ფულზე ღირებული 17 თავი (დასასრული)
დიდი წითელი წამწამები ლამაზად ახლართულან ერთმანეთში.აუთამაშდა ეკოს ქუთუთოები. სუნთქვა შეეკრა ყველას... -კარგი ეკო ახლა ძალიან ფრთხილად გაახილე თვალები-გიორგი. მთელ ტანში გააჟრიალა ეკოს,ღრმად ჩაისუნთქა და ძალიან ნელა დაიწყო თვალების გახელა.ეშინოდა,ძალიან ეშინოდა. რაღაც საოცარი სანახავი იყო თუ როგორ შორდებოდნენ დიდი,გრძელი და ხშირი წითელი წამწამები,რომლებიც მზის სხივებს მოგაგონებდათ. ძალიან ნელ-ნელა შორდებოდნენ ისინი ერთმანეთს და...და ელოდნენ მზის გამოჩენას. რამოდენიმე წამიც და აი გამოჩნდა ორი ულამაზესი მზის რგოლი, ისეთი ლამაზი იყო მისი ცისფერი და მწვანე თვალები წითელ მზის სხივებში... რამოდენიმეჯერ ააფახუნა ეკომ წამწამები და გაიტრუნა. როგორც კი გაახილა თვალები მაშინვე დაინახა მის წინ არსებული სილუეტი. კარგად ვერ ხედავდა,მაგრამ მაინც ხომ ხედავდა ამ სილუეტს? მაშინვე მიხვდა მის ვინაობას. მაშინვე ჩამოუგორდა სახეზე ცრემლი,როგორც კი დაინახა მის წინ მდგომი დათო და პატარა გაბრიელი. საყვარელ მამაკაცს მაშინვე თვალებში ჩახედა და... და ორივეს გულმა გამოტოვა რამოდენიმე დარტყმა. მაშინვე წავიდა ეკოსაკენ დათო და ცრმელიანი თვალებით შეხედა მას. გაბრიელი გაუწოდა და გვერდით მიუჯდა. ხელის კანკალით გამოართვა პატარა და გულზე მიიკრა. იგრძნო როგორ გააკანკალა მთელ ტანში, როგორ დაუარა ერთდროულად სიცივემა და სიცხემ. სახე მისკენ დაწია და ღრმად შეისუნთქა შვილის სანატრელი სურნელი. მაშინვე სულ სხვა გვარად მოელამუნა გაბოს სურნელი მის ფილტვებს. -გაბრიელ,ჩემო ბიჭო, გხედავ დე...-დაიჩურჩულა ეკომ და პატარა გაბრიელს ლოყაზე დედის ცრემლი დაეწვეთა, საყვარლად მოჭმუხნა სახე და ხელები ერთურთს შემოჰკრა. ეკოს ნათქვამი სიტყვები და ფუნქციონირება აღდგენილი ფილტვები და გულები... სანდროს მთლად დაცვარული მხარი თინანოს მიერ და საყვარელ ცოლ-შვილს შემყურე დათო. ჩუმად მტირალი ლია და უბედნიერესი გულები დაყურებდა თავის პატარას ეკო და გრძნობდა უდიდეს ბედნიერებას. ამაყი იყო იმით რომ ეს ანგელოზი სწორედ მან მოავლინა ქვეყნიერებას, რომ სწორედ მას ეწოდება გაბრიელი დედა. უბედნიერესია იმით რომ ახლა მთელი სიცოცხლე შეძლებს მის პატარას უყუროს. გაბრიელის პაწუკა ხელი თავის ნატიფ თითებზე ჩამოდოდო და სახისაკენ მიიზიდა. ფრთხილად შეახო ათრთოლებული ტუჩები და მთელ სხეულში გააკანკალა.სასიამოვნო შეგრძნებისაგან თვალები მიელულა და იგრძნო რომ კვლავ გაცოცხლდა. -დათ...დათ ნახე რა ლამაზია...-ამოიჩურჩულა აღტაცებით ეკომ და ცრემლით სავსე თვალები მიანათა მათ შემყურე დათოს. -ხო ჩემო პრინცესა, დედას გავს-ეკოსკენ მიიწია დათო და შუბლზე ეამბორა. -ჩემო ეკუნა...-მისკენ წავიდნენ სანდრო და თინანო და სახე დაუკოცნეს- ჩემო ეკო ნეტავ იცოდე რა ბედნიერი ვარ რომ,რომ შენ ისევ ხედავ ჩემო ლამაზო-ხელზე აკოცა სანდრომ. -ჩემო სანდრო, ჩემო იმედო...-თავისი ნატიფი თითები გადაუსვა სანდროს ხელს. -ჩემო ხუჭუჭა...-მოეფერა თინანოს შავ ხუჭუჭებზე. უცებ გაახსენდა ეკოს ლია და დაფეთებულმა დაიწყო თავის აქეთ-იქეთ ტრიალი. -ლია სადაა?-იკითხა ეკომ და ისევ სიჩუმე ჩამოვარდა. იქ მყოფებმა ერთმანეთს გადახედეს. -ეკო მოდი თინანო გაბრიელს გაასეირნებს კარგი?-სანდრო. ცოტა დაიბნა ეკო,მაგრამ გაბრიელი თინანოს გაუწოდა და შეშინებულმა გააყოლა მათ თვალი. ბიჭები საწოლზე ჩამოსხდნენ და ეკოს ხელები საკუთარ ხელებში მოიქციეს. -სან, დათ... რა ხდება?-ნერვიულობა დაეტყო ხმაში ეკოს. -ჩემო პატარა მისმინე,რასაც ახლა ნახავ და გაიგებ ვიცი შენთვის რთული გადასატანი იქნება,მაგრამ შენ პატივი უნდა სცე მის გადაწყვეტილებას-ხელზე აკოცა სანდრომ. -ჩვენც ყველაფერი ოპერაციის შემდეგ გავიგეთ თორემ ხომ იცი ამის საშუალებას არ მივცემდით,მაგრამ ახლა უკვე აღარაფერი ეშელება, მან ასე გადაწყვიტა-შუბლზე ეამბორა დათო მეუღლეს. -ნუ მაშინებთ რა...-საწყალი თვალებით შეხედა ძმებს -ხომ კარგადაა ლია?-შესტირა ეკომ. სანდრო საწოლიდან წამოდგა და საწოლებს შორის ჩამოფარებული ფარდა ფრთხილად გადაწია. ეკოს მზერა შეეყინა ნაცნობი სახე, ნაცნობი თმა და სხეული რომ დაინახა. ქალის ცრემლიან თვალებს რომ წააწყდა გული ამოვარდნას ქონდა. ის ლამაზი ცისფერი თვალები ახლა ერთ ადგილას შეყინვოდნენ და უმისამართოთ იყურებოდნენ. როგორ ნატრულობდა რომ ლია კვლავ მისულიყო მასთან,რომ ეკოს ეთქვა გაპატიეო,რომ ახალ შანსს აძლევდა ახლა კი, ახლა ეკოს გვერდითა საწოლზე წევს და ამ წამიდან იწყებს ახალ სიცოცხლეს სინათლის გაარეშე. გული ეკუმშებოდა ეკოს.მისი სახე მთლიანად ცრემლმა მოიცვა, გაქვავდა, სული გაეყინა.ხელის კანკალით გადაიძრო ზეწარი და ფეხები ქვემოთ გადმოდგა. ცივ იატაკზე ფეხის შეხებამ საბოლოოდ დაარწმუნა რომ ეს სიმწარე რეალობა იყო. ფეხზე მყარად წამოდგა წელში გაიმართა და ქუთუთოები მაგრად დააჭირა ერთმანეთს.ისევ ჩამოეკიდნენ იმ წითელ წამწამებს ეკოს ცრემლები. ერთი ნაბიჯი გადადგა და უკვე ლიას საწოლთან იდგა. ნაპირზე ჩამოჯდა და კიდევ ერთხელ შეხედა მომტირალ ლიას. უყურებდა დათო როგორ ტკიოდა მის საყვარელ ქალს და მასაც ასმაგად ტკიოდა,მხარზე ხელის შეხებამ გამოაფხიზლა და არა უკეთეს მდგომარეობაში მყოფ ძმის ცრემლიან თვალებს გადააწყდა,რომელმაც თავით ანიშნა რომ უნდა გასულიყვნენ. დათომ ერთი გახედა ეკოს და მერე სანდროს გაყვა. პალატაში ორი მზექალი დარჩა,ორი მოტირალი მზე და ორი გამალებით მფეთქავი გული და... და გაუსაძლისი სიჩუმე!... -როცა მამას ვეკითხებოდი თუ სად იყო დედა,ის ყოველთის მპასუხობდა,რომ დედა ავად იყო და წავიდა რათა გამოჯანმრთელებულიყო, მაშინ როდესაც ვხდავდი როგორ ეხვეოდნენ სხვა ბავშვებს დედები მე ყოველთვის მამას ვეხვეოდი და ის ყურში მეჩურჩულებოდა-დედიკო მალე მოვა და სულ შენთან იქნებაო.მამა ყოველთვის იყო ერთი, ყოველ მშობელთა კრებაზედ მხოლოდ ჩემთან იყო მამა, ყოველ ზეიმზე მამა მედგა გვერდით და სანამ სხვა დედები თავიანთ შვილებს პრანჭავდნენ მე მამა თმას მვარცხნიდა და ლამაზად მიწნავდა, ყოველ ზეიმზე საგულდაგულოდ გადანახულ წითელ კაბას მაცმევდა... მეც ყოველთვის იმედით დავცქეროდი მას,რომ მომავალ ზეიმზე დედა ჩემთან იქნებოდა და ლამაზ კაბასაც მომიტანდა,მაგრამ მერე... მერე მივხვდი რომ დედა ძალიან იგვიანებდა. მაშინ ვთქვი რომ დედას ალბათ იმიტომ არ მოდიოდა რომ არ ქონდა კაბის საყიდვლად ფული,მახსოვს იმ ღამით დაწოლისას ღმერთს ვუთხარი რომ არ მინდოდა ახალი კაბა დედიკო მინდოდა რომ მოსულიყო და მერე ველოდებოდი უბრალოდ დედას,მაგრამ... ყოველ საღამოს პურს სამ ადამიანზე ვიზოგავდი, მჯეროდა რომ მოვიდოდა და მე მინდოდა რომ მისთვის დამეხვედრებინა ჩვენი ერთადერთი საკვები.იქამდე მჯეროდა რომ დაბრუნდებოდა სანამ სკოლაში არ დამიწყეს დაცინვა,რომ მე დედამ მიმატოვა. მაშინ არ მესმოდა ეს რას ნიშნავდა,მაგრამ დრო რომ გადიოდა და დედა არსად ჩანდა მაშინ მივხვდი მიტოვების მნიშვნელობას.მერე აღარ ველოდი. აღარც პურს ვუზოგავდი და აღარც ვცდილობდი ღამ-ღამობით მამასთან ვიწროდ დავწოლილიყავი,რათა დედა თუ მოვიდოდა ღამით ისიც კარგად დატეულიყო. მერე მე მყავდა მხოლოდ მამა. მამა რომელიც არასდროს მაკლებდა სიყვარულსა და სითბოს. გვიჭირდა, უკიდურესად და უკიდეგანოდ. ისევე როგორც ყოველთვის. მე დედას აღარც კი ველოდებოდი, მაგრამ მე მას ყოველ ღამით ვპატიობდი ყოველ დღეს,რომელსაც ჩემთან არ დაბრუნებულა. მერე? მერე მამამ დამტოვა. არა... არ დამტოვა , ის აქაა სულ ჩემთან, მე უბრალოდ ვერ ვხედავ მას,მაგრამ მე ვგრძნობ. იმ ყველაზე დიდი ტკივილების მერე ვიგემე რა არის ძმა, რა არის თბილი სახლი, სიყვარული,სითბო, ვიპოვე ჩემი სული... ვიპოვე და... და მე ვიყავი ძალიან ბედნიერი... მერე გავიგე რომ სულ რამოდენიმე თვეში მე გავხდებოდი დედა. ჩამდე წვდებოდა ჩემი სიხარული და იდევ ცის იქეთამდე. ყოველ ღამით ვეფერებოდი ჩემ მზარდ მუცელს და უკვე სიცოცხლეზე მეტად მიყვარდა ჩემში მცხოვრები არდება, მაშინ უფრო გამიჭირდა დედაჩემი გაგება, მისი გამართლება... მაგრამ მაინც რ ვტყდებოდი, ვფიქრობდი რომ მაინც ქონდა რაღაც მიზეზი,მაგრამ როცა ჩემმა პატარამ პირველად მომარტყა კიდური მაშინ საბოლოოდ გავამტყუვნე დედაჩემი და მივხვდი რომ მის საქციელს გამართება არ ქონდა მაგრამ მერე როდესაც ის ვნახე ჩემი კარის ზღურბლზე... მაშინ გავქვავდი. არ ვაპატიე და უარი ვუთხარი,მაგრამ როგორც კი წავიდა ვიგრძენი უდიდესი ტკივილი,მაგრამ მაინც არ შემეძლო რომ მიმეღო ის. დრო გადიოდა და ჩემებთან საუბრის, მამას დარიგების შემდეგ გადავწყვიტე რომ როგორც კი კვალვ გამოჩნდებოდა მაშინვე ჩამეკრა გულში ძლიერად. ველოდე ,მაგრამ აღარ გამოჩნდა,მეტკინა ძალიან მეტკინა. მერე მოხდა ეს ყველაფერი. უდიდესი ბედნიერების ჟამს მე უდიდესი ტკივილიც განვიცადე.ჩემი პატარა დაიბადა,მაგრამ მე ის ვერ ვიხილე. მიჭირდა ძალიან მიჭირდა,მაგრამ მაშინ იმ დღეებში მივხვდი რომ დედაჩემიც როგორი ცუდიც არ უნდა ყოფილიყო, რატომაც არ უნდა მივეტოვებინე,მაინც ექნებოდა ეს საშინელი ტკივილი,შვილის ვერ ნახვა რასაც ქვია. შვილის ყოველი ნაკვთი შესწავლილი მქონდა ხელებით,მაგრამ მე მისი ხილვა მინდოდა, მინდოდა მეყურებინა მისი პირველი ნაბიჯებისათვის,როგორ დაჭმუხნიდა სახეს ,როდესაც მას პირველად გავასინჯებდით ლიმონს, როგორ წავიდოდა სკოლაში, მერე როგორ დავაჟკაცდებოდა და მე უბრალოდ მინდოდა მეყურებინა მისთვის სანამ ცოცხლაი ვიქნებოდი და მერე იქიდან,ზემოდანაც სულ სულ მეყურებინა,მაგრამ ბოლოს თითქოს დავმორჩილდი ბედს და როდესაც ამას მივხვდი მაშინ გამოჩნდა ღვთისნიერი ადამიანი,რომელმაც გადაწყვიტა რომ მისი მხედველობა ჩემთის დაეთომ.როდესაც მას პირველად გავესაუბრე მთელ ტანში ჟრუანტელმა დამიარა, როდესაც მითხრა რომ ის შვილს ცუდად მოექცა და შვილი არ პატიობდა ჩემი თავი წარმომიდგა მის ადგილას და ვინატრე რომ დედაჩემი ყოფილიყო რათა წამოვმხტარიყავი სკამიდან და მაგრად მომეხვია მისთვის ხელები. ოპერაციის შემდეგ ისე ვსაუბრობდი მასთან რომ გული სულ მეუბნებოდა რომ სულ ვეძებდი მას და მიხაროდა რომ ვიპოვე. მეშინოდა ამ დღის რადგან არ მინდოდა მისი მსხვერპლი ფუჭი აღმომჩდარიყო. მე ისე დავუახლოვდი მას, მისგან ვიგრძენი დედობრივი სითბო,რომელიც არასდროს განმეცადა და მივხვდი რომ ეს ადამიანი არასდროს არ უნდა დამეკარგა რომ ის ჩემთვის ძალიან ძვრიფასი იყო და აი დღე მე გავახლე თვალი და დავინახე ჩემთვის მონატრებული სილუეტი როგორ იწვა ჩემ გვერდით, ის ცისფერი თვალები სულ სიზმრად რომ მიდგას თვალწინ ერთ ადგილს ჩემ გამო როგორ შეყინვიან და უბრალოდ...უბრალოდ მინდა გითხრა რომ შენ საპატიებელი არაფერი გაქვს, მე შენ გელოდი და აი მოხვედი, შენ მაინც მოხვედი და მეტიც. შენ ის გააკეთე რაც ამდენი წლის უშენობის საზღაურზე უამრავჯელ მეტია, შენ მზე დაიბნელე ჩემთის, შენ მე ის შანსი მომეცი რაც შენც არ გქონდა. ახლა შენ წინ ვზივარ და მინდა გითხრა რომ სულ ჩემთან მინდა მყავდე ეს რომ არ გაგეკეთებინა გაბრიელის თავ გეფიცები მაინც გიპოვიდი და სამუდამოდ ჩემთან დაგიგულებდი. არ აქვს მნიშვნელობა სად იყავი ამდენი წელი,მთავარი ისაა რომ ახალ სულ ჩემთან იყო. მე მეჭირება ის სანთელი რომელიც შენ ჩემ გამო დაბნელებულ სამუდამო გზას გაგინათებს. დე...-მთელ ტანში გააჟრჟოლა პირველად წარმოთქმულმა "დე"-მ - დე სულ ჩემთან იყავი... აღარ დამტოვო-დაიჩურჩულა ეკომ და ქალს მაგრად მოხვია ხელები. ტიროდნენ ორივე ,მაგრამ ახლა სიხარულით, ბევრი ვერ აპატიებდა,მაგრამ ეკო ხომ ანგელოზია?! ანგელოზები კი... ანგელოზები ყველაზე კეთილები არიან ანგელოზები უფლის მსახურები არიან და ეკო ანგელოზია. მერე გადიოდა დრო...ცხოვრება გრძელდებოდა ორი ახალი წევრით გაბრიელითა და ეკოს დედითურთ. უბრალო ერთად უმკლავდებოდნენ ყველაფერს და ახლა ყოველ საღამოს ლიას საწოლთან მიდის ეკო, საბანს აფარებს,შუბლზე ჭაღარა შრეულ ჟღალ თმას გადაუწევს და ფრთხილად ახებს სათუთ ბაგეებს. ჩუმად უჩურჩულებს მადლობას და ოთახიდან გადის. ზაფხულში სანდრო და თინანომაც იქორწინეს,მაგრამ მათ გადაწყვიტეს რომ პატარა და სადა ქორწილი გადაეხადათ, პატარა ტაძარში ჯვარი დაიწერეს და საყვარელ ადამიანებთან ერთად აღნიშნეს ეს ყველაფერი.არც კი იყო მეტი საჭირო მე თუ მკითხავთ. მერე? მერე იყო გაბერილი და ჭირვეული თინანო... აქეთ-იქეთ მორბენალი სანდრო. ეკომ ნახა როგორ ამოუვიდა გაბრიელს პირველი კბილი,როგორ თქვა პირველად "სადო". ო... ამაზე სანდრო გაგიჟდა კი არა გადაგიჟდა. ბავშვმა არამც თუ დედა ან მამა არამედ "სადო" თქვა პირველად. უნდა გენახათ ბიძა რა "გასწორებულში" იყო. რაც უფრო იზრდებოდა გაბრიელი მით უფრო საოცრება ხდებოდა. რა თვალი,რა წარბი,ცხვირი,თითი,ფრჩხილი. ეკო და დათო ხო იყვნენ საოცრებებიმაგრამ ეს... ეს ბავშვი რა იყო არ ვიცი. მერე გაჩნდა პატარა იოანეც...სანდრო დაფრინავდა კი არ დადიოდა.ორი ვაჯკაცი მყავსო გაიძახოდა. დათო ჯუჯღუნებდა ამას უყურე შვილის სქესშიც კი მე მომბაძაო,მაგრამ ეს ხუმრობბით რა თქმა უნდა. ლია? ლია ბედნიერი იყო, არა უბედნიერესი!... სულაც არ აწუხებდა რომ უსნიათლო იყო. მას მართლა არ ერქვა უსინათლო მისი სინათლე ეკო და პატარა გაბრიელი იყო. "ბებო" რომ დაუძახა ქალი მთელი 3 დღე გადაბმულად ტიროდა. იოანეს არ იკითხავთ? შავგვრემანი იყო დედასავით "ბუჩქი",მაგრამ მამის ცისფერი თვალები ქონდა. ისეთი წყნარი იყო... გაბრიელი "იოს"ეძახდა და მერე ასე ყველა. გაბოს და იოს ყავდათ ორი დედა და ორი მამა. ეს სულ ასე იქნებოდა. კიდევ როდის მოხდა დიდი საოცრება? ეკომ და თინანომ ერთად რომ განაცხადეს ფეხმძიმედ ვართო, მაშინ გაბო 2 წლის,ხოლო ისო წლინახევრის იყო. ამჯერად ერთად გაიბერნენ ანგელოზები ერთად დარბოდნენ სანდრო და დათო და ერთ დილას ატკივდათ ეკოს და თინანოს მუცელი. ერთასა და იმავე დროს ისხდნენ მიმღებში ძები, ერთსა და იმავე დროს გამოვიდნენ ექიმები და ერთად შეძახეს გოგოაო.ერთად დაიბადნენ მარიტა და ნინია.ისევ მზექალა მარიტა და ქერა-მამის კვალზე წასული ნინია. მერე? მერე იყო 4 და-ძმა. ერთად რომ იზრდებოდნენ. ისინი ბიძაშვილები კი არა დაძმები იყვნენ. რომ გეკითხათ ვინ არის დედათქვენიო გეტყოდნენ ეკო და თინანოვო, მამებზე -სადნრო და დათოვო. იზრდებოდა ოთხეული და რა ოთხეული. ღმერთო ეს ხომ საოცრებაა ყიფიანების ოჯახში ანგელოზთა ცვენაა... ვიცი... ვიცი რომ მათ ოჯახშიც იქნება პატარა ტკივილები,მაგრამ აქ იმხელა სიყვარულია რომ ის მცირე ტკივილი მათ არაფერს დააკლებს.ცუდის გარეშე არაფერია. ყველაფერი კარგად ვერ იქნება სულ,მაგრამ იმ ცუდის მერე ყოველთვის მოვა კარგი. ყოველთვის გამოიდარებს. -------------------- ისევ ისე მიკანკალებს ფეხები და საერთოდ მთელი სხეული. დაწყნარდი გთხოვ რა... დამშვიდდი. ხელი გულზე დავიდე :-გულოოო დაწყნარდი თორემ ჩემი ხელით ამოგიგლეჯ და გადაგაგდებ. კარგი ახლა მე მივლ და დავრეკავ ზარს... : :მიდი სულელო დარეკე ზარი! არა რა მარტო მაინც არ უნდა წამოვსულიყავი. ნეტავ როგორ მიმიღებენ?! მე ხომ მთელი მათი ცხოვრება გადავქექე...შევისწავლე და გავითავისე. მე ხომ ისინი ისე მიყვარან როგორ ჩემი ოჯახის წევრები. რომ მისაყვედურონ? რომ მითხრან რა შენი საქმეაო? მაგრამ ამას გავაკეთებ!... მე ამას ვცდი. მე არ მინდა მოვკვდე ის რომ ვთქვა მე შანსი მქონდა და არ გამოვიყენეო. ღრმად ჩავისუნთქე და კარზე ზარი დავრეკე. სულ რამოდენიმე წუთში კარი იღება და ჩემ წინ ულამაზესი წითური გოგონაა ასვეტილი ასე 15-16 წლის. ეს ტანი, ეს თვალები, ეს თმა.ცხვირი. ღმერთო როგორ გავს მართლაც დედას. -გამარჯობა...-გაისმა გოგონას ხავერდოვანი ხმა და სულ გამაჟრიალა ტანში. -გამარჯობა. იცით მე... მე.-ო ღმერთო , რატომ ვარ ასე ზედმეტად ემოციური.-მე ეკატერინესთან მინდა საუბარი. თუ შეიძლება რა თქმა უნდა-დავიმორცხვე მე. -რასაკვირველია, -გამიღიმა გოგონამ,რომელიც უთუოდ მარიტა უნდა ყოფილიყო. სახლში შემიძღვა და მისაღებში დავიანზე მოვკალათდი მის ნებართვით. ხელები მუხლებზე დავიკრიფე. გული ამოვარდნას მქონდა. აქეთ-იქეთ ვაცეცებდი თვალებს. -გამარჯობა-უკნიდან მომესმა ბიჭის დამჯდარი ხმა . თავი მივაბრუნე და იმ მწვანე თვალებს წავაწყდი,სულ რომ ვნატრულობდი მათ ნახვას.ღმრეთო რა გასაოცარია!... -გამარჯობა-მე. ეს ხომ გაბრიელია. ნუთუ მე მართლა აქ ვარ ღმერთო ჩემო... -გაბო ამ გოგოს დედასთან უნდა საუბარი-უთხრა მარიტამ. -აჰამ გასაგებია დაუძახე მერე მარიტა დედას-გაბრიელი და ჩემს გვერდით მოკალათდა. მე ისევ ღრმად ვსუნთქავ, მარიტა გადაიკარგა. შემოსასვლელიდან ხმაური მესმის და ახლა მისაღებში კვლავ ნაცნობი სილუეტები ჩნდებიან- ეს სანდროა, ეს... ეს კი თინანო... იოანე და ნინია. რა ლამაზები არიან... -გამარჯობა- მომესალმნდნენ ერთად და მეც ასევე მივესალმე. -მოკლაათდით. ეს გოგონა დედათანაა მასთან საუბარი სურს.-გაბრიელი. მე ისევ ვნერვიულო. ადვილი სათქმელია საუბარი სურს. ოჰ ძალიან მაინტერესებს ერთი რა უნდა ვესაუბრო. -ახლავე მოვა-ოთახში სიცილით შემოდის მმარიტა და ისიც გვერდით მისკუპტდება. ჯოხის კაკუნით მისაღებში მოხუცი ქალი შემოდის... ეს ლიაა... ღმერთო ჩემო ის მართაა ლიაა. გაბრიელი ეხმარება ბებიას ჩამოჯდომაში და ხმაურით კოცნის ლოყაზე. -ბე სტუმარი გვყავს.-ლოყაზე კოცნის ნინია -ვინაა?-გაიჟღერა ქალის სასიამოვნო ხმამ. -მას დედასთან სურს საუბარი.-გაბრიელი. ღმერთო ისე მექცევიან თითქოს დიდი ხნის ნაცნობები ვიყოთ. მე სუნთქვა მეკვრება. ფილტვები მეკეტება და თვალები მიშეშდება,როდესაც კარში მდგომ ქალსა და მამაკაცს ვხედავ.რომელთაც სახეზე უდიდესი ბედნიერება აქვთ გამოსახული. ორივეს თვალები უაშკაშებთ. დათოს ცოლისთვის წელზე აქვს ხელი შემოხვეული და ისე შემოაბიჯეს მისაღებში. შემრცხვა რომ მეც გოგო ვიყავი, ეკატერინე ისეთი მალამაზი იყო... ვერ ვიტყვი. მართა ვერაფერს ვიტყვი. გული გამიჩერდა მართლა გეუბნებით ესენი... აგელოზები არიან და მე მათში მოვხვდი სრულიად შემთხევით მე ანგელოზების ოჯახში მოვხვდი. -გამარჯობა საყვარელო-გავიგონე ის ხმა,რომლის გაგონის ოცნებეში ღამეები არ მეძინა-ეკატერინე ჩემკენ წამოვიდა და გულში ძლიერად ჩამიკრა. მე? მე გეუბენით ახლიდან დავიბადე. -გამარჯობა-დაბნეულდ ჩავილაპარაკე. -ვფიქრობ სათქმელი ბევრი გაქვს ამიტომ გისმენ ჩემო ძვირფასო-ლოყაზე მაკოცა ეკომ. მეც ოთახ თვალი მოვავლე და ღრმად ჩავისუნთქე: -მე... მე ელენე ბიჭიაშვილი ვარ........................................-და მე მოვუყევი მათ ყველაფეერი რაც ჩემ გულში იყო. მე? მე ვარ გოგონა რომელიც შეესწრო ანგელოზების ოჯახს და მეტიც. იმ დღის შემდეგ მე კკიდევ ერთი ოჯახი შევიძინე. ისინი ისეთი სუფთები და თბილები არიან. მე... მე ბედნეირი ვარ მართლა!... და ვიცი რომ გამიმართლა!... მე ვცხოვრობ ანგელოზების ოჯახთან ერთად და ვიცი, ჩემი ანგელოზი ეკოა!.... და არის თუ არა ეს ისტორიის დასასრული?! არა!.... ნურას უკაცრავად!... ეს ისტორია არ დასრულებულად და არც არასდროს დასრულდება. მე რომ აღარ ვიქნები ამ ისტორიას მაინც მოვაყოლებ ჩემ შვილებსა და შილიშვილებს. შეიძლება იფიქროთ ეს ვერაა თვითონ გამოიგონა პერსონაჟები და ახლა ჯერა რაღაცეებისო,მაგრამ არა! მე მჯერა, მწამს,იმედი მაქვს რომ მართლა არსებობენ ასეთი ხალხი. ვცდები-ასეთი ანგელოზთა ოჯახები. ვიცი არსებობენ ,მაგრამ ცოტა და მე მინდა რომ ისინი არასდროს გაქრნენ. ჩემთის არსებობენ ეკოც,დათოც,სანდროს,თინანოც.ლიაც.,გაბოც,იოც,ნინიაც და მარიტაც. არსებობენ და ისინი ყველა იმ ადამიანი სახეები არიან ვინც უამრავი ტკივილი გამოიარა, ვინც წმინდაა და ვინც მაინც უბედნიერესია რომ მათ ისინი იპოვეს ვინც უნდა ეპოვნათ. და გახსოვდეთ რომ რაც არ უნდა მოხდეს ბედნიერება მაინც მოვა. მოვა განა იმ გაგებით რომ გულზე ხელები უნდა დავიკრიბოთ და ვთქვათ: იცი ბედნეირება ყველასთან მივა, დღეს თუ არა ჩემტანაც უეჭველი მოვა და აი ასე მეც ველოდები..." არა! ჩენ უნდა ვიბრძოლოთ ბედნიერებისათვის. მე ვიბრძვი ბედნიერებისათვის!>.... იბრძოლოთ თქვენც და გახსოვდეთ ამ ომს ჩვენ მოვიგებთ!... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.