შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეთავსებით ძიძა (თავი 4)


24-04-2015, 04:36
ავტორი PARVENU
ნანახია 13 363

888
-დამერხა-ა?!-ხმა ჩამიწყდა, როდესაც უცნობის მფეთქავი ძარღვი შევამჩნიე შუბლზე, მრისხანებისგან რომ აწითლებულიყო და კვერცხის ცილას ნახევრად რომ დაეფარა.
-ვინ ხართ? და რა უფლებით იჭრებით სხვის კერძო საკუთრებაში?-ვეცადე შიში დამემალა და იქეთ გადავედი შეტევაზე, მისი სხეულიდან გადასვლა კი წამითაც არ მომსვლია გუდნებაში.
-იმ უფლებით, რასაც სახლის მფლობელობა მაძლევს!-მძლავრი დარტყმა ვიგრძენი მკერდზე, როგორც კი პირველივე ბგერებმა გაიჟღერეს ოთახში და ისეთი სულში ჩამწვდომი ხმა ჰქონდა მოლაპარაკეს, ლამის იმ კვერცხივით დავადნი გულ-მკერდზე.
ნათლად ვხედავდი, როგორ უელავდა ოქროსფერი თვალები სიბრაზისგან და წამითაც არ მაცილებდა მზერას. მღელვარებისგან აქამდე შეუმჩნეველი შრამი საფეთქელთან, საგრძნობლად გამოკვეთოდა და არც თუ ისე თბილ შეხედულებას სძენდა მამაკაცს. დაბალზე, თითქმის ნულამდე დაყვანილ წაბლისფერ თმაზე მარგალიტივით ბრწყინავდა კვერცხის გული და რომ არა ჩვენი მდგომარეობა, გულიანად გავიცინებდი.
-ჰა-ა?!-წამოვიყვირე, როდესაც ნათქვამი გავიაზრე, ხელის გულებით დავებჯინე მხურვალე მკერდზე რომ წამოვწეულიყავი და ლამის ისევ ავეწებე, მძლავრმა, ენერგიულმა ბიძგებმა რომ ამიწვეს ხელები.
-მოუქნელთან ერთად, ყრუც ყოფილხარ!-გამოსცრა კბილებს შორის და თვალებით მანიშნა მალე მოვშორებოდი.
-მე... მე... იცით მე...-ვბლუყუნებდი და თან წამოდგომას ვცდილობდი.
გაჭირვებით გადავბობღდი მისი მუცლიდან, იატაკს ხელებით დავებჯინე და როგორც კი ოდნავ წამოვიწიე კვლავ უცნობზე გავადინე ტყაპანი.
-უკაცრავად... ბოდიშით... არ მინდოდა, უბრალოდ ეს იატაკი ისე სრიალებს...-ვბურდღუნებდი ლოყებ აწითლებული და მეორე მცდელობას ვიწყებდი,-აქამდე არ ვიცოდი კვერცხი სასრიალოდ თუ გამოდგებოდა, თორე ყინულის სასახლეში არ ვივლიდი... თქვენ იცოდით?-მეც არ ვიცი რას ვბოდიალობდი. იმდენად დიდი იყო უხერხულობის გრძნობა, ამისგან თავის დაღწევის მიზნით უფრო მეტად რომ ვრცხვებოდი ვერ ვიაზრებდი.
მეორე მცდელობაც კრახით რომ დასრულდა, დროებით მივიწყებული ტყუპების სახე კვლავ გონებაში აღმიდგა. აქამდე ხომ მათი მიტყეპვა მქონდა გადაწყვეტილი, ეხლა კი გაროზგვასაც არ დავჯერდებოდი ისეთი გამწარებული ვიყავი... და უფრო მეკიდებოდა ცეცხლი იატაკზე გაწოლილ კაცს რომ ვუყურებდი, ყბები ძლიერად რომ მოეკუმა და ნესტოებ დაბერილი უყურებდა ჩემ საცოდაობას.
-არა, აშკარად საშინელი კვერცხია... როგორ სრიალებს, რაა ეს... ნამდვილად ვადაგასული შემოაპარეს...-კვლავ ჩემსას ვაგრძელებდი და მესამე კრუგზე მივდიოდი, ცილაში მთლიანად ამოგანგლულ მყესებდაჭიმულ მამაკაცს კი კულტურულად არ ვიმჩნევდი.
მესამეჯერაც ძლიერად რომ დავეხეთქე ძლიერ მკერდს, ტყუპები უკვე ფეხებით მეკიდა ჰაერში და გამეტებით ვუტყლაშუნებდი მათრახს.
მეოთხე მცდელობაზე უკვე ჭკუა ვიხმარე, ფეხები გავჩაჩხე და უცნობის მუხლების გასწვრივ დავაწყე. ხელებით კვლავ მკერდზე დავეყრდენი და წამოვიწიე... წამოვიწიე... და დავრჩი იმ პოზაში გაშეშებული. უკანალი ჰაერში, მამაკაცის მკერდზე დაყრდნობილი, რომლის სახესაც ჩემი კვერცხიანი ხშირი თმა სულ ფარავდა.
ღმერთო, რატო არ დაიწყება მეორედ მოსვლა და რატო არ ჩამაქვესკნელებს მიწაში?!
-ეს რა ამბავია?!-მეხის დაცემა არ დამზაფრავდა ისე, როგორც ამ სიტყვების გაგებისას ვიგრძენი და თმების ქვემოდან თავმოქცეულმა ავხედე გაოგნებულ ქალბატონ ნონას.
-იცით... ჩვენ... უბრალოდ იატაკის ხარისხის გაგებას ვცდილობდი...თ!-კბილებ დაკრეჭილმა ამოვთქვი და ისედაც მორყეული სახე მომერყა, ნათქვამი რომ გავიაზრე... იდიოტი ვარ!-გაზის ინკასატორია...-არა, მსოფლიო დონის, ნობელის ლაურეანტი იდიოტი ვარ!-ხელოსანია უფრო სწორედ... იატაკის... მეტლახს რომ აგებს...-უფრო და უფრო მეტ სისულელეს ვბოდავდი მივხვდი და გაჩუმება ვარჩიე, თან უკანალ აბზეკილი, თავდაყირა დგომისგან ტვინში სისხლ ჩაქცეული, თავს ვებრძოდი, ისევ რომ არ გავშოტილიყავი... არადა მუხლები უკვე შესამჩნევადა.
-ნონა, რას შვები ამდე...-ოთახში შემოსულ ბატონ მამუკას, სიტყვა შუაზე გაუწყდა, როგორც კი თვალი გვკიდა და ჩემმა მუხლებამაც მაშინ გამოცალეს უკანასკნელი ენერგია.
ტყაპ!.. შესანიშნავია!..
-დამმარხეთ,-ამოვიკვნესე უცნობზე მისვენებულმა და შერცხვენილმა სახე მის მკერდში ჩავმალე, ჩემი ცრემლები რომ არ შეემჩნიათ.
-ტიმოთე, რა ხდება აქ? რას გავს ეს,-დაძაბული ხმა, ყრუდ გაისმა ოთახში.
ტიმოთეო?!
ჩემი მდგომარეობა რომ არა, ალბათ გულიანად გადავიხარხარებდი უიშვიათეს სახელზე, მით უმეტეს მაშინ, როდესაც სახელი და პატრონი, სულაც არ გავდნენ ერთმანეთს.
-ჩემთვისაც გაქვთ ასახსნელი რაღაცეები, მამა,-აბაგუნდა კვლავ ჩემი "იატაკი", მკლავებში თითები ჩამავლო, მასთან ერთად წამომაჯინა და აი, რაც ქვეყანაზე სიკვდილის ანგელოზები იყო, ჩემთან ვუხმე, მასზე გადამჯდარი რომ აღმოვჩნდი.
-ვაიმე შვილო!-სავარაუდოდ ლოყაზე იტკიცა ხელი ნონამ, ჩვენი ფიქსირებული "ჯდომი" რომ შენიშნა.
სატკეცი ქონდა, აბა რა. ფაქტიურად, მის შვილზე ვძალადობდი, თუ ჩემი მრავალფეროვანი პოზებით ვიმსჯელებდით.
რატო არ დაგეცემა მეხი ამ წამს ლიკა ალავიძე!
-რა ფეთხუმია ღმერთო ჩემო, ეს ვის გადავეყარე,-ასისინდა უცნობი, წელზე მხურვალე მკლავი მომავლო და ქაღალდივით ამაფრიალა.
როგორც კი ფეხზე მყარად დამაყენა, მაშინ შევამჩნიე საძინებლის კარს უკან ატუზული ტყუპები, დამცინავი თვალებით რომ მომჩერებოდნენ და ხელები ისე ამექავა, წაქცევის შიში რომ არა, ქორივით დავაცხრებოდი თავზე პატარა ბაღლინკოებს.
-ახსნა-განმარტებას ველი!-კატეგორიულად გაისმა ოჯახის უფროსის ხმა და დამფრთხალმა ავხედე, სიმშრალე შეპარული, გაფიჩხინებული თმებიდან.
-აქ არა,-ავტორიტეტობით არც შვილი ჩამორჩა და კაბინეტისკენ წასულს უკან გაყვა.
მე კი ქალბატონ ნონასთან დატოვა... შესანიშნავია!

888
-ლიკა, თბილი ტანსაცმლის ჩადება არ დაგავიწყდეს, ხომ იცი რაჭაში საღამოობით როგორ ცივა,-უკვე ტვინში მიკაკუნებდა ასჯერ გამეორებული.
-გავიგე დედაჩემო, გავიგეეეეე!-დავიფრუტუნე და გამწარებულმა დავწვდი ჩემოდნის ელვაშესაკრავს.
-იქნებ და არ ღირს დე ჰა? წამოდი მაგ სამსახურიდან და ასე თუ გინდა, სხვაგან დაიწყე შენც,-აჰა, ისევ იგივე.
ღმერთო, გაძლება მომეცი!
-ნათია, მე უკვე გადავწყვიტე!-გავყვირე, მისაღებში და საწოლზე მოწყვეტით დავეცი.
იქნებ და ჯობდა დამეჯერებინა მშობლებისთვის და სახლში დავრჩენილიყავი?! იქნებ დამეტოვებინა ყველაფერი ისე როგორც იყო და ახალი სამსახური მეძებნა?! ისედაც არ მხიბლავდა ვიღაც უცხო კაცთან და ორ ბაღლინჯოსთან ერთად რაჭაში რამდენიმე კვირით წასვლა... ნუ, იანას თუ არ ჩავთვლით. მით უმეტეს მაშინ, როდესაც ორი დღის წინანდელი ინციდენტი ჯერ კიდევ მაჩნდა შუბლზე... და ნერვებზე.
-არა, არ დავნებდები. სადაც ის "სასიყვარულო ყიყლიყო" გადავიტანე, ამასაც გადავიტან!-შემოვუძახე საკუთარ თავს და ტელეფონს დავსწვდი, ჩემი გაცილების საღამოში რომ დამეპატიჟებინა ლოლაძე, კვლავ ჩამოუყალიბებელ წყვილთან ერთად.

888
-ლიკა, მამა! თავს გაუფრთხილდი იცოდე. რო დაგირეკავ, ეგრევე უპასუხე არ მანერვიულო! რამე რომ მოხდეს, ეგრევე დამირეკე, რა დროც არ უნდა იყოს და ისეთს ნუ იზამ, ფეხით ჩამოგაკითხო მანდ!..-ეს მოკლე... არა, უმოკლესი შინაარსი იყო იმისა, თუ რა დამარიგა მამაჩემმა, სანამ სახლიდან გავიდოდი.

888
-ლიკა, დედი!-ეს ცოლ-ქმარი სულ ერთნაირად რატო ლაპარაკობენ?!-ჭკვიანად იყავი. იცოდე თბილად ჩაიცვი, არ გაცივდე! სველი თმით არ იტანტალო გარეთ და თავს გაუფრთხილდი. რომ დაგირეკავ, ეგრევე მიპასუხე იცოდე.

888
ლოლაძი, მესხის და ჩხეიძის გაფრთხილებას იმდენი ცენზურა დავადე, აზრი არ ქოდნა დაწერას და რამდენიმე სიტყვით ვიტყვი:-თუ ეგ მუტრუკი რამეს გაბედავს, თავმოყვარეობას შევულახავთო!
ესეც ჩემი იდეალური სამსახური.

888
მიუხედავად ამდენი უარყოფითისა, მათთან მუშაობამ ერთი კარგი რამ მომიტანა, რაჭის საოცარი ბუნება ვიხილე. ისეთი თვალისმომჭრელი იყო მთლიანად მწვანეში ჩაფლული ძველი სახლი, რომ ანტიკურობის განცდა მეუფლებოდა. ასე მეგონა, რომ აქ სულ სხვა ჰაერი იყო:სუფთა, გრილი და გამჭვირვალე, თითქოს ხელითაც შეგეძლო შეხებოდი.
პირველი ორი დღე სახლის განიავებას, დალაგებას და გაფერთხვას მოვუნდი. ბავშვები კი ბატონ ტიმოთეს ყავდა ჩემდა გასაკვირად ჩაბარებული და მხოლოდ საჭმლის დროს მახსენებდნენ თავს. იანა კი დღის ერთ ნახევარს ბიძა და ძმებთან ატარებდა, მეორე ნახევარს კი ჩემთან. პაწაწუნა ხელებით ცდილობდა დამხმარებოდა და სახლს გაუთავებელი ტიტინით აყრუებდა. მართალია სასტიკად ვუკრძალავდი მტვერთან და ჭუჭყთან მიახლოებას, მაგრამ ის თავისას მაინც არ იშლიდა და ჩვარით, ან აქანდაზის თრევით დატყაპუნობდა ჩემ ირგვლივ. ვერც მე ვუწევდი წინააღმდეგობას და ამიტომ გასტანა ორსართულიანი სახლის დალაგებამ ამდენ ხანს. თუმცა მე რისი ლიკა ვიყავი, ეს ამბავი მშვიდობიანად რომ ჩამემთავრებინა.
ყველაფერი მორჩენილი იყო, მხოლოდ ხალიჩები მქონდა დასარეცხი და მეც დავისვენებდი, ჩემმა დაბდურობამ აქაც რომ შემახსენა თავი... ან რომელი მოახლე მე ვიყავი, სახლის საქმეები რომ შემომტენეს... თუ შევიტენე.
წყლით და სარეცხი ფხვნილით დალმბალი ხალიჩის გარეცხვას ვაპირებდი, "ნატვრის ხე" რომ გამახსენდა. მეც "მარიტობა" ვითავე, შიშველი ფეხებით შევდექი რბილ მატერიაზე და ჭყაპუნი დავიწყე. მხოლოდ მაშინ გამოვერკვიე ჩემი სტიქიიდან კისკისით რომ ამომიდგა გვერდით ვიღაც და პატარა ფეხების ტყაპუნით ამყვა.
-რა კარგია, ბუშტები,-კისკისებდა გოგონა, ჩემს ირგვლივ დარბოდა და საპნის ბუშტებს დასდევდა.
მისი ყურებით გამხიარულებული, ვერ მივხვდი როდის ავყევი და შუა ეზოში, მზისგულზე გაწუწულები ვთხვრიდით ერთმანეთს ქაფით. მხოლოდ მაშინ ვინებე გონზე მოსვლა, როდესაც ჩემ მიერ შემთხვევით ნასროლი ქაფიანი ჩვარი ვიღაცის ახოვან ფიგურას ტყლაშუნით შეეხათქა სახეში. ერთ ადგილზე გაშეშებულმა, შენელებული კადრით დავინახე, როგორ ჩამოსრიალდა სველი ჩვარი და ტყლოპინით დაეცა იმ ვიღაცის ფეხებთან.
რატომ მაინც და მაინც მე?! რა შევცოდე ასეთი?!
-რას გავს შენი საქციელი, ალავიძე?!-გამოცრა ტომა... ტიმოთემ თვალების სწრაფი ხამხამით, შერჩენილი ქაფი რომ მოეშორებინა.
ფეხები განზე გაეჩაჩხა, ჩემი ორი მუშტის ხელა მტევნები მოეკუმა და გააფთრებული მომჩერებოდა. ორი წრიპაც გვერდით ამოდგომოდა მოწმეებივით და შუბლშეკრული გვიმზერდნენ.
-ხალიჩას ვრეცხავდი,-უმანკო კრავივით ავიჩეჩე მხრები და ჩემ ფეხებზე მოკრულ დამფრთხალ იანას სველ კულულებს წავეთამაშე.
-ალავიძე... ჯანდაბა!-წინადადება არ დაამთავრა, ისე წამოიძახა გამწარებულმა და დამდუღრულივით შევარდა სახლში.
-ლიკა, რა მოუვიდა ბიძიას?-მიჩურჩულა გოგონამ.
-შენ ნაზო ბიძიკოს, საპონმა თვალები აწვა საყვარელო,-გადავიკისკისე და ცხვირზე ხელი დავკარი.
-ბიძაჩემი არაა ნაზო!-წამოიყვირა ერთ-ერთმა ბაღლინჯომ და დოინჯ შემოყრილი გადამიდგა წინ.
-მისმინე ბავშვი, ხმას ნუ უწევ და გირჩევნია სახლში შეხვიდე, კვერცხები ჯერ არ დამვიწყებია,-თვალებმოჭუტულმა, გამაფრთხილებლად დავუქნიე თითი.
-ბიძია უარესს გიზამს,-აყვა მეორეც და პირდაღებულს დემონსტრაციულად გამშორდნენ.
-ხომ არ გეწყინება, შენი ძმები ერთხელ გემრიელად რომ მივტყიპო?-გადავხედე მოფუზულ იანას.
-ამმმ... ცოტა,-ტუჩ აბზუებულმა მითხრა და დამორცხვებული, კალთაზე მომეკრო.
ეს არის ალბათ მიზეზი, თუ რატომაც წამოვედი აქ.

888
-ძილინებისა იანა,-შუბლზე ვაკოცე ჩაძინებულ გოგოს, დათუნია რომ მიეხუტებინა და ფეხაკრეფით გამოვიპარე ოთახიდან.
ბიჭები ერთი საათის დაწოლილები იყვნენ, მისტერ უაღმატებულესობასაც ეძინა მგონი და თბილ ჟაკეტში გახვეული ეზოში გავედი. ხეებშ შორის გაკიდებული ჰამაკისკენ წავედი, სიბნელესა და ნისლში შეუმჩნეველი რომ გამხდარიყო. ხელით მოვსინჯე საწყისი ბაგირი და მოწყვეტით ჩავეშვი თოკებში.
-უხ, მე თქვენი!..-ხორხისმიერი ხმა მისწვდა სმენას, სანამ მე წამოყვირებას შევძლებდი და მთელი სხეულით ავფართხალდი, მისი მუცლიდან რომ გადმოვბობღებულიყავი.
-ვაიმე, თქვენ აქ რა გინდათ?!-ავყვირდი დაფეთებული და სიბნელეში უაზროდ დავიწყე ხელების ქნევა.
-შენ უნდა შეგითანხმო, ჩემს სახლში სად დავწვები?!-დაიგრგვინა და ხელებით ჩემი ტანის ძებნა დაიწყო,-შენ აწი სულ ასე უნდა დამაჯდე ხოლმე, ალავიძე?
-თქვენი ბრალია!-ავყვირდი კვლავ და ფართხალს ვუმატე, ჰამაკიდან კი მაინც ვერ ამოვძვერი.
-ნუ ფართხალებ, მაცადე გიპოვო,-სიბნელის მიუხედავად ვგრძნობდი როგორ ქონდა ხმა სიბრაზისგან დაჭიმული და ალბათ ცოტა აკლდა, თავი არ წაეცლია შემთვის.
-ხელი გამიშვით... მე თვითონ... მე თვითონ... ჩემით,-გავიძახოდი წამდაუწუმ უკუნ სიბნელეში და ხმა ჩამიწყდა, მკერდზე უცხო თითები რომ ვიგრძენი,-რას აკეთებთ?!-ავკივლდი კვლავ და ახალი შემართებით დავიწყე ფართხალი. გული წუთში ასჯერ მაინც მიცემდა.
-შენ ხელებს ვეძებ!-ამყვა ისიც.
-ხელებია მერე ეგ?!-ისევ ავკივლდი.
-ნუ ფართხალებ, გოგო!-დაიგრგვინა მოთმინებიდან გამოსულმა და წამში წამომაგდო ფეხზე.-თვალები გაახილე ხოლმე. წინ იყურე რომ დადიხარ, ჭკუანაკლულივით ნუ იქცევი.-დამცოფა აღრენილმა.
-ფუფ, უტაქტო!-ჩავიდუდღუნე, სიბნელეს გამოვუყავი ენა და მართლაც ნაბიჯების ზომვით გავემართე სახლისკენ.-არა და, როგორ მინდოდა ჰამაკში ძილი,-ავდუდღუნდი და უკმაყოფილოდ დავიწყე ძილისთვის მზადება.

888
-დამიანეეეეეე!!!
ყურისწამღებმა ღრიალმა, უთენია წამომაგდო ფეხზე და დაზაფრული იატაკზე გავიშოტე.
-დიმიტრიიიიიი!!!
კვლავ განმეორდა, სანამ აზრზე მოსვლას შევძლებდი და ელეთ-მელეთ დავლილი, საბოლოოდ გამოფხიზლებული წამოვფრინდი ფეხზე.
პიჟამოს ამარა ჩავვარდი კიბეებზე, ხმა რადგან გარედან ისმოდა და იმის შიშით, რომ ბავშვებს რამე მოუვიდათ, კარამდე მისულმა ერთი სიკვდილი გავათავე. ის იყო, კარები უნდა გამომეგლიჯა, ბრახუნი რომ გაისმა ზედა სართულიდან და დაზაფრული შევტრიალდი კიბისკენ. ვერ ავღწერ რა ვიგრძენი, როდესაც თმააბურძგნული, ნახევრად მძინარე ბიჭებს რომ ვკიდე მზერა, გაოცებულები რომ მომჩერებოდნენ. მხოლოდ ის აღვიქვი, თუ როგორ მომცილდა გულიდან უზარმაზარი ლოდი და თავისუფლად შევძელი მესუნთქა. აცრემლებული, დაუფიქრებლად მივიჭერი ტყუპებთან და ორივე ერთად ჩავიკარი გულში.
-კიდევ კარგი კარგად ხართ... კიდევ კარგი არაფერი გიჭირთ... მადლობა ღმერთს!..-ვბურტყუნებდი და ადგილზე გახევებულებს სათოთაოდ ვეფერებოდი თავზე.-მოიცა... აბა... რა მოხდა?-გაკვირვებული მოვშორდი ბიჭებს და თვალებ დაჭყეტილებს, ერთი წერტილისთვის რომ გაესწორებინათ მზერა, შევხედე.
-დამიანეეეე!-კვლავ განმეორდა ყვირილი და ამჯერად მათ პასუხს არ დავლოდებივარ, ისე გავიქეცი გარეთ.
ნანახმა კი ადგილზე მიმაჯაჭვა. მისი უდიდებულესობა ტიმოთე ზედ ჰამაკზე იყო მისკოჩილი მთელი ტანით.
შედევრია!



№1  offline მოდერი MyLove

აჰაჰაჰაჰაჰჰააჰაჰჰააააა lol ვაიმე, მაცადეთ მოსულიერება ცუდად ვარ!
ეს რა შარში "ვარ" ღმერთო.. lol ასეთი ველური ბავშვები მე ჯერ არ მინახავს!
ნწ.. ნწ.. სად შეიძლება ასე..
წიმოთე ბიწოო wink რა სერიოზულია ეს შევწუხდი ნუ..
რა შემაწუხებს კაცო, გადასარევი ბიჭია. lol
ველოდები შემდეგს..
თავზე არ გეწუწუნები, ისედაც ვხვდები რა რეჟიმილის გადამკიდესაც გიწევს წერა..
--------------------
''პოეტი ვარ და ჩვეულებრივი ვერ მეყვარები''

 


№2  offline აქტიური მკითხველი grafo

ტიმოთე-ს დანახვისას გავიბადრე wink wink .

 


№3  offline წევრი tveni

wink wink ჰაუუუ შეეშალათ wink

 


№4  offline წევრი p♥♥h ^^

Au debilivit gagimebuli saxe ar momshorebia kitxvisasss
--------------------
ყოველ ადამიანში მზეა-აცალეთ, რომ ანათოს!

 


№5  offline წევრი prettygirl

Vaime Ra Kai iyoo :D

 


№6  offline წევრი 4-ever

Vaime dzvlivs amovisuntqe cudad var ukve :-D :-D :-D :-D :-D :-D :-D :-D :-D magaria dzaan :-D :-D :-D :-D :-D :-D :-D

 


№7  offline წევრი Mariami_MariamOo

lol ვაიმეე ცუდადავაარ :დდდ :დდდ რამდენი ვიციინეე :DDDდდ

 


№8  offline წევრი crazy baby

ვაიმე ცუდად ვარ იმდენი ვიცინე მუცელი ამტკივდა lol wink love

 


№9  offline წევრი EiLuL♥

აჰაჰაჰ,,, რა კარგი იყოოო... აი ეგრეე ღირსია ტიმოთე ხო კაია დაბმა :დ მეტის ღირსია ❤❤ როგორრრ მიყვარხარ შენ ❤❤))))
--------------------
elene

 


№10  offline წევრი Bero)))

ვაიმე ამდენი არ მიცინია რამდენი ხანია :D ძალიან მაგარია და პოზიტიური ❤

 


№11  offline წევრი Queen

აუუუ ჩემიი კაიიიი რამდენიი ვიცინეეეე wink wink wink wink
პატარა ბაღლინჯოები რა საყვარლებიიი არიანნნ wink wink wink
შეუდარებელიი ხარ როგორც ყოველთვის ♥♥

 


№12  offline წევრი Annee

ვაიმე რამდენი ვიცინეე. :დდ კარგი ხარ ძაან: *:* <3 მალე დადე ახალი თავიი ^_^

 


№13  offline წევრი Only DrEAmer

უმაგრესი ხარ რააა <3 wink ყველაზე მაგრად წერ !

 


№14 სტუმარი Guest მეDina

ვაიმე რა გემრუელად ვიცინე :) თქვენ გაიხარეთ.

 


№15  offline აქტიური მკითხველი terooo

Აუუ რააა კაებიიი არიიიან....

 


№16 სტუმარი სტუმარი ნესტანი

მაგარია ისევ დავიწყე შენი მოთხრობების კითხვა ახალ მოთხრობების მოლოდინში ცუდად ვარ ფერთხუმიო გოგოს რომ ეუბნებოდა გამიხარდა დასკოჩილი რომ ვნახე ტიმოთე ვაიმე ცუდად ვარ????????????????????????:):(

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent