შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღმერთმა შენი თავი მაჩუქა (თავი 5)


26-04-2015, 01:47
ავტორი niniko oo
ნანახია 1 812

ავტორი(ანუ მე) :
გავიდა ორი კვირა, რუსა კი არ იღვიძებდა. მისი მდგომარეობა უიმედო იყო. გეგა კი წამით არ ტოვებდა საავდმყოფოს იმის იმედით რომ რუსა გაიღვიძებდა. რამდენჯერ უნატრია კიდევ ერთხელ დაენახა მისი ღიმილი, რომელიც გულს უთბობდა, რამდენჯერ უნატრია მის ადგილზე ყოფნას, ოღონდ რუსა კარგად ყოფილიყო. ამ ორი კვირის განმავლობაში კი რაღაც მოხდა…
როგორც კი რუსას ამბავი მისმა ოჯახმა გაიგო სასწრაფოდ მიატოვეს ყველაფერი და საქართველოში გამოფრინდნენ, მაგრამ თვითმფრინავი ჩამოვარდა და ყველა მგზავრი დაიღუპა. ხშირად უფიქრია გეგას როგორ ეტყოდა რუსას ამ ამბავს.
იყო ერთი ჩვეულებრივი უიმედო დღე. გეგა ისევ არ შორდებოდა საავადმყოფოს, მაგრამ პალატაში არ უშვებდნენ და შუშიდან ელოდა პატარა რამეს, უმნიშვნელოს მაგრამ დამაიმედებელს.
რუსას ნაამბობი:
საშინლად მტკიოდა, ყველაფერს ვგრძნობდი და მესმოდა, მაგრამ თვალებს ვერ ვახელდი და ვერ ვლაპარაკობდი. სრული სიბნელე იყო. ვერაფერს ვხედავდი. იმდენი ხანი ვიყავი ასე მეგონა საუკუნე გავიდა, მაგრამ ერთხელაც მაქსიმალურად მოვკრიბე თვალები და გამოვიდა. სიბნელე აღარ იყო, ისევ ვხედავდი, მეგონა მოვკვდი.
-მოვკვდი? (ვკითხე მისუსტებული ხმით და ამ ადგილის თვალიერება დავიწყე)
უეცრად ფანჯრიდან გეგა დავინახე, რომელიც სიხარულისგან ხტუნაობდა, ამ დროს კი ვიღაც მომიახლოვდა.
-როგორც ჩანს ზემოთ ვიღაცას ძალიან მაგრად უყვარხართ ქალბატონო რუსა, იმედი თითქმის დაკარგული გვქონდა, იცით იმ ახალგაზრას უნდა შემოსვლა და…
-არ შემოუშვათ(სიტყვა გავაწყვეტინე და მტკიცე ხმით ვთქვი, რადგან იმ ამბის შემდეგ არ შემეძლო გეგასთვის თვალი თვალში გამეყარა)
-როგორც გნებავთ(დაიბნა ექიმი)
-რამდენი ხანია ასე ვარ? (მე)
-ორი კვირაა(ექიმი)
-ანუ ჩემი ოჯახი ჩამოვიდა უკვე? სად არიან? (უცებ გავმხიარულდი)
-იცით ისინი აქ არ არიან(თქვა ექიმმა და თავი ჩახარა)
-აბა სად არიან? (მე)
-იცით ისინი… (სიტყვა ვეღარ დაამთავრა ექიმმა)
-რა ისინი? მითხარით სანამ გავგიჟდი(ხმა გამებზარა)
-ისინი გარდაიცვალნენ(ცოტა ხნის პაუზის შემდეგ ამოიჩურჩულა ექიმმა)
ამ სიტყვების გაგონებაზე ერთიანად გავიყინე, ერთ ადგილს მივაშტერდი. სულ ის სიტყვები მიტრიალებდა თავში. ვერაფერს ვეღარ ვგრძნონდი… ვერც ტკივილს,ვერც სიყვარულს, ვერც დარდს, თითქოს ვიღაცამ გული ამომგლიჯა
-კარგად ხართ? (ექიმი)
-გადი(მე)
-რუსა… (ექიმი)
-გადიიიიი (ვიღრიალე)
ექიმმა ჩუმად დატოვა პალატა. მე კი არც ერთი ცრემლი არ ჩამომვარდნია, მინდოდა მეტირა, რადგან ეს უარესი იყო. უცებ სრულიად უგრძნობი გავხდი. არანაირი ემოცია, მხოლოდ სიცარიელე… აი რას ვგრძნობდი ახლა, სიცარიელეს. ჩემში ყველა ემოცია წამში გაქრა, გაუჩინარდა…
საავდმყოფოდან ერთ კვირაში გამომწერეს, არავის ველაპარაკებოდი ნუკის გარდა, ისიც ხშირად ვერ იცლიდა ჩემთვის სკოლის და გამოცდების გამო. მე კი ახლა სკოლაზე ფიქრი ნამდვილად არ შემეძლო. ყველა საყვარელი ადამიანი დავკარგე: დედა, მამა, ანო, გეგა… დამრჩა მხოლოდ ნუკი და მისი დაკარგვის შიში.
ფილმს ვუყურებდი როცა ვიღაცამ კარი ბრახუნით ჩამოიღო, გავაღე და გაბრაზებული გეგა შემრჩა.
-რუსა ამიხსნი რა ხდება? (გეგა)
-რა ხდება? (ვითომ ვერ მივხვდი)
-რა არ ხდება ეგ იკითხე. ამდენი ხანია ხმას აღარ მცემ, ზარებს და მესიჯებს არ პასუხობ(ძარღვები დაეჭიმა გეგას)
-გეგა მსიმისნე, არ მინდა ტკივილი მოგაყენო, მაგრამ სხვანაირად არ გამოდის. მოკლედ ჩვენს შორის ყველაფერი დამთავრდა(მშვიდი ხმით ვთქვი)
გეგა ჯერ თვალებში მიყურებდა, შემდეგ კი წავიდა… სამუდამოდ წავიდა… მიყვარდა, სიცოცხლეზე მეტად მიყვარდა, მაგრამ მასთან ყოფნა არ შემეძლო, მიკვირდა როგორ ვუყურებდი თვალებში და სირცხვილისგან არ ვიწვოდი. ახლა ყველაზე მეტად ვინატრე სიკვდილი, როც მივხვდი რომ დავკარგე, სამუდამოდ დავკარგე. საწოლზე დავეხეთქე და ავტირდი, ამ დროის განმავლობაში პირველად ვიტირე. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ბიჭის გამო ვიტირებდი, მაგრამ ფაქტი სახეზეა. ნამტირალევს მალევე ჩამეძინა.
გეგას ნაამბობი:
როცა გავიგე რუსას სიტყვები, სამყარომ არსებობა შეწყვიტა. თითქოს გაქრა ყველაფერი. ცოტა ხანს ვუყურებდი თვალებში, იმ იმედით რომ დავინახავდი, რაიმე ემოციას, მაგრამ სულ ტყუილად და როცა იმედი სულ დავკარგე წამოვედი. არანაირი ემოცია მის სახეზე, არანაირი სევდა თუნდაც სიხარული, ვერ ვპოულობდი დაშორების მიზეზს. მილიონი კითხვა მქონდა, მაგრამ ვიცოდი პასუებს ვერ მივიღებდი და ეს მკლავდა, მანადგურებდა.
სადარბაზოდან გამოვდიოდი როცა სანდროს შევეჩეხე. "ოღონდ ეხლა არა რა" გავიფიქრე და გზა გავაგრძელე.
-შენთვის გამარჯობა არ უსწავლებიათ? (სანდრო)
დავაიგნორე მისი ნათქვამი და გავლა დავაპირე მაგრამ მისმა სიტყვებმა გამაჩერა.
-ისე ძალიან გემრიელი გოგო გყოლია (გესლიანად ჩაილაპარაკა)
ამის გაგონებაზე გადამეკეტა, აზროვნების უნარი დავკარგე, ელვის სისწრაფით შემოვბრუნდი და ორივე ხელით სანდროს მაისურს ჩავაფრინდი
-რა თქვიიი? გაიმეორე(მე)
-რაც გაიგე, დიდი სიამოვნებით გავსინჯავდი კიდევ ერთხელ გავსინჯავდი დიდი სიამოვნებით თან არა მგონია წინააღმდეგი იყოს. არაფერი მითქვამს, სახეში ვუთავაზე და სწრაფად მოვწყდი ადგილს.
ახლა ყველაფერი გასაგებია. აი თურმე რატომ დამშორდა რუსა. აღარ ვუყვარვარ კარგი, მაგრამ რატომ ისს? რატომ სანდრო? ახლა ერთი მიზანი მქონდა ნებისმიერი ხერხით რუსა უნდა დამევიწყებინა და ამის განხორციელება ამ წამსვე დავიწყე. ნაცნობ ბარს მივაშურე და ტკივილის სასმელით მოკვლა ვცადე. საკმაოდ ბევრი დავლიე, ბოლოს მახსოვს ვიღაცას ვეცეკვებოდი, შემდეგ კი მე და სამყარომ კავშირი გავწყვიტეთ. დილით თვალი, რომ გავახილე გარემო არ მეცნო და როდესაც ჩემს გვერდით უცხო გოგოს ეძინა ყველაფერს მივხვდი. სასწრაფოდ ავდექი და ჩავიცვი, სახლიდან ჩუმად წამოვედი და ნაცნობ ბარიგას მივადექი. საკმაოდ ბევრი გავიკეთე და ტკივილიც შემსუბუქდა, ცოტა ხნით, მაგრამ მაინც ვიგრძენი შვება.
ასე გრძელდებოდა ყოველ დღე.
რუსას ნაამბობი:
დღეს ნუკი ამოვიდა ჩემთან და როგორც ყოველთვის ხალხზე ახალი ამბები მომიყვა.
-გოგო ის გაიგე გეგა სანიკიძეს რა დამართნია? (ნუკი)
-რა? (შეშინებულმა ვკითხე)
-ყოველ დღე მთვრალია ან კაიფში, ხან ვის აუტეხავს შარს ხან ვის და ასეა სულ.
ნუთუ ჩემ გამო ჩავარდა ასეთ დღეში? არა, ჩემ გამო ვერ მივცემ უფლებას თავი დაიღუპოს. ნუკი სახლში გავისტუმრე და გეგას სახლის გზას დავადექი.
კარი წვერგაუპარსავმა, აბურძგნულ თმიანმა და თვალებჩაშავებულმა გეგამ გააღო, მის ასეთ დანახვაზე გული შემეკუმშა
-გეგა, მე არ მინდა რომ ჩემ გამო ასეთ მდგომარეობაში იყო… (დავიწყე მაგრამ გამაწყვეტინა)
-გიყვარს? (სევდიანად მკითხა)
-ვინ? (დავიბენი რადგან ვერ მივხვდი ვინ იგულისხმა)
-სანდრო გიყვარს? (ბრაზი შეეპარა გეგას ხმაში)
-რა სისულელეა, საიდან მოიტანე? (გაკვირვებულმა მკითხა)
-და სანდრომ მითხრა რომ ს**** გქონდათ, მომატყუა? (იმედიანი თვალები შემომანათა)
-გეგა იციი… მან, მე, ჩემზე(ენა დამება)
-თქვიიიი!!!! (იყვირა მოთმინება დაკარგულმა)
-მან ჩემზე ძალა იხმარა (ამოვიჩურჩულე და ცრემლები წამომივიდა)
-რა ქნა მაგ ა******? ჩემი ხელით მოვკლავ(იღრიალა ბოლო ხმაზე და სახლიდან გავარდა)
ახლა რა მოხდება? არა, გეგა ჩემ გამო მკვლელი ვერ გახდება, ეს, ეს უბრალოდ დაუშვებელია. ველოდებოდი, 3 საათი ველოდებოდი გეგას გამოჩენას ან რაიმე დამაიმედებელს, მაგრამ არაფერი იყო.
გეგას ნაამბობი:
ახლა მხოლოდ ერთ რამეს ვგრძნობდი: სანდროს მოკვლის სურვილს. აქამდე ჯერ კიდევ ვინდობდი, მაგრამ მისმა საქციელმა. მთელი 5 წელი გადაფარა. ვგრძნობდი როგორ ისადგურებდა ზიზღი ყველა უჯრედში. სანდროს ვეძებდი, მაგრამ ვერ ვპოულობდი, ბოლოს გავიგე რომ დაუჭერიათ ეგ ნა*******. მინდოდა მკვდარი მენახა მაგრამ ამითაც დავკმაყოფილდი. ახლაღა ვნახე ტელეფონი და 78 გამოტოვებული ზარი რუსასგან. მასთან სახლში ავედი, კარი ნამტირალევმა რუსამ გამიღო.
რუსას ნაამბობი:
როდესაც დავინახე რომ გეგა კარგად იყოო სიხარულისგან ხმამაღლა შევკივლე და ძალიან მაგრად ჩავეხუტე მანაც არ დააყოვნა და თავისი დიდი ხელები წელზე მომხვია.
-არ იცი როგორ ვინერვიულე(მე)
-რა განერვიულებდა? (გეგა)
-მეღადავები? (ვკითხე გაკვირვებულმა)
-რატომ უნდა ნერვიულობდე ადამიამზე რომლის მიმართაც არაფერს გრძნობ(გეგა)
-მართლა ვერ ხვდები რატო დაგშორდი? (მე)
-ახლა უკვე კი (გეგა)
-აბა რაღას სულელობ? (მე)
-არ გითქვამს(გეგა)
-რა არ მითქვამს? (მე)
-რომ გიყვარვარ (გეგა)
-სიცოცხლეზე მეტად, მაგრამ წარსულს ვერ შევცვლით, რაც მოხდა იმის გამო ჩვენ ერთად ვერ ვიქნებით (სევდიანად ამოვილაპარაკე) -რუსა მისმინე, მე შენ ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარხარ და მაგ ფაქტს და საერთოდ სანდროს არ მივცემ ჩვენი დაშორების უფლებას, თანაც ის რაც მოხდა შენი სურვილით არ მომხდარა რაც ყველაფერს ცვლის (გეგა)
-ანუ? (მე)
-ანუ მე შენ მიყვარხარ და დაშორების უფლებას არ მოგცემ(თქვა და ჩემს ბაგეებს დაეწაფა)
-მიყვარხარ გეგა სანიკიძე(ვთქვი ცოტა ხნის პაუზის შემდეგ)
-ჩემი სიცოცხლე ხარ რუსა აბაშიძე(თქვა და ისე ჩამეხუტა გავიჭლიტე)
-გავიჭყლიტე გამიშვი რაა(მე)
-კაი ხო, აუ მშია, რა გაქ საჭმელი? (გეგა)
-ჰმმ… მოიცა დავფიქრდე, არაფერი, არაფერი და არაფერი, აირჩიე რომელი გინდა? (სიცილით ვუთხარი)
-აუ მაშინ მოამზადე რამე (გეგა)
-ოო მანდ პრობლემა მაქ, მეზარება(მე)
-კარგი, წამოდი გაჩვენო მასტერ კლასი(სიცილით თქვა გეგამ და სამზარეულოსკენ წავიდა)
-რას შემომთავაზებთ ბატონო გეგა? იმედია მაშინდელივით ყველა კვერცხს არ დამიმტვრევ(სიცილით ვთქვი)
-დღეს შემოგთავაზებთ ჩემს საფირმო კერძს მაკარონს(გეგა)
-და მაკარონის გარდა არაფრის შემოთავაზება შეგიძლიათ? (მე)
-ახლა სულ ისე დარჩები, ამასაც ძლივს ვაკეთებ(გეგა)
-კარგი ჰო, ჩუმად ვარ (მე)
გეგამ საჭმლის გაკეთება დაიწყო, მე კი ვუყურებდი და გული სითბოთი მევსებოდა, ვგრძნობდი რომ ისევ ცოცხალი ვარ და ისევ ვსუნთქავ.
გეგამ მართლაც უგემრიელესი მაკარონი მოამზადა და ორივე სუფრას მივუსხედით. არც ერთი ვიღებდით ხმას და ბოლოს სიჩუმე გეგამ დაარღვია:
-სკოლაში დაბრუნებაზე არ ფიქრობ? ახლა ძალიან რთული პერიოდია გამოცდები ახლოვდება(გეგა)
-დავბრუნდები ოღონდ ერთი პირობით(მე)
-ყურადღებით გისმენ(თქვა და კითხვის ნიშნებით სავსე თვალები მომაპყრო)
-წამალს და სასმელს უნდა შეეშვა (მკაცრი ტონით ვუთხარი და მის პასუხს დაველოდე)
-ყველანაირად შევეცდები ქალბატონო(სიცილით მითხრა)
-გეგა მე არ მეცინება(მე)
-კარგი, რადგან შენსას არ იშლი, შენს სიცოცხლეს ვფიცავარ წამალს თავს დავანაბებ აი სასმელს კი ხშირად აღარ დავლევ, ასე გაწყობს? (ხმა დაუსერიოზულდა გეგას)
-აჰამ (კმაყოფილმა დავუქნიე თავი)
-ჩემი პატარა(თქვა და ჩამეხუტა)
როგორ მინდა სულ ასე ვიყოთ. არ არსებობდეს არანაირი ტკივილი და პრობლემა და მუდამ ისეთი ბედნიერი ვიყო როგორც ახლა ვარ.

ყველას სიყვარულს თავისი სახელი ქვია, ჩემს სიყვარულს გეგა ქვია. დიახ, ჩემია და არასდროს გავუშვებ.

აბაა როგორია? მომეცით შენიშვნები რათა უკეთესობისკენ შევცვალო მოთხრობა. გთხოვთ ყველამ შეაფასოთ. მაინტერესებს დადებითი და უარყოფითი აზრიც.



№1  offline წევრი T.G

ძალიან მომეწონა კარგია <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent