შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი თუ არა აბა ვისი უნდა იყო?! (თავი 21)


28-04-2015, 00:09
ავტორი llella
ნანახია 5 899

-მიყვარხარ პატარავ!-მე კი უბრალოდ გამეღიმა, თურმე მარტო მე არ ვყოფილვარ გიჟი ამ დედამიწაზე ღმერთმა ერთი გიჟი გააჩინა ჩემთვვის!
-მეც-ამოვიჩურჩულე ისე რომ ჩემი ხმა მე ძლივსღა მესმოდა.
-რა თქვი?!-თავი მაღლა ამაწევინა და გაღიებულმა ჩამაშტერდა თვალებში.
-რა ვთქვი?!-ვერ გავიგე რა მკითა.
-გაიმეორე რაც წეღან თქვი.
-...............
-თამუნა გაიეორე!!!
-მეც, მეც მიყვარხარ...-ჩემს სიმკაცრეში და თავდაჯერებულობაში ეჭვი შემეპარა, ჩემი ხმის გაგონებაზე და მე თითონვე გამეცინა ჩემს სულელურ ფიქრებზე.
-მაბედნიერებ! მიყვარვარ გესმის?!!! ჩემი ყველაფერი ხარ!-ჩამჩურჩულა და მაგრად ჩამეხუტა.
ასე ვიდექით 5 წუთი, მე კიდევ ეს დრო საუკუნეებად გადამექცა. დემეტრეს ტელეფონზე დაურეკეს. ჯერ არ პასუხობდა, მაგრამ როცა მეასეჯერ შემოვიდა ზარი ინება და ამოიღო ტელეფონი ჯიბიდან, დახედა და მე მომიბრუნდა.
-ვუპასუხებ და მოვალ.

დემეტრეს ნაამბობი:

თამუნას სიტყვებმა წყობიდან გამომიოყვანეს, იმ ადამიანისგან ვინც სიცოცხლეზე მეტად გიყვარს, ვისთისაც მილიონობით კილომეტრს გამოივლი, რომ უბრალოდ ნახო, ადვილი მოსასმენი არაა რომ ეჩხუბები, ვერ იტან, აშინებ და ა.შ. ჩემ თავს ვუბრაზდები ესე რომ ვექცევი,მისი სიტყვების შემდეგ კი სრულიად შემძულდა საკუთარი თავი! ვაწყენინე, საშინლად ვაწყენინე! მაგრამ ჩემდაუნებურად გამომდის ასე, რა ვქნა თავს ვერ ვაკონტროლებ როცა მისგან მესმის მსგავსი სიტყვები, ვერ ვითმენ!!!
მივხვდი რომ ახლა თუ არა ვეღარასდროს ვეტყოდი ჩემს სათქმელს, სასაცილოა... 23 წლის ბიჭი 16 წლის გოგომ შემშალა, მე თუ ესეთი გავხდებოდი ვერასოდეს წარმოვიდგენდი, ვერ წარმოვიდგენდი იმას რომ სათქმელს თავს ვერ მოვუყრიდი... რომ მანდილოსანთან საუბარი გამიძნელდებოდა! არადა ძალიან რთულია, გინდა რომ ყველაფერი იდეალურად იყოს, ამიტომ ცდილობ კარგად მოექცე, მე კიდე... მეტყობა კიდეც როგორ ვექცევი.
ვუთხარი ის რაც ნამდვილად არ მქონდა გააზრებული, ის რაც გეგმაში არ ქონდა რომ მისთვის მეთქვა, ჩემს გეგმაში არც ბერეგი არ შედიოდა, არც ეს კამათი და არც საერთოდ აღიარება,მის ბაგეებს დავეწაფე და მისი სურნელით ავივსე ფილტვები, მივხვდი რომ ის არის ჩემი ცხოვრების უდიდესი ნათელი წერტილი, რომლის გარეშე თურმე ჩემი სიცოცხლე არაფერი არ ყოფილა!!! მაგრამ რა აზრი აქვს ახლა ყველაფერ ამას... ჩემთვის მთავარი ისაა რომ მან იცის თუ როგორ მიყვარს, რო მის გარეშე სიცოცხლე არ შემიძლია!!! და ის რომ მისგანაც იგივე მოვისმინე, რომ მასაც ვუყვარვარ, დავიფიცავ რო იმ მომენტში ჩემზე ბედნიერი კაცი არ დადიოდა დედამიწის ზურგზე.
მაგრად მოვხვიე ხელები და სხეულზე ავიკარი, გაშვებას არ ვაპირებდი მაგრამ ტელეფონის ზარმა მაიძულა რომ ჩამოვშორებოდი. ტელეფონი ამოვიღე და ეკრანს დავხედე, უჩა იყო. თამუნას გავშორდი და ვუპასუხე.
-ხო უჩა-ჩემს ხმას შეეტყო სიხარული.
-დემეტრე სად ხარ?!
-ბერეგზე ვარ. რა ხდება?!-მისი ხმა ზედმეტად სერიოზული მეჩვენა, რაც უჩას შემთხვევაში ძალზედ გასაკვირი იყო.
-ბიჭო მისმინე... აუ ჩემი... გამო შენთან საქმე მაქ
-ნიკოლავა არ იტყვი რა ხდება?!
- ე ბიჯო გამო საქმე მაქ თქო!-მისი ხმა ზედმეტად მკაცრი ეჩვენა რამაც დამაეჭვა.
-კაი მოვდივარ ნახევარ საათში ბარში მოვალ აი მაშინ რო ვიყავით იქ.
-კაი გელოდები მაშინ!-უჩას გავუთიშე და თამუნასაკენ წავედი, მივხვდი რომ უჩას რაღაც სერიოზული საქმე ქონდა და ამიტომ წინასწარ დავიძაბე.

თამუნას ნაამბობი:

სრულ შოკში მყოფმა ვცადე გამეაზრებინა ყველაფერი, მისი სიტყვები თავში მიტრიალებდა, მისი კოცნა კი... ვერაფრით ვივიწყებდი, სიცივემ, დაბნეულობამ და შიშმა მისი ქნა და კანკალი დამაწყებინა. მეშინოდა რომ მოგვიწევდა ამაზე საუბარი, აუცილებლად მოგვიწევდა და წინასწარ მეცოდებოდა ჩემი თავი.
დემეტრე გავიდა, მე კიდევ ემოციებისგან დაღლილმა სკამზე ჩამოვჯექი. დემეტრე უკან იყო გასული, მე არ მივბრუნებულვარ, მაგრამ როცა ჩემსკენ მომავალი საშინლად დაძაბული და ჩაფიქრებული დემეტრე დავინახე მივხვდი რომ კარგ რამეზე არ დაურეკიათ... მოვიდა თუ არა სახე შეეცვალა, თითქოსდა უფრო დამშვიდდა, ხელი გამომიწოდა, მეც ჩემი ხელი მოვათავსე მისაში და ფეხზე წამოვდექი.
-წავიდეთ!-მე ხმა არ ამომიღია ისე გავყევი უკან.
სახლთან მივედით, კიბეებზე უნდა ავსულიყავი როცა დემეტრემ გამაჩერა და მისკენ მიმაბრუნა.
-ადი შენ!
-შენ არ მოდიხარ?!
-მოვალ მეც მალე, საქმე მაქვს!-ხმა აღარ ამომიღია.
დაიხარა და კიდევ ერთხელ მაკოცა.
-მიყვარხარ!
-მეც!-არ ვიცი ამდენი გამბედაობა საიდან მქონდა მაგრამ ავიწიე ფეხის წვერებზე და ლოყაზე ნაზად ვაკოცე. ჩემს ამ ქმედებაზე გაეღიმა, მე კიდევ შემრცხვა და თავი დავხარე.
-ჩემი არა... ჩემი არ შეგრცხვეს!!!-როგორც ყოველთვის მისი სანაქებო ფრაზა რომელიც მე მამშვიდებს...-მიდი ადი თორე გამეყინები!-მე მხოლოდ გავუღიმ და სახლში შევედი.

დემეტრეს ნაამბობი:

ბავშვია... ჩემი საყვარელი ბავშვია რომელსაც ჭკუიდან გადავყავარ!!! სახლში დავტოვე და მე კი უჩასთან წავედი. ბარში შევედი თუ არა უჩა მომხვდა თვალში, რომელსაც ეტყობოდა რომ ნერვიულობდა.
-რას შობი?!
-რავიცი არაფერს...
-რა ხდება, რა საქმე გქონდა?!
-ბიჭო მისმინე! ხო იცი დღეს სადაც ვიყავი?!
-კი როგორ არა, სოფოსთან.
-ბიჭო ხოდა ეგ საქმე მოვაგვარე!
-ვაახ მაგარია! მერე ეგეთი სერიოზული სახით და დაძაბული რას მელაპარაკები ბიჭო გამისკდა გული-გავიცინე
-ეგ ხოო ტო...
-ნიკოლავა რაღარაცას არ მეუბნები!
-ლანძღვის გარეშე!!!-ჩვეულებისამებრ დამარიგა და დაველოდე როდის დაიწყებდა საუბარს-ბიჭო ლელუკა მივაცილე სახლამდე და რო გამოვდიოდი ბარათელი შემხვდა-ჯაბას ხსენებაზე, მეც არ ვიცი რა დამემართა-მე არ უნდა მივსულიყავი და თვითონ მოვიდა ჩემთან, კაი ძმაკაცივით მომიკითხა-კოლოფიდან სიგარეტი ამოაძვრინა და ფანჯარაში გაიხედა.
-ნიკოლავა მთავარზე გადადი!!!
-ბიჭო დაჩიმ გაუფრთხილდეს იმას ვინც მისთვისვირფასია თორე სხვა დაასწრებსო!-როცა მივხვდი რაზეც... უფროსწორად ვისზეც იყო საუბარი საშინლად გავბრაზდი, იმ მომენტში შემეძლო ავმდგარიყავი და მომეკლა ჩემივე ხელებით ჯაბა ბარათელი.
-........-არ ვიცოდი რა გამომეტყველებით ვიჯექი უჩას წინ მაგრამ მისი გაკვირვებული და დაძაბული სახიდან გამომდინარე მივხვდი რომ დაწყობილი ნამდვილად არ მქონდა.



- - - - -
გამარჯობა love ბავშვებო ვიცი რომ პატარაა მაგრამ ესაა რაც გაოვიდა, მეტი ჩემმა ტვინმა ვერ გაქაჩა და მომკალით wink love იმედია მოგეწონებათ love



№1  offline წევრი tatiko:)

Momwons dzaan magaria

 


№2  offline აქტიური მკითხველი uchveulo

male dade raa

 


№3  offline წევრი lamazmani

ძაან მაგარია მომწონს სიტვაცია დაიძაბა მაგრაია ველი ახალ თავს მაგარი ხარ love

 


№4  offline წევრი llella

Immortal beauty
დღეს წავიკითხე შენი მოთხრობა და ბრავო! უნიჭიერესი გოგო ხარ და ძალიან საყვრელი love love მთელი გულით გისურვებ წარმატებებს . აბა შენ იცი მიაწექი ბოლომდე სგ wink request

მადლიბაა ესეთი თბილი სიტყვებისთვის <3 ^_^ <3 ^_^

 


№5  offline წევრი ხატული♥

აუ ძაან პატარა თავებს დებ რაა sad გაზარდეე საყვარელი ისტორიაა love

 


№6  offline წევრი S.likuna

kiii patara tavi da gaaaaaaadide nuu male dade da ravi magaria dzaan

 


№7  offline წევრი lika

ooo daidzaba situacia :D

 


№8  offline წევრი qaosia

მალე დადე რაა.. მოვკვდი ლოდინით:**
--------------------
ქაოსი

 


№9  offline წევრი BF(boyfriend)

ძაან კარგიააა<3 love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent