შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მუხის ძირას ( ნაწილი პირველი / თავი 1-4 )


26-04-2015, 23:07
ავტორი Serena.Si
ნანახია 2 389

ნაწილი პირველი
თავი I


11.07.2006

დიდი ხანია არაფერი არ დამიწერია ჩემო დღიურო. ეხლა მატარებელში ვზივარ და ბაბუაჩემთან მივდივარ,ეჰ როგორ მესიკვდილება ნეტა იცოდე. მე კიდე რა ვერ შევეჩვიე ისე ყოველ ზაფხულს იქ ვარ და...

ყველაზე კარგად ოცნება მატარებელში გამომდის,იხედები ფანჯრიდან და ხედავ მთელი სამყარო უკან რჩება. ნეტავ იცოდე როგორი მარტოსული ვარ... ერთი შეხედვით ყველაფერი მაქვს,მაგრამ მაინც ძალიან მარტოდ ვგრძნობ თავს. შეიძლება სისულელეა,მაგრამ ხანდახან ვზივარ ეულად და ვფიქრობ აი ეხლა შეყვარებული რომ მყავდეს ხომ დავურეკავდი-მეთქი და ჩემი მარტოობაც დასრულდებოდა. ვიცი ძალიან სისულელეა. ვერავისთან ვერ ვიხსნები,ბევრი რამ არის რასაც არ ვამბობ,გულში ვიტოვებ,ჩუმად ვებრძვი. ნეტავ ადვილი იქნებოდა ყველაფერი თუ ავლაპარაკდებოდი? ვინმეს მაინც ვეტყოდი რა მაწუხებს? თუნდაც ძალიან დებილობა იყოს? ეჰ მემგონი არა.
ან მე მგონია რომ არა...

მირჩევნია ისევ ჩემთვის ჩუმად ვიყო.

14 წლის ვარ ეხლა. უკან რომ ვიყურები კარგს ვერაფერს ვხედავ,ყველაფერი უფერულია...
ეს ნორმალურია?.........


აი ჩავედი...

აქაც ყველაფერი ისევ ისეთია,როგორც 1 წლის წინ იყო... არაფერი არ შეცვლილა...

აი მოვედით სახლში... ავირბინე მეორე სართულზე და დავეგდე ჩემ ლოგინზე,როგორ დავიღალე ამ ერთი და იგივე ზაფხულითაც კი... ყველაფერი ერთფეროვანი მაქვს ცხოვრებში,ესე არ შეიძლება! შეიძლება გავგიჟდე... აქ რომ ჩამოვდივარ სულ დეპრესია მემართება,მეტირება და სიცოცხლის ხალისს ვკარგად...

ნეტავ კიდევ რამდენი ზაფხულის გატარება მომიწევს აქ,რამდენჯერ უნდა ვიტირო აქ ჩამოსულმა და დავიტირო ჩემი თავი.
მინდა გავიქცე სადმე....
ფიქრებით მაინც....

20.07.2006

შეიძლება ითქვას მთელი ერთი კვირა ტირილში გავატარე... არაფერი მნიშვნელოვანი არ მომხდარა,ზაფხული კი არა ტრაგედიაა ეს ყველაფერი,რაც ჩემს თავს ხდება...
თბილისი
თბილისი
თბილისი
თბილისი - ჩემი ოცნება!

30.07.2006

დღეს დაახლოებით შუადღის პირველ საათზე მომდის მესიჯი : „ ლიკუნა როგორ ხარ?”
ვუყურებ ნომერს დიდი ხანი,ძალიან დიდი ხანი... არ მეცნობა საერთოდ,მაგრამ მაინც ვწერ პასუხს,ღმერთო ესეთი რაღაც პირველად მოხდა,როდესაც არ ვიცი ვინ მწერს და მე ვპასუხობ. საერთოდ ძალიან თავშეკავებული ვარ ეგეთ რაღაცეებში.
ჩემი პასუხი : „ კარგად...რომელი ხარ?
დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ მომდის პასუხი : „ შენი ბავშვობის ამხანაგი ვარ,სანდრო“
ოოოოო,ღმერთო ჩემო. ამის წაკითხვის შემდეგ მთელმა ბავშვობამ თვალწინ ჩამიარა.
მოკლედ ჩემო დღიურო,სანდრო არის ბიჭი,რომელიც აქ ბაბუაჩემის სოფელში ისვენებდა ადრე,დაახლოებით დაწყებით კლასებში რომ ვიყავით მაშინ. მემგონი 5-6 სახლის იქით ცხოვრობდა თუ კარგად მახსოვს. ჩვეულებრივი ბავშვური მეგობრობა გვქონდა. დავძვრებოთ ხეებზე,ვთამაშობდით მეკობრეობანას და ა.შ
ეხლა საიდან გავახსენდი? ჩემი ნომერი საიდან აქვს?
„ხო მემგონი ცოტა გამახსენდი... საინდან გაქ ჩემი ნომერი?“
„დედაშენმა მომცა,მითხრა იქ არიო“
„ააა,გასაგებია“
„როდემდე აპირებ მანდ ყოფნას?
„აგვისტოს ბოლომდე,ალბათ“
„კარგია მე ვაპირებ ჩამოსვლას 1 კვირაში“
„კარგია“

აი ეს იყო ჩვენი მიმოწერა,მეტი არაფერი.



ბავშვობის მოგონებებმა ძალიან იმოქმედა ჩემზე. უცებ მომინდა ისევ წავსულიყავი იმ ადგილებში და ყველაფერი დაწვრილებით გამეხსენებიდა. აქ მე დიდად მეგობრები არ მყოლია,ამიტომ „ის“ კარგად მახსოვს.

-ბააააა,მე ცოტას გავისეირნებ და მოვალ
-სადილისთვის აქ იყავი,ნანამ* შენი საყვარელი საჭმელი გაგიკეთა
-კაი ბა...

(*ნანა ბაბუაჩემის მეორე ცოლია,რომელთან ერთადაც აქ ცხოვრობს.)

ავირბინე მეორე სართულზე,ავიღე წიგნი,ყურსასმენები,ზურგჩანთაში ჩავდე. შემდეგ ისევ ჩავირბინე კიბეები და გავედი ქუჩაში.

ჩვენი სახლიდან მარჯვნივ თუ წახვალ მდინარეს გადაეყრები და ზუსტად იქ გადავწყვიტე წავსლა. გავიკეთე ყურსასმენები და წავედი.

მდინარე ისევ ისეთი დამხვდა,როგორიც ჩემს ბავშვობაში იყო. ვიპოვე დიდი ქვა და მოვკალათდი. ჯერ ძალიან ბევრი რამ გავიხსენე ჩემი ბავშვობიდან... სოფელში მომხდარი თუ თბილისში. შემდეგ კი „კაცი,რომელიც იცინის“ კითხვას შევუდექი.

უკვე მოსაღამოვებული იყო სახლში რომ დავბრუნდი. ვჭამე ნანას გაკეთებული საჭმელი,შემდეგ მაცივრიდან წყალი გამოვიღე და ავედი ჩემ ოთახში.

ბევრი ალტერნატივა არ მქონდა თუ რა უნდა მეკეთებინა,ამიტომ ისევ წიგნს მივუბრუნდი.


31.07.2006

წკრრრრ...წკრრრრ....წკრრრრრ....

აი ამ ხმებმა გამაღვიძა დილით... ტელეფონს არც კი დამიხედია ისე ავიღე,ზუსტად ვიცოდი დედა იქნებოდა...

- გაგაღვიძე?
- რომელი ხარ?
- სანდრო
- ჰმმ
- კაი მიდი დაიძინე
- არა იყოს,მოხდა რამე?
- არა გირეკავ რო გითხრა 2-3 დღეში ჩამოვალ
- კაია
- ხომ მანდ იქნები?
- კი
- კაი დაიძინე
- კაი

ნახევრად მეძინა. ვერც კი მივხვდი რა უნდოდა... რას რეკავს დილის 10 საათზე. ეხლა უკვე აგრესია დამეწყო.
ძილი ჩემთვის ყველაფერია... მითუმეტეს აქ... ვცდილობ რაც შეიძლება გვიან გავიღვიძო,რომ მალე დაღამდეს და ესე მორჩეს ეს ზაფხულიც...

რა თქმა უნდა ვეღარ დავიძინე... ავდექი,ავიღე ჩემი კალენდარი და გუშინდელი დღეს გადავხაზე ( სულ ესე ვაკეთებ,უკედ ჩანს რამდენი ხანი დამრჩა აქ ყოფნის)

შევედი სააბაზანოში,გადავივლე წყალი,ჩავიცვი და ქვევით ჩავედი. ბაბუაჩემი არ იყო,ალბათ ეზოში იყო გასული და თოხავდა ან კრეფდა რამეს,რას გაიგებ... არც ნანა იყო სახლში ალბათ ბაზარში იყო...

ავიდუღე ჩაი და მარტო დავჯექი მაგიდასთან... მალე ჩვენი კავკასიური ნაგაზი ბუთა შემომიერთდა,იქნებ ყველი მომცესო ფიქრობდა ალბათ ))

გავრეცხე ჭურჭელი და ზემოთ ავედი წიგნის ასაღებად,რომ ჰამაკში წამეკითხა. ტელეფონს რომ დავხედე 2 მესიჯი იყო მოსული
1. „შენ როგორი უჟმური გოგო ყოფილხარ“
2. „ ეგეთი არ მახსოვდი“

ამან საერთოდ გადამრია...

- „ კიდე მე რო ვარ უჟმური... 10 საათზე რო დარეკე რა გეგონა“
- „ოხ,აგრესიულიც ყოფილხარ“
- „ კაი ეგრე იყოს“

უიმეე ეს ვინ ყოფილა... ვერ არის...




8.08.2006

- ალოო
- ჩამოვედი
- ყოჩაღ - გამეცინა
- გამოდი გნახავ
- სად გამოვიდე?
- გარეთ ლიკუნა სად უნდა გამოხვიდე
- ამოდი ჩემს სახლთან,თუ გახსოვს სად არის...
- კი მახსოვს
- კაი

უცებ გული ამიჩქარდა,რატომ არ ვიცი... ეგეთი რაღაც კი დამმართნია,მაგრამ ხომ ხვდები ისეთ ბიჭებზე:სკოლის გაჩითულებზე,ვინც მომწონებია და ა.შ... მაგრამ ამ სანდროზე რატომ უნდა დამმართნოდა?

- ალო,მოხვედი?
- ხო აქ ვარ ,შენ აღმართთან
- ამოდი მერე ჭიშკართან
- კაი

აი ის მომენტი პირველად რომ დავინახე,ბავშვობის შემდეგ : ამოდის აღმართზე,აცვია ჯინსები,ჩვეულბრივი ზოლებიანი მაიკა.. ფეხზე კედები აცვია... თავზე პანამა ახურავს და პანამიდან ღია ყავისფერი კულულები უჩანს... მიღიმის ყურებამდე გახეული პირით...

ბაბუაჩემიც გამოვიდა სახლიდან,მიესალმნენ ერთმანეთს... ბაბუაჩემის ტექსტები: რამხელა ბიჭი გაზრდილხარ და ხომ ხვდებით...

- არ გინდა გავისეირნოთ?
- ეხლა? ცხელა ძალიან
- მერე რა,სადმე ჩრდილში
- აუუ რავიი
- ამდენი წელია არ გინახივარ და ესე ჭიშკრიდან უნდა მელაპარაკო?
- ნუ კაი...მოვალ ეხლავე და წავიდეთ

უცებ ავირბინე კიდეებზე და შევვარდი ოთახში...
ვუყურებ სარკეში ჩემ თავს და აი რაღაც არ მომცონს... არადა ვერც გამოვიცვლი,ტეხავს იფიქრებს ჩემ გამო გამოიცვალა და რაღაცეები... ამიტომ მარტო თმა გავისწორე,საღეჭი რეზინი ჩავიდე და უკან ნელა ჩამოვედი კიბეებზე...
სანდრო ჩემ ჭიშკართად იდგა და ბაბუაჩემს ელაპარაკებოდა ბაბუამისზე.

- ვსო წავიდეთ
- კაი

- ნახვამდის ბატონო კობა
- კარგად შვილო

გავედი ეზოდან და აი მაშინ მივხვდი რა უხერხულად და რაღაცნაირად ვგრძნობდი თავს... ზოგჯერ იმ ადამიანებთან ვერ ვპოულობ სასაუბრო თემას ვისაც ყოველდღე ვხედავ და ამასთან რაზე უნდა მელაპარაკა საერთოდ დავიბენი...

სანდროს ეზოში წავედით და აი რაღაც სულელურ თემებზე ვილაპარაკეთ:სწავლაზე,სკოლაზე,ჩვენ ოჯახზებზე და ა.შ
დაწერას არც აქვს აზრი...

ძალიან მალე ავდექი და წამოვედი სახლში... ძალიან დაკომპლექსებული იდიოტი გოგო ვეგონე ალბათ... ალბათ რა და ვარ კიდევაც,მე ეგრე მგონია და...

ავედი ჩემ ოთახში და წიგნის კითხვა დავიწყე...
სანამ დასაძინებლად დავწვებოდი მესიჯი ვნახე : „ძილინებისა უჟმურო“
პასუხი არ გამიცია...


9.08.2006

მეორე დღეს ისევ სანდროს ზარმა გამაღვიძა,წამოდი სადმე გავიაროთო... მეც დავთანხმდი... შევთანხმით ჩემს აღმართთან მოვიდოდა...

დღეს უკვე კარგად ჩავიცვი და ცოოოტა მაკიაჟიც გავიკეთე,ისე შეუმჩვენელი რომ ყოფილიყო.

- სად წავიდეთ?
- მე აღარ მახსოვს თითქმის აქ არაფერი,შენ სადაც გინდა იქ წავიდეთ
- კაი...
გადავწყვიტე მინდროში წამეყვანა,დიდი მუხის ძირას....

- ლიკუნა
- ხო
- მომიყევი რას შვებოდი ეს წლები
- რავიცი ისეთს არაფერს
- შენ?
- არც მე

ეხლაც ძალიან უხერხულად ვართ,ხომ ვხვდები....

- გახსოვს ბავშვობაში ხოჭოებს რომ ვიჭერდით და ჯოხზე ვარჭობდით?
- კი სანდრო და სულ შენ იყავი კაპიტანი - გამეცინა ხმით
- ხო იასნად
- იმ ტყის გზა იცი?
- კი
- წამო წავიდეთ
- აუუ ეხლა არა შორსაა აქედან

უცებ სანდროს ტელეფონის ხმა გაისმა,როგორც მერე გავარკვიე შეყვარებული ურეკავდა,თაკო...

- შენ ყველაფერი გახსოვს ბავშვობიდან?
- არა,ნახევარი არც მახსოვს შენ?
- მე კი - გაეცინა
- რა გაცინებს
- გამახსენდა რაღაც
- ?
- კაი ისეთი არაფერი
- კაი

- მე იცი რა მახსოვს?
- გახსოვს,ბალახებში 2 თმის სამაგრი რომ დადე და მითხარი აბა გვირლას თუ იპოვიო?
- კი მახსოვს,კიდე გაქვს?
- ალბათ კი
- ჩემი პირველი საჩუქარი იყო
- ხო

მერე თემა შევცვალეთ და უკვე თავის შეყვარებულზე მელაპარაკებოდა...
ამასობაში სადილის დროც მოვიდა და მე სახლში რომ არ მივსულიყავი ბაბუაჩემი გამომასახლებდა და უნდა წავსულიყავი... მიმაცილა სახლამდე და წავიდა ისიც სახლში

ჭიშკრამდე არც კი ვიყავი მისული მომდის მესიჯი : „საღამოს იმ მიტოვებულ სახლში წავიდეთ“
არ მიპასუხია....

7 საათზე გამომიარა და წავედით იმ მიტოვებულ სახლში,გზის ბოლოს რომ იდგა...
ავედით მეორე სართულის აივანზე და იქ დავსხედით...

კარტი ჰქონდა წამოღებული და ვთამაშობდით ღორობანას,კოცნაზე

რამდენიც წააგო ხელზე მკოცნიდა...

მე ერთხელ მხარზე კოცნა მომიწია...

- აუუ ისევ მირეკავს
- აიღე მერე,შენი შეყვარებული არაა?
- ხო რავი
- ხო რავი რატო?
- იმიტო

მიმაცილა სახლში...
სახლში რომ მივედი არ მიფიქრია სანდროზე,რა იყო რომ საფიქრელი...
ბაბუაჩემთან ერთად ვიჯექი კაკლის ხის ქვეშ და ვკითხულობდი...

- ლიკ ხვალ იმ ტყეში წავიდეთ
- კაი
- დილას ოღონდ
- დილა რომელია შენთვის?
- 9
- ვერ ხარ შენ
- აბა?
- ესე 12?
- კაი,გაგაღვიძებ იცოდე


10.08.2006

მეორე დღეს მართლა დილას გამაღვიძა სანდროს... მალევე ავდექი და ჩავედი მასთან შესახვედრად.
გზაში ათას სისულელეზე ვლაპარაკობდით... მიყვებოდა სად,ვისთან და როგორ იჩხუბა და რაღაცეებს... მე რა თქმა უნდა არაფერს არ ვყვებოდი... არ მიყვარს დიდად უცხობთან ჩემი ისტორიების მოყოლა. ვიცი,სანდროს 6 წლიდან ვიცნობ,მაგრამ მაინც უცხოა...

უკვე თითქმის მივუახლოვდით იმ ადგილს სადაც მივდიოდით. ეს ადგილი არის ტყეში. ბილიკი სანამ დამთავრდება დიდ ნაძვთან უნდა გადაუხვიო,იქ კი მრგვალი პატარა მინდორია,სადაც ლამაზი პატარა თეთრი ყვავილებია გარშემო კიდევ ხეები... ულამაზესი ადგილია მართლა... მზეც ლამაზად ანათებდა იმ ადგილას... სანამ მივიდოდით იმ თაკომ დაურეკა და ერთი 5 წუთი ლაპარაკობდნენ,შემდეგ მემგონი იმ გოგოს ანგარიშზე გაეთიშა და მთხოვა სანდრომ დამარეკინე მე არ მაქვს ჩარიცხულიო...
მეც დავარეკინე...

თაკოსთან დაახლოებით 30-40 წუთი ისე ლაპარაკობდა ვითომც არაფერი,თან ჩემი ტელეფონით... აუუ!! ძალიან გავბრაზდი,ვერ ვიტან უზრდელ ადამიანებს...

ამ დილა უთენიას ავეთრიე,რომ ტყეში წამეყვანა... ეს კიდევ ნახევარი საათია ლაპარაკობს თან ჩემი ტელეფონით და ის სულ არ აინტერესებს,რომ ფაქტიურად მარტო ვარ გამოშტერებული ამ პატარა მინდორში,სადაც თვითონ უნდოდა მოსვლა... თორემ მე ყელში მაქვს უკვე ამოსული და შესწავლილიც კი მაქვს სად რა იზრდება ამ ადგილას...

კიდევ დაველოდე ცოტა ხანი და რომ აღარ გათიშა ავდექი და დავაწექი ბილიკს... სულ აღარ მაინტერესებდა ის რომ მარტო მომიწევდა უკან დაბრუნება,ჩემი მობილური სანდროს რომ ჰქონდა... ერთი ის ვიცოდი რომ სახლში მინდოდა...

კარგად შორს ვიყავი უკვე წასული,რომ დამეწია....

- ლიკუნააააააა,ლიკუნაააააააააააა
მეძახდა და თან მორბოდა...

- რა იყო?
- სად მიდიხარ? ამ ტყეში მარტო?
- და რა რო?
- საშიშია
- ნუ მაცინებ რა
- გეწყინა რამე?
- არა,არაფერი
- აბა რანაირად იქნევი ტო
- რანაირად
- მიმაგდე და მიდიხარ,რა ქვია მაგას ე?
- აა,შენ რო მიმაგდე და 1 საათი ტელეფონზე ეკიდე ეგ კაია?
- აუუუ ჩემი
- რა აუუ შენი?
- მაპატიე კაი,არ მოვიქეცი სწორედ
- ...
- მაპატიე?
- ....
- კაი ლიკუნა რა,ნუ ბავშვობ
- ....
ესე ჩუმად მივდიოდით ბილიკლზე,ბოლოს ისევ სანდრომ დაარღვია სიჩუმე

- ეხლა ესე უნდა ვიყოთ?
- როგორ?
- უცხოებივით ვიაროთ ჩუმად?
- აუუ
- რა აუ ლიკუნა?!
- არაფერი დაიკიდე
- წამო ამ მუხის ძირში დავჯდეთ
- სახლში უნდა მივიდე დავიღამე
- დავსხდეთ ცოტა ხანი და მიხვალ მერე
- ნუ კაი

მივაღწიეთ იმ მუხამდე და დავეგდე... ძალიან ნაწყენი ვიყავი...

- ნუ მიბრაზდები
- არ გიბრაზდები სანდრო
- ვაბშე აღარ დაველაპარაკები
- ეუფ
- მართლა,შენთან ერთად რომ ვიქნები ტელეფონს ხელში არ ავიღებ
- აუუ სანდრო რააა!!
- აუუ ჩემი რა გინდა ტოოო
- არაფერი

შემდეგ ისევ ესე ჩუმად ვიჯექით... მე ტელეფონში ვითომ მესიჯს ვწერდი,ის კიდე ბალახებს გლეჯდა...

- იცი რატომ ჩამოვედი?
- ?
- რაღაცის გარკვევა მინდოდა
- რისი?
- ისევ მიყვარდი თუ არა
- ....
- ეხლა არ მითხრა არ მახსოვსო
- რაზე ამბობ?
- ფუ ჩემი რა
- ეს ტო,აუ ჩემი და რაღაცეების მეტი არაფერი არ იცი?
- აბა რა თავს ისულელებ
- ვერ ვხვდები სანდრო და რა გავაკეთო?
- ხვდები გადასარევად
- ...
- როცა გაიხსენებ მაშინ შემეხმიანე,ეხლა კიდე ადექი და წავიდეთ...

პასუხი აღარ გამიცია ავდექი და წავედი სახლისკენ... სანდრო უკან მომყვებოდა,პირში ბალახ გაჩრული...

სახლში რომ მივედი დავწექი ლოგნზე და დიდი ხანი ვიხსენებდი რაზე მეუბნებოდა როგორ არ გახსოვსო,ისიც სულ თავში მიტრიალებდა „ ისევ მიყვარდი თუ არა“...
ანუ მაშინ ვუყვარდი,მაგრამ ეგ რაღაც უაზრო ბავშვური იქნებოდა...

მე ჯერ არავის ვყვარებივარ...
ნუ თუ ჩემ მეზობელ ირაკლის არ ჩავთვლით...
მეტი არავის....
უცხოა ჩემთვის ეს გრძნობა...

მთელი ღამე ამაზე ფიქრში გავატარე...
სანდროს დღეს ღამე აღარ მოუწერია...









თავი 2

10.08.2006

აი გათენდა... მე კიდევ ლოგინიდან ადგომის არანაირი სურვილი არ მაქვს... რაღაცნაირად კომფორტულად ვერ ვგრძნობ თავს გუშინ რაც მითხრა იმის შემდეგ...

ლოგინში ვიწექი 1 საათამდე,სანამ სანდრომ არ დამირეკა

- გძინავს?
- ისე რა
- წამო გავისეირნოთ სადმე
- ვერა,დღეს არ მცალია
- რატო,რას აკეთებ?
- რაღაცას,კაი წავედი არ მცალია

გავუთიშე ტელეფონი... არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა ესეთ შემთხვევაში... ვიცი,აღარ ვარ პატარა ეგეთი რაღაცეებისათვის,მაგრამ რა ჩემი ბრალია ჯერ არავისთან არ მქონია მსგავსი არაფერი...

მთელი დღე ჩემ ოთახში ვიჯექი,არც კი მახსოვს რას ვაკეთებდი... უცებ შევნიშნე ტელეფონი როგორ განათდა,მესიჯი რა თქმა უნდა სანდროსგან იყო :

- რა გჭირს?
- რა უნდა მჭირდეს? - დაახლოებით 15 წუთის მერე ვუპასუხე
- რაც გითხარი იმის გამო მარიდებ თავს?
- საიდან მოიტანე
- აბა?
- არ მეცალა უბრალოდ
- ეხლა გამოდი,ჯერ 9 საათია
- ვერა სანდრო არ შემიძლია ეხლა... წავედი

მეთვითონაც არ ვიცოდი რა მჭირდა... უბრალოდ არ მინდოდა...
არ მინდოდა სანდრო ან მეშინოდა და იმიტომ არ მინდოდა...
მაგრამ რისი?..



12.08.2006

2 დღეა ნორმალურად არ მილაპარაკია სანდროსთან,ბაბუაჩემისგან გავიგე გუშინ მთელი დღე მდინარესთან გაუტარებია,კითხულობდა...

ეგ ფაქტი რატომღაც მომეწონა... ბიჭი,რომელიც კითხულობს ჩემს გარშემო არც ისე ბევრია...

- სანდრო,სად ხარ?
- გარეთ
- გარეთ სად?
- მდინარესთან
- ეხლა? საღამოა უკვე
- მერე რა?
- არაფერი,მოვალ
- კაი ლიკუნა მოდი - რაღაცნაირად გაეცინა ტელეფონში...

გზაში სულ იმაზე ვფიქრობდი აი ნეტა რატომ მივდივარ-მეთქი...
ბოლოს მოწყენილობას დავაბრალე...

- აბა რას შვები?
- ჩუუ - თან თითით მანიშნა ჩუმად იყავიო,ტელეფონზე ლაპარაკობდა

მეც ვუცდიდი,სანამ მორჩებოდა ლაპარაკს... უცებ ვეღარ დავინახე,ცოტა ხნის შემდეგ კი მესმის სანდროს ყვირილი:

- მიყვარხარ ( 15 ჯერ )

- ხო კარგად ხარ?
- ვერ არი ეს გოგო,15 ჯერ მაკივლა „მიყვარხარ“
- 15 ჯერ რატო?
- 15 წლის რო ვარ მაგიტო
- ააა...

- შენ რას შვები?
- რავიცი არაფერს - თავით ტელეფონში ვარ ჩამძვრალი
- ისე,შენ არ გყავს შეყვარებული?
- ...... არა
გაეღიმა
უკვე მოსაღამოვებული იყო და მზეც ჩადიოდა...
სანდრომ Mondo Bongo ჩართო ტელეფონში და ჩემკენ წამოვიდა...

- მოდი მეცეკვე
- ვერ ხარ შენ
- რატო,მოდი

ჩემსკენ წამოვიდა,მომიახლოვდა,ხელი წელზე მომხვია და ჩამიხუტა... პირველად ზუსტად მაშინ ვიგრძენი მისი სიახლოვე,სითბო... მარტო სანდროს სუნთქვა მესმოდა და ცოტა ხანი მთელი სამყარო გაჩერდა... ცხოვრებაში პირველად არაფერზე არ ვფიქრობდი,პირველად მივენდე სხვას,პირველად ვცეკვავდი,რას არც მე არ ვიცი... ვგრძნობდი მის ხელს ჩემს ზურგზე,სუნთქვას და დედამიწაც გაჩერდა...
მისი მეორე ხელი სახეზე ვიგრძენი,ცერა თითით ლოყაზე მეფერებოდა,მაშინ გავახილე თვალები და აი პირველად დავინახე ის გამოხედვა,ის თვალები უძირო... ასე არავის არასოდეს არ შემოუხედავს ჩემთვის... თვალებიდან მეგონა სიყვარული გადმოსდიოდა,ცოტა ამღვრეულიც ჰქონდა თვალები... ესეთი რაღაც ჩემთვის ძალიან უცხო იყო...
ისევ ჩავიძირე მის სინაზესა და სითბოში... რა ხდებოდა ჩემ თავს ვერ ვხვდებოდი...
მისი სუნთქვა სულ ახლოს და ახლოს მესმოდა... უფრო ხშირდებოდა და უკედ მესმოდა... უცებ სითბო ვიგრძენი ტუჩებზე,ეს ისეთი უცხო იყო ჩემთვის,რომ უცებ გავინთავისუფლე თავი სანდროს ხელებიდან,უკან გადავხტი და გავშეშდი...

სანდროც ჩუმად იდგა და მიყურებდა... დაიბნა ალბათ საწყალი....

ცოტა ხანი ვუყურებდი ესე შორიდან,თან ვიაზრებდი რა მოხდა ჩემს თავს,შეიძლება ითქვას ეს ჩემთვის პირველი კოცნა იყო?..

ეს დღე არასოდეს არ დამავიწყდება... წლების შემდეგაც ესე ნათლად და მკაფიოდ მემახსოვრება...

მალე გამოვერკვიე ამ თავბრუსდამხვევი სიტუაციიდან...

- უნდა წავიდე
- მოიცადე მიგაცილებ

მთელი გზა ხმა არ ამომიღია,არც სანდროს...
ესე ჩუმად მიმაცილა სახლამდე...
მე წინ მივდიოდი,ამიტომ დასამშვიდობებლად უკან მივიხედე,სანდრომ ხელი ჩამკიდა,ერთი წუთი ესე ჰქონდა,გამიცინა და გამიშვა... მეც აღარ მიმიხედია უკან ისე მივედი სახლში...

ჩემს ოთახში რომ ავედი,ისეთი მჭირდა ვინმესთვის რომ არ მომეყოლა ალბათ გავგიჟდებოდი... ამიტომ გადავწყვიტე ჩემი დაქალისათვის დამერეკა...
მარიამი ჩემგან განსხვავებით ძალიან გახსნილი და კომუნიკაბელური გოგოა... ბიჭებიც კარგად ბლომად ყოლია...

- მარ,როგორ ხარ?
- ეე ლიკუუუუუუ,შეენ?
- აუ,დღეს სანდრომ მაკოცა
- ჰააა?????? რაააა???? ეეეეეე,რა მაგარიაა,გოგოოოო!!!
- აუ არ ვიცი
- რა არ იცი,ნუ გადამრიე!! ლიკუნას ბიჭი გაეჩითააააა
- უიი,არა
- რატო არა? მახინჯია? სუნი ქონდა?
- არა არცერთი
- აბა?
- აუ არ ვიცი,მაგრამ არ მინდა
- მოიცა,იმან გაკოცა და შენ? შენ აკოცე?
- აა,მე არა
- აბა ეგ რანაირი კოცნაა
- იმან მაკოცა და მე უკან გავხტი
- ფუუ,რა სულელი გოგო ხარ ლიკ რააა
- ....
- ეხლა რას აპირებ?
- არაფერს
- ნუ მაინც?
- არ ვიცი,მარიამ
- შტერუკა ხარ რა...
- ...
- ხვალ ნახავ?
- ჯერ არ ვიცი
- ეხლა არ დაემალო თორე იფიქრებს,რომ თავს არიდებ
- მაგასაც ვაპირებ,არ მინდა ნახვა
- სულელი ხარ რა.. გაერთე ცოტა,ზაფხულია და თბილისში მერე დაიკიდე
- მე ეგრე არ შემიძლია
- ხო,ლიკუნა შენ დაელოდე პრინცსს
- ....

მარიამთან ლაპარაკმა ცოტა გამამხიარულა და დამაფიქრა კიდევაც...
მე როგორ შეიძლება იმაზე ვიფიქრო ვიყო თუ არა სანდროსთან,როცა იმას შეყვარებული ყავს,თან არც არაფერი არ უთქვია...

13.08.2006

- არ გამოხვალ?
პასუხი არ მიმიწერია
- ლიკუნაა სად ხარ?
პასუხი არ მიმიწერია
- ეე !!
არც ეხლა მიმიწერია
- ნუ კაი,ღამე მშვიდობისა
არც ეხლა....

14.08.2006

დილას ბაბუაჩემის ხმამ გამაღვიძა

- ლიკაა....ლიკააააა....ლიკააააააა

ავდექი და ფანჯრიდან გადავძახე

- ხო,ბაბუ რა იყო?
- ჩამოდი,სანდრო მოვიდა

აააა..... სანდროოოოო?????

სრული პანიკა დამემართა... არ მინდოდა ნახვააა,არაააა

- ვერ ჩამოვალ ბააა,ცუდად ვარ ძალიან,უთხარი მერე დავურეკავ
- ლიკუნა,მესმის და ჩამოდი - ამომძახა სანდრომ
- ვერა მართლა ძალიან ცუდად ვარ
- სანდრო შვილო შენ ადი მაშინ - ურჩია ნანამ

თითები გადავაჯვარედინე და ვამბობ ჩუმად „ არ ამოხვიდეე,არ ამოხვიდეე ,არ ამოხვიდეე“
- ლიკუნა შეიძლება? - რა თქმა უნდა ამოვიდა
- კი შემოდი - ვზივარ პინგვინიან პიჟამოში,რა სირცხვილიაა
- ჰაჰა,რა მაგარი რამე გაცვია ტოო
- ...
- რატო მარიდებ თავს,ე?
- არ გარიდებ
- კაი,მორჩი ეხლა ,რა მოხდა?
- არაფერი
- იმ საღამოს გამო?
- ....
- ჰა?
- ....
- ეეე კაი რააა, თუ თაკოშია საქმე ეგ გოგო მაგრა,მე ხო გითხარი
- არა
- აბა?
- არაფერი
- თუ არაფერი წამო
- სად?
- სადღაც მინდა წაგიყვანო
- ვერა
- კაი რააა,რას ბავშვობ
- ვერა ბარგი უნდა ჩავალაგო - ჰაა? რააა? მეთვითონაც ვერ მივხვდი რა მინდოდა,რა ბარგი სად მივდივარ რო მივდივარ?????
- სად მიდიხარ?
- თბილისში - რა თბილისში ჯერ ეხლა დაიწყო აგვისტო
- რა? თვის ბოლომდე არ უნდა ყოფილიყავი?
- ხო,მაგრამ ჩემი დაქალი ჩადის და უნდა ჩავიდე - ნუ აქ მარიამი ვიგულისხმე,მაგრამ კაი ფანტაზია მქონია
- ...
- გაბრაზდი?
- არა,კაი აღარ შეგიშლი ხელს ჩაალაგე
- კაი...

სანდრო ადგა და გავიდა ჩემი ოთახიდან,მესმოდა როგორ ჩავიდა კიბეებზე,გააღო ჭიშკარი და გავიდა ქუჩაში...
ჩემი გული ისე ცემდა გეგონება 10 კილომეტრი ვირბინე....
ეს რა მოვბოდე? სად მივდივარ? რა თბილისში?
ეხლა რა უეჭველი უნდა წავიდე?
როდის მივდივარ რო?
ვაიმეეე,რატო ვუთხარი? ეხლა ხო ვეღარ ვნახავ ვერასოდეს? ეგ აქ მეორეჯერ ჩამომსვლელი აღარ არის და თბილისში კიდე რავიცი,ყველას თავისი ცხოვრება აქვს...
ისე რატო ვდარდობ? მაინც არაფერს არ ვაპირებდი და...
წავიდე მართლა? ეხლა რო არ წავიდე ხომ ძალიან ტეხავს?

ჩემს მეორე მესთან ლაპარაკით ძალიან დავიღალე და ვერც დასკვდა ვერ გამოვიტანე რატო გავაკეთე და ვთქვი,რაც ვთქვი და ვერც ის მოვიფიქრე რა უნდა გამეკეთებინა ეხლა... უნდა წავსულიყავი ფაქტია,ხო ვთქვი და უნდა გამეკეთებინა,მაგრამ როგორ?

- დეეეეე,რას შვებიიი?
- რავიცი დედი შენ?
- არაფერს
- რა ხდება მანდ?
- არაფერი სულელობა,მისმინე რაღაც უნდა გთხოვო
- რა დე?
- ჩამოვალ რა... გემუდარები ძალიან გამოვშტერდი
- რატომ ის შენი ბავშვობის მეგობარი ხომ მანდ არის?
- კაი რააა... ვიღაცასთან თუ 6 წლის რომ ვიყავი ვმეგობრობდი ეგ იმას არ ნიშნავს,რომ ეხლაც ვმეგობრობ
- მართლა გინდა წამოსვლა? რატო დე?
- მინდა რა დედა,გავგიჟდები აქ
- კაი დე,როდის გინდა წამოსვლა?
- ხვალ
- ხვააალ??
- ხო დე,კაი?
- კაი დედა,კაი
- დღეს ვიყიდი ბილეთს და წამოვალ,გეტყვი რომ ვიყიდი
- კაი დედა,გკოცი
- მეც დე...

დედასთანაც მოვაგვარე...ე.ი უეჭველი მივდივარ
თან არ მინდა წასვლა... ჩემ მეორე მეს უნდა რომ სანდროსთან ერთად იჯდეს სადღაც მინდროსში ჩახუტებული და დაიკიდოს მთელი სამყარო,მაგრამ მე კიდე ამის გაკეთება არ შემეძლო,მეშინოდა რისი არ ვიცი...

ამ ფიქრებში ვიყავი,რომ ჩავიცვი მოვწესრიგდი და სადგურისკენ წავედი,ბილეთების საყიდლას... ბაბუაჩემსაც ვუთხარი,რომ ხვალ მივდიდოდი... გზაში სულ სანდროზე ვფიქრობდი,იმ კოცნაზე,მის სითბოზე...
ამდენმა ფიქრმა გამაგიჟა უკანა გზაზე,როცა უკვე ბილეთიც ნაყიდი მქონდა და გადავწყვიტე დამერეკა

- რას შვები?
- რავი შენ?
- მე სახლში მივდივარ
- სად იყავი?
- სადგურში
- ბილეთი იყიდე?
- ხო
- კაია,მარიმს გაუხარდება - მითხრა ნაგლი ტონით
- ხო ძააააან

და ჩვენი ლაპარაკიც ესე მორჩა,ეტყობოდა გაბრაზებული იყო... მივედი სახლში და ეხლა უკვე მართლა დავიწყე ჩემოდნების ჩალაგება...
სადღაც ტანსაცმლებში ისმის ჩემი ტელეფონის ზარი,დედაჩემია-მეთქი ვიფიქრე...

- ალოო
- რომელზე მიდიხარ?
- 9-ზე
- გამოდი
- ეხლა? ვერა ვლაგდები
- გამოდი ლიკუნა!! - უხეშად მითრა ძალიან
- ხო კაი,დამშვიდდი

უცებ ჩავისვი ფეხზე და ჩავირბინე კიდეები

- ბაბუუუუ მე ცოტა ხანი გარეთ გავდივარ...

სანდრო იქვე მელოდებოდა... რაღაცნაირი სახე ჰქონდა,უცნაური

- რატო მიდიხარ?
- ხო აგიხსენი
- თავიდან ამიხსენი ეხლა!
- ჩემი დაქალები უკვე ჩადიან და მეც უნდა ჩავიდე
- გიბრძანეს?
- რა შუაშია სანდრო მიბრძანეს,რა გინდა ვაბშე?
- მე შენ გამო ჩამოვედი,შენ კიდე 2 დღეში უკან მიდიხარ
- მე არ მითხოვია
- დარჩი...
- ვერა სანდრო
- რატო?
- ვერა და ვსო
- კაი რა ტოო გეხვეწები არ წახვიდე
- ვერაააა - ცოტა ყვირილიც კი გამომივიდა
- მიყვარხარ ... დარჩი და მერე ერთად წავიდეთ
- ვერა
- ვირი ხარ ლიკუნა
- ხო შეიძლება
- ......
- ვერ დავრჩები უნდა წავიდე

მივბრუნდი და წავედი,დამეწია და უკნიდან ჩამეხუტა,თან ჩუმად მეუბნებოდა არ წახვიდეო....

- ვერა ვერა მართლა,თუ გინდა ცოტა ხანი დავრჩები
- კაი

იქვე გზაზე დავჯექით და ვლაპარაკობდით,ბავშვობის ისტორიებს ვიხსენებდით... სანდრომ ისეთი ისტორიები მომიყვა,რაც მე არც კი მახსოვდა... ბევრი ვიცინეთ,ძალიან... ამ ისტრიებით მივხვდი,რომ სიყვარული მართლა გვქონია,ბავშვებს როგორც შეუძლიათ ისე,მაგრამ გვქონია... ყველაფერი თურმე ძალიან ადრე დაწყებული და არც კი მახსოვდა.....

15.08.2006

ღამე ძალიან ცუდად მეძინა,არა თითქმის არ მძინებია... სულ სულ სულ სანდროზე ვფიქრობდი,მაგრამ ის არ მიფიქრია,რომ დავრჩენილიყავი და ვყოფილიყავი მასთან ერთად...

8 საათზე ავდექი მოვწესრიგდი და ქვემოთ ჩავედი... ნანამ საუზმე დამახვედრა

- ნამდვილად გინდა წასვლა? წელს ცოტა ხანი იყავი ძალიან
- კი ნან,მინდა
- კაი შვილო,ჭამე მაშინ
- კობა სადაა?
- მანქანას აწესრიგებს
- კაი
საუზმის შემდეგ ისევ ზემოთ ავედი და წვრილმანი რაღაცეებიც ჩავალაგე... გულია რ მწყდებოდა,თბილისში მიმეჩქარებოდა ალბათ და იმიტომ... ესე ადრე აქედან არასოდეს არ წავსულვარ...

ზურგჩანთა გადავიკიდე,ჩემოდანი ავიღე ხელში,ოთახს გავხედე,კარი გამოვკეტე და კიბეებზე ჩავირბინე...
ბაბუაჩემს მანქანა უკვე გარეთ ჰყავდა გაყვანილი,მელოდებოდა...
ჩემოდანი საბარგულში ჩავდე,მე წინ ჩავხტი,ფანჯარას ჩავუწიე,ყურსასმენები გავიკეთე,მუსიკა ჩავრთე და მანქანაც დაიძრა...
მეგონა დილას მომწერდა სანდრო,მაგრამ ჯერ არ ჩანდა...
მივედით სადგურში... შეამოწმეს ჩემი ბილეთი და ამიშვეს მატარებელში,ბაბუაჩემმა ამომატანინა ჩემოდანი შუბლზე მაკოცა დამარიგა,როგორც ბაბუებს სჩვევიათ და ჩავიდა მატარებლიდან... მე ვიყურები ფანჯრიდან,არ ვიცი ალბათ სანდროს ველოდებოდი,რომელიც არ მოვიდა... ალბათ მარტო მე მომდის ესეთი რომანტიკული ფიქრები თავში,რომ მოვიდოდა სანდრო,მე დავინახავდი ფანჯრიდან,თავში რაღაც გადამიტრიალდებოდა,ჩავვარდებოდი მატარებლიდან ,გავიქცეოდი მისკენ,ჩავეხუტებოდი და ბედნიერი დასასრულიც ეს იქნებოდა,მაგრამ მეც კი მეცინება ეს ისეთი სისულელეა,სად ხდება ესე ცხოვრებაში,ფილმი ხომ არ არის ან რომანი... გამეღიმა ამ ფიქრებში,ამივიღე წიგნი ამასობაში მატარებელიც დაიძრა და როგორც სახლები,ხეები და მანქანები რჩებოდა უკან,ისე დარჩა სანდროს...

ნეტავს თუ მომწერს?

16.08.2006

უკვე მეორე დღეა,თბილისსში ვარ... ისე ცხელა ვერ ავღწერ...
იქ ალბათ გრილა...

მთელი გზა სულ სანდროზე ვფიქრობდი,გულში სითბო მეღვრება ეხლა კი,როდესაც მახსენდება...

18.08.2006

დღეს ამისრულდა ოცნება და მომწერა,ურაა!!

„ როგორ იმგზავრე?“

- კარგად,მადლობა... შენ რას შვები
- არაფერს
ძალიან ცივად კი მწერს,ისევ ნაწყენია ალბათ

- ნაწყენი ხარ?
- არა ტოო
- სად ხარ?
- ეხლა ჩამოვდივარ თბილისში,მამაჩემს მოვყავარ
- კაია,რა ხდებოდა იქ?
- უშენოდ არაფერი

ისევ სითბოთი ამევსო გული

- ჰაჰაჰ...

სანდროს ამაზე აღარ უპასუხია...

ისე,სხვა ჩემ ცხოვრებაში არაფერი არ ხდება... სკოლა 15 სექტემბერს იწყება და ველოდები ... იქნებ რამე შეიცვალოს ჩემს ცხოვრებაში...


25.08.2006

ეხლა ღამეა მე ტელევიზორი მაქვს ჩართული,სიმღერებს ვუსმენ და თან ვითომ „პოდიუმზე“ გამოვდივარ,ვიცი საოცრად შტერი გოგო ვარ... რა ვქნა ჯერ ბავშვი ვარ ისევ... სანდროზე უკვე აღარ მეფიქრება ისე ძალიან... მემგონი გადამიარა იმ კოცნის აჟიოტაჟმა...

30.08.2006

გარეთ ვიყავი გასული დღეს გოგოებთან ერთად,სანდროს მესიჯი რომ ვნახე... გადავწყვიტე არ მეპასუხა გოგოებთან ერთად,თორე დაიწყებოდა ეს მიწერე,წერტილი აქ არ დასვა ცუდი ტონით ეგონება წერი და ა.შ...

სახლში რომ მივედი უკვე 10 საათი იყო,წყალი დავისხი,ყინულები ჩავყარე და მივეწერე სადნროს...

- კარგად შენ როგორ ხარ?
- კარგად,რა ხდება შენკენ? რას შვებოდი დღეს?
- გოგოებთან ერთად გარეთ ვიყავი,ისეთი არაფერი
- მენატრები
- მეც მომენატრე
- არ გინდა მნახო?
- როდის?
- ეხლა,თუ არ გამოგიშვებენ?
- ეხლა ვერა
- მაშინ ხვალ
- კაი ხვალ მაშინ
- მიყვარხარ ტო

ამაზე აღარ მიპასუხია, რა უნდა მეპასუხა რომ?..

ათასი უაზრო და რომანტიული ფიქრებით დავიძინე იმ ღამეს... გული აჩქარებული მქონდა... ვერ ვხდებოდი რა მელოდებოდა წინ...

01.09.2006

ის დღეც გათენდა სანდრო რომ უნდა მენახა... დილიდანვე ვემზადებოდი,ვიფიქრე ალბათ ესე 6-სთვის გამომივლის-მეთქი მაგრამ 7 იყო დაწყებული,რომ დამირეკა

- რას შვები ჩემო პრინცესა?
- პრინცესა ხო - გამეცინა
- რა იყო ტო
- არაფერი
- სად ხარ?
- სახლში
- ზუსტად სად ცხოვრობ აღარ მახსოვს ეე
- ყიფშიძის 2ა
- კაი დაგირეკავ რო მოვალ
- კაი

უიმეე,ძალიან გაძველბიჭებულია,თუ არა?

- ჩამოდი
- კაი

ჩვეულებრივად მეცვა,მაშინ დიდად ჩაცმულობას ყურადღებას არ ვაქცევდი...
მაგრამ „რუმიანა“ მეცვა ლოყებზე ცოტა და ტუჩებზეც ოდნავ „ბლესკი“ ეგ იყო და ეგ ჩემი მაკიაჟი....

- რა ლამაზი ხარ ჩემო გოგო
- აი შენი რო ვარ რა
- არ ხარ ტო თუ რა გგონია?
- შენი გოგო სადღაც დიღომშია ეხლა
- ჩემი ეჭვიანი
- რამ გაგაძველბიჭა? თუ თბილისში ეს იმიჯი გაქ?
- აუუ ჩემი რას სწერვობ
- არა,რას ამბობ
- წამო დავსხდეთ სადმე
- სად?
- შენ მითხარი
- კაი წამო დონატებში

გზაში ბევრ სისულელეზე ვილაპარაკეთ,თავის ძმაკაცებზე მიყვებოდა რაღაცეებს... მიდად არ მაინტერესებდა,ერთი რაც მაინტერესებდა ის იყო იმ თაკოს დაშორდა თუ არა... ლოგიკურია თუ მე მეფიცება სიყვარულს და თურმე პამპერსიდან მე ვუყვარვარ ხო უნდა დაშორებული არა? ეს უნდა გავარკვიო რამენაირად...

აი ავედით აბაშიძეზე და შევედით დონატებში...

- გამარჯობათ,
- გამარჯობათ
- რას ინებებთ?
- ლიკუ რას აიღებ შენ?
- ლატე
- ოჰ
- რა?
- არაფერი,მე კოკა-კოლა და სენდვიჩი,ძალიან მშია
- კარგით,მალე იქნება
- აბა მომიყევი რა ხდება შენკენ
- რავიცი მნიშვნელოვანი არაფერი
- შენკენ?
- არაფერი ძველებურად

ესეთი უაზრო დიალოგი გვქონდა კაფეში ძირითადად,იქ ვერ გავარკვიე დაშორდა თუ არა იმ დიღმელ თაკოს!

წკრრრ....წკრრრრ...
უი ჩემი ტელეფონი რეკავს - ვთქვი ხმამაღლა
- ხო
- რას შვები ე?
- არაფერს შენ?
- მე ეთოსთან მივდივარ და წამო შენც აწიე ერთი ადგილი
- კაი მოვალ მე მერე მაშინ,ეხლა არ ვარ სახლში
- სად ხარ რო?
- გარეთ
- გარეთ სად ხოდა? გამოგივლი ტაქსით ვარ
- კაფეში ვარ და რომ გამოვალ დაგირეკავ
- ეეე... ვისთან ერთად ხააარ???
- ...
- გულაობა დაიწყე შეენ?
- აუუ მარიამ რა იდიოტკა ხარ - გამეცინა ძალიან
- ხო კაი,რომ დაიშლებით დამირეკე და ამოდი,ოღონდ უეჭველი
- კაი ,კაი

- ბოდიში მარიამი იყო
- არაუშავს,რაო მარიამმა?
- არაფერი,ეთოსთან წამოდიო
- მიდიხარ?
- ხო წავალ მერე
- ეე რანაირი გოგო ხარ ტოოო
- რანაირი?
- ისევ უნდა მიმაგდო
- ხო აქ ვარ და რა გინდა?
- დაიკიდე პატარა
- ...

- უკაცრავად ანგარიში თუ შეიძლება

- მივდივართ?
- ხო,იმ ზარის მერე სულ ტელეფონში ხარ და რა აზრი აქ?
- რას არ აქ აზრი?
- აქ ჯდომას
- რა დაგემართა?
- რა რა დამემართა ტოო ჯერ იქ მიმაგდე ვიღაც მარიამის გამო და ეხლა კიდე აქ
- ნორმალურად ილაპარაკე შენ ჩემ მეგობრებზე !!!
- ადექი წავედით
- დიდი მადლობა
- სად მიდიხარ?
- აქვე ჭავჭავაძეზე
- წამო წაგიყვან
- არ მინდა მივალ ჩემით
- ეეე რო გეუბნები მიგიყვან-მეთქი ანუ მიგიყვან
- ...

ეთოს სახლამდე ჩუმად ვაპირებდი სიარულს... ბავშვობაში ერთ თამაშს ვთამაშობდი ხოლმე ჩემთვის:გავჩუმდებოდი და იქამდე არ ვამბობდი არაფერს,სანამ ვინმე პირველი არ ამოიღებდა ხმას... და მერე თავს გამარჯვებულად ვთვლიდი და ვიყავი ბედნიერი... რა სულელი ვიყავი ადრე... ეხლაც ეგ თამაში გამახსენდა და დავიწყე თამაში...

სანდროს ტელეფონმა დაურეკა

- ხო
- ... - არ მესმის ვინც ურეკავს რაც ამბობს
- ხო
- ...
- კაი
- ...
- ხო კაი გავიგე ტოოო
- ...
- გამოგივლი 15 წუთში
- ...
- აუუუ თაკო რა !!

ეგ სახელი რომ გავიგე საშინლად არ მესიამოვნა,ამომასხა,მომაწვა სიბრაზე,სულ დამავიწყდა ჩემი თამაში,რომ დუმილი უნდა დამეცვა....

- ოხ რა აგრესიული ხარ
- ლიკუნა შენ რაღა გინდა?
- რანაირად მელაპარაკები
- კაი მაპატიე
- კიდე ერთად ხართ?
- ..
- ჰა?
- დაახლოებით
- დაახლოებით რას ნიშნავს?
- კი
- ყოჩაღ

სიარულს ავიჩქარე და უცებ მივედი ეთოს სადარბაზოსთან...

- აღარ დამირეკო სანდრო რა
- აუუ ჩემი რამ გაგაგიჟა ეხლა?
- ეგრე უკეთესი იქნება,არ აწყენინო თაკოს
- აუუ ჩემი მორჩი ეხლა რა,ხო იცი შენ რაც ხარ ჩემთვის
- კარგად

გავაღე სადარბაზოს კარები და შევვარდი შიგნით... კარზე ზარი დავრეკე ეთომ გამიღო კარები... შევვარდი ეთოს ოთახში და ბალისში თავყავი თავი

- ეე ლიკუ რა მოხდა? - მეკითხება გაოგნებული მარიამი
- არ დაშორებულა
- ვინ? ვის? - ვერ მიხვდა ეთო
- სანდრო
- ეს ის სანდრო? ზაფხულის? - მეკითება მარიამი
- ჰო
- შენ არ ამბობდი ო? - ვეღარ დამეწია ეთო
- აუუუ - ეს ამოვიძახე და ცრემლები თავისით წამომივიდა
- ლიკუნას პირველი სიყვარული ეწვია თუ რა ხდება? - ჩემ გასამხიარულებლად თქვა მარიამმა
- რავიცი - გაკვირვებულმა დააყოლა ეთომ
მე კიდე ვიწექი ეთოს საწოლზე და თავში ათასი რაღაც მიტრიალებდა...
ყველაზე მეტად კი ის მაწუხებდა და მაინტერესებდა სად წავიდა სანდრო და ვისთან...













თავი 3

15.10.2006

უკვე ერთი თვეა,რაც სკოლა დაიწყო და თვე ნახევარია რაც სანდროს დანარეკს არ ვპასუხობ. რა აზრი აქვს,ტყუილად უნდა მომიშალო ნერვები,ის არ აპირებს იმ გოგოსთან დაშორებას,თორემ აქამდე კი დაშორდებოდა... მე კიდე არც კი ვიცი მზად ვარ თუ არა სასიყვარულო ურთიერთობებისათვის,მერე რა რომ უკვე 14 წლის გოგო ვარ მე-9 კლასელი თან...

უი,ხო კიდევ... ერთი ბიჭი მომწონს ჩემი სკოლელია,თან მარიამის შეყვარებულის ძმაკაცია,აკოსი... სკოლაში ყველაზე გაჩითულ სასტავად ითვლებიან და აი მარიამის მეშვეობით მეც და ეთოც უკვე მაგათ წრეში ვითვლებით...

მე რომ მომწონს იმას,ვაკო ქვია... ოდნავ გრძელი თმები აქვს,შავგვრემანია,საშუალო სიმაღლის,გამხდარი,რაღაცნაირი სიარულის მანერა აქვს ( საყვარელი ) ,კარგი იუმორის გრძნობა აქვს...

ვაკოც იჩენს ჩემს მიმართ ყურადღებას... სახლში მაკითხავს და სკოლაში ერთად მივდივართ,შემდეგ უკან მაცილებს სახლში... შესვენებებზე სულ ჩემთან ერთად დადის და ხელი აქვს გადახვეული... ჯერ ჯერობით მეგობრული უჭირავს და იმედია მალე რამეს იზავს,თორე სანდროზე ფიქრით უკვე ამიფეთქდა თავი...

მალე ჩემი დაბადების დღეა,ვგიჟდები ამ დღეზე....

18 ოქტომბერს ოფიციალურად ვაცხადებ,რომ ჩემი დღეა... ამ დღეს მე ვარ პრინცესა...
მხოლოდ ჩემ დაბადების დღეზე ვგრძნობ თავს მაგარ გოგოდ და თავდაჯერებულიც ვარ,როგორც არასოდეს ისე...


17.10.2006

ხვალ ჩემი დღეა,ვემზადები და ველოდები... ერთი სული მაქვს როდის გავხდები 15 წლის...

დილით მაღვიძარამ გამაღვიძა... სამშაბათი სკოლაში ძალიან რთული დღე მაქვს...

ჩემი ცხრილი:
1-ლი გაკვეთილი - გეომეტრია
მე-2 გაკვეთილი - ქიმია
მე-3 გაკვეთილი - ბიოლოგია
მე-4 გაკვეთილი - ქართული ენა და ლიტერატურა
მე-5 გაკვეთილი - რუსული ენა

მეზიზღება სამშაბათი დღე...

მაინც მომიწია სკოლაში წასვლა,ქვემოთ რა თქმა უნდა ვაკო მელოდებოდა...

- ლიკუნ,როგორ ხარ?
- კარგად ვაკო შენ?
- მეც ჯიგრულად,ხვალ შენი დაბადების დღე როა რას აპირებ?
- გოგოებთან ერთად წავალ ალბათ სადმე?
- შენ,მარიამი და ეთო?
- ხო და კიდე ჩემი 2 მეზობელი და მამიდაშვილი
- ძივიშნიკი გქონიათ და ეგ არის ტო და ბიჭები?
- ბიჭებში შენ თავს გულისხმობ?
- ხო რა ჩვენი სასტავი
- მაგაზე არ მიფიქრია სიმართლე გითხრა
- წამოდი ტაქსით ცივა დღეს
- კაი...
- ისე რატომ არ გიფიქრია?
- აუ რავიცი,სულ ესე დავდივართ ხოლმე და ალბათ მაგიტო
- ხოდა ეხლა მთელი სასტავი ვიქნებით შენ დაბადების დღეზე
- კაი
- კაი რა ეხლა თუ არ გინდა თქვი
- არა,მინდა რატომაც არა
- სად აპირებთ წასვლას?
- ალბათ City Club-ში
- კაია ეგ კაია

მივედით ამასობაში სკოლაშიც... ამაცილა მე-3 სართულამდე თვითონ კი ისევ პირველზე ჩავიდა,ბუფეტში ალბათ არც აპირებდა გაკვეთილებზე შესვლას...

- ლიკუნააა,მოდი - დამიძახა ეთომ
მივედი და ეთოს გვერძე დავჯექი,როგორც ვთქვი პირველი გეომეტრია გვქონდა,რომელსაც ვერ ვიტან!!

- მარიამი არ არის?
- ჯერ არ მოსულა და არ ვიცი სად არი
- სულელი ეგ
- ხვალ რას ვაპირებთ აბა ხვალინდელო პრინცესავ?
- City Club-ში მივდივართ
- ვინ და ვინ?
- „ჩვენი სასტავი“ - და უცებ ისე გამეცინა ყველამ მე შემომხედა
- ანუ?
- მე,შენ,მარიამი,ანი,თამუ და სოფო , ხო კიდე ბიჭები
- ვინ ბიჭები? შენ დაბადების დღეზე ბიჭები?
- ხო,ვაკომ გამოიჩინა ინიციატივა
- ოხ,გასაგებია ანუ „ჩვენ სასტავში“ იმათ გულისხმობდი
- ხო ესე დაარქვა ვაკომ

- მეგრელიშვილი (მე) და მაისურაძე ( ეთო ) გაჩუმდით და გამოდით დაფასთან,ამდენს რომ ლაპარაკობთ აქაც ილაპარაკეთ

მოკლედ,მოგვიწია დაფასთან გასვლა და სამხუთხედებზე და კუთხეებზე ლაპარაკი...

მე-3 გაკვეთილის შემდეგ დიდი დასვენება გვაქვს ხოლმე,15 წუთიანი... ამ დროს მთელი სკოლა ბუფეტში ჩადის...

მეც და ეთოც რა თქმა უნდა პირველი სართულისიკენ გავეშურეთ...
ჩვენს ბუფეტში ერთი კუპე იყო,რომელსაც კარები არ ჰქონდა და იქ ისხდნენ ხომლე ბიჭები,ამიტომ პირდაპირ იქ შევაჭერით...
მარიამი უკვე იქ იყო...

- მარიამ არ უნდა თქვა რომ აქ ხარ? -შენიშვნა მისცა ეთომ
- ოო რა იყო,ხო მნახეთ
- აუ მომაწევინე რა - ვუთხარი მარიამს
- აი ჩემი აიღე,მაგის Kent-ი რად გინდა - ვაკომ Parliament-ი მომაწოდა...
მეც გამოვართვი,მერე რა რომ სინამდვილეში Kent-ი მირჩევნია,ეს ვაკოს მონაცემია ))

ეს დასვენებაც მალე გავიდა დანარჩენი 2 გაკვეთილი მარტო ვიყავი... ეთო სხვა ჯგუფშია,მარიამმა კი ამოსვლა არ ინება...

გაკვეთილების შემდეგ გოგოებს სკოლის წინ შევხვდი და ცოტა ხანი კიდევ გავჩერდი იქ,ვაკო არ ჩანდა და ველოდებოდი... გამიკვირდა კლასთან რომ არ დამხვდა,სახლში გასაცილებლად... ნახევარი საათი ვიდექი გოგოებთან ერთად და ჩუმად ველოდებოდი,მაგრამ ვაკო არ ჩანდა... ბოლოს რაღა მექნა,ავდექი და წავედი სახლში...

სახლში არავინ არ დამხვდა...
გავიხადე ჯინდები და სპორტული შარვალი ჩავიცვი,სახლში ჯინსებით არ შემიძლია,ხო კიდევ ლიფით ))
სამზარეულოში შევედი,გამოვაღე მაცივარი და დიდად საინტერესო ვერაფერი ვერ ვნახე... ამიტომ ისევ კვერცხის შეწვა გადავწყვიტე...
ჭამის შემდეგ ჩემი რიტუალი მაქვს: ვიკეთებ ყავას,სანამ ყავა გაცივდება აივანზე დავდივარ და ვეწევი,შემდეგ შევდივარ ჩემს ოთახში ვრთავ უსაყვარლეს სერიალს და 45 წუთი განცხრომაში ვარ... ამის შემდეგ ხან ვმეცადინეობ ხოლმე ხან ვკითხულობ...
ხვალ ჩემი დაბადების დღეა,ამიტომ სკოლაში არ მივდივარ... შესაბამისად არც ვმეცადინეობ,ამიტომ ფანჯარაზე მოვლაკათდი და კითხვა დავიწყე...

დედაჩემი რომ მოვიდა უკვე 9 საათი იყო...
კარებზე დამიკაკუნა,მეც გავედი და სასადილო ოთახში ვიყავი ცოტა ხანი,ვჭორაობდით და ხვალინდელ გეგმებს ვუზიარებდი... ვუთხარი გეგმები შეიცვალა და ეხლა ბიჭებიც იქნებიან-მეთქი,მეგონა გამიპროტესტებდა,მაგრამ რავიცი არაფერი არ უთქვამს...

მალე ისევ ჩემს ოთახში შევედი,უკვე ღამე იყო,მაგრამ მთვარე არ ჩანდა ღრუბლების გამო... ფანჯარაზე დავჯექი საბანი მოვიხვიე,Coldplay-ის დისკი ჩავრთე ცენტრში და ისევ ჩემს ფიქრებში დავიკარგე...
სანდრო... სანდროო... სანდროოო...სანდროოო????
ვაკოო ვაკოო ვაკოო ვაკოოო!!

ამ ორი ადამიანის გარდა თავში არაფერი მაქვს... ნორმალურად ვერც კი ვსწავლობ,ისე ძალიან შევიცვალე,ალბათ ეს უკვე ასაკის გამოა:მოწევა დავიწყე,კარგად აღარ ვსწავლობ,ხანდახან გაკვეთილებს ვაცდენ და ბუფეტში ვზივარ,დედაჩემსას უკვე ვატყუებ რაღაცეებს,მოკლედ მემგონი ოფიციალურად თინეიჯერი გოგო ვარ ))

ტელეფონის ვიბრაციამ გამომაფხიზლა ფიქრებისგან,სად იყო ზუსტად არ ვიცი მაგრამ საწოლიდა მესმოდა ბზუილი...

ჩამოვხტი ფანჯრიდან და ლოგინზე დავიწყე ტელეფონის ძებნა
უცხო ნომერი მირეკავდა,საათს რომ დავხედე უკვე თორმეტს აკლდა წუთები,ამიტომ აღარ მიყოყმანია ამეღო თუ არა

- ალოო
- გილოცავ ჩემო პრინცესა
სანდროს ხმა რომ გავიგე გავშეშდი,გული ამიჩქარდა,ყურები დამიგუბდა....

- დიდი მადლობა - როგორც შევძელი გავაკონტროლე თავი რომ აკანკალებული ხმით არ მეპასუხა
- რას შვები ტოო?
- არაფერს,რავიცი
- ხვალ რას აპირებ ჩემო გოგო?
- City Club-ში მივდივარ ბავშვებთან ერთად
- გოგოებთან?
- არა მარტო
- ის შენი სკოლის ძველბიჭობებიც მიგყავს?
- ის ჩემი სკოლის ძველბიჭობები სხვათაშორის ჩემი მეგობრები არიან და თუ შეიძლება სიტყვები შეარჩიე!!
- აუუ ჩემი,მეგობრების არჩევში მაგარი ხარ
- რა ჯანდაბა გინდა ვაბშე?
- მინდა რომ ნორმალურად მოიქცე
- არანორმალურად რატომ ვიქცევი იქნებ ეგეც მითრა?
- აბა რანაირ ხალხთან მეგობრობ?
- რა შენი საქმეა?????!!!
- არი!!
- არანაირად არ არი სანდრო წადი შენ გოგოებს გაუკონტროლე
- შენ ხარ ჩემი გოგო
- არა მე არ ვარ
- ხააააარ და ნორმალურად!!
- აუ სანდრო დავაი რა,შენ თაკოს ელაპარაკე ეგრე

ძალიან ამომასხა,როგორ ბედავს ჩემთან ეგრე ლაპარაკს და პლიუს ჩემ დაბადების დღეზე!!

- რას მითიშავ !!
- თავი დამანებეეე
- ხვალ მნახე საქმე მაქ იცოდე
- ხვალ არ მცალია
- ჩემთვის მოიცლი
- შუადღეს მაშინ
- კაი დაგირეკავ!!

უკვე გვიან იყო,რომ დავმშვიდდი... გოგოებისთვის არ მომიყოლია,რაც მოხდა ეხლა მაგის გარჩევის თავი არ მქონდა,მარიამის უაზრო კომენტარების და ეთოს დამრიგებლური ტონისთვის...

დავწექი დასაძინებლად... მალე ხვალინდელმა დღის ფიქრებლა გადაწონა სანდროს თემა და ტკბილად ჩამეძინა...


18.10.2006

აი გათენდა ჩემი დღე... უბედნიერესი ვარ,ვგიჟდები ჩემ დაბადების დღეზე

12 საათი ხდებოდა დედამ,რომ საუზმეზე ყავა და ჩემი საყვარელი ნამცხვარი „ოპიუმი“ მომართვა...
ამიტომ ცოტა კიდევ გამიხანგრძლივდა საწოლში ნებივრობა.
3 საათზე სალონშვი ვიყავი ჩაწერილი: თმა დავივარცხნე , წარბი და ფრჩხილები გავიკეთე...

სალონში გოგოებმა მომაკითეს და აბაშიძის ბუტიკებს დავუარეთ,რამე კაბის ყიდვა მინდოდა საღამოსთვის...

ამასობაში 6 საათიც მოვიდა,მარიამი და ეთო ჩემთან ამოვიდნენ გამოსაცვლელად და მოსაწესრიგებლად...
8 საათზე უკვე იქ უნდა ვყოფილიყავით...

დიდი ხნის მერე უკვე მზად ვიყავით,როგორც გოგოებს სჩვევიათ და ტაქსის გამოსაძახებლად დავრეკეთ...
ტაქსის ლოდინის დროს დღეს პირველად ავიღე ტელეფონი ხელში ისეთ გადარბენაზე ვიყავი

დამხვდა 10 მესიჯი კლასელი გოგოებისგან...
ვიღაცეების გამოტოვებული ზარები და ამ ზარებს შორის იყო სანდროს 25 გამოტოვებული ზარი და 8 მესიჯი...

აი მაშინ დამარტყა თავში,რომ დღეს შუადღეს ვუთხარი გნახავ-მეთქი...
მაგრამ ალბათ კარგიც არის რომ ვერ ვნახე,ზუსტად ვიცი ნერვები მომეშლებოდა,მე კიდე ამ დღის ჩამწარება ნამდვილად არ მინდა...
ამიტომ აღარ გადამირეკია,ტაქსი მოვიდა და ჩავეყარეთ გოგოები სიცილ-კისკისით ტაქსში და City Club-ში წავედით....
***

მე- მოკლე შავი კაბა მეცვა,ლამაზი ვერცხლისფერი ყელსაბამი მეკეთა,მარჯვენა ხელზე სამი ცალი ბეჭედი,გრძელი ასევე ვერცხლისფერი საყურეები... ფეხზე 4 სანტიმეტრიანი ოთხკუთხედ კუსლზ ჩექმები მეცვა,ხელში შავი ქლაჩი მეჭირა,ვერცხლისფერი შესაკრავით... საერთოდ შავი ფერი ძალიან მიყვარს,ჩემს ხასიათს ყველაზე მეტად უხდება და ასევე კანის ფერსაც ))

მარიამი - ეცვა ასევე კაბა,თეთრი მოკლე, სამკაულები ლურჯი თვალით იყო გაწყობილი ჩანთაც მოლურჯო ეჭირა,ფეხზე კი რა თქმა უნდა ქუსლები ეცვა...

ეთო - შარვალი ეცვა შავი,ზემოდან ცოტა მოკლე მაიკა და ფეხზე კედებით იყო მოსული... ეთო საერთოდ ჩაცმას დიდად ყურადღებას არ აქცევს,ადრე მეც ეგეთი ვიყავი,მაგრამ წელს რაღაც გადამიტრიალდა თავში,ალბათ ბიჭების ბრალია და მათი ყურადღების...

ჩვენს მაგიდასთან უკვე ისხდნენ ვაკო,აკო და მათი კიდევ 3 ძმაკაცი... ჩემი დანარჩენი 3 გოგო ჯერ მოსულები არ იყვნენ,გზაში იყვნენ როგორც ვიცოდი...

- ეეე,მოვიდა აი იუბილარიიიიიც - დაიძახა აკომ
- მოდი ჩემ გვერძე დაჯექი დღევანდელო პრინცესა - ვაკო სანდროსგან განსხვავებით რატომღაც პრინცესას „დღევანდელს“ ამატებდა,ეს კიდე მწყინდა...
დამსხდრები არც კი ვიყავით დანარჩენი გოგოებიც ჩემოგვიერთდნენ...
ყველანი აქ იყვნენ,ამიტომ ჩემი დაბადების დღემაც სტარტი აიღო...
ვაკომ არაყი შეუკვეთა ბიჭებისთვის,გოგოებისთვის კი კოქტეილები...
მე პირადად ლონგ აილენდზე ვგიჯდები,ამიტომ ეს შევუკვეთე...
მარიამმა კოსმოპოლიტენი
ჩემმა მამიდაშვილა ვოდკა რედბული
ეთო არ სვამდა როგორც ყოველთვის
ჩემმა მეზობელმა გოგოებმა მოხიტო...

ყველას სასმელი ძალიან მალე მოგვეკიდა,ბიჭები შეიძლება ითქვას უკვე მთვრალები იყვნენ...

აკო და მარიამი დიდი ხანია უკვე ცეკვავდნენ

- წამოდი ლიკუ მეცეკვე - მითხრა ვაკომ
- კაი ადექი - გამეცინა და ავდექი
ძალიან კარგად ვერთობოდი ვაკოსთან ერთად... ყველანაირად კარგად მექცეოდა,ყურადღებიანიც იყო და მოსიყვარულეც...
სულ დამავიწყდა ჩემი დანარჩენი სტუმრები ისე მაგრა ვერთობოდით ჩვენ ოთხნი...

უცებ ვიღაცის ხელს ვგრძნობ მხარზე,რომელიც უკან მატრიალებს... მაშინვე გული ამიჩქარდა ისევ,მივიხედე და ჩემს უკან სანდრო იდგა...
უკვე რაღაცნაირად გამიჯდა ის,რომ სანდროს დანახვაზე ან შეხებაზე გული უნდა მიჩქარდებოდეს და ფეხები მეკეცებოდეს... რამდენი თვეა უკვე ეგრე მომდის... პირველივე დანახვიდან მემგონი...

- აქ რა გინდაა?? - ცოტა ვიყვირე,რადგან მუსიკის გამო კარგად არ ისმოდა
- ამის გამო მაიგნორებ დღეს ხომ?
- აუ არ მესმოდა მართლა
- აუუ ჩემი მორჩი ტრუხა ბაზარს რა!!

- ეე ბიჭო - ჩაერთო ვაკო
- შენ ვინ ხარ ვაბშე?
- ვაკო ვარ წერეთელი,შენ ვინღა ხარ?
- ააა,მე სანდრო ვარ ლომინაძე
- წამოდი ერთი წუთი გვერძე გავიდეთ,რანაირად ელაპარაკები ჩემ გოგოს?
- ვაკო გაჩერდიიიი - ამ ჩემ გოგოზე მივხვდი უკვე,რომ სანდრო გაჭედავდა და სიტუაციის დარეგულირება ვცადე ჩემი ჭკუით
მაგრამ არაფერი არ გამომივიდა,სანდრო ისეთი გაბრაზებული იყო შუა კლუბში დაარტყა მუშტი ვაკოს,ეს რა თქმა უნდა აკომ და იმ სამმა ბიჭმა დაინახა,მოვარდნენ ,ატყდა ერთი ამბავი და გავარდნენ ყველანი გარეთ...
მე სრული ისტერიკა მჭირდა,მარიამსაც...
მარტო ეთო იყო საღად მოაზროვნე ამ დროს და როგორც შეეძლო ისე გვაწყნარებდა...
ოფიციანტმა წყალი მომიტანა,იქნებ დამშვიდდეო... ეს ყველაფერი წამებში ხდება... ვერც კი მოვასწარი განძრევა...
როგორც კი მივხვდი,რომ არავინ აღარ მიჭერდა ეგრევე გარეთ გავვარდი,სადღაც სიბნელიდან მესმის ღრიალი,გინება და საშინელი ხმები...მივვარდი,მაგრამ ვიღაცამ უკან გამომათრია...
ვყვიროდი რაღაცეებს,მაგრამ არ მახსოვს ზუსტად რას...

მთელი ჩხუბის განმავლობაში ვიღაც ბიჭი მიჭერდა...
არ ვიცი საინდან ან რატომ ,ვისთავის გაჩნდა იქ სასწრაფო,მაგრამ ამის დანახვაზე უფრო გავგიჟდი და ყვირილს მოვუმატე,უფრო ვუძალიანდებოდი ამ ბიჭს,რომ გავეშვი და გამეგო რა ხდებოდა...
სასწრაფოს დანახვაზე შეეშინდა ვინც მიჭრდა იმას და ბიჭების გროვაში შეერია... მეც მივყევი და ასვალტზე დაგდებულ ვაკოს ვხედავ,სანდროს მთელი ხელი სისხლში აქვს... სხვებიც კარგად ნაცემები არიან..
მალე გაირკვა,რომ სანდრო მარტო არ იყო მოსული და ვიღაცეები გარეთ ელოდებოდნენ,მე როგორც დავასკვენი ყველაფერი დაგეგმილი ჰქონდა...

- კრეტინო,იდიოტოოოოოოოოოოოოო რაა გააკეთე ხედაააავ??!! და რის გამოო !! შენ ხარ ყველაზე ამაზრზენი ბიჭი ვინც კი მინახავს...
- .... -სანდრო აცრემლებული თვალებით მიყურებს და თვალებით მთხოვს პატიებას,მე კი არ ვჩერდები
- ჩვენ ხო არავინ არ ვიყავით ერთმანეთისთვის რა უფლებით გააკეთე ეს ყველაფერი,ვინ ხარ ვაბშეეეეეეეეე!!!!!
- ....
- გაეთრიე სანდრო არასოდეს თვალით აღარ დამენახოოოო !! მეზიზღები...
სანდრო სიტყვის გაუცემლად მშორდება და მიდის,რაც მთავარია პატრული არ მოსულა...

ღამე 1-2 საათი საავადმყოფოში გავატარე ვაკოს გვერდით...
მძიმე მდგომარეობა არ იყო,უბრალოდ მსუბუქი ტვინის შერყევა ჰქონდა...
მალე დედაჩემმა მომაკითა და სახლში წამიყვანა,გზაში რა თქმა უნდა ლექციები არ მომაკლო,რომ ამ საზოგადოებაში ტრიალი ჩემზე ცუდად მოქნედებს და ბლა ბლა ბლა...

სახლში,რომ მივედი წყალი გადავივლე,თან სულ ამ ამბავზე ვფიქრობდი...
სანდროთან რომ გადამერეკა და მენახა ეს ამბავი ხომ არ მოხდებოდა..
ჩემი ბრალია ყველაფერი...

მთელი ღამე ტირილში გავატარე...
ვერ ვხვდებოდი რატომ მეფიქრებოდა ისევ სანდროზე და არა ვაკოზე...
ამ შემთხვევაში ხომ ვაკო იყო კარგი და არა სანდრო...
მაგრამ ჩემს გულში რატომღაც სანდრო იყო მხოლოდ...









თავი 4


19.10.2006

დილას 11 საათი ხდებოდა რომ გამეღვიძა... სანამ ცოტა გამოვფხიზლდებოდი უცებ დამავიწყდა გუშინდელი ამბები,როგორ ჩამშხამდა დაბადების დღე...
ვაკოსთან დარეკვის თავი რატომღაც არ მქონდა ან არ მინდოდა...

ჩემი და სანდროს ისტორია კი ძალიან ადრე იწყება,1-ლი კლასიდან დაახლოებით,მაგრამ ვერ წარმომიდგენია რომ ესე ვუყვარვარ...
როგორ შეიძლება ის გოგო გიყვარდეს,რომელიც 6-7 წლის ასაკში გიყვარდა,მერე ნანახი არ გყავდა დაახლოებით 5 წელი,ისევ ნახე და სიგიჟემდე შეგიყვარდა ისე? თუ გაგინახლდა გრძნობები?
თან ამ ყველაფერთან ერთად შეყვარებული გყავს... საერთოდ არ მესმის და რა გავაკეთო...
ზუსტად ამიტომ არ მესმის რატომ იჩხუბა ვაკოსთან... ბიჭების რას გაიგებ!

ვაკო ნამდვილად არ მიყვარს,ზუსტად ვიცი... უბრალოდ კარგი ბიჭია,ყურადღებიანი და მასთან თავს კარგად ვგრძნობ,ეს არის და ეს...
სანდროსთან ყველაფერი სხვანაირად არის,მის დანახვაზე,შეხებაზე და მემგონი იმის ცოდნაზეც კი რომ სადმე ახლოს არის გული მიჩქარდება,ფეხები მეკეცება და ვერაფერზე ვეღარ ვფიქრობ... ეს სიყვარულია??

სკოლაში არც დღეს არ ვაპირებ წასვლას ან ამ სიტუაციაში როგორ უნდა წავიდე...
დედაჩემი სამსახურშია,მე კი დასჯილი ვარ,მაგრამ რას გაიგებს რომ წავიდე...
ბოლოს მაინც გადავწყვიტე,რომ ვაკოსთან მივიდე საავადმყოფოში,აქ წევს მე-9-ში.

ჩავიცვი სპორტული შარვალი,ბოტასები,ჩვეულებრივი რაღაც მაიკა,კურტკა მოვიცვი,ჩანთა ავიღე და გავედი სადარბაზოში,ფეხები უკან მრჩებოდა...

- შეიძლება?
- კი,მოდი
- ვაკო როგორ ხარ? ჩემი ბრალია რა ყველაფერი მაპატიე
- კაი რას ამბობ ეე! შენ რა შუაში ხარ
- აუუ
- კაი გაგიჟდი? რაზე ნერვიულო,ხომ ხედავ ჯიგრულად ვარ
- ხო ძალიან ჯიგრულად ტვინის შერყევით
- კაი დაიკიდე რა,მერე რა
- აუუუ ვაკოოო ძალიან მცხვენია შენი,შენ რა შუაში იყავი საერთოდ
- დაიკიდე-მეთქი ხო გითხარი
- ...

უკვე ვეღარ ვძლებდი ამ პალატაში,არ შემეძლო... იმის მაგივრად,რომ ვაკოზე მეფიქრა მე სანდროზე ვფიქრობდი და მასზე ვდარდობდი... ზრდილობისგამო ცოტა ხანი ჩამოვჯექი ვაკოს საწოლზე,ხელი ჩავკიდე და ცოტა ხანი ესე ვიჯექით...
ვაკოს გაღიმებული სახე ჰქონდა....
გამიხარდა მისი გაღიმება რომ შევძელი...


- კაი,ვაკო უნდა წავიდე მაპატიე,გამოპარული ვარ და...
- რა სულელი გოგო ხარ - გამიღიმა და ხელზე მაკოცა
- ... -მეც გავუღიმე
- მიდი წადი ჩემო გოგო
- დაგირეკავ - ვაკოცე ლოყაზე,ავიღე ჩანთა და გავედი პალატიდან

ვიცი,საზიზღარი გოგო ვარ... ვაკო ესეთი მაგარი ბიჭია,თან ამ სიტუაციაში 100%-ით მართალია,პლიუს დაზარალებულია... მე კიდევ იმ იდიოტ სანდროზე მეფიქრება სულ,რომელმაც უმიზეზოდ იჩხუბა,მე მიხსნის სიყვარულს და მეორე წამს ვიღაც იდიოტკასთან მიდის...

სახლში რომ მივედი კიდევ კარდი დედაჩემი ჯერ არ იყო მოსული,მაშინვე გამოვიცვალე და დავწექი ლოგინზე...
ისევ სანდროზე დავიწყე ავტომატურად ფიქრი,რომ მივხვდი მაშინვე წიგნი ავირე ხელში იქნებ გადამატანინოს ყურადღება-მეთქო,მაგრამ პირველად არ მიშველა კითხვამ...

- ალოო
- ლიკუუუ,როგორ ხარრ??? - ჩამყვირა ტელეფოში მარიამმა
- რავი
- ნახე ვაკო?
- კი,კარგად არის
- რაო მერე?
- რავიცი არაფერი,შენ არ ინერვიულოო
- ის რა გიჟი ყოფილა ეე??
- ხო არ არის ჯანმრთელი
- შენ გამო ხედავ უკვე ბიჭებმაც დაიწყეს ჩხუბიიი
- აუ მარიამ საღადაო თემა არ არის ეს
- ხო კაი კაი,რა ეთო დაგემართა ეხლა
- კაი წავედი ვიძინებ,ხვალ გნახავ
- კაი,გკოცნი

ამ ზაფხულის შემდეგ სანდროს მიმართემაში ხომ ყველაფერი მიკვის,მაგრამ ეხლა ის მაწუხებს რატომ არ მწერს? არ მირეკავს? რანაირია საერთოდ...


1.11.2006

ვაკო იმ ამბის შემდეგ მალე გამოწერეს საავადმყოფოდან,ბევრჯერ მივედი მის სანახავად,ვართობდი როგორ შემეძლო... ეხლა უკვე სახლშია და სკოლაშიც დადის... მთავარია კარგად არის და ჩემზეც არ არის გაბრაზებული...

სანდროს არც დაურეკია და არც მოუწერია,ალბათ აღარ ვაინტერესებ,აღარ ვარ მისი პრინცესა....

მე ისე ძალიან აღარ ვარ გაბრაზებული,ისე ძალიან კი არა აღარ ვარ დაბრაზებული და არ ვაღიარებ უბრალოდ... ეთო მეუბნება იმ ყველაფრის შემდეგ ზედაც აღარ უნდა შეხედოო,ეგ სათქმად არსი ადვილი...


30.12.2006

2 დღეში უკვე ახალი 2007 წელი მოდის... ახალი წლის დადგომა ჩემთვის სიახლეებთან და ახალ შანსებთან ასოცირდება... ჩემი აზრით,1 იანვრიდან უკვე შესაძლებელია ყველაფერი ახლიდან დაიწყო...

25 დეკებრიდან უკვე არდადეგები გვაქვს და მიხარია 8 საათზე გაღვიძება რომ აღარ მიწევს,ადრე ადგომა მკლავს!

სანდრო იმის შემდეგ არ გამოჩენილა,რას ვიზავ...

ყველას ეგონა,რომ ჩემსა და ვაკოს შორის რაღაც მოხდებოდა საავადმყოფოდან რომ გამოვიდოდა,მაგრამ მე როგორ შემიძლია თავს შორს ვიჭერ მისგან...
ვიცი,ძალიან მაგარი ბიჭია,სკოლის თითქმის ყველა გოგო ვაკოზე აფანატებს,მაგრამ მე მომკალი და მისი შეყვარებული ვერ ვიქნები,არ შემიძლია... მაგრამ ვაღიარებ,მოწონებით ძალიანაც მომწონს,რა არ დასაწუნი რომ....
31-ში ღამე აკოსთან ავდივართ წყნეთში,იქ უნდა შევხვდეთ ახალ 2007 წელს...
ეთო რა თქმა უნდა არ მოდის,არ მიყვარს ეგეთი სიტუაციებიო... რას ვიზავთ ეთო ესეთია ))

მე და მარიამი დღეს მაღაზიებში მივდივათ... მარიამს ახალი კაბა უნდა და ქუსლები,მე გამოპრანჭვას არ ვაპირებ... ცოტა მაღალ ქუსლზე შუზებს ვიყიდი,რამე ახალ მაიკას,რამე ძველ შავ შარვალს ჩავიცვამ,ზემოდ პალტოს და ეგ არის...
თავი არ მაქვს გამოპრანჭვის და მერე მაგარი გოგოს თამაშის... მემგონი კრიზისული პერიოდი მაქვს... ჩემს სამყაროში ვარ ჩაკეტილი და არავის შემოშვებას არ ვაპირებ...
არც ახალი ემოციები მინდა...

მარიამმა აიჩემა პეკინზე გავიდეთ ვაკეში არაფერი არ არისო... მეც დავეთანხმე,გავაჩერეთ ტაქსი და წავედით პეკინზე,ქუჩის დასაწყისში ჩამოვხტით და დავიწყეთ მაღაზიების დავლა...

ერთ-ერთი მაღაზიის წინ,რომელიც ცოტა მოშორებით იყო,ისმის ვიღაც გოგოს საშინელი წიკვინი,მარიამმა წამოდი ვნახოთ რა ხდებაო,მეც დავეთანხმე,ვიცოდი რომ არ დამანებებდა თავს. საერთოდ მარიამს ძალიან უყვარს ვიღაცეებზე ღადაობა,შეიძლება ითქვას ჰობია მისი... ამიტომ აღარ შევეწინააღმდეგე...

ის წიკვინა გოგო ჩვენსკენ ზურგით იდგა,მის წინ კი სანდრო იდგა გაცოფებული სახით...
მე მუცელში რაღაცამ ჩამწვა,გულმა ისე დამიწყო ფეთქვა,რომ მეგონა საგულედან ამომივარდებოდა,ყურებიც დამიგუბდა პეკინის ხმაური საერთოდ აღარ მესმოდა,ვერც გარშემო ვერ ვხედავდი ვერავის,მარტო სანდროს თვალებს... სამყარო უცებ გაჩერდა...

- ლიკუნაა!! ლიკუნაააააააააა - მაჯანჯღარებს მარიამი - რა დაგემართა შვილოოო
- ჰა??
- რა იყო? ცუდად ხარ? რატო გაშეშდი?
- ვერ ხედავ?
- ვის ?
- სანდროს იმ გოგოს წინ დგას
- ჰაა? სად?? ეგ არი??
- ხო გყავს ნანახი ვერ იცანი?
- აუუ იმ დღეს ვერც კი შევხედე ნორმალურად,რომ დამემახსოვრებინა
- ეს გოგო ალბათ ის თაკოა
- ქაჯი ყოფილა
- ....

- მარიამ,ეხლა ჩავუვლით ისე,რომ არაფერს არ შევიმჩნევთ გაიგე?
- დაგინა
- ,წამოდი

მართლაც ისე ჩავუარე,რომ ზედაც არ შემიხედია. ამ მომენტში ის გოგო აღარ წიკვინებდა,ტელეფონში იყო ჩამძვრალი. სანდროსთვის არ შემიხედია,არ ვიცი მიყურებდა თუ რას შვებოდა...

ისე სწრაფად მივდიოდი,მემგონი 5 წუთში მთელი პეკინი ჩავიარე,მარიამმი რამის სირბილით მომდევდა,გადაკეტილი მქონდა,თავში არასი რაღაც მომდიოდა და ტემპს ვეღარ ვგრძნობდი...

- ლიკუნააააააააააა - ყრუდ მომესმა ჩემი სახელი
- ლიკუნააააა - დაუფქრებლად დავჩერდი და უკან მივიხედე
დავინახე სანდრო,რომელიც ჩემკენ მორბოდა,მარტო...

- მოიცადე ერთი წუთი
- რა გინდა?
- გაჩერდი - ძლივს სუნთქავდა სანდრო
- შენი წიკვინა გოგო სად დატოვე
- ერთი მაგისი....
- ოხ
- დამელაპარაკე 2 წუთი
- მეჩქარება
- შენ სულ სადღაც გეჩქარება
- დიახ,მარიამ წამოდიი !!
- ლიკუნა! - ხელით მომატრიალა თავისკენ - დამელაპარაკე ამის დედა ვატირე,რა დაგემართა ეე!!
- აა,კიდე მე რა დამემართა? ხო კარგად ხარ?!
- აუუ ჩემი რა გჭირს ტოოო
- შენ კიდე დაელაპარაკე რა დაგემართა - მითხრა მარიამმ
- მარიამ!!
- სანდრო,ძალიან გთხოვ თავი დამანებე
- დამელაპარაკე ერთი წუთი ნორმალურად,რაღაც მინდა გითხრა ტოოო,რა ჯიუტი ხარ ჩემი
- ხო ვარ,მე არ მაქვს შენთან სალაპარაკო არაფერი... მორჩა კარგად იყავი...

მოვკიდე მარიამს ხელი და გზა დაგავჭერი,სანდრო უკან დარჩა,აღარ დაუძახია და არაფერი. სად წავიდა არ ვიცი,უკან აღარ მიმიხედია
- რას ქაჯობ ლიკუნა,დაგელაპარაკა რა მოგივიდოდა
- მარიამ შენ ვერ ხარ მემგონი
- რა,ვის არ უჩხუბია გოგოს გამო,მაგის გამო უნდა მოექცე ესე
- დიახ,ეგ არ არის ნორმალური საქციელი,მაგით მე მომაყენა შეურაცხყოფა.
- კარგი რაა!!
- არ უნდა მაგას კარგი რა,იარე
მარიამს აღარ ამოუღია ხმა,ისე წავედით სახლებში...

ძალიან გავბრაზდი სანდროზე,წყნარი სახით დასეირნობს ვიღაც თაკოსთან ერთად... ვითომ ჩემ გამო იჩხუბა,იმის მერე არც დაურეკია და არაფერი... დღეს რომ არ შევხვედროდი არც დარეკავდა და არაფერი მაინც... ამიტომ ჩავთვალე,რომ არც არაფერი არ ჰქონდა სათქმელი... თუ ძალიან უნდოდა რამის ახსნა კეთილი ენება და გამოჩენილიყო,ესე კი არა შემთხვევით...

იდიოტი!!

არც იმ ღამეს არ დაურეკია და არაფერი... მთელი ღამე მობილური გვერძე მედო და ისე ჩამეძინა,მაგრამ არ გამოჩენილა...

31.12.2006

დილით ადრე გამეღვიძა,მაშინვე ტელეფონს ვეცი,იქნებ მონაწერი მოფილიყო ან დანარეკი,მაგამ...

შუადღეს სალონში ვიყავი ჩაწერილი,ამიტომ ავდექი ვისაუზმე,წყალი გადავივლე და ავედი სალონში...

მარიამს არ დაურეკია,ალბათ ნაწყენია. მესმის,მაგრამ ესე არ უნდა ელაპარაკა...

სადარბაზოში,რომ ვიყავი ვაკომ დამირეკა ნადვილად ვაპირებდი თუ არა წყნეთში ასვლას და მითხრა,რომ ის ამიყვანდა,მეც დავთანხმდი...

ისე,საერთოდ არ მინდა ეხლა არსაც წასვლა,დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი მთელი ღამე სახლში,ვუყურებდი „მარტო სახლში“ ყველა ნაწილს,შევჭამდი ბევრ შოკოლადს და მერე დავიძინებდი,მაგრამ იმის გამო რომ სანდრომ ნერვები მომიშალა სახლში არ დავჯდები და არ ავიტკიებ თავს მასზე ფიქრით,ჯობია წავიდე და გული გადავაყოლო...

- მარიამ
- ჰა
- ნაწყენი ხარ? აუ მაპატიე რა,ეგრე არ უნდა მელაპარაკა,მაგრამ ხო ხვდები
- უიმეე,არა რა ნაწყენი ჩემო გოგო,ხო მოდიხარ?
- კი კი... ვაკომ მე გამოგივლიო და შენც ჩვენთანე რთად წამოხვალ ხო?
- ვერ,მე უკვე აქ ვარ
- ახვედი უკვე??
- ხო აკომ გამომიარა და ავედით,ვეხმარები რაღაცეებში
- აა კაი...
- თქვენ რომელზე ამოდიხართ?
- 8 ზე გამოგივლიო და რავიცი
- ხო კაი,გელოდები
- გკოცნი
- მეც

მარიამი ესე კარგად რომ მელაპარაკა ამოვისუნთქე... მიხარია,რომ ნაწყენი არ არის... მართლა ცუდად ველაპარაკე და ძალიან ვნახობ...

6 საათი იყო უკვე,ამიტომ ჩაცმა დავიწყე,როცა სადმე წასასვლელად ვემზადება დაახლოებით ორსაათ ნახევარი ისე მჭირდება,როგორც არაფერი... კიდევ კარგი თმა დავარცხნილი მაქვს და ჩემით არ მომიწევს წვალება...

მაჯიაჟს ვიკეთებდი ჩემი ტელეფონის ხმა რომ გავიგე...

- ალოო
- არ დამიკიდო,მომისმინე - გავიგე სანდროს ხმა
- ჰა
- რას შვები?
- ვიცვამ
- სად მიდიხარ ეეეე!!!
- წყნეთში სანდრო რამე პრეტენზია გაქვს?!
- წამოდი რა ჩემთან ერთად თაზოსთან
- .... - გამეცინა
- რა გაცინებს?
- რანაირად აზროვნებ,რანაირი ლოგიკა გაქვს?
- რატო რა გინდა?
- აბა შენი აზრით ეხლა რა იმედით რეკავ? წამოვალ?
- ეე ბიჭო!! რატო არ უნდა წამოხვიდე ვერ ვხვდები ტოოო
- აუ სანდრო ცოტა დებილი ხარ მემგონი,ხო იცი...
- დაიკიდე რა,რაც იყო იყოო... ხო შეიძლება ერთხელ არ შემეჯიბრი და რასაც გეუბნები გააკეთო,რა გჭრს ტოო,სულ ჯიბრში მიდგები
- სანდრო ვერ წამოვალ
- რა გიშლის ხელს
- ხო გითარი რო სხვაგან მივდივარ-მეთქი
- აუუ ჩემო გოგო,დაიკიდე რა და წამოდი ჩემთან ერთად
- ვერა სანდრო,თაკოს რო დაურეკო არა?
- აუუ ჩემი კაი,რანაირი ხარ რა, მაგრა ეგ გოგო და იცი შენ კარგად,მე შენ გირეკავ და შენ მინდა რო წამოხვიდე
- ვერა სანდრო ვერააააა
- ვერა კი არა,გამოგივლი ეხლა და წამოდი
- აუუ ყრუ ხარ??
- ვიცი რო გინდა
- არ მინდა
- გინდა და ნუ ტიპობ ეხლა
- ძალიან ცუდად ხარ,კარგად იყავი

დავუკიდე ტელეფონი,ისე კი ვიფიქრე დავიკიდებ ვაკოს და წავყვები-მეთქი,მაგრამ მერე არ ვიცი რაღაცის შემეშნდა და გადავიფიქრე...

გავაგრძელე მომზადება უკვე 8-ის ნახევარი იყო...

- ხო ვაკ
- მხად ხარ?
- კი,თითქმის სად ხარ შენ?
- აი ქვემოთ გელოდები
- უკვე მოხვედიი? ჩამოვალ ეხლავე
- ხო ფეხით ვარ და მოკლე გზა როა იქ გელოდები
- კაი ჩამოვდივარ

უცებ ავიღე ჩანთა,ფეხზე ჩავიცვი,დედაჩემს დავუყვირე წავედი-მეთქი და გავედი სადარბაზოში....
ლიფტი არ მოვიდა და ამიტომ ფეხით ჩავირბინე... გავედი სადარბაზოდან და იქ სანდრო დამხვდა

- აქ რა გინდა,ნორმალური ხარრ??!
- ხო გითხარი მოვალ-მეთქი
- ხოდა მე გითხარი რო არ წამოვიდოდი
- კაი რა წამოდი ჩაჯექი ტაქსში
- ვერა სანდრო მელოდებიან
- ვინ აქ არავინ არ არი ჩემ გარდა
- ცოტა იქით,გამატარე და შენ კიდე შენ გზაზე წადი
- მითხარი სად მიდიხარ!!!
- წყნეთში
- ვინ მოგაკითა?
- აუუუ გამატარე
- იმ ნაბ******მა ხო??
- სიტყვები შეარჩიე
- წამოდი ერთხელ კიდე მოვდებ და ნახავს მერე რააა
- სანდრო ძალიან გთხოვ დამშვიდდი რა და შენ თავს მიხედე
- ჩაჯექი ლიკუნა თუ არადა მაშინ ჩემ თავზე პასუხს არ ვაგებ
- ....

პასუხი არ გამიცია ისე გავაგრძელე გზა.. სანდრო უკან მომყვებოდა,ვიცოდი რომ ბოლომდე გამომყვებოდა და ნახავდა ვაკოს,ეს კი იმას ნიშნავდა რომ კიდევ იჩხუბებდნენ,რაც ყველაზე მეტად არ მინდოდა... სანდროს რომ გავყოლოდი ეს იმას ნიშნავდა,რომ ჩვენს შორის რაღაც იწყებოდა,თან ვაკოს ვაწყენინებდი და არ მინდოდა...
ვერ ვფიქრობდი რა უნდა გამეკეთებინა,ამიტომ ვაკოსკენ აღარ წავედი და მარცხნივ შევუხვიე,სანდროც წამომყვა...

- ლიკ სად ხარ?
- აი ჩამოვალ ვაკო მალე,მაპატიე რა
- კაი გელოდები

ძალიან დავიბენი ვერ გავიგე რა უნდა მექნა...

- სანდრო,დიდი ხანი უნდა მდიო?
- მე ჩემი გითხარი
- გეხვეწები შემეშვი ეხლა ახალ წელსაც ნუ ჩამამწარებ ძალიან გთხოვ - ისეთი განწირული ხმით ვუთხარი ალბათ,რომ იმოქმედა სანდროზე
- ლიკუნა მე მხოლოდ ის მინდა რომ ჩემთან ერთად იყო
- გასაგებია,მაგრამ ეხლა არ შემიძლია,დავპირდი გოგოებს,მაპატიე
- მე წაგიყვან მაშინ თუ ესე ძალიან გინდა იქ
- ვერა სანდრო ვერ წამიყავ
- აუუ ჩემი კაი რაა !!!
- გეხვეწები გამიშვი - ხელზე მოვკიდე ხელი და ისე შევეხვეწე,უკვე ისე ვნერვიულობდი მუდარაზეც გადავიდოდი მალე
სანდრომ თავისკენ მიმიზიდა და ჩამეხუტა... ხელები ჰქონდა ზურგზე შემოხვეული,მე ძალა დავკარგე და მივეყრდები,ხელი რომ გაეშვა დავეცემოდი...
ყურში მეუბნებოდა ჩუმად : „მიყვარხარ ლიკუნა“ მე არაფერი არ ვუპასუხე,სანდრომ უფრო ძლიერად ჩამიხუტა... იმ მომენტში თავი დავკარგე,ყველგან გავყვებოდი ისე ვიყავი,ქვეყნის ბოლოშიც კი...

ამ სიტუაციიდან ტელეფონის ზარმა გამომიყვანა,მარიამი იყო აინტერესებდა სად ვიყავით...

- კარგი სანდრო მაპატიე უნდა წავიდე
- ვინ იყო?
- მარიამი
- აგიყვან კაი?
- არა სანდრო ავალ ჩემით
- მარტო ადიხარ?
- ხო
- მართლა?
- ხო,ხო
- დამპირდი რომ ხვალ მნახავ
- შევეცდები
- ლიკუნააა!!!
- ხო კაი გნახავ,გპირდები
სანდრო საკოცნელად გამოიწია,მე გავიწიე გავუღიმე და წავედი...
სულ უკან ვიხედებო,მეშნოდა ხომ არ მომყვება-მეთქი,მაგრამ მოხდა სასწაული და გამიშვა...
ვაკო სადაც მელოდებოდა ბოლოს და ბოლოს მივედი... ცოტა აჭრილი სახე მქონდა ალბათ და ვცდილობდი როგორც თავი ხელში ამეყვანა და ნორმალური სახე მიმეღო...

- აქედან რატო მოხვედი?
- მეზობელთან ვიყავი და იმიტომ
- კაი,წამო ჭავჭავაძეზე გავიდეთ და ტაქსი გავაჩეროთ
ხმის ამოუღებლად გავყევი,სულ სანდროზე მეფიქრებოდა... ერთი პერიოდი ისიც ვიფიქრე ხომ არ დავურეკო და არ წავყვე-მეთქი,მაგრამ მერე გადავიფიქრე...

ვაკომ ტაქსი გააჩერა და ორივე უკან ჩავჯექით... მე ფანჯრიდან ვიყურებოდი,ხმა არ ამომიღია...

- მოხდა რამე?
- არა ვაკო არაფერი
- აბა რა გჭირს?
- რაზე?
- რაღაც არ ხარ ხასიათზე
- ცოტა ვიკამათე დედაჩემთან და იმიტო ვარ ესე,სერიოზული არაფერია...
ვაკო აღარ ჩამძიებია,შეიძლება მიხვდა რომ მოვატყუე...
ისევ ფანჯრისკენ მივტრიალდი,ცოტა ჩამოვწიე და თავი შევუშვირე ცივ ჰაერს...
ვაკომ ხელი ხელზე დამადო და ცერა თითით მეფერებოდა... მე ერთი გავხედე გავუცინე და ისევ გავიხედე...


***

- ეე მოხვედიით? სად იყავით ამდენი ხანიიი - შეგვხვდა მარიამი
- ლიკუნას დააგვიანა ჩამოსვლა - აუხსნა ვაკომ
- ნუ რა თქმა უნდა - არ გაუკვირდა მარიამს
- თქვენ რას შვებით? - მეც ჩავერთე ლაპარაკში
- რავიცი აი ყველა მოვიდა უკვე
- მაგარია

გავედი დიდ ოთახში და ფანჯარაში გავიხედე,რომელიც ეზოს უყურებდა... სანდროზე არ ვიცი რატომ,მაგრამ აღარ ვფიქროდი... ვიდექი ფანჯარასთან და ვფირობდი,ნეტავ როგორ შეიცვლებოდა ჩემი ცხოვრება 2007 წელს...

- დალევ რამეს? - მკითხა ვაკომ
- კი
- კაი მოგიტან მაშინ
5 წუთში ისევ ჩემს გვერდით გაჩნდა
- რას უყურებ?
- რავი ეზოს,აქადაც ძალიან ლამაზია
- ისედაც ლამაზად აქვს აკოს დედას გაკეთებული
- ხო წარმომიდგენია
- რა გჭირს,რაღაც ვერ ხარ ხასიათზე
- ხო გითხარი უკვე
- კაი ნუ ინერვიულებ
- გადამივლის მალე
ბავშვები მაგრა ერთობოდნენ,ზოგი ცეკვავდა,ზოგი სვამდა და ზოგიც უბრალოდ იჯდა და იცინოდა... მე და ვაკო კი ფანჯრიდან ვიყურებოდით ისე,რომ ხმას არცერთი არ ვიღებდით... ცოტა ხანში ვაკომ მკითხა
- გინდა გავიდეთ?
- სად?
- ეზოში
- კი,მინდა
გავედით ეზოში,იქ ბესატკასავით რაღაც იყო და დავსხედით.. ვაკო მილიონ რაღაცას მეკითხებოდა ჩემზე,მეც როგორც შემეძლო ვპასუხობდი...
- ისე,არ მიკითხია მაშინ და ის ბიჭი ვინ იყო შენი,აი შენ დაბადების დღეზე
- ჩემთან ერთად ისვენებს ხოლმე ზაფხულში
- და ვსო?
- ხო
- მართლა?
- კი,ისე შეიძლება არ უნდა გეკითხებოდე,მაგრამ ბიჭებს გჩვევიათ ეგეთი რაღაცეები და „აბაროტი“ არ აუღე?
- ეგ გოგოების საქმე არ არის
- მოიცა,ანუ კი და მაშინ მე რაღაც მეკითები ვინ არი
- მე გკითხე შენი ვინ იყო-მეთქი
- ააა,ანუ ისე იცი ვინც არი
- კი ვიცი
- და ვინ არის?
- შენ ჩემზე უკედ არ იცი?
- არა
- .... - ვაკოც გაეცინა
- რა გაცინებს?
- არაფერი და დაიკიდე
- მითხარი რა
- ეხლა აღარ გვინდა მაგ თემაზე,კაი?
- ნუ კაი...
- კაი ცივა წამო შევიდეთ

მალე კარგ ხასიათზე დავდექი და მეც ავყევი ბავშვებს მხიარულებაში... ხან ვცეკვავდი,ხან ვსვამდით,ვჭამდით და ძალიან მალე 12 საათიც მოვიდა...
ყველანი ეზოში გავვარდით ჩვენი ჭიქებით და გეგონება რამეს ველოდებოდითო ისე დავიწყეთ ზემოთ ყურება,თან ვითვლიდით 10..9..8..7..6..5..4..3..2.. და 1-ზე ყველამ ყვირილი დავიწყეთ... ამ დროს გული ბედნიერებით გამევსო და ყელში მომაჭრა რაღაცამ,მეგონა სიხარულის ცრემლები წამსკდებოდა,რა მიხაროდა არ ვიცი... ალბათ ზოგადად ყველაფერი,რაც კარგი იყო ჩემს ცხოვრებაში და ისიც მიხაროდა,რომ ახალი წელი ახალ შანსებსა და იმედებს გვაძლებს...
ამ ემოციებში ვიყავი,რომ ვაკომ წელზე ორივე ხელი შემომხვია და თავისკენ მიმიზიდა,ეს ყველაფერი წამებში მოხდა,ვერც კი შევძელი გააზრება,ისე შეეხო მისი ტუჩები ჩემსას,ვიგრძენი მისი სითბო... თავი არ გამიწევია და არც გავძალიანებულვარ,უბრალოდ მივენდე....

მალე ყველანი ისევ სახლში შემოვედით,ვაკოსთან არ მილაპარაკია იმ კოცნაზე...უბრალოდ იმ ღამეს სულ ერთად ვიყავით... უკვე 4 საათი იყო,რომ გადავწყვიტე სახლში წავსულიყავი,რა თქმა უნდა ვაკომ გამაცილა... ტაქსში ისევ ორივე უკან ვისხედით,ვაკომ ხელი ჩამკიდა,მე მხარზე თავი დავადე და თვალები დავხუჭე. ესე ჩამოვედით თბილისში...

- ლიკუ
- ხო
ვაკოს არაფერი აღარ უთქვია,ჩამეხუტა და ისევ მაკოცა...
- რომ გაიღვიძებ დამირეკე
- კაი - გავუღიმე მე
- ჩემო პატარა - გამიღიმა ვაკომ,ეხლა უკვე შუბლზე მაკოცა და ტაქსში ჩაჯდა...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent