შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნაყიდი სილამაზე [21 თავი]


24-04-2015, 20:01
ავტორი tamro
ნანახია 10 220

სახლში მისულმა მთელი ძალით მივაჯახუნე კარი, მოწყვეტით ჩავეშვი სავარძელში, სახე ხელებში ჩავრგე და ცრემლებს გასაქანი მივეცი.
ვერ ვიჯერებდი, რომ ალექსანდრე ამის გამკეთებელი იყო. ნუთუ მისი თითოეული სიტყვა, თითოეული „მიყვარხარ“ ტყუილი იყო.
მაშინ, რატომ აკეთებდა ამდენ რამეს ჩემთვის. ხომ შეეძლო უბრალოდ ამდგარიყო და წასულიყო. რატომ არ გააკეთა ეს? რისთვის დარჩა ჩემთან თუ მერე სხვა ქალთან უნდა გაქცეულიყო.
ფიქრებიდან ტელეფონის ხმამ გამომაფხიზლა. ცრემლები შვიმშრალე და ტელეფონს დავწვდი.
-გისმენთ.
-ევა, რა ხმა გაქვს, რა გჭირს?
-ცუდად ვარ ანა...
-ევა რა გჭირს?! ბავშვს ხომ არაფერი მოსვლია?! ყველაფერი რიგზეა?! _შეშფოთებული ხმით ჩამყვიროდა ტელეფონში
-მიყვარს ანა! მიყვარს... _ხმამაღლა ამოვისლუკუნე.
-ევა, დამშვიდდი. ამიხსენი რა მოხდა?!
-ალექსანდრე... ის... ის ვიღაც გოგოსთან ერთად იყო...
-ვინ გოგო, ევა რა გოგო?
-ვიღაც.... გოგოს ეხვეოდა.
-იქნებ ვინმეში აგერია...
-ის იყო, ანა... ის
-ევა დამელოდე, ახლავე მოვალ...
-მივდივარ ანა.
-სად მიდიხარ?! ხო არ გაგიჟდი?!
-არ ვიცი ანა... აქ გაჩერება არ მინდა.
-ევა დამშვიდდი. უკვე მოვდივარ, არსად წახვიდე. მოვალ და მშვიდად დავილაპარაკოთ! _ტელეფონი გავთიშე, დივანზე მოვისროლე და მეც იქვე ჩამოვჯექი.
არ მეგონა ოდესმე მსგავს რამეს თუ განვიცდიდი. ვერასდროს წარმომედგინა ჩემი თავი მსგავს სიტუაციაში.
როცა დავინახე, როგორ გადახვია იმ ქალს ხელი, მეგონა ყველაფერი თავზე დამენგრა. მიყვარს! სიგიჟემდე მიყვარს!
ცრემლები ხელის ზურგით შევიმშრალე და ფეხზე წამოვდექი. სწრაფად ავედი ოთახში, კარადიდან ჩემოდანი გამოვიღე და ტანსაცმელების ჩალაგება დავიწყე.
აქედან წასვლა მინდოდა. არ ვიცოდი სად წავიდოდი, მაგრამ ახლა ამაზე ვერ ვფიქრობდი. მთავარი იყო რომ როგორმე ამ სახლს მოვშორებოდი. მოვშორებოდი ალექსანდრეს... თვალები ცრემლებით ამევსო. საწოლზე ჩამოვჯექი და ერთ წერტილს გავუშტერე თვალი.
არ ვიცი რამდენი ხანი ვიყავი ასე. მხოლოდ მაშინღა გამოვფხიზლდი, როცა ნაბიჯების ხმა შემომესმა. გული ამიჩქარდა, სუნთქვა საერთოდ დამავიწყდა. უკანასკნელი ძალები მოვიკრიბე ფეხზე წამოვდექი და ტანსაცმლის ჩალაგება გავაგრძელე. ნაბიჯების ხმა კიდევ უფრო ახლოვდებოდა. ნელა გაიღო კარი. მაშინვე ვიგრძენი მისი სურნელი, მაგრამ არ შევბრუნებულვარ. ძლიერი მკლავები წელზე შემომეხვია, კისერთან მხურვალე ტუჩების შეხება ვიგრძენი. სიამოვნებისგან გამაცახცახა. თავი გავაქნიე, რომ გონს მოვსულიყავი. ფრთხილად მოვიშორე მისი ხელები და მის სხეულს მოვშორდი.
-არ მოგენატრე? _საოცრად თბილი ხმით ალაპარაკდა. არაფერი მიპასუხია.
-მე მთელი დღე შენზე ვფიქრობდი. _კიდევ ერთი კოცნის კვალი დამიტოვა ყელში.
-ალექსანდრე... _ მხარი ავიქნიე, რომ როგორმე მომეშორებინა. მისი შეხება საოცრად მაბნევდა და ისედაც ძლივს დალაგებულ აზრებს, სულ მთლად მირევდა.
-რა მოხდა? ეს ჩემოდანი რად გინდა?
-ჩემოდანს როგორც წესი ტანსაცმლის ჩასალაგებლად იყენებენ! _უხეშად ვუპასუხე.
-მერე?
-რა მერე?!
-რას აკეთებ?
-ვერ ხედავ? ტანსაცმელს ვალაგებ.
-რატომ?
-მივდივარ. _ტანსაცმლის ჩალაგებას განვაგრძობდი.
-სად?_ გაიცინა. -მეხუმრები ხო?
-სულაც არ ვხუმრობ! _მისთვის არ შემიხედავს ისე ვპასუხობდი
-რას ნიშნავს ევა ეს ყველაფერი?! _წამში შეეცვალა ხმა.
-ყველაფერი დამთავრდა. _ მზერა გავუსწორე. შავი თვალები დაჟინებით მომჩერებოდნენ.
-რა ყველაფერი დამთავრდა?! ევა რა გჭირს? ხო კარგად ხარ? _ ჩაიცინა. როგორც ჩანს ჩემს ნათქვამს სერიოზულად არ აღიქვამდა.
-ალექსანდრე, მე არ ვხუმრობ.
-ევა! ნუ სულელობ! რა მოხდა არ ამიხსნი? დილის შემდეგ რა შეიცვალა?
-ახსნას ჩემგან ითხოვ?! _ თავში სისხლი მომაწვა.
-ევა რა გჭირს? _გაკვირვებული მიყურებდა.
-ვერ ხვდები არა? _ჩავიცინე.
-ვერა და იქნებ ამიხსნა!
-როგორ შეგიძლია ასე უსინდისოდ ტყუოდე?! _ხმას ავუწიე.
-ევა! წესიერად მელაპარაკე! გითხარი ამიხსენი მეთქი რა ხდება! _ თვითონაც აუწია ხმას.
-აგიხსნა არა?! კარგი! დღეს ანასთან ერთად ვსეირნობდი. სახლში წამოსვლის დროს კი შენ დაგინახე!
-მე? სად? მერე თუ დამინახე, რატო არ მოდი?
-არ გეცალა! ვიღაც გოგოსთან ერთად იყავი... _ თვალებში ცრემლები ჩამიდგა. ნერწყვი მძიმედ გადავუშვი სასულეში, რომ გამეგრძელებინა. -ერთმანეთს ისე ეხუტებოდით, რომ ხელი აღარ შეგიშალეთ! _ როგორც კი ჩემი სათქმელი
დავასრულე თავი გვერდით შევაბრუნე, რომ ჩემს სახეზე ჩამოგორებული ცრემლები არ დაენახა.
რამოდენიმე წამი თვალებგაფართოებული მაკვირდებოდა, მერე კი ბოლო ხმაზე ახარხარდა. ყველაფერს ველოდი მაგრამ ასეთ რეაქციას ნამდვილად არა.
-მოიცა, შენ... _სიცილისგან ძლივს ითქვამდა სულს. მის ასეთ ქცევაზე კიდევ უფრო გავღიზიანდი. ისედაც საშინლად ვგრძნობდი თავს და
ალექსანდრეს ასეთი რეაქციის გამო უფრო ცუდად გავხდი. თავი ვეღარ შევიკავე და ცრემლებს ბოლომდე მივეცი გასაქანი. ჩემი სახის დანახვისას , მაშინვე დასერიოზულდა და წინ ამესვეტა.
-ევა... _ჩემი სახე ხელებში მოიქცია და ცრემლები შემიმშრალა.
-ვერ გიტან... _ ამოვისლუკუნე და მისი ხელების მოშორება ვცადე.
-ევა მომისმინე. _ მშვიდად დაიწყო - ის გოგო როგორც შენ ამბობ, მაიაა...
-ოჰ რა დიდი პატივია, უკვე სახელიც ვიცი. _ ირონიულად ჩავიცინე და კვლავ ვცადე მისი ხელებიდან დასხლტომა.
-ევა, მაია ჩემი ბიძაშვილია. _გაიცინა.
-ვინ? _ თვალები გამიფართოვდა. -ბი...ბიძაშვილი? მეხუმრები არა? შენი არ მჯერა! _დაბნეულმა გავაქნიე თავი.
-ჩემი არ გჯერა?! _აშკარად ეწყინა ჩემი სიტყვები.
-ხო მაგრამ.... მე... მე დაგინახეთ, როგორ..... როგორ ეხვეოდი.. _ ამოვისლუკუნე.
-მაია სამი წელია რაც ამერიკაში ცხოვრობს. სამი წელია არ მინახავს. ამდენი ხნის შემდეგ დღეს პირველად ვნახე.
-მე... მე მეგონა, რომ... _სახეზე ხელები ავიფარე და ხმამაღლა ავსლუკუნდი.
-რა ეჭვიანი ყოფილხარ. _ჩაიფხუკუნა და სახიდან ხელები ჩამომაწევინა.
-რა სულელი ვარ. _ ხელის ზურგით შევიმშრალე სახე.
-ჩემი სულელი, ეჭვიანი გოგო. _გულზე მიმიხუტა.
-ალექსანდრე, ბოდიში. მაპატიე, რომ ასე...
-კარგი, დამშვიდდი. _უფრო მაგრად მომხვია ხელები და ნაზად მაკოცა შუბლზე.
-რა სულელი ვარ! გთხოვ მაპატიე...
-რა უნდა გაპატიო? რომ გიყვარვარ და მაგიტო რო ეჭვიანობ ეგ გაპატიო? _ეშმაკურად აათმაშა წარბები. -მაიას, შენზე მოვუყევი და უკვე ერთი სული აქვს, როდის გაგიცნობს.
-მართლა?
-ხო. დარწმუნებული ვარ ერთმანეთს ძალიან კარგად შეეწყობით. _გამიღიმა. -სხვათაშორის ზუსტად მაიამ ამარჩევინა შენთვის ეს. _ ჯიბიდან პატარა კოლოფი ამოიღო. ფრთხილად გახსნა და სახესთან ამიფრიალა. ბრჭყვიალა ბეჭდის დანახვისას თვალები გამიფართოვდა. ჩემს ტვინს ჯერ კიდევ ვერ გაეანალიზებინა რა ხდებოდა. ალექსანდრემ ჩემი თითები თავის ხელებში მოიქცია. გულისცემა გამიასმაგდა როცა ბეჭედი თითზე გამიკეთა.
ძლისვშეკავებული ცრემლები გადმოვყარე კვლავ და აწყლიანებული თვალებით მივაჩერდი ალექსანდრე.
-მინდოდა ეს ყველაფერი უფრო რომანტიულად გამეკეთებია მაგრამ... ვინ გაცალა _ჩაიცინა.
გული სიხარულით ამევსო. ხელები კისერზე შემოვხვიე და მაგრად ჩავეხუტე.
-მიყვარხარ! _ნამტირალევი ხმით ამოვილუღლუღე. ჩემი სახე ხელებში მოიქცია და თბილი ტუჩები შუბლზე შემახო.
*****
ალექსანრეზე ჩახუტებული ვიჯექი დივანზე. ჩემს თითზე აბრჭყვიალებულ ბეჭედს თვალს ვერ ვაშორებდი. მინდოდა ეს წუთი კიდევ დიდხანს გაგრძელებულიყო. სულ ცოტა ხნის წინ მეგონა, რომ ყველაფერი დამთავრდა, მაგრამ ყველაფერი პირიქით ხდება.
სიჩუმე ალექსანდრემ დაარღვია.
-როცა დავბრუნდები მინდა, რომ ჩემი მშობლები გაგაცნო.
-შ..შენი მშობლები? _ენა დამება
-ხო. რა იყო არ გინდა?
-კი, როგორ არა მაგრამ... მე ... უბრალოდ... _ ალექსანდრეს მშობლების ხსენებაზეც კი ავნერვიულდი და უკვე წარმოომიდგენია რა დამემართება მათთან შეხვედრისას.
-ნუ ღელავ. ნუ დედამთილთან შეხვედრის გამო თუ ნერვიულობ, სულ ტყუილად. აი მამამთილის გაცნობაზე კი საერთოდ არ ინერვიულო. _გამიცინა
-დედაშენი როგორი ქალია?
-აი როცა გაიცნობ შენ თვითონ ნახავ როგორიცაა. მანამდე არაფერს გეტყვი.
-ხო მაგრამ....
-ქორწილია ქეიფია გრიალი... გრიალიი _ უცებ კარი გაიღო და სიმღერ-სიმღერით შემოვარდა შაკო. მის დანახვაზე ორივე ერთდროულად შევხტით.
-ამიხსენით ამ არსებას საიდან აქვს ჩემი ბინის გასაღები?! _ კბილები გააღრჭიალა ალექსანდრემ.
-ეჰ სანდრიკო, შენ ჯერ კიდევ ვერ აფასებ ჩემს შესაძლებლობებს. _ თვალი ჩაუკრა მეგობარს და სავარძელში ჩაესვენა. -ევაჩკა, როგორ ხარ?
-კარგად შაკო. შენ? _მის საქციელზე გამეცინა
-გადასარევად. _ისეთი სახით მიპასუხა, თითქოს მეუბნებოდა „ეგ რა საკითხავია“-ო -თქვენ ის მითხარით როდისაა ქორწილი და გრიალი? _ტაში შემოკრა.
-თუ ძმა ხარ, მითხარი საიდან გაიგე _ გაიცინა ალექსანდრემ
-აჰა! ელაპარაკე ახლა ამას! _უკმაყოფილოდ გააქნია თავი.
-ოჰ! მაპატიეთ ბატონო. დამავიწყდა, რომ თქვენ ყოველთვის ყველაფერი იცით.
კარზე ზარის ხმა გაისმა. ფეხზე წამოვდექი და გასაღებად წავედი.
-ევა! ევა, კარგად ხარ?! _გიჟივით შემოვარდა განერვიულებული ანა სახლში
-კი, კარგად ვარ.
-რა მოხდა ამიხსენი!
-დამშვიდდი ანა. მე და ალექსანდრემ...
-ალექსანდრე ბურდული! მოგკლავ! გესმის ჩემი ხელით მოგკლავ! _ხმას აუწია და ალექსანდრსკენ დაიძრა.
-ანა, მისმინე... _მისი შეჩერება ვცადე.
-ევას გულის ტკენას არ შეგარჩენ!
-ანა...
-მე მეგონა, რომ მართლა გიყვარდა! შენ კიდევ....
-ერთი წუთით პატარა ქალბატონო! _ შაკო ფეხზე წამოდგა. ალექსანდრე აშკარად ძლივს იკავებდა თავს, რომ არ გაცინებოდა. - თუ შეიძლება სიტყვები შეარჩიე ჩემს მეგობართან საუბრისას.
-ჰა... რას ლაპარაკობ?! _ ირონიულად ჩაიცინა ანამ -ეგ შენი მეგობარი მოღალატე და ...
-იქნებ ჯერ გაგერკვია რაშია საქმე! _ჩაიცინა შაკომ.
-რა უნდა გამერკვია...
-ანა, მოითმინე და ყველაფერს აგიხსნი.
-ევა ხო კარგად ხარ?! შენ არ დამირეკე და არ მითხარი, რომ....
-ანა თუ დამაცდი ყველაფერს გეტყვი. _გამეცინა.
ერთი საათი დამჭირდა ანასთვის ყველაფრის ასახსნელად. რამდენჯერაც დავიწყებდი იმდენჯერ გამაწყვეტინებდა და თავის აზრს გამოთქვამდა.
საღამოს ერეკლე, გვანცა, ტასო და ლაშაც მოვიდნენ. იქედან გამომდინარე, რომ ბიჭები ხვალ მიდიოდნენ მივლინებაში, გვანცა, ტასო და ერეკლე დღეს ჩვენთან რჩებოდნენ.
ალექსანდრემ როგორც კი ტასო დაინახა მაშინვე სტაცა ხელი და მხრებზე შემოისვა. ტასოც გახარებული შემოხვევდა ნათლიას ხელს და ბოლო ხმაზე კისკისებდა.
ალექსანდრეს მეგობრების გაცნობით ანაც კმაყოფილი იყო. ზოგჯერ შაკო მოუშლიდა ხოლმე ნერვებს და გააბრაზებდა, მაგრამ მალევე დამშვიდდებოდნენ და კვლავ მშვიდად განაგრძნობდნენ საუბარს.
ცოტა ხანში ანა დაგვემშვიდობა და სახლში წავიდა. მალე შაკო და ლაშაც წავიდნენ.
******
-ევა! ცრემლები და მსგავსი რაღაცეები აღარ დამანახო! _ თავისი ხელით შემიმშრალა ცრემლები.
-შენ, მიდიხარ და...
-სამუდამოდ ხო არ მივდივარ. სულ რაღაც ორი კვირით. _ სუბლზე ნაზად მაკოცა. ხელები მაგრად შემოვხვიე და გულზე მივეხუტე.
გვანცა ყველანაირად ცდილობდა ატირებული ტასოს დამშვიდებას.
-კარგით ხალხო რა გატირებთ, ომში კი არ მივდივართ. _ხელები გაასავა ალექსანდრემ.
-სანდრო წავედით, თორე ესენი ასე არ გაჩერდებიან. _ ჩაიცინა ერკლემ -ტასუნა, მამა ხო გითხარი მალე მოვალ მეთქი. მე და სანდროს რაღაც საქმე გვაქვს, მოვაგვარებთ და მაშინვე სახლში წამოვალთ. _პატარა ცხვირზე თითი ჩამოკრა.
-მეც წამოვალ... _მამას ხელები შემოხვია.
-შენ სახლში უნდა იყო და დედიკოს მიხედო.
-ტასუნა რა გინდა, რო გიყიდოთ? _ყურადღების გადატანა სცადა ალექსანდრემ. ტასომაც მაშინვე ჭყიტა თვალები. მამას და ნათლიას სწრაფად ჩამოურაკრაკა სია.
-კარგი, აბა წავედით.
გასვლისას მაგრად მომეხვია. ჩემი სახე ხელებში მოიქცია და ვნებიანად დამიკოცნა ტუჩები. ტირილი მინდოდა მაგრამ მისი გაფრთხილებაც მახსოვდა. ცრემლების შეკავება ძლივს შევძელი როცა წავიდნენ. ჩუმად ვისხედით და უინტერესოდ მივჩერებოდით ტელევიზორის ეკრანს.
ჩემი და გვანცას გასაკვირად ტასოც კი ჩუმად იჯდა. ბობი პატარა მუხლებში ჩაესვა და ეფერებოდა.
მოგვიანებით შაკო და ლაშა მოვიდნენ და მთელი დღე მოწყენის საშუალებას არ გვაძლევდნენ.
****
მთელი სამი დღე უღიმღამოდ გავიდა. ვერაფრით ვეგუებოდი, რომ დილით მარტოს მიწევდა გაღვიძება და ალექსანდრეს თბილი ტუჩების შეხება აღარ მაღვიძებდა. მთელი ღამე ჩემს პატარას ველაპარაკებოდი და ასე გამყავდა დრო. მიუხედავდ იმისა, რომ ბიჭები ყოველ დღე გვირეკვდნენ და საათობით ველაპარაკებოდით, ბოლოს მაინც უკმაყოფილოდ ვბუზღუნებდით ხოლმე.
მე და გვანა ერთმანეთს ძალიან კარგად შევეწყვეთ. უამრავი საერთო აღმოგვაჩნდა. ტასო იმდენად საყვარელი ბავშვი იყო, რომ წამითაც არ მინდოდა მისი ხელიდან გაშვება.
ანას სასწავლებელში გამოცდები ქონდა, ამიტომ ეს დღეები ვერ მოდიოდა ჩვენთან, მაგრამ სამაგიეროდ ყოველ დღე მირეკავდა და დღის რეჟიმს მახსენებდა. „არ გადაიღალო, დაისვენე, კარგად ჭამე, სუფთა ჰაერზე გადი ხოლმე“ და კიდევ უამრავი სხვა რამ, რომელთა კეთება უკვე ყოველდღიურობად მექცა და შეხსენება ნამდვილად არ მჭირდებოდა მაგრამ, აბა ანა რის ანა იყო თავად, თუ არ გადაამოწმებდა ყველაფერს.
****
-ევა ამ დილას სად იყავი? _სახლში შემოსულს გვანცა დამხვდა ტასოსთან ერთად.
-ადრე გამეღვიძა და სასეირნოდ გავედი. ძალიან ცივა გარეთ. დიდი ხანი ვეღარ გავჩერდი და სახლში წამოვედი.
-მე ლატო ალ წამიკვანე? _ მაშინვე ჩემთან მოირბინა ტასომ
-გეძინა, ჩემო პატარა. _ლოყები მაგრად დავუკოცნე ბავშვს. -მე და შენ სხვა დროს წავიდეთ, კარგი?
-კალქი _ჩლიფინით დამეთანხმა და პატარა ხელები მაგრად მომხვია კისერზე.
-მოდით ვისაუზმოთ. _სამზარეულოდან გამოგვძახა გვანცამ.
სეირნობის შემდეგ უმადობას არასდროს ვუჩიოდი. ახლაც ისე მშიოდა, რომ ალბათ ყველაფერს შევჭამდი.
-ასე მოგშივდა? _სიცილით მკითა გვანცამ
-კი, ძალიან. _ ჭამას მშვიდად ვაგრძელებდი, სანამ გულის რევის შეგრძნება არ დამეუფლა. სწრაფად წამოვდექი ფეხზე და აბაზანისკენ გავიქეცი.
-ევა კარგად ხარ? _აბაზანიდან გამოსულს განერვიულებული გვანცა დამხვდა.
-კი, კარგად ვარ.
-ცუდი ფერი გაქვს.
-არაფერია..
-თუ გინდა ექიმს...
-არა, არა. არ არის საჭირო. უკვე კარგად ვარ. ალბათ რამემ მომწამლა.
-დარწმუნებული ხარ?
-კი. _გავუღიმე და დივანზე დავჯექი.
-ევა, მე ტასოს წავიყვან ბაღში და მალე მოვალ კარგი?
-კარგი, წადი.
როგორც კი სახლიდან გავიდნენ, დივანზე შემოვწყე ფეხები და თვალები დავხუჭე. თავბრუ მეხვეოდა , ფეხზე რომ ავმდგარიყავი ალბათ მაშინვე ძირს გავიშოტებოდი.
******
-მოდი ხვალ მაღაზიებში გავიაროთ. დეკემბერი დგება, ახალი წელიც მოდის, რაღაცეები ვიყიდოთ... _ როგორც შევატყვე გვანცას ძალიან უყვარდა ახალი წელი. ისეთი აჟიტირებული ლაპარაკობდა, რომ ძნელი მისახვედრი არ იყო.
-კარგი, მაგრამ ჯერ ადრე არ არის?
-ჩევნ მხოლოდ ის ვიყიდოთ რაც აუცილებლად გვჭირდება. თან ტასოსთვისაც მინდა რაღაცეები ყიდვა. აიჩემა ფიფქიას კაბა მინდაო. _ გაეცინა. -ჩვენც ცოტას გავივლით, სულ სახლში ყოფნა მოსაბეზრებელია.
-კარგი.
-საახალწლოდ ყოველ წელს ბაკურიანში დავდივართ. ბიჭები, რომ ჩამოვლენ მაშინვე წავალთ.
-ახალ წელს ბაკურიანში ხვდებით?
-ხო. ყველა ერთად. სანდროს სახლი აქვს იქ და ყოველ ახალ წელს მივდივართ ხოლმე.
-ერთი სული მაქვს როდის ჩამოვა ალექსანდრე. _ამოვიოხრე.
-მესმის შენი _გაიცინა გვანცამ -თავიდან მეც ეგრე ვიყავი როცა ერეკლე მიდიოდა. არც ახლა მომწონს დიდი ხნით რომ გვტოვებს, მაგრამ ადრინდელთან შედარებით ახლა შედარებით უკეთ ვეგუები.. _ჩაიცინა.
***
მთელი ერთი კვირა ისე გავიდა, დღეებს ვითვლიდი. ჩემს მუცელსაც აშკარად დაეტყო ზრდა.
ერთი სული მოქნდა როდის ვნახავდი ალექსანდრეს და როდის მოვეხვეოდი. ხშირად უჰაერობის შეგრძნება მეუფლებოდა, მაგრამ როგორც კი მის ხმას გავიგებდი მაშნვე უკეთ ვხდებოდი.
ჩემს სიხარულს საზღვარი არ ქონდა, როცა მითხრა, რომ ორ დღეში ბრუნდებოდნენ. თავიდან გამიკვირდა, რადგან ორ კვირაზე ადრე არც მე და არც გვანცა არ ველოდებოდით მათ დაბრუნებას, მაგრამ ახლა ამას ვინ ჩიოდა. მთავარი იყო, რომ ორ დღეში ჩემ გვერდით იქნებოდა.
ცოტათი გული დამწყდა, რომ უფრო ადრე ვერ ახერხებდა ჩამოსვლას.
მინდოდა, რომ ექიმთან შემდეგ კონსულტაციაზე მისვლისას თვითონაც ჩემ გვერდით ყოფილიყო, მაგრამ იქედან გამოდინარე, რომ კონსულტაციაზე ხვალ დილით ვიყავი დაბარებული, ვიცოდი ალექსანდრე ვერანაირად ვერ მოახერხებდა ხვალამდე ჩამოსვლას.
გვანცას, ტასო დილით ბაღში მიყავდა, მეც თავისუფლად შევძლებდი სახლიდან გასვლას, ისე, რომ არავის დავენახე. არ მინდოდა, რომ ჯერჯერობით ეს ამბავი გამეხმაურებია.
ტასოს ჩემს ხელებში მოკალათებულს ჩეძინა.
-დაგღალა ხო? _ღიმილით მკითა გვანცამ.
-ძალიან ენერგიული ბავშვია. _გამეცინა და მძინარე პატარას დავხედე.
-ნუ იტყვი. შენ მაშინ უნდა ნახო მამამისი რო სახლშია. _გაიცინა. - მამა-შვილს მთელი სამეზობლო აკლებული ჰყავთ.
-როგორი ორსული იყავი? _ ჩემდაუნებურად ვკითხე.
-საშინელი _გაეცინა. -ძალიან ჭირვეული ვიყავი. ერეკლეს წუთით არ ვაძლევდი მოსვენების საშუალებას. გამუდმებით ვბუზღუნებდი, უზომოდ ბევრს ვჭამდი. ბოლოს მაცივრის საძინებელში გადატანაც კი შემომთავაზა. ახლა, რომ ვიხსენებ იმ პერიოდს, ძალიან მეცოდება ერეკლე. _ მის მონაყოლზე ორივე ჩუმად ვიცინოდით.
-ერეკლე სად გაიცანი?
-მაშინ ერეკლე და ალექსანდრე გერმანიაში იყვნენ. იქ მუშაობდნენ. მეც იქ ვსწავლობდი. სწავლის დასრულების შემდეგ მათ კომპანიაში მივედი გასაუბრებაზე, სანდრომ ამიყვანა სამსახურში. ერეკლე ცოტა მოგვიანებით გავიცანი და მას შემდეგ აეწყო ყველაფერი.
-არაჩვეულებრივი შვილი გყავთ. _ღიმილით დავხედე პატარას.
-იმედია შენ და სანდროსაც მალე შეგემატებათ კიდევ ერთი წევრი. _ პასუხად მხოლოდ გავიღიმე.
-წავალ დავაწვენ თორე ცოდოა. _ფრთხილად წამოვდექი ფეხზე
-არა იყავი, მე დავაწვენ.
-არაფერია...
-შენთვის სიმძიმეების აწევა, რომ არ შეიძლება ექიმს არ უთქვამს? _ ეშმაკურად გამიღიმა. გაკვირვებისგან თვალები გამიფართოვდა. - ნუ გავიწყდება ევა, რომ მეც მყავს შვილი და მშვენივრად ვიცი ორსულობის სიმპტომები. გულის რევა, თავბრუ ხვევა, სისუსტე, მომატებული მადა და რავიცი კიდევ უამრავი. მთელი კვირა ვეჭვობდი. _გამიცინა
-მე... მე... _სულ მთლად დავიბენი.
-ალექსანდრეს, როდის ეტყვი?
-როცა ჩამოვა. _მეც გამეცინა.
-სქესი იცი?
-ჯერ არა. ხვალ კონსულტაციაზე ვარ დაბარებული
-გინდა გამოგყვე?
-თუ არ შეგაწუხებ...
-რას ამბობ ევა, ეგ რა შეწუხებაა.
-მადლობა. _გავუღიმე
-ხვალ როგორც კი ტასოს ბაღში დავტოვებ მაშინვე წავიდეთ. ანაც წამოვა ხო?
-კი.
-კარგი. _თბილად გამიღიმა და ტასო გამომართვა.
ცოტა ხანი კიდევ ვიჯექი. გონებაში ბვაშვის სახელების არჩევა დავიწყე. ხან გოგოსას ვარჩევდი, ხან ბიჭისას. ძირითად აქცენტს უფრო ბიჭის სახელებზე ვაკეთებდი, რატომღაც მგონია, რომ ბიჭი მეყოლება.
შესაფერისი ვერაფერი მოვიფიქრე. ამ საკითხს ალექსანდრესთან ერთად განვიხილავდი, როგორც კი დაბუნდება. ფეხზე წამოვდექი და მეც დასაძინებლად წავედი.
****
სახეგაბადრული შევცქეროდი ეკრანზე მოძრავ სილუეტს. თვალები ცრემლებით ამევსო, გული სიხარულით მიფრიალებდა. ჩემი პატარას გულისცემის გაგონებისას, საერთოდ გადამავიწყდა ყველაფერი.
ერთი სული მქონდა, როდის დადგებოდა ის დღე, როცა შევძლებდი ხელში ამეყვანა ჩემი პატარა და მაგრად ჩამეკრა გულში.
ბავშვის სქესი ძალიან მაინტერესებდა, მაგრამ ჯერ ვერ გავიგებდით. ექიმმა, სქესის გაგება მეთორმეტე კვირიდან არის შესაძლებელიო. გარკვეულწილად გამიხარდა კიდეც ეს ამბავი. მაშინ ხომ ალექსანდრეც ჩემთან იქნებოდა და ორივე ერთად გავიგებდით გოგო გვეყოლებოდა თუ ბიჭი.
ლამის ცეკვა-ცეკვით გამოვედი ექიმის კაბინეტიდან, ანა და გვანცა ჩემი შემყურე სიცილს ვერ იკავებდნენ. ამ წუთას მათთვის ნამდვილად არ მცხელოდა. მთელი გულით და გონებით ჩემს შვილზე ვიყავი გადართული.
*****
სახლში დაბრუნებული, არაჩვეულებრივ ხასიათზე ვიყავი. ანა და გვანცა ხან რას მეუბნებოდნენ ხან რას, მაგრამ მე არაფერი არ მესმოდა.
გონებით ისევ ექიმის კაბინეტში ვიყავი და კვლავ ეკრანზე მოძრავ სილუეტს ვუყურებდი.
დილის ამბავს ისიც ემატებოდა, რომ ალექსანდრე ხვალ ბრუნდებოდა. მინდოდა რამე ორიგინალური გამეკეთებია და ისე გაეგო ბავშვის შესახებ, მაგრამ რად გინდა.... ალბათ ყველას ქონია ის მომენტი როცა რამე კარგის მოფიქრება გინდა, და საუბედუროდ ყველა იდეა მაგ დროს გაგიფრინდება თავიდან, მეც ზუსტად ასე ვიყავი ახლა.
ხვალამდე აუცილებლად მოვიფიქრებდი რამეს.
ბობი მუხლებში ჩავისვი და მთელი მონდომებით ვეთამაშებოდი.
-ევა, მე ტასო უნდა გამოვიყვანო ბაღიდან. ცოტა ხნით გავალ და მალე მოვალ. თუ რამე დაგჭირდეს დამირეკე.
-კარგი. _თბილად გავუღიმე. როგორც კი გვანცა სახლიდან წავიდა, გეზი მაშინვე სამზარეულოსკენ ავიღე. სწრაფად გამოვაღე მაცივარი და რაც პირველი მომყვა ხელში ის გამოვიღე.
სამზარეულოდან კარგად დანაყრებული გამოვედი. დევანზე დავჯექი და ფეხები ზედ დავაწყე.
-რა ვქნათ ახლა ჩვენ დე? _მუცელზე ხელი გადავისვი - მარტო დავრჩით.
შენც მოგენატრა ხო მამიკო. მეც ძალიან მენატრება. როცა ჩამოვა არსად აღარ გავუშვათ, მაგრად ჩავეხუტოთ და არსად აღარ გავუშვათ! დარწმუნებული ვარ შენს შესახებ რომ გაიგებს ძალიან გაუხარდება. ერთი დღეც მოვითმინოთ და მერე სულ ჩვენთან იქნება... _ რაღაც მძიმედ დავარდა ძირს. სიტყვა გამიწყდა. სახლში მარტო ვიყავი, ამ ხმის გაგონებისას კი შიშისგან ერთ ადგილას შევხტი და კარისკენ გავიხედე. თვალები ლამის ბუდიდან გადმომივარდა, გული რეაქტიული სიჩქარით ამოძრავდა მკერდში. სწრაფად წამოვვარდი ფეხზე.
კართან გახევებული ალექსანდრე იდგა. თვალებგაფართოებული ხან მე შემომხედავდა ხან კიდევ მზერა ჩემს მუცელზე გადაჰქონდა.
________
ამაზე ადრე ვერ მოვახერხე რო დამედო. იმედია მოგეწონებათ. შეცდომებისთვის ბოდიში.



№1  offline წევრი nestanuka13

როგორ ველოდები და არ მყოფნის ხოლმე, მმმ love

 


№2  offline წევრი NaaT

rakargii tavii iyo.. Ramdeni dgea velodebi sandro rodis gaigebda bavshvis shesaxeb ))) sheecade ra shemdegii male dado... Gelii gelii mogelii !! :*

 


№3  offline წევრი Tamo Khudzhadze

უჰჰ რა კარგი იყო..მაგრამ ჩემი გაუმაძღრობის გამო მაინც არ მეყო love

 


№4  offline წევრი ხატული♥

აუ რა მაგარი იყო love მაგრამ არ მეყო იმის მიუხედავად რომ დიდი თავი იყო საკმაოდ love თან რა ადგილას გაწყვიტეე ინტრიგანო wink მალე დადე რაა ძაან ნუ აგვიანეებ love კაი გოგო ხარ მიყვარხარ love

 


№5  offline წევრი S.likuna

auuu male dadeee raaa martla vegar vitmeee. :D <3

 


№6  offline წევრი qetu

Bravo bravo magari istoria.imedia 12saatis mere dadeb kide.

 


№7  offline წევრი tamro

ძალიან დიდი მადლობა ყველას ♥♥♥ მიხარია, რო მოგწონთ ♥♥♥ რაც შეეხება ახალ თავს 12-ის მერე ნამდვილად ვერა მაგრამ მაქსიმალურად შევეცდები რომ ხვალ მაინც დავდო. (დანამდვილებით ვერაფერს ვიტყვი) კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა ყველა მკითხველს ♥♥♥♥♥

 


№8  offline წევრი Mariami_MariamOo

ვიცოდიი ვიცოოდი ვიცოოდიი ასე რო გაიგებდა და თან ადრე რო ჩამოვიდოდა :დდ

 


№9  offline წევრი tushi

ძააან მაგარი გოგოო ხარ love

 


№10  offline წევრი NA NO

kargi iyo magram ar daikargo xolmeee

 


№11  offline წევრი human

ვგიჟდები ისე მომწონს

 


№12  offline წევრი Annee

უმაგრესი იყო ^_^ როგორ მაინტერესებს შემდეგი თავი*_* ალექსანდრე რა საყვარელია ^_^

 


№13  offline წევრი marisa

რ ბავშვობაა, ასეთ რამეზე გაჭედო და სახლიდან წასვლა გადაწყვიტო. არ ვიცი, ამ შეყვარებულობის პერიოდში, თუ რაც ქვია, რას მოსდის ამ ხალხს :))
ველი ^^

 


№14  offline წევრი FLAWless

ერთი სული მაქვს როდის დადებ შემდეგ თავს...ძალიან მომწონს ♡♡

 


№15  offline აქტიური მკითხველი aanamaria

Ra sauvarlebi arian vaimeee

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent