უთარიღო დღეები (16)
ყრუდ ჩამესმოდა გაურკვეველი ბგერები ყურში. თვალების გახელა მიჭირდა და ვერ ვმოძრაობდი. თუმცა, ნელ-ნელა მიბრუნდებოდა შეგრძნებები. -საავადმყოფოში. როგორც ჩანს,ჩემთან ერთად ვიღაცაა და ორივე ერთად კი საავადმყოფოში ვართ.კი, მაგრამ რატომ?! გონება დავძაბე, რომ გამეხსენებინა. აჰ,ის წყეული კიბეები... მე ხომ დავგორდი?! თითები ავამოძრავე და მუცლისკენ წავიღე. მეშინოდა, რომ რაღაც ისე არ იწნებოდა, როგორც ადრე... მეშინოდა, რომ ჩემი შვილი,რომელიც სიზმარში მსტუმრობდა ხოლმე და მერე გაბრიელთან მიდიოდა სამუდამოდ, ახლა მართლა წავიდოდა, მაგრამ არა სიზმარში, არამედ ცხადში და არათუ მამამისთან, არამედ... ოროვესგან... არა, არა, ეს დაუშვებელია... ასე არ შეიძლება მოხდეს... -არა,მე კარგად ვარ. ჯუნა კიბეებიდან დაგორდა და... ახლაღა მივხდი ხმა სალომეს რომ ეკუთვნოდა. მარცხენა ხელზე მის შეხებას ვგრძნობდი, ძლიერად მიჭერდა ხელს. ვიგრენი როგორ დამისველდა სახე ბედნიერების ცრემლებისგან, ჩემმა ხელის გულმა დარტყმა რომ იგრძნო, მსუბუქი,მაგრამ მაინც და მერე მივხვდი, რომ ჩემი შვილი არსადაც არ წასულა.პირიქით, ის აქაა, ჩემთან და საარსებო ენერგიით მკვებავს. -რა გაღრიალებს, გაბრიელ, გაგიჟდი? - ხმას აუწია სალომემ. - მეცხრეში ვართ. ტელეფონი გათიშა და ამოიოხრა. -სალო...- ძლივს გასაგონად დავუძახე. -ჯუნ! გაიღვიძე, ჩემო კარგო? როგორ გრძნობ თავს? რამე ხომ არ გტკივა? -მე კარგად ვარ, ბავშვს თუ არაფერი მოუვიდა. - მიჭირდა საუბარი, დაღლილობას ვგრძნობდი. -საბედნიეროდ, ორივე კარგად ხართ! -წყალი მინდა... -ახლავე მოგიტან. კარების გაღების და დახურვის ხმა მომესმა. აპარატების წიკწიკი ნერვებს მიშლიდა. მინდოდა ვენიდან გამომეგლიჯა პეპელა. თუ არაფერი მომსვლია ან მე, ან ბავშვს, რა ჯანდაბად მინდა ეს გადასხმის სისტემა?! ისევ გაისმა კარების ხმა. არავინ დამლაპარაკებია. უცნაური იყო... -სალო. - დავუძახე. თვალები გავახილე, თუმცა ვერავინ დავინახე. განძრევის თავი კი არ მქონდა,ოთახი რომ მომეთვალიერებინა. -როგორ ხარ? - სიჩუმე ვიღაცის ხმამ დაარღვია. აჰ, ვინ თუ არა რიჟვაძე?! -კარგად... -რატომ არ უფრთხილდები ბავშვს და საკუთარ თავს?! - ტონზე ეტყობოდა დაძაბული რომ იყო. -ნუ დაიწყებ ახლა. - მობეზრებულმა ამოვიფრუტუნე და თვალები დავხუჭე, გაბრიელის დანახვის ამაო მცდელობის შემდეგ. -მე?! - ყეფასავით გამოუვიდა. - ეს შენ ხარ ბავშვს რომ არ უფრთხილდები და მე მეუბნები კიდე რამეს?! - გარკვევით მომესმა მისი კბილებისა და ყბების გაჭრიალების ხმა. -უბრალოდ გაჩუმდი, კარგი?! -ჯუნა... -რა? -რას იტყვი, ჩემთან გადმოსვლაზე? - ნელა ლაპარაკობდა, ეტყობა საჭირო სიტყვებს ეძებდა.სასაცილოდ ნამდვილად არ მქონდა საქმე, მაგრამ მაინც გამეცინა,თანაც ძალიან კარგად. -მოიცა, მოიცა.. - ეს სალომეს ხმაა დაა დიდი ალბათობით ჩვენი საუბარი გაიგონა. -რატომ უნდა გადმოვიდეს ჯუნა შენთან? - ისეთი ხმა ჰქონდა, რომ აშკარა იყო უჭირდა სიტუაციაში გარკვევა. -შენი აზრით? - ირონია იგრნობოდა რიჟვაძის ნათქვამში. -ერთმანეთი გიყვართ? არა, როდის მოასწავებდით კი მაგრამ?! აბა... ბავშვი! - "ევრიკა" იყო სალომეს დასკვნა. -ნიჭიერი ბავშვი ხარ. - ჩაიცინა გაბრიელმა. -მე რატომ არ ვიცოდი? - წყენა დაეტყო ხმაში. -ეგ ამ ქალბატონს ვკითხოთ.რატომღაც, მეც სრულიად შემთხვევით გავივე. -ჩემი დროა ახლა? - გამეცინა. - კარგი, აგიხსით მაშინ. სალო, შენ რომ გითხარი სახლიდან წამოვედი-მეთქი, ეგ ორსულობის გამო. წამოვედი რა, გამომაგდეს. გაბრიელს არ ვუთხარი იმიტომ, რომ საჭიროდ არ მივიჩნიე, თანაც არ ვიცოდი რა რეაქცია ექნებოდა. შენთვის რომ მეთქვა, სალომე, ამით რა მერე?! -ე.ი. უნივერსიტეტში ამის გამო არ დადიხარ? - ჩაფიქრებული იყო ურიდია. -უფულობის გამო. -ასე არ შეიძლება. - დაასკვნა ბოლოს. აღარაფერი მითქვამს. ტელეფონის რეკვის ხმა გაისმა, ჩემი მობილური იყო. რიჟვაძემ მომაწოდა, თან დაჟინებით მიყურებდა. დადეშელი რეკავდა. ვერ გადავწყვიტე მეპასუხა თუ არა. რომ მეპასუხა, რა მეთქვა მერე? მეთქვა, რომ საავადმყოფოში ვარ? ან რატომ უნდა ვუთხრა? გავუთიშე. -აბა რას იტყვი? - სიჩუმე დაარღვია გაბრიელმა. -რაზე? -ჩემთან გადმოსვლაზე. -სისულელეა! ერთხელ რაღაც მივქარე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ უარესი უნდა მოვაყოლო. - ამოვიფრუტუნე. -არაფერია უარესი. ვერ გდევ მე შენ, რომ ბავშვს არაფერი მოუვიდეს-მეთქი. ჩემთან რომ იქნები, უფრო მოგაქცევ ყურადღებას. - უემოციოდ მელაპარაკებოდა. ძალიან გავღიზიანდი. ისე გამოვყავარ, თითქოს პატარა ბავშვი ვიყო და ფეხებზე მეკიდოს ჩემი შვილის ბედი. ჰაჰ, არ ვუფრთხილდები თურმე! -შეგიძლია გაჩუმდე. - მაქსიმალურად ვეცადე სიწყნარე რომ შემენარჩუნებინა, თანაც ჯერ კიდევ არ ვიყავი კარგად და ვერიდებოდი დაძაბვას. -რომელი საათია? - სალომეს ვკითხე მე. -ჰა? მე მითხარი რამე? - დაბნეულმა მიმოიხედა და თვალები ააფახურა. -ღამის 3 სრულდება. - ჩაერთო რიჟვაძე. -შენთვის არ მიკითხავს, როგორც მახსოვს?! - ნაძალადევად გაღიმებულმა გადავხედე კედელზე მიყრდნობილ გაბრიელს. ისევ დარეკა დადეშელმა. ძალები მოვიკრიბე და ვუპასუხე. -ჯუნა! ყველაფერი იგრძნობოდა მის ხმაში: სიხარული, შვება, წყენა, სიბრაზე... სრულიად საპირისპირო გრძნობები და ემოციები. -რა? -სად ხარ? - იმ ყველას ემოციას მოუთმენლობა დაემატა. -საავადმყოფოში. სიჩუმე... საშინელი სიჩუმე. -რატომ? - არვიცი რამდენი ხანი გავიდა, სანამ რამეს იტყოდა. -ცუდად გავხდი. ისევ სიჩუმე. -რომელში? თავდაპირველად ვერ მივხვდი რაზე ამბობდა, საავადმყოფოს გულისხმოდა ალბათ. -მეცხრეშიო. - სალომეს გავხედე. თავი დამიქნია. აღარაფერი უთქვამს, გამითიშა. მხრები ავიჩეჩე და ტელეფონი ტუმბოზე გადავდე. -სალო, ცოტა ხნით დაგვტოვე რა. - რიჟვაძემ ჯერ მე შემომხედა, მერე ურიდიას. მარტო დავრჩით. ნერვები უნდა მომიშალოს ახლა ამან?! ჯერ ფანჯარასთან მივიდა რიჟვაძე, გადაიხედა და თვალი გაუშტერა სივრცეს. მერე როდისღაცა მოვიდა აზრე, შემობრუნდა, რაფას დაეყრდნო და თვალი გამისწორა. -ასე არაფერი გამოვა. -როგორ? - წარბები ავწკიპე. -კიდევ 3 თვე დარჩა. არ მინდა რამე ცუდი... -რაც უფრო ნალებად დამთარსავ, მით უკეთესი იქნება. ასე რომ გაჩუმდი, კარგი? შენ შენთვის, ჩვენ - ჩვენთვის. არ ვაპირებ შენთან გადმოსვლას, ან რატომ უნდა გადმოვიდე? მხოლოდ იმიტომ, რომ შენს შვილს ვატარებ მუცლით? ხომ არ გავიწყდება რატომ არ გითხარი ბავშვის შესახებ? იმიტომ, რომ არაფერი მჭირდება შენგან. შეგიძლია მის სანახავად მოხვიდე,როცა გინდა და რამდენი ხნითაც გინდა დარჩე. შეგიძლია წაიყვანო ხოლმე, მაგრამ ზედმეტი მოვალეობებიდან მე გათავისუფლებ. - არც ამომისუნთქია, ისე ჩავარიკრიკე დაზეპირებული ლექსივით. დაძაბული მქონდა მთელი სხეული, სუნთქვაც გამიხშირდა და გულის ცემა ამიჩქარდა. აშკარად საკმარისზე მეტად ავყევი ნერვებს და ემოციებს, ეს კი არც ისე კარგია. კარებზე დააკაკუნეს. მალევე შემოაღო დადეშელმა. სახე გამიბრწყინდა მის დანახვაზე. ფერმკრთალი იყო სახეზე, ოდნავ აკანკალებული ხელები სახეზე ჩამოისვა და შვებით ამოისუნთქა. დაღლილი და ანერვიულებული ჩანდა. გაბრიელს გახედა, თავის დაკვრით მიესალმა და ჩემკენ წამოვიდა. ყველაფერი გამახსენდა, რასაც კი დადეშელი და მისი ცოლი ამბობდნენ. გამახსენდა, რომ იგი შვილს ელოდება ეკასგან და ხელი, რომელიც ჩემზე ჩახუტებული დადეშელის ზურგისკენ მიმქოდა, ჰაერში გამიშეშდა. ღიმილი სახეზე შემეყინა, შემატყო კიდეც. მძაბავდა დადეშელისა და რიჟვაძის სიახლოვე, თანაც ორივე ერთად... უკვე მეტისმეტი იყო. ჩემი მარჯვენა თავის ხელში მოიქცია და ძლიერად მომიჭირა თითები. ერთდროულად მეწვია ურთიერთსაპირისპირო გრძნობები: უსაზღვრო მიყვარული დადეშელისადმი და საღი აზრი, რომელიც მკარნახობდა, რომ მე შეცდომას ვუშვებ მასთან ყოფნით, რომ მე არ მაქვს უფლება ვიყო ბედნიერი სხვისი უბედურების ხარჯზე... უძირო იყო მისი ლურჯი თვალები. ვუყურებდი მათ და მეგონა, რომ ზღვის ტალღებზე დავცურავდი. ეს ნამდვილად იყო „მშვიდი ცურვა“ და შეგრძნება, რომ „მე გადავცურავ ზღვას“. უსაშველო ტკივილს ვგრძნობდი. ისე ძლიერი იყო სურვილი ლაზარეს ჩახუტებისა, მეგონა გავგიჟდებოდი რო არ შევხებოდი, რომ არ მეგრძნო მისი სითბო და მზრუნველობა... მახრჩობდა მწარე რეალობა. ისე ძლიერად მიჭერდა თავის საშინელ მარწუხებს, რომ მეგონა ვერასოდეს დავაღწევდი თავს მათგან, მაგრამ... ინსტიქტურად წავიღე ხელები დადეშელის მხრებისკენ. ძლიერად ჩავებღაუჭე მათ და ჩემკენ მოვიზიდე. უთარიღო დღეები და დაუვიწყარი შეგრძნებები. -აღარასოდეს მანერვიულო ასე... - ჩამჩურჩულა დადეშელმა და თავზე მაკოცა. -მიყვარხარ, დადეშელო. - ძლივს გასაგონად ვუთხარი მე. მიყვარდა დადეშელი, მთელი გულით მიყვარდა და ვერ დავთმობდი მას... ________________ როგორც წაიკითხეთ, ბავშვი გადარჩა და დადეშელიც დაბრუნდა. აბა, კმაყოფილი ხართ? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.