შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როცა სიამაყე საკმარისი არ არის [10]


24-04-2015, 00:37
ავტორი Bero)))
ნანახია 4 116

ვფიქრობ, სრულიად სამართლიანია ბედნიერება ანას ცხოვრებაში...თავიდან ძალიან უჭირდათ, ერთმანეთის რიდიც კი ქონდათ, დემეტრე ისევ ნებართვით ეფერებოდა თავის პატარას, ალბათ სირცხვილის გრძნობა არ აძლევდა გათამამების უფლებას... მეგობრები ხშირად სტუმრობდნენ წყვილს...ნინი ძლივს შეეგუა ანას გადაწყვეტილებას, მთელი ორი დღე არ ელაპარაკებოდა, მაგრამ ვერ მოითმინა და პირველი შვილის მოლოდინი დვალს გაანდო... ანა მართლაც, რომ ბედნიერი იყო, ყველაფერი ქონდა, რაზეც ოცნება შეეძლო, თავისი ფანტაზიაც კი ვერ გასწვდებოდა, იმ ყველაფერს რაც მის თავს მოხდა, თუ ხდებოდა... ყავდა საქმრო, ელოდებოდა ბავშვს, ყავდა მეგობრები და მშობლები, მეტი მე თუ მკითხავთ არც არაფერია საჭირო...ბედნიერება ადამიანებში უნდა ეძებო და არა საგნებში, საგნები და მოვლენები გახარებს, ადამიანები კი გაბედნიერებენ...

*************

-აუ დემნა სულ დაგვივიწყე ტო, შენ, რომ გიყურებ ცოლის მოყვანის სურვილი მეკარგება... რა მოხდება დღეს საღამოს ბარში, რომ წამოხვიდე?

-სანდრექს რამდენჯერ გითხრა, რომ ანას ვერ დავტოვებ, დღეს მთელი დღეა წევს, ვერ დგება წელი ისე სტკივა და მე ბარში წამოვიდე?

-ოოო რაა... უთხარით მაგ ბავშვს მალე გამოძვრეს, თორე თქვენც დაიტანჯეთ და ჩვენც._ამოიბუზღუნა სანდრომ.-ისე...მანდ რომ ამოვიდეთ და დავლიოთ?

-მაშინ, არავითარი ხმაური, სიგარეტი და ბევრი ალკოჰოლი.

-ბიჭო სახლში ხარ თუ მონასტერში?_დემეს მის ტონზე გაეცინა და "ამას არაფერი ეშველებას" მზერით თავი გადააქნია.

-რა ვქნა ძმაო, მამა ვხდები და შენ ასეთი ადვილი კი ნუ გგონია... და მარტო დალევაზე, რომ ფიქრობ, შეგიძლია ისეც ამოაირო ხოლმე...

-კაი დემნა...კარგად_ტელეფონი გათიშა სანდრომ და დემეც ოთახისკენ წავიდა, კარი შეაღო და ფრთხილაც შევიდა არ უნდოდა ძლივს ჩაძინებული ანა გაეღვიძებინა...ფეხაკრეფით მიუახლოვდა კარადას, იქოდან კი პირსახოცი და ახალი მაისური გამოიღო...კართან იყი მისული, ანა რომ წამოხტა და ტირილი დაიწყო, თან მუცელზე ისვავდა ხელს და ბუტბუტებდა...დემემ მასთან მიირბინა და ფრთხილად მოეხვია.

-ანა დაწყნარდი, არაფერია...მე აქ ვარ..

-ჩემი ბიჭი... ის...არ დავუშვებ...დემე ამას ხომ, არ გააკეთებ?...გთხოვ..._ბუტბუტებდა ანა და თან გულამოსკვნილი ტიროდა...

-ნუ გეშინია ანა, მე აქ ვარ...

-ხომ არ დაგვტოვებ? ხომ სულ ჩვენთან იქნები?_სწრაფად აყრიდა სიტყვებს და თან ყიფიანის მაისურს მთელი ძალით ეჭიდებოდა...

-სიცოცხლის ბოლომდე თქვენთან ვიქნები ანა... ახლა კი დამშვიდდი, თორემ პატარაც შეშინდება...მიდი წამოწექი და ჩაის მოგიტან..._ხელი შეუშვა დემემ და საწოლზე მიაწვინა, თვითონ კი სამზარეულოში გავიდა.
მთელი საღამო ანას მასთან ჩახუტებულს ეძინა..გვიან ღამით კი კარზე კაკუნი გაისმა და დემეტრეც ძილის ბურანიდან გამოერკვია...კარი გააღო იქ კი სამი აყლაყუდა იდგა პარკებით ხელში. მათ შემხედვარეს დემეტრეს გაეცინა და ბიჭები სახლში შემოუშვა. ანასაც გაეღვიძა და ღიმილით უყურებდა მათ... სამზარეულოში შევიდნენ და პარკები მაგიდაზე დაალაგეს, ანა გაკვირვებული დარჩა, როცა ბიჭებმა ლუდისა და თევზის მაგივრად, ნატურალური წვენები და ხილი ამოალაგეს, ასევე უხმოდ გაშალეს სუფრა და ანა დემონსტრაციულად ანიშნეს, რ დამჯდარიყო... დვალი სასიამოვნოდ გაკვირვებული უყურებდა ბიჭებს და გულში ფიქრობდა " ხომ კარგად არიანო"...

-ამ ფორთოხლის წვენით, ჩვენ გაგვიმარჯოს..._ჭიქა აწია დიტომ და კარგი სასმელივით ერთ მოყუდებაში გამოცალა.

-რას ერჩით, გრადუსი აქვს _სერიოზული სახით ჩაილაპარაკა დიტომ და ანასაც გულიანად გაეციან...იმ საღამოს კარგად მოილხინეს და უკვე კარგად ბნელოდა, რომ სახლი დატოვეს...
როგორც კი საწოლში შეწვნენ, ანა მთელი ძალით მოეხვია ყიფიანს და მის მკერდზე თავი დაადო...

- არ მეტყვი ასეთი რა სიზმარი ნახე?_კითხა დემემ და ცნობისმოყვარე თვალებით მიაშტერდა...ანას სიზმრის გახსენებაზე გააკანკალა.

-მესიზმრა, რომ ვსეირნობდით... მე შენ და ჩვენი ბიჭი, იცი რა საყვარელი იყო? შენსავით შავგვრემანი დიდი პუტკუნა ლოყებით, ჩემი მხოლოდ თვალები ქონდა... ქუჩაში მივდიოდით, როცა ერთი ქალი წამოგვეწია...შენ მე ხელი გამიშვი და მისკენ წახვედი, ჩემი შვილიაც თან წაიყვანე, მე კი ქუჩაში მარტო დამტოვე...მინდოდა გამოგკიდებოდი, მაგრამ ნაბიჯს ვეე ვდგავდი, მხოლოდ ვტიროდი და დაბრუნებას გთხოვდი..._ანამ მთელი სული ამოაყოლა სიტყვებს და ობოლი ცრემლიც გადმოაგდო... დემეტრე მთელი ძალით მოეხვია და თავზე აკოცა...

-ამაზე აღარ იფიქრო პატრავ, მე სულ შენთან ვიქნები..._ ამ სიტყვებით დაასრულეს დიალოგი და ახალი დღის დასაწყებად მოემზადნენ...

************

ანა უკვე მერვე თვეში იყო და ძლივს დადიოდა, თუმცა ყოველ საღამოს მაინც ჩადიოდა პარკში, დემესთან ერთად და მოთამაშე ბავშვებს თვალებგაბრწყინებული შეჰყურებდა...
ერთ საღამოსაც, როცა ეზოში სეირნობდნენ, ოღონდ ამჟამად ბიჭებთან ერთად, ანას საშინელმა ტკივილებმა წამოუარა. მისთვის იმდენად მტკივნეული იყო, რომ ფეხები მოეკვეთა და უკვე უნდა წაქცეულიყო, რომ დემე და კოკა ამოდგნენ გვერდში... ხმამაღლა შეჰკივლა და ბიჭებს ხელი მოუჭირა...ყიფიანი დაიბნა, თუმცა გონზე მალევე მოვიდა და სანდრო ააგზავნა, მანქანის გასაღების და საჭირო ნივთების ჩამოსატანად...სანამ სანდრო ჩამოვიდა, იქამდე ანა მანქანამდე მიიყვანეს...
საავადმყოფოში, როგორც კი შევიდნენ, მაშინვე ანას ექიმი მოძებნეს და ჰკითხეს, რამე საშიში, ხომ არ იყო...

-საერთოდ მერვე თვეში მშობიარობა უფრო რთულია, ვიდრე მეშვიდეში...იმედია ყველაფერი კარგად ჩაივლის...

მშობიარობა გამთენიის 3 საათამდე გაგრძელდა...დემეტრე ითხოვდა საკეისრო კვეთას, თუმცა ანამ სასტიკი უარი განაცხადა, თუ ეს არ საჭიროებდა...
იცით ყველაზე ბედნიერი მომენტი რა იყო? როცა ექიმი გამოვიდა...

-გილოცავთ... ბიჭია... დედაც და შვილიც კარგად გრძნობენ თავს..._ დემეტრე გახარებული ფეხზე წამოვარდა და ექიმს მოეხვია, მერე ბიჭებს და იკითხა, როდის შეძლებდა, მათ ნახვას.

-ცოტა ხანი ადროვეთ, დაისვენოს და მერე შეგიშვებთ..._ ყიფიანმა მადლობა გადაუხადა.

-მამა ვარ ბიჭო, მამა_ გახარებულმა აღარ იცოდა რა გაეკეთებინა და მისი საქციელი გამვლელების ღიმილსაც იმსახურებდა...

პ.ს გამარჯობათ... შემდეგი თავი დასასრული იქნება, აღარ მინდა რომ ძალიან გავწელო... იმედი მაქვს მოგეწონებათ...



№1  offline წევრი Sweetiko

ნამეტანი არაადეკვატურად მარტივად ჩაადნა ეს გოგო,რაც მაღიზიანებს.
ფოტო რა შაყუარლობაა ცუდად ვაარ<33333333

 


№2  offline წევრი Bero)))

Sweetiko
ნამეტანი არაადეკვატურად მარტივად ჩაადნა ეს გოგო,რაც მაღიზიანებს.
ფოტო რა შაყუარლობაა ცუდად ვაარ<33333333

მაგაში მეც გეტანხმები, უბრალოდ ჯანმრთელობასტან მაქვს პატარა პრობლემები და ვერ ვახერხებ ხშირად წერას, ამიტომ გადავწყვიტე, ცოტა მალე დავამთავრო, თორემ სულ სხვანაირად მქონდა დაგეგმილი <3

 


№3  offline წევრი SaLoOme

Ana kia gasatyeeepii maaraaa ❤❤❤❤ imedia male gamojanmrteeeldeeebiii da did taaaveeebs shemoogvtavazeeeb ❤❤

 


№4  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

Kargi iyoo velodebii axal tavss :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent