შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სლიზერინის პრინცის ისტორია,თავი 8


24-03-2015, 17:14
ავტორი ana_aneta
ნანახია 2 394

დილით მას გაუარე და ერთად წავედით მაგგონაგელთან ახალი დავალების მისაღებად.მაგგონაგელმა არც მეტი არც ნაკლები ჰაგრიდთან გაგვიშვა.მაგარია შაბათ_კვირა ჰაგრიდთან ერთად.ერთად.რა თქმა უნდა ისიც ვერ მიტანდა, მასთან მუშაობა სასიამოვნო ნამდვილად არ იქნებოდა.მე და ანას მის ბოსტანში სხვადასხვა ბოსტნეული უნდა დაგვეტესე დილიდან საღამომდე მასთან მოგვიწევდა ყოფნა,ანასთან ყოფნა მსიამოვნებდა,მშვიდი ,მხიარული და საყვარელი იყო.
ალბათ ჰაგრიდს უკვე იცნობდა...ჯოხები ფილჩს ჩავაბარეთ და ხიდისკენ გავემართეთ,ისევ ცუდი ამინდი იყო.
_მგონი წვიმას აპირებს.ამის გაგონებაზე მოიღუშა და სახე დამანჭა.აშკარად მასაც არ ახარებდა ჰაგრიდთან წასვლა.
_ნეტავ მალე გამოგვიშვას,თავს ისედაც ცუდად ვგრძნობ და ახლა კიდევ მიწა უნდა ვთხარო.ამის გახსენებაზე უფრო მოიღუშა....
ჰაგრიდი უკვე ბაღში იდგა და შორიდან ხელს გვიქნევდა.
_აბა როგორ განწყობაზე ხართ ბავშვებო,მხიარულად მოგვმართა გოლიათმა, მაგრამ ჩემი გაღიზიანებული და მისი მოღუშული სახე რომ დაინახა ხელი ჩაიქნია და ბაღისაკენ გაგვიძღვა.
_დღეს გოგრების დათესვით დავიწყებთ,მერე კატებს გამოვკვებავთ და სახლში წახვალთ.ბოლო განსაკუთრებით მომეწონა.მე ნიჩაბი ავიღე ანამ გოგრის თესლი და საქმეს შევუდექით.გოგოს ისეთი სახე ჰქონდა მეგონა ცოტაც და ტირილს დაიწყებდა.ჰაგრიდი შორიდან გვაკვირდებოდა და მითითებებს გვაძლევდა.ერთი წუთითაც არ გვტოვებდა მარტოს.
_კატებთან როდის წავალთ?იკითხა ანამ
_ჯერ ამის დათესვა უნდა დაამთავროთ და კატებთან მერე წაგიყვანთ.გოგოს თვალები გაუბრწყინდა.
კიდევ რამდენიმე გოგრა დავთესეთ და ბოსტნიდან გავედით. სულ ტალახში ვიყავი ამოსვრილი და ეს ფაქტი მას რატომღაც ძალიან ახალისებდა.არც კი დაგვისვენია ისე წავედით კატების გამოსაკვებად........
ჰაგრიდმა ანას პატარა კნუტი აჩუქა.ისეთი გახარებული იყოო ადგილზე ხტუნავდა.
_დღეს ამით დავამთავროთ ბავშვებო ხვალ კი ყვავილებს მივხედოთ. ახლა კი ფინჯან ჩაიზე დაგპატიჟებთ, ანამ უსიტყვოდ დაუქნია თავი და გოლიათს უკან გაედევნა, მეც გავყევი რაღას ვიზავდი.....
ანა
ჰაგრიდთან დღემ არც ისე ცუდად ჩაიარა როგორც მეგონა. მალფოი კი ბუზღუნებდა, მაგრამ არავინ აქცევდა ყურადღებას. ბოსტნის მერე კატებთან წავედით. ძალიან საყვარლები იყვნენ, გოლიათმა ყველაზე ლამაზი და საყვარელი კნუტი მაჩუქა, ისე გამიხარდა ემოციებს ვერ ვმალავდი. წვიმას აპირებდა,ამიტომ მალე დავბრუნდით უკან უკვე მოსაღამოვებულიყო.ჰაგრიდმა ჩაიზე დაგვპატჟა....... მალფოი მოღუშული იჯდა და წამდაუწუმ მახსენებდა ,რომ ღამდებოდა.ეტყობოდა,რომ თავს უხერხულად გრძნობდა.....
გარეთ წვიმდა და ძალიან ციოდა.ბიჭმა საყვედურით გადმომხედა. ფისო მაგრად ჩავიხუტე და წვიმაში გავაბიჯეთ.ხიდამდე მალე მივედით ძალიან არ დავსველებულვართ.წვიმა გაძლიედა.
_მოდი დაველოდოთ სანამ გადაიღებს და მერე წავიდეთ.შემომთავაზა მალფოიმ
_კარგი_უცებ ისე დაიგრუხუნა შიშისგან შევხტი ,ბიჭს გაეცინა.
_შენ რა ჭექა_ქუხილის გეშინია? თავისის საფირმო სახით მკითხა დრაკომ.არაფერი ვუპასუხე.წვიმა აშკარად არ აპირებდა გაჩერებას.
_წამოდი წავიდეთ, მთელი ღამეს აქ ხომ არ გავატარებთ, თან ძალიან ცივა.
ბიჭმა შარფი მოიხსნა და გამომიწოდა. მის შარფი შემოვიხვიე და ცხვირი შიგნით ჩავრგე,ისეთი სასიამოვნო სუნი ჰქონდა....
_მომავალ კვირას ქვიდიჩს ვეთამაშებით რეივენქლოს.მოულოდნელად წამოიწყო მალფოიმ.ოდესმე ყოფილხარ თამაშზე?
_არა.
_გინდა ვარჯიშზე წაგიყვან?გამეღიმა
_არ ვიცი მოვიფიქრებ და გეტყვი.ცოტა ხნით ისევ სიჩუმე ჩამოვარდა.ორივე ფიქრებში წავედით.
_ჩემი გეშინია?ეს კითხვა იმდენად მოულოდნელი იყო რომ,დიდხანს დამუნჯებული ვიდექი და არ ვიცოდი რა მეპასუხა ბიჭი კი მოუთმენლად ელოდა ჩემს პასუხს.
_არა რა სისულელეა.ნერვიულად გამეცინა და კატას დავხედე.
მალფოი პასუხმა აშკარად ვერ დააკმაყოფილა.გაღიზიანებული ჩანდა, ქერა თმა შუბლზე ჩამოყროდა, მძიმედ სუნთქავდა და ხის მოაჯირს ისე ჩაფრემოდა თავისი წვრილი და გრძელი თითებით გეგონებოდა ხის ნაფლრთებად ქცევას ცდილობსო. არ ვიცოდი რა მექნა,შემეცოდა,ასეთი ნაღვლიანი არასოდეს მინახავს.მინახავს. წვიმამ ნელ_ნელა იკლო.
_წამოდი სასახლეში დავბრუნდეთ.შევთავაზე მალფოის,მანაც უხმოდ დამიქნია თავი და უკან გამომყვა....
უკვე გვიანი იყო,როცა გრიდინდორის ოთახში ავედი.ისე მციოდა სულ გალურჯებული ვიყავი.შხაპი მივიღე და ბუხართან მსხდომ მეგობრებს შევუერთდი. ჯინი ჰარი რონი და ჰერმიონი კვირის გეგმებზე ლაპარაკობნენ ისეთი გათიშული ვიყავი ერთი სიტყვაც კი არ გამიგია.მალფოიზე ვფიქრობდი ნეტავ რა აწუხებდა...
_ჩვენთან ერთად ჰოგსმიდში არ წამოხვალ? მკითხა ჯინიმ.
_ძალიან კი მინდა თქვენთან ერთად წამოსვლა,მაგრამ არ შემიძლია. აღარაფერი უთქვამს.დასაძინებლად წავედი.დილით ადრე უნდა ავმდგარიყავი და მთელი დღე იმ უცნაურ არსებასთან უნდა გამეთარებინა, რომელსაც საკუთარი თავისაც კი არ ესმოდა...



№1  offline წევრი Khaleesi

კაია ძაან გააგრძელე

 


№2  offline წევრი Leeluu

Mmm ar myponis <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent