შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი თუ არა აბა ვისი უნდა იყო?! (თავი 19)


26-04-2015, 02:17
ავტორი llella
ნანახია 6 715

სრულ შოკში მყოფმა საუბრის და განძრევის უნარი დავკარგე, აღარ ვიცოდი რა მექნა, ანდა რა მეთქვა, ერთ ადგილს მიჯაჭვული ვიყავი და ათასი ფიქრი მიტრიალებდა თავში.
სიხარული, დაბნევა, შოკი, გაბრაზება ყველაფერი ერთდროულად დამესხა თავს. ბოლოს როგორც იქნა მოვედი აზრზე. მიბრუნებულმა მის ანთებულ თვალებს წავაწყდი, ისევ ის ირონიული ღიმილი აეკრა და თვალებში მიყურებდა, ისევ დავიბენი, დაიხარა და ყურში ჩამჩურჩულა.
-ნუ იბნევი-ვიგრძენი როგორ გაიღიმა, მე ხმა არ ამომიღია.
უჩას ტელეფონზე რამოდენიმეჯერ დაურეკეს მაგრამ არ უპასუხა.
-უპასუხე-უთხრა ლექსომ, მაგრამ ნიკოლავას ყურადღბა არ მიუქცევია, თავი გააბრუნა სხვა მიმართულებით.
-ვინაა?!-კითხა დემეტრემაც.
-არავინ!-ისე უპასუხა ბიჭებს მათთვის არც კი შეუხედავს.
-და ვინაა ეგ არავინ?!-კითხა ლექსომ.
-სოფო ურეკავს...-დარწმუნებულმა განაცხადა ბესომ და ბიჭებს გახედა.
-მერედა უპასუხე ტოო!-საზურგეს მიეყრდნო დემეტრე და ისე უთხრა უჩას.
-აუ დამანებეთ რა თავი.
-ბიჭო არ იტყვი რა ხდება?!-ლექსო.
-რა გითრათ როცა მეც არ ვიცი რა ხდება, ვერაფერი ვერ გავოგე რაა... ნერვებზე ვარ ეს 1 კვირაა-თავზე ნერვიულად ისვამს ხელს და ბიჭების მიმართულებით იხედება.
-რას ქვია ბიჯო არ იცი?!
-რას და იმას ქვია, თავს მარიდებს, ყველანაირად ცდილობს რომ თავი ამარიდოს, ათას სისულელეს იგონებს მიზეზად რომ ვერ ვნახო!!!
-მერე და დაელაპარაკე!-ჩაერია ბესოც.
-ბიჯო თავს მარიდებს მეთქი და ამან დაელაპარაკეო.
-მერედა ეგ მიზეზია?! რომ გინდოდეს მიხვალ და დაელაპარაკები!-მკაცრად წარმოთქვა დემეტრემ.
-მე მაპატიეთ რომ ვერევი თქვენს ეგრეთწოდებულ „ბაასში“, მაგრამ შეიძლება მეც გაოვთქვა ჩემი აზრი?!-დაინტერესებულმა დავსვი კითხვა და გავხედე ბიჭებს-როგორც მივხვდი ვიღაც გიყვარს ხო.
-ყოჩაღ მაგდენს როგორ მიხვდი?!-ირონიული ღიმილით გადმომხედა დემეტრემ, მაგრამ მე ყურადღბა არ მიმიქცევია და საუბარი გავაგრძელე
-ბიჭები მართლები არიან უჩა, უნდა მიხვიდე და დაელაპარაკო, შენი ესეთი საქციელით და სიჩუმით იმ გოგოს გულს უფრო ტკენ, გგონია რომ ამით სიყვარულს უმტკიცებ?! სულაც არა!!! ის ეხლა ფიქრობს რომ არ გაინტერესებს მისი ამბავი და საერთოდ ის არ გაინტერესებს, როცა უყვართ არ თმობენ , როცა უყვართ არ ეშინიათ არაფრის, თვით ეს გრძნობა რომელსაც ჩვენ სიყვარულს ვეძახით გვაძლევს იმის ძალას რომ მთები გადავდგათ საყვარელი ადამიანის გამო, ძალას რომ გავაკეთოთ ათასი სისულელე იმისათვის რომ ვაგრძნობინოთ რომ გვიყვარს და მის გარეშე სიცოცხლე არ შეგვიძლია!!! შენ კიდევ რას აკეთებ?! გოგომ თავმოყვარეობას გადააბიჯა, იმ ჩხუბის მერე ადგა და თვითონ დაგირეკა, შენ კიდევ არც კი უპასუხე, არც კი დაინტერესებულხარ რისთვის დაგირეკა ისე გაუთიშე, მან გადმოდგა შენი მიმართულებით ნაბიჯი და შენ კიდევ პირიქით იქცევი, იმის მაგივრად რომ მისი მიმართულებით წასულიყავი, უკან იხევ... არ გეწყინოს უჩა, მაგრამ ეს სიყვარული არაა რასაც შენი აკეთებ, შენს ადგილას რომ ვიყო, ეხლავე წავიდოდი მასთან, სადაც არ უნდა იყოს და ვისთანაც არ უნდა იყოს, მივიდოდი ვეტყოდი თუ როგორ მიყვარს, მაგრად ჩავეხუტებოდი და არსად არ გავუშვებდი! და ნებისმიერი ვინც კი გზაზე გადამეღობებოდა იქვე მოვკლავდი!!!-საუბრის დროს უჩას თვალებში ვუყურებდი და შევამჩნიე რომ ამ წუთას მართლაც რომ მზად იყო ამდგარიყო და წასულიყო სოფოსთან.
-რა ჩაუტარა!-გაიცინა ლექსომ და ჩემზე მოჩერებულმა მზერა უჩაზე გადაიტანა.
-ჩატარება და რაღაც რა შუაშია, უბრალოდ მინდა ვითარებას საღი თვალით შეხედოს და სისულელე არ გააკეთოს, სისულელე რომელიც მასაც ავნებს და სოფოსაც!-დაჩი ჩემი საუბრის დროს თვალს არ მაშორებდა.
-ყოჩაღ!-ჩამჩურჩულა ყირში, მესიამოვნა მისი ნათქვამი, ისე თითქოს 5 წლის ბავშვი შეაქეს ლექსის სწორად წაკითვის გამო.
-წავედი მე-უცებ ყველასდა გასაკვირად უჩა ფეხზე წამოდგა, გაიღიმა და მე გამომხედა.
-სად წახვედი ბიჯო?!-გაუკვირდა ბესოს და გაიცინა.
-ვისთანაც დიდი ხნის წინ უნდა წავსულიყავი! სოფოსთან მივდივარ მე!
-სააღოლ დაიკო-გაიცინა ლექსომ და ლელუკას უფრო მაგრად მოხვია ხელები. უჩა ჩემსკენ წამოვიდა მოემხვია და ყურში ჩამჩურჩულა.
-მადლობა-თვალი ჩამიკრა, ლოყაზე მაკოცა და წავიდა.
-ეუფ, გვეღირსა ჩემი... -გაიცინა ბესომ.
-ღმერთმა გისმინოს!-აყვა სიცილში დემეტრეც.
ლექსომ მე და ლელუკა ცოტას გავისეირნებთ და სახლში გნახავთო და წავიდნენ. დემეტრემ კი ჯერ მე გამომხედა და მერე ბესოს რაღაც ანიშნა თვალებით.
-კაი წავედი მეც საქმე მაქ და სახლში გნახავთ მერე-ადგა და წავიდა.
მე და დემეტრე მარტონი დავრჩით, აი ახლა კი მართლა არ ვიცოდი რა უნდა მექნა.
-როგორ ხარ?!-გამომხედა.
-კარგად შენ როგორ ხარ?!
-არაჩვეულებრივად-გამეცინა,მაგრამ მისი საქციელის გამო მაინც თავს რაღაცნაირად უხერხულად ვგრძნობდი. სადღაც ნახევარი საათია გვერდით მიზის და ეხლა მეკითხება თუ როგორ ვარ... სიცილის მიზეზს მიმიხვდა და მანაც გაიცინა.
-აღიარე რომ ეფექტური იყო-გამომხედა. უნდა ვაღიარო, რომ არაჩვეულებრივი ღიმილი აქვს და მიკვირს რატომ არ იღიმის... „დედა რა სულელი ხარ თამუნა რაზე ფიქრობ...“ ჩემს ფიქრებზე გამეღიმა.
-ვაღიარებ-გავიცინე და ჰორიზონტს გავხედე.
არცერთი არ ვიღებდით ხმას ბოლოს გამომხედა, ფეხზე წამოდგა და ხელი გამომიწოდა.
-წამო!
-სად?!-გამიკვირდა და ფეხზე დამდგარ აყლაყს ავხედე.
-არ დაგკარგავ ნუ გეშინია-გაიცინა, მეც ჩემი ხელი მოვათავსე მის დიდ მტევანში და ფეხზე წამოვდექი. ხელზე მძლავრად მომიჭირა ხელი, თითქოსდა სადმე მივრბოდი და ჩემი გაშვების ეშინოდა.
-სად მივდივართ?!
-ჩემ საყვარელ ადგილას.
-მაინც?!
-რომ მივალთ ნახავ!-გამომხედა და გამიღიმა.
სიმართლე რომ ვთქვა მისი ესეთი საქციელით გაკვირვებული ვიყავი, დემეტრემ რომელიც სულ მეჩხუბებოდა, სულ შენიშვნებს მალევდა და მიყვიროდა რატომღაც თბილად მოქცევა დაიწყო და ნახევარი საათისწინანდელი ინციდენტი კი სრულ არეულობაშს ქმნიდა ჩემში.
ბევრი სიარულის შემდეგ ბათუმ გორაზე ავედით, ულამაზესი ადგილი იყო, მართლაც რომ ულამაზესი, მთელი ბათუმი მოჩანდა. იქვე ჩამოვჯექით.
-ძალიან ლამაზი ხარ!-გაომხედა და ხარბი მზერა დამასო.
-მადლობა-ისევ შემრცვა და თავი დავხარე, მანაც როგორც ყოველთვის ჩემსკენ გადმოიხარა და ჩამჩურჩულა.
-ჩემი არა... ჩემი არ შეგრცხვეს!!!-მის ამ ფრაზას უკვე ისე მივეჩვიე, რომ ჩემი ნაწილიც კი გახდა, სხვანაერად წარმოუდგენელიცაა, სულ უხერხულ მდგომარეობაში მაგდებს და ამ ფრაზით უსვამს ხაზს ჩემს სიმორცხვეს.
- - - - -
გამარჯობა. ესეც ახალი თავი იმედია მოგეწონებათ. love



№1  offline წევრი fuck..of

Dzalian kargi gogo xaar rom itvaliswineb rchevebs. Kargiaa dzalian momewonaaa <3

 


№2  offline წევრი -tiko))

Patalaaaaaa... male da ai martla magari xar da magrat momwons istoriac da shencc
--------------------
იქ... სადღაც ... შორს...

 


№3  offline წევრი qaosia

Auu auu prosta raaa vgijdebii amatzee DA am istoriaze.. Didebi Dade raa_^^
--------------------
ქაოსი

 


№4  offline წევრი Niacule

ვხვდები რო დასასრულისკენ მიდის მოთხრობა მაგრამ რაცგინდა ის წერე ოღონდ წერე და არ დამისრულო სრ გამაგიჟო :დდდდ უკარგესიხააარრრ

 


№5  offline წევრი llella

Niacule
ვხვდები რო დასასრულისკენ მიდის მოთხრობა მაგრამ რაცგინდა ის წერე ოღონდ წერე და არ დამისრულო სრ გამაგიჟო :დდდდ უკარგესიხააარრრ

ar vici es cudia tu kargi magram istoriis damtavres jer ar vapireb... ^_^

 


№6  offline წევრი Boo

უბრალოდ არ დაამთავრო! სულ წერე! wink wink ძალიან მაგარია love

 


№7  offline წევრი llella

Boo
უბრალოდ არ დაამთავრო! სულ წერე! wink wink ძალიან მაგარია love

მიხარია ჩემი ისტორია ესე რო მოგწონთ! love feel

 


№8  offline წევრი lamazmani

ძააან მაგარია მომწონს ველი ახლა თავს იმედია მალე დადებ

 


№9  offline წევრი Khaleesi

მაგარია მაგრამ არ გაწელო რაა

 


№10  offline წევრი masu

Exla wavikitxe yvela tavi da dzaan magaria <3 cota didebida mae dade xolme ra <3

 


№11  offline წევრი lika

llella
Niacule
ვხვდები რო დასასრულისკენ მიდის მოთხრობა მაგრამ რაცგინდა ის წერე ოღონდ წერე და არ დამისრულო სრ გამაგიჟო :დდდდ უკარგესიხააარრრ

ar vici es cudia tu kargi magram istoriis damtavres jer ar vapireb... ^_^


shen genacvale rogor gamaxare rom icode madloba shenishvnebs ro itvaliswineb

 


№12  offline წევრი llella

lika
llella
Niacule
ვხვდები რო დასასრულისკენ მიდის მოთხრობა მაგრამ რაცგინდა ის წერე ოღონდ წერე და არ დამისრულო სრ გამაგიჟო :დდდდ უკარგესიხააარრრ

ar vici es cudia tu kargi magram istoriis damtavres jer ar vapireb... ^_^


shen genacvale rogor gamaxare rom icode madloba shenishvnebs ro itvaliswineb
❤❤❤

 


№13  offline წევრი qaosia

დადე რა შემდეგი გთხოვ

Dade shemdegi malee raa gtxoov velodebit
--------------------
ქაოსი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent