შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სულელი მე -6


28-04-2015, 19:45
ავტორი skip beat
ნანახია 2 013

იმ ღამეს კიდე დიდხანს ვილაპარაკეთ, მაგრამ უკვე შეცვკლილი თემატიკით , ანუ ალექსანდრეს მოწერილი „ხვალ 5ზე თუ გცალია გნახავ“ და “ სპორტულად ჩაიცვი „ ინტრიგაში ვიყავით თუ რა ხდებოდა და ამაზე წავიდა განხილვები ,მერე გოგოების თავისტკივილი იმაზე თუ რა უნდა ჩამეცვა და საერთოდ როგორ ფორმაში უნდა ვყოფილიყავი , ფონად კი ქეთას წუწუნი იყო მორჩით ამ მაიმუნობასო , დილით კარგადაც გამოვიძინეთ რადგან ამ დღეს სამივე ვისვენებთ და მერე დაიწყო ჩემი ტანჯვა და საათიანი პროცედურები ჯერ თმებზე მერე სახეზე , საბოლოო შედეგი კი ვდგავარ და ჩემკენ ღიმილით მომავალ ალექსანდრეს მივშტერებივარ , რო მომიახლოვდა მეც ღიმილით ვუპასუხე , მხრებზე ხელით მიბიძგა მიმართულება ,შენობა რო შევათვალიერე გვერდით მყოფს გავხედე ეს ისარი რაც მე მგონიათქო მანაც როგორც ჩანს ჩემი კითხვა ზუსტად გაიგო და ღიმილით თავი დამიქნია ,ხალხის ნაკადს მივყევით და თავი საკალადბურთო დარბაზში ამოვყავით
-ეს გადაიცვი - საქართველოს ნაკრების ზედა გამომიწოდა ,როცა უკვე ჩვენ კუთვნილ ადგილებზე მოვთავსდით , მეც სწრაფად შევასრულე მისი ნათქვამი და ყველანაირად ვცილობდი ადგილზე ცმუკვა არ დამეწყო , ისე გამიხარდა აქ მოსვლა , არა კი დავსწრებივარ თამაშებს მაგრამ არა ასეთი დონისაც , იმის გახსენებაზე რომ შენი ქვეყნის ნაკრებს ბალეშიკობ მნიშვნელოვან თამაშზე ჩემ მდგომარეობას ,ალექსანდრემ ვერ შეამჩნიოს რომ ძალიან გამიხარდა, სულაც არ შველოდა
-ჰა რატო ხარ ჩუმად ?-ეჭვით ამათვალიერა- არ მოგწონს აქ რო მოვედით ?
-არა კი როგორ არა ,ძაან კაია უბრალოდ , აქ პირველად ვესწრები თამაშს და სიტუაციას ვზვერავ - ვუპასუხე რაც შემეძლო ლაღი ღიმილით ამასობაში მუსიკებიც გაისმა გოგოებიც გამოვარდნენ იცეკვეს და მერე დაიწყო რაც დაიწყო , მინი იმფაქტების სერიები გადამატანინეს ამ ოხრებმა ,საბოლოო ჯამში თამაშის დროს ემოციების მოთოკვა გამიჭირდა , როცა გავიაზრე რო ვიქცეოდი როგორც მარიამი და არა ქეთა შეშფოთებულმა ალექსანდრეს გადავხედე თუმცა ,მას არანაირი რეაქცია არ ქონია , არც მაშინ როცა შემთხვევით ც კი წამომცა , პირიქით თამასში ისე იყო ჩართული მგონი საერთოდაც არ ახსოვდა იქ რო ვიყავი , კარგად რო დავაკვირდი მასზე ესეთი ღიმილი არასდროს მენახა , მე რო დამინახავდა და სწერვულად იღიმოდა იმას საერთოდ ხო არ გავდა , მაგრამ არც ის იყო უნივერსიტეტში თავის წრეში ყოფნის დროსაც რო იცინის ხოლმე აი რაღაც სხვანაირი იყო თვალები თითქოს უფრო უბრწიყინავდა და უფრო ლაღადაც გამოიყურებოდა თან როგორ უხდებოდა , ეგერევე თვალები ვჭყიტე ჩემ ფიქრებზე ,რაის უხდება გოგო ვერახარ ხო შენ გაიხსენე ვისთან ხარ , ვინახარ და რატო ხარ.. ფიქრებში შემოვუძახე ჩემთავს ,მარა მართლა რო .... გეყოს უბრალოდ თამაშს უყურე , ხო მარტივია უყურე , თამაშისთვის გულის დადება ვცადე მარა ვიღაცის მწველი მზერა ვიგრძენი , გავიხედე და ვიღაც ქალი გაოგნებული სახით მიყურებს , როგორც კი შევხედე ეგრევე გაბრუნდა , ცოტახანს ვუყურე , მერე ჩემი თავი შევათვალიერე რამე ხო არ მჭირს მეთქი მარა არა მერე მივხვდი რო ჩემი მეების ჭიდილი როგორც ყოველთვის მარტო ჩემ გონებაში არ მოხდებოდა და სახეზეც გამომეხატებოდა , ეს რო გავიაზრე სიცილი ამიტყდა წარმოვიდგინე იმ ქალს რა ეგონებოდა როცა დაინახავდა ახალგაზრდა გოგოს როგორ ეცვლებოდა წუთში სახის მიმიკები გაბრაზებულიდან დადებილებულზე,მარა მერე ისეთი შეტევა დაიწყეს ჩვენებმა რო ვიღას ახსოვდა ან ეს ქალი ან ალექსანდრეს ღიმილი , საბოლოოდ კმაყოფილი მივაბიჯებდი გასასვლელისკენ ხალხის ნაკადთან ერთად და ჩემთვის ფიქრბში ვიყავი გართული ,როცა უკნიდან ხელის დაჭერით გამაჩერეს
-საით?- ღიმილით მკითხა ალექსანდრემ
-აუ რავი ხალხს მივყვებოდი - უხერხულად გამეღიმა როცა გავიაზრე რო გზას ავცდი , წინ წავიდა და მეც გავყევი თუმცა მალევე შევამჩნიე რო სულ სხვა მიმართულებით მივდიოდით
-სად მივდივართ?
-ფეხით გავიდეთ ცოტახანს -მითხრა და მრავლისმეტყველად გამიღიმა, მეც ყველანაირად ვცადე უაზრო აზრები თავიდან ამომეგდო , მოკლედ მივდიოდით და დღევანდელ თამაშს განვიხილავდით კარგ მომენტებს ვიხსენებდით
–ყველაზე მაგარი მაინც ფაჩულიას დაფარება იყო
–უნდა შეგედავო სანიკიძისაც კაი იყო –
–მაგან როდის დააფარა ? –ვიკითხე წარბებ შეჭმუხნილმა , მართლა კარგად ითამაშა ეს თამაში მარა მის დაფარებულს ვერაფრით ვიხსენებდი არადა თუ ეგეთი კაი იყო უნდა მახსოვდეს წესით
–არ გემახსოვრება – სიარული შეწყვიტა და ჩემ წინ დადგა, გაკვირვებულმა გავხედე – სხვა რაღაცით იყავი დაკავებული მაგ მომენტში– მითხრა და ღიმლით თვალი ჩამიკრა , ცოტახანს კიდე ისე ვუყურებდი მერე მივხვდი რაზეც მიმანიშნა და ყველანაირად ვცადე აღელვება არ დამყობოდა , ჯერ ვიფიქრე არაფერი შემემცნია ვითომც ვერ მივხვდი მაგრამ ბოლოს საპირისპიროზე გადავწყვიტე
–ჰაჰ გამომიჭირე – ჩავიცინე და ეშმაკურად ავხედე
–ვიტრბახებ და ვიტყვი რომ ძნელია ჩემთვის რამის გამოპარება– რაღაცნაირად ჩამაშტერდა თვალებში ისე რო ერთი პერიოდი ისიც ვიფიქრე ყველაფერი იცისთქო , ჩემ ტუპისცალის თამაშს ვგულისხმობ რა თქმა უნდა , ახლა ვხვდები ზუსტადაც რო გამომცდელი მზერა იყო, თვალებით რო გეუბნება მე ყველაფერი ვიცი და აბა ეხლა რას გააკეთებო და მეტი დამაჯერებლობისთვის მარცხენა ტუჩის კუთხე ჩატეხილი , პირი დავაღე ,მეც არ ვიცი რის სათქმელად , დაძაბული მზერა მის უკან გადავიტანე და უცებ ნაცნობი სილუეტი დავლანდე. დაუფიქრებლად , დავავლეხელი ალექსანდრეს მკლავს და პარალელურად მდებარე შენობის კედელს ავაყუდე , ის კედელს აყუდებული გაკვირვებული მიყურებდა მე კიდე მასზე აყუდებული მამაჩაემს შეშინებული ვუჭვრიტინებდი კედლის კუთხიდან, რომელიც ვიღაც სოლიდურად ჩაცმულ მამაკაცს ესაუბრებოდა , აი ეხლა მან რო დამინახოს აქ იქნება ჩემი აღსასრული , შანსი არ არი ქეთაში მას არ ავერევი ,შესაბამისად თუ დამინახა ალექსანდრეც ყველაფერს გაიგებს, ამიტომ გულში ვლოცულობდი აქეთ არ წამოსულიყვნენ ,მაგრამ რათ გინდა ბედი რო არ გაქ , სწორედ ჩვენ მხარეს წამოვიდნენ და მეც რაც პირველი მოვიფიქრე დასამალად ის გავაკეთე , ალექსანდრეს მკერდში დავმალე სახე, ასე ვიყავი ცოტახანს , ალექსანდრეც არ იძროდა და ხმასაც არ იღებდა , მერე როცა უკვე ჩემი გამოთვლებით შორს უნდა ყოფილიყო მამა,თავის აუწევლად ვიკითხე
-წავიდნენ უკვე? - ჩემ კითხვას მისი მხრიდან ვიბრაცია მოყვა ,
-ვინ?- მკითხა ისე რომ ხმაში სიცილიც შეინიშნებოდა
-ის კაცები - ვუპასუხე ისე თითქოს მას უნდა სცოდნოდა , ამას კიდე უფრო მაგარი ვიბრაცია და უკვე სიცილის ხმაც მოყვა
-აქ უამრავი კაცია ქეთა- და სწორედ ამ მომენტში დამარტყა თავში ჩემმა სიდებილემ
-40 წელს გადაცილებული კაცი შავი პიჯაკით და თეთრი მაიკით, სოლიდურად ჩაცმულ კაცთან ერთად- ამჯერად შეირხა ეტყობა აქეთ- იქით მიმოიხედა
-არა , აქ ეგეთი არავინაა- მის ნათქვამზე თავი წამოვყავი და პირველი მის თვალებს შევეჩეხე , როგორც გოგოები ამბობენ ისედაც ხო დაცემა თვალები აქ და ახლოდან უფრო დაცემა ჰქონია ამ რეგვენს , და მერე ღიმილი ?დღეს უკვე მეორეჯერ გამოვიჭირე ჩემი თავი , მოიცა მარიამ რადროს ესაა მამაშენია აქვე , შემოვუძახე თავს და თვალების ცეცებით დიდხანს ვზვერავდი იქაურობა , თითო კუთხე-კუნჭული ხუთჯერ შევამოწმე , მამაჩემი არსად ჩანდა და შვებით ამოვისუნთქე , რატომღაც ეხლა გავიაზრე ამდენი ხნის მერე რო ისევ ალექსანდრეზე ვიყავი აყუდებული და ისიც ღიმილით მომჩერებოდა თან მოთმინებით ელოდა როდის დავამთავრებიდი და მის ცნობისმოყვარეობასაც დავაკმაყოფილებდი
-მამაჩემი იყო - ტვინის ჭ....ტვის შემდეგ მივხვდი რო ისევ სიმართლის თქმა ჯობდა ... რაღაც დოზით .... რამდენიმე ფაქტის გამოტოვებით - მისთვის ისევ პატარა გოგო ვარ და ესეთი შეხვედრები მისთვის მიუღებელია - ისე რომ დავფიქრდი ვერაფრით მივხვდი რა რეაქცია ექნებოდა ,რო გაეგო ბიჭს ვხვდები ,თან ესეთ ფორმაში ,კი მეხუმრებოდა ხოლმე რატო არავინ მოგწონსო მარა რავიცი აბა
-ყველაფერი გასაგებია, - მითხრა და თბილად გამიღიმა , მაგრამ რაღაც იყო მის თვალებში ისეთი რაც არ მომეწონა , რაღაც ისეთი დასთამაშებდა , რასაც ვერ ვერ ვხვდებოდი - კაი წამო - გზა გავაგრძელეთ და მალევე სათამაშო მოედანს მივადექით, გზის გაგრძელებას ვაპირებდი მაგრამ გამაჩერა ,აქ მოვდიოდითო მითხრა და მოედანზე მოთამაშეებს დაუსწვინა ,მათაც მის დანახვაზე ერთი დიდი გაიკრიჭნენ , ხელის აწევით მიესალმნენ მერე ბურთი გადმოუგდეს და თვითონ კი წავიდნენ , გაკვირვებულმა გავხედე
-ვითამაშოთ ?
-და ისინი ?- ხელით მიმავალი ბავშვებისკენ ვანიშნე
-მოგვარებულია
-შენ .. მოკლედ რა - გამეცინა მანაც ამაყი სახით გამომხედა და მერე გაიცინა
-მოდიხარ თუ არა ?- მკითხა და ბურთით გახურება დაიწყო , კიდე კაი კეტებით ვიყავი , სხარტად ავეტუზე წინ და წარბაწეულმა ვუთხარი
-წაგებისთვის მოემზადე -ამაზე გაეცინა მერე სერიოზული სახე მიიღო
-არ დაგინდობ - მოკლედ თამაში დავიწყეთ, თავიდან დიდი ვერაფერი გავაკეთე ის კიდე ტენიდა და ტენიდა
-ვერაფერს იტყვი კარგი ხარ - შევაქე,ამდენი ხნის განმავლობაში პირველად , მართლა იმსახურებდა ისე კარგად თამაშობდა იმაზე უკეთ ვიდრე მე სკოლის შეჯიბრში საუკეთესო ვიყავი .. წლების განმავლობაში - თითქოს საიდუმლოს მანდობსო ისე მითხრა
-კაია მარა უფრო მეტია საჭირო- ვუთხარი და მისი წამიერი დაბნევით ვისარგებლე ბურთი წავართვი და სამ ქულიანიც ჩავაგდე , თავს კი ვიწონებ კარგად ვთამაშობ მეთქი მაგრამ სამქულიანი თითქმის არასდროს ჩამიგდია და ახლა გახარებულმა გავხედე ალექსანდრეს ისიც ღიმილით მიყურებდა და მე რომ შევხედე ცუდია არაა სახე მიიღო
-შენც არაგიშავს ხო იცი - ბურთს ხელში ათამაშებდა - საიდან?
-მარიამი და მამაჩემი , როცა ჩამოვდიოდი ხშირად ვთამაშობდით ერთად -გარკვეული სიმართლე ვუთხარი თუმცა ქეთა დიდხანს ვერ ძლებდა ხოლმე ან არ იყო ხოლმე ხასიათზე , ამიტო იჯდა ხოლმე და ისე გვიყუებდა , კი მოწონს მარა არა ისე როგორც მე
-ესეიგი მარიამს დიდი გავლენა ქონია შენზე - მითხრა უცებ ამიეარა გვერდი და რამდენიმე ნაბიჯში ჩატენა , საბედნიეროდ დავასწარი და ბურთი ჩემი იყო ეხლა
-აჰა- საუბრის გადასატანად უკვე დაწყებული თემა გამახსენდა- კალათბურთის თამაშზე წარსულში ლაპარაკობდი - ვისროლე და ავაცილე - რატო დაანებე თავი?
-ტრამვა- ბურთი წამართვა , სამქულიანი ისროლა მარა მანაც ააცილა, ეს როგორ ვერ ჩავაგდეო წარბ აწეულმა გახედა
-არ გეტყობა- მგონი რაღაც სისულელე წამოვროშე, მან უბრალოდ გაიღიმა
-ცოტახანი თამაშს ვქაჩავ ,მარა მერე უკვე ვეღარ , ახტომებიც მიჭირს- წამით სევდიანი სახე გაუხდა თუმცა მალე ისევ გაიღიმა -რაც იყო იყო - მერე ცხვირზე ამკრა თითი - ეგეთი სახით ნუ დგახარ თორე წაგებული გაქ თამაში- ცოტახანს კიდე ვთამაშობდით მაგრამ მალევე დავიღალე ,სად მაქ ამდენი „დიხანია“, თან ვწუწუნებდი ნუ მითმობთქო რადგან საგრძნობლად დავეწიე ქულებით, ის კიდე იძახდა როგორ გეკადრებაო
-არ მიყვარს წაგება ლამაზო- ლამაზოზე გულში რაღაცამ გამკრა, მაგრამ დიდხანს დაფიქრების დრო არ მქონია - ბოლო შეტევა და წავედით , დაბნელდა მამაშენი ინერვიულებს - ეშმაკურად გადმომხედა , მე უბრალოდ თანხმობის ნიშნად თავის დაკვრით შემოვიფარგლე . ამ ბოლო შეტევაში დიდი ვაი ვაგლახით წავართვი ბურთი , ვისროლე და წინიდან არ დამიფარა ?, თან ისე რო ინერციით ჩემკენ წამოვიდა , თავი რო არ შეეკავებინა მიწაზე მოვადენდი გემრიელად ზღართანს , მაგრამ საბედნიეროდ მოახერა და ჩემთან სულ რაღაც რამდენიმე სანტიმეტრის დაშორებით გაჩერდა , ცხვირში მისი ოდეკოლონის სუნი მიღიტინებდა , ნელა ავწიე თავი და მის თვალებს შევეჩეხე , ზემოდან დამჩერებოდა და თვალებში მიყურებდა , მეც ვერ მოვაშორე თვალი , ქუჩის განათებები მისაში უცნაურად ირეკლებოდნენ , ვიცოდი რაც მოყვებოდა ,როცა ჩვენ შორის მანძილი შეამცირა, თუმცა არ გავწეულვარ , მისი თვალებით დაჰიპნოზებული და ადგილს მიყინული მშვიდად დაველოდე მის ქმედებას .



ესეც კიდე ერთი თავი, გაინტერესებთ ვინმეს როგორია? თქვენ აზრზ თუ დააფიქსირებთ ძაან გამიხარდება.



№1  offline წევრი skip beat

Immortal beauty
ეს ისტორია ძალიან გავს ჩემს პირველ ისტორიას -_- არ არის ეგ კარგი საქციელი!

გავს? რითი ? ვერ ვხვდები "უკვე ჩემი დაგარქვი და ცოტა დასტოინად!" სულ სხვანაირი ისტორიააა wink

 


№2  offline წევრი skip beat

Immortal beauty
ნწ მე მაგაზე არ ვამბობ ის სხვა იყო ;)



skip beat
Immortal beauty
ეს ისტორია ძალიან გავს ჩემს პირველ ისტორიას -_- არ არის ეგ კარგი საქციელი!

გავს? რითი ? ვერ ვხვდები "უკვე ჩემი დაგარქვი და ცოტა დასტოინად!" სულ სხვანაირი ისტორიააა wink

სხვა შენ ისტორიას ვერ ვხედავ,ასეთი ისტორია არც წამიკითხავს აქ, მოკლედ იქნებ ლინკი მომცე მაინტერესებს , რამდენად გავს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent