შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ორმაგი თამაში.. Part II (ნაწილი II)


24-04-2015, 21:24
ავტორი ნინი-21
ნანახია 3 131

მომავალი ერთი კვირა სრულ გადარბენა-გადმორბენას გავატანეთ მე და დანიმ. ხან ერთი ხელშეკრულებაო, ხან დიზაინიო, ხან ფოტო-სურათების განლაგებაო და მოკლედ რა... სრული ანარქიით იყო მოცული ეს ერთი კვირა, მაგრამ როგორც იქნა დიდი ძალისხმევის შედეგათ ყველაფერი მოვაგვარეთ და ახლა მაკდონალდსში მაგ ტოუსტს მივირთმევთ კოლასთან ერთად.
-ძალიან დამღალა ამ პროექტმა.
ვთქვი და დანის დაღლილი სახით გადავხედე.
-შენ მე უნდა მკითხო რა. ქანცი გამძვრა. 10 კილო დავიკელი აზრზე ხარ?
-ჰაჰაჰჰა. აზრზე ვარ !
ვუთხარი და ხმამაღლა გადავიკისკისე. ის კი მიყურებდა.
-რაიყო? რას მომშტერებიხარ?
-უბრალოდ არ მესმის იმ ყველაფრის შემდეგ, რაც გადაიტანე როგორ შეგიძლია ისევ ასე მხიარულად ცხოვრება?
-მხიარულად? ჰმმ.. მეხუმრები არა?
-სულაც არა, გარედან ასე ჩანს.
-შესაძლოა, სიძნელეების გადალახვა ვისწავლე, ერეკლეს დაკარგვას შევეგუე, მე ვეღარაფერი დამამარცხებს.
ვთქვი დარწმუნებით და კოლა ხმაურიანად მოვსვი.
-მეც ზუსტად ამის მოსმენა მინდოდა.
-ხომ მოისმინე, ახლა გვეყოს ამ თემაზე ლაპარაკი, მთრგუნავს საშინლად.
-როგორც გინდა.
-მადლობა.
ვუთხარი და თბილად გავუღიმე.
-მოკლედ ზეგ დიდი დღე გვაქვს არა?
-დიახ ! ჟურნალისტების საქმე როგორაა?
-მოვიწვიე ყველა. ნიუ-იორკ თაიმსისა და BBC-ის ჟურნალისტებიც მოვიწვიე.
-WOW !
აღმომხდა გაკვირვებულს.
-დიახ დიახ, მე აღარ ვხუმრობ. ყველაფერი ხუთიანზე უნდა იყოს !
-რა ოროსანი ხარ ეეე !
ვუთხარი და ხმაურიანად გავიცინე.
-რატომ ვითომ?
მითხრა და წარმბი მაღლა აწკიპა.
-ჩვენთან ათ ბალიანი შეფასების სისტემაა დიდი ხანია, და ხუთი ქულა ორი ქულის ტოლფასია !
-აჰაჰა. მაშინ ყველაფერი ათიანზეა ! საქართველოს წარმომადგენლები ხვალ ჩამოვლენ დავხვდეთ?
-ხვალ ორშაბათია, მძიმე დღე მაქვს სამსახურში, ისედაც ეს ერთი კვირაა ყველაფერი თავდაყირაა, შენ რომ დახვდე მარტო პრობლემა ხომ არ იქნება?
-არა არანაირი, უბრალოდ მინდა რომ შენც იქ იყო.
-ხო მაგრამ ვერ ვახერხებ, თან თუ პრობლემა არ არის...
-არა არანაირი.
-ძალიან კარგი, ზეგ გავიცნობ მაშინ, თან კარგა ხანია ქართველებთან ნუ შენ თუ არ ჩაგთვლი , ურთიერთობა აღარ მქონია.
-ზოგი ჭირი მარგებალია !
-აბა ჭირი და აბა სარგებელი?
-ისე მართალი ხარ, ეს ანდაზა აქ მართლაც უადგილო იყო.
მითხრა და გამიღიმა.
მაკდონალდსი მალე დავტოვეთ, მე სახლში წავედი ის კი ოფისში. გადატვირთული სამუშაო კვირის შემდეგ მართლაც მჭირდებოდა დასვენება, ამიტომ სპა ცენტრში წავედი. შოკოლადის მასაჟი გავიკეთე, ყველანაირი დაღლილობა უკუვაგდე და ასე ყველანაირი ,,დარდისაგან“ უკუგდებული დავტოვე სპა ცენტრი. სახლში შევედი და გულისშემაწუხებელი სიცარიელე დამხვდა. თითქმის ასე იყო ამ ორი წლის განმავლობაში. საქართველოში თენგო და თამრიკო მხვდებოდნენ. თამრიკო თავისი საფირმო უნალექო ყავით, ხოლო თენგო თავისი საფირმო ღიმილითა და თავზე ამბორით.
ძალიან მენატრებოდნენ ჩემები, მაგრამ ჯერ ისევ არ ვიყავი მზად საქართველოში ჩასასვლელად. ისინი ჩამოდიოდნენ ხოლმე ჩემთან, სავარაუდოდ მეც ჩავალ მაგრამ უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში ვერა.
სავარაუდოდ ვერც შემდეგ.
ცხოვრებას გააჩნია, რა კალაპოტს შემირჩევს. წყნარს რომელიც ყველაფერს დამავიწყებს და ცხოვრების თავიდან დაწყების საშუალებას მომცემს თუ შფოთვარეს ყველა მოგონებაბას ამომიტივტივებს და სისხლს გამიშრობს.
-ბობჩიკ...
იდუმალი სიცარიელე დავარღვიე და კარებში მდგარს ჩემი სახლის ერთადერთი მეგობარი გამომეგება. მეც დავიხარე და მოვეფერე.
-როგორახარ ბობიკ? ხომ არ მოიწყინე?
ცხოველების მიმართ სიყვარული ბავშვობიდან მახასიათებს, ვგიჟდები ძაღლებზე, კატებზე და ცხოველებზე მოკლედ რომ ვთქვა. მათთან ლაპარაკი ერთგვარ სიამოვნებას მანიჭებს, თითქოს ისინი არიან ერთადერთი არსებები მთელ მსოფლიოში ვისაც ჩვენი უსიტყვოდ ესმის და სანაცვლოდ მხოლოდ ღიმილ-სევდანარევი გამოხედვით გვაჯილდოვებენ, რითაც ერთი მხრივ თანაგვიგრძნობენ და მეორე მხვრივ გვამხნევებენ.
ბობის საჭმელი დავუყარე, წყალი დავალევინე, დავბანე და დასაძინებლად წავედით.
დილით დაფეთებული წამოვვარდი ლოგინიდან, ტელეფონს დავტაცე ხელი და საათი შევამოწმე.
-ღმერთო ოღონდ ეს არა !!! დავაგვიანებ.
ამის გააზრებაზე წამოვხტი ლოგინიდან, რითაც მძინარე ბობის წყრომა დავიმსახურე, მაგრამ ამ წამს ეგ სულ არ მანაღვლებდა, ტანსაცმელს დავავლე ხელი და აბაზანაში გავუჩინარდი. ნახევარ საათში შავ ტოპიკსა და მაღალწელიან ქვედაბოლოში გამოწყობილი დავტოვე სახლი და სამსახურში თავგუდმოგლოეჯილი გავწიე.
ორმაგი თამაში.. Part II (ნაწილი II)

გაუაზრებლად შევაგდე ლეპტოპი და ხელჩანთა და ჩემთვის განკუთვნილი ადგილი დავიკავე. რაც შემეძლო სწრაფად გავაქროლე მინიკუპერი და 10 წუთში ფოტოსახლთან აღმოვჩნდი. სწრაფად დავტოვე მანქანა და ოფისში შევედი.
-დილამშვიდობისა საქალბატონე ანნა!
აქ ყველა ასე მეძახდა საქალბატონე ანნა! და არა ანასტასია და მითუმეტეს ტასო !
-გამარჯობა ლინდა. ორმაგი კაპუჩინო გთხოვ, ჩემს კაბინეტში.
ვუთხარი და კაბინეტის კარი გამოვაღე. გული კინაღამ შემიწუხდა მაგიდაზე გორად დახვავებული ხელმოსაწერი საბუთები რომ დავინახე.
-რა ჯანდაბაა !
ვთქვი ხელი შუბლზე ვიტკიცე.
-ღმერთო ეს დღე გადამატანინე გემუდარები.
ვთქვი და მაგიდისკენ დავიძარი. ლეპტოპი პატარა მაგიდაზე დავდე, პერსონალური კომპიუტერი ჩავრთე და საბუთების დახარისხება დავიწყე. 10 წუთში ლინდა შემოვიდა კაპუჩინოთ ხელდამშვენებული.
-მადლობ !
ვუთხარი და თბილად გავუღიმე, თავი დამიკრა და ოთახი დატოვა. საბუთების მოწესრიგებაზე ექვსი საათი დავყავი, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ამ ყველაფერმა გამანადგურა. ძვლივს მოვამთავრე საქმე და სავარძლის საზურგე გადავწიე.
მალევე აწკრიალდა ტელეფონი.
-ეს ხალხი აშკარად შეთქმულია ჩემს წინააღმდეგ.
ვთქვი და ტელეფონს დავხედე, დანიელი იყო.
-გისმენთ, ბატონო დანიელ.
-როგოგ ბრძანდებით საქალბატონე ანნა?
-მადლობთ, ძალიან დაღლილი ვარ თავად.
-ჰო კაი გვეყო მასხარაობა, ვარ რა, მთელი დღეა ამათ დავყვები დავათვალიერებინე მთელი ლონდონი. ერთ-ერთმა დამფუძნებელმა არ ინება ჩვენთან ერთად წამოსვლა, მადლობთ მე ყველაფერი ნანახი მაქვს და თქვენი ნებართვით დავისვენებო და დაგვტოვა.
-უჟმური ! რა იყო ეხლა ეს, ვითომ რა დაამტკიცა მაგით, მაგარი ტიპი ვარო?
-არვიცი, თუმცაღა... მაგარი ტიპობის არაფერი ეტყობოდა, პირიქით ძალიან გაწონასწორებული და ჩამოყალიბებული პიროვნებაა.
-ვითომ?
-ხვალ ნახავ რა. კაი შენ რა ქენი სამსახური?
-არ მკითხო, სრული დომხალიზაცია დამხვდა, მთელი დღეა საბუთებს ვაწესრიგებ, ვითომ ციფრებთან შეხება არ უნდა მქონებოდა მაგრამ, ფაქტი ფაქტია რომ არაფერი გამოვიდა.
-ერთი მენეჯერი გვინდა რა.
-გეთანხმები, თორემ ადამიანად აღარ ვარგივარ.
-კარგი, მაშინ დღეს დაისვენე და ხვალ დილის ცხრა საათზე შევხვდებით კარგი?
-დილის ცხრა საათი რა ამბავია?
-თორმეტზე იწყება აუქციონი და მანამდე ხომ უნდა მოვასწროთ.
-კარგი, ცხრაზე მანდ ვარ. წავედი ახლა.
-კარგი გკოცნი.
მითხრა და ტელეფონი დამიკიდა. ახლა ლინდამ შემოაღო კარი.
-საქალბატონო ანნა, საბუთებზეა ხელი მოსაწერი და იქნებ ახლა მოაწეროთ.
-მომეცი ლინდა.
მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დაღლილი ვიყავი, მაინც არ მსურდა ის რაც დღეს შემეძლო გამეკეთებინა ხვალისთვის გადამედო, ლინდას საბუთები გამოვართვი, რამდენიმე შესწორება შევიტანე როგორც მენეჯერმა და ხელი მოვაწერე.
-სულ ეს არის?
-დიახ.
-თავისუფალი ხარ.
ვუთხარი და გავუღიმე, ისევ უხმოდ დამიკრა თავი და კაბინეტი დატოვა. ტელეფონზე ხმა გამოვრთე რადგან არავინ მიპირებდა შეწუხებას ჩანთა ავიღე და სახლში წავედი. სახლში მისულს ისევ გამეფებული სიმარტოვე და სიცარიელე დამხვდა, ბობოის მიმართებაში იგივე გავიმეორე რაც გუშინ და სკაიპში მერის დავურეკე
-რას შვები დედუცი?
-რავი ვარ მერიკო, შენ რას შვები? რაღაც კარგ ხასიათზე ხარ.
ვუთხარი და გამოსახულებას მოვეფერე ეკრანზე.
-შენთვის კარგი ამბავი მაქვს.
-გამოუშვი.
-მე და ლექსომ დაქორწინება გადავწყვიტეთ!!!
მითხრა და საზეიმოდ შემოჰკრა ხელები.
-ვაიმეე... რა მაგარიაა. გილოცავ ჩემო გოგოვ, სულ ბედნიერი ყოფილიყავი ძალიან მიყვარხარ, და ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ.
-შენთან ერთი თხოვნა მაქ.
-რა ხდება?
-მეჯვარის ამბავი რა...
უცებ ჩამერთო თავში გადარჩენის რეფლექსები. მეჯვარეობა,რაც ნიშნავს საქართველოში ჩასვლა, რაც ნიშნავს ქორწილი, რაც ნიშნავს ერეკლეს ნახვას.
ოოოო ღმერთო... ახლაა მართლა მოვკვდები.
ბავშვობაში მე და მერიმ შევპირდით ერთმანეთს ვინც პირველი გათხოვდებოდა, მეორე იმის მეჯვარე და ბავშვის პირველი ნათლია იქნებოდა. თავდაპირველად მერი იყო ჩემი მაგრამ ყველამ კარგად იცით რაც მოხდა მას შემდეგ, ამის გახსენება კი აღარ მინდა.
-იქნები ჩემი მეჯვარე?
-მე..?
ხმა საშინლად ჩამიწყდა.
-ვიცი, როგორც გიჭირს, ამიტომ თუ უარს მეტყვი გაგიგებ.
მერის ქორწილში წასვლა მაინც მომიწევდა, არ აქვს მნიშვნელობა მეჯვარე ვიქნები თუ რიგითი სტუმარი, ერეკლეს ნახვა მაინც მომიწევს, ვიმედოვნებ არ მოვა, მაგრამ არ მგონია.
-ნუ ღელავ. მას შემდეგ ბევრი დრო გავიდა. მე შენი მეჯვარე ვიქნები და ჩამოვალ საქართველოში.
-მართლა?
-კი მართლა, დაპირება დაპირებაა!
ვუთხარი და რაც შემეძლო გავუღიმე.
-მადლობა... მადლობაა... და კიდევ უღრმესი მადლობა შენ, ვიცი როგორ გიჭირს და ჩემ გამო ასე რისკის ქვეშ აყენებ ყველაფერს. აიი უდიდესი მადლობა, ძალიან მიყვარხარ.
ძალიან გახარებული ჩანდა მერი.
-სამადლობელო არაფერია, მეც მიყვარხარ. თან ძალიან.
ვუთხარი და კოცნა გავუგზავნე. ღამის თორმეტ საათზე დავამთავრე მერისთან ლაპარაკი, შემდეგ მშობლებს დავურეკე და ღამის პირველ საათზე მივაშურე ლოგინს.

-ჯანდაბა... ჯანდაბა... ჯანდაბა !!! რატომ გამოვრთე ხმა რა მინდოდა? რა ჯანდაბა ? რას ვერჩოდი.
ასე გავკიოდი მთელ სახლში და გარდერობის წინ ნერვიულად დავდიოდი წინ და უკან.
თორმეტის ნახევარი იყო, მე კი ახლახანს გავიღვიძე, ტელეფონი აფეთქებული დამხვდა, დანი იყო რათქმაუნდა.
ბოლოს არჩევანი ვარსკვლავებიან, მოლურჯო მუხლამდე კაბაზე შევაჩერე, შესაბამის კლაჩი ავიღე, მსუბუქი მაკიაჟი , თმები სადად ჩავიხვიე და ტელეფონს ხმა ჩავურთე. არვიცი რატომ მაგრამ ლეპტოფი ჩართული დამრჩენოდა, ერთი წამით facebook-ი გადავამოწმე და თვალები კინაღამ გადმომიცვივდა ბუდიდან ერთ-ერთ სიახლეში რომ ამოვიკითე:
,,ერეკლე ბარათაშვილს, მოსწონს თქვენი პროფილის სურათი“.
ხელის კანკალით გავხსენი პოსტი, და ცახცახმა უფრო ამიტანა როცა ამ ფოტოში მე და დანის მაკდონალდში გადაღებული ფოტო ამოვიცანი.
ვახსოვარ !!!
პირველი მხოლოდ ეს გაიფიქრა ტვინმა და გულში ფეერვერკები მოვაწყვე. სიხარულისგან ერთ ადგილას ხტუნვა დავიწყე. რეალობაში ტელეფონის ხმამ დამაბრუნა.
-გისმენთ.
-შენ გოგო ნორმალურად აზროვნებ?
-ამწამს ვერა.
-ეე..მოიცა რა ხდება?
-ხდება, რომ მოვალ მოგიყვები.
-გოგო სწრაფად, აუქციონი თითქმის დასრულდა.
ახლა დამარტყა თავში, რომ იქ ერეკლეს სურათიც იყო.
-ის გაიყიდა?
-ერეკლეს სურათი?
-ხოო ეგ.
-არა ჯერ, ბოლოა ეგ.
-ჩემ მოსვლამდე არ გაიყიდოს, რაც შეგიძლია გაწელე.
-ექსპონატს ვერ ამოვრიცხავ შანსი არა ხოიცი წესები.
-ვიცი ვიცი და მე ვიყიდი ისევ, ეს სურათი მჭირდება.
-კარგი, სწრაფად ოღონდ.
-მოვდივარ.
ვთქვი, ტელეფონი დავკიდე, კლაჩს დავტაცე ხელი, სახლი დავკეტე და გარეთ გამოვედი. ბედად თხუთმეტ წუთიან საცობში მოვხვდი. თან თავს დიდის ამბით ვუწყრებოდი, ბოლოსდაბოლოს კი როგორც იქნა მივაღწიე, ოფისამდე. უცებ დავტოვე მანქანა და პირდაპირ ოფისში შევედი. ხალხი ერთმანეთში ირეოდა თვალით დანი მოვძებნე და მისკენ წავედი.
-მოვუსწარი?
-ვერაა !
როგორც კი ეს გავიგონე კინაღამ ჩავიკეცე.
-ვინ იყიდა?
-გუშინ, რომ გეუბნებ...
-სად არის ახლა?
აღარ დავასრულებინე.
-სავარაუდოდ მანქანაში ჯდება ამ წამს.
თავქუდმოგლეჯილი გამოვვარდი ოფისიდან, მხოლოდ ერთი მანქანა ემზადებოდა წასასვლელად, მეც დავუშვი რომ ის იქნებოდა და მისკენ წავედი.
-მოიცაა !!!
დავიყვირეე ხმამაღლა.
-ფოტო-სურათი ჩემია ! არ იყიდება ეგ, ფული უკლებრივ აგინაზღაურდებათ.!
დავიყვირე რაც შემეძლო ხმამაღლა და მანქანასთან მისულმა შევჩერდი. პიჯაკში გამოწყობილი სილუეტი ჩემკენ შემოტრიალდა და მწვანე, მომნუსხველი თვალები მომაპყრო.
ვიგრძენი როგორ დამეცვარა შუბლი ოფლით, როგორ ამიჩქარდა პულსი, როგორ გამიხშირდა სუნთქვის სიხშირე, გამიოფლიანდა ხელის გულები და ამიცახცახდა მთელი სხეული.
-ერეკლე..!
ამოვთქვი განადგურებულმა, მერე მახსოვს როგორ ვიგრძენი უძალობა, მუხლი მომეკვეთა და იქვე უგუნოდ ჩავიკეცე.
ჩამქოლეთ, გამლანძღეთ სრული უფლება გაქვთ, მაგრამ გასამართლებელი არგუმენტი მაქ. არ გამიკვირდება თუ ბევრი აღარ კითხულობთ, მაგრამ რავქნა ძალიან გადატვირთული კვირა მაქვს, უძალიანმაგრესად და თუ გამიგებთ გამიხარდება.
თბილი კომენტარებისათვის მადლობა love



№1  offline წევრი ტასიკო

აღარ მეგონა თუ დადებდი

 


№2  offline წევრი მაია

აუ არ შეწყვიტო რა

 


№3  offline წევრი FLAWless

არ შეწყვიტო თორე მოგკლავ >_<

 


№4  offline წევრი knuwik

აუუუ ძაან მაგარიაა, მიყვარხარ ავტორ ძაან მაგარი ხარ და მალეე დადე რა. არ შეწყვიტო და ჰაფი ენდით დაასრულე love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent