შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როცა სიამაყე საკმარისი არ არის [11] დასასრული


25-04-2015, 23:09
ავტორი Bero)))
ნანახია 5 131

უკვე კარგად იყო გათენებული დემეტრე, რომ ანასთან შეუშვეს. ყიფიანმა კარი, რომ შეაღო და თავისი პატარა ოჯახი დაინახა, ბედნიერად გაეცინა და მათკენ წავიდა. ანა ფრთხილად ეფერებოდა პატარა ყიფიანს და ღიმილით დასცქეროდა. დემეტრე მათთან ახლოს სკამზე ჩამოჯდა და უხმოდ ჩააშტერდა ანას თვალებში, ცოტა ხანი ასე უხმოდ, თვალებით ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს, თუმცა თავი ბოლოს პატარას წამოკრუსუნებამ შეახსენათ და დემეტრემაც მასზე გადაიტანა ყურადღება...
-ზუსტად ისეთია, როგორიც შენ აღწერე._ღიმილით უთხრა დემემ, ანამ კი კითხვისნიშნიანი მზერით შეხედა.
-მე მგავს, მხოლოდ თვალები აქვს შენი._ანას სახე მოექუფრა, რადგან თავის სიზმართან გავლებულმა პარალელმა, ცოტა არ იყოს შეაშინა.
-შენ როგორ გრძნობ თავს?
-როგორ შეიძლება ცუდად ვიყო, როცა ეს ანგელოზი მყავს?_დემეტრემ მხოლოდ გაუღიმა, ყოველთვის წარმოედგინა, როგორ მოეფერებოდა თავის შვილს, ან როგორ აღზრდიდა, მაგრამ ახლა გაშეშებული იჯდა და მხოლოდ გაღიმება შეეძლო... ალბათ ესეც ერთგვარი შოკია...
-არ აიყვან?_ ჰკითხა ანამ დუმილის შემდეგ.
-მეშინია.
-რის გეშინია?_გაეცინა დვალს.
-ისეთი პატარაა... რამე რომ ეტკინოს?_იკითხა შეცბუნებულმა დემეტრემ.
-დემეტრე თავს ძალა დაატანე... ხომ უნდა შეეჩვიო არა?_ უთხრა ანამ და ბავშვი ყიფიანს გაუწოდა. ბავშვმა პირი ააცმაცუნა და თვალები დახუჭა.
-რაო მამი? გეძინება?_ თბილი ხმით კითხა დემემ და სასაცილოდ მოხრილმა შუბლზე აკოცა.
-ანა რა დავარქვათ?
-ძალიან მომწონს ანდრეა ან გაბრიელი... რას იტყვი? რომელი ჯობია?
-მგონი, ანდრეა კარგია._ უპასუხა დემემ ცოტახნიანი ფიქრის შემდეგ.
***************************
-დემეტრეეეე...
-მოვდივარ ანა, ნუ კივიხარ..._ გამოსძახა დემეტრემ და ბავშვის საჭმლით ხელში ოთახში დაბრუნდა.
-ნახე აბა ცხელი ხომ არა?_ კითხა და ბავშვის საწოვარა ბოთლი დვალს გაუშვირა.
-ბიჭო ცხელია აბა რა არის... რა გინდა ბავშვს პირი უნდა დასწვა?_ შეკივლა ანამ და ბოთლი ისევ დემეტრეს გაუწოდა.
-აუუუ... რა ხართ ეს დედა-შვილი... მთელი დღე არ ჩერდებით... ის ტირის, შენ კივი..._ ამოიბუზღუნა ყიფიანმა და ისევ სამზარეულოში გაბრუნდა, საჭმლის გასაცივებლად... პატარა ანდრია დილიდან ტიროდა, თუმცა ვერც დვალმა და ვერც ყიფიანმა ვერაფერი გაუგეს... როცა პატარა ყიფიანი ჭამას მორჩა, ისევ ატირდა... ამაზე დემეტრემ თვალები გადაატრიალა და ატირებული დვალი ოთახის გარეთ გააბრძანა, "ჯერ დაწყნარდი, ბავშვს უფრო ანერვიულებ შენი წივილითო". მერე ანდრიას მოუბრუნდა და საწოლიდან ამოიყვანა.
-მამი რანაირი კაცი ხარ შენ? მთელი დღეა ტირი..._ უსაყვედურა შვილს და საწოლზე გადაწვა, ბავშვი კი მუცლით გულზე დაიწვინა... პატარა ანდრია მიყუჩდა, დემეტრემ კი ზღაპრების მოყოლა დაიწყო, თან ბავშვს თავზე ხელს უსვავდა და შიგადაშიგ შუბლზეც კოცნიდა... მერე ტელეფონი აიღო და ანას მიწერა "შემოდიო"... როცა დვალი შემოვიდა და ჩაძინებული ანდრეა დაინახა, შვებით ამოისუნთქა და ქმარ-შვილს გვერდით მიუწვა.
-მგონი მუცელი სტკიოდა._ გადაჩურჩულა დემეტრემ.
-ჭკუიდან კი ამწია და... სასიამოვნოდ დავიღალე..._ ამოთქვა დვალმა და თავი ქმრის მკლავზე მოათავსა.
-ეგ რამე ახალია?_ ჩაეცინა ყიფიანს.
-ეგ ის მომენტია, როცა იღლები, მაგრამ არ გბეზრდება და არც წუწუნებ, რადგან გსიამოვნებს...
-ასეთი ანგელოზი ქმარ-შვილის ხელში რა გაქვს საწუწუნო..._ დასცინა დემეტრემ, რაზეც მკლავში ანას მუშტი მიიღო. პატარა ანდრეა შეინძრა, რის გამოც ორივე გაშეშდა და იმის შიშით, რომ პატარა ყიფიანს არ გაეღვიძა, მგონი სუნთქვაც შეწყვიტეს... იმ ღამით სამივეს ერთად ეძინათ...
***********************
-ანდრეა, მამი მოდი აქ._ დაუძახა დემეტრემ შვილს, რომელიც ბაღიდან ახალი მოსული, ეგრევე თავის ოთახში გარბოდა, მაგრამ მამის სიტყვებზე შედგა და მისკენ თავჩაღუნული წამოვიდა.
-მასწავლებელმა დამირეკა და მითხრა, რომ თურმე გიჩხუბია._ წყნარად უთხრა ყიფიანმა და შვილი გვერდით დაისვა._ ვის ეჩხუბე მამი?
-ბექას._ ამოიბურტყუნა ანდრეამ და ზღვისფერი თვალები მამას შეანათა.
-რა დაგიშავა?
-მე არაფერი, მაგრამ ელენეს დაარტყა.
-ელენეს?_ გაკვირვებულმა წამოიძახა დემეტრემ.
-ხო, ჩემს შეყვარებულს._ ამაზე ყიფიანს გაეღიმა და თავის ბიჭს თავზე ხელი გადაუსვა.
-არ უნდა მეჩხუბა?_ ეჭვშეპარული ხმით შეეკითხა ანდრეა მამას... დემეტრემ ცოტა იყოყმანა, ფიქრობდა ამით უფრო არ ვუბიძგო ჩხუბისკენო, მაგრამ თავისი სათქმელი მაინც უთხრა.
-მისმინე ანდრეა... ქალი არის სუსტი, ამიტომ მისი დაჩაგვრა, ან ხელის დარტყმა არაკაცური საქციელია... არ გიბრაზდები, რომ სცემე... მოდი საიდუმლოდ დავტოვოთ და მე შენით ვამაყობ კიდეც..._ ბოლო სიტყვები ჩუმად ჩაჩურჩულა დემეტრემ და თავზე აკოცა.
-ახლა წადი შენს ოთახში და ითამაშე._ პატარა ყიფიანი ოთახისკენ გაიქცა, დემეტრე კი სამზარეულოში შევიდა ანასთან.
-კაცი მეზრდება._ თქვა და ამაყად გაიჯგიმა.
***********************
სახლში დაბრუნებული დემეტრე უჩვეულო სიწყნარემ გააკვირვა, ცელქი ანდრეას საშუალებით სახლი ყოველთვის ბრძოლის ველს გავდა, თუმცა ახლა ყველაფერი თავის ადგილზე იყო... თავისი ოთახის კარები შეაღო და ჩაძინებულ ანას შეავლო თვალი...დვალმა თითქოს იგრძნო ქმრის მოსვლა, თვალები გაახილა და გაუღიმა...
-ანდრეა სად არის?_ჰკითხა ყიფიანმა.
-დიტომ და სანდრომ წაიყვანეს სასეირნოდ... მე კი დრო ვიხელთე და დავიძინე_მთქნარებით უპასუხა ანამ და შიშველი ფეხები საწოლიდან გადმოყო.
-დაიღალე?_თბილი ხმით ჩაჩურჩულა დემემ და ყელში აკოცა.
-სასიამივნოდ დავიღალე._ღიმილით უპასუხა დვალმა და ყიფიანს თავისი საფირმო ფრაზა შეახსენა... დემეტრე ანას ტუჩებს წაეტანა, როცა ოთახში სიცილით ანდრეა შემოვარდა და მამამისს ამოეფარა, უკან კი ქოშინით დიტო შემოყვა...
-აქ მოდი შე მამაძაღლო, რა გიქნა..._დაემუქრა დიტო და თითი დაუქნია.
-ეს რა გყავთ ტოო... ქანცი გამძვრა..._ სანდრო შემოვიდა და დაღლილი, მუხლებს დაეყრდნო...
-მამი რატო გააბრაზე ნათლიები?_სიცილით მიუბრუნდა დემე შვილს და თვალი ჩაუკრა...
-ვიღაც გოგოებს გაეკიდნენ და..._გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა პატარა სვანმა.
-გოგოს გავეკიდებოდი აბა ბიჭს ხო არა... დავბერდი ტოოო... ცოლი მინდა..._არანაკლებ გაბრაზებული იქნევდა ხელებს დიტო.
დიტოს სახეზე კიდევ ბევრი იცინეს, ის კი ჯერ კიდევ ვერ ინელებდა გაქცეულ გოგოს...
**********
-მამააა.._მისაღებში შევარდა ანდრეა და დემეტრეს აფერისტულად გაუღიმა. ყიფიანი უკვე მიხვდა, რაც უნდოდა სვანს, თუმცა არ შეიმჩნია...
-რა გინდა ანდრეა?
-სამუშაო მჭირდება_დემეტრეს შვილის სიტყვებზე თვალები გაუფართოვდა.
-შენ? სამუშაო?_ გაკვირვებულმა იკითხა და ეჭვით აათვალიერა 19 წლის ბიჭი, რომელსაც აქამდე გოგოების კუდში დევნის მეტი არაფერი გაუკეთებია.
-ხო.. მე მჭირდება სამუშაო_მობეზრებულმა აატრიალა თვალები ბიჭმა და ისევ მამას შეხედა.
-და რამე მოხდა?
-რა უნდა მომხდარიყო?
-ანდრეა არ დამიმალო, რა ხდება?_ცოტა იყოყმანა უმცროსმა ყიფიანმა, თუმცა ბოლოს მაინც გადაწყვიტა ეთქვა.
-ერთი გოგოა რაა..
-მერე ეგ რა შუაშია?
-ფიქრობს, რომ მარტო მამაჩემის ფულებით ვცხოვრობ და მე არაფრის გაკეთება შემიძლია..._დემეტრეს გაეცინა.
-გიშოვი რამეს ჩემთან._ შეპირდა ყიფიანი და ანდრეა უკვე გასვლას აპირებდა, რომ მიაძახა:
-გიყვარს?_ბიჭი მოტრიალდა და ყურებამდეე გაიღიმა.
-ძალიან._მერე კი სახლიდან გავიდა.
-დემეტრე ანდრეა სად წავიდა?_ გაკვირვებულმა შემოაღო კარი ანამ და ქმარს შეხედა.
-რაღაც საქმეები აქვს._ დვალი გასვლას აპირებდა, როცა დემეტრე წამოეწია და წელზე ხელი მოხვია...
-სად მიიპარები ქალბატონო?_ვნებიანად ჩასჩურჩულა და დივანში ჩაეშვა, ანა კი კალთაში ჩაისვა...
-დემე საჭმელი დამეწვება გამიშვი..._გაიბრძოლა დვალმა, თუმცა ყიფიანი მის არსად გაშვებას არ აპირებდა.
-ხანდახან ისევ ისეთი საზიზღარი ხარ, როგორც ადრე..._ ამოიბუზღუნა ანამ.
-მე კი ხანდახან ვნატრობ ისევ ისეთი მიამიტი იყო..
-მე კი მახსოვს, რომ შენ ის მიამიტი გოგო არ გიყვარდა , პირიქით გინდოდა გვერდით ამაყი ქალი გყოლოდა, თუმცა როცა შენთან ვიყავი ძნელი იყო სიამაყის შენარჩუნება...
-იცი... მივხვდი, რომ მაშინაც მიყვარდი...
-მე კი მიყვარდი მაშინ, როცა არ გიყვარდი... მაშინაც როცა ჩემთან არ იყავი... ახლაც მიყვარხარ, როცა ჩემთან ხარ და არცერთ წუთს არ ვნანობ, რომ მე არ გამაჩნდა საკმარისი სიამაყე...
-სიამაყე ზედმეტია იქ, სადაც სიყვარულია..._ ჩუმად ამოთქვა ყიფიანმა და დვალის ტუჩებს ვნებიანად წაეტანა...

პ.ს ესეც დასასრულიიი... იმედია მოგეწონებათ... ძალიან მიყვარხართ და ალბათ მალე დავბრუნდები... ძალიან დიდი მადლობა ყველას



№1  offline წევრი ana-stasia

ძალია,ძალიან და კიდევ ერთხელ ზალიან მომეწონა...მიყვარს ეს ისტოირა,მართალია თავიდანა რ მოემწონა,გოგონას გამო,მაგრამ მერე შემიყვარდა...მაგარი გოგო ხარ და მალე დაბრუნი უფრო მაგარი ისტორიით... love

 


№2  offline წევრი SaLoOme

Raxan. Gvegirsa raga metqmiis ❤❤❤ dzalian kargi iyoo , sasiamoovnoo witebii da ubednieresi gimili ❤❤❤

 


№3  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

Magarii iyoo dzaliann velodebii axal tavss :*

 


№4  offline წევრი Annee

ღიმილი მომგვარა ამ დასასრულმა. ძალიან კარგია!! :*::*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent