საით? შემობრუნდა და ის ჯმუხი დაინახა.უცებ ვერ მოუყარა თავი სათქმელს,დაიბნა –შენ რა გინდა აქ? –დავიწყოთ იქედან,რომ თქვენობით შეგიძლია მომმართო,თუ შენს ასაკს გავითვალისწინებთ,და მეორეც მე შენი პირადი მცველი ვარ!შენ კიდევ ჩემი სათვალთვალო ობიექტი..წინადადების დასრულებისთანავე მარცხენა კუთხეს ისევ ჩატეხა მამაკაცმა ქალის შეუმჩნევლად ტუჩები –ლაპარაკი გცოდნია უგემურად მიუგო ჭავჭავაძემ და საჭესთან დაჯდომას აპირებდა –მე წაგიყვან მოკლედ მოუჭრა კაცმა და მანქანისკენ დაიძრა –არ მინდა –გკითხე? საჭესთან თვითონ დაჯდა და ქალი გარეთ დატოვა –აქ უნდა იდგე ახლა ასე? ფანჯრიდან შემოუძახა და ქალი მოულოდნელად შეხტა,მეორე მხრიდან მოუარა მანქანას და გაბრაზებული ჩახტა შიგ –საით მივდივართ? –მივდივართ არა!მე მივდივარ რით ვეღარ გაიგო ამ გოგომ რომ დღეიდან ყველა მხოლობითი წინადადება მრავლობითში უნდა გადაიყვანოს,ახლა უკვე პირადი მცველი ჰყავს და მარტო ვეღარსად ივლის.ასე ძნელი დასაჯერებელია? ***** მთელი თბილისი შემოატარა ქალმა დვალს,სიამოვნებდა კაცის წვალება,თუმცა მამაკაცს არცერთი წამით გამოუხატავს უკმაყოფილება –წავიდეთ ახლა სახლში სახლში წავიდეთო?თითქოს სადმე იყვნენ.ერთი საათია უაზროდ დადიან ქუჩებში მანქნით –მოიცა სახლთან მისულს მანქანა გააჩერებინა –რა იყო? უკმაყოფილოდ გადმოხედა მამაკაცმა,ქალის სახეზე კმაყოფილი მზერა რომ დაიჭირა მიხვდა რაშიც იყო საქმე –აღარ მინდა სახლში,მეგობრებთან დამტოვე რეაქცია არ ჰქონია დვალს,ეს უფრო აგიჟებდა ჭავჭავაძეს როგორც ქალმა უკარნახა იმ ადგილას მიიყვანა.გეგესთან ყოფილან შეკრებილი ყველა და აქ მოვიდა თვითონაც –ახლა ასე შევთანხმდეთ,შენი მეგობრების ნომრები მჭირდება –მე და შენ ვერასოდეს შევთანხმდებით მოკლედ მოუჭრა ქალმა და მანქნიდან გადავიდა.ის იყო სადარბაზოში უნდა შესულიყო რომ კაცმა ძრავა აამუშავა და ფეხებთან გაუჩერა მანქანა ჭავჭავაძე კანკალმა აიტანა –იდიოტო,რომ დამჯახებოდი სად მიდიოდი მერე –მანქანაში ჩაჯექი –არ ჩავჯდები ჯიუტად იდგა ქალი ერთ ადგილას.კაცი ნელა გადმოვიდა მანქანიდან და თავისით ჩასვა –იმდენს ნუ იზამ ანასტასია,რომ მეგობრებთანაც წამოგყვე –სულ გააფრინა მამაჩემმა შენ რომ მოგიყვანა –ანასტასია! ხმა გაუმკაცრდა მამაკაცს –კარგი ხო,აჰა ნომრები მობილური გაუწოდა მამაკაცს და ელოდებოდა სანამ ამოიწერდა. –10 საათამდე სახლში იქნები –ნუ მაცინებ –სულაც არ მეცინება მე შეუბღვირა კაცმა. ***** –მართლა ეგეთი სერიოზულია? –ძალიან მოკლედ მოუჭრა ქალმა და მაგიდაზე მდგარი ჭიქა გადაკრა. სმა არასდროს უყვარდა,უბრალოდ ახლა ისეთი გაბრაზებული იყო,თავს რომ თავისუფლად ვერ გრძნობდა და ეს კაცი რომ ასე უტიფრად დაჰყვებოდა ყველგან –ამდენს ნუ სვამ,გეყოფა მეხუთე ჭიქა გამოართვა ხელიდან გეგემ –მომეცი,ცხოვრებაში ერთხელ ხომ უნდა დავთვრე არა თვალები უკვე აციმციმებოდა,როგორც 3 ჭიქის მერე იცის ხოლმე. 10 საათს რომ გადაცდა მობილური აწკრიალდა –გისმენთ –სად ხარ? ეგრევე იცნო დვალი,სხვას არავის ჰქონდა ასეთი ხმა. –სახლში ამ გოგოს ტყუილები არასდროს ეხერხებოდა,არც ახლა გაჭრა –დროზე ჩამოდი სადარბაზოსთან გელოდები სიტყვა ვეღარ დასცდა,მიხვდა რომ გამოიჭირეს,ფეხზე ბორძიკით წამოდგა და ჩანთას დასწვდა –მოიცა ჩაგაცილებ ნიკუშა გამოჰყვა უკან –არ არის საჭირო –როგორ არა,ფეხზე ძლივს დგახარ. სადარბაზოდან რომ გავიდე შავ ლექსუსს მოჰკრა თვალი,დვალის დასანახად ნიკუშას მკლავში მოხვია ხელი და გამოელაპარაკა.თან ცალი თვალით გრძნობდა მანქნიდან მამაკაცის ჯიქურ მზერას.ნიკუშას დაემშვიდობა და მანქანაში ჩახტა –გამარჯობა სიცილით მიესალმა დვალს და მზერა მოავლო მანქანას,დვალი ამჯერად სხვა მანქნით მოსულიყო,საკუთარით,და არა "სამსახურის" –გიწონებ გემოვნებას! –მთვრალი ხარ? ხმა გაუმკაცრდა მამაკაცს –სულ ცოტათი ხელის საჩვენებელი და ცერა თითები ერთმანეთთან მიიტანა და მათ შორის მანძილი მაქსიმალურად დააამოკლა ქალმა,რომ ეჩვენებინა "სულ ცოტათი" რას ნიშნავდა –კაბა რომ დაიგრძელო ცოტათი უკეთესი იქნება მამაკაცის სიტყვებმა გააოცა,თან გაუხარდა,გამოწვევა იყო მისთვის და თეძოების რხევით კაბა უფრო ზევით აიწია,მამაკაცის თვალები რომ დაინახა ირონიულად ჩაიღიმა –ანასტასია,კაბა ჩამოიწიე! მაღალი ტონით ესაუბრებოდა დვალი თუმცა თვალებით გზას უყურებდა –რატომ?არ მოგწონს უფრო იწვევდა ქალი,სულ გააფრინა ამ გოგომ,ალბათ ხვალ საშინლად ინანებს ამ საქციელს,მაგრამ ახლა სიამოვნებს მამაკაცის წვალება. მამაკაცმა მანქანა გადააყენა,რამოდენიმე წამით სიჩუმე ჩამოვარდა,მერე ქალი ალაპარაკდა –რატომ გავჩერდით? –უკან გადადი უცებ მოუჭრა კაცმა,თუმცა ისევ გზას უყურებდა –უკან რა მინდა? ირონია არასდროს აკლდა ჭავჭავაძეს –გადადი მეთქი! ხმა გაიმკაცრა დვალმა,ქალი შეხტა მამაკაცის ტემბრზე და სწრაფად გააღო კარები,უკან დაჯდა –კმაყოფილი ხარ? იქიდანაც არ ასვენებდა მამაკაცს –ძალიან! ძრავა აამუშავა და გზა განაგრძო ისევ. სახლთან რომ მიიყვანა ქალი უკან გადმოხედა,უნდა ეთქვა გადადი მოვედითო,თუმცა ჩასძინებოდა ჭავჭავაძეს,თმები მხრებზე გადაეწია,თავი მინაზე ჰქონდა მიდებული და ისე ეძინა. მამაკაცი წუთნახევარი უყურებდა ქალს,თან ფიქრობდა რა ექნა,ბოლოს გადაწყვიტა არ გავაღვიძებო და ხელის სწრაფი მოძრაობით მიიხუტა ქალი გულმკერდზე.ჭავჭავაძემაც თითქოს ყველაფერი იგრძნოო ხელები მოხვია კისერზე მამაკაცს. –ანასტასიას ოთახი რომელია? ჩუმად ჰკითხრა მსახურს –მეორე სართულზე,პირველი კარი ფრთხილად აატარა კიბეები და კარი ფეხით შეაღო.ოთახში სიბნელე იყო,ღამის ნიავი უბერავდა აივნის კარიდან,ფრთხილად დააწვინა ქალი საწოლზე და ხელი ნელა გამოაცურა მისი წელიდან.ქურთუკი გახადა და პლედი დაახურა.მერე აივნის კარები დაკეტა. ის იყო უნდა გასულიყო რომ უცებ შემობრუნდა,ერთი წუთით საშინლად მოუნდა დარჩენილიყო და ამ ქალისთის ეცქირა.გაღებული კარი მიკეტა.სკამი საწოლთან ახლოს მიდგა და თავთან ჩამოუჯდა ქალს გაბრაზებული ნაკვთები ანასტასიას სახეზე ლამაზად დალაგებოდა,ლამაზი ტუჩები წინ გამოეწია,როგორც ძილში სჩვეოდა ხოლმე. დვალი დიდხანს იჯდა ოთახში,მძინარე ქალს უყურებდა.მერე რომ დაურეკეს წასვლა დააპირა და მსახურებს დაუბარა როგორც კი გაიღვიძებს დაერეკათ. ახლა ამ სახლიდან სულ სხვანაირი გამოვიდა მამაკაცი. დიდი მადლობა ყველას ვინც კითხულობს,მოსწონს და აფასებს.უბრალოდ ერთი რამ მინდა გთხოვოთ,უფრო ხშირად ვერ ვახერხებ დადებას და ამიტომ ნუ მთხოვთ რომ მალე დავდო,უბრალოდ ვერ შევასრულებ ამ თხოვნას გარკვეული მიზეზების გამო და გული დამწყდება.მადლობა <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.