შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვამპირის ირონია 7


27-04-2015, 21:44
ავტორი Lydia
ნანახია 2 747

უკვე თენდებოდა გოგონამ რომ გაიღვიძა,თავი რატომღაც თამამად წამოწია,ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს გუშინ მთელი სამი თვე არ სძინებიაო და ეხლა კარგად გამოიძინა.როცა მიხედ-მოიხედა დამიანი არსად სჩანდა,იფიქრა ქვემოთ იქნებაო.თხელი საბანი მძიმედ გადასდო გვერძე საწოლზე,დამიანის საროჩკა მოიცვა და ქვემოთ დაუყვა კიბეებს.
ჩადიოდა და თითქოს ეს დახვეული კიბე აღარ მთავრდებოდა.იქვე მდივანზე მოახლეს ეძინა თავის ბარგთან ერთად.
-(ანნა) ბონიიი! დაიძახა და ჩაახველა.მიუახლოვდა და გაეცინა.
-(ანნა) დეიდა ბონიი!! გაიღვიძეთ.
მოახლემ თვალები ნელ-ნელა გააღო და გადახედე იქაურობას.
-(ბონი) ჩემო გოგო გაიღვიძე უკვე?
-(ანნა) დეიდა ბონი აქ რატომ გძინავთ?
-(ბონი) დამინმა მითხრა ჩემთან წამოდიო და გამთენისას გოგოებმა მომიყვანეს.
-(ანნა) ხო ვიცი,გავიგე. რაღაცნაირად მძიმედ ამოისუნთქა და თმა უკან გადაიწია.
-(ანნა) წადი საძინებელში ადი და იქ დაისვენე.
-(ბონი) რომ მოვედი დამიანი არ დამხდვა სახლში,მისი ნებართვის გარეშე კიდე ვერ შევედი ვერცერთ ოთახში.
-(ანნა) დამიანი არ დაგხვდა რომ მოხვედი?ეგრე ადრე სად წავიდა ნეტავ? გაიკვირვა და სამზარეულოს გახედა
-(ბონი) არ ვიცი,ალბათ საქმე ჰქონდა.
-(ანნა) ბონი ამ სახლში მეც პირველად ვარ და არ ვიცი სად რომელი ოთახიაა,ამიტომ დაველოდოთ დამიანს.
-(ანნა) მანდამდე თუ არ გეზარება იქნებ ერთი ფინჯანი ყავა გამიკეთო? აი სამზარეულო იქით არის.
-(ბონი) ეხლავე ჩემო გოგოო.მსუბუქად წამოდგა,კაბა შეისწორა და სამზარეულოსკენ წავიდა.
-(ანნა) ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს აქ ვარ ნამყოფი.თავისთვის ჩაიბურტყნა, შარვლის უკანა ჯიბეში ხელები ჩაილაგა და მაღლა თეთრ კედელს ახედა.
........................................................................................................................
დამიანმა შემოაღო დიდი ხის კარები და პარკებით ხელში შემოვიდა..
-(დამიანი) ანნა გაიღვიძე?! შესძახა და კიბებს ახედა,მაგრამ გოგონა სკამზე იჯდა და რაღაც ეჭირა ხელში.
-(ანნა) დამიან აქ ვარ.მშრალად გაუღიმა და ნაზად შეხედა.
-(დამიანი) ხოო ადრე გაგიღვიძია,როგორ გაქვს ნაიარევი?
-(ანნა) კარგად,და გთხოვ ნუ გამახსენებ.
-(დამიანი) როგორც შენ იტყვი.თავი მონასავით დაუქნია და სამზარეულოსკენ აიღო გეზი თავისი თვირთით.
-(დამიანი) ბონიიიი,რაღაც თბილად დაუძახა.
-(დამიანი) როდის მოხვედი?მე არ შემიმჩნევიხარ.
-(ბონი) რომ მომიყვანეს გოგოებმა, შენ გასული იყავი და მდივანზე დავიძინე.
-(დამიანი) ჯერ არ გათეებულა და შენ უკვე სამზარეულოში ხარ? თითქოს თემის შეცვლა სურდა.
-(ანნა) ქალბატონმა ყავა მთხოვა.
-(დამიანი) არანაირად,ჯერ უნდა ისაუზმოს.აი პროდუქტები მოვიტანე და ეხლავე მის საყვარელ ბლინებს გავაკეთებ.თქვა და ცელოფნიდან პროდუქტები ამოიღო.
-(ანნა) დამიან! იძახდა გოგონა იქითა ოთახიდან.
-(დამიანი) ანნა მეძახის,რაღაცნაირად შეყოყმანდა და პასუხი გასცა.
-(დამიანი) ეხლა მოვალ.
-(ბონი) წადი დამიან,მე გავუკეთებ ბლინებს.
-(დამიანი) არა შენ დაღლილი ხარ.
-(ბონი) არა არ ვარ,მსიამოვნებს სამზარეულოში ტრიალი.
-(დამიანი) კარგი,მხოლოდ დღეს მაშინ.გაუღიმა და ბონიმაც თავზე ხელი გადაუსვა.
.......................................................................................
დიდი ნაბიჯებით მიდიოდა დამიანი მისაღებ ოთახში და თან ღრმად იყო ჩაფიქრებული.
-(დამიანი) გისმენ ანნა.
-(ანნა) დამიან გუშინდ....... გოგონამ სიტყვა გაწყვიტა და დამიანს მიაჩტერდა მაისურზე.
-(ანნა) დამიან სისხლი გაქვს მაისურზე?ეხლა უკვე მიაუხლოვდა და მაისურს ათვალიერებდა.
დამინმა გაკვირვებით დაიხედა მაისუზე,რადგან თვითონაც ვე შეემჩნია იქამდე..
-(დამიანი) ააა არა ეს ტომატია,სამზარეულოში დავისვარე წეღან.არაუშავს მერე გამოვიცვლი.ბორძიკით აბავდა სიტყვებს და ახსენდებოდა როგორ მოინადირა დღეს ისევ საცოდავი კურდღელი.
-(ანნა) და ისე ამ დილაზე სად იყავი?არ იფიქრო რომ გაკონტროლებ უბრალოდ დავინტერესდი.გაღიმებით უთხრა და ისევ იმ პატარა ყავისფერი ტუმბოჩკიდან რაღაც აიღო ხელში.
-(დამიანი) საქმე მქონდა რაღაც და გავედი,რაც მთვარია არ დამიგვიანია.
-(დამიანი) ეგ რა გიჭირავს ხელში? გაშტერებით დახედა.
-(ანნა) ეს სურათი წეღან ვიპოვე,იმედია არ გამიბრაზდები რომ ავიღე.
-(ანნა) ეს პატარა ბავშვი,ამ ფოტოზე შენ ხარ? იცინოდა და სურათს აკვირდებოდა.
-(დამიანი) არა,ეს ჩემი ნათესავია.თქვა და მუშტებს კრავდა.
-(ანნა) გგავს,ოღონდ ცოტათი.შენაირი ტუჩები,და თვალები აქვს.ამბობდა და თითქოს სურათს ეალერსებოდა.
-(დამიანი) არა არ მგავს.ეხლა ხმა აუკანკალდა.
-(ანნა) როგორ არა,მართლა გგავს,ძალიან საყვარელი ბავშვია.
-(დამიანი) არ მგავს მეთქი და მორჩა.დაუყვირა,სურათი გოგონას ხელიდან წაგლიჯა და თაროზე შემოდო.
-(ანნა) კარგი ბოდიში,მართალი ხარ,მეტისმეტი მომივიდა,დაუკითხავად არ უნდა ამეღო.
-(დამიანი) არა მე მაპატიე.თვალები მოისრისა თითქოს მზის სხივი აწუხებდა და კიბის მოაჯირთან დადგა.
-(დამიანი) მე ავალ და მაისურს გამოვიცვლი,შენ იქამდე ისაუზმე.
-(ანნა) კარგი,მოწყენილად თქვა და სამზარეულოში გაიძურწა..
დამიანი მაისურს იცმევდა და კბილს-კბილზე აჭერდა.მაშინ დაბრუნდა რეალობაში როცა ტელეფონმა ზარი დარეკა.ახლა უკვე დამიანმა მზერა ტელეფონზე გადატანა და ღრმად ჩახედა ეკრანს,სენსორს თითი გაუსვა და ყურზე მიიდო.
-(უცნობი) დამიან გავიგე გუშინ რაც მოხდა და მადლობას გიხდი რომ უშველე ანას.
-(დამიანი) მადლობა არ არის საჭირო.გაბრაზებულმა წარმოსთქვა ბოღმა ნარევი სიტყვები.
-(უცნობი) შენთან არის ეხლა?
-(დამიანი) ხო,აბა სად წამეყვანა?კითხვის ინტონაციით მიმართა უცნობს და შუბლი შეკრა.
-(უცნობი) იმედია ყველაფერი დაცულად გაქვს შენახული,არაფერს წააწყდეს ისეთს რას ყველაზე საუბედუროდ დაგვღუპავს და ყველაზე მსუბუქს დააეჭვებს.
-(დამიანი) დაწყნარდი,ვერაფერს მიხვდება.
-(უცნობი) მოხდა რამე?რაღაც არ მომწონს შენი ხმა,კურდღელი ხომ არ გაგექცა?ცინიკურად აუტყდა უცნობს ტელეფონში სიცილი.
-(დამიანი) საბედნიეროდ არა.უბრალოდ მისი სურათი ნახა და ამიტომ ავფორიაქდი.
-(უცნობი) ედვარდის?
-(დამიანი) კიი.
-(უცნობი) არაუშავს ეგ უკვე წარსულია,მაგაზე არ ღირს ნერვიულობა.ვიცი ძნელია მაგრამ ამოიგდე თავიდან.
-(დამიანი) კარგი.ამოიხვნეშა და წამიერ დუმილს მიეცა.
-(უცნობი) მიხედე გოგონას.უცნობმა მტკიცეთ თქვა და ტელეფონი გათიშა.
დამიანმა ტელეფონი საწოლზე მიაგდო და თვითონაც იქ ჩამოჯდა,შემდეგ დაიხარა და საწოლის ქვემოდან ისევ იმ ბავშვის სურათი გამოიღო,ოღონდ ცოტა პატარა ჩარჩოში იყო ჩასმული.
-(დამიანი) ნეტავ შემეძლოს დროს უკან დაბრუნება.თქვა და პორტრეტი გულში ჩაიხუტა.
ანნამ კარებზე დააკაკუნა და ნაზად შემოხსნა
-(ანნა) დამიან შეიძლება? მორიდებულად იკითხა გოგონამ.
-(დამიანი) კი რათქმაუნდა.ფოტო უცბად ისევ თავის ადგილზე შეაცურა.
-(ანნა) მინდა დაგელაპარაკო.მუხლებზე ხელი დაიდო და ნელ-ნელა გვერძე მიუჯდა
-(დამიანი) გისმენ !
-(ანნა) სახლში მინდა დავბრუნდე.მოწიწებით თქვა,თითქოს ეშინოდა თქმის.
-(დამიანი) არავითარ შემთხვევაში,შენ იქ არ დაბრუნდები.დედაშენი უკვე შეიშალა.
-(ანნა) ის დედაჩემია დამიან! ვალდებული ვარ მასზე ვიზრუნო
-(დამიან) ამ კარიდან ფეხს ვერ გაადგამ
-(ანნა) და სამუდამოდ აქ ვიყო,შენს სახლში და ვემალო მწარე რეალობას?
-(დამიანი) გაგრძელე ცხოვრება შენი ოჯახის გარეშე,და შეეცადე იყო ბედნიერი.თუნდაც წადი ხვალინდელ წვეულებაზე. დაადასტურა ბიჭმა.
-(ანნა) რაა? მაგას როგორ ამბობ? როგორ ფიქრობ წვეულების ხასიათზე ვარ? თქვა და ფეხზე წამოდგა
-(დამიანი) რატომ გინდა ყოველთვის შეეცადო შენი ოჯახის გამოსწორება.უბრალოდ გამოასწორე შენ ცხოვრება.
-(ანნა) არც მიფიქრია ხვალინდელ წვეულებაზე.არც კი მაქვს ორგანიზება გაკეთებული ალბათ საყვედურისაც მივიღებ ან უარესი სკოლიდან გამრიცხავენ.მძიმედ დაეცა ისევ ლოგინზე.
-(დამიანი) ნუ ნერვიულობ,გუშინ მე და გოგოებმა ვიზრუნეთ წვეულებაზე და ყველაფერი ისეა როგორც უნდა იყოს.შენ უბრალოდ კაბა შეარჩიე და წადი წვეულებაზე.
-(ანნა) ვაიმე არც კი ვიცი რა გითხრა,როგორ გამახარე.შენ რომ არ მყავდე არ ვიცი რა ან ვინ ვიქნებოდი.სიხარულს ვერ გამოხატავდა ისე გაეხარდა.
-(ანნა) მაგრამ მე ვერ წამოვალ.მართლა არ ვარ დამიან წვეულების ხასიათზე ჩემს ცხოვრებაში ჯოჯოხეთია და წვეულება მეტისტმეტია.
-(დამიან) უნდა წახვიდე,თუ გინდა რომ ნიშნები არ გაგიფუჭონ.
-(ანნა) არასაკმარისი მიზეზია.ეხლა თითქოს სულ ერთი იყო სკოლა,ნიშნები და საერთოდ ყველაფერი.
გოგონა ჩაფიქრებული იყო როცა ტელეფონის ზარმა შორს წასული ფიქრები მოაბრუნებინა.
-(ანნა) ნეტა ვინ არის? ჩაიბურტყუნა და ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო.როდესაც დახედა ეკრანს და ლიდია ეწერა რაღაც გულში გაუელვა.
-(ანნა) გისმენ ძვირფასო.
-(ლიდია) როგორ ხარ ანნა?
-(ანნა) უკვეთესათ,დიდი მადლობა ლიდია რომ მიხედეთ წვეულებას და არ შემარცხვინეთ.კი არ მაკლია სირცხვილი,მაგრამ მაინც.
-(ლიდია) კარგი რა საყვარელო რისი მადლობა.იმედია მოხვალ დღეს.
-(ანნა) არამგონია შევძლო წამოსვლა.მოწყენილად წარმოსთქვა და მაისურის ღილს დაუწყო წვალება.
-(ლიდია) გთხოვ რა.
-(ანნა) ლიდია არ ვარ წვეულების ხასიათზე,იმედია არ გეწყინება.
-(ლიდია) კარგი.მაშინ მხოლოდ ერთი საათით შემოირბინე მოსართავები დარჩა და დამეხმარე,გთხოვ უარი არ მითხრა
-(ანნა) კარგი, მხოლოდ ერთი საათი,დამიანს ვეტყვი და მომიყავნს.
-(ლიდია) კარგი გელოდები..მხოლოდ იმის იმედით იყო ლიდია რომ იქ მისულს უკვე დაარწმუნებდა რომ წვეულებაზე უნდა მივიდეს.
.........................................................
-(ანნა) დამიან წამიყ.....სიტყვა არ დააამთავრებინა.
-(დამიანი) კიი რა თქმაუნდა...
-(ანნა) მაგრამ ტანსაცმელი არ მაქვს.ეხლა მოიწყინა და წამწამები აახამხამა.
-(დამიან) დაბლა დევს ჩანთაში რაღაც შენი ტანსაცმელები და აარჩიე.
-(ანნა) აქქ? აქ რა უნდა?
-(დამიანი) ბონიმ წამოიყოლა, რომ წამოვიდა
-(ანნა) როგორ მიყვარს ეგ ქალი.რაღაც სითბოთი გაუნათდა თვალები.
-(დამიანი) მიდი შენ ჩაიცვი და მე გარეთ დაგელოდები.
...........................................................................................................................................................................................
-(ლიდია) ანნა ! გოგონამ დაიყვირა და ანნას ჩაეხუტა.
-(ანნა) ფრთხილად ზურზი ჯერ კიდევ მტკივა,
-(ლიდია) ბოდიში.
-(ანნა) და ახლა?რა გავაკეთოთ?ოღონდ გაფრთხილებ გუშინელ დღეზე არაფერი თქვა,დღეს არა.
-(ლიდია) კარგი.
-(ლიდია) წამოდი ბუშტები გვაქვს გასაბერი რამდენიმე და მორჩა.ამოისუნთქა და ძირს დაჯდა.
-(ანნა) ელისონი სად არის?
-(ლიდია) ბიძაშვილი ჩამოუვიდა და იმასთან ერთად დასერინობს პარკში.
-(ანნა) კაბა ან კოსტიუმი შეარჩიეთ?
-(ლიდია) კი,მაგრამ არ გეტყვი.მოდი და შენთვითონ ნახე მერ.
-(ანნა) ნუ დაიწყებ თავიდან.არა მეთქი და მორჩა.წარბი აუწია გოგონამ და ბუშტს ძაფი გამოუბა.
-(ლიდია) დამიანმა მოგიყვანა?
-(ანნა) კიიი,უკვე ისე მივეჩვიე რომ მის გარეშე არსად დავდივარ.
-(ლიდია) ისე,არასდროს ლაპარაკობს თავის ოჯახზე?
-(ანნა) არა.მხოლოდ ის ვიცი რომ ძმა ყავს და სხვა ქვეყანაში ცხოვრობს.
-(ლიდია) არ გაინტერესებს მერე?
-(ანნა) კი,მაგრამ გამოძიებას ხმ არ დავიწყებ?
-(ლიდია) რატომაც არა? ვიცი რომ ძალიან კარგი პიროვნებააა მაგრამ თითქოს რაღაცნაირი იდუმალია,ალბათ ასე მეჩვენება არ ვიცი.ლიდიამ მხრები აიჩეჩა და წამოწვა იატაკზე.
-(ანნა) ლიდია ამ სკოლაშ მარტო ჩვენ ვართ?
-(ლიდია) კი,ყველა წავიდა უკვე.რა იყო?
-(ანნა) რახაც ხმა შემომესმა.თითქოს ვიღაც დადის.
გოგონები გაჩუმდენენ წუთიერად და როდესაც მართლა ფეხის ნაბიჯების ხმა შემოესმათ ერთმანეთს ჩაეხუტნენ.
-(ლიდია) ანნა მეც გავიგე.შეშინებულმა თქვა გოგონამ.
-(ანნა) კარგი,მე წავალ და ვნახავ რა ხდება.ასე ხომ არ ვიჯდებით შეშინებულები.ანნა ფეხზე წამოდგა და ნელი ნაბიჯებით დაიწყო ვიწრო დერეფნისკენ გასვლა.





P.s თქვენი აზრით ვინ არის ის პატარა ბავშვი ფოტოზე? დამიფიქსირეთ სავარაუდო პასუხები :*



№1  offline წევრი BaRiYfon. ¥¥¥^^

Shvili? :D magaria <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent