შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მისაკუთრებული ბედნიერება 5


24-04-2015, 07:34
ავტორი ananushki
ნანახია 2 331

ბოდიში ბოდიში ბოდიში ასე რომ დავაგვიანე.....ვიცი არ მაქვს კომენტარების თხოვნის უფლება მაგრამ გამახარებთ თუ დამახვედრებთ







საათს დავხედე ორი ხდებოდა,უცბათ საშინელმა აზრმა გამიელვა თავში და საწოლიდან წამოვხტი,ფრთხილად მოვათვალიერე გარემო და როცა მივხვდი არავინ იყო ლევანის საძინებლის კარებს მივადექი,სახელური ფრთხილად დავაწიე და ქურდივით შევიპარე..... საიდანღაც მკრთალი შუქი ანათებდა,მამაკაცის სხეულს სანახევროდ ეფარა თხელი საბანი წელს ზემოდან კუნთები მოუჩანდა,ხელები ბალიშქვეშ ქონდა შეცურებული, სახე ვერ დავინახე ბალიში უფარავდა
საბანი ფრთხილად გადავწიე და ჩუმად შევწექი,ვიწექი ასე გულაღმა და შიშისგან რომ გაიღვიძებდა არ ვინძრეოდი,ერთი დაპირება ადგომაც კი დავაპირე მაგრამ,მეორე დღეს მისი გაოცებული სახე რომ წარმოვიდგინე, ჩემს დანახვაზე გამეღიმა და ფრთხილად მისკენ გადავბრუნდი,ფიქრმა წამიღო „რა იქნება ხვალ,საერთოდ როგორ გაიგებს ამ ჩემ თამამ ნაბიჯს.....თუმცა რაზრიაქ როგორ გაიგებს თუ სხვანაირად, უბრალოდ ავდგები და წავალ მე ხომ არმიყვარს ის“ კარგად დავაკვირდი მის ტანს „კი ნამდვილად არმიყვარს“ კმაყოფილმა მოვხუჭე თვალები და მალევე ვიგრძენი ძილს როგორ მივყავდი სიზმრებში
საკმაოდ ურცხვი ზმანება ვნახე,მაგრამ ამავედროს სასიამოვნო ძილში ვიღიმებოდი და ნეტარებიგან ვიკლაკნებოდი,უცბათ ცხვირზე შეხებამ გამომაფხიზლა,თვალები ნელა გავახილე და ჰოი საოცრებავ ის მშვენიერი აღნაგობის მამაკაცი წუხელ ურცხვად რომ ვათვალიერებდი სანახევროდ ზედ მეწვა და მიღიმოდა
-დილამშვიდობის ციცქნა....აქ საიდან გაჩნდი?
-იქიდან თითი კარებისკენ გავიშვირე და თვალები ავახამხამე
-დიდი ხანია აქ ხარ?
-ღამის ორისაათიდან,ცუდი სიზმარი ვნახე და
-მერე გაგეღვიძებინე,დაგაწყნარებდი-გამიღიმა ეშმაკურად და ცხვირზე მაკოცა-ამ ერთმა პატარა კოცნამ მთელ ტანში დამიარა
წამოვიწიე მერე თავი მოვაბრუნე ტუჩის კუთხეში ოდნავ მივადე ტუჩი და საწოლს მოვწყდი
-ხალათი დაგრჩა- მომესმა მისი ხმა
-არ მცმია-დაუბრუნე პასუხი და მისი ოთახიდან გავქრი
-მემგონი შენ ამ თამაშს შეეწირები-ვუთხარი ჩემს თავს სარკეში და საბაზანოს მივაშურე იქიდან გამოსულმა სამზარეულოსკენ ავიღე გეზი, აშკარად მშიოდა
ნანა დამხვდა სამზარეულოს მაგიდას მიჯდომოდა და როგორც ყოველთვის მედიდურად მიირთმევდა ყავას,მისმა აქ დანახვამ გამაკვირვა არ ველოდი ის ხომ სამზარეულოს მხოლოდ ბრძანების გასაცემად აკითხავდა...
თვითონ არ შეუმჩნევივარ,მხოლოდ მადუღარას ჩართვის ხმაზე მოიხედა ჩემსკენ
-თქვენ ხართ? -მკითხა მშვიდი ხმით
-კი-გამევეპასუხე,გულში კი გავიფიქრე რა სხვანაირიამეთქი
-სასიამოვნო ყოფილა სამზარეულოში ყავის მირთმევა
კინაღამ პირი დავაღე ისე გამაოცა მისმა სიტყვებმა,ხმის ამოღება ვერ შევძელი სწორედ ამდროს ლევანი შემოვიდა სამზარეულოში დედას შუბლზე აკოცა და ჩემსკენ წამოვიდა ერთი შოკიდან არვიყავი გამოსული ახლა მეირე მოემართებოდა ჩემსკენ,მაგრამ შევცდი ლევანმა ყავა მეც დამისხიო მითხრა და ბარის სკამზე შემოჯდა

ამოვისუნთქე და ყავა დავუსხი
_შესანიშნავად გამოიყურებით ქალბატონო ლიკა-მითხრა მამამკაცმა ხმამაღლა
-კარგად გამოძინების ბრალია,ბატონო ლევან-ვთქვი მეც დემონსტრაციულად და გავუღიმე,ლევანმაც მხოლოდ ჩაიღიმა,ყავა ბოლომდე მოსვა და სამზარეულო დატოვა
მეორე რაუნდი ჩემი წინსვლით დამთავრდა ,მაგრამ რა იქნებოდა საღამოს, გული კარგს არაფერს მიქადდა, მთელი დღე მოუსვენრად გავატარე
ნაშუადღევს დავითს ჩაეძინა,მეც ვცადე დადძინება მაგრამ არაფერი გამომივიდა და უაზრო ბოდიალი დავიწყე,ბაღში გადავწყვიტე გასვლა,უცბათ კაბინეტიდან, ნანას გაბრაზებული ხმა შემომესმა,ვერ მოვითმინე და კართან ახლოს მივედი უკეთესად რომ გამერჩია სიტყვები
-მე მანდ გამოსაჯანმრთელებლად არ მომიყვანია,მილიონჯერ მაინც გითხარით ისე უნდა გააკეთოთ რომ საერთოდ ვერ შეძლოს მზის შუქის ნახვა
„რა საშინელებაა ეს ქალი მართლა დემონია“ გავიფიქრე გულში და იქაურობა სასწრაფო წესით დავტოვეა
საღამოს ლევანი გაღიმებული სახით შემოვიდა სახლში ყველას მოგვესალმა,ერთერთ დაცვის ბიჭს კარგახანს ესაუბრა კაბინეტში იქიდან გამოსულმა დავითი კალთაში ჩაისვა:
-დავით, გინდა ორიდღით მე და შენ სადმე წავიდეთ?
-კი-გაოცებული სახით დაეთანხმა ბავშვი
-მაშინ გაიქეცი და ბარგი ჩააბარგე
-და ლიკა?
-ლიკას თუ უნდა დარჩეს აქ თუ უნდა თავის სახლში დაბრუნდეს-ბავშვმა შეშინებულმა ამაომხედა,მასთან ჩავიმუხლე და შუბლზე ვაკოცე
-გაიქეცი პატარავ, არაჩვეულებრივი ორიდღე გელოდება მამასთან ერთად მე კი სანამ შენ არ იქნები დედას მოვინახულებ კარგი?
ბავშვმა უთქმელად დამიქნია თავი და მაღლა სართულისკენ წავიდა
-ლიკა შეიძლება ვილაპარაკოთ- მითხრა მამაკაცმა და დაცვის ოთახისკენ გაემართა,ვერ მივხვდი იქით რატომ წავიდა მაგრამ უსიტყვოდ გავყევი
-ხომ გაგაფრთხილეთ?-დაიწყო მამაკაცმა ოთახში შესვლისთანავე
-რასთან დაკავშირებით?
-დედაჩემთან დაკავშირებით,გითხარით თუ არა თავი შორს დაგეჭირათ მისგან?
-......-ხმა არ ამომიღია დასჯილი ბავშვივით ჩავკიდე თავი
-ხანდახან მგონია რომ შემოგზავნილი ხართ
-ვერ გავიგე
-ისე იქცევით რომ- მან ერთერთი მონიტორისკენ გაიშვირა ხელი, სადაც კაბინეტის კარებთან ატუზული ვიდექი, გვერძე მონიტორზე კი კაბინეტი და ნანა შევნიშნე
-მე მე მეეე.....ვერ დავაბოლოვე სიტყვები
-თქვენ შეიძლება არ ხართ შემოგზავნილი ჯაშუში მაგრამ,საფრთხე რომელსაც თქვენ თავს უქმნით ძალიან დიდია,უკვე გაგაფრთხილეთ ნანა არარის ჩვეულებრივი დიასახლისი და თუ ასე გაგრძელებთ მე ვერშევძლებ თქვენ დაცვას
ლევანს შევხდე,მის თვალებში უდიდესი ტკივილი დავიჭირე „ნუთუ დედის მონსტრობის გამო გრძნობს ამხელა ტკივილს“ უცბათ ის სურათი გამახსენდა სულ პირველად რომ ვნახე სადანაც ბედნიერი წყვილი მიმზერდა „მას ის უყვარდა, აი საიდან მოდის ეს ტკივილი,მაგრამ იმ სურათში არამარტო კაცს ქალსაც დიდი სიყვარული ეწერა სახეზე,აბა რატომ წავიდა? იქნებ არც წასულა“ ფიქრები ერთმანეტს ცვლიდნენ და რაღაც ძალიან ძალიან ცუდის აღმოჩენას მიქადდნენ
-მემგონი შენ საერთოდ არ მისმენ-გამომაფხიზლა ლევანის ხმამაღალმა ნათქვამმა
-რატომ წავიდა შენი ცოლი აქედან მას ხომ უყვარდი?
მამაკაცი წამებში უფრო მოიქუფრა,გაქვავდა და სასტიკ მონსტრს დაემსგავსა,თქმით არაფერი უთქვავს ოთახი დატოვა,კარმა კი ჩემსუკან საშინელი ხმა გამოსცა
-სიმართლე უნდა გავიგო- გამოვთქვი ბრძნული აზრი და გაავებულ მამაკაცს უკან მივყევი,თვალი მოვკარი როგორ გავიდა სახლიდან, ნაბიჯს ავუჩქარე და მანქანაში მჯდომ მამაკაცს გვერდით მივუჯექი
-გადადი მანქანიდან-გამოსცრა კბილებში
-მეგზური დაგჭირდება
-არ დამჭირდება
-მასაც დედაშენმა დაუშავა რამე?
-.....
-მისი დაცვაც ვერ შეძელი?
-გადადი
-არა
მამაკაცმა იარაღი დამადო თავზე
-გადადი ნუ მაიძულებ ჩემი მანქანა სისიხლით დავსვარო
შევშინდი რაღაც მომენტში გადასვლაც დავაპირე, მაგრამ აუზთან მდგომი მომღიმარი ლევანი გამახსენდა და მივხვდი ამ კაცს არ შეეძლო სასხლეტისთვის თითი გამოეკრა ამიტომ ადგილიდან არც დავძრულვარ
-არ შემიძლია გადავიდე და შენ ამ ტკივილთან მარტო დაგტოვო-ამოვთქვი ისე რომ მისთვის არ შმიხედავს
-შენ ძალიან საშიშ თამაშს თამაშობ
-ვისთვის საშიშ თამაშს?
-შენთვის.
-წავიდეთ,დაძარი მანქანა
-სად?
-საად? ! არსად უბრალოდ ვიაროთ,ნახე წვიმას იწყებს მიყვარს წვიმაში სიარული
-შენც მასავით ბავშური ხარ-გაიღიმა მამაკაცმა და მე შევამჩნიე, რომ ეს ღიმილი სიმწრით და ტკივილით იყო გაჟღენთილი,მანქანა დაძრა სახლის ეზოს გავცდით და მან საუბარი დაიწყო
-მამა კანონიერი ქურდი მყავდა,ბავშობა მეც დავითივით მალვაში და მცველების გარემოცვაში გავატარე,მამა ყოველთვის მეუბნებოდა მე სხვა გზა არმქონდა მაგრამ შენ რომ გაიზრდები დიდი ადამიანი უნდა გამოხვიდეო,დიდი ყურადღებას აქცევდა ჩემ სწავლა განათლებას რაზეც დედაზე ვერ ვიტყვი,ის სულ იმეორებდა რომ მამაჩემივით ძლევამოსილი უნდა ვყოფილიყავი,არადა დედების უმრავლესობა ასე არ იქცევა,მაგრამ ქალბატონი ნანა ყველასგან გამოირჩეოდა,მამამ ძიძა დამიქირავა რომელსაც ჩემხელა ბიჭი ყავდა და მასაც ისეთ ყურადღებას აქცევდა როგორსაც მე,მერე გაირკვა რომ ისიც მისი შვილი იყო მაგრამ დედასგან იცავდა,მამა რომ კვდებოდა ორივე დაგვისვა და ეს ამბავი გაგვანდო,მე გამახარა ამ ფაქტმა დავითი კი კარგახანს დადიოდა დაგრუზული, „შენ არაფერს გერჩი პირიქით მიხარია რომ ძმები ვართ მაგრამ მამას ვერ ვპატიობო მითხრა ერთხელ“ მასმერე წლები გავიდა და ჩვენი ურთიერთობაც მყარ და დაუშლელ კედელს დაემსგავსა,მამამ დიდი ქონება დაგვიტოვა ჩვენ კი ეს ქონება გავაათმაგეთ
მამაკაცი შეჩერდა სადღაც ბნელ კუთხეში გაჩერა მანქანა და რამდენიმე ხანს უხმოდ იჯდა მე კი მის სახეს შევყურებდი და გულის ფანცქალით ველოდი ამბის გაგრძელებას
-ერთ წვიმიან დრეს მანქანით ნელა ვმოძრაობდი,აი იმ ტროტუარზე-მიმანიშნა ხელით ჩვენ წინ,ლამპიონის შუქით განათებულ ადგილზე-გოგონა შევნიშნე ხელებ გაშლილი ტრიალებდა და იცინოდა,მანქანა გავაჩერე და მასთან მივედი შეკრთა მაგრამ არ გაგცეულა,ისეთი ლამაზი იყო თავი ვერ შევიკავე და უთქმელად ვაკოცე,მერე მანქანაში ჩავსვი და ჩემს ბინაში ავიყვანე,შეეშინდა მაგრამ არ გამძალიანებია,რამაც გამაკვირვა,ისეთი ნაზი და უმწეო იყო ხელის დადებისაც კი მეშინოდა....მერე გავარკვიე რომ ბავშვთა თავშესაფარიდან იყო გამოქცეული და წასასვლელი არ ქონდა ამიტომაც ბედს მიენდო,დღები გადიოდა და ნინაზე უფრო და უფრო დამოკიდებული ვხდებოდი ერთ დღესაც სახლში მოვიყვანე და დედას გავაცანი,იმ დროისთვი ის უკვე დახვეწილი ქალი იყო ისეთი დედაჩემის მოთხოვნებს რომ აკმაყოფილებდა.
მიუხედავად დახვეწილობისა ნანას თავიდან არ მოეწონა,და ამას აშკარად გამოხატავდა,რის გამოც ნინა მეხვეწებოდა,ჩვენ ბინაში დავბრუნდეთო,მაგრამ მერე დედამ თავი ხელში აიყვანა და რძალ დედამთილის ურთიერთობა დარეგულირდა,მალე პატარა დავითი გაჩნდა,ჩემმა ძმამ აიტეხა ჩემი სახელი დარქვითო და ნინამ აღარ აწყენინა.
დავითი ორი წლის ხდებოდა,რამდენიმე დღით გამგზავრება მომიწია,უკან დაბრუნებულს კი არც ძმა დამხვდა,არც ცოლი და არღარც ქონება,მხოლოდ ის აქციები დამრჩა რაც მხოლოდ ჩემს სახელზე იყო გაფორმებული ეს კი ზღვაში წვეთი იყო
მამაკაცმა გვერდით მინას გახედა და გაჩუმდა,ხელი მისი ხელისკენ გამექცა,გამომხედა მე კი თავი მის მხარს ჩამოვადე
-ერთად გაიქცნენ და დავითი დედაჩემის ანაბარა დატოვეს
გავჩუმდი არ შემეძლო ხმის ამოღბა,მაგრამ კაბინეტიდან გაგებული ნანას სიტყვები მოსვენებას არ მაძლევდნენ ,,იქნებ არ გაქცეულა,იქნებ არ მიუტოვებია“
მიტრიალებდა კითხვები თავში და მამაკაცს უფრო ვეკროდი
-ის ბინა?
-რომელი ბინა
-შენ და ნინა რომ ცხოვრობდით
-დაკეტილია
-შეგიძლია იქაც მიმიყვანო
არაფერი უთქვავს,მანქანა დაძრა და ერთერთ გარეუბანში გამიყვანა
ბინა თბილი ტონებით იყო სავსე,აშკარად ეტყობოდა მის მომწყობს უზადო გემოვნება ჰქონდა
-მისი მოწყობილია?
-კი
-ჩემი ყურადღება,ლამაზ ფერებში შესრულებულმა ნახატმა მიიპყრო სადაც ორი ახალგაზრდა მამაკაცი ხელს წევდა, ერთერთში ლევანი ამოვიცანი მეორე ახალგაზრდა კი ძალიან გავდა მას
-მე და დავითი ვართ ნინამ დაგვხატა,სულ ვეჯიბრებოდით ერთმანეთს რომელი გადავუწევდით ხელს,ნინა კი სულ მას ემხრობოდა-ისევ მწარე ტკივილიანი ღიმილი გამოესახა სახეზე
-და რას წარმოადგენს ქალბატონი ნანა?
-ქურდული სამყაროს ერთერთი ლიდერია,თანაც ხელშეუხებელი ის ხომ მურმან სანიკიძის მეუღლეა,ნანას ვერც ქურდული სამყარო აკლებს რამეს და ვერც მთავრობა,ის ერთადერთი ქალია ვისი სიტყვაც აზანზარებს მთელ ბნელეთს,გარედან სუსტი და დაუცველი ქალი შიგნიდან უძლიერესი მონსტრია
-და რას წარმოადგენს ის ყმაწვილი სურათზე მივუთითე
-ეგ ლევან სანიკიძეა,მაგ სურათზე ბიზმესმენია რომელიც შეყვარებულია და ბედნიერია რომ თავის ბედნიერებას ძმას უზიარებს
-და ის ვინაა ახლა ამ ყველაფერს რომ მიყვება
-უდიდესი ძალაუფლების მქონე კაცია,რომელიც ასევე აზანზარებს ქვეშეთს და მხოლოდ უბედურება მოაქვს
-რატომ გახდა ის ბედნიერი ბიზნესმენი მონსტრი
-ცხოვრებამ აქცია
-კონკრეტულად რამ?
-საყვარელი ადამიანების ღალატმა და კიდევ...-სიტყვა გავაწყვეტინე
-რა მოუვიდათ მის საყვარელ ადამიანებს რაც ის დიდი ძალაუფლების პატრონი, მონსტრი გახდა?-კითხვა დავსვი და გულმა ბაგაბუგი დამიწყო საშინელი პასუხის მოლოდინში
-არაფერი-პასუხმა გამაოცა,მე ხომ რაღაც საშინელს ველოდი
-როგორთუ არაფერი? არ მოგიძებნია ისინი?
-კი დიდხანს ვეძებდი მაგრამ ვერ ვიპოვე თითქოს მიწამ ჩაყლაპა
-იქნებ იქ არ ეძებდი სადაც უნდა გეძებნა
-ყველგან ვეძებდი,მთელი დედამიწის მაშტაბით
-ხშირად არვეძებთ იმას იქ სადაც უნდა ვეძებდეთ...-გავჩუმდი სიტყვა აღარ გამიგრძელებია,მივბრუნდი და მამაკაცს ტუჩებში ვაკოცე,თავი დავხარე მან კი შუბლი თავზე დანადო
-არ შემიძლია ამ თამაშის თამაში,შენ ლამაზი ქალიხარ, ლამაზი წარსულით და ასეთივე ლამაზ მომავალს იმსახურებ,მეკი მონსტრი ვარ, ტკივილიანი წარსულით რომელიც მხოლოდ იმიტომ დგას ფეხზე რომ ვაჟკაცი ეზრდება და არუნდა მომოავალში მისი სილაჩრის შერცხვეს,მე ვერ მოგცემ იმას რასაც შენ იმსახურებ და მოელი
-და კიდევ?....რის თქმას აპირებდი წეღან რატომ გახდი მონსტრი?
-იმიტომ რომ იმ ქალის ძალა ვაკონტროლო შენ რომ მტრად გადაიკიდე, მაგრამ ხშირად ვერ ვახერხებ ამას
-არ დამაბრუნო ჩემს ბინაში მომეცი საშუალება დავითის გვერდით ვიცხოვრო
-მაგრამ
-გპირდები ნანას,ახლოსაც არ გავეკარები ხმას არ გავცემ სიტყვას არ შევუბრუნებ
ლევანმა გამიღიმა
-მართლა როგორ გავხარ მას, მასავით ბავშური ხარ-მითხრა მამაკაცმა თბილად და თმები ყურთან გადამიწია-ნანას რომც არ გაეპასუხო მე უკვე ვეღარ ვაკონტროლებ ჩემს,გულს და გონებას,ჩემ სახეულს სჭირდები და ამიტომ მირჩევნია შორს იყო ჩემგან
-ჩემ გულს კი შენთან უნდა-დავიჩურჩულე მე და ისეთი გრძნობა დამეუფლა თითქოს რაღაცას ვიპარავდი,თითქოს სხვის ბედნიერებას ვისაკუთრებდი-მამაკაცმა ნიკაპში მომკიდა ხელი და თავი ამაწევინა
-შენ ვერგაუძლებ ჩემ სამყაროში ცხოვრებას,ერთდღეს ადგები და წახვალ, მე და დავითი კი ამას ვერ გადავიტანთ
-არ წავალ,მთელი ცხოვრება რომ თავდაყირა დამიდგეს თქვენგან არსად წავალ-ვთქვი და დავფიქრდი ნუთუ მიყვარდა ეს ტკივილით სავსე მამაკაცი,ან იქნებ ჩემში დედობრივმა, ქალურმა ინსტიქტმა გაიღვიძა,გამეთბო ეს ორი ადამიანი და გამექრო მათში დარდი...ეს ხომ ყველა ფსიქოლოგის დაუოკებელი სურვილია,დავეხმაროთ სხვას ტკივილის დაძლევაში,
-ამ ორდღეს უჩვენოდ გატარებ დაფიქრდები და მიხვდები რომ არღირს ჩემთან დარჩენა,ახლა კი წავიდეთ სახლში დავითი ალბათ ყველგან გვეძებს
-და ასევე ქალბატონი ნანა-ვთქვი მე და თავი ჩავღუნე
მამაკაცმა ხელი გადამხვია, ასე მივედით მანქანამდე და ცივ სასახლეს დავუბრუნდით



№1  offline წევრი aDa

როგორ გამიხარდა რო დადე lovelove კარგი ხარ wink love

 


№2  offline წევრი ananushki

aDa
როგორ გამიხარდა რო დადე lovelove კარგი ხარ wink love

რომ გაგეხარდა გასაგებია.....თუ მოგეწონა? :D

 


№3  offline წევრი nestanuka13

ვეღარც გავიხსენე ეს ისტორია იმდენი ხანია არ დადებულა :D

 


№4  offline წევრი ananushki

nestanuka13
ვეღარც გავიხსენე ეს ისტორია იმდენი ხანია არ დადებულა :D

ასეთი ცუდია, რომ არცკი დაგამახსოვრდა? :D

 


№5  offline წევრი aDa

ananushki
aDa
როგორ გამიხარდა რო დადე lovelove კარგი ხარ wink love

რომ გაგეხარდა გასაგებია.....თუ მოგეწონა? :D

ძალიან კარგი ისტორიაა და შენ შესანიშნავი ხარ love love

 


№6  offline წევრი ananushki

aDa
ananushki
aDa
როგორ გამიხარდა რო დადე lovelove კარგი ხარ wink love

რომ გაგეხარდა გასაგებია.....თუ მოგეწონა? :D

ძალიან კარგი ისტორიაა და შენ შესანიშნავი ხარ love love

მადლობა დიდი,გამახარა კომენტარმა <3

 


№7  offline წევრი ფორთოხალი

ეს რა გავაკეთე?! ეს სად მოვხვდი?! უცებ გამახსენდი დღეს და შენთან რომ შემოვედი ეს ამბავი დამხვდა.. ძაალიან კაირამეა ^_^ შეცდომები გაქვს, მაგრამ მაპატიეთო და აჰა - გაპატიებ. მაგრამ.. მაააგრამ.. ისევ ისე უნდა დამტანჯო ხო? :(((

 


№8  offline წევრი varduka

სადაააააააააა ახალითავებიიიიიიიიიიიიიი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent