შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სლიზერინის პრინცის ისტორია,თავი 13


27-04-2015, 23:08
ავტორი ana_aneta
ნანახია 2 519

მინერვამ თავისი ადგილი დაიკავა და ხელით მის წინ მდგომ სკამზე მანიშნა დაჯექიო.მოწყვეტით დავეშვი ადგილზე.
-მის ბლექ იქნებ გამარკვიოთ რა მოხდა იმ საღამოს?
-იცით მალფოი თავისი წარსულის გამო თავს ძალიან ცუდად გრძნობს,ცდილობს არაფერი შეიმჩნიოს, თან ძალიან ჩაკეტილია. მეტი არსფრის თქმა არ შემიძლია.მოჭრით ვუთხარი ქალს.
-მაგგონაგელმა თანაგრძნობით გადმომხედა.მესმის მისი,იმასაც კარგად ვაცნობიერებ რას განიცდის.ნაღვლიანად ჩაილაპარაკა ქალმა.-რაც მან გამოიარა ეს არცერთმა ბავშვმა არ უნდა ნახოს,მიუხედავად მისი ბევრი შეცდომისა და ცუდი ჩვევისა, ვიცი რომ მთლად ასეთი არაა,როგოსაც თავს აჩვენებს.
-მის ბლექ,კარგად მომისმინეთ, ცუდი ადამიანი არ ხართ!გთხოვთ,მალფოი სულ მარტოა,თქვენ მაინც მოეპყარით კარგად.მგონი თქვენ გენდობათ.
-უხმოდ დავუქნიე თავი ქალს.ეს უბრალო სიტყვები არ იყო.თითქის მინერვა რაღაცას მიმანიშნებდა.
ბიბლიოთეკაში შევედი,საჭირო წიგნები ავიღე და საავადმყოფოს ფლიგელისკენ გავწიე.ოთახში ზიბინი დამხვდა დრაკოს რაღაცას ებიტბუტებოდა.ჩემს დანახვაზე ბიჭს თვალი ჩაუკრა.
-როგორც ჩანს თერაპია გეწყება,მე დაგტოვებთ.ეშმაკურად ჩაიღიმა ბიჭმა და ოთახი დატოვა.
-უნდა ვიმეცადინოთ?ზიზღით დაიჭყანა მალფოი.
-ჰო.მოკლედ მოვჭერი მე.
-მე არაფრის თავი არ მაქვს.გამომიცხადა ბიჭმა.
-აბა რა ვქნა?
-შენ იმეცადინე,მე რამეს მოვახერხებ.ეშმაკურად ჩამიკრა თვალი მალფოიმ.
-კარგი მე გოგოებს ვნახავ და საღამოს სამორიგეოდ მოვალ.
მაგარია.სიხარულით ჩავირბინე კიბე და ჯინის,ჰარისა და რონს წამოვეწიე.
-რა ხდება,პაციენტი მიატოვე.ჩაიქირქილა ჰარიმ.
-ჰო და თქვენთან მოვედი.აბა რას აპირებთ?
-ჰაგრიდთან მივდივართ.მითხრა რონმა.
ეზოში რომ ჩავედით, კართან ფილჩი დაგვხვა.
-სად მიიპარებით საძაგელო ბავშვებო.უპასუხოთ ავუარეთ გვერდი და ხიდისკენ წავედით.
-ამას როგორ ბედავთ, ყველას დირექტორთან დაგასმენთ და დაისჯებით.არ მშვიდდებოდა ბერიკაცი.
ჰაგრიდი როგორც ყოველთვის დიდი სიყვარულით შეგვეგება და ქოხში შეგვიპატიჟა.ჩაი დაგვისხა და ხმა რომ არ ამოვიღეთ ინტერესით დაგვიწყო ყურება. მაგგონაგელმა ყველაფერი გვითხრა,რამე სერიოზულია?იკითხა ჰარიმ.
-საშიში არაფერია,მაგრამ ფრთხილად იყავით თქვენებურად შარში არ გაყოთ თავი.
-შენ როგორ ხარ? ხელები მოგირჩა?ახლა უკვე მე მომიბრუნდა გოლიათი.
-კარგად ვარ.თბილად გამიღიმა.მალფოიზე არაფერი უკითხავს.ბევრ რამეზე ვისაუბრეთ.ბავშვებმა ძველი ამბები გაიხსენეს.კარგად გავერთეთ.საათს რომ დავხედე ელდა მეცა.უნდა წავიდე.ფეხზე წამოვხტი.
-სად გეჩქარება?მოღუშულმა მკითხა ჯინიმ.
-პაციენტი ელიდება.გაიკრიჭა რონი.ჯინიმ კი თავში წამოარტყა ძმას.ყველას სიცილი აგვიტყდა.
-კარგი ყველანი წამოვალთ,უკვე გვუანია.მშვიდად მითხრა ჰარიმ და ფეხზე წამოხტა.
მე და ჯინი წინ მივდიოდით და მომავალ მეჯლისზე ვლაპარაკობდით.
-რა ფერის კაბა გინდა.
-არ ვიცი ჯინი,მაგაზე საერთოდ არ მიფიქრია.
შენ რას იზამ?
-დედამ მწვანე ლამაზი კაბა შემიკერა და იმას ჩავიცვამ.იცი რა ლამაზია აღფრთოვანებას ვერ მალავდა გოგო.
-და ყველაზე მნიშვნელოვანი.
-რა?
-ვინ იქნება შენი მეწყვილე?
-ჯერ არავის დაუპატიჟებივარ.დავიჯღანე მე.
-მალფოი არ დაგპატიჟებს?თვალები აენთო წითურს.
-რა სისულელეა.
-მე კი მგონია რომ შენ დაგპატიჟებს.პარკინსონი გაგიჟდება.
-ნეტავ რეებს იგონებ.გავუბრაზდი მეგობარს.
-რატომაც არა?
-კიდევ იმავეს აგრძელებ?შევუბღვირე გოგოს.
ბავშვები გრიფინდორის საერთო ოთახისკენ წავიდნენ,მე კი საავადმყოფოს ფლიგელისკენ გავემართე.მთელი ღამე უნდა მეყურყუტა იქ,კიდევ კარგი ყველაფერი ვიმეცადინე.
კარებთან რომ მივედი ვიღაცის ხმა მომესმა ოთახიდან.თავიდან ვერ გავარჩიე, მაგრა მერე მივხვდი, რომ ხმა პარკინსონს ეკუთვნოდა.მისი ნახვა არ მინდოდა ამიტომ კართან შევუცადე.
-შეცვლილი მეჩვენები.წიკვინებდა გოგო.
-შემეშვი,მოკლედ თავი ხომ ვერ დაგაღწიე რა.გაღიზიანებული ხმით უთხრა ბიჭმა.
-ასე არა.მე შენ გიჩვენებ... სიტყვა გაუწყდა გოგოს..მალფოი მკლავში წვდა და შეანჯღრია.ცივი ნაცრისფერი თვალები სასტიკად უელავდა.ეტყობა ძალიან გაამწარა.
-ახლა კარგად მისმინე პარკინსონ,წესიერად მოიქეცი თორემ,ძველებურად მოგხედავ.დაისისინა ბიჭმა.გოგო გამწარებული გამოვარდა ოთახიდან და კიბეზე დაეშვა.
ოთახში ფეხაკრეფით შევედი.
-მოხვედი.ეშმაკურად ჩამათვალიერა ბიჭმა.
-მგონი უკეთესად ხარ მალფოი.ალბათ დროა გაგწერონ.მეც დავისვენებ და შენც.
-არა სიცხე ისევ მაქვს.
-დღეს ზიბინიმ მითხრა რომ საშინელი ქარიშხალი იქნება ამ დღეებში.
-ჰო ჰაგრიდთან ვიყავით და გვითხრა რომ რამდენიმე დღეს გასტანს.
-მერე შენ რა გეშველება?შენ მშიშარა.
-საერთოდ არ ვარ მშიშარა.
-ხო აბა რა.
-ისე გარეთ საშინლად ცივა.არც აქ არის სითბო.დავიჯღანე მე.საწოლიდან პლედი ავიღე. შემოვიხვიე და ოთახში ბოლთის ცემას მოვყევი.
-დაჯექი თორემ თავბრუ დამეხვა ბლექ.
ფანჯარასთან დავდექი.დავინახე როგორ მოიწევდა შავი ავისმომასწავებელი ღრუბელი სასახლისკენ.ყველაფერი პირქუში და საშინელი ჩანდა,ისიც კი ვიფიქრე ბნელი ლორდი ხომ არ დაბრუნდათქო და შეშინებულმა გადავხედე მალფოის,რომელიც უდარდელად ათვალიერებდა თავის მოვლილ და ლამაზ ხელებს.ჩემი მზერა იგრძნო და გამომხედა.
-რისი გეშინია?
-პასუხი არ გამიცია.წვიმას იწყებდა.ვიდექი და ვუყურებდი როგორ ნაზად დაცურავდნენ წვიმის წვეთები ფანჯრის მინაზე.კიდევ უფრო აცივდა.ფანჯარას ჩამოვშორდი ,მალფოის გვერდით მდგომ საწოლზე დავწექი და თხელი საბანი გადავიფარე.დაღლილი ვიყავი, მაგრამ დაძინებას ვერ ვახერხებდი, მალფოისაც არ ეძინებოდა.რაღაცაზე ჩაფიქრებული და ერთ წერტილს მიშტერებოდა, მერე მოტრიალდა და თავისი ცივი,უემოციო, ნაცრისფერი თვალები მომაპყრო. დიდხანს და მოურიდებლად მიყურებდა.
-ლამაზი ხარ! მითხრა და ცერა თითი ჯერ ჩემს ცხვირზე და მერე ტუჩებზე ნაზად ჩამოასრიალა.ტანზე ეკლებმა დამაყარა,მალფოიმ ხელი უკან წაიღო და ისევ უემოციოდ ჩამაშტერდა თვალებში....

პ.ს აუცილებლად დაწერეთ თქვენი მოსაზრება.დიდი მადლობა ყველას :*



№1  offline წევრი Khaleesi

momwons da gaagrdzele ufro male dade shemdegi da tan gazarde

 


№2  offline წევრი sa sa .)

მაგარია :D :D მომწონს

 


№3  offline წევრი sa sa .)

მალე დადე რა :)

 


№4  offline წევრი sa sa .)

აუუუ რატომ არ დებ ....გელოდებიით <3

 


№5  offline წევრი ana_aneta

ვწერ და მალე იქნებაა :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent