შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრების გემო (9,10)


27-04-2015, 01:18
ავტორი anuki_just love
ნანახია 5 711

თვითონაც არიცოდა რა ემართებოდა,იმის წარმოდგენისას რომ უგულავა სხვას ეხებოდა ტვინში სისხლი ექცეოდა,არადა რომ გეკითხათ ვერ იტანდა და ეჯავრებოდა.ოთახში ავიდა,ჰამაკში მონებივრე დათომ ვითომც არაფერიო ისე გაატარა მერიემის რექაცია და ტელეფონში ჩაძვრა.აქ ყოფნა აუტანელი გახდა მერისთვის,უნდოდა რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნებულიყო თბილისში.ცოტახანში უგულავამ ააკითხა ოთახში
-აქ რას მიყუჟულხარ მერიკო?-მის ლოგინზე გაიშოტა
-რას ვიზამთ ყველა შენნაირად ვერ ერთობა-ნიშნისმოგებით გადახედა დადიანმა ქმარს და გამჭოლი მზერაც ესროლა
-ხო ეგ ერთეულების ხვედირია-არც უგულავა დარჩენია ვალში
-არა რა,მაინც რამხელა წარმოდგენა გაქვს საკუთარ თავზე,24 წლის ბიჭი ხარ და ისევ მშობლები გინახავენ-თავი გააქნია მერიმ და გამარჯვებულის ღიმილით გადახედა
-ჰაჰ,კაი ერთი არ გამაცინო,შე ანგარებიანო
-ვიზე რას ამბობ, ცოლი იმიტომ შეირთე რომ ბაბუაშენის ქონება შენ დაგრჩენოდა
-ნეტა რა გნსხვავებაა ჩვენს შორის?-თავი მოიქექა
-მე ღირსება გამაჩნია, შენ არა!-მოკლედ მოუჭრა მერიმ და ზურგი აქცია
-რომელ ღირსებაზე მელაპარაები მერი?-სახე გაებადრა უგულავას
-შემეშვი! და საერთოდაც აქ რას მიზიხარ?-კოპები შეკრა
-ნუ ატრაკებ მერი, თორემ მოგხვდება
-ნეტავ რას მემუქრები ერთი! ჩემი ერთი სიტყვა და ყველაფერი წყალში ჩაგეყრება,
-კონტრაქტზე რო გაქ ხელი მოწერილი და რამე აღარ გახოვს ხო?-ცალყბად ჩაეცინა უგულავას
-დეგენერატო!-კბილებში გამოსცრა
-ნუ "მემაწაკები"
-როდის ვბრუნდებით თბილისში?
-არვიცი,ეგ თამარას კითხე,რა იყო არ მოგწონს აქაურობა?
-გადასარევია დათოიე!-ტაში შემოკრა
-ვახ ჩემი რა, ეხლა ამას აიჩემებს-ხელი აიქნია დათომ და ეზოში ჩავიდა
მერი კმაყოფილი დარჩა ნერვები რომ მოუშალა უგულავას. ცოტახანში ტანში ტეხვა იგრძნო და შეამცივნა,იფიქრა მალევე გამივლისო და ისევ წიგნის კითხვა განაგრძო,მაგრამ როცა გაუსაძლისი გახდა ტკივილის ატანა და სიცივე ლოგინში შეიყუჟა.ხან ციოდა ხან კიდევ იწვოდა ტემპერატურისგან,მიხვდა უეჭველად სიცხე ექნებოდა,გაგრილება რომ მოინდომა გოგომ იმ ყინულივით წყალში აბა რა ეგნონა? ჰაჰ,პატრონიც არავინ ყავს რომ 1 ჭიქა წყალი მაინც შემოაწოდოს.თვალები ისე დაუმძიმდა ვეღარ ახელდა,მთელ ტანში ტეხავდა და უსიამოვნოდ ცრიდა,საშინლად დასცხა და ბიუსჰალტერიც კი გაიძრო.მალე ისევ შესცივდა და ასე თამაშობდა მისი ტემპერატურა მის ნერვებზე.
-მერ,ი თუ არ გძინავს მეზობელთან სიმინდს წვავენ სასტავია რა და წამოდი-კარები ოდნავ შეუღო დათომ
ხმა არ გასცა
-მერი გძინავს? კარგი რა ისევ გაბრაზებული ხარ წეღანდელზე? ხო ბაზარი არაა ზედმეტები მომივიდა ვაღიარებ,წამო რა არ მოგბეზრდა ბუსავით სულ სახლში ჯდომა? მერი-ისევ დაუძახა, მაგრამ როცა ისევ სიჩუმე იყო ახლოს მივიდა იმის დასამოწმებლად მართლა ეძინა თუ არა
-მერი კარგად ხარ?-ოდნავ შეანჯღია გოგონა რომელიც ზედმეტი ტემპერატურისგან იწვოდა და ოფლში ცურავდა
-სიცხე გაქ ტო? ვახ ჩემი, მერი გესმის? მიპასუხე რა
-წყალი მინდა-ძლივს ამოილუღლუღა საცოდავად
-მოიცა ახლავე-მაშინვე გრაფინს დაუწყო ძებნა როგორც იქნა ჭიქა წყლით გაავსო და პირთან მიუტანა,მერიმ ბოლომდე გამოცალა ჭიქა და ამოიკვნესა
-სიცხე გაქ ტო?-თავი მოიქექა უგულავამ
მერი ისევ ჩუმად იყო და ცახცახებდა,თან ოფლში ცურავდა,აშკარად ეტყობოდა რომ ძალიან ცუდად იყო.უგულავა ისე დაიბნა არიცოდა რა ექნა ესეთ სიტუაციაში პირველად იყო და არზრე არიყო რა უნდა გაეკეთებინა.დაბლა ჩაირბინა,მაგრამ არავინ დახვდა წამლების ყუთს ხელი დაავლო და მაღლა ავარდა მერისთან
-აუ მერი ცოტა შენც დამეხმარე რა,რომელი წამალი უნდა მოგცე არ ვიცი
დადიანი ისე ცუდად იყო ხმის ამოღებაც კი არ შეეძლო რაღაცეებს ბოდავდა,უგულავას სხვა გზა არ ქონდა და ნიკუშას შეყვარებულს ნინჩოს გადაურეკა
-ზდაროვა ნინჩო რავა ხარ? გოგო, მაღალი სიცხის დროს რა წამალი უნდა დაალევინო?-ისე სწრაფად მიაყარა ვერც გააგონა წესიერად
-რა მოხდა ხო კარგად ხარ?
-კი მე კარგად ვარ,ჩემი ცოლია რა ცუდად
-წამლების ყუთი მანდ გაქვს?
-კი
მოკლედ, ნინჩომ ყველაფერი აუხსნა რა როგორ უნდა გაეკეთებინა,უგულავამაც ზედმიწევნით გააკეთა ყველაფერი და გაფაციცებით დაელოდა შედეგს
-მერი უკეთ ხარ?-თავზე ხელი გადაუსვა და ტემპერატურა შეამოწმა
-კი-ძლივს ამოილუღლუღა
-სუ ოფლიანი ხარ უნდ გამოგიცვალო და წამოიწიე
-არ მინდა-უცებ გაახსენდა რა მდგომარეობაში იწვა და მაშინვე აიფარა ზეწარი ცხვირთან
-კარგი ეხლა ნუ ბავშვობ მაგის დრო არაა,ჩათვალე რო ვაბშე არ შემოგხედავ,წამოიწიე ცოტა
მერიმ უარის ნიშნად თავი გააქნია და კიდევ უფრო ჩაბღუჯა საბანი
უგულავას გაეცინა და კარადასთან მივიდა მერის ნივთების ასაღებად,დადიანმა რომ წარმოიდგინა უგულავა თავის საცვლებში იქექებოდა ისევ სივმა ოფლმა გადაასხა და საშინლად შერცხვა
-დათო არ გინდა ჩემით ვიზამ,მადლობა ყველაფრისთვის შეგიძლია წახვიდე-მიუხედავად იმისა რომ თავს ძლივს წევდა მაინც თავისას არ იშლიდა
-ნუ გეშინია არ შემოგხედავ ისე გაგხდი და ჩაგაცმევ,ჰე მიდი რა წამოწიე ეხლა თავი და გაუშვი ხელი მაგ საბანს, არავინ გართმევს
სხვა გზა არ დაუტოვა და საბანი ჩამოაწევინა,მერიმ ხელები აიფარა მკერდზე და სახეზე წამოწითლდა,დათოს ისევ გაეცინა და მშრალი მაისური გადააცვა
-ახლა ქვედა ტერიტორიის ჯერია
-ჩემით ვიზამ დათო გთხოვ-სახე მოეღრიცა დადიანს
-შენით როგორ იზამ მერი,როცა ხელის განძრევაც არ შეგიძლია,დამაცადე რა, პირველად კი არ ვხედავ.
დადიანი რისი დადიანი იყო ეგ რომ დაენებებინა,იმდენი ქნა მაინც თავისით გამოიცვალა.
-მოკლედ, რა კომპლექსიანი ხარ გოგო რა იყო ბოლოს და ბოლოს შენი ქმარი ვარ-საწოლზე ჩამოჯდა დათო და შუბლზე მიადო ხელი
-მადლობა დათო-საცოდავად ამოიკრუსუნა
-არა რა მადლობა,როგორ ხარ ეხლა?
-უკეთ და შენი დამსახურებაა
-მოიცა შენ სიცილიც იცი ტო?-აფირისტულად გაიოცა დავითმა და გაეცინა
-ნუ დამცინი-ისე საწყლად ამოიკლანვალა მერიმ დათოს ტუჩის კუთხეში ჩაეღიმა და გულში რაღაც უჩვეულო იგრძნო
-ლამაზი ხარ მერიემ-სრული სერიოზულობით უთხრა
-ხო განსაკუთრებით ასეთ ფორმაში-თავზე ხელი მოსივა მერიმ და ოდნავ წამოჯდა
-ბალიში გაგისწორო?
-დათო აბა მოტრილდი
-რა იყო?
-შევამოწმებ ფრთები ხომ არ ამოგივიდა
-ავღავდით და რამე?
-უბრალოდ მიკვირს შენგან
-კიდევ ბევრჯერ გაგაკვირვებ ჯერ სად ხარ-თვალი ჩაუკრა და გაუღიმა
ამ დროს დათოს ტელეფონი აწკრიალდა
-ხო თათა-საწოლიდან წამოდგა და ფანჯარასთან მივიდა
მერის საშინლად არ ესიამოვნა მისი სახელის გაგონება,საბანი ცხვირამდე აიტანა და თვალები მოჭუტა.
-სახლში ვარ,არა ვერა თათა,მერია ცუდადაა და
გაუთიშა და მერის შეხედა,მერისაც ესიამოვნა და გაიბადრა.
-წადი თუ გინდა,ჩემს გამო არ დარჩე მე უკვე კარგად ვარ-აფერისტულად გაუღიმა
-არა მაგრად მეზარება,მერე იქ უნდა დავლიო დ არ მინდა რა-ნიკაპი მოისრისა და საწოლზე მერის გვერდით მოკალათდა
-ჯერ ადრეა დათო შენთვის ამ დროს სახლში გაჩერება, ზუსტად ვიცი ჯოჯოხეთია
-შენ რა იცი რა არის ჩემთვის ჯოჯოხეთი? შენი აზრით ულამაზესი გოგოს გვერდში წოლა ჯოჯოხეთია?-ცხვირზე თითი აკრა მერის მსუბუქად და გაუღიმა
მერი ისე დადნა რომ არა მაღალი ტემპერატურა უეჭველად შეამჩნევდა დათო,გული ისე გაუთბა როგორც ჯერ არასდროს.ამოუსხნელი სიხარული იგრძნო და ჟრუნტელმა დაუარა,წარმოიდგინეთ სიტყვებზე როგორი რექაცია ქონდა და ალბათ რომ შეხებოდა გული წაუვიდოდა და სიამოვნებისგან მოკვდებოდა.
-ეს კომპლიმენტად მივიღო?-გაუღიმა დადიანმა, თუმცა წამის წინ განცდილი არ შეიმჩნია
-ძალიან სექსუალური ხარ და ხანდახან შენი დაგემოვნების სურვილი მიჩნდება-ტუჩები გაილოკა დათომ
-საშინლად უტაქტო მამრი ხარ-ცინიკური ღმილით გასცა პასუხი
-რა ვარ?-სიცილი წასკდა უგულავას
-მამრი!-გაიბუტა დადიანი და ზურგი აქცია ახარხარებულ დავითს.
დათოს გაეღიმა მის საქციელზე,საბანში შეუძვრა და გახურებულ სხეულს თავისი გაყინული ხელები შემოხვია,უკნიდან ტკიპასავით აეკრო,მერის ისე ესიამოვნა გახურებულს სხეულზე გაყინული ხელები, სიამოვნებისგან ლამის დადნა,მაგრამ მერი რისი მერი იყო
-რასაკეთებ?-თავი წამოყო მაღლა
-ოხ,ვითომ არ გსიამოვნებს რა-გაეცინა
-და საიდან ასკვნი ხოლმე ასეთ რაღაცეებს? ახლავე გაწიე ხელები-თვალები დაუბრიალა მაგრამ როგორც კი გავარვარებულ მკერდზე იგრძნო გაყინული თითები მაშინვე მოკეტა
-ხო ხედავ მერიკო შენზე ვზრუნავ
-ხელი გაწიე რაღა მაინც და მაინც მაგ ადგილს ეცი?-ხელი დაბლა, წელზე ჩამოაწევინა
-ვაბშე არ გიზიდავ როგორ მამაკაცი?
-ვაბშე არა!-მოკლედ მოუჭრა თუმცა საპირისპიროს განიცდიდა და კვდებოდა ისე უნდოდა მასთან სიახლოვე
-აი მე კიდე იმენა ყველა ქალზე უფრო მეტად მიზიდავ და მინდიხარ!
-გეყოფა,ცუდად ვარ ხომ იცი და უარესად ნუ მხდი
-კარგი მოვკეტავ, ოღონდ იმ პირობით თუ ჩემკენ მოტრიალდები და ჩამეხუტები
მერიმ თავი გააქნია,მისკენ მოტრიალდა და მთელი ძალით აეკრო უგულავას მკერდს
დათოს ჩეღიმა,მერის თავზე აკოცა და თვალები დახუჭა.რა ხდებოდა ამ დროს დადიანის გულში? ქარიშხალი და ცუნამი! არა კიდევ უარესი! გულის ცემას ვერ არეგულირებდა,მთელი სხეული ახლა უფრო მეტად აეწვა,სუნთქვა გაუხშირდა
-კარგი მერი ეხლა ნუ მოკვდები და სუ გაგიშვებ ხელს-დასცინა
-ეგ რა შუაში?-სიამოვნებისგან თვალებდაბინდულმა ამოიკრუსუნა
-აბა კნუტივით რა პონტში ფართხალებ და კრუსუნებ? ცოტა ხამადაბლა ქენი თორე აგერ თამარა და ლამარა უეჭველი შემოგვივარდებიან-არ წყვეტდა სიცილს თან წელზე ეფერებოდა და ხანდახან მკერდისკენაც გააპარებდა ხოლმე ხელს.
ხმა აღარ ამოუღია მოხლოდ მიჯლუგუნი უთავაზა მერიმ.დილით ერთმანეთში ახლართულებს გამოეღვიძათ
-უგულავა გასწიე ხელები-დაეჯაჯგურა და ადგომა სცადა
-დამაცადე ძილი-ამოიბურტყუნა
-მე გამიშვი და იძინე თუ გინდა მთელი დღე
-ნუ ფართხალებ კალმახივით და იწექი აქ სად გარბიხარ,შენც ეხლა ძროხა არ გყავდეს მოსაწველი
-ოოო,იდიოტი ხარ რა! იცი საერთოდ რომელი საათია?
-მაგრად მკდია ეგ
როგორც იქნა გაინთავისფულა მერიმ თავი და სააბაზანოში შეტანტალდა.გაახსენდა წუხანდელი და სახე ბედნიერებისგან გაებადრა.იმის წარმოდგენაც,რომ შესაძლოა უგულავას მიმართ რამე თბილი და სასიამოვნო ეგრძნო სხეულს უყინავდა,მაგრამ ფაქტებს ვერსად გაექცეოდა. სააბაზანოდან გამოსულს მოკისკისე თათა დახვვდა მისაღებში
-მერიემ როგორ ხარ? გავიგე ცუდად ყოფილხარ-აფერისტულად გაუღიმა
-მშვენივრად თათა-არც დადიანმა დააკლო
-დათო სადაა?
-სძინავს-მოკლედ მოუჭრა და თავისი პასუხით კმაყოფილი დარჩა
-დედა მომიკვდეს თავი ბებია,რავა უპატრონოდ დავტოვეთ წუხელ ბოვშვი,რაფერ ხარ ბებია ახლა?-ქოთქოთებდა ლამარა და მერის სიხეს უსინჯავდა
-კარგად ვარ ბებია ნუ ნერვიულობ-თბილად გაუღიმა მზრუნველ ლამარას
-წუხელ მე და თამარა თავის ბიძაშვილთან ვიყავით გადასულები ბებია და იმიზა ვეღარ მევედით მალე
-მერიემ როგორ ხარ?-კითხა თამარამ
-უკეთ ვარ-ისევ გაიღიმა სხვა რა გზა ქონდა
ლამარამ მალე სუფრა გაშალა,ყველამ ისაუზმა დათოს გარდა.თათა თვალებს აცეცებდა იმ იმედით რომ დათო გამოჩნდებოდა.
-რაღაც აუცილებელი საქმე მაქვს დათოსთან მერი,შეგიძლია გააღვიძო? ან ავალ მე და თვითონ გავაღვიძებ-ცქმუტავდა თათა
-როგორც გინდა-დაიბნა მერი და გაუღიმა უხერხულად,თუმცა გონებაში 100ჯერ გაწეწა თათა
-რავა ბებია! რა ესაქმება ჩემი ბოვშვის ოთახში მაგას?-გაკვირვებულმა შეხედა ლამარამ მერის
-საქმე აქვს რაღაც-მხრები აიჩეჩა,თუმცაღა კარგად იცოდა რა საქმეც ქონდა იმ ქუჩის ქალს.

-შეიძლება?-კეკლუცით შეაღო თათამ საძინებლის კარები
-ვა თათუშ,აქ რა გინდა ტო?-თვალები მოსრისა უგულავამ და გოგონას გაუღიმა
-შენ რომ აღარ გამოჩნდი ვიფიქრე მე ავაკითხვთქო და
-ხო წუხელ ვერ მოვახერხე მოსვლა-ოდნავ წამოიწა და საწოლზე წამოჯდა
-არაუშავს,მზრუნველო ქმარუკა-ისევ ეკეკლუცებოდა თათა,ლოგინზე ჩამოუჯდა და მისკენ დაიხარა
-თათა არ გინდა-სიცილით გასწია დათომ თავი
-და რატომ? ხომ მოგწონს?-ყურის ბიბილოზე უკბინა ვნებიანად შემდეგ კი ტუჩებზე წაეპოტინა
მერი აზრზე არიყო თათა თუ პირდაპირ მის საძინებელში შეაჭრიდა,ტელეფონის დამტენი ოთხში ქონდა და მის გამო ავიდა თუმცა ჯობდა სულ არ ასულიყო ისეთ სცენს წააწყდა.ზემოდან ეჯდა დათოს თათა და გაშმაგებით კოცნიდნენ ერთმანეთს.თვალები დახუჭა დადიანმა და გამოტრიალება დააპირა როცა თათას ხმა მოესმა
-უუპს! გამოგვიჭირეს-ვულგარულად გაიღიმა
-მერი მოიცადე,თათა წადი დროზე!-თითქმის უბრძანა გოგოს,მანაც ნარნარით დატოვა ოთახი,მერიმ დამტენს სტაცა ხელი და გასვლა დააპირა მაჯაში რომ ჩააფრინდა უგულავა
-მერი მოიცადე აგიხსნი
-რას ამიხსნი? რა ჩემი საქმეა?-თავი გაიშტერა ვითომ და სახეზე ყალბი ღიმილი აიკრა
-მე..მე უბრალოდ-თავი მოიქექა უგულავამ
-რატომ მიხსნი დათო? საერთოდ არ მაინტერესებს შენი სექსუალური ცხოვრება,არ ხარ ვალდებული იდგე და რამე ამიხსნა-ისევ ძალით გაუღია და დაბლა ჩავიდა,სააბაზანოში ჩაიკეტა და ნიჟარას ორივე ხელით დაეყრდნო,გულში რაღაც აუდუღდა,ცოტახანში მლაშე, ცხელი სითხე იგრძნო ლოყაზე რომ ჩამოუცურდა.ცალი ხელით მოიწმინდა და თავის თავს შეხედა სარკეში
-სულ გამოშტერდი მერიემ! რაში გენაღვლება რას იზამს ის იდიოტი ან ვისთან ექნება სექსი?!
სახეზე ცივი წყალი შეისხა და სააბაზანო დატოვა.არც უგულავა იყო კარგ დღეში დანაშაულის გრძნობასავით დაყვებოდა წეღანდელი.ცოტახანში კასპერამ დაურეკა
-ხო ძმა
-რავა ხარ ? ასე უნდა დავიწყება?
-რავი ტო ვეღარ მოვიცალე,რას შვებით ეე?
-რავი არაფერს ბიჭო,ერთობი მანდ და რამე?
-არა რას ვერთობი,ჩამოდით რა
-არა ბიჭო ტეხავს სად ჩამოვიდეთ თამარა დაგვიკერავს როჟებს,ხო იცი როგორ არ ვევასებით
-მოიცა რა დაიკიდე ეგ,აუ ძმურად რა,ნიკუშასაც უთხარი და წამოდით ნინჩოც წამოიყვანოს,გავერთობით ცხელა მანდ რა უნდა აკეთოთ
-ჰო კაი ბიჭო დავებაზრები მაშინ ნიკუშას და დაგირეკავ რა
-კაი მაგრად აბა და გამაგებინე რას იზამთ.

მთელი დღე უხასიათოდ იყო მერი,თუმცა არაფერს იმჩნევდა.
-მერი რამე პრობლემა გაქვთ შენ და დავითს?-გვერდით ჩამოუჯდა ხის გრძელ სკამზე თამარა
-არაფერი,ყველაფერი რიგზეა-ისევ ღიმილი აიკრო
-რაღაც უხასიათოდ მეჩვენები
-არაფერია ისეთი,უბრალოდ ძალიან ცხელა და ამიტომ
-მიხარია თუ არაფერი ცუდი არ ხდება თქვენს შორის-მხაზე ხელი დაკრა ფრთხილად,გაუღიმა და სახლში შევიდა
-შეიძლება?-გვერდზე მოუჯდა დათო
-უკვე დაჯექი-ისე უპასუხა მისთვის არც შეუხედავს
-შეგიძლია 2 წუთით გვერდზე გადადო ეგ წიგნი და შემომხედო?
-არა-მოკლედ მოუჭრა
-გაბრაზეული ხარ?
-დათო რატომ არ დამანებებ თავს?რაში გენაღვლება მე გაბრაზებული ვარ თუ გახარებული? შენ შენი ცხოვრება გაქვს მე ჩემი,ასე რომ რაც გინდა ის აკეთე, სრულიად თავისუფალი ადამიანი ხარ,გინდა თათასთან ყავი და გინდა ნეისმიერ გოგოსთან,ეგ ნამდვილად არაა ჩემი საქმე
-არადა აშკარად მაგარი დაგრუზული ხარ-გაეღიმა უგულავას გაბუტულ დადიანზე, რომელმაც ისე სხაპასხუპით ჩამოარაკრაკა სათმელი გეგონებოდათ გაკვეთლს ყვებაო-არა ეგ მესმის ბაზარი არაა,მაგრამ არ მინდა გეგონოს რო პატივს არ გცემდა რამე, ხო ხვდები რა
-გასაგებია დათო
უგულავა გაბრაზდა და წიგნი ააცალა
-მომეცი!-აწიკვინდა დადიანი
-მოდი და წამართვი-გაეკრიჭა და წიგნი ჰაერში ატრიალა
-დათო მომეცი ნერვებს ნუ მიშლი!-შეუღრინა
-მოდი და აიღე-თვალი ჩაუკრა და ვნებიანად გაუღიმა
-დეგენერატო!-ისევ სკამზე ჩამოჯდა და სიბრაზიგან ლამის გასკდა.
დათო ისევ განაგრძობდა მის ნერვებზე თამაშს რაც ძალიან მოსწონდა,ეს ორი ახლა უფრო დიდხანს ატარებდნენ ერთად დროს,მნიშვნელობა არ აქვს როგორ,მაგრამ მთავარია რომ ერთად.
-საღამოს შეიძლება კასპერა და ნიკუშა ჩამოვიდნენ-წიგნი კალთაში ჩაუდო და გვერდზე მიუჯდა
-ხოდა რაღა გინდა უზრდელების ბანდა შეიკრიბებით
-რა ენა გაქ გოგო,ჩაიწიე წამომაწვინე-კალთაში მოხერხებულად ჩაუდო თავი დადიანს და ქვემოდან ახედა
-ჰეი ბარბი-თვალები ეშმაკურად აათამაშა
-რა ცანცარა ხარ რა ამხელა კაცი!
-სულ ესეთი რატო ხარ?
-იმიტო რო შენნაირთან მიწევს ცხოვრება-თავი მოსაბეზრებლად გააქნია მერიმ
-მართლა ასეთი ცუდი ვარ?
-ვერც კი წარმოიდგენ როგორი
-კაი არაუშავს,სამაგიეროდ შენ ხარ კარგი და ორივეს გვეყოფა-ისევ გაუღიმა
კიდევ დიდხანს იკამათეს მაგრამ საბოლოოდ რა თქმა უნდა უგულავამ გაიმარჯვა.ხის ქვეშ ისხდნენ და საზამთროს ჭამდნენ, როცა კასპერას მანქანა გაჩერდა ჭიშკართან,უგულავა სიხარულით წამოვარდა და გავარდა ჭიშკრისკენ
-ვა,ვა რა ხალხი ტოო-გადაეხვია ძმაკაცებს
-რავა ხარ ძმა? აუ შენ ძმობას ვფიცავარ მოიწყინა ვერამ შენს გარეშე-გადაეხვია ნიკუშა
-აუ ნინჩო მაგრად გამისწორდა რო წამოყევი შენც,შემოდით ბიჭო რას დგახართ
ჭისკრის კარები გაუღო მანქანა რომ შემოეყვანა.
-გამარჯობა მერი-ყველა მიესალმა დადიანს
-გაგიმარჯოთ-თავაზიანობა გამოიჩინა მაინც
-ეს ნინჩოა ნიკუშას შეყვარებული გაიცანი,ამათ ხო უკვე ისედაც იცნობ
-სასიამოვნოა ნინჩო
-ჩემთვისაც მერი,აშკარად უფრო ლამაზი ყოფილხარ ვიდრე ბიჭებმა აგღწერეს-ფართედ გაუღიმა ნინჩომ, ეტყობოდა,რომ გულწრფელი იყო.
ლამარამ როგორც კი სტუმრები დაინახა უგულავას უსაყვედურა რატომ არ გამაფრთხილე სათანადოდ დავხვდებოდი სტუმრებსო,ბევრი იქოთქოთა და მერე სუფრაც გაუშალა ძმაკაცებს.
-უბანში მშვიდობაა? ახალკაცი ჭკუითაა თუ ისევ უნდა წამოთაქება?-ღრმა ნაპასი დაარტყა უგულავამ და სიცილით გადახედა კასპერას
-არა ტო,ეგ აღარ ატრ*კებს ჭკუითააა
-ბიჭო რა მაგრად გამისწორეთ თქვენ ხო ვაბშე აზრზე არახართ
-მაგრად მოგვენატრე -მხარზე ხელი დაკრა ნიკუშამ
მერი ჩუმად იჯდა და უსმენდა მათ საუბარს.ნინჩო რაღაცეებს ეკითხებოდა ესეც მოკლე და თავაზიანი პასუხებით იფარგლებოდა.ლამარამ ყველას ოთახები გაუმზადა
-სამივესთვის მზადაა ბებია ოთახი,მოასვენე ახალ ბოვშვები დაღლილები იქნებიან
-სამი ოთახი?-გაუკვირდათ,მერე მიხვდნენ და გაეცინათ
-რავა ბებია სამნი არახართ თქვენ?-პირი დააღო ლამარამ
-კი ბებია კი-ხელი გადახვია უგულავამ ლამარას და ლოყაზე სიცილით აკოცა
-რეიზა გოუკვირდათ ბებია ?-ყურში ჩუმად ჩასჩურჩულა მერის
-ბებია ისეთი არაფერი,უბრალოდ იფიქრეს 3 ოთახი ზედმეტი შეწუხებაა ლამარა ბებოსთვის ზედმეტად შევაწუხეთ ამდენი ოთახის მომზადებითო და-ნახა რა ამანაც გამოსავალი
-არა ბებია მაი რა შეწუხებაა-გაუხარდა ლამარას
მერის გაეცინა და გარეთ გავიდა, ხის ძირში გრძელ ხის სკამზე ჩამოჯდა,სახე მოვარდნილ ნიავს მიუშვირა და სასიამოვნოდ გაებადრა,ისე ესიამოვნა შინ შესვლა აღარ უნდოდა
-კიდევ დიდხანს უნდა იჯდე აქ მარტო?-უკნიდან ნინჩოს ხმა მოესმა
-უი ნინჩო ვერ შეგამჩნიე-უხერხულად გაუღიმა
-შეიძლება?
-კი,კი დაჯექი
-შარფი მოგიტანე ცოტა ცივი ნიავია და თან წუხელ როგორც ვიცი სიცხე გქონდა-თბილი შარფი მოაცვა მხრებზე და გვერდით ჩამოუჯდა
-მადლობა ნინო-ძალიან ესიამოვნა მისი საქციელი თან ცოტა გაუკვირდა
-არ გინდა შევიდეთ და ჯოკერი ვითამაშოთ? გველოდებიან თან ბიჭები
-შენ წარმოიდგინე საერთოდ არ ვიცი ჯოკრის თამაში-ისევ გაეღიმა
-ეგ არაფერი,გასწავლით,წამო რა

ცოტახანში მაგიდასთან ისხდნენ და ჯოკერს თამაშობდნენ კასპერა მერის ეჯდა გვერდზე და ეხმაებოდა
-წაგებულები რაო რას იზამენო ნინჩო და მერი?-სიცილით გადახედა გოგონებს უგულავამ
-რასო და 3 სურვილს შეგვისრულებენო,თანაც ნებისმიერს-ამაყად განაცხადა ნიკუშამ და ნინჩოს უჩქმიტა ბარძაყზე
-მეტკინა შე უჯიშო-ნატკენი ადგილი მოსრისა და დაუბღვირა შეყვარებულს
რა თქმა უნდა გოგნებმა წააგეს
-3 სურვილი ჩემია -თვალი ჩუკრა მერის უგულავამ და ტუჩები გაილოკა
-კარგად შეინახე არსად დაკარგო
-უჟმურო-ყურში ჩასჩურჩულა და ყელში ხმაურით და სწრაფად აკოცა
ამაზე ყველას გაეცინა,კიდევ დიდხანს ილაპარაკეს და უამრავ თემას შეეხნენ.სასიამოვნო საუბარი დათოს ტელეფონის ზარმა შეაწყვეტინა
-ხო თათა
-სად ხარ?
-სახლში ვარ,რა იყო?
-არაფერი,დღეს მარტო ვარ ნელი წასულია და ვიფიქრე
-არა არ მცალია
-ესე ცივად რატომ? შენმა ცოლმა ხომ არ გითხრა რამე?
არც უპასუხია ისე გაუთიშა და მერის გახედა რომელიც გაფაციცებით უსმენდა კასპერას
-აუ მეძინება ნიკა,წამოდი რა-მხარზე ჩამოიკიდა ნინჩო და დაამთქნარა
-წამო დავიშალეთ, მეც მაგრად მეძინება გადავიღალე ამდენი ხანი გზაში-კასპერა და ნინჩოს და ნიკას წყვილი აიკრიფნინ დასაძინებლად
-ჩვენ არ დავიძინოთ?-მერის გადახედა უგულავამ და თბილად გაუღიმა
-მაგიდას ავალაგებ თორემ უხერხულია დილით ასე რომ დავტოვო,წადი შენ თუ გეძინება
-არა დაგელოდები და ერთად ავიდეთ-მერიმ თვალები მოჭუტა ასეთი თბილი და ტკბილი უგულავა კარგს არაფერს უნდა უქადდეს.
მალევე აალაგა მაგიდა და ჭურჭელიც დარეცხა,დათო კი იჯდა დივანზე და უყურებდა
-ჰე წავედით?
-ხო მოვრჩი უკვე
კიბეებს ნელა აუყვნენ,მერიმ თავის ოთახის კარი შეაღო
-კარგი ძილინებისა დათო
-არა,არა,არა დღეს მე და შენ ერთად დავიძინებთ
-რა?-სახე მოეღრიცა დადიანს
-ჩემი 3 სურვილიდან ვიყენებ ერთ-ერთს-გაეკრიჭა
-დათო მისმინე..
-სექსი არ მიგულისხმია,უბრალოდ ერთ საწოლში ჩახუტეულებმა რაა-თავი მოიქექა და მაისური გადაიძრო





№1  offline მოდერი ელი

ძალიან კარგია.მართლაც რომ ძალიან მომწონს.თავებიც კარგი ზომისაა ვერ დაიწუწუნებ,მაგრამ ერთი თხოვნა მექნება თი შეძლებ რომ უფრო მალ-მალე დადო ხოლმე.მესმის რომ ორთავს ერთად დებ,მაგრამ მაინც" ძალიან კარგი ხარ და წარმატებები

 


№2  offline წევრი Xatia Kurtanidze

მომეწონა და მალე დადე no

 


№3  offline აქტიური მკითხველი aanamaria

Ra magari tipia ugulava raa

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent