შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეთავსებით ძიძა (თავი 5)


28-04-2015, 03:00
ავტორი PARVENU
ნანახია 15 232

ბავშვებო, გადატვირთული გრაფიკის გამო ვერ ვახერხებ ყოველდღე დადებას... არც გული მიმიწევს, მუზამ გამოცდებს მიხედეო. ხოდა, როგორც კი ვწერ ისე ვტვირთავ. შეცდომები უხვად მაქ, ვხვდები, მაგრამ შესწორებას ვერ ვასწრებ. ბოდიში და იმედია ისიამოვნებთ.
♥♥♥♥♥♥♥♥

888
კარგა ხანს ვუყურებდი მთელი გულ-მკერდით მისკოჩილ კაცს, მრისხანებისგან ერთიანად რომ აწითლებულიყო და არეული ფიქრების დალაგებას ვცდილობდი. მხოლოდ ათი წუთის მერე ჩაწვდა ჩემი გონება მომხდარს და იმის გააზრებაზე, რომ მე უნდა ვყოფილიყავი მის ადგილას, ერთიანად წამოვხურდი. ახლოს რომ მყოლოდნენ ტყუპები, ამდენი ხნის ნანატრს ავისრულებდი და გემრიელად მივტყეპავდი. თან დარწმუნებული ვარ, მისი უდიდებულესობა ტიმოთე ხელს არ შემიშლიდა, პირიქით გამამხნევებდა კიდეც. ჩემ ფიქრებზე, კვლავ მბმულს ავხედე და დაფეთებული შევვარდი სახლში.
-მაცადეთ, ის ავხსნა ჯერ და მერე გაჩვენებთ მე თქვენ სეირს!-გამაფრთხილებლად დავუქნიე თითი ჯერ კიდევ ადგილზე მიყინულთ და სამზარეულოსკენ მოვკურცხლე დანის ასაღებად.
ყურადღება არ მიმიქცევია, მიკიმაუსებიანი ზედით და საღამურის შორტის ამარა რომ ვიყავი, ისე გავიქეცი გარეთ, თან რაჭის არაორდინალურ კლიმატს ვწყევლიდი. დილაობით ისეთი სიცივე იყო, ძვალ-რბილში ატანდა.
-უფროსო, როგორ ხართ?-დანა მომარჯვებული დავადექი თავზე.
-სად არიან ტყუპები?!-დაიღრინა, სიბრაზისგან ხმაჩახლეწილმა და შეეცადა მრავალგზის შემოხვეული წებოვანი ლენტი გაეხია.
-მისაღებში გელიან,-დავუქიცინე თავი და ფხუკუნ ავარდნილმა, ლენტის ჭრა დავიწყე.
-რა გაცინებს?-შემომიბღვირა გაავებულმა და გამუქებული თვალები შემომანათა.
-არაფერი ისეთი, უფროსო,-ავიჩეჩე მხრები და ენაზე გამეტებით ვიკბინე, სიცილის სირვილი რომ ჩამეხშო.
-ალავიძე!-ბრდღვნავდა გამწარებული.
-უბრალოდ კავკასიის ქედზე მიჯაჭვულ ამირანს მიგამსგავსეთ,-სწრაფად მივაყარე და აკისკისებული ორად მოვიკეცე.
-ეხლავე შეწყვიტე, თორე დავივიწყებ ვინ ხარ და მერწმუნე კარგი დღე არ დაგადგება! ისდაც არ მეხატები გულზე,-გამაფრთხილებლად ასისინდა, რითაც ნათლად მიმახვედრა, რომ ჯერ კიდევ ახსოვდა "სასიყვარულო ყიყლიყოს" და ქაფით წუწაობის ინციდენტი... ჰამაკში გორავზე ხომ არაფერს ვამბობ.
-გასაგებია, უფროსო,-ჩავიდუდღუნე სიცილ შემხმარმა და გაჭირვებით გადავჭერი პირველი ნაწილი ლენტისა.
საბოლოოდ როცა გავანთავისუფლე ჩვენი დაბმული აპოლონი... არა, ამირანი, ჩემს სხეულს კარგად მოესწრო გაყინვა, თითებს კი საერთოდ ვეღარ ვგრძნობდი. დაბმული ინდაურივით ავედევნე გაბრაზებულ მამაკაცს და კმაყოფილი დაველოდე, როდის აახევდნენ ლაყუჩებს პატარა მხეცებს.
-რომელმა მოიფიქრეთ?-აეტუზა წინ დამფრთხალ ბავშვებს ეს მთასავით კაცი და გული უცნაურად შემიტოკდა.-ვერ გაიგეთ რას გელაპარაკებით?-აუწია ხმას, თუმცა ვხედავდი როგორ ცდილობდა სიმშვიდის შენარჩუნებას.
-მე!..-წამოვიყვირე უნებურად და თვალებ დაჭყეტილმა მთელი ძალით მივიჭირე ტუჩებზე ხელი.
რა ვუთხარი ჩემ გულჩვილ ბუნებას და კეთილ გულს.
-ალავიძე, ხუმრობისთვის არ მცალია,-მზერა მოარიდა გაშტერებულ ბავშვებს და ზურგს უკან გადმომხედა.
-არ ვხუმრობ, უფროსო,-ხელი მოვიშორე და ძალით დავკრიჭე კბილები.
-შენ რა, გინდა თქვა რომ შენ დაავალე ამათ ჩემი დაბმა?-მათ გვერდით დამაყენა მეც და თვალებ მოჭუტულმა დაგვხედა სამივეს.-და ამათმა დაგიჯერეს ხო?
-არა...-წამოვიძახე, თან ტვინს ვიჭ....ტდი, რამე გონივრული რომ მომეფიქრებინა.
არა, რომელი ჰერკულესი მე ვიყავი, გმირობაზე რომ ვდებდი თავს?!
-ახსნა-განმარტებას ველი, ალავიძე!-გულზე ხელები დაიკრიფა შედარებით დაწყნარებულმა, თან გზა ისე გადახერგა, გაქცევა რომ მდომოდა, ფეხებ შორის მომიწევდა გაძრომა.
-იცით, უფროსო...-ყოყმანით დავიწყე.
-შეწყვიტე ამის დაძახება,-წამოიძახა გაღიზიანებულმა.
-კარგით. როგორც გნებავთ, მე უბრალოდ სხვა ვერაფერ...-ხმა გავიკმინდე, მომლოდინე მზერას რომ გადავაწყდი.-გუშინ ხომ ვიყავი მე გამოსული გარეთ... ხოდა, მე მინდოდა იქ დაწოლა... თქვენ ხომ იქ იწექით, ხოდა... ანუ... შევამჩნიე რომ ძილში ბორგავთ და... ვიფიქრე რომ არ გადმოვარდნილიყავით და რამე რომ არ მოგეტეხათ, სკოჩით დამებით. აბა თავი რომ გაგეტეხათ ეგ იყო კარგი?! რა თქმა უნდა, არა და მეც...-გავილექსე, პარალელურად კი ხელების ქნევას მოვყევი, უფრო დამაჯერებელი რომ ყოფილიყო ჩემი ნაბოდვარი.
-შენ გგონია რომ ამ ნაბოდვარს დავიჯერებ?!-წამოუწითლდა თვალები და ნერვი აუფეთქდა ყელთან.
-რავი, მგონი კი, უფროსო,-ავიჩეჩე მხრები და დაჭყანული დაველოდე, როდის ჩამმარხავდა მიწაში.
ამ ბოლო დროს სულ არ მივარგა ფანტაზია!
-შენ...-დაიწყო, როდესაც ეზოდან გაბმული სიგნალი გაისმა და შვებით ამოვისუნთქე.-თქვენ მერე მოგივლით!-დაგვიქნია სამივეს თითი და გარეთ გაალაჯა.
-უფ, მგონი გადავრჩით,-ხელით დავინიავე, თუმცა სხეული ისევ გაყინული მქონდა.
-ტომ, როგორ მომენატრე საყვარელო,-ის იყო, ტყუპებს უნდა მივბრუნებოდი, დაყენებული ხმა რომ გაისმა და მალე ზღურბლზე ორი ერთმანეთზე გადაფსკვნილი სილუეტი გამოჩნდა.
-"ტომიო"?!-გაოცებულმა გადავხედე ბიჭებს, თითქოს მათგან ვეძებდი პასუხს.
-ანა, რამდენჯერ გაგაფრთხილე?!-გადაულაპარაკა "ტომმა" და თვალები დაუბრიალა.
-კარგი რა, ბუზღუ...-დაპრუწა მსხვილი ტუჩები და წამში დასერიოზულდა, მამაკაცის მზერაზე,-კარგი, ხო.
-ბუზღუო?!-ამოვთქვი გაოგნებულმა და როდესაც სახელის პატრონს დავაკვირდი ისტერიული სიცილი ამიტყდა.
მხოლოდ მაშინ მოვედი აზრზე, როდესაც გრძელ ზედაზე დამქაჩეს და სიცილისგან თვალებ აცრემლებულმა დავხედე ბიჭებს.
-ეს ვინაა?-ეტყობა ძალიან გავაბრაზე ქუსლებზე შემხტარი გოგო.
-ძიძაა ჩვენი,-ამოიდუდღუნა ერთ-ერთმა ტყუპმა.
როგორც ჩანს ჩემზე მეტად არ ეხატებათ გულზე.
-ძიძა? ეს?-თვალით გამზომა და გაჯ წასმული სახე ზიზღით აიბზუა.
-ლიკა ქვია,-გამომექომაგა მეორე ტყუპი.
უხ, თქვენ გენაცვალეთ. ეტყობათ ჩემი ხელი!
-რანაირი სახელია,-თითქოს თავისთვის ჩაიდუდღუნა და ტელეფონიდან იმ წამს ამომძვრალ "ბუზღუს" მიეკრო.
-ყოველ შემთხვევაში, ანას ჯობია,-ნიშნისმოგებით გადავხედე აპილპილებულ, ბავშვებს ხელი დავავლე და კიბეებს ავუყევი.
-ანას ოთახი გაუმზადე, ამ საღამოს აქ რჩება,-დამაწია "ბუზღუმ".
-კი მაგრამ, ჩვენ ხომ ერთ კვირაზე შევთანხმდით?!-აწუწუნდა ქალი, მაგრამ მე არ ვაცალე. გული ისე მიდუღდა, ცოტა მაკლდა არ ავფეთქებულიყავი.
-მე ძიძა ვარ და არა მოსამსახურე... უფროსო!-დავამატე გაგულისებულმა და ბავშვები მორჩილი კრავივით გავიყოლე უკან.
-არ გეგონოს, რომ აღარ გერჩით. ისევ არ მოგვწონხარ,-მომაძახეს მაღლა ასულს და იანას ოთახისკენ დაიძრნენ.
-ღმერთო რა შევცოდე!-ამოვიგმინე და შემცივნული ჩემი ოთახისკენ გავტანტალდი.

888
როგორც კი "ბარტყები" დავაპურე ჩემი კილომეტრიდან ნასროლი მჭადითა და კარტოფილით, სახლის კარები გამოვიხურე და მათთან ერთად დავადექი მწვანე ბილიკს. "ბუზღუ" და "მუზღუ" ისედაც არ ჩანდნენ იმ ინციდენტის მერე და თავს უფლება მივეცი, რაჭის ულამაზესი ხედებით დავმტკბარიყავი. ქალბატონი ნონასგან უკვე ვიცოდი აქაური ადგილები, მაგრამ გამვლელების გამოკითხვასაც არ მოვერიდებოდი რო რამე.
ტყუპები კვლავ ბოიკოტს მიცხადებდნენ და წინ მიალაჯებდნენ დაცვასავით. პატარა კაცუნებს გავდნენ ნაცრისფერ სპორტულებსა და კუბოკრულ პერანგებში. ურჩი, ქერა თმები ზღარბის ქაცვებივით აქოჩვროდათ და დინჯად მიუყვებოდნენ შარა-გზას. იანა ჩემზე იყო მოტუზული და ათასი კოთხვით მიბრუებდა თავს.
ვხედავდი ორღობიდან მომზირალ უცხო თვალებს, ინტერესით რომ გვაკვირდებოდნენ და ჩურჩულით იკლებდნენ ეზო-კარს.
ბევრი არ გვქონდა გავლილი, სტადიონს რომ მივადექით და ღიმილით ვანიშნე ბიჭებს მოთამაშე ბავშვებზე. თითქოს ორჭოფობდნენო ისე გადადგეს რამდენიმე ნაბიჯი და წუთის მერე, მონდომებით დაზდევდნენ ბურთს.
მე და იანამ, იქვე გადაჭრილ მორზე დავიკავეთ ადგილი და შეძახილებით ვამხნევებდით ტყუპებს.
-ჩხეიძე გაგახსენდი დაი?-როგორც კი ყურმილს ვუპასუხე, ეგრევე ვაჯახე.
-შენ ხომ რას ამბობ, გახსოვარ კი არა, ღამე არ გძინავს ჩემზე ფიქრში,-წამკბინა ლიზამ.
-ეჭვიც არ შეგეპაროს. ერთი მე ვათენებ შენზე ფიქრში და მეორე მესხი... პრინციპში ეგ ისედაც სულ მასეა,-არ დავაკელი მეც და გულიანად გადავიკისკისე.
-ალავიძე, მესმის!-აყვირდა ერეკლე.
-ხოდა ძალიან კარგი!-მეც ჩავძახე.-ლოლაძე სადაა რომ არ ჩანს ხაზზე?-მთელი ძალით ვეცადე მონატრება არ გამრეოდა ხმაში.
-აგერ ვარ!-დინჯი, საბასეული ბარიტონი გაისმა და ვიგრძენი როგორ მომაწვა კისერში რაღაც.-როგორ ხარ?
-კარგად,-ამოვიჩურჩულე და ძალით გავუღიმე იანას გაკვირვებული რომ მომჩერებოდა.-შენ?
-მეც მასე,-ხრინწიანად გაიცინა და დარწმუნებული ვარ თითებში სიგარეტს ნერვიულად ათამაშებდა.
-ნათია დეიდა ვნახეთ გუშინ.-ჩაერთო ლიზა.
-ხო, ვიცი! დღეს მელაპარაკებოდა. ზურასაც მანდ იყო.
საათი მაინც ვლაპარაკობდი ტელეფონზე და ვცდილობდი ამით ჩამეხშო უსაზღვრო მონატრება, მთელ სხეულში რომ გამეფებულიყო. ნათლად ვგრძნობდი მათ ხმაში შემალულ ბზარს და ტირილი მინდებოდა. არ ვიყავი მათთან ამდენი ხნით დაშორებას მიჩვეული... არც მინდოდა შევგუებოდი ამას.
-ალავიძე!-დაგუდული ინტონაციით გამომძახა საუბრის ბოლოს საბამ.
-გისმენ!
-მომენატრე!-პაუზის შემდეგ ამოთქვა.
-მეც მომენატრე, ლოლაძე!-რამდენიმე ხნის შემდეგ ვუპასუხე და ტკივილიანად გავიცინე.
-შენი შეყვარებულია?-ინტერესით ამომხედა იანამ, როდესაც საუბარს მოვრჩი.
-არა,-გადავაქნიე თავი, შუბლზე ჩამოშლილი კულულები გადავუწიე და ზენიტს მიტანებულ მზეს ავხედე,-ჩვენი წასვლის დროა.

888
სახლამდე რამდენიმე შესახვევი გვქონდა დარჩენილი, როდესაც ყველაფერი აირია. შენელებული კადრით დავინახე, როგორ გამოვარდა გაღებული ჭიშკრიდან დიდი ძაღლი და წინ მიმავალი ბიჭებისკენ აიღო გეზი. მე კი ადგილზე მიყინული, მხოლოდ შეშინებულ მწვანე თვალებს ვხედავდი. არ მახსოვს, როგორ გავვარდი მათ საშველად, როგორ დავავლე ხელი და ზურგს უკან ამოვიყენე. მხოლოდ ძლიერი ტკივილი და განწირული ყვირილი ჩამებეჭდა გონებაში, ვიღაცას შველას რომ თხოვდნენ.
აზრზე რომ მოვედი, მე ერთიანად მტვერში ამოგანგლული გზაზე ვიჯეხი და გადაფლეთილ იდაყვს დავყურებდი, სისხლი თქრიალით რომ მოდიოდა. ყურები ისე მიწუოდა და თავს ისეთი გუგუნი გაუდიოდა, ვერანაირ ხმას ვერ აღვიქვამდი.
-დამშვიდდი შვილო. ყველაფერ დამთავრდა. არაფერი გიჭირს, უბრალო განაკაწრია, ძაღლმა კბენა ვერ მოასწრო, დროზე მოგაცილეს,-აქცდნტით მელაპარაკებოდა ვიღაც, თან სახეზე ცივ წყალს მისმევდა.
-ბავშვები... ბავშვები როგორ არიან?-გამახსენდა და ლუღლუღით ამოვთქვი,-სად არიან?
-აქ ვართ, კარგად ვართ,-გვერდიდან მომესმა და როდესაც მათ ჯანმრთელობაში დავრწმუნდი, ერთიანად იხეთქეს ცრემლებმა.
ისე ამომიჯდა გული, დაწყნარებას ვერ ვახერხებდი და ჯერ კიდევ მტვრიან გზაზე მჯდომი, ხმით ვტიროდი. ხელის ტკივილს, ისიც ერთვოდა რომ შეიძლება ჩემ გამო ბავშვებს რამე მოსვლოდათ და მდუღარე ცრემლებით ვისველებდი სახეს. აქა-იქ თუ ჩამესმოდა დამამშვიდებელი სიტყვები, იმის თაობაზე რომ ძაღლს არ უკბენია და არაფერი არ მომივიდოდა.
ცოტათი რომ დავმშვიდდი, მერე იმაზე ავბღავლდი, ამდენ ხალხში რომ დავალპე ეს დაგვალული გზა და იქედან აორთქლება მომინდა. ბუნდოვნად ვგრძნობდი, როგორ მეფერებოდა თავზე ვიღაცის პატარა ხელები და ჩემთან ერთად ტიროდა, ამ ხელების პატრონი.
-ნუ ტირი, კარგად ვარ,-გავუღიმე აცრემლებულ გოგონას და ვიღაცის დახმარებით, ძლივს წამოვდექი ფეხზე.
-წამოდი შვილო, ხელს გადაგიხვევთ, თვარა ინფექცია არ შეგეჭრას,-მკლავზე მომითათუნა ხელი მოხუცმა, შავებში ჩაცმულმა ქალმა და სახლისკენ წამიყვანა.

888
ჩუმად მივუყვებოდით გზას ოთხნი. მე, იანა, ტყუპები და ის ბიჭი, ვინც გაავებული ძაღლი დაიჭირა, სახელად ლადო. მე მთელი სხეული მტკიოდა წაქცევისგან, ხელი განსაკუთრებით მეწვოდა და ყველანაირად ვცდილობდი გადახვეული იდაყვი, ზედმეტად არ მემოძრავა. არც მინდოდა ვინმეს შეემჩნია, რომ გაუსაძლისად მეწვოდა. ამაში უფრო ვრწმუნდებოდი, როდესაც ტყუპებს გადავხედავდი, თავჩაღუნულები რომ მომყვებოდნენ უკან.
-დიდი მადლობა ლადო ყველაფრისთვის. შენ რომ არა...-მივუტრიალდი უხერხულად ატუზულ ბიჭს, როგორც კი სახლს მივუახლოვდით და თბილად გავუღიმე.
-რას ამბობ! რაა სამადლობელი, პირიქით ბოდიში.-ფეხის ჭვინტით კენჭს დაუწყო წვალება და ამჯერად მართლა ვერ შევიკავე გულწრფელი ღიმილი.
-იმედია ისევ შევხვდებით. ნახვამდის ლადო,-ხელი ჩამოვართვი და ჭიშკარი შევაღე.-ისე, ხომ არ დაგვეწვევი სადილზე?
-არა, მადლობა... მე... მეჩქარება,-უხერხულად აიწურა მხრები და ღიმილით გაგვშორდა.
-თქვენ დაიბნეთ და მერე საჭმელად ჩამოდით. იანა, შენ მე გამომყევი,-დავაკვალიანე ბავშვები და სახლში შევედი.
-სად იყავით?-მისაღებში დაგვხვდა "ბუზღუ" თავის "მუზღუსთან" ერთად.
-სტადიონზე, ბურთს თამაშობდნენ ბავშვები.-ვუპასუხე და შავგრემან აშარიშკას გავხედე, ცხვირაბზუებული რომ მომჩერებოდა.
-ხელზე რა მოგივიდა?-ფეხზე წამოიმართა მამაკაცი და შუბლშეკრული დამაჩერდა.
-წავიქეცი, ქვა ვერ დავინახე ტელეფონზე რომ ვლაპარაკობდი და...-ავიჩეჩე მხრები, თან მსუბუქ თავბრუსხვევას ვებრძოდი, გამაყუჩებელმა რომ დამიტოვა.
-ტელეფონზე რომ ლაპარაკობ, წინ უნდა იყურო,-დამარიგა თავისი ჭკუით "ბუზღუმ".
-სად ეცლებოდა მაგისთვის, შეყვარებულს ელაპარაკებოდა ალბათ,-ჩაიქირქილა ქალმა და ბედი მისი, გამაყუჩებელის გამო, ერთიანად მოდუნებული რომ ვიყავი.
-ანა!-გამაფრთხილებლად გადახედა სატრფოს და მანაც ხმა ჩაიკმინდა.
-მე წავედი, ბავშვებს უნდა ვაჭამო,-ვალმოხდილმა ამოვთქვი და სამზარეულოსკენ გავემართე.

888
უკვე საკმაოდ მოსაღამოვებულიყო, იანას ოთახის კარი რომ გამოვიხურე და რამდენიმე აბი გამაყუჩებელით გაბრუებული, კოლიდორს დავუყევი. ინსტიქტურად შევაღე ოთახის კარი და ბანცალით მივუახლოვდი კარადას. ისეთ მტეხდა სხეულში, ძილის მეტი არაფერი მინდოდა, მაგრამ ეხლა რომ არ დამებანა, ჭკუიდან გადავიდოდი. ისიც კი არ მაინტერესებდა თუ სად დაიძინებდა ჩვენი ტურფა ქალბატონი. თუმცა ამას რა მიხვედრა უნდოდა. "ბუზღუ" და "მუზღუ" ხომ ფაქტიურად ერთად ცხოვრობდნენ, ხოდა აქაც სულგრძელად გაიყოფდნენ ერთ საწოლს.
აბეზარი ფიქრების მოსაშორებლად, თავი გავაქნიე და ისედაც დარეტიანებული, პირსახოც მომარჯვებული მთვრალი ნაბიჯებით გავემართე სააბაზანოსკენ.
ცხელმა შხაპმა მთლიანად მომთენთა და ერთადერთი რაც დისკომფორტს მიქმნიდა, ეს გადახვეული ხელი იყო, რომელზეც პარკი მომეკრო, წყლის ასარიდებლად. ნირვანიდან მხოლოდ მაშინ გამოვერკვიე, როდესაც წყალმა ნელ-ნელა გაციება იწყო და წურწურით გადმოვედი კაბინიდან. თვალებ მილულულმა მოვიხსენი ხელზე წამოცმული პარკი, იქვე დავდე და ის იყო პირსახოცის ასაღებად უნდა გავწეულიყავი, ფეხი რომ ამისხლტა. დაფეთებული წონასწორობის დასაცავად ხელების ქნევას მოვყევი და აქამდე შეუმჩნეველი თაროებზე განლაგებული ნივთებიც ვიმსხვერპლე. გულ აჩქარებული ჩამოვეკიდე ნიჟარას და დამსხვრეულ ფლაკონებს გადავხედე, მამაკაცის სუნამოს ნაცნობმა სუნმა რომ შემიღიტინა ცხვირში.
-აშკარად ვერ ვარ კარგად,-ამოვიბუტბუტე და ხელის ცეცებით გავყევი კედელს, კვლავ რომ არ წავქცეულიყავი.-ფუჰ, შენი...-შევუკურთხე ჩამრთველს რომ ჩამოვკარი ხელი და თვალთ დამიბნელდა.
-რა ხდება აქ?-ისე მოულოდნელად გაგლიჯეს კარები, სულ დამავიწყდა ჩამქვრალი შუქი და დამფრთხალი უკან გავქანდი, კვლავ რომ ავისლიპე.
აკივლებულს, ალბათ ცოცხლად ვერ ამხიკავდნენ, "ბუზღუს" სწრაფი რეაქცია რომ არა და მართლა სიკვდილი ვინატრე ერთიანად გაწუწული, დედიშობილა, ფართო გულ-მკერდზე რომ აღვმოვჩნდი ახუტებული.
-თქვენ.... აქ... მე... რა გინდათ?-ავკივლდი და ფართხალი დავიწყე.
გაუსაძლისი იყო შიშველ წელზე ნაგრძნობი მხურვალე მკლავები.
-ჩემ აბაზანაში... ჯანდაბა! ამის დედაც!..-წამოიძახა, როდესაც მისმა სხეულმაც აღიქვა მიუხედავად სიბნელისა ჩემი მდგომარეობა და წამში ამაფარა პირსახოცი.
-როგორ გაბედეთ!..-ავყვირდი კვლავ, მიუხედავად იმისა რომ ვიცოდი, მის აბაზანაში ვიყავი შემოჭრილი. ხელებით კი გამეტებით ვიჭერდი პირსახოცს.
-ტომ, საყვარელო, რა ხდება? კარგად ხარ?-უცებ გაისმა ოთახიდან ხმა და მეხის დაცემა ვინატრე.
-დაგვერხა!-ამოვიჩურჩულე და სარკმლიდან შემომავალ ბაც შუქზე, ძლივს გავარჩიე მამაკაცის დაჭიმული ნაკვთები.
-ალავიძე, ერთი დღე არ შეგიძლია ისე გაატარო, მთელი ქვეყანა თავზე რომ არ დაიმხო?!-ჩურჩულით დამიღრინა და დაღლილმა ამოიოხრა, ნაბიჯების ხმამ მოახლოება რომ დაიწყეს.



№1  offline წევრი p♥♥h ^^

ძალიან მიყვარხარ გოგონი love
--------------------
ყოველ ადამიანში მზეა-აცალეთ, რომ ანათოს!

 


№2  offline წევრი ტასიკო

რა მაგარიაააა♥♥♥

რა მაგარიააა♥♥♥

 


№3  offline მოდერი MyLove

ხახახახაააა :დდ ცრემლები წამომივიდა იმდენი ვიცინე თან გაკვეთილზე. ჩუმ სიცილს მაგარი მუღამი აქვს :დდ
რანაირი სახელი მაქვს ანიკო და არაჩვეულებრივი რაა. -_- მაგ სახელს დამსახურება უნდა ანაჩკა ;))) ნუ მოკლედ რაა.
ველოდებოდი რამდენი ხანია და დღეს გამიხარდა რო ვნახე. ჩემი არაჩვეულებრივი ხარ შენ!!!!!
--------------------
''პოეტი ვარ და ჩვეულებრივი ვერ მეყვარები''

 


№4  offline წევრი SaLoOme

❤❤❤❤❤ Roogoor Miyvaars Es Istoria shen xo ar iciii ❤❤❤

 


№5  offline წევრი ტატა

უმაგრეეეეს !!!!

 


№6  offline წევრი EiLuL♥

ვაიიმე გავიგუდეეეეეეეეეეეე,,, ჰაჰ იმედია ერთ თავს მაინც დადებ მალეე :((( მაგარი ხარ ❤❤
--------------------
elene

 


№7  offline წევრი Imereli

ეეე! ანი კი მქვია მაგრამ ანაც კაი სახელია! ისე მომწონს ეს ისტორია და წარმატებები! ❤

 


№8  offline წევრი Heartbeat

უუუუმმმააგგრესია❤️❤️❤️
--------------------
გაიღიმეთ..მთავარია პოზიტივი❤️

 


№9  offline წევრი Anuuc^.^

ცუდად ვარ სიცილით❤მალე დადე რაა გთხოოვვ❤❤
--------------------
გვირილებზე შეყვარებული❤

 


№10  offline აქტიური მკითხველი uchveulo

უჰუუუუჰ მალე დადე რაააა

 


№11  offline წევრი salomee

Ise momcoons! ❤❤❤

 


№12  offline წევრი anna777

love love love ძალიიიიიიიიიან კარგია!
--------------------
სიყვარული ხანძარი არ არის, მაგრამ მის ცეცხლს ვერავინ ჩააქრობს

 


№13  offline წევრი Only DrEAmer

ძაან მაგარიი ხარრ <3 love

 


№14  offline წევრი Turner

ძააააალიან ძალიან კარგია და ძალიან ძალიან მიყვარს ეს ისტორია *_*♥♥♥

 


№15  offline წევრი Annee

რამდენი მაცინე :დდ კარგი იყო ძაან:*:*

 


№16  offline აქტიური მკითხველი terooo

Რა კარგი ანტიდეპრესანტია ეს შენი ისტორია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent