შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უთარიღო დღეები (14)


26-04-2015, 01:24
ნანახია 4 334

დილით 6 საათიც არ იყო, რომ ავდექი და სახლში წასვლა დავაპირე. უნდა მოვწესრიგებულიყავი, თორემ მერე გოგინაშვილებთან ვიყავი წასასვლელი. ფეხსაცმელი ხემში მეკავა და ფეხშიშველი ჩავდიოდი კიბეებზე, სხვები რომ არ გამეღვიძებინა.
-სად მიიპარები? - მომესმა გაბრიელის ხმა გასასვლელთან მისულს. მისკენ შევბრუნდი, დივანზე იჯდა და ხელში ვისკის ჭიქას ატრიალებდა.
-არ მივიპარები - მივდივარ.
-რატომ? - ფეხზე წამოდგა და ჩემკენ წამოვიდა. დაღლილი ჩანდა და უძილარი.
-არ გეძინა? - დაკვირვებით შევათვალიერე მისი ნაკვთები.
-თემა გადაგაქვს?
-არა. უბრალოდ 9-ზე სამსახურში უნდა ვიყო და გამოცვლა მინდა.
-კარგი, წაგიყვან მე.
-უმჯობესი იქნება თუ გამოიძინებ, დაღლილი ჩანხარ და უძილარი.
-რა დამაძინებდა როცა გავიგე შვილი მეყოლება? - სიხარულისგან გაბრწყინებული თვალები შემომანათა და გარეთ გავიდა. უკან გავყევი. მანქანაში ჩავსხედით. ფეხსაცმელი ისევ ხელში მეკავა, რატომ არ ვიცვამდი არ ვიცოდი.
-ვფიქრობ, რომ უნდა დავილაპარაკოთ ამ თემაზე. - სიჩუმე დაარღვია.
-კერძოდ?
-ყველაფერზე, რაც ჩვენს შვილს შეეხება.
რაღაცნაირად ჟღერდა „ჩვენს“.
-კარგი, როცა გინდოდეს.
-სქესი არ იცი ჯერ? - გაღიმებულმა შეავლო ჩემს მუცელს თვალი.
-არა. არვიცი როდის მეტყვიან.
-რა მაგარია ეე. შვილი გვეყოლება, წარმოგიდგენია?! - აღფრთოვანებას ვერ მალავდა რიჟვაძე. მეღიმებოდა მის ქცევებზე, ვერც კი წარმოვიდგენდი თუ ასე კარგად მიიღებდა ჩემი ორსულობის ამბავს. რაღაც მომენტში იმისთვაც მზად ვიყავი, უფრო ადრე რომ გარგო, აბორტის გაკეთებას მომთხოვდა ან საერთოდ არ გამოჩნდებოდა. ბევრი შვრება ასე...
მაგრამ ჩემდა გასაკვირვად, ყველაფერი სხვაგვარად მოხდა. ძალიან გაუხარდა მამა რომ გახდებოდა და არც იმაზე ჰქონია პრეტენზია - მე რომ ვიქნებოდი მისი შვილის დედა.
-კი, წარმომიდგენია. - ვუპასუხე ბოლოს.
-როგორ ისვენებდი, რომ არ მეუბნებოდი ამას?! - გაბრაზება დაეტყო ხმაში.
-შენი რეაქციის მეშინოდა. - ვუპასუხე შეულამაზებლად.
-გეგონა, რომ არ ვაღიარებდი შვილად?!- ცინიკურად ჩაიცინა.
-არვიცი, შეიძლება ეგრეც მომხდარიყო. არაფრისგან ვიყავი დაზღვეული.
-არვიცი როგორი ვჩანვარ შენს თვალში, მაგრამ ვცდილობ შორს ვიყო არაკაცობისგან. - თვალი ჩამიკრა და მანქანა გააჩერა ჩემი ბინის წინ.
ფეხსაცმელი ჩავიცვი და გადმოვედი. რიჟვაძეც გადმოვიდა.
-სად მუშაობ? - მკითხა კიბეებზე ასვლისას.
-ძიძად.
-სხვის შვილზე ზრუნვას, გირჩევნია შენსას მიხედო ჯერ. - მკაცრად შემომხედა. - არაფერი მოუვიდეს ბავშვს. - გაფრთხილებასავით გაიჟღერა მისმა ხმამ.
-შეგიძლია წყნარად იყო, არ მჭირდება შენი რჩევა-დარიგებები ჩემი შვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და მერწმუნე, შენ სულაც არ გიყვარს ის ჩემზე მეტად. - ბოლო სიტყვები უფრო ეგოიზმითა და ჯიბრით გამომივიდა.
ბინის კარებთან რომ მივედით, მუცელზე დამაწყო ხელები, რამდენჯერმე აკოცა ბავშვს, მომაძახა თავს გაუფრთხილდიო და წავიდა.
ბინაში შევედი. ისე დაღლილი ვიყავი, დივანზე რომ დავენარცხე, ვეღარც ავზიდე სხეული. დივნის სახეულს დავადე თავი და მალევე ჩამეძინა.
ვერ გავუწიე ძილს წინააღმდეგობა.
არადა ვიცოდი, რომ დამაგვიანდებოდა.
ისევ იგივე სიზმარი დამესიზმრა, ჩემი შვილი რომ ბოლოს მამამისთან მიდიოდა და მტოვებდა. დაფეთებულს გამომეღვიძა, ოფლი მასხამდა და სუნთქვა მიჭირდა.
ტელეფონს ვსტაცე ხელი, 12 საათი იყო. ჯანდაბა, ჯანდაბა, ჯანდაბა! რა უპასუხისმგებლოდ მოვიქეცი, გუშინ იყო და ადრე წამოვედი, დღეს კი დავაგვიანე ისე, რომ არც კი გამიფრთხილებია მარიამი.... რომ გამომაგდონ, ხომ ვარ ღირსი?
მერე დავაკვირდი ძირს გადმოგდებულ პლედს, რომელიც სულაც არ მფარებია მე.. ეს რა... დადეშელმა გადამაფარა?! უნებურად გამეღიმა...
-რა კარგად გეძინა, რომ იცოდე. - სიცილით გამოვიდა დადეშელი სამზარეულოდან, ხელში ყავის ფინჯანი ეკავა და ურევდა. არ ველოდი მის ნახვას, მეგონა სამსახურში იქნებოდა... თან ისიც მიკვირდა, რომ არანაირი ცუდი რეაქცია არ ჰქონია ჩემ დანახვაზე.
-ხომ არ შეგშურდა? - ავყევი მეც.
-კი ვიფიქრე მეც მასთან ერთად დავიძინებ-მეთქი, მაგრამ არ დავეტიე მანდ. - მოღუშულმა გახედა დივანს, თან სიცილს ძლივს იკავებდა.
-ეგ ყავა მისწრებაა ახლა ჩემთვის. - სწრაფად გამოვსტაცე ფინჯანი და ისე მოვიყუდე, თითქოს არაყი ყოფილიყოს, უცებ რომ უნდა დამელია. მწარე იყო ნამეტანი. დავიჭყანე და ხველება ამიტყდა.
-რა არის ეს, შაქარი გენანებოდა თუ ძალიან ტკბილი ვარ და მე დავატკბობო?
-არა, არა, ჯუნააო ძალიან ტკბილი და ის დაატკბობსო.
მისი ჩახუტება რომ ვიგრძენი,მეგონა მელანდებოდა და ჰალუცინაციები მქონდა. არადა არ იყო ასე. მართლაც მეხუტებოდა ზურგიდან, ხელები მუცელზე დაეწყო , თავი კი ჩემს კისერში ჰქონდა ჩარგული.
უთარიღო დღეები და დაუვიწყარი შეგრძნებები.
ასე უნდა ერქვას ჩემს ცხოვრებას. ყველა დღეს თუ არა, რამდენიმე მომენტს მაინც.
მეგონა ვიწვოდი, გაურკვეველი არსებები დაბობღავდნენ მუცელში და მერე მთელს სხეულში ვრცელდებოდნენ. მხრებისა და ყელის ირგვლივ დააცურებდა ტუჩებს და ძალა არ მყოფნიდა რომ გავცლოდი, რომ დამესვა ამტანჯვა-წამებისთვის წერტილი, რომელიც ასე ძალიან სასიამოვნო იყო ჩემთვის. გამიცივდა მგონი ყავა, რომელიც აღარც კი მახსოვდა.
ჟრუანტელი მივლიდა, იწყებოდა თმის რერიდან და სრულდებოდა ფეხის ფრჩხილთან. მერე ყველა ერთად იკვრებოდა და გულს ეხეთქებოდა.
და მე მივხვდი, რომ დადეშელი ის იყო, ვიზეც თამამად ვიტყოდი: „მე ის მიყვარს!“
ძლიერად მეხუტებოდა ლაზარე, არ მინდოდა ამ წუთების დასრულება. მინდოდა უსასრულოდ გაგრძელებულიყო...
-დადეშელო... - ძლის ამოვილუღლუღე.
-ძალიან ტკბილი ხარ და ვერ გელევი. - ლოყაზე მაკოცა და ჩაიცინა.
-კარგი იყო, გაგვეცინა, გამიშვი ახლა. - მართლა გამეცინა მე.
-კარგი, კარგი. - ხელები ასწია მაღლა და მომშორდა.
მცხვენოდა მისთვის შეხედვის. ფინჯანი მაგიდაზე დავდგი და ოთახში გავედი. ტანსაცმელს ვიცვლიდი კარზე რომ დააკაკუნა დადეშელმა.
-რა?- გავძახე მე.
-ხო მართლა, იმ ქალს დავურეკე, აღსაზრდელის აღსაზრდელის დედას. - დახურული კარიდანაც მომესმა მისი ხარხარის ხმა. - ხოდა ვუთხარი, რომ შეუძლოდ ხარ და ვერ წახვალ დღეს. არააო პრობლემა.
სასიაომოვნოდ გაკვირვებული დავრჩი. ნამდვილად არ ველოდი ამას დადეშელის მხრიდან და მით უმეტეს მარიამიც თუ არაფერს იტყოდა. ძალიანაც კარგი!

-რაო, რა აღსაზრდელის აღსაზრდელის დედაო? - ვითომ გაბრაზებული გავიჯგიმე დადეშელის წინ მისაღებ ოთახში და წარბებაწკიპულმა შევათვალიერე.
-რაო და ისაო, რომ შენ თვითონ გასაზრდელი და აღსაზრდელი ხარ და შენ ვინ უნდა აღზარდო?! - თვალი ჩამიკრა და დივანზე გადაწვა.
-გაწი-გამოწი 6 წლით დიდი ხარ ჩემზე და ნუ აგივარდება რა თავში. - მობეზრებული გამომეტყველებით მივიჭუჭყე დივანზე. იკადრა ვაჟბატონმა და დამითბო პატარა ადგილი. რაღაც ფილმი ჰქონდა ჩართული ტელევიზორზე, ვერანაირად რომ ვერ მოვეწყვე მის მუხლებზე დავდე თავი და ტელევიზორს მივაჩერდი.
თმაზე მეფერებოდა...
და მე ვხვდებოდი, რომ ეს ის იყო, რაც მე მინდოდა...
შვილი და დადეშელი.
და მათთან ერთად ცხოვრება..
მე და დადეშელი.
ჩვენ და ბარბარე, ან სხვა, რა მნიშვნელობა აქვს?!
მთავარია, რომ ის, მე და ბავშვი...
ჩვენ სამნი ერთად...

________________
რა ძალიან გამახარეთ წინა თავის კომენტარებიიით.
მოკლედ, გადაწყვეტილი მაქვს ვისთან დარჩება ჯუნდა და იმედი მაქვს, რომ ისე თუ არ იყო, როგორც თქვენ გინდათ, არ შეწყვეტთ ამ ისტორიის კითხვას. ნუ, თქვენი საქმეა ეგ, მაგრამ მაინც.
ამ თავში რა ვიბოდიალე მეც არ ვიცი, ეს უფრო მოვალეობის მოხდის მიზნით დაწერილი იყო, თორე სულაც არ ვიყავი ამის ხასიათზე. ერთი დამპალი ბავშვი მიმწარებდა ცხოვრებას (ჰო, შენ, თაკო). :ბოროტისმაილი:
ძალიან უყვარხართ ჭორფლიან გოგონას და აიტანეთ ხოლმე ხანდახან დაგვიანება და უაზრო თავები.



№1  offline წევრი Mkitxveli

ჰოო,კარგი იქნება ბოლოს და ბოლოს თუ გაერკვევა გრძნობებში..
მომწონს ეს ისტორია :*

 


№2  offline წევრი Unnamed

Au me gabrieli mindaaa :( :( :( :D :D :D nu lazarec araa cudi bichi magram ratomgac gabrieli minda :D tumca shen rogorc gadawyvet isaa am shemtxvevashi mtavari da ara is me ra an vin minda :D :D :D

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent