შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უთარიღო დღეები (15)


27-04-2015, 23:53
ნანახია 4 155

ორი კვირა იყო გასული ჩემი და დადეშელის ერთად ყოფნიდან. მიხაროდა ყოველი დღის გათენება მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემს ცხოვრებაში ჩემი შვილი და დადეშელი არსებობდნენ. ჰო, დედაჩემი და მამაჩემიც, რაღა თქმა უნდა.
ყოველ დილით, ლაზარეს კოცნა რომ მაღვიძებდა, მაშინ ვხვდებოდი, რომ ჩემი არსებობა სულაც არაა უაზრო და რომ მეც მაქვს ბედნიერების უფლება.
სამსახურში წასვლის წინ, დადეშელის ჩახუტება მთელი დღის ენერგიას მაძლევდა და დადებითად ვიმუხტებოდი. ისეთი გაბადრული სახით მივდიოდი ხოლმე გოგინაშვილებთან, ისინიც ვერ იკავებდნენ ღიმილს ჩემ დანახვაზე. მით უმეტეს, თოკოს უხაროდა ხოლმე ჩემი მისვლა და კარგ ხასიათზე რომ ვიყავი. ასეთ შემთხვევებში მულტფინმსაც თვითონ არჩევდა, ბევრსაც ვსეირნობდით და შოკოლადსაც ჭამდა ხოლმე.

თუ სხვა დროს ყოველთვის დადეშელი მაღვიძებდა, დღეს ისე მოხდა, რომ მე მომიწია მისი გაღვიძება. არასდროს ვიყავი მის ოთახში შესული, თვალში მომხვდა მაგიდასა და იატაკზე დახვავებული უცხოური დეტექტივები. დადეშელს გადავხედე, მუცელზე იწვა და შიშველი ზურგი უჩანდა. გულმა რაღაც ისეთი დარტყმა შეასრულა, აქამდე რომ არასდროს მიგრძვნია.
ლოგინიზე დავებჯინე ხელებით და ლაზარესკენ დავიხარე, თითებზე რომ მისი ტუჩები ვიგრძენი. სახე გამებადრა ბედნიერებისგან. მოჭუტული თვალებით ამომხედა გაბურძგნული თმოს ქვეშიდან, სუნთქვის შეკვრამდე სიმპატიური იყო, ან მე მომეჩვენა ასე, არ ვიცი.
თავისკენ დამქაჩა და ტუჩები ჩემს ყელს ააყოლა. არც მიფიქრია წინააღმდეგობის გაწევა. ნიკაპს რომ მიუახლოვდა, ვიგრძენი, რომ მალე მუხლებში ძალა გამომეცლებოდა და ძირს გავიშხლართებოდი.
სიტკბო - ასე დავარქმევდი იმ წუთებს, დადეშელმა რომ მაკოცა. ყველაზე სასიამოვნო, ყველაზე დაუვიწყარი, ყველაზე თავბრუდამხვევი, ყველაზე, ყველაზე, ყველაზე...
უაზროდ მეღიმებოდა, ვერ ვიკავებდი თავს. ლაზარეს კისერში ჩავრგე სახე და ღრმად შევისუნთქე მისი სუნამოს სურნელი, ყველაზე მადისაღმძვრელად რომ მეჩვენებოდა იმ წუთებში.
და შეხება...
დადეშელის ხელები ჩემი წელის ირგვლივ რომ მოძრაობდნენ.
ტუჩები - ჩემს ტუჩებსა და სახეზე.
სუნთქვა, რომელიც ყელსა და სახეზე მეფრქვეოდა.
თმა, რომლის შეხებაც ჟრუანტელის მომგვრელი იყო.
და ეს ყველაფერი ჩემს რეალობაში, დაუჯერებელიც კი იყო.

-უარს ვამბობ ჩემს მოვალეობაზე. - მომესმა მისი ხმა ოთახიდან რომ გამოვდიოდი. გაკვირვებული შევბრუნდი მისკენ. -ყოველ დილით რომ გაღვიძებ ხოლმე. - გაეღიმა. - თუ სხვა დღეებიც ასე დაიწყება, მაშინ სჯობს, რომ შენ იკისრო გამღვიძებლის ფუნქცია.
გულიანად გამეცინა. კარები გამოვიხურე და გოგინაშვილებთან წავედი.
იქ კი, როგორც ყოველთვის, ქანცისგაწყვეტამდე ყოფნა. ნათესავთან მივდივართ და შეგიძლია ადრე წახვიდეო, - გამომიცხადა თოკოს ბებიამ ნანამ და დამტოვა გახარებული.
-შად მიდიალ? - შემომცინა პატარა ყაჩაღმა და ლოგინიდან ჩამოხტა.
-ჯერ არსად. - ლოყები დავუკოცნე და ეზოში ჩავიყვანე სათამაშოდ.
მალევე დამიძახა ნანამ, ბავშვი ამოიყვანეო, გამოვუცვალე, ვაჭამე და სახლში წავედი.
თბილი საღამო იყო. ჯერ კიდევ დიდი ხანი უკლდა გაზაბხულის სრულფასოვნად დადგომას, მიუხედავად იმისა, რომ მარტი იყო, მაგრამ მაინც მახარებდა მისი მოახლოვება.
კორპუსის კიბეები ნელა ავიარე. ბინის კარები შევაღე და გავშეშდი, ვიღაცების საუბრის ხმა რომ მომესმა. წესით დადეშელი ახლა სახლში არ უნდა იყოს და არც ვიღაც ქალის ხმა უნდა ისმოდეს, რომელიც სულაც არ ეკუთვნს ამ ბინის პატრონს.
შესასვლელში გავშეშდი, ვერ მოვახერხე ნაბიჯის გადადგმა.
-კი, მაგრამ ...ორსულად ვარ, ეს კი რაღაცებს ცვლის. - მომესმა გოგონას ხმა. თვალები ვჭყიტე, მეგონა ინფაქტი დამარტყამდა და განვუტევებდი სულს. სმენა დავძაბე...
-არაფერს ცვლის. - ახლა დადეშელის მკაცრი ტონი მოსწვდა ჩემს ყურთასმენას. - თავიდანვე ვერ ავეწყვეთ ერთმანეთს.
-ახლა საქმე ბავშვს ეხება, გესმის? ჩემსა და შენს შვილს... ჩვენს შვილს, ლაზარე. ხვდები ეს რას ნიშნავს? როგორ შეგიძლია მიატოვო ის?
-დაფიქრდი რას ამბობ, ეკა! არ გაბედო იმის გაფიქრებაც კი, რომ მე ჩემს შვილზე უარს ვიტყვი და მივატოვებ. უბრალოდ, მას ჩვენ ერთად არ გავზრდით, სულ ესაა.
-ჩვენ ჯერ კიდევ ცოლ-ქმარი ვართ, ხომ არ დაგავიწყდა?
-ნამდვილად არა. - გულს მისერავდა დადეშელის დაძაბული და მკაცრი ტონი.
ვერ ვახერხებდი მათი საუბრის გაანალიზებას, დახშული მქონდა გონება და განსჯის უნარი.
-ლაზარე, მე ისევ მიყვარხარ! - უკანასკნელი გაბრძოლებასავით ჟღერდა გოგონას, როგორც დადეშელმა დაუძახა კი - ეკას სიტყვები.
-როცა გვეგონა, რომ ერთმანეთი გვიყვარდა, მაშინ არ შედგა ჩვენი ურთიერთობა და ახლა ხომ მით უმეტეს.
ოდნავ წინ წავედი. კარგად ვხედავდი დადეშელის ზურგს. დივანზე იჯდა, თავი ჩაეხარა და იდაყვები მუხლებზე ჰქონდა ჩამოდებული. მისი... ცოლი.... რა საშინლად ჯღერს... დადეშელის ცოლი...
ეკა... დადეშელის ცოლი...
მისი ცოლი კი ფეხზე იდგა და წინ და უკან დადიოდა. ეტყობოდა ოდნავ წამოზრდილი მუცელი. ინსტიქტურად მუცელზე მოვისვი ხელი. თავი მის ადგილზე წარმოვიდგინე. მე და გაბრიელი ხომ ერთმანეთს არ ვიცნობდით და შესაბამისად, არც მქონია სურვილი და პრეტენზია, რომ ერთად გაგვეზარდა შვილი და ოჯახი გვრქმეოდა... ესენი კი...
დადეშელი ცოლს შორდება, მაშინ, როდესაც მისგან შვილს ელოდება... რთული აღსაქმელია...
არცერთი წამით არ გავბრაზებულვარ მასე,რატომ მომატყუა,რომ ცოლი ჰყავს და მით უმეტეს, თუ შვილსაც ელოდება, მაგრამ მაინც რთული იყო ჩემთვის... ძალიან ზედმეტად ვგრძნობდი თავს. უკვე მერამდენედ, უკვე მერამდენედ მტანჯავდა ეს გრზნობა.
როცა მეგონა, რომ ბევრი რამ გამოსწორების გზას დაადგა, ახლა გამოჩნდა კიდევ ერთი და საკმაოდ დიდი პრობლემა - დადეშელის ოჯახი და მე ისევ მეცლება ხელიდან ბედნიერება, რომელიც თურმე სულაც არ მეკუთვნოდა მე..პირიქით, სხვას ვართმევდი ქმარს.
ცუდად ვიგრძენი თავი. სულ რაღაც წამებში ისეთი საშინელი ტკივილი ვიგრძენი კეფის არეში, თითქოს თავში რაღაც ჩამცხეს, რომ გამოვფხიზლებულიყავი.
და მართლაც, მე მჭირდებოდა გამოფხიზლება!
უხმაუროდ გავიკეტე კარები და სახლიდან გავედი. აღარ დავინტერესებულვარ მათი საუბრის განვითარებით. დავრწმუნდი, რომ დადეშელი კი არაა დამნაშავე, არამედ მე ვიქნები დამნაშავე თუ მისსა და ეკას შვილს მშობლები არ გაზრდიან...
სალომეს დავურეკე და ბარში შეხვედრა ვთხოვე. ძალიან მომინდა, რომ ვინმესთვის გადამეშალა გული და მეთქვა ყველაფერი ის, რასაც მთელი 19 წლის მანძილზე ვიგროვებდი გულში.
განა რამხელაა, რომ ამდენ ტკივილს, დამცირებას, იმედგაცრუებას და ამავდროულად სიყვარულს იტევს?!
აღარ შემიძლია...
ჩემს ძალებს აღემატება ყოველივე ეს...
დავიღალე..
უბრალოდ მინდა, რომ დავისვენო... ცოტა ხნით მაინც...
უბრალოდ დავისვენო..
და ყველაზე მეტად, მაინც შიშს დაესადგურებინა ჩემში. შიშს იმისას, რომ ის ბედნიერი ორი კვირა, რომელიც ლაზარესთან ერთად გავატარე აღარ გაგრძელდებოდა და მოგონებად დარცებოდა. მოგონებად, რომელიც ყელასა და ყველაფერზე ძვირფასი იქნებოდა ჩემთვის, რაღა თქმა უნდა, შვილის მერე.
ჯერ ისედაც მოგონებებით მკვებავს, ეს უკვე მეტისმეტად მიმაჩნდა. შეიძლება ვეღარც კი გამეძლო. ვოცნებობდი ბედნიერ მომავალზე ჩემს შვილთან და დადეშელთან ერთად და ბოლოს, რა შემრჩა ხელში?! რა და ის, რომ სხვისი ოჯახის დამანგრეველი გამოვდივარ...
მე კი ეს ყველაზე ნაკლებად მინდა...
და მაინც, ნეტავ რაზე შეთანხმდნენ ეკა და ლაზარე?!
ტაქსით წავედი დათქმულ ბარში. კიბეები იყო ქვევით ჩასასვლელი, უცებ თავბრუ დამეხვა და მხედველობა დამებინდა... ვერ გავარჩიე სად ვადგამდი ფეხს. ფეხი ამიცდა და დავგორდი...
ყველაფერი სიშავემ მოიცვა..
მოვკვდი?!
ან იქნებ...
ბავშვი როგორაა?!
_______--
ბოდიშს გიხდით დაგვიანებისა და შეცდომებისთვის.
საუკეთესო სტიმულები მყავხართ ამ ისტორიის წერისა, მიყვარხართ.



№1  offline წევრი NaaT

ვაიმეე :O ეს ბოლო რაიყო !! ველოდები შემდეგს, ძალიან მაგარი გოგო ხარ შენ ! <33

 


№2  offline წევრი ana-stasia

აი ძალიან გთხოვ უბრალოდ ბავშვი არ დაკარგოს,ასეც ნუ ტანჯავ,ბავშვი შეუნარჩე გთხოვ...

 


№3  offline წევრი nuki-nuka

ყველა თავი ერთად წეავიკითხე და ძალიან მომეონა...
ცოტო არის ბავშვი არ დააკარგვინო.
იმისდა მიუხედავად რომ დადეშელს ცოლო ყავდა ვფიქრობ რომ მაინც ერთმანეთს ეს ორი შეეფერება და იმედია დადეშელთან დატოვებ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent