შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ორი ჭიქა ვისკი (7)


28-04-2015, 22:23
ავტორი new yorker
ნანახია 6 854

* * *
-ძალიან გთხოვთ მომშორდით, დარწმუნებული ვარ სულაც ვარ არ ვარ მთელი საქართველოსთვის ისეთი აქტუალური პერსონა რომ ასეთი თემებით დაინტერესედეთ, ალექსანდრეზე ხომ გიპასუხეთ და თავი არ გავიგიჟე, ახლა შემეშვით, დავიღალე და სიმართლე გითხრათ თქვენ დამღალეთ.

ხელით მოიშორა ჩამწერი ანამ და მანქანაში სწრაფად ჩაჯდა, დაქოქა და როგორც კი მოშორდა იქაურობას ცრემლიანი თვალები მოიწმინდა.

* * *
-ანა, გძინავს? -ჩუმად მკითხა ყიფიანმა და უფრო ჩაძვრა ჩემ პლედში.
გაყინული ცხვირი ჩემ ყელზე ქონდა მობჯენილი და გამუდმებით მოძრაობდა.
არ ვიცოდი რა იყო უკეთესი, გაჩუმება და იმ სიტყვის გატარება თუ ხმის ამოღება.
რაიმე რომ მეთქვა ხომ აუცილებლად მომთხოვდა პასუხს, ან უბრალოდ არსფერს მეტყოდა და ისევ მე ვიტყოდი რამეს, დაბნეული რომ შევხედავდი ყიფიანს თვალებში.
ვერ მივხვდი რა უნდა მექნა, ან რამდენ ხანს უნდა მომემძინარებინა თავი.
ინსტიქტურად გადავაქნიე თვალებდახუჭულმა თავი ყიფიანის კითხვაზე და ღრმად ამოვისუნთქე.
-ანუ გაიგე რომ მიყვარხარ?!
პულსი გამიჩერდა. ძალიან დიდი პაუზით შეწყვიტა მოძრაობა გულმაც, სისხლმაც და საერთოდ იმ წამს ყველაფერს ჩემი სხეულიდან ძალიან შორს ვუყურებდი.
პირველი როგორღაც გავიარე, ამ მეორეს აღარ ველოდი და იმიტომაც დამემართა იმ წამს ყველაფერი.
ყიფიანმა თავი წამოწია და მიყურებდა, ვგრძნობდი როგორ მიყურებდა ჯერ კიდევ თვალებდახუჭულს.
მერე ისევ ჩემ ყელთან მოკალათდა და მაგრად ჩამეხუტა.
იმ წამს მომინდა მეც მთელი ძალით ჩავხუტებოდი და სხვა ყველაფერი დამევიწყებინა მაგრამ ისევ ეს უადგილო პრინციპები და გადაწყვეტილებები.
პასუხისთვის თავი დავუქნიე მე.
-სხვანაირ ემოციას არც ველოდი. -გაეცინა ყიფიანს და ყელში მაკოცა.
შევიშმუშნე და გავიწიე.
თვალები ნელ-ნელა გავახილე და წამოვჯექი.
ტვინი მეუბნებოდა რომ სახლში წაყვანა უნდა მეთხოვა, მაგრამ ყველაფერი ის რაც იმ წამს ხდებოდა მაკავებდა და ტვინს მიხშობდა.
ადგილი, გარემო, მუსიკა, წითელი ღვინო და ყიფიანი, ისეთი მაგარ რამედ აითქვიფა რომ მომინდა სულ ასე ვყოფილიყავი.
რას მიკეთებს ეს ბიჭი?!
ჯერ კიდევ პუფში ჩაწოლილ ყიფიანს დავხედე და გამეცინა.
რამდენი ჭირდება ნასვამს რომ დაეძინოს.
სულ ცოტა, იმაზე ცოტა ვიდრე ამდენ ფიქრს.
ფეხზე წამოვდექი და მოაჯირს დავეყრდენი.
ისევ თბილისს გადავხედე და მისი სადღეგრძელო მარტომ დავლიე.
უკრავდნენ ისევ ძალიან წყნარ და გემოვნებიან მუსიკას.
მხიარული გოგოები რატომღაც შესამჩნევად გაჩუმდნენ, გიტარიანი ბიჭიც ჰამაკში ჩაწოლილიყო და ეძინა.
სად ვარ?
სამოთხეში ვარ.
ნამდვილად აქ ვარ და ვხვდები რომ შემიძლია აქ მთელი ცხოვრება გავატარო.
ესეც სისულელეა არა?!
მაგრამ თქვენ არ იცით რაზე ვლაპარაკობ, რა სილამაზეზე, მერედა როგორ უფრთხილდებიან.
ეტყობა ნამდვილი მიზეზის კვალი აქაურობას.
ხანდახან ყველაზე ბოლო მნიშვნელობა ენიჭება ფულს.
არანაირი თანხა არ ღირს იმად რომ ეს ადგილი საზოგადო ღრეობის ადგილად გადააქციო.
არაფერი ღირს, საერთოდ არაფერი ამ ადგილის სანაცვლოდ.
ისეთი ლამაზია.
ვარსკვლავებივით გაფანტული ნათურები ბადეებზე...
ლამპები...
წარმოდგენაშიც გამიჭირდებოდა ამ ყველაფრის დახატვა.
ფეხის ამოდგმისთანავე მივხვდი რომ ეს ადგილი გახდებოდა ის სადაც მოუბეზრებლად ვივლიდი ყოველ დღე და არ აქვს მნიშვნელობა რამდენი ტყუილის ფასად დამიჯდებოდა აქ ამოსვლა.
შემიყვარდა იქაურობა.
ისევ ყიფიანს გადავხედე და გამეღიმა როგორ ეძინა.
პლედი დავაფარე და ისევ მოაჯირს მივეყრდენი.
მერე ისევ თბილისს გადავხედე და კიდევ ერთი ჭიქა დავლიე ინსტიქტურად.
-მეც მიყვარხარ.
ვთქვი ჩემთვის და გამეცინა.
კარგია რომ ვთქვი, არც უპასუხოდ დამრჩენია ყიფიანის ნათქვამი და არც მას გაუგონია.
ტელეფონის ასაღებად მოვტრიალდი და შემეშინდა თვალებდაჭყეტილი ყიფიანი რომ დავინახე.
-კარგი ტაქტიკაა თავის მომძინარება. ისეთ რამეებს გაიგებ რასაც ფხიზელს ვერც ერთ ვარიანტში ვერ მოისმენ.
მითხრა და წამოდგა.
მე გაშეშებული და შეშინებული ვიდექი და ყიფიანის სილუეტს ვაყოლებდი თვალს.
არც ხმის ამოღება შემეძლო და არც მოძრაობა.
-არაფერს შეცვლიდა შენი სიყვარული.
ზურგიდან მომეხვია და ლოყაზე ბევრჯერ მაკოცა.
-რას ნიშნავს?! -გავბრაზდი ყიფიანის პასუხზე მე.
-თავი რომც გაგეგიჟებინა, მე მაინც მეყვარებოდი.
-მერე ჩემი სიყვარული რა შუაშია? -უფრო გავბრაზდი მე.
-ნუ ჩხუბობ -გაეცინა ყიფიანს
-არ ვჩხუბობ. -არ დავუთმე მე.
-შენი სიყვარული ეხლა თავშია და მანამდე არსად არ იყო.
-ვერ გავიგე?! -სულ დავიბენი მე.
-არც მითქვამს რომ გაგაგებინებდი.
მიყვარხარ.
წყენის გამოსახატად არაფერი ვუპასუხე და ამაზე უფრო გაეცინა ყიფიანს.
-აი ამას ნიშნავს. -წინ დამიდგა და თვალებში ჩამხედა.
მე თავი დავხარე და ხელები დავიკრიფე.
ცალი ხელით მიმიხუტა ყიფიანმა და ლოყით თავზე დამეყრდნო.
-რატომ გიყვართ ყველაფრის გართულება, ჰა? მითხარი.
-არ ვიცი.
-იცი.
-საათი რომელია? -ვიკითხე და ყიფიანს წელზე მოვხვიე ხელები.
-სადმე გეჩქარება?
-არა, ისე მაინტერესებს.
-მე არ მაინტერესებს.
-იცი რომ გიჟი ხარ?
-რატომ? რომ არ მაინტერესებს საათი რომელია?
-არა, მაგიტომ არა. ზოგადად.
-ზოგადად? უფრო კონკრეტულად?
-ვითომ არ იცი.
-არ ვიცი. -გამაჯავრა მე და ორივეს გაგვეცინა.
-მეძინება. -დამამთქნარა და თვალები დავხუჭე.
-სახლში მაინც არ წაგიყვან.
-აბა რას იზამ? -მეცინებოდა ისევ მე.
-აქ დაიძინე.
-აქ სად?
-პუფში, ან ჰამაკში, ან შიგნით დივანზე.
-ჰამაკში სხვას ძინავს, შიგნით არ მინდა, აქ ცივა. -მოვუჭერი ყველა გზა ყიფიანს.
-მეღადავები, ტო? ვიცი რო არ გინდა წასვლა.
-ამდენი საიდან იცი? -ვიცინოდი ისევ მე.
-გასაგებია. მეღადავები.
-ახლა ისეთი ნასვამი ვარ სწორად 10 ნაბიჯსაც ვერ გადავდგამ, ლიფტზე რომ არაფერი ვთქვა.
-10 ნაბიჯი ძალიან ბევრია. -თვალები მოჭუტა ყიფიანმა.
თვალებს ვეღარც ვახელდი და აღარც ვცდილობდი.
- რა მოხდება დილით რომ ახლანდელზე უარი ვთქვა?!-გულწრფელად დამაინტერესა მე -ან არაფერი რომ არ მახსოვდეს?
-და რა მოხდება იგივე მე რომ დამემართოს?!
იმდენად შემძრა ამ ვარიანტმა რომ ბრაზმა მთელ სხეულში ელვისებური სისწრაფით დამიარა.
-რა თქვი?! -ცეცხლი მეკიდა უკვე მე.
ისეთი ტონი მქონდა ყიფიანმა სიცილი ვეღარ შეიკავა და ხმამაღლა გაიცინა.
-ხომ გითხარი არ აქვს-მეთქი შენ სიყვარულს მნიშვნელობა.
-ვერ ვხვდები მაგით რის თქმას ცდილობ. -ისევ მეწყინა მე.
-ყველაფრის ანა, წარმოიდგინე რომ დილით მართლა არაფერი გახსოვდეს, ან თუნდაც დილით აღარ გიყვარდე, არ აქვს ამას მნიშვნელობა, ამით არაფერი შეიცვლება.
-რატომ? ან რა იცი?
-იმიტომ და ის ვიცი რომ არაფერი შეცვლილა. ქორწილში რომ ღვინო გადაგასხი, რა გგონია ისეთი მოუხერხებელი ვარ? საერთოდ ქორწილებში იმდენს არასდროს ვსვამ რომ მერე ვიღაცებს ღვინო ვასხა კაბებზე.
-ეგრეც ვიცოდი. -ვთქვი გამარჯვებულმა და კმაყოფილებისგან გამეღიმა.
-სანამ მე მიყვარხარ, შენც გეყვარები.
როცა უკვე იგრძნობ რომ ნელნელა გადაყვარებას იწყებ ესეიგი ჩემ გრძნობაში იცვლება რაღაც. იმიტომ რომ სანამ ხედავ როგორი ბედნიერი ვარ შენთან არაფერი არ მოგცემს იმის უფლებას რომ არ გიყვარდე და მე მაქ არაფერ შუაში ვიქნები, ისევე როგორც ახლა. მე არ გაძალებ გიყვარდე, მე არ გაძალებ ასე იდგე და ჩემთან ყოფნა გსიამოვნებდეს. ის ფაქტი რომ აქ დარჩენას ან ორ ჭიქას გაძალებ-ტყუილია. შენც იცი. როცა არ გინდა, არც აკეთებ. აი რას ნიშნავს ის რომ შენი სიყვარული არაფერ შუაშია.
-ყველაფერი გავიგე.
ვთქვი წყნარად და მივხვდი რომ იმ წამს ყიფიანზე ძვირფასი დედამიწაზე არავინ არსებობდა.

იმ წამს იმასაც მივხვდი რომ ყიფიანს ტყუილად არ უთქვამს აღიარებაზე ის სიტყვები.
ჩემი აღიარება ნამდვილად არ ნიშნავდა ყიფიანისთვის გამარჯვებას, არც ჩემი სიჯიუტის დამორჩილებას.
ყიფიანს შეეძლო იმ განწყობის შექმნა რომ ეს ყველაფერი გეგრძნო.
იმის შექმნა რომ აღიარებით საკუთარი თავის კი არ შეგრცხვენოდა, პირიქით გაგხარებოდა და ბედნიერი ყოფილიყავი.
არ ეკუთვნოდა ყიფიანი იმ კატეგორიას რომლებიც დილით გაიღვიძებდნენ და იტყოდნენ
,,ხომ მაინც გათქმევინე, ეგრეც ვიცოდი.``
წინასწარ ასი პროცენტით დარწმუნებული არაფერში იყო, მაგრამ ყველაფრის გზას იტოვებდა.
უკან დასახევსაც და რა თქმა უნდა წინ წასასვლელსაც.
არც ერთი წამით არ მიგრძვნია რომ შეცდომას ვუშვებდი.
ვამბობ და ხელს ვაწერ რომ ყიფიანი სხვაა.

* * *

-ასჯერ მიყვარხარ.
-ნწ, ცოტაა

* * *
-წამო რა, ცოლად გამომყევი.
-გიჟი ხარ გეუბნები.
-ეგ გიქმნის პრობლემას? ვიმკურნალებ.
-შენ მართლა აფრენ, მთვრალები ხომ არ დავქორწინდებით, გათენდეს იქნებ მართლა აღარ მიყვარდე. -ვიცინოდი მე.
-მოგიტაცებ იცოდე.

* * *
პირველის შეყვარებამდე სასწაულად რომანტიკოსი ადამიანების სისულელე მეგონა, მძინარეს რომ საათობით უყურებდნენ და ამით სიამოვნებას იღებდნენ.
იმ ღამით კი მე დავრწმუნდი ამაში.
იმ ღამით მივხვდი რომ არაფერი იყო იმაზე ლამაზი, ვიდრე მძინარე პირველის ყურება...

* * *
-როდის დასრულდება? სისულელეა!
არასდროს. სანამ მე და შენ ამაზე ვილაპარაკებთ მანამდე მაინც.
-ისევ გიყვართ არა?
-შენი აზრით?
-ჩემს აზრს რა მნიშვნელობა აქვს?
-ჰაჰ, არანაირი, მართალი ხარ. წავედი.
-მოიცადეთ, მიპასუხეთ.
-კი.
-და ამ ყველაფრის შემდეგ, ანა პირველი ამ ინტერვიუს რომ წაიკითხავს თქვენი აზრით რა რეაქცია ექნება? -ჩათვალა რომ ალექსანდრეს გამოჭერა მოახერხა.
-გინდა გითხრა? თუ გინდა შენი ყურით მოგასმენინებ -იცინოდა ყიფიანი. -დავრეკავ და ვეტყვი რომ მიყვარს. გინდა? -ტელეფონი ამოიღო ჯიბიდან ყიფიანმა. -გაოცებული უყურებდა ჟურნალისტი.
-ვერაფერი გავიგე.
-ვერც გაიგებ. -ცხვირზე საჩვენებელი თითი ჩამოკრა ყიფიანმა ნახევარჯერ პატარა ჟურნალისტს. -ამ გადავლილ ქვეყანაში ერთადერთი რისიც ჯერათ სიყვარულია და დამიჯერე არავის გაუკვირდება გაშორებიდან ორი კვირის შემდეგ ისევ რომ მიყვარს.
-ეს როგორ უნდა ავხსნათ?
-მიყვარს, ხო არ მძულს, რა გაოცებთ ვერ ვხვდები.
-თქვენი სიყვარული. ამიხსენით რატომ არ რიგდებით მაშინ? -აღელდა ჟურნალისტი. ყიფიანს გაეცინა და ბლოკნოტში ჩაიხედა.
-ეგ კითხვა სად გიწერია?
-არსად, მე მაინტერესებს.
-მოვრჩეთ.
-მიპასუხეთ გთხოვთ.
-არ ვიცი.
-კარგით რა.
მანქანა დაქოქა ყიფიანმა.
მაშინვე გადმოსცვივდა ცრემლები ახალგაზრდა ჟურნალისტს.

----
წინა თავის კომენტარების წაკითხვის მერე მთელი დღე ემოციური შოკი მქონდა.
აი რამ დამაწერინა ეს თავი.



№1  offline წევრი Anuuc^.^

პირველი ვარ❤სიტყვები არ მყოფნის მართლა ძალიან კარგია..
--------------------
გვირილებზე შეყვარებული❤

 


№2  offline წევრი talaxadze133

Martla dzan magari iko veldebi shemdeg tavs chemo sakvarelo ))

 


№3  offline წევრი ket-kat

Auuuuuu ra magaria, dzalian magari gogo xar eleniko, unichieresi, bevri unda wero da sul unda wero shen! Mteli gulit gelodebi da ggulshematkivrob.

 


№4  offline წევრი EiLuL♥

უჰუჰიიუუ,,, ნიუუუიორკერიიი არისს პერფექტიი გოგოოო ❤ რაღაც სხვა ემოციებს იწვევს ეს ისტორია ჩემში,, ძალიან,ძალიან მომწონსს ❤❤ პატარა იყოო მაგრამმ რახან დაგვიანებული არ იყო გეპატიებაა ❤
--------------------
elene

 


№5  offline წევრი human

უჰ რამაგარიააა

 


№6  offline წევრი Elensio

ცოტა მიკვირს, როგორ ახერხებ
რომ ასეთი ხარ.
ყველა სიტყვას იმდენად მძაფრად განვიცდი, რომ საკუთარ თავზე მეცინება.
მგონი ვერ ვარ ბოლომდე მწყობრში.
არ ვიცი რა გიდევს მაგ თავში და როგორ ახერხებ
ყველაფრის ჩვენამდე ასე მძაფრად მოტანას, მაგრამ ფაქტია ამ ღამით მე ვერ დავიძინებ.
სულ ასე მემართება , როცა ემოციებით ვივსები და მერე მთელი ღამე აივანზე ვზივარ.
მარტო ელენიკო სიხარულიძე კი არა,
მთელი მისი სამყარო მიყვარს!

 


№7  offline წევრი nata

აი გასაოცარ გრძნობას იწვევს ეს ისტორია ჩემში,ძალიან მაგარი ხარ,არვიცი ამდენი ემოცია როგორ შეგიძლია შეაზავო ერთმანეთში :)) იცოდე დიდხანს არგვალოდინო,ამდენ ლოდინს ვერ გადავიტან :*

 


№8  offline წევრი Niacule

განსხვავებული წერის მანერა გაქვს, ზუსტად ყვები ამბავს,თან როგორი მრავალფეროვანია წარსულის და აწმყოს მოყოლა ერთდროულად.რა სიგიჟეეებით და უსასრულო სიმართლეებით ჟღენთ ისტორიას. უბრალოდ საოცარი ხარ. საოცარი გრძნობების აღმძვრელო.. ❤❤❤❤❤ნიჭიერი ხარ, საერთოდ რაგაქვს მაგ თავში?

 


№9  offline წევრი Annee

უბრალოდ მიყვარხარ!! დაუსწრებლად მაგრამ მაინც მიყვარხარ! შენი ისტორიებიც მიყვარს. ყოველთვის როცა მათ ვკითხულობ უცნაური სითბო მეღვრება გულში .. შენი თვალით დანახული სიყვარულიც მიყვარს მე! :*:*

 


№10  offline წევრი Eternity8

პირველად გიწერ კომენტარს, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ისტორია წაკითხული მაქვს. არც კი მახსოვს რამდენი ღამე გავათენე შენი ისტორიებით ( დღევანდელის ჩათვლით). უცნაურია, მაგრამ ბევრ საკითხში ჩემი შთაგონების წყარო გახდი. შენი პერსონაჟები ბევრ ადამიანს გვეხმარება გაღიმებაში და დაფიქრებაშიც... ჩემო საყვარელო ელენე. ვერც კი წარმოიდგენ რამდენად ნიჭიერი და განსხვავებული ხარ! მადლობას გიხდი ყველა ისტორიისათვის! ყველა წამისთვის, რომელიც წერაში გაატარე!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent