შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი თუ არა აბა ვისი უნდა იყო?! (თავი 20)


27-04-2015, 00:40
ავტორი llella
ნანახია 6 187

-ჩემი არა... ჩემი არ შეგრცხვეს!!!-მის ამ ფრაზას უკვე ისე მივეჩვიე, რომ ჩემი ნაწილიც კი გახდა, სხვანაერად წარმოუდგენელიცაა, სულ უხერხულ მდგომარეობაში მაგდებს და ამ ფრაზით უსვამს ხაზს ჩემს სიმორცხვეს.
ასე 1 საათი ვიქნებოდით ბათუმ გორაზე, სიცივე ვიგრძენი და გამაჟრჟოლა, დემეტრემ მისი მოსაცმელი გაიძრო და მე მომაფარა.
-მადლობა-გავხედე და გავუღიმე.
-არაფრის-მანაც გამიღიმა-წავიდეთ?!
-წავიდეთ-ფეხზე წამოდგა და მეც ავდექი.
-ნაყინი გინდა?!
-აუ კიი-შემოთავაზება მომეწონა.
-ბავშვი ხარ-გაიცინა და ლოყები გამიწელა.
-არ ვარ მე ბავშვი-გაბუტული ხმით ამოვილაპარაკე და თავი გავაბრუნე.
-როგორ არა ბავშვი ხარ, საყვარელი და ბუტია ბავშვი ხარ-გაიცინა.
-მერე რაა ვიყო ბუტია, შენ რაა ჩემი ბუტიაობით?!
-არც არაფერი, მე ბუტია უფრო მომწონხარ!
-.........
-ისევ მორცხვობ!-ხელი მაგრად ჩამჭიდა, მისი საქციელით გაკვირვებულმა ავხედე ჩემზე 2 თავით მაღალ სხეულს, მას კი სახეზე ღიმილი აეკრა, არც კი შემოუხედავს ისე გააგრძელა გზა.
-და რო გცივა მაინც გინდა ნაყინი?!-სიცილნარევი ხმით მკითხა.
-კი მაინც მინდა-გავხედე და გავუღიმე.
-გეუბნები ბავშვი ხარ თქო და არ გესმის-გადაიხარხარა, მე კიდე ნაწყენმა ჩამოშორება ვცადე, მაგრამ არ დამცალდა, მისკენ მიმწია და პირდაპირი გაგებით დემეტრეზე აკრული აღმოვჩნდი-სად მიიპარები?!
-შენსგან შორს!
-ეგეთი ადგილი არ არსებობს!!!-პირდაპირ თვალებში მიყურებდა.
-მე ვიპოვი-შიშის ნოტები გაისმა ჩემს ხმაში.
-ვერ იპოვი, გარწმუნებ!
-რატომ ხარ ეგრე შენს თავში დარწმუნებული?!
-იმიტომ!!!-ისევ დავაპირე მისი მოშორება, მაგრამ არაფერი არ გამომივიდა-ნუ ფართხალებ.
-გამიშვი და აღარ ვიფართხალებ-ამოვიკნავლე და თავი დავხარე.
მას ჩემს ამ საქციელზე გაეღიმა, თავი მაღლა ამაწევინა, ჩემი სახე მის დიდ მტევნებში მოქაცია, ასე 10 წუთი მიყურებდა თვალებში, უცებ ლოყაზე მაკოცა და წინ სვლა დაიწყო.
-კაი წამო გიყიდო ნაყინი.
„დედაააააა, ეს ბიჭი შემშლის მე დღეს, მგონი ბოლო დღეა ჩემი სიცოცხლის და მაგიტო მექცევა თბილად...“ ჩემივე ფიქრებზე გამეცინა.
მაღაზიაში შევედით, ნაყინები ვიყიდეთ.
-ახლა სად მივდივართ?!-გავიცინე და ისე ვკითხე როცა გაუგებარი მიმართულებით დაიწყო სვლა.
-სადღაც!-გამომხედა და ისე გამცა პასუხი.
-სახლში წავიდეთ რაა-შევეხვეწე და მის პასუხს დაველოდე.
-არა!
-რას ნიშნავს არა?!
-იმას რომ სახლში არ წახვალ! დღეს მთელი დღე ჩემთან ერთად იქნები! მთელი დღე!!!
-მე არ მეკითხები მინდა თუ არა მთელი დღე შენთან ერთად ყოფნა?!
-არა!-„ფეხებზე“ სახე გინახიათ?! აი ეგეთი სახე მიიღო.
-აუ მართლა წავიდეთ რაა სახლში-ხვეწნაზე გადავედი იქნება ამან მაინც გაჭრას თქო.
-წავალთ.
-მართა?
-ცოტახანში!
-მეღადავები?!
-არა! გითხარი დღეს ჩემთან ერთად იქნები თქო და ასეც იქნება.
-ვერ ხარ შენ-დავდე განაჩენი.
-შენ ესეთი მოგწონვარ!-გამაჩერა და თვალებში ჩამხედა.
-ზედმეტად თავდაჯერებული ხარ...
-ვიცი!
ამ ლაპარაკში ვერც კი შევამჩნიე ბერეგზე როგორ აღმოვჩნდით. ან რას შეამჩნევდი ფიქრის უნარს მაკარგვინებს და... სკამზე ჩამოვჯექით.
-მიყვარს ეს ადგილი-სიჩუმე მან დაარღვია.
-მეც... ძალიან...
-როცა ცუდად ვარ აქ მოვდივარ ხოლმე.
-ზუსტად ეგრე ვარ მეც.
-ამიერიდან ერთად მოვიწყინოთ!-გამომხედა.
-მოწყენილი როცაა ადამიანი მარტო უნდა ყოფნა და არა ვიღაცასთან ერთად.
-მერე რაა მე შენთან ერთად მინდა რომ მოვიწყინო!-საზურგეს მიეყრდნო და ჰორიზონტს გახედა.
-მე არა, მარტო მირჩევნია.
-რატომ?!
-უბრალოდ მირჩევნია ჩემი მე განვიცადო და მე ვინერვიულო, ვიდრე სხვაც ჩემს მდგომარეობაში ჩავაყენო, რაც არ უნდა იყოს როცა ადამიანს საკუთარ პრობლემებს უყვები მასაც უფუჭდება ხასიათს, შენდაუნებურად... გაუარებლად, მაგრამ მაინც უფუჭებ...
-კარგად მსჯელობ, მაგრამ სულ ეგრეც არაა! მარტოს პრობლემის გადაწყვეტა ყოველთვის უჭირს ადმიანს, ამიტომ მის გვერდით უნდა იყოს ისეთი ვიღაც ვინც მას მოუსმენს და გვერდში ამოუდგება!
-მართალი ხარ.
ათას სისულელეზე ვისაუბრეთ, მგონი ატომურ ბომბასაც კი შეეხო ჩვენი საუბრის თემა. დიდი ხანი დავყავით ბერეგზე, შემცივდა და დემეტრეს მივუბრუნდი.
-აუ წავიდეთ რაა...-გამომხედა-გეხვეწები წავიდეთ რაა-ხელები ერთმანეთს გავახახუნე გასათბობად.
-შეგცივდა?!
-ხო...
-მოდი აქ!-მისკენ მიმწია, ჩემი ხელები მისაში მოაქცია და გათბობა დაუწყო.
- რას აკეთებ?!-არ ველოდი მის ამ საქციელს და სერიოზულად გამიკვირდა.
-გათბობ!-გამომხედა და გამიღიმა, ხელებს მითბობდა და დრო და დრო გამომხედავდა ხოლმე.
-წამო, წავიდეთ-ხმამაღლა წარმოთქვა.
-აბა ჯერ არ წაგიყვანო.
-გამიცივდები, ახლა წავიდეთ და ერთ დღეს მთლიანად მე დამითმობ-ფეხზე წამოდგა და ხელი გამომიწოდა, ამ დროს წვიმა წამოვიდა, ბედიც ამაც ქვია, ისეც ვიყინები ადამიანი და ახლა წვიმაც დაემატა...
-ახლა სახლში წამიყვანე და დაგითმობ მაგ ერთ დღეს-გავიცინე და მის ხელს ჩემი შევაგებე.
-სულ გაყინული ხარ!-მითხრა როცა ჩემი სიცივისგან გაწითლებული ცხვირი დაინახა.
-ოოჰ, როგორ იქნა ირონიის გარეშე?!
-და რატო უნდა ყოფილიყო ირონია?!
-როგორ თუ რატო?! თვით ირონია ხარ თავიდან ფეხებამდე... ბრაზიანიც ხარ... ყველაფერზე ჩხუბობ... და ხო კიდე კინაღამ დამავიწყდა ყველაფერზე ყვირი, ან მე მიყვირი...-არ ვიცი რატომ მაგრამ ყველაფერი ვუთხარი. მან გამაჩერა მისკენ მიმაბრუნა, ჩემი სახე ხელებში მოიქცია და ჩუმად დაიწყო.
-არასდროს აღარ გაიმეორო ეგ! შენთან სხვანაერი ვარ... სულ სხვანაერი... არ ვიცი რა მემართება მაგრამ ჩემდაუნებურად გამომდის ისე, რომ ან გიყვირო, ან გეჩხუბო... ჩემდაუნებურად! შენაც იცი რომ არ შემიძლია გაწყენინო, ან ჩემი ნათქვამით გული გატკინო!!!-მასზე აკრულმა მოშორება ვცადე მაგრამ არაფერი გამომივიდა-დაიმახსოვრე ვერასდროს! ვერსად! ვერ წახვალ ჩემსგან, ვერ გამექცევი, თავს ვერ დაიღწევ!!! მხოლოდ ჩემი ხარ! მეტი არავის! ჩემი საკუთრება! ჩემი გოგო! დაიმახსოვრე მხოლოდ ჩემი!!! მხოლოდ შენთვის ჩამოვედი საქართველოში!!! სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ პატარავ! იმაზე მეტად ვიდრე კაცს შეილება ქალი უყვარდეს და პირიქით-დაამთავრა თუ არა გააზრებაც ვერ მოვასწარი ისე დაეწაფა ჩემს ტუჩებს, შეწინააღმდეგება ვცადე მაგრამ არაფერი არ გამომივიდა, სრულ შოკში მყოფმა თავი ვეღარ მოვთოკე და ქვედა ტუჩზე მსუბუქად ვუკბინე. დემეტრემ ჩუმად ამოიოხრა, მოშორდა ჩემს ტუჩებს, გამიღიმა და თვალებში ჩამხედა.
-როგორ გეტყობა ჩემი გოგო რომ ხარ!-ხმის ამოღების უფლება არ მომცა ისე გაიმეორა კოცნა, წუთის შემდეგ მომშორდა, დაბინდული თვალებით გამომხედა და ტუჩის კუთხეში ჩატეხა, მაგრად მიმიკრა გულზე, მეც ინსტიქტურად მოვხვიე წელზე ხელები, ისე მაგრად ვყავდი ჩახუტებული მეგონა გავიგუდებოდი. ჩემს თმებში თავი ჩარგო და მისი ზედმეტად ბოხი ხმით ყურში ჩამჩურჩულა.
-მიყვარხარ პატარავ!-მე კი უბრალოდ გამეღიმა, თურმე მარტო მე არ ვყოფილვარ გიჟი ამ დედამიწაზე ღმერთმა ერთი გიჟი გააჩინა ჩემთვვის!



- - - - - -
გამარჯობა ბავშვებო. ესეც დიიიდიიი თავი wink love იმედია მოგეწონებათ love love



№1  offline წევრი tatiko:)

Dzalian momewona

 


№2  offline წევრი qaosia

Vaimeee vaime vaime rogor miyvars es istoriaa vgijdebii.. Did I siamovnebit gadavigebdi am scenarit films^_^^
--------------------
ქაოსი

 


№3  offline წევრი Khaleesi

მაგარია ძალიან

 


№4  offline წევრი lamazmani

აუ ძაან მაგარია მომწოსნძაან კაი თავი იყო ძაან მომეწონა ველი ახალ თავს

 


№5  offline წევრი masu

ძაან კაია <3 მარა მალე დადე ხოლმე რა <3

 


№6  offline აქტიური მკითხველი uchveulo

უჰუუუ მალე დადეე რააა

 


№7  offline წევრი neneele

აუუ ძაან მაგარიი იყოო მომწოონს ძაან ეს ისტორიაა <3 ^_^ მალე დადეე შემდეგიი ^^

 


№8  offline წევრი mariami12

es ari didi? gadaob? istoria magaria dzan bazari ar ari magram es martla ar ari didi ta ida da de ra cota didi gavebi :(( :*

 


№9  offline წევრი -tiko))

Tiiituuuuu .... megiiirsaaaaa... gveeeegiiirsaaaa... eggggiiiiirrrrsaaaattt...cvaime ra kai iyo ... ra kai xarrr... rogorerr...miyvarxarr daaa miiiycaarrsss esss istoriiiaa
--------------------
იქ... სადღაც ... შორს...

 


№10  offline წევრი llella

-tiko))
Tiiituuuuu .... megiiirsaaaaa... gveeeegiiirsaaaa... eggggiiiiirrrrsaaaattt...cvaime ra kai iyo ... ra kai xarrr... rogorerr...miyvarxarr daaa miiiycaarrsss esss istoriiiaa

:D me gushin avtvirte da dges dades 2 saatze -_- damawyda nervebi tanac saertod sxva suratit !!! >_< da xo madloba didi <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent