შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სლიზერინის პრინცის ისტორია,თავი 12


26-04-2015, 16:01
ავტორი ana_aneta
ნანახია 2 244

დრაკო
არასოდეს არ ვყოფილვარ მასგავს გამოუვალ სიტუაციაში.ჩემს ირგვლივ ფერები ყოველთვის თეთრი და შავი იყო. ისინი ვინც ჩემს ირგვლივ ტრიალბდნენ, მხოლოდ წმინდა და მუქსისხლიანებად იყოფოდნენ. ეს ყველაფერი ასე რჩებოდა წლების მანძილზე და შეცვლასაც არ ვაპირებდი. სანამ ამ ნიშანს არ დამასვავდნენ ხელზე და ყველაზე უბედურ მოზარდად არ მაცევდნენ. მე ხომ მხოლოდ 16 წლის ბიჭი ვიყავი მათ კი რა გამიკეთეს, ან მე რა გავუკეთ ჩემს თავს.........მაშინ ჩემს ცხოვრებაში, მხოლოდ შავი ფერიღა დარჩა და დღემდე შავი იყო ყველაფერი. მესმოდა, როგორ მკიცხავდენენ ზურგს უკან , როგორ მასამართლებნენ იმის გამო რის შესახებაც წარმოდგენა არ ჰქონდათ.ყველას ეგონა რომ ჰარიმ ყველაზე ცუდი პერიოდი გამოიარა,მაგრამ მე? მე ყოველდღე თვალებში ვუყურებდი სიკვდილის.ნეტავ რომელიმე მათგანი თუ შეძლებდა ყოველდღე ამის ატანას.....
დილიდან ეს ფიქრები მერევდა გონებას.ვიცოდი რომ რაც არ უნდა გამეკეთებინა წარსულის აჩრდილი არასოდეს დამანებებდა თავს. ასეა მე ყოველთვის ცივი, სასტიკი და უგულო მალფოი ვიქნები ყველასთვის, მაგრამ შემეძლო მხოლოდ მისთვის ვყოფილიყავი კარგი. სხვების აზრი ისედაც არ მადარდებდა....
_ეს რა მოგსვლია?ხმაურით შემოიჭრა ზიბინი ოთახში,გამთენიიასას.
_რა გაღრიალებს ვერ ხედავ სძინავს საწყალ ბავშვს.შენიშვნა მივეცი ბიჭს.ზიბინიმ გაკვირვებისგან პირი დააღო.
_სძინავს საწყალ ბავშვს.მხიარულად გამომაჯავრა და საწოლზე ჩამოჯდა.
_რა მოხდა?ისევ ერთმანეთს ხოცავთ?არა მაპატიე ეს „საწყალი ბავშვი“რას დაგიშავებს.ისევ გაიცინა ზიბინიმ.
_შეეშვი, მისი ბრალი არაფერი არაა.
_როგორ იცავ.ჯელტმენი მისტერ მალფოი.
_არ ვიცავ უბრალოდ ავღნიშნე.
_რა გჭირს ძმაო? ამ ბოლო დროს ვეღარ გცნობ?გამოშტერებული დადიხარ, ვარჯიშებზეც უყურადღებოდ ხარ.დასერიოზულდა ბლეზი,_რამე თუ ხდება ხომ იცი შენს გვერდით ვარ.
_არაფერი უბრალოდ გადაღლილი ვარ.გაკვეთილები, მერე სე სასჯელიც როგორ გაიწელა.
_ისეთი სიხარულით გარბიხარ ხოლმე,თეფშების დასარეცხად და ყვავილების მოსავლედად,ვფიქრობ კიდევ დააშავებდი რამეს სასჯელის გასახანგრძლივებლად.
_ნუ ბოდიალობ. შენ გგონია მეხალისება მსგავსი რამეების კეთება, დავიჯღანე მე_და ცოტა ხმას დაუწიე.
_შეიძლება მთლად არ გიჟდებოდე ამ ყველაფერზე, მაგრამ მასზე...სიტყვა არ დაამთავრა ბლეზმა
_არავიზე არ ვკარგავ ჭკუას,რაღაცეებს ნუ იგონებ.
_შენი სიმპტომებით თუ ვიმსჯელებთ და გავიხსენებთ ვის უთმობ ყველაზე დიდ დროს, მივალთ დასკვნემდე, რომ მისტერ მალფოის გული ისრით განგმირეს.მე თვალები გადავატრიალე, ზიბინიმ კი მრავლისმეტყველი მზერა ანას მიაპყრო.
_პრინციპში არ მიკვირს.პარკინსონი გადაირევა.
_ერთი მაგისიც...
_წავედი ძმაო. გაკვეთილების შემდეგაც გნახავ.ეს გააღვიძე არ დააგვიანდეს._თვალი ჩამიკრა ზიბინიმ და კარს უკან მიიმალა..
ნუთუ ყველაფერი შუბლზე მეწერა. ნეტავ ის თუ ხვდებოდა რამეს.საწოლში მხარი ვიცვალე და მისკენ გადავბრუნდი. წიგნი ჩაეხუტებინა,პატარა ბავშვივით მშვიდად და უდარდელად ეძინა. ავდექი, ფრითხილად მივუახლოვდი და მის საწოლზე ჩამოვჯექი. ყავისფერ თმა სახეს უფარავდა, მინდოდა მოვფერებოდი, მაგრამ მისკენ წაღებული ხელი უკან დავაბრუნე. არ მინდოდა გაღვიძებოდა,ავდექი და ოთახიდან გავედი სუფთა ჰაერი არ მაწყენდა.
გარეთ გასულს პარკინსონი მომეტმასნა.
_გავიგე დაშავებულხარ.
_შემეშვი პარკინსონ,არაფერი არ მომსვლია.
_იმ ქაჯმა დაგიშავა რამე?ასეც ვიცოდი. ნეტავ მაგგონაგელი რაზე ფიქრობდა მის ხელში,რომ ჩაგაგდო.
_გამეცინა.
_რა გაცინებს? ტყილს ვამბობ? ერთი შეხევით არაფერი მაგრამ აი...
_შენი აზრით ის პატარა გოგო მომერეოდა?სიბრაზისგან სახე მეწვოდა.პენსიმ შეამჩნია როგორ გავბრაზდი და უსიტყვოდ გამერიდა, კარგად ჰქონდა გამოცდილი ჩემი გაბრაზება ამიტომ უკან დაიხია.
ოთახში რომ დავბრუნდი გოგო წასული დამხვდა, მაგრამ საღამოს ისევ აქ უნდა მოსულიყო. მაგგონაგელმა ჩემი მოვლა დაავალა, სანამ არ გამოვკეთდებოდი, მე კი ვეცდები რაც შეიძლება დიდხანს დავრჩე აქ...
ანა
სირბილით წავედი გრიფინდორის ოთახისკენ. ქოშინით შევვარდი საერთო ოთახში. დივანზე ნევილი იჯდა.გაოგნებულმა შემოხედა.
_რამე მოხდა ბლექ?აღშფოთებულმა იკითხა ბიჭმა.
_არა არაფერი უბრალოდ არ მინდა გაკვეთილებზე დაგვიანების გამო კიდევ ერთი საყვედური მივიღო.
_დილით ჯინი გეძებდა ვერსად გიპოვა.
_კარგი მადლობა ნევილ. სწრაფად გადავივლე წყალი და დიდი დარბაზისკენ გავწიე, ძალიან მომშიებია გუშინდელს იქეთ არაფერი მიჭამია.მწრაფად მივირბინე გრიფინდორის მაგიდასთან და ჰარის გვერდით მიუჯექი.ბიჭმა თბილად გამიღიმა.რასაც ჰერმიონზე ნამდვილად ვერ ვიტყოდი დამიბღვირა და მომხალა:
_მთელი დღეებია შენს კნუტს ვუვლი...
_მაპატიე მეტს აღარ შეგაწუხებთ მე და ჩემი კნუტი. სიტყვის დამთავრება არ ვაცალე გოგოს.ჰარიმ რონს გადახედა და მერე ისევ მე მომიბრუნდა:
_პაციენტი როგორ გყავს ბლექ?სიცილით მკითხა ბიჭმა.მე თვალები გადავატრიალე.
_მგონი კარგად არის არ ვიცი. სიცილითვე ვუპასუხე.
_ძალიან მეცოდები მასთან ყოფნა და მიტუმეტეს მისი მოვლა რომ გიწევს.მითხრა რონმა.
_ყველაფერს აზვიადებთ, მალფოი არც ისეთი საშინელი და სასტიკია როგორიც ჩანს და როგორიც ყველას ჰგონია.ერთი ჩვეულებრივი ბიჭია.
_ჩვეულებრივი სიკვდილის მხველი.დაამატა ჰერმიონმა.არაფერი მიპასუხია.მისთვის არაფრის ახსნას არ ვაპირებდი.ავდექი და საკლასო ოთახისკენ წავედი. ჰერმიონის ნათქვამმა მაინც იმოქმედა ჩემზე. სწრაფად მივიკვლევდი გზას სტუდენტებს შორის, როცა სლიზერინელების გუნდიდან გამოყოფილ ბიჭს მთელი ძალით შევასკდი.არ ვიცოდი ვინ იყო.
_შენ რა ბრმა ხარ? ლამის წავიქეცი.
_გავშრი ვერაფერი ვუთხარი.ბიჭი კი დამშვიდებას აშკარად არ აპირებდა.
_ბოდიში მაინც მომიხადე. დამცინავად მითხრა ბიჭმა.
_რაღაც ძალიან დაიგრძელე ენა_თქვა არსაიდან გამოჩენილმა ზიბინიმ_გოგს შეეშვი, ძალით ხომ არ დაგჯაებია.სლიზერინის მთელმა ბანდამ პირი დააღო და არა მარტო მათ.
ელვის სისწრაფით მოვწყდი ადგილიდან. ბლეზი წამომეწია.
_ხომ კარგად ხარ?უხმოდ დავუქნიე თავი და გზა გავაგრძელე.
შხამ _წამლებზე ჩემი მეწყვილე ნევილი იყო.ორივე დიდი მონდომებით ვცდილობდით ელექს მომზადებას ,მაგრამ ჩვენი ქვაბი საბოლოოდ ჭაობს უფრო დაემსგავსა ვიდრე ელექსირს.გამეცინა ჩვენს ნამოქმედარზე.
მე ყოველთვის ასე მემართება. უმაყოფილო მზერა მომაპყრო ბიჭმა.
_არც მე გამომდის გადასარევად, მაგრამ მთლად ამას არ ველოდი.
_ეჰ ჩვენგან სნეიპი არ გამოვა სიცილით თქვა ბიჭმა.
დღემ სწრაფად გაიარა, ვახშამის დროს გრიფინდორის მაგიდა მხიარულებას მოეცვა.ჰარი და რონი ათას სულლურ ისტორიას ყვებოდნენ,ბოლოს ჩემსა და ნევილის მიერ შექმინ შედევრსაც გადასწვდნენ, რომელმაც კიდევ უფრო დიდი მხიარულებ გამოიწვია. მგონი მთელი დარბაზი ჩვენსკენ იყურებოდა, მაგრამ უცებ ყველას მზერამ კარისკენ გადაინაცვა, სადაც მუქ მწვანე მოსასხამში და ჩვეულებრივ მოხდენილად მოსიარულე მინერვა გამოჩნდა.დარბაზში მხოლოდ მისი ფეხის ხმა ისმოდა..ქალმა პლათფორმაზე ადგილი დაიკავა და მოგვმართა:
_როგორც ხედავთ ბოლო დღეების განმავლოვაში სასინელი ამინდებია, ხოლო დღეს დილით ჰაგრიდმა მაცნობა,რომ საშინელი ქარიშხალი დაგვატყდება თავს.თქვენც კარგდ იცით,რომ ამ კედლებს ბევრი განსაცდელი გამოუსვია და ამ ქარიშხალსაც გადაიტანს,საშიში არაფერია, მაგრამ მე მაინც მინდა რომ სიფრთხილისკენ მოგიწოდოთ.განსაკუთრებით კი პირველ და მეორეკურსელებს...
დიდად არავინ შეშფოთებულა, რადგან აქაურებს უარესებიც ენახათ, ამიტომ უველამ ჩვეულ რიტმში მანაგრძო მოქმედება.
_მის ბლექ, კაბინეტში გელოდებით.მშვიდად მომმართა ქალმა მეც ავდექი და უკან გავედევნე............



№1  offline წევრი ana_aneta

ვინც კითხულობთ მოთხრობას,ძალიან გთხოვთ დააფიქსიროთ თქვენი აზრი, ან როგორ განავითარებდით მოვლენებს.ძალიან დიდი მადლობა. :* :* :*

 


№2  offline წევრი Khaleesi

ნუ კაია რაა გააგრძელე შენ განდობ მოქმედების განვითარებას

 


№3  offline წევრი მოვლენა :-)

კარგია შენი გემოვნებით გააგრძელე:)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent