შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სლიზერინის პრინცის ისტორია-თავი 11


24-04-2015, 18:31
ავტორი ana_aneta
ნანახია 2 382

ჩუმად მივედი ნიჟარასთან და ჭურჭლის რეცხვას შევუდექი.მისკენ გახედვაც კი ვერ გავბედე,ისევ მძიმედ სუნთქავდა.მექანიკურად ვმოქმედებდი.ოთახში ჰაერი ჩაიხუთა,იქ არსებულ დაძაბულობას ვერ გავუძელი და გარეთ გამოვედი.ცივმა ჰაერმა ჩემზე კარგად იმოქმედა,თითქოს თავშიც ყველაფერი დალაგდა.დიდხანს ვიდექით და ვფიქრობდი,რა მეთქვა მისთვის.ბოლოს ძალა მივიკრიბე და სამზარეულოში დავბრუნდი.მაგრამ იმ სურათმა რაც იქ დამხვდა შოკში ჩამაგდო.მალფოი ფეხმორთხმული იჯდა ძირს და თავის გასისხლიანებულ ხელებს დაჰყურებდა,რომ შევედი ამომხედა.თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე.
იმ წამს მოვკვდი,გავნადგურდი.არავის ხილვას არ ვისურვებდი მსგავს დღეში.ოთახს გადავხედე,სუფთა ტილოს ვეძებდი.ტილო დავასველე და მის წინ ჩავიმუხლე.ფრთხილად გავუწმინდე ხელები,რომ არ სტკენოდა,მერე ფეხზე წამოვაყენე და საავადმყოფოს ფლიგელისკენ წავედით.კარში მადამ პომფრი დაგვხვდა.მალფოის დანახვისას ელდა ეცა.
_ეს რა მოგსვლია მისტერ მალფოი? აღშფოთებით თქვა ქალმა.
_დრაკოს ხმის ამოღების თავიც არ ჰქონდა,ამიტომ მე ვუპასუხე.
_თეფში შემოატყდა ხელში.
ქალმა ხელები დაუმუშავა და შეუხვია.
_მგონი სიცხეც აქვს.ვუთხარი ქალს.
_მგონი აქ დიდხანს მოგიწევს დარჩენა მისტერ მალფოი.მშვიდად შეატყობინა ხალხმა.,
_მის ბლექ,თქვენ პროფესორ მაგგონაგელს შეატყობინეთ.ვცადე ამრხსნა,მაგრამ ქალმა სიტყვის თქმაც არ მაცალა.
_გააკეთეთ რაც გითხარით.
უსიტყვოდ გამოვედი გარეთ.დერეფანში ზიბინი შემხვდა,ეს ბიჭი რატომღაც არ მომწონდა.
_დრაკო არ გინახავს?მკითხა ბლეზმა.
_საავადმყოფოს ფლიგელშია.
_იქ რა უნდა?
_ხელი გაიჭრა,თან სიცხეც აქვს....
_მაგგონაგელი კაბინეტში დამხვდა.კარის ზღურბლთან ვიდექი და ვერ გადამეწყვიტა შევსულიყავი თუ არა.
_რამ შეგაწუხათ მის ბლექ??ქვემიდან ამომხედა მინერვამ.
_მადამ პომფრი გეძახით.ენის ბორძიკით ვუთხარი.
_ახლა რაღა დააშავეთ?
არაფერი მიპასიხია.უჩემრად ავედევნე უკან მინერვას.
დრაკოს დანახვაზე შეწუხდა.
-რა მოხდა? მომიბრუნდა მინერვა.
_სამზარეულოში ჭურჭელს ვრეცხავდით და თეფში შემოატყდა ხელში.
_დიდხანს მოუწევს აქ დარჩენა?ახლა მადამ პომფრის მიუბრუნდა მინერვა.
-ალბათ კვირის ბოლომდე.
-მისტერ მალფოი სასჯელს ვეღარ გააგრხელებს.ამაზე მეტი დასჯა აღარ სჭირდება.რაც შეგეხებათ თქვენ,მისს ბლექ მასთან დარჩებით,მოუვლით და გაკვეთილებუს მომზადებაშიც დაეხმარებით.
სახტად დავრჩი.ესღა მაკლდა,მაგრამ მალფოიც მეცოდებიდა...
ოთახში წავედი,თბილი ტანსაცმელი ავიღე და უკან მალფოისთან დავბრუნდი.
-მე უნდა გავიდე მასთან შენ დარჩები მითხრა ქალმა.
ოთახში რომ შევედი,.მალფოის უკვე ტკბილად ჩასძინებოდა
ფრთხილად მივუახლოვდი საწოლს არ მინდოდა,რომ გამეღვიძებინა.ტუჩები გალურჯებოდა.ეტყობა სციოდა,მეორე საწოლიდან პლედი ავიღე და მოღეღილ მხრებზე დავაფარე,მალფოი ელადა ნაკრავივით წამოხტა და ოთახი მოათვალიერა.
-ნუ გეშინია.ვცადე დამემშვიდებინა და ოქროსფერ თმაზე ხელი ნაზად გადავუსვი.
ბიჭმა ისევ ჩაიძინა,მე კი მაგლური წიგნების კითხვას შევუდექი.არც ისე ცუდი აღნოჩნდა,მაგრამ ისეთი დაღლილი ვიყავი მალევე მივანებე თავი და საწოლზე მოვკალათდი.ვერ ვხვდებოდი ამას რატომ ვაკეთებდი.იქ ყოფნა არ მინდოდა,მაგრამ მას ვერ ვტოვებდი,რაღაც მაკავებდა მაგრამ არ ვიცი რა....
დრაკო
სასჯელის ვადა ამ კვირის ბოლოს იწურებოდა.მიხაროდა ბიჭებთან მეტ დროს გავსტარებდი,მაგრამ ის ფაქტი რომ ანას ვეღარ ვნახავდი საერთოდ არ მომწონდა.მივეჩვიე.ნეტავ მის თვალში როგორი ვიყავი, თუმცა ამაზე ფიქრი არ მინდოდა.
გაკვეთილები ერთად გავაცდინეთ.ტბის სანაპიროზე უმიზნოდ დავხეტიალობდით.არასოდეს არ მაწუხებს თავისი უაზრო კითხვებით, პენსისგან განსხვავებით.ამჯერადაც მშვიდად, ჩვენ -ჩვენს ფიქრებში გართული მივყვებოდით ნისლიანი ტბის ზოლს.მინდოდა მასთან საუბარი მაგრამ ჩვენს შორის არსებულ ბარიერს ვერ ვაბიჯებდი!
გარეთ ძალიან ციოდა, ამიტომ უკან მალე დავბრუნდით.
სამზარეულოში ჩასულს გოგო იქ დამხვდა.შეწუხებული სახე ჰქონდა. საქმეს მალე მოვრჩით და მთავარზე ჭურჭლის რეცხვაზე გადავედით. ანამ ხელები საიკაპიწა,მეც იგივე გავაკეთე. მასთან ისე გავერთე.შავი ნიშანი სულ გადამავიწყდა და სწორედ ის მოხდა რისიც ყველაზე მეტად მეშინოდა.გოგო შეცბუნებული დაჰყურებდა ჩემს მარჯვენა ხელს. შიშით უყურებდა ჩემს ყველაზე დიდ ტკივილსა და შეცდომას. არ მინდოდა მას ეს ენახა,არ მინდოდა ამის გამო ჩემი შეშინებოდა. ისე მივუბრუნდით ორივე ჩევნს საქმეს თითქოს არაფერი მომხდარიყო, მაგრამ მე მაინც ვერ ვახერხებდი დამშვიდებას, მთელი სხეული მიკანკალებდა.იმ მომენტში საშინლად მძულდა ჩემი თავი.მინდოდა ეს შემეჩერებინა, მაგრამ თავს ვერ ვთოკავდი.....
აზრზე რომ მოვედი საავადმყოფოს ფლიგელში ვიყავი .ანას მეორე საწოლზე ჩასძინებოდა. გავიგონე როგორ დაავალა მაგგონაგელმა ჩემი მოვლა.ყველაფრის მიუხედავად მარტო არ მტოვებდა.მაშინ როცა გადაწყვეტილება მივეღე რომ სიკვდილის მხვრელი ვყოფილიყავი,ეს ყველაზე კარგ შესძლებლობად მესახებოდა. მაგრამ ახლა მძულს ჩემი თავი,მძულს ეს იარა, რომელმა უამრავი საშინელი ტკივილი და მოგონება დამიტოვა გულში. ყველასგან გამრიყადა და ახლა მისი წართმევაც განუზრახავს.ხშირად მიფიქრია აქამდე,რომ გამოჩენილიყო ჩემს ცხოვრებაში ალბათ ყველაფერი სახვაგვარად განვითარდებოდა.სხვა გზას ავირჩევდი, მაგრამ ალბათ სხვა გზა არც არასოდეს მქონია........



№1  offline წევრი Khaleesi

ნუ კაია გაზარდე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent