უთარიღო დღეები (13)
აბა ცხელ-ცხელი თავი. დაგვიანებისთვის ბოდიშს გიხდით და შეცომებისთვის ხომ გიხდით და გიხდით. ___________ კაფეში წავედით მე და დადეშელი. სიცივე კი იყო, მაგრამ ფეხით გავლიეთ კაფემდე მისასვლელი გზა, რომელიც გოგინაშვილების სახლიდან სულაც არ იყო შორი. ხელი გადამხვია და ასე სანახევროდ ჩახუტებულები მივდიოდით ქუჩაში. შეგრძნება იყო რაღაც დაუვიწყარი, განუმეორებელი და სპაზმების მომგვრელი. თვალები მელულებოდა სიხარულისგან და ბედნიერებისგან. ასე მეგონა მეწვოდა მარცხენა გვერდი, რომლითაც დადეშელს ვეკვროდი. -ჯუნაა.. - ყურზე ვიგრძენი მისი ტუჩების შეხება, სახეზე მომელამუნა გრილი სუნთქვა. გამაჟრჟოლა. მუხლები მეკეცებოდა... -რა? - ძლივს ვუპასუხე. -არაფერი. - ჩაიცინა და თავზე მაკოცა. ძლიერად ვკუმავდი მარჯვენა ხელის თითებს. ლამის იყო კივილი დამეწყო მოზღვავებული სასიამოვნო შეგრძნებებისგან. არაფერი მითქვამს. კაფეში შევედით და თავისუფალი ადგილი მოვძებნეთ. Bang Gang - Everytime i look in your eyes იყო ჩართული. სასიამოვნო გარემო იქმნებოდა. ჩემ პირდაპირ იჯდა დადეშელი. თვალს ვერ ვაშორებდი... ისიც მიყურებდა, ეღიმებოდა ოდნავ. ძალიან უხდებოდა ღიმილი. -მომიყევი რამე შენზე. - სიჩუმე დაარღვია ბოლოს მან. -საშინელი ბავშვი ვიყავი, არავის მოსწონდა ჩემთან ურთიერთობა და არც მეგობრები მყავდა. რამდენიმე წლის წინ, ჩემი მშობლები დაშორდნენ და მამაჩემმა მეორე ცოლი მოიყვანა, რომელიც დღემდე ვერ მიტანს. ეს ყველაზე რთული იყო ჩემთვის. მინდოდა მასთან კარგი ურთიერთობა მქონოდა, მაგრამ არაფერი გამომივიდა... ახლაც არ ვიცი, რა იყო მიზეზი იმისა, რომ ვერ მიტანდა... - ფანჯარაში გავიხედე, სიმწრით ჩამეცინა. - ბოლოს კი ისიც დაემატა, რომ მას შვილი არ გაუჩნდა და... მე... - მივხვდი, რომ დროზე უნდა მომეკეტა, სანამ რამეს წამოვაყრანტალებდი. -შენ რა? - წინ გადმოიხარა, იდაყვებით დაეყრდნო მაგიდას და თვალებში მომაშტერდა. -მე... სახლიდან წამოვედი. -რა შუაში იყავი შენ მის უშვილობასთან, ან რატომ წამოხვედი სახლიდან? თუ ადრეც იტანდი მისგან მაგ მოქცევას, რა მოხდა ასეთი? ლამის დამემტვრია თითები ნერვიულობისგან. რა ჯანდაბა მინდოდა, რას ვლაპარაკობდი საერთოდ? მეთქვა ორი სიტყვით რამე, რად უნდოდა ამას გავრცობა და ყველაფრის თქმა?! -რაღაც მოხდა,.. ისეთი... - ვერ გადამეწყვიტა მეთქვა თუ არა მისთვის ჩემი ორსულობის შესახებ. არადა დროც კი იყო... ვითომ რა საქმე ჰქონდა დადეშელს ჩემს ორსულობასთან არა?! მაგრამ რატომღაც ვფიქრობდი, რომ არ უნდა ვუმალავდე და უმჯობესი იქნებოდა თუ ვეტყოდი. -ისე მოხდა, რომ მე ორსულად ვარ და ვერ აიტანა ეს... - ძლივს გასაგონად ვთქვი. დასჯილი ბავშვივით ჩამეღუნა თავი და ვერ ვბედავდი მისთვის შეხედვას, არ მინდოდა დამენახა რა რეაქცია ჰქონდა და ემოცია ეწერა სახეზე. თითქოს ლოდი მომეხსნა გულიდან, ისე ვგრძნობდი თავს აღიარების შემდეგ, მაგრამ იქნებ ამით ყველაფერი გავაფუჭე?! დარწმუნებული ვარ, რომ სურვილი, რომელიც არც აქამდე ექნებოდა ჩემთან ურთიერთობის, აწი არა თუ გაუჩნდებოდა, არამედ სულ მცირედიც თუ ექნებოდა - ისიც გაქრა. ეას ვიზამთ, ყველაფერი ხდება... არვიცი რატომ, მაგრამ გაუაზრებლად წამოვდექი ფეხზე და კაფე დავტოვე. ციოდა გარეთ, ძალიან ციოდა.... იმაზე მეტად ვგრძნობდი სიცივეს, ვიდრე ნებისმიერ სხვა გამვლელს შეიძლებოდა ეგრძნო... რადგან ციოდა ჩემს გულშიც. ვფიქრობდი, რომ უმჯობესი იქნებოდა არაფერი რომ არ მეთქვა, მაგრამ ამ აზრს მაშინვე მოჰყვებოდა მეორე: რომ გაიგებდა თვითონ, მერე შეიძლება უარესი ყოფილიყო.... თავს ვიმშვიდებდი ამით... შეძლებისდაგვარად. ტაქსი გავაჩერე და ვთხოვე, რომ მცხეთაში წავეწყვანე. თბილისიდან არ ვიყავით გასულები სალომეს ნომერი რომ აციმციმდა ტელეფონის ეკრანზე. გამიკვირდა ძალიან, თანაც ასე გვიან... -გისმენ, სალო. -ჯუუნ! როგორ ხარ? - აშკარად კიოდა. -ნორმალურად, შენ? - ოდნავ გაკვირვებულმა ვუპასუხე. მართლაც მიკვირდა, ჯერ იყო და თითქმის ერთი თვე არ გამოჩენილა, ახლა კიდე შუაღამისას მირეკავს გახარებული და კივილ-წივილით?! რავიცი, რას გაიგებ. -აუ გთხოვ რა, რომ ჩემთან გამოხვიდეე... - აწუწუნდა ჩვეულებისამებრ. ბოლოს დამითანხმა. რაღაც უნდა გითხრა და ტელეფონით შანსი არაა არ გეტყვიო. მეც საქმე არაფერი მქონდა, მით უმეტეს, რომ დადეშელთან შეხვედრა არ ვიცოდი რას მომიტანდა, ამიტომ ტაქსის მძღოლს მიმართულება შევაცვლევინე და მალე უკვე ურიდიების სახლთან ვიყავი. სალომე დედამ - მაიამ გამიღო სახლის კარი. გაუხარდა ჩემი ნახვა. თბილად მომიკითხა და შემიპატიჟა. რაღაც ისეთი ატმოსფერო და განწყობა იყო... აი დღესასწაულებს ან ძალიან მაგარ ამბავს რომ შეეფერება, მაგრამ ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა. კიბეებიდან ჩამოდიოდა სალომე, რომ დამინახა. გახარებული რამდენიმე საფეხურს ერთდროულად ჩამოაფრინდა და ჩამეხუტა. მართლა გამახარა მისმა ნახვამ, თანაც ურიდიები ძალიან მიყვარნან მთელი ოჯახი. -ჩვენ ოთახში ავალთ და მალე შემოგიერთდებიიით! - გასძახა მშობლებს და მეორე სართულისკენ წამაპრონწიალა. ლოგინზე დაენარცხა გაბადრული სახით. ჯერ კიდევ კართან ვიდექი გაოცებული და ვერ ვხვდებოდი მისი საქციელის მიზეზებს. -აღარ იტყვი რა ხდება? - წამოვიძახე მოთმინება დაკარგულმა. -გავთხოვდი! - ისეთი სიამაყით და სიხარულით გამომიცხადა... მეც მომინდა მისნაირი ბედნიერი ვყოფილიყავი. -არა?! - ვერ დავიჯერე. სალომე და გათხოვება?! თანაც ისე, რომ არავინ არაფერი ვიცოდით წინასწარ? -ოო, მართლა, მართლა! აი, შენ რომ ბაკურიანიდან წამოგიყვანა გაბრიელმა, მე და საბამ უცებ გადავწყვიტეთ, რომ დავქორწინებულიყავით, ხოდა უკან დაბრუნებულ გაბრიელს ცოლ-ქმრის სტატუსით დავხვდით. - კისკისებდა ის. - გაგიჟდა კინაღამ! ახლაც არ უნდა იყოს სრულ ჭკუაზე, მგონი. - როგორც ჩანს, ძალიან იხალისა რიჟვაძის რეაქციაზე თავის დროზე და გახსენებაზეც არ ჰქონდა ნაკლები ემოციები. ვერაფრის თქმა მოვახერხე. მეც გადმომედო ურიდიას აჟიტირება და უაზროდ ვიღიმოდი, თუმცა რატომ უაზროდ?! მეგობარი გამითხოვდა და უაზროა ეს?! -ამიტომ ვერ გეხმიანებოდი ეს ერთი თვეც, თაფლობის თვე გვქონდა და ლონდონში ვიყავით წასულები. -აჰა, გასაგებია. მე კიდე მეგონა, რომ დაგავიწყდი. - გავეხუმრე. -მაგას მართლა ამბობ?! - იწყინა ნათქვამი. -არა, სულელო! კარზე დააკაკუნეს. დედამისი იყო, ქვემოთ ჩამოდითო. -შენ რაღაც გასუქებულხარ კიდე, ხომ?! - დაკვირვებით შემათვალიერა დერეფანში მყოფი, ოთახიდან რომ გავედით მერე. - არა, არა, ნამდვილად გასუქებული ხარ. - დაასკვნა ბოლოს. -ორსულად ვარ, სალო. - დაუფიქრებლად ვუთხარი. ტუჩზე ვიკბინე უცებ, მაგრამ რაღა დროს. ეს საღამო გულწრფელობისაა და მე არ ვიცი, თუ რაშია საქმე?! უკვე მეორეს ვეუბნები, ორსულად ვარ-მეთქი, როდესაც აქამდე მხოლოდ დედინაცვალმა და მამაჩემმა იცოდნენ, ისიც აუცილებელი რომ იყო იმიტომ. დიდხანს ახამხამა თვალები. ვერ იჯერებდა. პირი ჰქონდა ღია გაოცებულს და სასაცილო გამომეტყველება მიეღო. კიდევ უფრო გავხალისდი მის რეაქციაზე. -მოიცა... ეგ, როგორ?- ამოთქვა ბოლოს. -როგორ ხდება ხოლმე ეგ აგიხსნა გათხოვილ ქალს? - გულიანად გამეცინა. -ჰო, მაგრამ... შენ... ვერც კი წარმოვიგენდი ამას.. აი, თურმე რატომ ხდებოდი ხოლმე ცუდად და რატომ წამოხვედი სახლიდან! - გამარჯვებულის სახით თქვა ბოლოს. -ჰო, ზუსტად ამის გამო. - დავემოწმე. არვიცი მომესმა, თუ არა, მაგრამ კარის მიხურვის ხმა რომ გავიგე შეცბუნებულმა მიმოვიხედე. ვინმე იყო და გაიგო?! არა, არა, ოღონდ ეს არა... პანიკამ მომიცვა. ნამდვილად არ მინდოდა კიდევ ვინმეს გაეგო ჩემი ორსულობის შესახემ მინიმუმ დღეს და მით უმეტეს ამ სახლში. დაკვირვეით შევათვალიერე ყველაფერი, მაგრამ საეჭვო არაფერი იყო. არც ხმა ამოუღია ვინმეს და აღარც კარები გაუღიათ. კიბეებისკენ წავედით. -აბა, როგორ ხართ? - მომესმა უკნიდან რიჟვაძის ხმა. დენდარტყმულივით შევბრუნდი. ეს... აქ... ვაიმე! ოღონდ ამას არ გაეგონა და არ მინდოდა მეტი არაფერი იმ წუთას. არაფერი ემჩნეოდა საეჭვო. ისე იქცეოდა შემდეგაც, რომ სრულიად გამიქარწყლდა ეჭვები და შვებით ამოვისუნთქე. მალევე მოვიდა საბაც - სალომეს ქმარი. კი გავიცანი ბაკურიანში, მაგრამ არც ისე კარგი შთაბეჭდილება დაუტოვებია ჩემზე. აი ცუდი კი არადა არც ისე კარგი რატომ დატოვა - ეგ უკვე აღარ ვიცი. მისაღებში დავსხედით ყველა - გაბრიელის გარდა. მალე დავბრუნდებიო - ერთი ეგ თქვა და სახლიდან გავიდა. მაიამ თავი გაიგიჟა, გვიანი კია, მაგრამ ჩაი მაქვს საუკეთესო და უნდა დაგალევინოთო. გვინდოდა თუ არ გვინდოდა - ყველასთვის გააკეთა. გემრიელი იყო, ნამდვილად. მართლაც არ გასულა დიდი ხანი რიჟვაძე რომ დაბრუნდა. დივანზე დაჯდა, ჩემ პირდაპირ. შედარებით გაბერილი მუცელი რომ არ შეემთნია ჩემთვის - დივნის ბალიში ავიღე და მუხლებზე დავიდე, ვითომც აქ არაფერი, ისე ვეთამაშებოდი მის კუთხეებს. არ ჩავრთულვარ მათ საუბარში. ქორწილზე ამბობდნენ რაღაცებს. სხვაგან დავფრინავდი ფიქრებით. ალბათ უფრო დადეშელთან. მაინტერესებდა მისი რეაქცია, აზრი და შთაბეჭდილება ამ ყველაფრის შემზეგ ჩემზე. რას ფიქრობდა აქამდე ჩემზე და რას იფიქრებს აწი?! ნუთუ გაქრება ის ყველაფერი, რაც იყო? ჩახუტება, მცირედი სითბო... რა თქმა უნდა, ასე იქნება. მეეჭვება ურთიერთობის გაგრძელების თუ დაწყების სურვილი ჰქონდეს გოგოსთან, რომელიც 19 წლის ასაკში შვილს ელოდება ვიღაცისგან. ოცენების კოშკები, რომელის აგებისაც მეშინოდა და იდეაშიც ვერ ვფიქრობდი მათზე - ჩასახვამდე ჩამომენგრა თავზე. მაგარია. მიმართლებს რა, ყველაფერში მიმართლებს. შეშურდება კაცს. მიუხედავად იმისა, რომ სულაც არ ვუყურებდი მას, ვგრძნობდი რიჟვაძის მზერას, რაც მეტ დისკომფორტს მიქმნიდა. გაქცევა მინდოდა... ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ჰაერი არ მყოფნიდა და ვიგუდებოდი. თავდაცვის ინსტიქტმა ყელზეც კი მომაჭერინა ხელები, თითქოს რაღაც მეკვროდა ზედ და მოვიშორებდი. ამაოდ. ისე იგივე, საშინელი უჰაერობის განცდა. ღამის ორი საათი სრულდებოდა ყველანი რომ წამოიშალნენ ფეხზე. მაიამ ძალიან დაღლილი ვარო და დასაძილებლად წავიდა, მას საბა და სალომეც მიჰყვნენ. ბესო - სალომეს მამა და გაბრიელი ყველაზე გვიან წავიდნენ. ამოვისუნთქე. აი, თურმე რატომ მქონდა უჰაერობა - რიჟვაძესთან სიახლოვის გამო. სახეზე ჩამოვისვი გაყინული თითები. თვალები დავხუჭე. სასიამოვნო იყო სიწყნარე- სრული სიწყნარე, იდეალური სიწყნარე. არვიცი რამდენი ხანი ვიყავი ასე. მერე ავდექი და ჩაით ფინჯნები გავიტანე სამზარეულოში, კი თქვა მაიამ, ამათ ხელი არ ახლო, ხვალ დილით მივალაგებო, მაგრამ ძილი მე არ მინდოდა და ერთგვარი თავის გართობაც კი იყო ჩემთვის. ცხელი წყალი მოვუშვი და ფინჯანი შევუშვირე გასარეცხად, თან Chubby Checker - Lets twist again-ს ვღიღინებდი. -ჯუნა! - იდილია გაბრიელის მკაცრმა ხმამ დამირღვია. მოულოდნილობისგან შეშინებულმა წამოვიკივლე, ფინჯანი ხელიდან გამივარდა და ნიჟარაში ჩავარდა. -დალეწე ყველაფერი, მიდი! -შეგეძლო არ შეგეშინებინე! - მისკენ შევრუნდი გაბრაზებული. -ჰო?! - თავი გვერდზე გადახარა და თვალებმოჭუტული მომაჩერდა, -ჰო! ხელს გულზე ვიდებდი და აჩქარებულ გულისცემას ვითვლიდი. -სალაპარაკო გვაქვს. - თქვა ბოლოს. -ვერ ვიხსენებ რაღაც. - ჩავიცინე. -მე მი ზუსტად ვიცი და მახსოვს. - მკაცრ ტონს ინარჩუნებდა ის. -ახლა დაღლილი ვარ, სხვა დროს. - ონკანი დავკეტე და კარისკენ წავედი. -სალაპარაკო გვაქვს-მეთქი! - კბილებს შორის გამოხცრა, წინ გადამიდგა და კარებში ჩადგა, სრულიად ჩამიკეტა გასასვლელი. ამოვიოხრე. ამის ნერვები მაქვს ახლა?! ან რა უნდა საერთოდ?! -კარგი, ჩქარა მითხარი მაშინ, რისი თქმაც გინდა. შენი ნერვები არ მაქვს. - მობეზრებული გამომეტყველებით შევათვალიერე და სკამზე დავჯექი. - გისმენ. -შენ კი არა, მე გისმენ. - კედელს მიეყრდნო და წარბაწეულმა შემომხედა. -ჩამოყალიბდი და მერე მოდი რა. - წამოვიძახე გაბრაზებულმა და კარებისკენ წავედი. ამჯერად აღარ გადაუკეტია გზა, ერთი ეგ იყო ისე დამცინავად შემომხედა - თავი შემზიზღდა უცებ. -ბავშვი. - მხოლოდ ერთი სიტყვა თქვა, მაგრამ ესეც კი საკმარისი იყო შუა ოთახში მდგარი რომ გავქვავებულიყავი ადგილზე. ვეღარ ამოვისუნთქე. ნერწყვი მქონდა ყელში გაჩხერილი და მეგონა მახრჩობდა. თავრუსხვევა ვიგრძენი. არადა როგორ მეგონა, რომ არაფერი გაუგონია... როგორი დიდი იმედი მქონდა... -ვინ ბავშვი?! - მაქსიმალურად ვეცადე, რომ ნერვიულობა არ დამტყობოდა ხმაზე. -ჯუნა! - ჩემი ხმის არვიცი, მაგრამ მას კი აშკარად ეტყობოდა, რომ ძლივს იკავებდა თავს აფეთქებისა და ღრიალისგან. ტუჩს ვიკვნეტდი ნერვიულად. არ მინდოდა მას გაეგო, არა, არა და არა! -რამდენი თვის ორსული ხარ? -შედარებით დამშვიდებული ტონით მითხრა. არ ველოდი ამას... არ ვიყავი მზად... გახეთქვაზე მქონდა გული, ისე მძლავრად მიცემდა. -ოთხს თვეზე მეტის. - არ ვიცი რამდენხნიანი დუმილის შემდეგ ვუთხარი. კარგად მომესმა მისი ჩაცინების ხმა. -მერე? - ვერ გავარკვიე რას ნიშნავდა მისი „მერე“, თანაც ისეთი ხმით მითხრა, ვერ გაარჩევდით რომელი ემოციის მოზღვავება იგრძნობოდა მასში. -რა მერე? - გავდებე და მისკენ შევბრუნდი. ერთმანეთს შეეჩეხა ჩვენი მზერა. მიწის გახეთქვა და შიგ ჩატანა ვინატრე... -როდის აპირებდი თქმას? - ახლა კი ნამდვილად ბრაზობდა. - მაგრამ, როგორც ვხვდები, არც აპირებდი არა, მე რომ შემთხვევით არ გამეგო?! მიკვირდა კიდეც, როგორ იკავებდა თავს. მეგონა, რომ ყოველ წუთს ამოხეთქავდა ბობოქარი ვულკანივით და თავს დამატყდებოდა მისი რისხვა. -მართალი ხარ, არ ვაპირებდი. - ვუპასუხე სრულიად მშვიდად მყოფმა. -რატომ? -იმიტომ, რომ არ მინდოდა გეფიქრა რამეს ვითხოვდი შენგან. საერთოდ არაფერს ვითხოვ, შენ შენთვის, მე და ჩემი შვილი - ჩვენთვის. -შენი შვილი? - ცინიზმით იყო გაჯღენთილი მისი ხმა. -დიახ, ჩემი შვილი! - ისე გავიჯგიმე მის წინ, თითქოს პიონერი ვყოფილიყავი და ყელზე საპატიო წითელი ყელსახვევი მკეთებოდეს. ჩემკენ წამოვიდა უცნაური გამომეტყველებით. შემეშინდა კიდეც. თვალები უელავდაო თითქოს. ის ჩემკენ მოდიოდა, მე კი უკან-უკან, კედლისკენ. ბოლოს კედელს რომ ავეკარი და მივხვდი, რომ ვეღარსად წავიდოდი, რადგან ის უკვე ჩემ წინ იდგა ძალიან ახლოს, ავშვის დაცვის მიზნით ხელები დავიწყვე მუცელზე. ერთხანს თვალებში მიყურა, დაჰიპნოზებულივთ ვიყავი, ადგილიდან ვერ ვიძროდი და თვალს ვერ ვაშორებდი. უცებ, ჩემკენ წამოიღო ხელი. შეშინებულმა გაუაზრებლად წამოვიყვირე და თვალები დავხუჭე. არაფერი რომ არ მოხდა, ფრთხილად გავახილე თვალები: ჯერ ერთი, მერე - მეორე. ოდნავ ჩაკეცილიყო მუხლებში და ხელები ნელ-ნელა მოჰქონდა მუცლისკენ. მეშინოდა, რომ რამეს დაუშავებდა ბავშვს, მაგრამ ჩემს ძალებს აღემატებოდა გაქცევა, მისთვის ხელის კვრა და მოცილება... -ეგ არ გამოვა. - თქვა ჩაფიქრებულმა. -რა? - დავიბენი. -მარტო შენი შვილი არაა. - ქვევიდან ამომხედა. სუნთქვა შემეკრა. - ეს... ჩემი შვილია და... შენიც. - ხმა უთრთოდა, ხელები უკანკალებდა... მუცელზე მისი ცივი თითების შეხება ვიგრძენი. გამაჟრჟოლა. თითქოს იგრძნოო ბავშვმა მამამისის შეხება და ამის გამოსახატავად ორმაგი დარტყმა შეასრულა ჩემმა გულმა. იმწუთას ეს გული მარტო ჩემი კი არა - ჩემი შვილისიც იყო და მისი აძგერება და აფართხალება მოზღვავებული სიხარულის ნიშანი იყო. უხაროდა ჩემს პატარას მამამის სიახლოვე. არ ვიცი რას ველოდი, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი, რომ მსგავსი რეაქცია ექნებოდა გაბრიელს. ისევ დახუჭული მქონდა თვალები და ვერ ვხედავდი მის სახეს, ის კი კარგად ვიგრძენი ჩემს მაისურს რომ ჩაებღაუჭა მისი თითები და ზევით ასწია. თვალები ვჭყიტე გაოცებისგან. მუცელზე მაკოცა რიჟვაძემ. მე არა, ჩემს შვილს აკოცა, მაგრამ მაინც... სუნთქვა მეკვროდა მის შეხებაზე. მინდოდა მალე დამთავრებულიყო ეს ყველაფერი. ხელები მოვაშორებინე ჩემუ მუცლიდან და მაისური გავისწორე. გაბრაზებულმა შემომხედა. -ჩემს შვილს ვეფერებოდი, ჯუნა და შენ უნდა შეგითანხმდე ამაზე? - სიბრაზით უელავდა თვალები. -დიახ, სანამ ის ჩემს მუცელშია და მერეც. - გავუღიმე და კიბეებისკენ წავედი. ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებდი მომხდარს. მუხლები მეკეცებოდა და ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს არარეალური იყო ყოველივე ეს. -მალე გავა ეგ დარჩენილი ოთხ თვეზე მეტი?- მომაძახა კიბეებზე ასვლისას. -ისევე მალე გავა შენთვის, როგორც გასული ოთხი თვე და ცოტა მეტი გავიდა. - თვალი ჩავუკარი და სალომეს ძველ ოთახში შევედი. _________ ახლა კი შეფასებას ველოდები. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.